Jump to content
Planeta.Ge

gruzian_ka

პლანეტელი
  • პოსტები

    408
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი gruzian_ka

  1. ახლა პირადა ალასანიაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ 2008-2009 წლის საპროტესტო აქციები ვინც ჩაშალა მაშინდელ გაერთიანებაში, კი გამოჩნდა ნათლად... არადა ,,გრეჩიხებს" დაბრალდათ მაშინ ყველაფერი (დიდი დამცველი არც მაგათი ვარ), რესპიბლიკელებთან ალიანსი დაღუპავს ნებისმიერ რეიტინგულ კანდიდატს... ასე მოუვიდა ირაკლისაც მე მგონი...
  2. მე რას მეკითხები მერე, წაიკითხე წმ. მამათა სწავლებები და მიხვდები, ეს ჩემი აზრი კი არაა, II და IV მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებია... დაამტკიცე შენ რომ ასე არ არის, რამდენი ხანია ერთ მტკიცებულებას გთხოვ და იმას ვერ დებ...
  3. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი იზიარებდნენ იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომლებიც თავს მიიჩნევდნენ კირილე ალექსანდრიელის მიმდევრებად, მაგ: არქიმანდრიტი ევტიქი, რომელიც მართალია III მს. კრებაზე დიდი თავგამოდებით ებრძოდა ნესტორს (კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსი, შემდეგ მისი მოძღვრება გავრცელდაროგორც ნესტორიანელობა), მაგრამ შემდეგ მეორე უკიდურესობაში ჩავარდა, რაც ქრისტეს მხოლოდ ერთი ბუნების აღიარებაში გამოიხატა.იგი თავის აზრს ასე გამოხატავდა: ,,ღვთის სიტყვის განხორციელების შემდეგ მე თაYვანს ვცემ ერთ ბუნებას - განხორციელებული და განკაცებული ღმერთის ბუნებას" წმინდა წერილში კი უამრავი დასტურია იმისა, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი... თუ იესო ქრისტეში არ იყო კაცური ბუნება, მაშინ სახარებისეულ ეპიზოდებში, როცა იგი ტირის (ლაზარეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით), როცა წყალს ითხოვს (სამარიტელ დედაკაცთან შეხვედრა), როცა ძინავს (ზღვაზე გადაცურვისას), და ბოლოს, როცა ითმენს უამრავ გვემას და ტანჯვას ჯვარცმის დროს, ამ დროს იტყუება??? თუ იესო ქრისტე მარტო ღმერთია, ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნილებები და განცდები ღმერთს არ შეიძლება ქონდეს, ხო ასეა... არ შეიძლება ღმერთს მოშივდეს, ან მოწყურდეს, ან ეტკინოს რამე... მეორეს მხრივ იესო ქრისტე ფარისევლებს ეუბნება ,,აბრაამის ყოფადმდე მე ვარ", ეს ფრაზა ამტკიცებს მის ღმერთობას, ანუ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი... ანუ კათოლიკეები აკნინებენ სულიწმინდას, მონოფიზიტები იესო ქრისტეს, ერთნიც მწვალებლები არიან და მეორენიც...
  4. კი ბატონო, შენი აზრით, მე ხომ მიგითითე წყაროები ზოგადად, შენც მიმითითე ზოგადად ფაქტები და წყაროები იმაზე, რომ მე ტყუილი დავწერე... პირველ რიგში ისევ მოვითხოვ დავით აღმაშენებელზე დადე ფაქტი, რომ მეჩეთში ლოცულობდა (ოღონ ჩვენი პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა არ მოიშველიო )... ისტორიული ფაქტი დადე...
