Jump to content
Planeta.Ge

GIORGI777

პლანეტელი
  • პოსტები

    198
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი GIORGI777

  1. ცდები საყვარელო მეგობარო ისტორია სწორედაც რომ რწმენას აცდენილი დასაღუპავად გამზადებული ბრბოს სისასტიკეს ანახვებს ყველას და მაგალითს დებს რომ რწმენის ფარად გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლისთვის მოსაწონი როდესაც ეს ფარი თავად შემოქმედისთვის მოსაწონი საქმითაა განმტკიცებული. რა სარგებელია ამტკიცო ქრისტიანი ვარო შენი ძმა კი გძულდეს ან როგორ შეიძლება ქრისტე გიყვარდეს რომელსაც ვერ ხედავ და გძულდეს ძმა რომელსაც ხედავ ასე რომ მეგობარო ყოველნი მოქმედნი ბოროტებისა შორს არიან ჭეშმარიტებისგან თუნდაც იძახდნენ ღვთის ძეები ვართო.
  2. ნუთუ ღმერთმა არ აწვიმა წვიმა და წარღვნით არ მოსრა კაცობრიობა რვა ადამიანის გარდა? ხომ არ გვაძლევს ეს საფუძველს რომ დავასკვნათ შემდეგი: ღმერთი სასტიკია. თუმცაღა სასტიკია უღმრთოთა მიმართ. შენთვის რომ ეგვიპტური არკანების თუნდაც მცირე არსი იყოს ცნობილი მსგავს კითხვებს აღარ დასვავდი.
  3. მეცნიერებას და მისგან ბიძებულ შემოქმედებას არავინ უარჰყოფს და არც განზოგადებულად სატანის მანქანებად არ აღიქვავს პირიქით თავად სატანა ებრძვის მწიგნობარსა და მეცნიერს რათა მან უფლის ქმნილებაში ამ შემთხვევაში ხილული სამყარო თავად შემოქმედის სიბრძნე და სიდიადე არ დაინახოს და არ ამცნოს ეს საზოგადოებას მეცნიერება, გონთა აქტივობა ეს უფლის მიერ ბოძებული ნიჭია რომელმაც სამწუხაროდ ზოგიერთები ხიბლში ჩააგდო და გაამპარტავანდნენ აგებენ ბაბილონის გოდოლს და უფლის თანასწორობა სურთ ის სურთ რამაც დაღუპა პირველი ადამიანი და ეს მათთვის გაკვეთილი კი არა სამწუხაროდ ვიღაც სადისტის ნააზრევია
  4. ის, ვიღაც სადისტი იდიოტები, როგორც თქვენ ამბობთ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის ღვთივსულიერი მადლის მქონე პიროვნებებს წარმოადგენენ და მათ მსგავს ფამილარული ფრაზებით მოხსენიებას, პირად შეურაცხყოფად აღვიქვავ ,ასე რომ გთხოვ და მოვითხოვ პატივი სცე პიროვნების აღმსარებლობასა და მრწამსს იმისდა გათვალისწინებით, რომ თავად აღვიქვავ ათეისტებს სადისტ მწვალებლებად არასოდეს შევურაცხყოფ მათ მოსაზრებებს თეოლოგიასთან და ზოგადად სამყაროს მათეულ აღქმასთან დაკავშირებით. ხოლო თქვენი აგრესია მორწმუნეთა მიმართ მაგონებს სასოწარკვეთილი ადამიანის ხავსთა ჭიდილს ვინაიდან ჭეშმარიტების მადლის გამათავისუფლებელი ძალა უარჰყავით და თავად გაითავისუფლეთ თავი პასუხისმგებლობისგან, რომელსაც სხვათაშორის ვერ გაექცევით და სწორედ შენს მიერ სადისტ იდიოტებად აღქმული პიროვნებები იქნებიან შენს საქმეთა მსაჯულები რაოდენ შენთვის არასასურველი და გასაკვირიც არ უნდა იყოს.
  5. სიტყვები მისი მრწამსის სათანადო აღმსარებლობას თავის თავში გულისხმობს შემდეგს მართლმადიდებელი ქრისტიანი არ იქნება წინააღმდეგი მის მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობას მოხმარდეს, იეჰოვას მოწმე არ იქნება წინააღმდეგი გარკვეული ფინანსები გაიღოს იეჰოვას მოწმეთა შესაკრებელი ტაძრის მშენებლობისთვის ბაპტისტი ბაბტისტურისა მუსლიმანი მეჩეთისა და ჯამისა და ასე შემდეგ. მომავალში საკითხის ასე დაწვრილებით გადმოცემამ, რომ არ მომიწიოს რადგან გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა ჩვევად მაქვს გთხოვ ყურადღებით იკითხო ჩემს მიერ დაწერილი სიტყვები და იმ მნიშვნელობით აღიქვა რა შინაარსსაც შეიცავს.
