Jump to content
Planeta.Ge

verusi

პლანეტელი
  • პოსტები

    1.642
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი verusi

  1. აერიაა თუ რაღაც ჯანდაბა არ ვიცი, და რაა მისი 3000 გამოკითხულის ხმა? სად აგროვა? და ვინ ყავდა დაქირავებული ასაგროვებლად, ისევ ნაციონალები და მათი სატელიტი არასამთავროები? აი ციფრები აგერაა რეალური 11600 გამოკითხულიდან 7400 მოწინააღმდეგე სააკაშვილის, 4200 მომხრე. რამდენი % იქნება განსხვავება რეალში? +-5% ხომ? ჰო და დათვალეთ
  2. მიშა გაჩვენებთ ასე, ჯერ სად ხართო... აწე ამხელას გაგიდობთ კიდოო, თუ იმას ითმენთ, რაც აქამდე გამიდვია თქვენთვისო.
  3. თავიდანვე ვიძახდი, მიშას დაკვეთილი აქციებია, ბურჯანაძე კი შემსრულებელი. ეგ ხაფანგი იყო სხვებისთვის, მოყვა ის, ვინც მოყვა და არ მეცოდება არავინ. ჭკუა უნდა ქონოდათ თავში, ბურჯანაძეს რომ მიყვებოდნენ. ხომ დაამტკიცეს ეხლა მათი კავშირი ხელისუფლებასთან? გირაოსაც პროკურატურა სთავაზობს წინასწარ სასამართლომდე, რა კეთილები გახდენ. სხვებს რატო არ უშვებენ? ან რატო ვინმეს არ შეთავაზეს ადრე? მობილურის ქურდობისთვის ხალხს 10 - 15 წელს უსჯიან, ამათ კი 4დან 7 წლამდე სახელმწიფოს გადტრიალებისთვის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთით, რასაც 4 ადამიანის (ჯერ დაუდგენელი კიდო ციფრები) სიცოცხლე ემსხვერპლა. თან გირაოს სთავაზობენ და თან ქვეყნიდან მშვიდობით აცილებენ გარეთ. აბა ერთი რომელიმემ უბრალოდ პანჩური დაარტყით პოლიციელს რამდენს მოგცემენ? ამათ მკვლელობას პატიობენ.
  4. ბურჯანაძე მისი გუნდით გაჩეჩილაძეები მათი გუნდით სააკაშვილი მისი გუნდით გამსახურდიას დროინდელი ქალების გვარდია შევარდნაძის დაზრდილი წიწილები უკლებლივ. აი ”ჩასარეცხების” სია მერე ნუ დადობთ სურათებს, რა საჭიროა?
  5. ღლე უნდა და აკლია, რა ქნას? ))) ჰო ასე ცდილობენ, მაგრამ მაინც არ გამოსდით. ყოველ შემთხვევაში ჩემზე მათი დეზინფორმაცია არ მოქმედებს, ოპოზიციური დეზინფორმაციიდან თავისთავად თავისუფალი ვარ და ამიტომ მაქვს ჩემი აზრი სულ მათგან დამოუკიდებლად)))
  6. ეხლა ვნახე გამოკითხვა ფეისბუქზე, შედეგები. სადაც ამ ხელისუფლების გამოკითხვებისგან განსხვავებით, 3-4ჯერ მეტი გამოკითხულია (ხელისუფლების გაპიარებულ გამოკითხვაში 3000 მონაწილეა, ფეისბუქზე 10000დე ჯერჯერობით) და შედეგები პირიქითაა. სააკასვილის წინააღმდეგ 70% დე და მხარდამჭერი 30%
  7. სამთავრობო კანალებიდან იმედი რუსთავი და ინტერნეტი ლინკებით გარკვეულ ინფორმაციაზე )) ჰო, კიდო ისიც არის ПИК тв )))
  8. ვერა/ ადრე ტვ25 რთავდა მაესტროს საინფორმაციოს და ეხლა ტვ25იც გამორთეს და საერთოდ ერთი წყაროც არაა ბათუმში სამთავრობო კანალების გარდა. საბჭოეთია აქ ))) ასლანის დრო მაგ მხრივ მოსანატრებელია))) მაშინ მეტი იყო საშუალება ინფორმაციის მიღების, როგორც ქართული კანალების, ისე რუსულის. აქ კი მარტო გასართობია ეხლა, ან მთავრობის საინფორმაციო. არც რუსული და არც ქართული სხვა. ინტერნეტში ასე რამეს თუ გაიგებ)))
  9. მაგ ჩვენებას მარტო ერთი რამე გააბათილებს. თუ მოწმე უარს იტყვის თავის ჩვენებაზე, შემეშალაო, ან მომისყიდეს და იმიტომ ვთქვიო. სხვა მაქ არაფერი უშველის, თუნდაც 10 ანტიმოწმე დაიყენონ. ან იმ 10მა მოწმემ ამ მოწმეს უნდა დაადონ ხელი და ფული აიღოო ასეთი ჩვენებისთვისო თქვან და ვისგან აიღო, ან რუსეთის აგენტობა "დაუმტკიცონ" და ა.შ. მოკლედ მოწმე თუ არ მოიშორეს, მოუწევთ პასუხის გაცემა. გვირგვლიანის მკვლელობის არ იყოს, 2-3 წლით მაინც უნდა "გასწირონ" ვიღაც თავისიანი დასასვენებლად ციხის სანატორიუმში
  10. ეგ ძალიან სერიოზული ბრალდებაა უკვე მოწმის ჩვენებით გამყარებული.
