-
პოსტები
1.642 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
8
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი verusi
-
ეს ნამდვილად არ იყო დაშლის აქცია. სათანადო წვრთნებს მეც გავდიოდი ჯარში. ეგ იყო სპეცოპერაცია დაკავების, როდესაც არ გსურს დამნაშავის ხელიდან გაშვება, ან გარკვეული ჯგუფის და ყველა მხრიდან უკრავ გასაქცევს. მაგრამ ის რაც და როგორც გააკეთეს ამ უტვინოებმა, არც ერთს გავდა და არც მეორეს. შეგახსენებთ რომ პოლიციას აქვს საკმარისი სპეცტექნიკა, რომ დაშლის ოპერაცია უფრო პროფესიონალურად ჩაეტარებინათ. და ცოდნაც აქვთ, მეთოდებიც გარკვეული წვრთნებით გამაგრებული, მათ შორის უცხოელი ინსტრუქტორების დახმარებითაც მიღებული. ის რაც გააკეთეს, იყო დანაშაული, თუ კი სპეცოპერაცია არ ითვალისწინებდა გარკვეული ჯგუფის ადგილზე დაკავებას, მათი მიმალვის საშიშროება არ იყო და შემდეგ უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენის მათი მხრიდან. ასეთ დროს მასას გარკვეულად ზღუდავენ გადაადგილებაში და მაქსიმალურად ცდილობენ ტერიტორიის კონტროლის ქვეშ აყვანას, მასიდან ორგანიზატორების გამორჩევას, მათ ნეიტრალიზაციას მასიდან და მერე დაკავებას, ზოგ შემთხვევაში ლიკვიდაციას. (ფორსმაჟორულ სიტუაციებში უფრო დიდი მსხვერპლის ასაცილებლად, როდესაც არის ტერაქტის საშიშროება) მაგრამ ამ შემთხვევაში, მათ მისცეს ორგანიზატორებს გასვლის საშუალება, ხოლო უბრალო მონაწილეები შეზღუდენ და დაიწყეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სადამსჯელო ოპერაცია. ასე რომ ეს არც დაშლის ოპერაცია იყო, არც დაკავების ორგანიზატორების და იყო მხოლოდ სადამსჯელო ოპერაცია მისი რიგითი მონაწილეების მიმართ ჩადენილი.
-
ილია მეორე - დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს
verusi replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ასეთი იდეა მაქვს. ეროვნული კონგრესი, რომელიც სრულად იქნება წარმოდგენილი ყველა პარტიებით იმ კვოტების მიხედვით, რომელსაც პარტიები კონგრესის არჩევნებში მიიღებენ ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ასევე ძირითადი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ქრისტიანი მუსულმანი ღვთისმსახურები და საზოგადო მოღვაწეები შოუბიზნესის გარეშე.(არანაირი მსახიობები, რეჟისორები, კლოუნები თუ მოცეკვავე მომღერლები) მხოლოდ ინსტიტუტების უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ჭეშმარიტი ინტილიგენციის წარმომადგენლები არჩევით მათი ორგანიზაციებიდან. კონგრესში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდეს იმ დროისთვის არსებულ მმართველ პარტიას. ხოლო კონგრესის საბჭო უნდა იყოს მაჟორიტარი კონგრესმენები რეგიონებიდან. ერთი რეგიონი - ერთი ხმა(საქართველოს ისტორიული სამხარეო დანაყოფებით)კონგრესის თავმჯდომარეს კი ირჩევს თავად კონგრესი არჩეული კონგრესმენებიდან ერთ ერთერთს. და ყველა პარტიამ, რომელიც იქნება ამ კონგრესის წევრი, აღიაროს მისი უზენაესობა თავიანთ პარტიულ ამბიციებზე. -
მანქანებით გადავლის ღირსები ისინი იყვნენ, ვინც ამ სახით დაგეგმა მიტინგის დაშლა. შენ წარმოიდგინე ეგრე დაშლას არც კი ასწავლიან წვრთნების დროს. ყოველთვის ერთი მხრიდან მიდის მიწოლა და დაფანტვა სპეც ტექნიკის გამოყენებით. ისე კარგი ადვოკატი და სასამართლოში პასუხსაც ვერ აგებინებენ დამნაშავე მძღოლს. სასამართლო მას აუცილებლად აფექტში მყოფად მიიჩნევს ან შეურაცხადს იმ გარემოებაში.(ოღონდ ნორმალური სამართლებრივი ქვეყანა მაქვს მხედველობაში და არა ნიშას სასამართლო) და პასუხისგების საკითხი დადგება მისი, ვინც ეს სპეცოპერაცია მოამზადა ასე უნიჭოდ და უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, უფრო ზუსტად დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა როგორც მომიტინგეების მიმართ, ასევე იმ პოლიციელების მიმართ, ვისაც მიტინგის დაშლა ევალებოდა.