  6. ამის გარკვევა და დადგენა დღეს ჩვენს ხელთ არსებული მწირი ინფორმაციით სამწუხაროდ შეუძლებელია, მაგრამ ფაქტი ერთია თავად მოციქული ამბობს რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც სურდათ დაემახინჯებინათ ქრისტეს სახარება და როგორც ჩანს ამას წარმატებულად ახერხებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პავლე მოციქული არ შეაგონებდა ქრისტიანს დაეცვა პირველნაყოფი მისთვის ხარებული სიტყვისა და უკუეგდო ყოველგვარი მომხიბვლელი სიახლე.
  7. ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებულია, რომ ადამიანის სიცილის მიზეზი არის გარემოება რომელშიც ადამიანის აზრით იგი შეუძლებელია აღმოჩნდეს. მაგალითად ცირკში წარმოდგენის დროს პატარაც კი იცინის კლოუნთა ჯამბაზობაზე, რატომ? იმიტომ რომ პატარა ფიქრობს რომ არასოდეს შეხვდება დადებითი განწყობით ამორტყმულ პანღურს, რომელსაც კლოუნი იტანს სულელური გამომეტყველებით კოლეგისაგან. როდესაც რელიგიურ თემაზე ხუმრობ ადამიანი ქვეცნობიერად საკუთარ თავს რელიგიაზე და იმ პიროვნებაზე მაღლა აყენებ ვისგანაც თავად ეს რელიგია მომდინარეობს. მაგალითად ორმოცდაათიანელთა შეკრების ადგილიდან გამოსული ფსიქოლოგიურად საამისოდ მოუმზადებელი ადამიანი ფიქრობს რამ ჩააგდო ეს ადამიანები ექსტაზში? რატომ გორაობდნენ იატაკზე ეპილეფსიით დაავადებულთა მსგავსად? და ხშირ შემთხვევაში გიჟებს უწოდებთ მათ და დასცინის, ეცინება მათ მოქმედებაზე, რატომ? იმიტომ რომ ფიქრობს, რომ თავად არასოდეს ჩაიდენს ამას და უწოდებს რა მათ გიჟებს ამით საკუთარი პიროვნების აღმატებულობას უსვავს ხაზს. რელიგიური მრწამსი ისეთი სათუთი და ფაქიზი ფენომენია როდესაც ადამიანი ცინიზმით ხელყოფ მას თუნდაც ეს შეეხებოდეს თავად ამ ადამიანისთვის მიუღებელ აღმსარებლობას მაგ: ქრისტიანისთვის ისლამს, რომ თავად ეს ფაქტი საშიშ სახეს იძენს და ფსიქიატრის დაკვირვებას სწორედ რომ საჭიროებს რათა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ადამიანის ფსიქიკასა და იმ ფენომენს შორის რომელზეც იცინის.
  8. არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.
  9. დავიწყოთ იმით რომ ეს სიტყვები მე კი არა პავლე მოციქულს ეკუთვნის და წერილის ღვთივსულიერებიდან გამომდინარე ღმერთს. გაუგებარია თქვენი შეშფოთება ბიბლიიდან მოყვანილ ციტატასთან დაკავშირებით აქ ზოგადად ცრუ წინასწაღმეტყველებზეა საუბარი და მნიშვნელობა არ აქვს ცრუ წინასწარმეტყველი მართლმადიდებელი ქრისტიანი იქნება, იეჰოვას მოწმე, თუ ლუთერიანული ეკლესიის წარმომადგენელი ეს სიტყვები პიროვნებაზე ან პიროვნებათა ჯგუფზე რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით არ ვრცელდება. რაც შეეხება ციტატის ამ თემაში დაწერას ეს განპირობებულია იმით რომ ერთ ერთ ფორუმელს ვრცელ პოსტში მოყვანილი აქვს კონკრეტული თარიღები ხილული სამყაროს აღსასრულის წინასწარმეტყველების განსაზღვრულ ვადად. ჩემდა სამწუხაროდ არცთუ უსაფუძვლოდ, ვინაიდან სწორედ იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურულ პუბლიკაციებში მოხსენიებულ თარიღებზე საუბრობს და ამის უარყოფა გონიერი ადამიანის მიერ სამარცხვინოა. დრომ გამოსწადა წინასწარმეტყველება და მისი სიცრუის არსი თვალსაჩინოდ წარმოაჩინა. საუბრობს რა პავლე მოციქული ცრუ წინასწარმეტყველთა არსებობაზე და მომავალში მათ გააქტიურებაზე არამც და არამც არ გულისხმობს ადამიანის რელიგიურ მრწამსს ასე რომ გაფრთხილება ეხება როგორც იეჰოვას მოწმეებს ასევე მართლმადიდებელ ქრისტიანებსაც და ყველა იმ პირს რომელიც სიტყვას იტყვის და ამ სიტყვებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უფალს მიაწერს. იწინასწარმეტყველებ ცრუ ხილვას დაისჯები, ცრუდ იწოდები, აი პავლე მოციქულის ეპისტოლეს არსი და ვფიქრობ გონივრულია ცრუ წინასწარმეტყველების შემცველი პუბლიკაციები უფრო გაღიზიანებდეს ვიდრე ღვთივსულიერი სიტყვები მათი დასჯის შესახებ.
