Jump to content
Planeta.Ge

gruzian_ka

პლანეტელი
  • პოსტები

    408
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი gruzian_ka

  1. ისტორიკოს, ქრისტიანობის ისტორიაც გეცოდინება შენ, ქრისტიანობის დევნას თვითონ ქრისტიანობის დისკრედიტაცია არასოდეს გამოუწვევია, პირიქით განსაცდელი აძLიერებს ქრისტიანს... დიდი იმედები ნუ გექნებათ მმკ-ს დისკრედიტაციის...
  2. თემას ქვია ,,სომხური ეკლესია", განყოფილება რელიგია და რატომ ითხოვ ჩემს ისტორიულ განათლებას, მე მათ რელიგიურ ცდომილებაზე დავიწყე და შენ გადაიყვანე ისტორიულ ჭრილში... თუ მე არ მყოფნის ისტორიული განათლება არც შევდივარ და არც ვკამათობ ისტორიულ თემებზე, ლოგიკურად არც შენ უნდა კამათობდე მაშინ დოგმატურ საკითხებზე... არ შეიძლება დოგმატების ისტორიულ ჭრილში განხილვა, რელიგიას ცალკე ისტორიოგრაფია აქვს, მოგეხსენება... ის, რომ შენ შეიძLება ჩემზე მეტ ინფორმაციას ფლობდე მოცულობით, იმას არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებ...
  3. სომხეთის პარლამენტის დადგენილებაზე მე რა უნდა ვთქვა? ან სომხეთის პარლამენტი თუ გადაწყვეტს საქართველოში 650 ტაძარი სომხურია, ჩვენ კვერი უნდა დავუკრათ?დიახაც ტაძრებზეა საუბარი, რა ჯვრის მამის ეზოში რომ ტაძარია, მართლმადიდებლური, ქართული, ისე წაგვართვეს თვალსდახელს შუა ხმა არ ამოიღო არავინ... ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე წერდა ,,ივერია"-ში და თავის პუბლიკაციებში მაგათ ,,დიდ" საქმეებზე...
  4. ვაიმე არ მჯერა, მაგათი დისკრედიტაცია როგორმოგბეზრდება შენ? ეგ კანონები კიდე რატო დადე აქ, ჟურნალისტის ცემის და ხეულიგნობის ერთ ფაქტს ვერ დებს ტელევიზია... ხელის შეშლა და გადაცემი ჩაშლა ბუნებრივია ხდება ხოლმე სტუდიაში, სადაც უამრავი კამერა მუშაობს, როგორ ერთმაც არ გადაიღო ცემის ან ხულიგნობის ფაქტი? რაც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, მაგას არ ქვია ხულიგნობა და მაგის გამო ადამიანებს არ ასამართლებენ... თვითონ ნაცემი ადამიანი რომ ყავთ დაპატიმრებული, იკითხეს საერთოდ ვინ ცემა ის ბიჭი? ვიღაცა ხომ უნდა დაიკითხოს ძიების პროცესში? მოკლედ ამ ქვეყანაში კანონებით ნუღა მელაპარაკები რა... აქ კანონი მარტო იმ ადამიანებზე ვრცელდება ვინც არ ევასებათ... თუ მოგბეზრდა საერთოდ ნურაფერს ნუ დაწერ...
  5. რად უნდა ღირსებას რეკლამა, ის ისე არსებობს, უჩუმრად... მმკ-ს ამდენწლიანი შრომაც ასეა, უბრალოდ ამ შრომის შედეგებმა ვიღაცეებს გეგმები ჩაუშალეა და ამიტომ გადაირივნენ ასე, თორემ ეს ორგანიზაცია, როგორც ვიცი 10 წელია არსებობს, მაგრამ არავინ შეუწუხებია და არავის შევარდნია სახლში... ახლა უბრალოდ დუმილის დრო არაა, გრიგოლი ღვთისმეტყველი ბრძანებს-,,დუმილით გაიცემა ქრისტე"...
  6. ქრისტეში ყოფნა ეკლესიაში ყოფნაა, ქრისტეს თანაზიარობაა... ქრიასტიანული დადგენილებები მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიიღებოდა ალბათ ეს იცი, და ყველა დადგენილება იწყება შემდეგნაირად - ,,ჯერ ურჩს (სურს) სულსა წმიდასა და მერმე ჩვენ"...
  7. აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ წმინდა მამები ამ ანალიზს ხომ ქრისტეში მყოფობით აკეთებდნენ, ეს არ იყო, მათი პიროვნული მსჯელობის შედეგი...