-
რატომ? ეს ხომ ბურჯანაძის მხარდაჭერას არ ნიშნავს? პირიქით, ბურჯანაძისნაირებს რომ მისცეს საშუალება იბოგინონ საქართველოში, ამის წინააღმდეგაა. და ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ბრძოლის კულტურა რომ შემოვიდეს და ყველა მხარემ მოსახლეობას სცეს პატივი, ვისი მართვის პრეტენზიითაც გამოდიან. ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიცია. ამიტომაა ეხლა საჭირო სარჩელის შეტანა ხელისუფლების წინააღმდეგ, ხოლო მან ვისზეც უნდა მერე იმაზე გამოიტანოს განაჩენი. თავის მინისტრებს დასჯის თუ ბურჯანაძეს, თუ ორივეს ერთად, ამაზე იქნება მათი სამართლიანობის დონის დადგენაც და შემდეგ ამის მიხედვით არჩევნებში მათი მხარდაჭერა თუ პირიქით, წინააღმდეგ გამოსვლა არ მიიღებენ სარჩელს? საერთაშორისო სასამართლოში ჩივილი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების, წარმომადგენლობების შეწუხება ჩარევის მოთხოვნით. სანქციების დაწესების თუნდაც, როგორც დიქტატორულ რეჟიმებზე. აბა სხვანაირად როგორ უნდათ? ბრძოლაა საჭირო და ვისაც საამისი ბერკეტები აქვს გამოიყენოს.
-
საქმეც მაგაშია რომ ეგრე ფიქრობენ. რადგან სხვა გზა არა აქვთ ვიდრე მტრის ხატი სექმნან მუდმივად, რომ მათი ვადა გაიხანგრძლივონ ასე ხელისუფლებაში. ეს აქცია ხაფანგი იყო ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობისთვის და პოლიტიკოსებისთვის. ეხლა ფჩხილებს იკვნეტენ ალბათ სიმწრით, რომ არ გამოუვიდათ ის მაშატაბურად. შერჩათ მარტო ბურჯანაძე და მას ხელს ვერ კიდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელი ჭკუათმყოფელი მთავრობა მისცემდა უფლებას აქციების გამართვის და ჩატარების იმ ძალებს, რომლებზეც მასალა უკვე ვიდეოს თუ დავუჯერებთ 8 მაისიდან ქონდათ. (ციფრებს მიაქციეთ ყურადღება) იქ კი რაზეა საუბარი? აქციებზე იარაღის გამოყენებაზე ერთის მხრივ მსუბუქის და მეორე მხრივ რეზერვად ცეცხლსასროლის. ამის უფლების მიცემა კი ორგანიზატორებისთვის და მათი იზოლაციაში არ მოქცევა დანაშაულის ტოლფასია. ამისთვის შესაბამისი კანონმდებლობაც არის, რომ ხელისუფლებამ პასუხი აგოს. უბრალოდ მომჩივანის როლში უნდა გამოვიდეს ვინმე.
-
არა ვათხოვე დროებითო ))
-
კოკოითს როდის გაეჩხირება ეხლა თევზის ძვალი კისერში? )))
-
რატომ დააპატიმრონ? მათი საქმე გააკეთა და მათ სამსახურში იდგა თავიდან ბოლომდე. მაგას მალე ღირსების ორდენსაც ჩამოკიდებენ.
-
მაგ პოლიციელის ოჯახს თუ ჭკუა აქვს, უარი თქვან პანთეონზე, თორემ მერე მაინც ამოსათხარი ეყოლებათ )))
-
ისე ამ ჰიპოკრატიას ქართული გუგლეტი როგორც თავზე ძალადმოხვეულს შიფრავს. რავი საიდან მოიტანა, გაავსეს ეგ ენაც ბარბარიზმებით..