  10. მოციქულ პავლეს წერილი გალატელთა მიმართ თავი 1, 6-10 მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით უცხო სახარებაზე მისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. და ის სხვა არაფერია გარდა იმისა, რომ არიან ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზი ზეციდან გახარებდეთ არა იმას, რომელსაც ჩვენ გახარებდით, იყოს შეჩვენებული. როგორც უკვე ვთქვი, ახლა კიდევ ვამბობ; თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის , რომელიც მიიღეთ, იყოს შეჩვენებული. ახლა ადამიანებთან ვეძებ კეთილნებობას თუ ღმერთთან? თუ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? მაინც ადამიანებს რომ ვაამებდე ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი.
  11. თემა იმდენად ბანალურია, რომ ფრთხილ და ხანგრძლივ ფსიქიატრიულ დაკვირვებასა და ანალიზს საჭიროებს.
  12. სიტყვა ევოლუცია შედარებით ახალი და საფუძვლიანად საშიში საცდურია იმ საცდურთაგან რაც კი ოდესმე გამოუგონებია სატანას კაცობრიობასთან ხანგრძლივი ჭადრაკის პარტიის თამაშის დროს სქემა კი პრიმიტიულია და შემდეგნაირად გამოიყურება: არ არსებობს ღმერთი ესე იგი არ არსებობს მცნება, არ არსებობს მცნება ესე იგი არ არსებობს ცოდვა, არ არსებობს ცოდვა ესე იგი ყველაფერი დასაშვებია რაც მცნებით არ არის აკრძალული და ბოლოს არ არსებობს კანონი არ არსებობს სასჯელი. დაიკარგა შიში, დაიკარგა მოწიწება, სათნოება, ადამიანი თავის--უფალია ხომ მომხიბვლელია? ევოლუციის თეორია ადამიანს უფლის სამსჯავროსაგან ათავისუფლებს, ევოლუციის თეორიის მიხედვით თვით ადამიანია ის ღმერთი რომელმაც კოსმოსის სულ მცირე ნაწილი მაგრამ ხომ დაიბყრო მაინც? ევოლუცია სატანის საყვარელი ტერმინია.
  13. რეფერენდუმი ან პლებისციტი რომ ჩაატაროს ხელისუფლებამ ამ თემაზე დარწმუნებული ვარ ყოველი მეორე ეროვნებით ქართველი ადამიანი არ იქნება წინააღმდეგი მის მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი რომ მისი მრწამსის სათანადო აღმსარებლობის ტაძრების მშენებლობას და ამ ამპლუაში საქმიანობას მოხმარდეს აქ საუბარი ეხებოდა კონკრეტულად მართლმადიდებლური ეკლესიის კერძოდ საპატრიარქოს დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ. ალბათ შურით, ნუ ყოველ შემთხვევაში მე წაკითხულ პოსტებში სხვა ემოცია ვერ დავინახე, მავანი ჩივის და ამბობს რომ უკეთესი იქნებოდა ამ თანხით უპატრონო და მიუსაფარ ბავშვთა პრობლემატიკური საკითხები მოგვარდეს, ამიტომ ვთქვი ,რომ რა იქნებოდა უკეთესი, ამ შემთხვევაში ამას ხელისუფლება წყვეტს და თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, მისი რეალიზაცია შეუძლია მინიმუმ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატად არჩევისა და ფრაქციაში გაწევრიანების გზით. სხვა შემთხვევაში უპატრონო ბავშვებით მანიპულირება და მათი სავალალო მდგომარეობის მართლმადიდებლური ეკლესიის ან რელიგიური კონფესიის სხვა წარმომადგენლობისთვის გადაბრალება მსუბუქად რომ ვთქვათ დედაბრული ჭორაობაა და პოსტის ავტორის რელიგიურ და პოლიტიკურ გაუნათლებლობაზე მიგვანიშნებს. როდესაც შენ, როგორც შენი ქვეყნის , საქართველოს მოქალაქე , იღებ უდიდეს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და აკეთებ არჩევანს თუ რომელი პოლითიკური ძალებით უნდა დაკომპლექტდეს საკანონმდებლო ორგანო აი სწორედ მაშინ, საარჩევნო კაბინაში უნდა გაიხსენო: უპატრონო ბავშვები, ზურგზე ხელკეტდამტვრეული ქალები, ეკლესიის ,,დაუმსახურებელი" 25 მილიონიანი გრანტი ასე ვთქვათ და ყველა ის საკითხი რაც გაწუხებს. აქ წერა ეს რომ ასე არ ყოფილიყო ისე იქნებოდაო უხამს ანდაზას მაგონებს ბებიას რო ..... ჰქონდეს ბაბუა იქნებოდაო.