  5. გეუბნები სიტყვებს აღიქვამ, როგორც ასოების ერთობლიობას რა, სასაცილოდ არ გაქვს საქმე გენაცვალე... მე კათოლიკეების მწვალებლობაზე არ დამიდია მანდ ფაქტები და წტყაროები, იმაზე ვსაუბრობდი რატომ მოხდა მათი გასვლა ეკლესიიდან... შენ ახალი საკითხი წამოჭერი, რატომ არიან კათოლიკეები მწვალებლები, კი ბატონო გეტყვი... მათ უარყვეს მს. კრებებზე მიღებული მრწამსი, კერძოდ, II მსოფლიო საეკლესიო კრებამ, (რომელმაც სრულყო I მს. კრებაზე დადგენილი მრწამსი), დაადგინა, რომ, ციტატა:,,და სული წმიდა, უფალი და ცხოველმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანისიცემების და იდიდების" ციტატის დასასრული... ეს ხდება 381 წელს ქალაქ კონსტანტინეპოლში. ანუ ასევე გაცილებით ადრე, ვიდრე კათოლიკეები გავიდოდნენ ეკლესიიდან ამ დროიდან მთელი ქრისტიანული სამყარო ხელმძღვანელობდა ამ სიმბოლოთი... მოგეხსენება 11 საუკუნის დასაწყისში პაპისტებმა თვითნებურად გადააკეთეს მრწამსი და დაწერეს, რომ სულიწმინდა გამოდის, როგორცმამისგან, ასევე ძისგანაც, ანუ თუ სულიწმინდა გამოდის მამისგან და ასევე ძისგან ვიღებთ მამას, ძეს და ორ სულიწმიდას ანუ ირღვევა სამების დოგმატი და სამების მაგივრად მიიღება ,,ოთხება" და ამის მქადაგებლები გვევლინებიან სულიწმინდის მგმობელებად, ვინაიდან მათი სწავლებით სულიწმინდის არსი კნინდება (ანუ სულიწმინდა მათ, მხოლოდ თვისებად მიაჩნიათ და არა ისეთივე ღმერთად, როგორც მამა და ძე)... ახლა ვნახოთ რა წერია სახარებაში, ციტატა ,,ამენ გეტყვი თქვენ, ვითარმედ ყოველივე მიეტევოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ, ხოლო რომელმან თქუას გმობაი სულისა წმინდისათვის, არა აქუს მიტევებაი უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს საუკუნოისა სასჯელისა" ციტატის დასასრული (მარკოზი, თავი 3, 28-29)
  6. საიდან ამდენი ღვარძლი, უკვე სიბრალული მIჩნდება შენს მიმართ
  7. არ დავიღლები სიმართლის წერით, შენ რომ ტყუილს ეძახი, იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა... წყაროებს ითხოვ? კი ბატონო, ჩემს პოსტებში მათი სიმრავლის მიუხედავად უფრო კონკრეტულად დავწერ, ზემოთ მოყვანილი ფაქტები მოძიებულია შემდეგი წყაროებიდან: საღვთო სჯული, ახალი აღთქმა (მათე 16,18), (მათე 20,20-28),ევსები კესარიელი ,,საეკლესიო ისტორია" (საეკლესიო ბიბლიოთეკა VII ტომი, გამომცემლობა ,,ახალი ივერონი" - 2007წ), ,,მსოფლიო საეკლესიო კრებები" (გამომცემლობა ,,ალილო"-2006წ), ,,აპოლოგეტიკური წერილები" (ავტორი ზურაბ ეკალაძე, თბილისი 2001 წ.) ახლა შენგან ვითხოვ წყაროებს და ფაქტებს, ჯერ იმაზე რაზეც პასუხი არ გაგიცია და შემდეგ იმაზე, რომ მე რაც დავწერე ტყუილია...