  11. პარანოია და მისი გართულებული ფორმა შიზოფრენია.
  12. პირველად მონანიება რომ გამოვიდა, მახსოვს რა ამბავი იყო, ხალხი კინოში ბილეთზე წყვეტდა ერთმანეთს. მერე კი ნახევარი დარბაზი დაიცლებოდა შიშველი ია ნინიძის ძუძუებს რომ ნახავდენ...
  13. ჩემს კედელზე დავდე და გავავრცელე. სხვა კი რავი, არც მე ვარ ამ ფეისბუქის კორიფე)) http://www.facebook.com/Verisimus
  14. ამისთვის უნდა იყოს ზეპარტიული ეროვნული კონგრესი, შემდგარი სხვადასხვა პარტიებისგან, საზოგადო მოღვაწეებისგან და მისი შეკვეთით უნდა მუშაობდეს მაგდაგვარი საინფორმაციო ცენტრები.
  15. არ გამოვა ეგ ამბავი... ტელევიზიას დიდი ფინანსები სჭირდება და მოგების გარეშე მასში ფულს არავინ ჩადებს. ფულს რომ ჩადებს ვინმე, თუნდაც საქველმოქმედო მიზნებით, მაინც იმ ჯგუფის სამსახურში იქნება ის. დამოუკიდებელი ტელევიზია არ არსებობს, საქართველოში ყოველ შემთხვევაში ვერ იარსებებს. ეგ მხოლოდ საზოგადოებრივს შეუძლია კიდო იყოს, თუ კი სახელმწიფოს კონტროლი შემცირდება მასზე. რადგან ის ასე თუ ისე, მაინც საზოგადოების ხარჯებზე და სახელმწიფო ბიუჯეტზეა და არა რომელიმე ჯგუფის ჯიბეზე დამოკიდებული. ჩვენთან ვერ მოგვივლია და სხვაგან რაღას მოვუვლით? ინტერნეტ სივრცით კიდო ა, თუ იმუშავებენ ბლოგერები და ეგაა.
  16. ერთი ტელევიზია იყო ბათუმში სადაც ოპოზიციის მოსმენა შეიძლებოდა. ჩვენთან არ იჭერს არც მაესტროს და არც კავკასიას. არც კაბელურები რთავენ მათ. ჩემ უბანში ვარშალომიძის თანაკლესელისაა კაბელური. ისე სხვაგანაც, მთავრობასთან დაახლოებული პირების. იყო ერთი ტელევიზია მარტო, ტვ25 და ისიც გამორთეს კაბელურიდან. ხოლო მის სიხშირეზე ახშობენ ეტყობა, ვერარაფრით ვერ ვიჭერ წესიერად, მარტო ხმაა შიშინით კომუნისტების დროინდელი ამერიკის ხმასავით უნდა იჭირო არხი ხელში დაკავებული ანტენით )) დღეს რამე ინფორმაცია ვერ მოვისმინე, გარდა იმისა რასაც იმედი, რუსთავი და საზოგადოებრივი პირველი არხი გადასცემს. ჩვენთან მეორე არხიც არაა. ჰო და თქვი ვაკუუმში არ ხართო ეხლა)))
  17. აი ამისთვის კი ბრძოლაა საჭირო და არა ოფისებში პარტიული თათბირები მარტო, ვინ რამდენი ხმა მიიღო რეიტინგის დათვლისას და რომელ ადგილზეა.
  18. ნივთიერი მტკიცებულება ვერ იქნება მტკიცებულება მოწმის გარეშე, რადგან მოწმემ უნდა დაადასტუროს ნივთის კუთვნილება, რომელსაც აქვს კავშირი არსებულ საქმესთან და არსებულ სუბიექტთან, ან ობიექტთან დანაშაულის. რაც შეიძლება ამავე დროს დანაშაულის ობიექტური მხარეც იყოს. მოპარული ნივთი, გაფუჭებული ნივთი. ნივთმტკიცება კი ადგილზე დატოვებული დანაშაულის იარაღი, კვალი და ა.შ. მაგრამ ამ ნივთის კუთვნილება ვინმემ უნდა დაამტკიცოს თავისი ჩვენებით. მეგობარი თუ დაგეღუპა, მწუხარების მოზიარე ვარ.
