gruzian_ka
პლანეტელი-
პოსტები
408 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
7
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი gruzian_ka
-
ინფორმაციას მოგაწვდით, განსჯისასათვის: ის რაც არ გაუკეთებია შაჰ აბასს საქართველოში ის კეთდება დღეს სააკაშვილის ხელშეწყობით... დაახლოებით 40 მეჩეთი აშენდა საქართველოში გასული 5 წლის მანძილზე, ეს არ მომხდარა შაჰ აბასის მრავალწლიანი დამპყრობლობის პერიოდშიც კი... ავიწროვებს მართლმადიდებლებს (სულერთია რა ფორმით), აშენებს მეჩეთებს და ეწევა ანტიმართლმადიდებლურ აგიტაციას, უკვე ღიად... (თAვის სასახლეში ოლიმპიადის გამარჯვებულ ბავშვებთან, ქუთაისში ახალის კოლა რომ გახსნა იქ). სხვას რას აკეთებდა შაჰ-აბასი? ახლა დასკვნები გავაკეთოთ ვინ უფრო დიდი შაჰ-აბასია?
-
არა გენაცვალე, მე სულაც არ ვამტკიცებ, უბრალოდ არ გამოვრიცხავ, რა, შენ ამბობ რომ გამორიცხულია? უბრალოდ ეს ჩემი მოსაზრება გამოიწვია ვახტანგ გორგასალტან დაკავშირებით მისმა კვლევამ, ვახტანგ გორგასალი არასოდეს ყოფილა მონოფიზიტი, ამას მოწმობს წინა პოსტებში მოყვანილი ციტატები ქართლკის ცხოვრებიდან.. შენ რა გინდა თქვა, რომ ჯუანშერმა (ყველა სხვა ფაქტს თავი რომ დავანებოთ) წმინდა მეფის ეს სიტყვები მოიგონა და ისე დაწერა?
-
რატომ არ გააკეთებდა ვითომ, ჯუანშერი თუ იყო სუბიექტური, ივანე ჯავახიშვილი რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ვერ გავიგე(თუმცა შენგან განსხვავებით არ ვკამათობ მის ობიექტურობა-სუბიექტურობაზე), 20-ე საუკუნის ისტორიკოსები ისეთ დეტალებს უკეთებდნენ აქცენტებს, რომლებიც ზიანს აყენებდა ქრისტიანობას და ადამიანებში იწვევდა არასწორ დამოკიდებულებას, მაგალითად გიორგი სააკაძის აღზევება, გაუთავებელი საუბრები მის თავდადებაზე და შემდეგ ,,დიდი მოურავი" და ა.შ. ამ დროს მან უარყო ქრისტე და ჩვენ გვიყვებიან, რომ თურმე გულში ქრისტიანი ყოფილა და არასდროს უღალატია ერისთვის და ა.შ. არადა ქრისტეს უარყოფა მარტო სიტყვით არ ხდებოდა მაშინ, ქრისტეს უარმყოფელს შეურაცხოფა უნდა მიეყენებინა ხატებისთვის და ა.შ. არადა უფალი ბრძანებს, ,,ვინც მე უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას მამისა და ანგელოზების წინაშე"... ჭეშმარიტ ქრისტიანს ეს ყოველთვის ახსოვს... თუმცა მე არ უარვყოფ ივანე ჯავახიშვილის დამსახურებას ქართული ისტორიოგრაფიის წინაშე,და ის, რომ იგი შეიძლება რამეში ცდებოდეს სულაც არ აკნინებს მის ღვაწლს...
-
რას იტყვით "მკრეხელ" მღვდლებზე რელიგიურებო?