  8. იგივე პათოსია... არაფერი შეცვლილა... გეთანხმები, აგრესია რბილად რომ ვთქვათ ინფორმაციის ნაკლებობამ და სათანადო პასუხის არ ცოდნამ იცის... არა უშავს გაიზრდება
  9. ეხლავე ავხსნი, თვიდან დავიწყებ კარგი? როგორც სახარებიდან გვახსოვს, მაცხოვარმა პეტრეს უწოდა კლდე ,, კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას..." ამასთან პეტრე მოციქული გახლდათ რომის ეპირსკოპოსი... ამან გამოიწვია მცდარი აზრის ჩამოყალიბება რომის ეპისკოპოსების სხვა ეპისკოპოსებზე აღმატებულების შესახებ. თავად სხვა მოციქულები სულაც არ ხედავდნენ პეტრეში მეთაურს და ამას მოწმობს მოციქულთა პირველი კრება (51 წელს), რომელსაც იაკობ მოციქული თავმჯდომარეობდა და არა პეტრე მოციქული. (რომში ჩAსვლამდე პეტრე მოციქულმა ანტიოქიის ეკლწსია დააარსა და მაშინ ანტიოქიის ეპისკოპოსი გამოდის უპირატესი და არა რომისა) მათ (პაპიტებს) გაუჩნდათ პრეტენზია სათავეში ჩადგომოდნენ მთელ ქრისტიანულ სამყაროს და ითხოვდნენ მათი უპირატესობის აღიარებას, რაც 1054 წელს მათI ერთI წმინდა სამოციქულო ეკლესიიდან გასვლით დასრულდა... ამის შემდეგ რომის პაპმა პიუს IX-მ ყოველი მორწმუნე კათოლიკესგან მოითხოვა მისი საერო ხელისუფლად აღიარებაც...1302 წელს გამოიცა ე.წ. ,,ბულა" რომელშიც წერია, რომ სამოციქულო ტახტსა და რომის მღვდელმთავარს გააჩNია უზენაესობა მთელ მსოფლიოზე... ამას მოყვა პაპის აზრის უმთვრეს ჭეშმარიტ კრიტერიუმად გამოცხადება, და 1870 წელს ვატიკანის კრებამ მიიღო ,,პაპის შეუმცდარობის დოგმატი", რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას ანუ, სახარების მიხედვით შეუმცდარი მხოლოდ ეკლესიაა და არა, რომელიმე კონკრეტული პირი, მისი დამსახურებების მიუხედავად, ეს ,,დოგმატი" არღვევს ასევე სწავლებას ეკლესიის კრებსითობის შესახებ... ამ ყველაფერს წინ უძღოდა სულიწმიდის შესახებ დოგმატის დამახინჯება და პაპიტები დღემდე გვევლინებიან სულიწმინდის მგმობელებად, რის შედეგებსაც დღეს ყველა ხედავს... თუ ისევ გაჩნდება კითხვები მზად ვარ ვუპასუხო...
  10. quote name='აზრი' date='10 June 2010 - 02:39 AM' timestamp='1276123167' post='283343'] gruzian_ka მართლმადიდებლურ მრწამსს ვერ მიიღებდნენ რადგან მსგავსი რამ რაც მიიღეს მართლმადიდებლური მრწამსი არ დაურქმევიათ. მეორეც, იმ დროს ერთი ეკლესია იყო, რადგან მართლმადიდებლობა ჯერ არ იყო გამოყოფილი კათოლიკურ საყოველთაო სამოციქულო ეკლესიას. თავადვე წერ I მს.საეკლესიო კრება ა.წ.-ით 325 წელს ჩატარდაო და ამ დროს გავიწყდება რომ მართლმადიდებლები მაშინ დაგერქვათ როგორც ცალკე რელიგია როცა 1054 წელს გამოეყავით საერთო ეკლესიას. გაერკვიე და ისე მაინც წერე. კარგი, ეხლა მართლმადიდებლობაზე (რახან ისევ ვერ ან არ იგებ), ტერმინი მართლმადიდებლობა არსებობს ჯერ კიდევ 1 საუკუნიდან, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი იყო მაცხოვრის ძმა (მართალი იოსების შვილი) იაკობი და მისი შემოღება უკავშირდება ქრისტიანობის დევნას ანუ ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ მართალი სარწმუნოების მადიდებლებს, ამასთან ეს ტერმინი გამოყენებულია შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, (მათ შორის მეშვიდე საეკლესიო კრება ჩატარდა 3 საუკუნით ადრე, ვიდრე პაპისტები დატოვებდნენ ეკლესიას... ამასთან შენ როგორც ჩანს არ იცი, რომ პაპისტებამდე ეკლესია დატოვეს ნესტორიანელებმა, მონოფიზიტებმა, მონოთელიტებმა და სხვა მწვალებლურმა სწავლებებმა... მართმადიდებლობის ჭეშმარიტებას მოწმობს ის, რომ იგი დღემდე რჩება იმ დადგენილებების დამცველად და შემსრულებლად, რომელიც მიღებული იქნა მოციქულებისა და მსოფლიო კრებების მიერ და რომლებსაც ტვითონვე