  19. იყოს პროამერიკული, დროებით პრო რუსულს ხომ მაინც მოგვაშორებს და შეწყდება ერთხელ და სამუდამოდ ქაჯების დევნა... საქართველო როა და მასეა, ამიტომ უნდა შეიცვალოს, თორემ საქართველოა და ამიტომ უნდა დარჩეს იგივე რაც არის, არავის უთქვამს. სხვაგან ალბათ არც იფიქრებდი ამაზე. ალბათ ამდენი მკვლელობების გამო ნინიკოს სერიოზული რამე აქვს თავდაცვისთვის გაკეთებული და მისი სიკვდილი ისევე არ აწყობთ, როგორც მისი მოკვლა. ცოცხალს კი ხელს ვერ ჰკიდებს. ზალიან სერიოზული კომპრომატები აქვს ალბათ, რისი გამჟღავნება ეხლა არ შეუძლია ერთი მიზეზით, რადგან იმ საქმეში ერთად ურევიან. ჰო და სანამ გარეთაა ჩუმადაა და თუ მოკლავენ გამჟღავნდება და ეგაა ხელს ვერ კიდებენ. მე რატომღაც მგონია ჯვანიას ირგვლივ აქვს რაღაც სერიოზული მასალა ან რაიმე უფრო სერიოზული. ალბათ პრეზიდენტის მოვალეობას რომ ასრულებდა ჩაიგდო მასალები ხელში და შეინახა დაზღვევის მიზნით. ან როგორც ვთქვი ერტად იყვნენ რაღაცაში გარეულები და ის დოკემენტები ხელთ აქვს ბურჯანაძეს. უფრო სწორად სადღაც აქვს. ვინც მას გამოაფენს დაჭერის სიგნალზე, ან მკვლელობის მერე.
  20. ისე მაგ გადაცემაში ერთი კი გაჟღერდა, სიმართლე, რომელსაც ალბათ არავინ არ მიაქცია ყურადღება, რადგან ის მიშიკოს დაქირავებულმა ჯურნალისტმა ანდრეი განაპოლსკიმ თქვა. ოპოზიციის მთავარი მინუსი არის ის, რომ მთავარ სამოქმედო პროგრამად აქვთ მიშა წადი და სხვა არანაირი სამოქმედო პროგრამა, რომ წავიდეს მერეო. წავა მიშა და რა მერე? ჰო და იმუშავეთ ბატონებო სამოქმედო პროგრამებზეო. არ ჰყოფნის მარტო 24 საათი ჯდომა ოპოზიციურ ტელევიზიებში და მიშა წადი ძახილიო. თორემ ამ ძახილში ჰგონიათ მარტო თავი ძლიერები, ლამის თავის უძლეველობაში ყავთ საკუთარი თავი დარწმუნებული და მიშა რომ გვერდებს მიუნაყავს მორიგ აქციებზე, მერე ხვდებიან რომ მათ უკან არანაირი ძალა არაა, რადგან არანაირი სამოქმედო გეგმა არა აქვთ და მიხვდებიან რომ ეხლა 2011 წელია, არა 1991 და რაა საკმარისი მარტო წადის ძახილიო. და არც მუშაობენ ამაზე, რომ რეგიონებიდან დაწყებული დედაქალაქით დამთავრებული სიტუაცია კონტროლს ქვეშ ყავდეთო და კონკრეტული სამუშაო პროგრამით, მოქმედების გეგმით შემოკრებილი მომხრეები ყავდეთო. რო დაუკვირდეთ მართალიცაა.
  21. ეს მიშა წადიო კი დარჩა ისევ სამოქმედო პროგრამად ნომერი 1 ))
  22. ბედნიერი ერი ვყოფილვართ, თუ სხვაგან ამდენი სახეების გახსენება შეიძლება... მარტო არ ვყოფილვართ )))
  23. ჰო და მეც მაგას ვამბობ. ყველა პარტიას აქვს უფლება, შეიტანოს სარჩელი პარტიის სახელით მაინც ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში. მოითხოვოს გამოძიება და ყველა დამნაშავის დასჯის. მათ შორის ორგანიზატორების როგორც აქციის, ისევე მისი დაშლის და ოპერაციის დამგემარებლების , შემსრულებლების წინააღმდეგ, რითაც ორივე მხარემ ჩააგდო სიცოცხლისათვის საშიშ გარემოებაში მოსახლეობის დიდი ნაწილი და რამაც გამოიწვია მსხვერპლი, როგორც აქციის მონაწილეებში, ასევე პოლიციელთა მხრიდან. ეს დანაშაული იყო და დამნაშავე უნდა გასამართლდეს.
×
×
  • შექმენი...