gruzian_ka replied to HaMMerFaLL's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მერე რა, წარმატებები ამ რთულ გზაზე... -
ამ ფაქტებს ექნება პრე-ისტორიაც და პოსტ-ისტორიაც, საინტერესო იქნებოდა მათი ნახვაც, აუცილებლად ვნახავ... რაც შეეხება პატრიარქების ქცევებს, ბევრჯერ მითქვამს, კონკრეტული ადამიანის არც სასულიერო ხარისხე და არც ცნობილი სახელი და გვარი არ არ არის გარანტია მისი შეუცდომლობისა (ეგეთი ,,გარანტიები" რომის პაპს აქვს), ნესტორი (ნესტორიანელობის გამავრცელებელი) იყო კონსტანტინეპოლის პატრიარქი, მაგრამ ხომ შეცდა? მწვალებელი გახდა... არიოზი იყო მართლმადიდებელი მღვდელი, ხომ შეცდა? კი ბატონო...ნეტარი ავგუსტინეც კი, რომელმაც ცრუ სწავლება დაწერა სულიწმინდაზე, ხომ შეცდა? მაგრამ მოგვიანებით შეინანა და დღეს უდიდეს წმინდანთა რიცხვშია, ასე რომ ცარიელი ფაქტები და თარიღები არაფერს ამბობს, განმარტებებს წავიკითხავ და დაწვრილებით მერე მოგახსენებთ...
-
მერე რატომ უნდა მჯეროდეს რეკონსტრუირებული ფაქტების და არა დოკუმენტალური, ქრონოლოგიური ფაქტებისა? რაც შეეხება დვინის კრებას, მან კი არ დაგმო ქალკედონიკობა, არამედ უბრალო მხარი დაუჭირა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შემრიგებლურ პოზიციას, რომელსაც ბიზანტია ეწეოდა იმ პერიოდში, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ბიზანტიამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ქალკედონიკობას, ხოლო ირანმა მონოფიზიტობას, ამ ფონზე ცხადია სომხებსა და ქართველებს უნდა გაერკვიათ თავიანთი მრწამსი და ამასთანავე პოლიტიკური ორიენტაციაც, ამ ყვწელაფრის ფინალი იყო ის, რომ სომხურმა ეკლესიამ გაწყვიტა კავშირი საქართველოს ეკლესიასტან და დაიწყო ქრისტიანების დევნა... და დღემდე ისეთი მოთხოვნები აქვთ, გაგეცინება უბრალოდ...
-
განსხვავება დამიწერე რა, მართლა გეუბნები ოღონდაც... ისტორიკოსსა და მემატიანეს შორის...
-
რაც ნიშნავს "არც ისე ათეისტი"? არც ისე კიარა არც ისეთი, ანუ მთლად ათეისტიც არ უნდა იყო-თქო... რომელმა ფსიქოლოგმა დაამტკიცა ეს, ფროიდი ცოტა სხვას ამტკიცებდა აშკარად. რად უნდა ამას ფსიქოლოგი, მოიძიე საკუთარ თავში და მიხვდები, რაც შეეხება ფროიდს, იგი ჩემთვის არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს და მისი მტკიცებულებებიც არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ჩემთვის... (ალბათ ამის უფლება მაქვს) ხატმებრძოლობის ისტორიას გადახედე და საკმარისი იქნება ყველაფრისთვის.. ფაქტი დაასახელე, რომ ადამიანი აწამეს იმიტომ, რომ იგი ხატმებრძოლი იყო? ხატის შეურაცხმყოფელს თუ პასუხი მოთხოვეს ეს სხვა რამეა...მართლმადიდებელი არავისთანა არ მიდის და არ ეუბნება რატო ხარ მაგ: იეღოველიო ან კათოლიკეო, ან ხატმებრძOლიო და ა.შ. მით უმეტეს ამის გამო წამების არცერთი ფაქტი არ არსებობს...
-
რას იტყვით "მკრეხელ" მღვდლებზე რელიგიურებო?
gruzian_ka replied to HaMMerFaLL's თემა in რელიგია და ფილოსოფია
შენ თუ ვერ ხედავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს... ბოროტების და უღირსების თვისებაა, რომ უფრო მეტად ჩანს... სიკეთე და ღირსება უჩუმრად არსებობს, თუმცა აუცილებლად ხმაურობს, თუ მას საფრთხე შეექმნა... ასე რომ კარგად მოძებნე და იპოვი ღისეულ სასულიერო პირებს... -
და ივანე ჯავახიშვილი 20 საუკუნის ისტორიკოსია და... ე.ი როგორ გავიგოთ... სადაა ლოგიკა?
