Jump to content
Planeta.Ge

gruzian_ka

პლანეტელი
  • პოსტები

    408
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი gruzian_ka

  1. ამ ფუნდამენტური კანონის ავტორი ვინ არის შეგიძლია მითხრა? რომელ ელიტაზე საუბრობ, დააკონკრეტე და თუ რამე შეგიძლია ურჩიო ამ საქმეში ურჩიე... გეი პარადები რო ვერ უშველის ამ საზოგადოებას და უფრო დააავადებს, იმედია ამაზე ვთანხმდებით... პ.ს. უფრო ფუნდამენტური კანონი იცი რა არის? ,,ვიყუარებოდეთ ურთიერთას" რამე საწყენი დავწერე? პატოსს ვერ ვხვდები
  2. მათგან ერთ-ერთს ახლა ვწერ პასუხს, შერ რა არ იცი რო ეგრეა? მაგრამ სიცრუეში და სიყალბეში ცხოვრება უფრო ადვილია ამ სოფლისთვის... სიადვილისკენ სწრაფვა კიდე ზოგადად ადამიანის ყველაზე სუსტი მხარეა... ასე რომ არ გვინდა, სიტყვებზე თამაში, ყველამ კარგად იცის ყველაფერი, უბრალოდ ზოგს ურჩევნია ბრმა იყოს და ყრუც... ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ამ ბოლო დროს...
  3. წელს არ ვიცი და 2 წლის წინ იყო მცდელობა, მაგრამ ეკლესიის და დღეს უკვე ,,ექსტრემისტებად" შერაცხული მმკ-ს უდიდესი ძალისხმევით ჩაიშალა... ბოლო მოვლენების შემდეგ ალბათ თვლიან, რომ ფრთებს გაშლიან და პატაკს ჩააბარებენ, მაგრამ მიიღებენ გაცილებით მწვავე პროტესტს... ეს უეჭველია, ხალხმა გაიაზრა ბევრი რამ და უკვე ყველა ხვდება რომ უზნეობა და თავისუფლება ერთმანეთთან არავითარ კავშირში არ არიან...
  4. მიდით რა შემახსენეთ, ოღონდ წყაროებიც მიუთითეთ, ძალიან გთხოვთ რა...
  5. სად ნახე ჩემი მრისხანება გენაცვალე? მე არც მაქვს პრეტენზია დიდ მლოცველობაზე, თუმცა ვცდილობ სწორად ვიცხოვრო, ცხადია ეკლესიის წიაღში და ვერ ციმას დამაჯერებს ვინმე, რომ დავით აღმაშენებელზე ან თამარ მეფეზე (მართლა, მრავალ თამარობას...) დიდი მლოცველია და მხოლოდ ლოცვით შუძლია მართლმადიდებლობის დაცვა ამ ქვეყანაში... მათი ცხოვრება სწორედ მართლმადიდებლობისთვოს ბრძოლაა, ლოცვითაც, ომითაც და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდაც... ასე რომ, ლოცვა საქმის გარეშე მკვდარია...
  6. იცი რა? ამ ბოლო მოვლენების შემდეგ ხშირად ისმის ფრაზა მართლმადიდებლობა ცეცხლით და მახვილით არ შემოსულა საქართველოშიო... მე გეკითხებით თქვენ, იცავდა თუ არა ქართველი ერი ცეცხლით, მახვილით და საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი მართლმადიდებლობას? გადახედეთ საქართველოს ისტორიას, თუ რაიმე ფასეულობას წარმოადგენს თქვენთვის...
  7. ეს მე არსად არ მითქვამს... ეს შენ თქვი ახლა... შენ შეიძლება გაქვს ეგეთი სურვილი... მკალავიშვილი ეკლესისასთან განხეთქილებაში მყოფი ადამიანია და თუ წარმოდგენა გაქვს მართლმადიდებლობაზე მიხვდები ეს რას ნიშნავს, თუ არადა განგანათლებ, არ მეზარება... როცა მმკ-ს და მის წევრ მამებს ადარებ მკალავიშვილს ეს უნდა გაიხსენო...
  8. ცოტა მეტი საკმარისი არაა ჩემო კარგო და სულაც არ მიხარია სხვისი უმეცრება, პირიქით ძალიან ვწუხვარ ამის გამო... ხოლო თუ წარმოდგენა გაქვს და მაინც ასეთ პოსტებს წერ ესეიგი სხვა პრობლემები გქონია და მაგ პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნო, ცოტა უფრო მეტი წაიკითხე მართლმადიდებლური ლიტერატურა...
  9. არც ბასილი მკალავიშვილზე გაქვს წარმოდგენა სამწუხაროდ და რაღაც- რაღაცეები გერევა, არაუშავს, ზედმეტი ემოციების ბრალია...
  10. ეს საზოგადოების, მხოლოდ გარკვეული ნაწილის სურვილად შეიძლება დარჩეს...
  11. ქრისტიანობის ისტორიაზე საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს თორე მაგას არ დაწერდი...
