Jump to content
Planeta.Ge

GIORGI777

პლანეტელი
  • პოსტები

    198
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი GIORGI777

  1. თითს მე არ ვიშვერ არამედ პავლე: მოციქულ პავლეს წერილი გალატელთა მიმართ თავი 1, 6-10 მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით უცხო სახარებაზე მისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. და ის სხვა არაფერია გარდა იმისა, რომ არიან ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზი ზეციდან გახარებდეთ არა იმას, რომელსაც ჩვენ გახარებდით, იყოს შეჩვენებული. როგორც უკვე ვთქვი, ახლა კიდევ ვამბობ; თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის , რომელიც მიიღეთ, იყოს შეჩვენებული. ახლა ადამიანებთან ვეძებ კეთილნებობას თუ ღმერთთან? თუ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? მაინც ადამიანებს რომ ვაამებდე ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი.
  2. გაგიგონიათ წერილ არს, თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ, მე კი გეუბნებით თქვენ ვინც ერთ ლოყაში გაგარტყათ მეორე მიუშვირეთ.
  3. განა ტაციტუცის მოწმობით მოწმდება იესოს ძეობის შესახებ? არამც და არამც არამედ ღმრთისა, რომელმაც დაამოწმა თავის ძეზე: ეს არის საყვარელი ძე ჩემი რომელიც მოვიწონე მე. აი მოწმობა სარწმუნო და ჭეშმარიტი.
  4. პიროვნება, რომელიც ეჭქვეშ აყენებს მაცხოვრის რეალურად არსებობის საკითხს, რატომ გგონია რომ რომაელი ისტორიკოსის ტაციტუცის არსებობას არ დააყენებს ეჭქვეშ?
  5. ქართულ ხალხური ანდაზა: გიჟი, თავისუფალია.
  6. მათეს სახარება თავი 22 15-21 მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეწირათ იგი სიტყვაში, მიუგზავნეს მათ თავიანთი მოწაფეები ჰეროდიანელებთან ერთად და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას და არავისთვის არ ზრუნავ, ვინაიდან არ უყურებ ადამიანს სახეში, ჰოდა გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ, რატომ მცდით მე თვალთმაქცნო? მიჩვენეთ ხარკის მონეტა და მოუტანეს მას დინარი. მან უთხრა მათ, ვისია ეს გამოსახულება და წარწერა? მათ თქვეს: კეისრისა, მაშინ უთხრა მათ; მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმერთისა ღმერთსა.
  7. ქვეყანა მართლაც დემოკრატიული ინსტიტუტებით იმართება დემოს ხალხი კრატოს მმართველობა და ამიტომაც არის სრული ვათხანალია. მით უკეთესი, გრჩება მხოლოდ სახელმწიფო.
  8. თუ არ გსურს მართალიც ხარ, არ უნდა გადაუხადო. სამწუხაროა რომ ამას შენს ნაცვლად სახელმწიფო აკეთებს ,საამისოდ არსებობს სასამართლო ხელისუფლება, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლო, შეგიძლია შეადგინო და შეიტანო სახელმწიფოს როგორც იურიდიული პირის მიმართ სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნით უზრუნველყოფილ იქნეს კონკრეტულად ჩემს მიერ გადახდილი გადასახადების კონტროლის პალატის მიერ კონტროლი რათა ის არ იქნას გამოყენებული სახელმწიფოს მიერ თვითნებურად ამა თუ იმ პროექტის დასაფინანსებლად, აქვე განსაზღვრე ის სფეროები რომელთა დაფინანსებაც მართებულად მიგაჩნია და თან დაურთე სარჩელს. რაც შეეხება საკითხის მოგვარების გერმანულ მოდელს ამის პრეცედენტი საქართველოში არ გვაქვს იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჯერ არავის დაუყენებია დღის წესრიგში მსგავსი თემა. მიბრძანდით ბატონებო შესაბამის სტრუქტურებში დასვით ეს საკითხი და გარწმუნებ ყველა დემოკრატიული პრინციპების მატარებელი პიროვნებისთვის მისასალმებელი იქნება ამ პრობლემატიკური საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა. ეს შესაძლებელია მაგალითს მოგიყვან პირადი ცხოვრებიდან, როდესაც სამხედრო მომზადების კათედრა დავამთავრე შეიარაღებული