-
,,რეალური ადამინი" განმარტე რა, ან სიძUლვილი, ან სიყვარული... მართლა მაინტერესებს შენი მოსაზრება... იცი რატომ? ხანდახან მგონია, რომ არც ისეთი ათეისტი ხარ, როგორც აქ ჩანს... თუმცა, არაფერიც არ ჩანს, Yველა ადამიანშია უფალთან ერთობის მოთხოვნილება, ზოგში ცნობიერად, ზოგში ქვეცნობიერად და არ ც შენ ხარ გამონაკლისი რაც შეეხება ინკვიზიციებს ეს იმ ადამიანებმა მოაწყვეს, რომლებმაც სიყვარული (სულიწმინდა) უარყვეს, (კათოლიკეებს ვგულისხმობ)... ჭეშმარიტე ძალადობრივად არ შეიცნობა... გადახედე ისტორის, თუ გინდა საქართველოს, თუ გინდა მსოფლიოს და მითხარი ერთი ფაქტი სადაც მართლმადიდებელი რჯულის შეცვლის მოტხოვნით ვინმეს აწამებს ან დევნის... პირიქით კი, რამდენიც გინდა, უამრავი ფაქტია...
-
რა ვიცი რა დავწერო, ათეისტები მეცოდებიან ძალიან... ღმერთის სიძულვილს შეიცავს ნებით თუ უნებურად და იმიტომ...
-
რას იტყვით "მკრეხელ" მღვდლებზე რელიგიურებო?
gruzian_ka replied to HaMMerFaLL's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ვერც იუდას ვერ შევადარებთ, იმიტომ რომ იუდამ ქრისტე მოაკვლევინა, თანაც ეგეთი მღვდლების გვერდით სხვა ღირსეული მღვდლებიც არიან და იმათ რატო ვერ ხედავთ? როგორც მაშინ, იუდაც მოციქული იყო და პეტრეც, ახლაც ასეა... ისეთებიც არიან და ასეთებიც, ოღონდ ღირსეულები უფრეო მეტნი არიან დამიჯერეთ... -
მე რა შუაში ვარ, მე ქართლის ცხოვრებიდან მოვიტანე ციტატები... ხომ გეუბნები, შენ მარტო იმიტომ ხარ აქ, რო ვინმე უპასუხოდ არ დატოვო და რას დაწერ მნიშვნელობა არ აქვს... დადე ფაქტები და ისე უარYავი რაც მე დავწერე... თანაც, კონკრეტული სახელი გვარი არაა გარანტია იმისა, რომ აუცილებლად სწორი შეხედულებები ქონდეს, ასე რომ შეიძლება ივანე ჯავახიშვილიც შეცდეს და ბევრი სხვაც, ბევრი ფაქტი არსებობს, იმისა, რომ უდიდესი წმინდანები ცდებოდნენ სწავლებებში, მაგ: ნეტარი ავგუსტინე...
-
აგაშენა ღმერთმა, ამას მალავდი შე კაცო? გადახედე ყველა რელიგიას და ნახე, რომელი არ უკავშირდება ადამიანის გამოგონებას, კონკრეტულ თარიღს და ა.შ. მგონი ყველაფერი ცხადია...
-
რას იტყვით "მკრეხელ" მღვდლებზე რელიგიურებო?
gruzian_ka replied to HaMMerFaLL's თემა in რელიგია და ფილოსოფია
უღირსი მღვდელი თუ დააბრკოლებს ადამიანს, თვითონ ეს ადამინი კარგავს ეკლესიას და არა პირიქით... სწორედ ამაშია ღვთის და ეკლესიის დიდებულება, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის უღირსი საქციელი ვერაფერს აკლებს მას... მაშინ იუდას საქციელის შემდეგ უნდა გამქრალიყო ქრისტიანობა, მაგრამ პირიქით მოხდა მერე დაიბადა ეკლესია (სულთმოფენობის შემდეგ), იუდას საქციელი ვერაფერს აკლებს, წმ. პეტრეს, წმ. ანდრიას, წმ. იოანეს და დანარჩენი მოციქულების დიდებასა და პატივს... უფალმა ორი შემთხვევა დაუშვა: პირველი იუდა, რომელმაც გაყიდა იგი და მერე სინანულის ნაცვლად თავი ჩამოიხრჩო (ანუ სილიწმინდა დაგმო) და მეორე, პეტრე, რომელმაც სამჯერ უარყო, მაგრამ სინანულით განდიდდა შემდეგ... ასე, რომ არავინ არ იცის, ვის რატომ ეძლევა ესა თუ ის საცდური და ვინ როგორ გადალახავს და გაუძლებს მას... შეინანებს თუ დაიღუპება, ეს მღვდლებსაც ეხება და ერისკაცებსაც... -
წინა პოსტებს არ კითხულობ? უკვე ავხსენი...