აღიარებდნენ პაპისტები ეკლესიის დატოვებამდე... შემდეგ შეცვალეს ყველაფერი და ამის მიზეზებზე უკვე ვისაუბრე... თუ ისევ გაუგებარია, ისევ სხვა ფორმით დავწერ, არ მეზარება ამ სიტყვებზე წერ მართლმადიდებლური მრწამსი მიიღესო, როცა მასში მართლმადიდებლური კი არ წერია, არამედ "ერთი წმინდა კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია: კათოლიკეს მართლმადიდებლობას არქმევ რა უნდა გელაპარაკო. იცი რა? შენ მე მგონი სიტყვებს აღიქვამ, როგორც ასოების ერთობლიობას მხოლოდ და გავიწყდება, რომ მათ შინაარსობრივი დატვირთვაც აქვთ... ერთი წმინდა კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია ნიშნავს ეკლესიის საყოველთაობას ყველა მართლმადიდებელი ერისთვის (საბერძნეთი, რუსეთი, საქართველო,სერბეთი და ა.შ...)პაპისტები კი მას იყენებენ მათი რიცხოვნული უპირატესობის გამო... კიდე ვიმეორებ ეგ ტერმინი არსებობს, მართლმადიდებლობასთან ერთად და არ გამოხატავს სარწმუნოებრივ შეხედულებებს... თუ ისევ გაუგებარია ისევ დავწერ... იგივე შემიძლია ვთქვა შენს მოთხოვნებზე ფაქტებთან დაკავშირებით, სიტყვა ფაქტიც ალბათ ისე გესმის, როგორც ასოების ერთობლიობა, შინაარსს მე აგიხსნი თუ გინდა, ფაქტი არის ისტორიულად დადასტურებული მოვლენა, რომელიც გამოიხატება, თარიღებით, მოვლენის მოხდენის ადგილებით, მონაწილე ადამიანების გამონათქვამების გამოყენებით, თანამედროვე ცხოვრებაში ფოტო და ვიდეომასალით... ამასთან გამუდმებით ითხოვ სხვისგან ფაქტებს (მისი სიმრავლის მიუხედავად), ხოლო შენ ისევ პასუხგაუცემელი გრჩება ის საკითხი, რომელიც შეგახსენე დავით აღმაშენებელზე და აქაც, მხოლოდ სიტყვების თამაშით შემოიფარგლები, დადე ფაქტები, რომ მე რასაც ვწერ ტყუილია... თუ ესეც გაუგებარია, ამასაც სხვანაირად ავხსნი შემდეგში...
  11. ზუსტად უსუსური ადამიანის რეაქციაა და არც მიკვირს, როცა არ გინდა საკუთარი უსუსურობა და არარაობა დაინახო სხვების დაცინვას იწყებ...
  12. კათოლიკეები იგივეს ვერ იტყვიან იმიტომ, რომ საფუძველი არა აქვთ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებას რას ეძახი შენ არ ვიცი და როცა მომყავს სახარებისეული ფრაზები და ისტორიულად დადასტურებული ფაქტები საკმარისი არ არის? კონკრეტულად რა მტკიცებულებას ითხოვ ვერ გავიგე... თანაც მე მგონი, შენ არ გაცნობიხარ თანამედროვე მოვლენებს მაგათი ცხოვრებიდან, საკამთო და სათქმელი რო არაფერი აქვთ, მზად არიან ყველაფერში დაეთანხმონ მართლმადიდებლებს, მრწამსშიც კი, რომელიც თვითნებურად დაამახინჯეს, პაპის პრიმატის საკითხს ვერ ელევიან მხოლოდ... რაც შეეხება მხოლოდ განსხვავებების წერას, ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას უნდა ემსახურებოდეს, საერთოდ ამ თემის გახსნის იდეაც... მიზეზების ჩAმოთვლა, რატომ გიშლის ხელს აქ ვერ გავიგე... ამ მიზეზებმა წარმოშვეს ეს განსხვავებები, თანაც მათივე ინიციატივით, თორე პირჯვარი უკუღმა გადაიწერეთო არავის უთქვამს მაგათთვის... შენ შეგიძლია დადო მტკიცებულება, რომ 1054 წლამდე ის წესები არსებობდა, რომლებითაც ახლა ეგენი სარგებლობენ? ვერ დადებ ... ეს განსხვავებები მაგათი მოგონილია და რანაირად დაწერს ეხლა კათოლიკე, რომ მაგალითად 1054 წლამდე ყველა გაპარსული დავდიოდით და მერე მართლმადიდებლებმა წვერი მოუშვესო... დაფიქრდი რა... კათოლიკეებმა გააკეთეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მგვანებოდნენ მართლმადიდებლებს და შეცვალეს ყველაფერი, ეხლა მოიწვიე ვინმე კათოლიკე აქ და დამიწეროს, რო ასე კი არ იყო მართლმადიდებლებმა შეცვალეს, რაღაცეებიო... თუ ჩემი პოსტები შენს მიზნებს არ ემთხვევა და ხელს უშლის ეგეც დაწერე და უფრო გასაგები გახდება ყველაფერი...