ძალების რეზერვში ჩავირიცხე სერჟანტის წოდებით თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ამავდროულად არსებობდა მოქმედი ორგანული კანონი რომლის ძალითაც მეკუთვნოდა სამხედრო ოფიცრის ლეიტენანტის წოდება ვინაიდან ორგანული კანონი კანონთა იერარქიულ კიბეზე უფრო მეტი იურიდიული ძალის მქონე იყო მე ჩემი ამ უფლების დასაცავად და აღსადგენად მივმართე სასამართლოს რომელმაც ბათილად სცნო მინისტრის კანონთან შეუსაბამო ბრძანება და მე მივიღე დამსახურებული ოფიცრის წოდება ჩემს მდგომარეობაში იყო ასობით სტუდენტი მაგრამ როდესაც მე ეს საკითხი წამოვჭერი ზოგმა სიცილი დაიწყო ზოგი ფეხს ითრევდა უიმედოდ დღეს კი ზოგიერთი მათგანი მადლობას მეუბნება და იძახის რომ სწორედ ჩემს მიერ იმ დროს გადადგმული ამ ნაბიჯის დამსახურებაა ის რომ დღეს სამხედრო პოლიციის რიგებში ისინი ოფიცრის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებს იკავებენ და უსამართლოდ არ დაბობღავენ სამწყობრო მოედანზე რიგითის სამხრეებ ქვეშ. ასე რომ დაიცავი შენი ინტერესები მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით იურისტი ვარ ამ შემთხვევაში სასამართლოში ადვოკატად ვერ გამოგადგები, რადგან შენი პროტესტი ეწინააღმდეგება ჩემს რელიგიურ მრწამსს.
  9. ელი ჭეშმარიტად მასეა ელ შადდაი ნიშნავს ღმერთი ძლიერი, ყოვლისშემძლე ღმერთი. ელოჰიმ ან ელოჰიჰ ნიშნავს ღმერთები მრავლობითი ფორმაა იაჰვე ნიშნავს -- მე ვარ ის ვინც ვარ. აღმატებული ფორმაა უფლის სახელთა აღმნიშვნელ სიტყვათა შორის
  10. ეს საკითხი მეგობარო ხელისუფლებას უნდა დაუყენო და არა ღმერთს. წმინდა ეკლესია არ არის გამომძალველი და არც მათხოვარი რომ გამოსძალოს ან სთხოვოს მიწიერ მეფეს რამე და თუნდაც გაიხრწნან ზოგიერთები და ეს იკადრონ ძალით ამა ქვეყნის ძლიერებთან ვერას გახდება რად აფინანსებს ხელისუფლება მართლმადიდებლურ ეკლესიას? ჩემს პირად მოსაზრებას გაგაცნობ თუ დაინტერესდები. საქართველოში ხელისუფლების წყაროა ხალხი, ეს ხალხი ირჩევს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლებიც თავის მხრივ იღებენ ვალდებულებას გამოხატონ და დაიცვან ხალხის ნება როდესაც ბიუჯეტის დამტკიცება და ხარჯების გაწერა ხდება ხალხის მიერ ამორჩეული წარმომადგენლები აკეთებენ ამას ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, როდესაც ხალხის ნება არ ემთხვევა კანონმდებლის ნებას იწყება დრტვინვა და მიტინგომანია. იმისდა გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანია არ უნდა იყოს გასაკვირი რომ მათ მიერ არჩეული წარმომადგენელი გამოხატავდეს საკანონმდებლო ინიციატივას დააფინანსოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიური მრწამსის შესაბამისი ტაძრის მშენებლობა და სხვა საქმიანობა, მესმის თქვენიც, ასევე იეჰოვას მოწმეების როგორც რელიგიური უმცირესობის უკმაყოფილება მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ქვეყანაში უმრავლესობის პრინციპით ხდება საკითხის გადაწყვეტა ხშირად თქვენი ინტერესები მხოლოდ პროტესტის დონეზე რჩემა რაც არამართებულად მიმაჩნია ამიტომ ვიძახი ჯერ უმცირესობამ უნდა ისწავლოს უმრავლესობის რელიგიური მრწამსის პატივისცემა და შემდეგ მოითხოვონ ანალოგიური მათგან. ქვეყანა იმართება დემოკრატიული ინსტიტუტებით და რელიგიური უმცირესობებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებათა დაცვის მრავალი საზოგადოებაც არსებობს მიმართეთ მათ თქვენი პრობლემატიკური წინადადებებით და ისინი მიაწვდიან კანონმდებელს თქვენს ინიციატივას მაგრამ ვშიშობ აქ საქმე საკითხის ცივილური გზით მოგვარების ნებასთან კი არ გვაქვს არამედ მავანთ შურით დაბოღმილობასთან, რომელიც გაბრაზებული ბავშვის რეაქციას მაგონებს როდესაც მშობელი უფროს ძმას უფრო დიდ შოკოლადის ფილას მიაწვდის ვიდრე მას.
