Jump to content
Planeta.Ge

GIORGI777

პლანეტელი
  • პოსტები

    198
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი GIORGI777

  1. სამწუხაროდ სკანერი არ მაქვს რომ ჩემი 3 დიპლომი დავასკანერო და თვალებზე მოგაფარო თავისი დანართებით ყანაში მოსაყოლი ინფორმაცია კი შემდეგია ცოცხალი ორგანიზმი შეიქმნა მკვდარი მატერიისაგან და თან თავისით ასეთ რამეს რომ მოისმენს ყანაში მომუშავე გლეხიც კი დაგცინებს სამოყიანი თოხით.
  2. შეგჭამენ მე ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ მითქვავს მწიგნობრობით დაგამარცხებენ და თუ შენი სიმართლე ვერ აღემატება მწიგნობართა სიმართლეს ვერ შეხვალ ცათა სასუფეველში ამიტომ განისწავლე წერილში საყვარელო ძმაო უფლის სიტყვა ძლიერი იარაღია ბოროტის წინააღმდეგ.
  3. თვით გამხმარი ხის შტოს ცოცხალ ძირთან დამყნობა ვერ აცოცხლებს მას და რა გსურს დაგვაჯერო სიკვდილისგან იშვა სიცოცხლე? მე გონიერი პიროვნება მგონიხარ და გეკითხები სერიოზულად ასე ფიქრობ?
  4. ისწავლე წერილი და შემდეგ მობრძანდი ამას ძმური სიყვარულით გწერ თორემ შეგჭამენ და მხოლოდ დაცინვის ობიექტი გაცდები.
  5. მე უკვე მოვიყვანე საკმაოდ მყარი არგუმენტები იმისა რომ ევოლუციის თეორია სხვა არაფერია თუ არა მარტივი ქიმია, რომელიც იმდენად უსუსურია რომ ერთუჯრედიანი ამების შექმნაც არ ძალუძს. მაგალითისთვის კვლავ გენური ინჟინერია რომლებმაც მრავალი უშედეგო მცდელობის მიუხედავად გაეცოცხლებინათ მკვდარი მოლეკულა ეს ვერ შეძლეს და საბოლოოდ აღიარეს რომ ამის ხელმწიფება მხოლოდ მათზე გონიერ ზებუნებრივ ძალას ძალუძს ოღონდ ქედმაღლობის გამო პირდაპირ არ თქვეს ღმერთიაო. სამაგიეროდ მე ვერ დავინახე ვერც ერთი არგუმენტი რომელიც ღმერთის არ არსებობას დაამტკიცებდა. შემ შეგიძლია დაამტკიცო ღმერთის არ არსებობა? მე შემიძლია ფუტკრის მაგალითზე დაგიმტკიცო ათეიზმის აბსურდულობა.
  6. მსგავსი ფაქტი მხოლოდ იმას ამტკიცებს რომ მოლეკულათა ურთიერტქმედების შედეგად შესაძლებელია მივიღოთ ნივთიერება მაგალითად მთის ბროლისაგან ალმასი ხისაგან ტორფი მაგრამ გინახავს შენ ან სხვას მოაზროვნე ალმასი ან პროტესტის გამომხატველი ტორფი როდესაც მას ღუმელში წვავენ? მარტივი ქიმიაა და სხვა არაფერი განსხვავება მხოლოდ ის არის რომ ადრე თუ ფიზიკური ძალების ზემოქმედების შედეგად დროში იწელებოდა ეს პროცესი დღეს სწავლულთა მიერ ხელოვნური ზემოქმედების შედეგად დაჩქარდა მაგრამ ვიმეორებ ვერც ერთ ცოცხალ ორგანიზმს ვერ ქმნის დღეს მკვდარი მატერიიდან გენური ინჟინერია და ვერც შექმნის მკვდართა აღდგინება მხოლოდ უფალს ძალუძს.
  7. მარტივი პასუხი ვერ იქნები უსიცოცხლო ძალთა და მატერიათა შემთხვევითი ურთიერთქმედების გონიერი ნაყოფი.
  8. შენ ამას სერიოზულად ამბობ? არაცოცხალიდან ცოცხალის წარმოშვება? და ეს უფრო სარწმუნოდ მიგაჩნია ვიდრე ცოცხალი გონიერი ყოვლისშემძლე პიროვნებიდან ცოცხალისა და არაცოცხალის წარმოშვების ფაქტი? რას ამბობ? ის ვიწამო რომ მკვდარმა ცოცხალი შვა და უგულებელვჰყო ცოცხალის მიერ ცოცხალის შექმნა? დღესაც კი გენურ ინჟინერიას არ შეუძლია მკვდარი მატერიიდან ცოცხალი უჯრედის შექმნა თუ საწყისი ცოცხალი ორგანიზმი არ არის და რისი თქმა გსურს ეს თავისით მოხდა ოღონდ შორეულ წარსულში?