  12. მე კარგად მახსოვს გრიგოლიას გადაცემა, ზუსტად ამ თემით, ოღონდ დეისაძის წიგნის ნაცვლად სექსუალური აღზრდის სახელმძღვანელოებზე... მოწვეული იკო მმკ და იქით ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, კიდე სხვა სტუმრებიც... სასულიერო პირებიც... ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გადაცემა გამოვიდა და ეს აბსოლუტურად იყო პროფესიონალი ჟურნალისტის დამსახურება იმიტომ რომ არანაკლებ მძიმე და ცხარე კამათი იყო... მაშინ პირველად მოვისმინე მმკ-ს შეხედულებები და რაღა დაგიმალოთ, სიმპატიებიც გამიჩნდა... ასე რომ იმ გადაცემის ასეთ ფოტმატში განვითარება მინიმუმ იყო ჟურნალისტის არაპროფესიონალიზმის შედეგი და მაქსიმუმ ის, რა შეფასებასაც საზოგადოების უმეტესობა აკეთებს...
  13. იცით რა გავიგე მაგ ამბავზე? კავკასიაზე გაჟღერდა სხვათა შორის, რიგში იყო მამა დავითი (ოღონდ იქ თქვეს ის კაციო) დაჯილდოვებისო და ახლა მოუწიაო, ამის შემდეგ რა უნდა ილაპარაკო ან რა დიდი შეფასება უნდა იმ ყველაფერს რაც მოხდა, ყველაფერი ნათელია მეგობრებო...
  14. მე მგონი, პირიქით, ასეთი განსაცდელები მართლმადიდებლებს უფრო აძლიერებთ...
  15. ხალხმა ყველაფერი კარგად დაინახა და შეაფასა,მე ამ კითხვას შენი პოსტების მიმართ დავსვამდი...
  16. კარგი რა, ელემენტარულად პირადი ურთიერთობები ავიღოთ, როცა თვლი, რომ ახლობელი ადამიანი, და ან ძმა, ან მეგობარი იქცევა არასწორად, ან ისეთ გარემოშია, რომელსაც ვთვლით რომ არ არის ნორმალური, ხომ მიუთითებ არა? რატომ ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ გვიყვარს და გული გვტკივა ხო? ეს არ არის იმ ადამიანის შეზღუდვა... პირიქით მცდელობაა გაათავისუფლო რაგაც არასწორისგან, (ზოგადად ვსაუბრობ), აი, ამის მერე გადაწყვეტილება უკვე არ არის ჩემი საქმე... მე ასე ვფიქრობ...
  17. ძალიან კარგია თუ ფიქრობ, რომ არ უნდა დამახინჯდეს... ჩვენი სარწმუნოება ისეთი თავისუფალი და ლიბერალურია თავისი არსით, რომ შუძლებელია შეითავსოს ვიღაცის გამოგონილი ლიბერალური ღირებულებები, არათავსებადია უბრალოდ, ეს ყველაფერი თავსმოხვეულია და საწყენია, რომ გავებით... სწორედ ჩვენი სარწმუნოების ისტორიული არსიდან გამომდინარე მართლმადიდებელი ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა, დუმილი არანაკლები დანაშაულია მაშინ როცა ამ ისტორიულ არსს ეხებიან... ჩვენი წინაპრები ასე იქცეოდნენ? მეთოდები შეიცვალა თორე ისევ ის ომია, რაც მაშინ იყო...
  18. ჯერ ახსნა ხდება და მერე გადაწყვეტილების მიღება... ანუ მაგ ვიდეოში იმ კათოლიკე გოგოს შეურაცხყოფა კი არ ჩანს, ჩანს მცდელობა დაინახოს რა ხდება მის რელიგიაში და ამის მერე, გადაწყვეტილების მიღება არის ინდივიდის საქმე... თორე ინდივიდები ქმნიან საზოგადოებას და ასევე საზოგადოებიდან გამოდიან ინდივიდები... საზოგადოება ამხელს, ინდივიდი გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის სულ...
  19. კეთილი სამარიტელი ორგანიზაციაა ალბათ, პირველად მესმის,მაგრამ თქვენ თU იცით ვინ იყვნენ სამარიტელები საერთოდ? გაგიგიათ ამის შესახებ? მეორე ამბავიც პირველად მესმის, საიდან იღებთ ამ ინფორმაციებს? წყარო მაინტერესებს...
  20. მე არ ამიკრძალავს კამათი, მიიღეთ, როგორც გულწრფელი, მეგობრული რჩევა... რაც შეეხება დეისაძეს, თქვენ მას მწერლად თვლით და იმ სიბინძურეს შემოქმედებად? ან ჯვაროსნული ლაშქრობები რა შუაშია? აქაც დილეტანტი ხართ გეთაყვა... დაიჭირეს და თუ დამნაშავეები არიან პასუხსაც აგებენ, წესით ქრისტიანი არც მაგას გაურბის...
  21. ე.ი არ გცოდნია და თუ არ გაინტერესებს რატო კამათობ ამ თემაზე საერთოდ... როგორც ვიცი ძალიან მთვრალი ყოფილა და რა დარწმუნებული ვართ რო ვინმემ ცემა? ფაქტი არსებობს? მართლა მაინტერესებს...
×
×
  • შექმენი...