  14. რად გვინდა აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენ ვაკე, საბურთალო და რუსთაველის პროსპექტიც გვეყოფა. მაინც არსად არაფერი ხდება საინტერესო დედაქალაქის ამ 3 რაიონის გარდა. ასე რომ დაელოდეთ ნერონს როდის გადაწვავს რომს აი მაშინ შეიძლება უკვე სერიოზული საუბარი სამაჩაბლოზე, აფხაზეთზე და მადა ჭამაში მოდისო სოჭზეც და საინგილოზეც, ნუ თუ იმასაც გავიხსენებთ რომ განჯის კარი რომელიც დავით აღმაშენებელმა ციხექალაქს მოაგლიჯა და სვეტიცხოველში დააგდო ნიშნად ქართველთა ძლიერებისა შეიძლება ბიძია ალიევსაც წავუყენოთ პრეტენზიები. ახლა ტრაპზონი რომ გამოგვრჩეს უსამართლობა იქნება ააქოთეს ქალაქი სუნიანმა თურქებმა არა ეგეც აუცილებლად დასაბრუნებელია და საერთოდ ბაგრატ მეოთხის ბუში ძმა მახარაი რომ ალექსი კომნენის დას ჟიმავდა კონსტანტინეპოლში რაა სტამბოლიდან წილი არ გვეკუთვნის?
  15. ჩვენ ჯერ ძმებო 650 ელკესია გვაქვს მაგათთვის საჩუქებელი და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება რაიმეს გაპროტესტების უფლება.
  16. შენ გინდა რომ შენი გადასახადები საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნების ძვირადღირებული ჯიპების ბაკში წავიდეს? არა მგონია გინდოდეს მაგრამ სამწუხაროდ მიდის. ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ იმ უსუსური და მორალურად გაუმართლებელი პროგრამებისა რაც ბიუჯეტით ფინანსდება პირადად მე აქედან ზნეობრივი და სოციალური თვალსაზრისით სარგებელს მხოლოდ 2 ასპექტში მოხუცებულობის პენსიასა და სოციალურ დაზღვევაში ვხედავ, ასე რომ ბიუჯეტის მართვა მხოლოდ ხელისუფალთ ხელეწიფებათ და თუ რამე არ გვონდა ან ხელისუფალნი უნდა ვიყოთ რომ ეს შევცვალოთ ანდა თავად ხელისუფალნი უნდა შევცვალოთ.
  17. მაპატიეთ შეიძლება ვცდებოდე მაგრამ ფორუმის ამ ნაწილს რელიგია და ფილოსოფია საეჭვოდ ასდის თავისუფლების ინსტიტუტის სუნი.