-
ალბათ სააკაშვილის ახალი აღმოჩენაა ქართულშუ როგორც "ბუკვალური" ))) ისე მგონი მას უნდოდა ეთქვა ჰიპო (მაღალი - ზე) კრიტიკული ანუ ჰიპოკრიტიკული, ზეკრიტიკული, კრიტიკის მაღალი კოეფიციენტით )) ხო და რაც გამოუვიდა კი თქვა ისე))) ეგ კი უკვე სხვა ტერმინია. ალბათ იქ ზემოთ ჰიპოკრიტიული შეცდომით იყო დაწერილი, რამაც მეც დამაბნია)))
-
მოწმეზე ზეწოლის კარგი მაგალითია დანაშაულის დაფარვა)) არ გამოვა, გაიყვანებენ საბრალდებო სკამზე, უკვე დანაშაულში თანამონაწილეობისთვის, მისი დაფარვის მცდელობისთვის)) და ამას სხვა მოწმის ჩვენებით დაამტკიცებენ))) მაგრამ იმის დამტკიცება რომ მოწმე იყავი ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი. ეგაა ჩვენს სასამართლოს ეგ არ ეხება, ეგენი ყველაფერს ბრძანებით ამტკიცებენ აქ და მოწმეც არ სჭირდებათ)))
-
საქმე იმაშია, რომ აფხაზებს ღიად ვერ დაუპირისპირდებიან. როგორც ჩვენ ვერ გვიპირისპირდებოდნენ ღიად თავიდან, სანამ ამის კოზირები ისევ ჩვენ არ მივეცით. უფრო სცორად თავიდან შევარდნაძემ და მერე სააკაშვიულმა გაუმაგრა მაგათ წელი.
-
არაა სავალდებულო მოწმე ესწრებოდეს დანაშაულს. მოწმეს შეუძლია დანაშაულის დაფიქსირება. მაგალითად აქ იყო ეს ადამიანი ცოცხალი ამა და ამ დროზე როცა ის მოვიდა. ან მაგალითად აქ იყო ესა და ეს ნივთი ამ დრომდე, როდესაც ის მოვიდა. და ა.შ... მერე კი მოწმის სტატუსით გამოდის ექსპერტები, სხვა სამხილები.. სამართალში ისეთი დეკანი მყავდა...მომიწია ძალად სწავლა, ჩათვლას ისე არ მაძლევდა. ოსი იყო თან და ჩემ დანახვაზე ელეთმელეთი მოსდიოდა)))
-
ეს აბდაუბდა კი არაა, სამართლის ნორმაა, სავალდებულო!!! იურიდიული განათლება გაქვს? თუ არა იურისტებს ჰკითხე. უდანაშაულობის პრეზუმციას კი შეგახსენებთ რა პუნქტებით ადგენენ. 1. დანაშაულის სუბიექტი 2. დანაშაულის ობიექტი 3. დანაშაულის სუბიექტური მხარე 4. დანაშაულის ობიექტური მხარე 5. მოწმის ჩვენება თუ რომელიმე ამ პუნქტებიდან არ არის, დანაშაულს არ ეძლევა დანაშაულის შეფასება. ის არ არსებობს ბუნებაში. მოწმედ კი ვინ გამოვა და რა ვითარებაში ეს სხვაა. მეორე კითხვაზე კი სხვამ იკითხა ცრუ ჩვენებაზე და ვპასუხობ რომ ცრუ ჩვენება ისჯება კანონით.))) დაამტკიცე რომ ცრუობს და ის დაისჯება.
-
იმ შემთხვევაში თუ აფხაზებს რუსულ სომხური დიასპორა დაუპირისპირდება, არაა გამორიცხული მოვლენების ისე განვითარება, რომ რუსებმა იქ მაგრად ჩაიჯვან. ტვინი არც მაგათ მოეკითხებათ სააკაშვილის არ იყოს, ისევ სააკაშვილმა მისი უტვინობით თუ არ მისცა რაიმე კოზირი.
-
სახელისუფლებო რესურშში ეგ ვიგულისხმე. პოლიცია, ჯარი, მათი ოჯახები, სახელმწიფო მოხელეები, მათი ოჯახები. და მასა გაუნათლებელი ხალხის.
-
ნასედკები იყო მგონი იქ ყველა, ბურჯანაძით დაწყებული და ერთმანეთზე მიქონდათ ენები)))
-
მოკლეს ალბათ. რატო ქვია თემას გადარჩაო? თუ ეგ ახალია? ეხლა ვნახოთ როგორ წავა აფხაზეთში მოვლენები. არის შანსი აფხაზების შემორიგების იმ შემთხვევაში, თუ რუსები თავისი კანდიდატის დასმას გადაწყვეტენ. მით უმეტეს სომხების დიასპორა თუ გამოიყვანს თავის კანდიდატს კიდო. ეხლა არაა ის სიტუაცია იქ რომ არჩევნების დროს 2005 წელს იყო. რუსები აფხაზებზე მაგარი დაბოღმილები არიან და აფხაზებიც რუსებზე უკმაყოფილო, ტერიტორიების და ობიექტების ახევა რომ უნდათ მათზე. მოკლედ შეიძლება იქ მაგრად გახურდეს.