  13. მოიცათ, არ გვინდა მართლა ასეთი უსაფუძვლო კამათი,და სიტყვებზე გამოკიდება, აზრი შენ სვამ კითხვებს, ჩვენ უნდა გიპასუხოთ... 1054 წლამდე და მერეც არსებობს ერთი წმინდა სამოციქულო ეკლესია,, რომელსაც, როგორც წინათ შევნიშნე, უბრალოდ ჩამოცილდნენ პაპისტები ერთ წმ. სამოციქულო ეკლესიას, ეს გამოიწვია რომის ეპისკოპოსების მიერ სხვაზე უპირატესობის არასწორმა გაგებამ... მათ თავის დროზე არასწორად გაიგეს პეტრეს სხვა მოციქულებთან აღმატებულების საკითხი, (მათე 16.18)... არადა მოციქულთა სწავლებით ვიცით, რომ პეტრე მოციქულში სხვა მოციქულები სულაც არ ხედავდნენ მეტაურს, ამას მოწმობს, მოციქულთა იერუსალიმის კრება (51 წელს), რომელსაც იაკობ მოციქული თავმჯდომარეობდა და არა პეტრე მოციქული, რახან იესო ქრისტემ პეტრეს უწოდა კლდე (,,კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია და მჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" ციტატა სახარებიდან)და პეტრე იყო რომის ეპისკოპოსი, ამიტომ გაუჩნდათ პრეტენზია რომ რომის ეპისკოპოსი ანუ პაპი არის ყველაზე აღმატებული... არადა წმინდა გადმოცემებში ნათლადაა აღწერილი ეკლესიის კრებსითობის შესახებ... ამის შემდეგ დაიწყეს დოგმატების დამახინჯება და რა შედეგამდეც არიან დღეს მისულები, ყველაფერს ვხედავთ... ისევ შევეხები ტერმინს ,,კათოლიკე", ალბათ კარგად ვერ ავხსენი... კათოლიკე მართლაც ნიშნავს საყოველთაოს, მაგრამ ეს ტერმინი არსებობდა 2 საუკუნით ადრე, ვიდრე პაპისტები გავიდოდნენ ეკლესიიდან... მათ დაიწყეს ამ ტერმინით სპეკულირება მათი რიცხოვნული უპირატესობის გამო,მაგრამ უმრავლესობამ რო თქვას 2*2=5, ცხადია სწორი არ იქნება... თუ ისევ გაუგებარია, მზად ვარ სხვანაირადაც ავხსნა...
  14. ამ განყოფილებაშია, ,,რა არის მმკ" და კითხვა იყო, უფრო სწორად გთხოვე დაგედო ფაქტი ან წყარო სადაც წერია, რომ დავით აღმაშენებელი მეჩეთებში დადიოდა და ლოცულობდა-თქო... იცი რატომ? ეს უდიდესი ცილისწამებაა წმინდა მეფის მიმართ...