  9. ეს თეორიები ღრმად თუ ჩაწვდები შენს არარსებობას ამტკიცებენ.
  10. ცდები საყვარელო მეგობარო მე იმიტომ არ ვარ ქრისტიანი რომ სამოთხის ნეტარება მხიბლავს არამედ იმიტომ რომ იესო მიყვარს და ამ სიყვარულის საზღაური ჯოჯოხეთიც რომ იყოს მაინც ქრისტიანად დავრჩები, მითუმეტეს არ აშინებს უფალი ჯოჯოხეთით თავის ძეს და არც მაქვს ბნელეთის შიში მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი მე შენ ეშმაკით კი არ გაშინებ თავად ეშმაკს ვაშინებ ჭეშმარიტებით.
  11. ამის ფაქტი თავად ხარ გონიერი ადამიანი სასწაული თუ გსურს მოგეცემა დროს ნუ უსწრებ ყველაფერს თავის ჟამი აქვს.
  12. ქვა იმ შუაშია რომ ცოცხალი ორგანიზმი უნდა ეშვა ან მკვდარ მატერიას ან ღმერთს და როდესაც ღმერთს გამორიწხავ გრჩება ერთი დიდი ლოდი
  13. იქნებ ეგ შენი რეალობაა მითოლოგია ამაზე არ გიფიქრია?
  14. როდესაც ვიხილავ ქვის მიერ შობილ ამებას ამ თემის სერიოზულობას მაშინ აღვიქვავ.
  15. გგონია რომ სიტყვის თქმა მიჭირს? ცდები. ეს შემს შთამაგონებელს უჭირს ჭეშმარიტებასთან პაექრობა როდესაც გაჯერებს, რომ სულიერი ადამიანი უსულო მატერიამ შექმნა, როდესაც გხიბლავს თეზისით, ბუნებამ შვა ფრინველიც ცხოველიც, მწერიც და ადამიანიც განა შეუძლია მკვდარ ქალს ცოცხალი ძის შობა? განა შეუძლია ჰაერს, წყალს, მიწას ან ცეცხლს შვას გონიერი არსება? მილიარდი წელიც რომ გავიდეს შეძლებს ქვა სულ მცირე ზომის თუნდაც უგონო ინსტიქტის მქონე სულ მცირე ერთუჯრედიანი ამების შვას? ეს გინდა დავიჯერო და უზენაესი უარვჰყო? როგორც ეს თავად ჩაიდინე? მისი მიღწევაც ეს არის სწორედ მან არა მარტო ღვთის არსებობაში დაგაეჭვათ საკუთარ არსებობაშიც და მატერიაში დაიმალა. ვილოცებ თქვენთვის რათა მოგცეთ უზენაესმა მადლი სატანის სიღრმეების წვდომისა.
  16. რელიგია ღვთის სიტყვაზე დგას ამ სიტყვებით კი მრავალი ვაჭრობს მეძავთა მსგავსად ხომ დაგიწერე სიტყვა ძალაა აიღო და გამოიყენა ბატონმა მსახურის მორჩილებისათვის ამავე სიტყვით ბატონზე დაკისრებული ვალდებულება მსახურის მიმართ კი დაივიწყა, განა მიწიერი კანონებიც ასე არ არის ძლიერს იცავს სუსტს ნაკლებად.
  17. პასუხი მარტივია სარწმუნო წყაროები არ არსებობს და ეკლესია არ არის თვითნებური გამგე უფლის სიტყვისა რომ ახალი ქვეყნიერების თარგმნები წეროს. იმიტომ რომ წერილი რომელიც სულიერად არ აშენებს უბრალო მატიანეა. ვინ, ვინ და მე თავს ნამდვილად არ ვიზღუდავ. მე არ ვენდობი ადამიანთა მოძღვრობებს არამედ ღმრთისას, ღმერთი კაცი არ არის, რომ იცრუოს. იმიტომ რომ ხე ნაყოფით შეიცნობა და ბოროტისაგან კეთილი ვერასოდეს აღმოცენდება ვერც პირიქით.