-
დავამატე 223 - კი 756 - არა რეალობაზე რა ვთქვათ... დაგავიწყდა მილიონნახევარი მამედოვები და ა.შ მარნეულში და სახელისუფლებო რესურსი? რეალობა ასე იქნება არჩევნებში, დაახლოებით 50-50ზე, ცოტა გადახრებით ქვემოთ ან ზემოთ. მე მგონი პარტების რეიტინგი უფრო ასახავს სააკაშვილის მხარდაჭერებს 40%
-
რას იტყოდა, უფრო სწორად რას იბოდიალებდა მეტს? თბილისში რიყეზე თავისუფლად დავდივარო ისეთ უსაფრთხო ქვეყანა ვართო და ხალხს ველაპარაკები ხოლმეო, მესალმებიან და ხელს მართმევენო))) ბურჯანაძეზე კითხეს რატომ არ იჭერთო და დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი ვარო, პროკურორი არაო)) მერე მის მიერ დაქირავებული განაპოლსკი ჩაერთო და აქო ადიდა... თურმე იმას ცოლშვილი თბილისში ყოლია გამოხიზნული... მე კი მიკვირდა ასე რამ შეაყვარა სააკაშვილი და საქართველოთქო))) მოკლედ ამ კაცს სერიოზული ფსიქიატრიული დახმარება სჭირდება. კისერს დავდებ მოსაჭრელად თU ნებისმიერი კვალიფიცირებული ფსიქიატრი შიზოფრენიის, პარანოის დიაგნოზს არ დაუსვამს..
-
აი აქ უნდა დაგეთანხმო. როდესაც ჩმორებია ხალხში და ცხვრებად არიან ქცეული, სადაც უნდათ იქეთ ერეკებიან და როდესაც უნდათ მაშინ გამოჭრიან ყელს ცხვარსაც და ბატკანსაც. ცხვარი დაგიკვლია როდესმე? წინააღმდეგობასაც არ წევს მაგ დროსაც კი... მოწმის ჩვენება არის უდანაშაულობის პრეზუმციის ერთერთი მთავარი შემადგენელი, რომლის გარეშეც დანაშაული არ დგინდება. არ არის მოწმე, არ არის დანაშაული!
-
შეგიძლია მაშინ ანალიტიკოსობა გააგრძელო წარმატებით)) ისე ეგეთი ანალიტიკოსები სააკაშვილს მაგრად სჭირდება და იქნებ მის გუნდში მიგიღოს))) ჰო მართლა, საზღვარგარეთ არასდროს ვყოფილვარ საცხოვრებლად, ან გაქცეული, ( რუსეთის სადაც ვსწავლობდი ადრე და ერაყის გარდა) და სადაც ვიყავი, დემოკრატიის მაგალითი ნამდვილად არ იყო. ნუ ეხლა თუ ბათუმი საზღვარგარეთია, მაშინ კი) ასლანის დროს თითქმის ეგრე ვიყავით )))) ჩოლოქს რომ გასცდებოდა ზოგიერთი, საქართველოში ვიყავითო ამბობდნენ და დღემდე ეგრე ამბობს ზოგიერთი))
-
ცუდად ფიქრობ თუ მეტი ვერაფერი დაასკვენი... მე ის ვთქვი ამით რომ სხვის თვალში ბეწვს ვეძებთ და საკუთარში დირეს ვერ ვნახულობთ. ყველას მისი ტკივა მხოლოდ და სამართლიანობას არავინ არ დაეძებს... ეს ქალი არ ჰგავს იმ სპარტელ დედას, რომელმაც თავის შვილს ზურგზე ჭრილობა რომ უნახა, გული განუგმირა.. არც მოეთხოვება ეგ, მაგრამ მას არც მისი შვილის დანაშაულის დანახვა შეუძლია სხვის შვილებს რომ წამლავდა. და მისი ცრემლები მე არ ამატირებს და არც მეცოდება...
-
ერთი ახლობელი გამიბრაზდა, შვილი დაუჭირეს სუბოტექსის შემოტანისთვის და 20 წელი მისცეს. აგინებდა მთავრობას და შეწყალების კომისიებს, უსამართლოდ ექცევიან ხალხსო, ვისაც 2 დღე ქონდათ დარჩენილი, ისეთი ხალხი გამოუშვესო და ჩემი უდანაშაულო შვილი 20 წლით ზისო.. რო ვუთხარი უდანაშაულო არაა შენი ბიჭი და თუ ზის დაიმსახურა და ტყუილად ცოდვას ნუ ლაპარაკობ სხვის შვილებზე, ვინც გამოუშვეს თქო, გამებუტა და არა მელაპარაკება მას მერე. ხოდა მას მე ზალიან ცუდი კაცი ვგონივარ ეგ რომ ვუთხარი... მწყევლის ალბათ კიდო))) რატომ მოვყევი ეგ? რავი,.. იფიქრეთ თვიოთონ...