  15. რა თქმა უნდა არ უარვყოფ ისტორიას, მაგრამ შენ ნუ დაამახინჯებ მას, ის რაც მოხდა 1054 წელს ეს არ იყო ეკლესიის გახლეჩა ან გაყოფა... სინამდვილეში ადგილი ქონდა რომის პაპის იურისდიქციაში მყოფი სამღვდელოების მოწყვეტას ერთი წმინდა, სამოციქულო ეკლესიიდან, თუკი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი მწვალებლად გვევლინება ეკლესიაში და მერე ხდება ,მათი განკვეთა ან თვითონ ამ ჯგუფს არ სურს ეკლესიის მორჩილება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესია გაიყო... რაც შეეხება ტერმინს ,,კათოლიკე" მართლაც ნიშნავს საყოველთაოს და იგი ჯერ კიდევ მანამდე არსებობდა, ვიდრე პაპისტები მოწყდებოდნენ ეკლესიას... პირველ მსოფლიო კრებაზე დადგენილ იქნა მრწამსი სადაც ვკითხულობთ მრწამს ,,ერთი წმინდა,კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"... ეს კათოლიეების ეკლესიიდან გასვლამდე 2 საუკუნით ადრე იყო, თუ სწორად მახსოვს, ასე, რომ ისინი ტყუიან, როცა თავს კათოლიკეებს უწოდენე და ამას ,,საყოველთაო" ტერმინით ხსნიან... მათი რელიგია სინამდვილეში არის ლათინო-პაპიზმი...
  16. დიდი სიამოვნებით ავხსნიდი, აზრი რომ ქონდეს, არ იფიქრო კითხვას გავურბივარ (შენგან განსხვავებით)... უბრალოდ ადამიანს ღმერთი გონია ფანტაზიის ნაყოფი და ცხადია მასტან რამე დაკავშირებული, კიდევ ნაყოფის ნაყოფი და რა უნდა ავუხსნა, გაცილებით ადვილია რამე აუხსნა სხვა რელიგიის წარმომადგენელს ვიდრე ათეისტს... არადა განა მართლა არ ჯერათ, რომ ღმერთი არსებობს, უბრალოდ უბრალოდ იმის დაჯერება უჭირთ, რომ თვითონ არიან არარაობა ღვთის წინაშე... ამიტომ ამჯობინებენ დაიჯერონ, რომ ღმერთი არ არსებობს, ვიდრე საკუთარი უსუსურობა...
  17. ეს ყველაფერი განსხვავებებია, გამომწვევ მიზეზებზე რა იცით ძალიან საინტერესოა, ეს განსხვავებები თვითონ კათოლიკეებმა, უფრო სწორად პაპისტებმა, წარმოშვეს თავისივე უგუნურების გამო, თორე მართლმადიდებლური კანონიკა და ლიტურგიკა ისეთივეა ახლაც, როგორც მოციქულებმა და წმინდა მამებმა დაადგინეს...მაგათი რიტუალური თუ სხვა ღონისძიებები თვითონვე გამოიგონეს და არაფერი საერთო არ აქვს მართლმადიდებლობასთან... ჯერ აქედანაც ჩანს, რომ მწვალებლები არიან... არაფერს ვამბობ იმ მთავარ საკითხზე, რის გამოც დარჩნენ ეკლესიის გარეთ...
  18. ეს ჩემი თეორია არ არის, შეიძლება მოსაზრება დავარქვათ... შენი აზრით ღმერთი ,,რამეა"? თუ ასეა მაშინ ჩვენი კამათია თუ მსჯელობა მარაზმში გადავა... როცა ადამიანები კამათობენ ან მსჯელობენ, მათთვის მინიმუმ საერთო ავტორიტეტი უნდა არსებობდეს, სხვა შემთხვევაში კამათი არ ბადებს ჭეშმარიტებას... აქ აქტუალური ხდება შენს მიერ ნახსენები ,,შინაგანი ავტონომია", რომეკლსაც შენი ლოგიკით ზღუდავს და ანადგურებს მსგავსი ავტორიტეტები... შენი ლოგიკით რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი ჭეშმარიტებაც არსებობს, მაგრამ ჭეშმარიტების შინაარსობრივი დატვირთვა ირღვევა აქ... ანუ ჭეშმარიტებას იმიტომ ქვია ჭეშმარიტება, რომ ის ერთია და მასთან მიახლოება, მხოლოდ ღვთის არსთან მიახლოებითაა შესაძლებელი... ჭეშმარიტება უკვე არსებობს, ის განცხადებულია, უბრალოდ დანახვა უნდა ამას... მაშინ ხდება ადამინი შემოქმედიც და თAვისუფალიც...