  18. მოციქულ პეტრეს მეორე წერილი თავი 2 იყვნენ აგრეთვე ცრუწინასწარმეტყველნი ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოუტანენ საკუთარ თავს. და მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულობას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა. და ანგარების სიყვარულისაგან მატყუარა სიტყვებით ივაჭრებენ თქვენით; დიდი ხანია გამზადებულია მათი სასამართლო და მათი დაღუპვა არ თვლემს. რადგან, თუ არ დაინდო ღმერთმა ანგელოზები, რომელთაც შესცოდეს, არამედ ჩაყარა ტარტაროზსა, წყვდიადის უფსკრულებს გადასცა სასამართლოსათვის შესანახავად. არც პირველი ქვეყნიერება დაინდო, შეინახა რვა სული და მათ შორის ნოე-სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა აწია უღმრთოთა ქვეყნიერებას. სოდომისა და გომორის ქალაქებს მსჯავრი დაადო დაწვითა და დაქცევით, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი მისცა მომავალ უღმრთოთ, ხოლო მართალი ლოტი, უსჯულოთა თავაშვებული ქცევით დაჩაგრული, იხსნა, რამეთუ ეს მართალი, მათ შორის ცხოვრებისას რომ ხედავდა და ისმენდა უკანონო საქმეებს, დღითიდღე იტანჯებოდა მართალი სულით, ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უმართლონი შეინახოს გასამართლების დღისათვის დასასჯელად. და უფრო ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, ბატონობის მოზიზღარნი, თავხედნი, ჯიუტნი, და არ ერიდებიან ზემდგომთა ლანძღვას. მაშინ როცა ანგელოზებმაც კი, რომელნიც მათზე მაგარნი და მძლავრნი არიან, არ დაუშვებენ უფლის წინაშე მათ წინააღმდეგ ბილწ განსჯას. ისინი კი, როგორც პირუტყვი ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად შობილნი, თავიანთი გახრწნილებით დაიღუპებიან, ვინაიდან გმობენ იმას რაც არ გაეგებათ; და მიიღებენ უსამათლობის საზღაურს; რამეთუ ყოველდღიური ფუფუნება განცხრომად მიაჩნიათ, ბინძურნი და მანკიერნი, საკუთარი საცდურით ნებივრობენ, ნადიმობენ თქვენთან ერთად. მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით; ისინი აცდენენ არამტკიცე სულებს და მათი გულები მიჩვეულნი არიან ანგარებას-წყევლა-კრულვის შვილნი. მიატოვეს სწორი გზა, დაიბნენ და გაჰყვნენ ბალამ ბოსორელის გზას, რომელმაც შეიყვარა უმართლობის საზღაური, მაგრამ მხილებული იყო თავის უკანონობაში; უტყვმა ვირმა ადამიანის ხმით დაილაპარაკა და შეაჩერა წინასწარმეტყველის უგუნურება. ესენი არიან უწყლო წყაროები და ქარიშხალის მიერ დევნილი ღრუბლები, მათთვის გამზადებულია საუკუნო წყვდიადი ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში, ითრევენ მათ, რომელნიც ეს-ეს არის ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მცხოვრებთ. თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან; რამეთუ, ვისაც ვინ დაძლევს, მისი მონაა, ვინაიდან თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნებით ქვეყნიერების სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესია მათთვის. უმჯობესი იყო არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკან გაბრუნებულიყვნენ მათთვის გადაცემული წმინდა მცნებისაგან. მათ მოუხდათ ჭეშმარიტი იგავისამებრ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ხოლო დაბანილი ღორი მიდის ტალახში საგორაოდ.
  19. იოანეს სახარება 1-1-5 ---- დასაწყისში იყო სიტყვა; და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის -იყო დასა-წყისში ღმერთთან. ყოველივე შექმნილია მის მიერ; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე. და სინათლე სიბნელეში ანათებს და სიბნელემ ვერ მოიცვა იგი.
  20. 1 კორინთელთა 1-10 ხოლო იმის შესახებ რაც თქვენ მომწერეთ,-კაცისათვის კარგია არ შეეხოს დედაკაცს. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს ჰყავდეს თავისი ქმარი. ქმარმა ჯეროვანი პატივი სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს. ცოლი არ იუფლებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი, ასევე ქმარიც არ იუფლებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით. ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით. ვინაიდან მსურს ყველა ადამიანი იყოს როგორც მე. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისაგან, ზოგს ასე და ზოგს ისე. ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ. მაგრამ თუ თავშეკავება არ ძალუძთ, იქორწინონ; ვინაიდან უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ. ხოლო დაქორწინებულებს ვამცნებ,-არა მე, არამედ უფალი; ცოლი არ გაეყაროს ქმარს.
  21. 1 კორინთელთა 2:11 ---- ვინაიდან, რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღმერთისა არავინ არაფერი იცის, გარდა ღმერთის სულისა. 1 კორინთელთა 2:10 ჩვენ კი გაგვიმხილა ღმერთმა თავისი სულით; ვინაიდან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღმერთის სიბრძნეებსაც.
  22. 2 ტიმოთე 14-17: --- შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და გირწმწნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია; რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი წმინდა წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენით. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღმერთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.
×
×
  • შექმენი...