  11. ებრაულად სახელი იესო შემდეგნაირად გამოითქმის იეშუა და არა იეჰოშუა, რაც შეეხება სახელს იეშუა ჰამაშიაჰ ანუ იესო ქრისტე სუფიქსი იაჰ სწორედაც რომ ხსნას ნიშნავს.
  12. მე არ დამიმტკიცებია, ქვეყნის უზენაესმა კანონმა, კონსტიტუციამ დაამტკიცა კანონმდებლის ნებით. გამოთქვი მეგობარო თამამად გამოთქვი რადგან გულის ზრახვებს ამბობს პირი.
  13. ცდები, საყვარელო მეგობარო ბევრი არ არის წინააღმდეგი წინააღმდეგები არიან მხოლოდ წინააღმდეგობრივი სულის ძენი. ასე რომ ჭეშმარიტად არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.
  14. ყოველივე უფლის ნებით ხდება და არაფერი ხდება მისი ნების გარეშე, მათი გაჭირვება ნეტარებაა და ისინი მიიღებენ საზღაურს ამ გაჭირვების დათმენის გამო. ხოლო ვინც დრტვინავს ვერ შეუცვნია უფლის სიმართლე წეშმარიტად გეუბნევით თქვენ ამბობს უფალი უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში ვიდრე მდიდარი დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
  15. მე თუ გამომყავს მე ვაგებ პასუხს ცდომილების გამო მაგრამ საქმე იმაშია რომ მე კი არ გამომყავს უფალი ამბობს: ლუკას სახარება 12:22 და უთხრა თავის მოწაფეებს ამიტომ გეუბნევით თქვენ ნუ ზრუნავთ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისათვის რით შეიმოსით, ვინაიდან სული საზრდოზე მეტია და სხეული სამოსელზე, დააკვირდით ყორნებს ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და აეც საწყობი, და ღმერთი ასაზრდოვებს მათ, თქვენ კი რამდენად უკეთესები ხართ ფრინველებზე? და რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს წყრთა შეჰმატოს, ჰოდა თუ უმცირესი არ ძალგიძთ სხვაზე რაღას ზრუნავთ? დააკვირდით შროშანებს როგორ იზრდებიან, არც შრომობენ, არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი ბალახს ველზე, რომელიც დღეს არის , ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ესოდენ მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა მცირედმორწმუნენო? თქვენც ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებენ ქვეყნიერების ერები; თქვენმა მამამ იცის რომ გჭირდებათ ესენი, პირიქით ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგემატებათ თქვენ. იმ საზრუნავს შენ რომ ეძებ მეგობარო ქვეყნიერების საზრუნავია მე კი სიყვარულით შეგაგონებ უწინარეს ყოვლისა ეძიე ღვთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგემატება.