შენს მიერ ნახსენები ,,შინაგანი ავტონომია" სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის სურვილი შექმნას რამე ღირებული ოღონდ ვის რატომ ჭირდება ეს, ეს უკვე სხვა თემაა... ამასთან ძალიან არასწორ ფორმულირებებს უკეთებ ჩემს მოსაზრებებს, მე არსად არ მითქვამს, რომ რაიმეს არსებობა მიკვირს... უბრალოდ კითხვა დავსვი,(გავიმეორებ)დაფიქრებულხართ, საიდან გაჩნდა ის ყველაფერი, რისი აღმოჩენითაც არის დაკავებული მეცნიერება_თქო, აქ არ ჩანს ჩემი გაკვირვება... თანაც მინდა შეწორება შევიტანო, ღმერთი თავისით კი არ არსებობს, არამედ ღმერთი დაუსაბამოა... და ჭეშმარიტებაც სწორედ აქ არის
  19. შენი მოსაზრება აშკარად შეიცავს (თუ მეტი არა) დარვინიზმისკენ გადახრას, რაც ძალიან სამწუხაროა... ანთროპოლოგი არც მე ვარ, მაგრამ არასოდეს დამიჯერებია, რონმ ადამიანები ევოლიციის შედეგად(დარვინისეულს ვგულისხმობ) განვითარდნენ... ნებისმიერი მეცნიერება ძირითადად წარმოშობილი და დაკვშირებულია ,უკვე არსებულის აღმოჩენებთან... არ გიფიქრიათ, უკვე არსებული საიდან შეიქმნა? ვიფიქროთ ამაზეც და აუცილებლად მივალთ ღვთის, როგორც შემოქმედის აღქმამდე... ღვთის ჭეშმარიტი არსთან მიახლოების შემდეგ ეძლევა ადამიანს, სწორის და არასწორის გარჩევის ნიჭი... დიახ, ეს ნიჭია... ძალიან ზოგადად დავწერე ამ წუთას მაგრამ შემდეგში ჩავუღრმავდეთ, მზად ვარ ბატონებო
  20. პირველ რიგში უნდა გახსოვდეს, რომ როდესაც რელიგიაზე ვმსჯელობთ ან ვკამათობთ, ,,მე ვთვლი" ან ,,მე მგონია" ძალიან უადგილოა, ასეთი კამათისას იშველიებენ პირველ რიგში სახარებას და შემდეგ გადმოცემებსა და სჯულის კანონს... ამიტომ შენ რომ გგონია, შეიძლება ის ისე არ იყოს... დაწვრილებით ეხლა ვერ დავწერ, მაგრამ პოლიტიკური კონფლიქტი ნამდვილად არაფერ შუაშია, ან შეიძLება ერთ-ერთი მიზეზთაგანი იყოს, რომელსაც შემდეგ დააბრალეს ეს დაპირისპირება... შემდეგ პოსტებში უფრო დაწვრილებიტ დავწერ გპირდებით...
  21. მოძმე კათოლოკეები რას ნიშნავს? როგორ ძმობას გულისხმობ? რელიგიურად ჩვენი ძმობა გამორიცხულია, თუ ამას გულისხმობ...
  22. კარგა ხანია ამ თემაზე პოსტი არ გამოჩენილა და ეს დგეები რა ხდება? რამე ახალი ხომ არ გაიგეთ? რაც შეეხება ბოლო პოსტებს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სახარებას თუ ვკითხულობთ, მხოლოდ იმიტომ რომ აქ ვამტკიცოთ რაღაცეები... მეგობრულად გირჩევთ, რომ ასე თამამად ნუ შეეხებით ნურც სახარებას და ნურც წმინდა მამათა ეპისტოლეებს, განსაკუთრებით ა ზ რ ი-ს გასაგონად ვამბობ, მას როგორც ჩანს მოსწონს მისთვის გაუგებარი თემებით მანიპულირება... ა ზ რ ი, მე გთხოვე, რომ წყარო მომაწოდო იმასთან დაკავშირებით, რომ დავით აღმაშენებელი უცხო რჯულს იწყნარებდა და მეჩეთში ლოცულობდა, თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა...
×
×
  • შექმენი...