-
თუ ეს ივანე ჯავახიშვილს უწერია, ე. ი. ძალიან ცდებოდა, რაც ძალიან საწყენია ასეთი დიდი ისტორიკოსისგან (თუმაცა არ გამოვრიცხავ ესეც კონტექსტს არ იყოს მოწყვეტილი)... ეს უდიდესი ცილისწამებაა წმ. მეფის მიმართ... ვახტანგ გორგასალი მონოფიზიტი ვერ იქნებოდა და რატომ: იმიტომ, რომ მართლმადიდებელმა სამყარომ იცის მისი სიტყვები, რომლებიც სიკვდილის წინ თქვა, ,,ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს"... უფრო კონკრეტულად მაშინ ვახტანგ მოუწოდა პეტრე კათალიკოსსა და რქუა: „უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათჳს გუბრძვანან, არამედ ქრისტეს დატეობისათჳს. აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკუდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გუაქუნდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა ეტყჳს: რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი“. და კიდევ, ხოლო ვახტანგ შეიტყო სიკუდილი თავისა თჳსისა, და მოუწოდა კათალიკოსსა, და ცოლსა თჳსსა, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქუა: „მე ესე-რა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ“. წყარო: ,,ცხოვრებაი ქართლისაი"
-
შენი წერის სტილით თუ ვიმსჯელებთ, (კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზების წერა) ეჭვი მეპარება ამაში, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, გადაწყვეტილება არის მცდარი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მს. საეკლესიო კრების ( მათ შორის ქალკედონისაც)დადგენილებები იწყება შემდეგი სიტყვებით ,,ვითარცა ურჩს(ნებავს) სულსა წმიდასა და არა ჩვენ"... ანუ წმ. მამები თვითნებურად არ იღებდნენ დადგენილებებს და თვოთნებურად დამახინჯება კრებების დადგენილებებისა იწვევს, სწორედ ერესების წარმოშობას...
-
შენ მე კი არა მსოფლიო კრებებს არ ეთანხმები ჩემო კარგო... სახარებას არ ეთანხმები და წმ. მამათა გადმოცემებს... მე რა შუაში ვარ... სად ვერ გაერკვიე მითხარი და შევეცდები გაგარკვიო...
-
შეგეშალა გენაცვალე, ეგ მადლი არ არის, ეგ ერთი კონკრეტული მღვდლის უღირსი საქციელია...
-
წმნდა მამათა გადმოცემებით, ეს არის სულიწმინდის ნიჭი,რომელიც ადამიანზე უფალთან თანაზიარობის შედეგად გადმოდის, ოღონდ ეს ჩემი აზრის არ არის, მე როდესაც რელიგიურ თემებზე ვწერ, ნაკლებად ვცდილობ ,,ჩემი აზრებით" ვისაუბრო, იმიტომ, რომ სწორედ ,,ჩემი აზრით", ,,მე ვთვლი", ,,მე მგონია" და ა.შ აშორებს ადამიანს ჭეშმარიტებასთან...
-
არ შემიძლია არ შეგისწორო, სასწაულის სანახავად კი არ მიდიან, ამ სასწაულისგან მადლის მისაღებად, შენთვის რა თქმა უნდა ,,მადლი" გაუგებარი იქნება, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს ისე დავწერო როგორც არის...
-
თუ წაკითხულიგ აქვს და იცი, მაშინ მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ იმიტომ წერ აქ, რო მე უპასუხოდ არ დამტოვო, თუკი იცი რაღაზე იღლები მაშინ?
-
მაგათი ცხოვრების წესი როგორიც არის, ყველამ კარგად იცის და ნუ დავუკავშირებთ ღვთის სიტყვას, მკრეხელობაში არ ჩაგვეთვალოს... ფრთხილად მეგობრებო...