  16. ვთქვი და ვიმეორებ მოციქულ პავლეს ღვთივსულიერი წერილი ეხება ყველა ცრუწინასწარმეტყველს განურჩევლად მრწამსისა რაც შეეხება მართლმადიდებლური ეკლესიის უშეცდომლობას მე პირადად მსგავსი ილუზია არ მაქვს ვინაიდან რჩეულნიც კი ცდუნდებიან მაჩვენე ფაქტი მართლმადიდებლური ეკლესიის წინასწარმეტყველებისა რომელიც დრომ გამოსცადა და წრუდ სცნო და გარწმუნებ არ მომერიდება მოციქულ პავლეს სიტყვები ვახარო და ვამხილო ვინაიდან ბუნებით საკუთარი დირის დაშთვა უფრო მწადს ვიდრე სხვის თვალში ბეწვის აღმოჩენით გამოწვეული ცრუ სიხარული
  17. ცდები მეგობარო სწორედ, რომ საგულდაგულოდ ვამოწმებ ინფორმაციის წყაროს და აღვნიშნავ სამწუხაროდ ზემოთხსენებული ფორუმელის პოსტში დაწერილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება თუმცა ცინიზმით გაჯერებულია, მე არ ვენდობი ბრმად ადამიანს იმიტომ რომ უფალი მასწავლის გამოვცადო ყოველი მათგანი ასე რომ დეზინფორმაციის მსხვერპლი მე ვერ ვიქნები საკუთარი თვალით მაქვს წაკითხული იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებში სწორედ ის თარიღები რომელსაც მავანი ახსენებს და არც ამ პუბლიკაციების გამოქვეყნება ჭირს. ამასვე მოწმობს შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხუცესი ბატონი მანუჩარ პაპიაშვილი და ამბობს რომ მსგავსი ტიპის წინასწარმეტყველება უდუდესი შეცდომაა იმ ფაქტის ფონზე რომ თვით ნეტარ ანგელოზთათვისაც კი სანატრელია ამ თარიღის დადგენა და ვადის შესახებ გარდა მამისა არავინ არაფერი იცის.
  18. ადამიანთა შენეული კლასიფიკაციის მართებულობა იმდენად ჭეშმარიტია რამდენადაც ზემოთხსენებული წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება. ამის გამოსარიცხად და შენი ეჭვების გასაფანტად პირდაპირ გეტყვი რომ აგრესიულად არ ვარ განწყობილი თვით ყველაზე აგრესიულ რელიგიურ მიმდინარეობათა წარმომადგენლების მიმართაც კი.
  19. ამ შემთხვევაში თქვენთან დისკუსიის გაგრძელების საჭიროებას ვეღარ ვხედავ.
  20. მართლმადიდებლობისთვის საკმარისი არ არის იძახო ან ამტკიცო მართლმადიდებელი ვარო ამას შენი საქმენი უნდა ამბობდნენ ხოლო ის ვინც მართლმადიდებლურ მრწამს შირმად იყენებს და ამავდროულად ტაძარზე ამბობს რა საჭიროაო ვერ მიცვნია მართლმადიდებელ ქრისტიანად არსებობს განა იეჰოვას მოწმე რომელიც ბეთ ელის მშენებლობის წინააღმდეგი იქნება? ასევე არ არსებობს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რომელიც წუწუნს დაიწყებს მათი აღმსარებლობის განსამტკიცებლად მშენებარე ტაძრის გამო. ხოლო ისინი ვინც ამას იძახიან ფსევდომართლმადიდებლები არიან და როდესაც ვამბობ სიტყვა მართლმადიდებელს მასში ფსევდომართლმადიდებელს არ ვგულისხმობ აი ამიტომ ვსაუბრობ მართლმადიდებლების სახელით ოღონდ არა ფსევდომართლმადიდებლებისა.
  21. უფალს თანაბრად ამოჰყავს მზე მართალთა და უმართლოთა თავზე.
  22. იუმორი, რომელიც მიზნად ისახავს რომელიმე რელიგიური აღმსარებლობის დაკნინებას, ჩემთვის მიუღებელია, როგორც ქრისტიანისთვის, მე ვიცი რომ ეს იეჰოვას მოწმეებისთვისაც მიუღებელია მსგავსი საქციელი და სიმართლე გითხრათ მიკვირს თქვენი ზედაპირული დამოკიდებულება ამ საკითხთან.
  23. კი, იუდეველთა ყოველ პირველნაყოფი ძის მკვლელობის ბრძანება იყო ფარაონის მიერ გაცემული. მაგრამ ეს რაღატომღაც გვავიწყდება.
  24. კი, შენს აზრსაც აქვს არსებობის უფლება. უფასო რჩევის სახით კი შემიძლია გითხრა რომ თუ გამოიკვლევ ძირეულად უფლის წერილს ამ პროცესის ღვთივსულიერ ახსნას იპოვი და აზროვნებასაც ახლებურად ჭეშმარიტად დაიწყებ. თქვენ წარმოიდგინეთ თქვენს აზრსაც აქვს არსებობის უფლება, დანარჩენი იგივე.
  25. არსებობს მას წუთისოფლის ღმერთი ჰქვია სატანა ლუციფერად წოდებული. ასევე არსებობს ღმერთი ჭეშმარიტი, რომელიც მცნებად დებს: არა კაცთ კლა.
×
×
  • შექმენი...