  8. მოიცა ტელევიზორში რომ რამის ანონსს აკეთებენ,პოლიტიკასთან რა საერთო აქვს? ახლა რომ ვთქვა რომელიმე მულთფილმი დაანონსდა-ტქო ისიც პოლიტიზებული იქნება? ნუ ურევთ რაღაცეებს... ,,ჩვენ ერთნი ვართ"... ეს ფრაზა საერთოდ ვერ გავიგე... ვის გულისხმობ?
  9. შენ უყურებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მხოლოდ კულტურის ნაწილია...
  10. დღეს დაანონსდა მეგობრებო, საღამოს 19:10 წუზე ,,ერთსულოვნება"-ზე გავა ზემოთ ნაჩვენები სიუჟეტი, ვნახოთ...
  11. იცი რატომ? უფალს არ უშვებთ თქვენში... გულწრფელად გეუბნებით და ძალიან მწყდება გული... ეს ადამიანურად, ახლა სხვანაირად ვთქვათ: დოგმები მაშინ ხდება გაუგებარი, როცა ადამინი თავისი ლოგიკით ცდილობს ახსნას ესა თუ ის სწავლება, არადა საღვთო ლოგიკა იმდენად ღრმაა, რომ ადამიანი ვერ თავისი ძალებით ვერ შეწვდება მას და უარეს მდგომარეობაში ჩავარდება... შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ მათემატიკაშI ხომ არსებობს აქსიომა და თეორემა... აქსიომას ხომ დამტკიცება და ახსნა არ ჭირდება, მას ვიღებთ ისე, როგორც დაადგინეს, დარწმუნებული ვარ არცერთ აქსიომატურ დებულებაზე არ შეკამათებიხარ მათემატიკის მასწავლებელს, რატომ არის ასე და არა ისეო... აბა რა გჭირთ უფალს ეკამათებით? დოგმების სიღრმეში ადამიანური ლოგიკის ძიებას მიყავს ადამიანი მწვალებლობამდე, ურწმუნოებამდე და ხშირად საბოლოო სიკვდილამდე... ახლა იტყვით, აბა ბრმად ნდობა როგორ შეიძლებაო და თუ ატ აანთე შუქი, ხო ბნელი იქნება ყოველთვის? ამიტომ შეუშვით ნათელი თქვენს სულებში და ყველაფერს გასცემთ პასუხებს...
  12. არა შენ ვერ გამიგე, ალაბათ ამ ფრაზამ - ,,მანამდე როდის არსებობდა?" -დაგაბნია, მე კითხვა არ დამისვამს, უბრალოდ შევუბრუნე, მაპატიეთ თუ გაუგებრობა გამოვიწვიე... მე ვგულისხმობ სწორედ იმას,რომ არ ყოფილა დრო როცა უფალი არ არსებობდა და სანამ შენს მიერ ჩამოთვლილი რელიგიები გაჩნდებოდნენ, მანამდე არსეობობდა ზნეობრივი პრონციპებიც და მართლმადიდებლობაც, ასე რომ ...
  13. მანამდე როდის არსებობდა? და მართლმადიდებლობა როდის არ არსებობდა? 10 მცნება შენ მართლმადიდებლობა არ გგონია?
  14. იმიტომ მართლმადიდებლური, გენაცვალოს გრუზიან_კა, რომ ქრისტიანი დაირქვა ყველა მატყუარამ და ცრუპენტელამ, და ჩვენი ისტორიის შემხედვარე რატომ დაგებადა ეს შეკითხვა?
  15. ხოდა ეს შენი უფლება გამოიყენე და შენთვის შეინახე, მათ საწინააღმდეგო კამპანიას ნუ შეუერთდები, ტორემ მათ წინააღმდეგ ბრძOლა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, და საფრთხეებზე მე მგონი შენ თვითონ მიუთითე...
  16. და რას ეყრდნობა ეს შენი სიმყუდროვე? იმ შენი წინა ოთხი თაობის ღირსეულ ცხოვრებას და იმის წინა წინაპრების თავგანწირვას ეკლესიისა და სარწმუნოებისათვის, შენ თუ ასე ფიქრს გააგრძელებ, შენი მომდევნო თაობების ცნობიერების საკითხი ნამდვილად დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ... ასე რომ, გაუფრთხილდი, იმ წინა თაობების სისხლით მოტანილ ღირსებას...
  17. იცი რა? შენ თვითომ ნუ ცდილობ ეს მამები ეკლესიისგან განაცალკევო... ეს მამები საკუთარი პირადი მტრების წინააღმდეგ კი არ იბრძვიან, არამედ ეკლესიის მტრების წინააღმდეგ, ვისაც არ უნდა ამის დანახვა ვერც დაინახავს...
  18. მაუწყებლობა აღდგა, თუმცა საინტერესოა, გავა თუ არა ეს გადაცემა ეთერში... ამ წუთას რაღაც ისტორიული გადაცემა გადის...