  18. მაცხოვრის, სატანის დამთრგუნველის მოსვლა ღმერთმა პირველად სატანას აუწყა და უთხრა: და ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს, და შენ მას ქუსლს დაუგესლავ. იცოდა რა მესიის გარდაუვალი მოსვლისა და მისი მარცხის შესახებ და ძრწოდა ლუციფერი და აი რა მოიგონა:ეგვიპტური ღმერთი ჰორუსი (Horus) იყო ქალღმერთი აისის (Isis) შვილი. მას შემდეგ რაც აისისის ძმამ სეთმა (Set) მოკლა აისის ქმარი ოსირუსი (Osiris) მან შეაგროვა გარდაცვლილი ქმრის სხეულის ყველა ნაწილი, გარდა ოსირუსის ასოსი რომელიც ნილოსში გადააგდეს და იქ ლოქომ შეჭამა. ამის მერე აისისმა გამოიყენა მისი მაგიური ძალა და აღადგინა ოსირუსი ოქროს ფალოსით, რათა დაფეხმძიმებულიყო. სხვა ვერსით აისის განაყოფიერებულ იქნა ღვთაებრივი ცეცხლის მიერ. ინდუიზმის მიხედვით კრიშნა დაიბადა სქესობრივი კავშირის გარეშე. "გონებრივი გადაცემა" მოხდა ვასუდევას (Vasudeva) მიერ და ის გონებით შევიდა დევაკის (Devaki) საშვილოსნოში და ასე დააფეხმძიმა დევაკი. ძველბერძნული საკულტო ღვთაება ატისი (Attis) აგდისტის (Agdistis) და Nana (ნანას) შვილი. აგიდისტს გააჩნდა ორივე მამრობითი და მდედრობითი სქესი. მაგრამ ოლიმპოს ღმერთებმა შიშით მოაწყვიტეს მამრობითი სასქესო ორგანო და გადააგდეს. სადაც პენისი დაეცა იქ გაიზარდა ნუშის ხე და როდესაც მისი ნაყოფი დამწიფდა, ნანა მოწყვიტა ნუშის ნაყოფი და ჩაიდო საშოში. ნუში გაქრა და ნანა დაორსულდა. ასე გაჩნდა ატისი. ბერძნული მითოლოგიის ნახევარღმერთი პერსვსი იყო ზევსის და დანაეს შვილი. ზევსი ოქროს შხაპის ფორმით გამოეცხადა დანაეს და ესე დააორსულა იგი. ასე გაჩნდა პერსევსი. ბუდა - გაუტამა სიდჰართჰა იყო დედოფალი მაჰა მაიას და მეფე სუჰოდანას შვილი. დედოფალს სიზმარში გამოეცხადა თეთრი სპილო ექვსი თეთრი ეშვით და სპილო დედოფლის გვერდში შევიდა. ასე დაორსულდა დედოფალი. განავრცო სიცრუე იგი ქვეყნის წარმართთა შორის და იმედოვნებდა შედეგს და დადგა შედეგიც, საყვარელო ძმაო ჭადრაკის თამაშის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ცინასწარ განჭვრიტო მოწინააღმდეგის სავარაუდო სვლა მიენდე უფალს და ის დაგანახვებს სატანის სიღრმეებს, განა ეს სიცრუე იმად არ შთააგონა წარმართთ, რომ შენ გაგჩენოდა ეჭვი? და გეთქვა რად ჰგავსო საეჭვოდ ეს ისტორიები ქრისტეს ღვთივსულიერად შობას? მას უნდოდა დაეთესა ეჭვი შენს გულში რათა გეთქვა ებრაელებმა წარმართთა მოძღვრების მიხედვით თავადაც შექმნეს ისტორია საკუთარ უფალზეო, ვწუხვარ რომ მან ამ მიზანს მიაღწია ეჭვი დათესა შენში მე ვილოცებ შენთვის, რომ უფლის სულიწმინდამ დაგანახვოს სატანის სიცრუის სიღრმეები.
  19. არც ის დაგავიწყდეს, რომ სიცრუის მამაც უფრო ძველია ვიდრე ქრისტიანობა.
  20. კი მეცნობა, წუთისოფლის ღმერთი, სიცრუის მამა აცდენდა ხოლმე მსგავსი ისტორიებით წარმართთ, დღეს კი ახალი საცთური აქვს ევოლუცია.
  21. არაფერს ვურევ, ახალიც და ძველიც ერთის მიერ არის დაწერილი გამოიკვლიე საფუძვლიანად და მეცნიერების პროგრესზე მეტად ის მოგხიბლავს, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 2000 წლის წინ ეუწყა ადამიანს იობის წიგნით რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს გაიხსენე რომელ საუკუნეში დაწვეს კოცონზე ჯორდანო ბრუნო ამის თქმისთვის? არევას კი რაც შეეხება თქვენ ურევთ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს ყოფილა ინკვიზიციისა და ინდულიგენციების ავტორი ეს კათოლიციზმისთვის დამახასიათებელი ელემენტებია. სიტყვა უფლის ძალაა მისი პირის მახვილი ნათელი ბნელში ანათებს და სიბნელემ ვერ მოიცვა იგი უფლის ქმნილებათა შეცნობა თუ პროგრესი გგონია რა იქნება თავად უფლის შეცნობა? ეძიე უფალი ვნიძლო ჰპოვო იგი.
  22. ციტატა ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან: რადგან გადავწყვიტე, თქვენთან ყოფნისას არაფერი მცოდნოდა, გარდა იესო ქრისტესი, ისიც ბოძზე გაკრულისა. აი ეს არის შენს მიერ ნაქები ჭეშმარიტება.
  23. სწორედ მაგ უძველესი ხელნაწერების მწირი რაოდენობის გამო ვთქვი ამის დადგენა დღესდღეობით თითქმის შეუძლებელია.
×
×
  • შექმენი...