  19. მოგეხესენებათ, უკვე ორი დღეა მაუწყებლობა შეწყვიტა საპატრიარქოს ტელევიზიამ, ოფიციალურ მიზეზად ტელევიზის მიერ დაუფარავი ვალები დასახელდა, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ეს ფაქტი უკავშირდება იმ ოცწუთიან გადაცემას (ფილმს, სიუჟეტს) რომელიც უნდა გასულიყო გუშინ ,,ერთსულოვნების" ეთერში და რომელიც ასახავს ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" მრავალწლიან საქმიანობას... აღნიშნული გადაცემა ერთხელ უკვე გავიდა 2 არხის ეთერში და დიდი რეზონანსიც გამოიწვია საზოგადოებაში... გთავაზობთ ამ გადაცემის ჩანაწერს: myvideo.htm
  20. მოკლედ სტილს არ იცვლი რა, ოღონდ რამე დაწერო და უპასუხოდ არ დამტოვო და სულერთია რას დაწერ, ეტყობა შენ ეგ ფუნქცია გაქვს... არსებობს კიდე ერთი სახარებისეული ჭეშმარიტება ,,არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს"... ანუ ეს შენც გიტოვებს შანსს აზრზე მოხვიდე...
  21. ეს იმის დასტურია, რაც მე დავწერე და არა იმისა რასაც შენ ამტკიცებ, უღირსება უბრალოდ ჩანს და კიდევ ვიმეორებ, ეს მისი თვისებაა, ღირსება არ ყვირის... მე რა ვქნა ეხლა მლოცველ მამებს დავუდარაჯდე და ფოტოები აქ დავდო თუ რა?
  22. მართალია ავტოკეფალია ანტიოქიიდან მიიღო, მაგრამ ამას ქონდა თავისი პრე-ისტორია (ხომ გეუბნები კონტექსტს ცილდები)... X საუკუნეში მოღვაწეობდა ასეთი მეცნიერი - ბალსამონი, რომელიც წერს, რომ ,,ამბობენ, საქართველომ ავტოკეფალია ნეტარი პეტრეს დროს მიიღოო"... მაგრამ ანტიოქიის პატრიარქებს თუ გადავხედავთ, პეტრე ერქვა მე-5 საუკუნის პატრიარქსაც და 11 საუკუნის პატრიარქსაც, რახან ბალსამონი ამბობს, რომ ,,ამბობენ" ე. ი. საუბარია 5 საუკუნეში მოღვაწე პეტრეზე... ახლა ვნახოთ კონსტანტინეპოლის ანუ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია... როდესაც ამა თუ იმ ეკლესიას ავტოკეფალიას აძლევენ, ამაზე კურთხევას იძლევა მსოფლიო საპატრიარქო, მაშინ გაცილებით მკაცრად ხდებოდა ამ წესების დაცვა, ეს ისე ინფორმაციისთვის... როდესაც 5 საუკუნეში მიმდინარეობდა დაპირისპირება ვახტანგ გორგასალსა და ეპისკოპოს მიქაელს შორის, ვახტანგ გორგასალმა სწორედ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიმართა და არა ანტიოქიის საპატრიარქოს, რომლის განჩინებითაც ეპისკოპოსი მიქაელი გაუშვეს ,,დაუძინებელთა მონასტერში", სადაც დღედაღამ ლოცულობდნენ... ანუ წყაროები ერთმანეთს არ ემთხვევა, თუკი ვახტანგმა ანტიოქიის კურთხევით მიიღო ავტოკეფალია, კონსტანტინეპოლს რატომ მიმართავდა დასახმარებლად? მგონი ლოგიკური კითხვაა... რაც შეეხება სომხეთის ეპისკოპო0სების ეპისტოლეებს, სერიოზულად ვერ განიხილავ, რადგან დაწყებული მე-5 საუკუნიდან გაუთავებელი პრეტენზიები (თან უსაფუძვლო) აქვთ საქართველოს ეკლესიასთან, 650, მარტო ტაძარს გვედავებიან, მათ შორის სცვეტიცხოველსაც და ჯვარსაც...
  23. რატო კაცო, რატოა მილიონში, კარგად გავახილოტ თვალები, ხომ ვთქვი უკვე სიბინძურე უფრო ადვილად შესამჩნევია, უფრო სწორად სხვის სიბინძურეზე საუბრით ადამინი ცდილობს საკუთარს გამართლება მოუძებნოს, ეს არის და ეს... ჩვენ რომ საკუთარ სიბინძურეებს ვაღიარებდეთ, საკუტარ თავთან მაინც, უფრო ბევრი ღირსეული ადამინის დანახვას შევძლებთ გარშემო...
  24. უსუსტესი და ძალიან გაცვეთილი რიტორიკაა... საკმარისია რა...
×
×
  • შექმენი...