planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sakrebulo-150x150.jpgზურაბ აბაშიძე თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ბიუჯეტიდან ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებს. თავისუფალი დემოკრატების წევრი, ტენდერების ფიქტიურობასა და სამუშაოების უკანონოდ ჩატარებაზე საუბრობს. მან დღეს ის 10 კომპანია წარმოადგინა, რომლებმაც კონკურენტის გარეშე “გაიმარჯვეს ტენდერებში” დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები მოიპოვეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/abashidze.jpg itvს ლინკი
-
პოლიცია ეჭვობს, რომ აღმაშენებლის 83 ნომერში მცხოვრები არუთინოვების სახლში მყოფი ორი პიროვნება ხანძრის გაჩენამდე დაიღუპა. გარდაცვლილია ოჯახის უფროსის 35 წლის რძალი და 19 წლის ძმის შვილი, რომელიც თელავიდან სტუმრად იყო ჩამოსული. ქალაქ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის თქმით, ხანძარი საეჭვო ვითარებაში არის გაჩენილი. აბაზანაში ნაპოვნია სისხლის კვალი და ხანძრის გაჩენის ორი დამოუკიდებელი კერაა ნაპოვნი. მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე საცხოვრებელი სახლთან ოთხი სახანძრო მანქანა 13.50 წუთზე მივიდა. სამაშველო სამსახურის ჯგუფმა კიდევ ორი ეკიპაჟის გამოძახება მოითხოვა. სამანქანო მოძრაობა შეფერხდა. მეხარძრეებმა სახლის კარი ვერ გააღეს და იძულებული გახდნენ, ეზოს მხრიდან აივნის ფანჯრებიდან შესულიყვნენ. ხანძრის ჩაქრობიდან ათ წუთში კვამლიც გაიფანტა. საცხოვრებელი სახლის ეზო ხალხით იქამდე გაივსო, სანამ პოლიცია სადარბაზოს შესასვლელს გადაკეტავდა. თემურ გიორგაძის თქმით, ხანძარი მცირე ტერიტორიაზე გავრცელდა და არც ერთი მეზობლის სახლი არ დაზიანებულა: ”დიდი ხანძარი არ ყოფილა.. ორ ოთახში იყო გავრცელებული, ათ კვადრატულ მეტრზე… უბრალოდ კვამლი გავრცელდა დიდ ტერიტორიაზე.” მეზობლები ამბობენ, რომ დამწვრის სუნს დილიდან, მიახლოებით ათი საათიდან გრძნობდნენ. თუმცა ვერ გაარკვიეს სუნი საიდან მოდიოდა. 13.37 წუთზე მათ მესამე სართულიდან, არუთინოვების ფანჯრიდან კვამლი დაინახეს და სამაშველო სამსახურს გამოუძახეს. მეზობლების თქმით, მეხანძრეები 10-15 წუთში მივიდნენ. ძველი თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი კობა ჯოხაძე ამბობს, რომ ხანძარი სამ წუთში ჩააქრეს, ხოლო მას შემდეგ რაც გვამები იპოვეს, პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახური გამოცხადდა, რომელმაც ადგილზე პირველადი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა. სრული სამედიცინო ექსპერტიზა გვამებს პროზექტურაში გადაყვანის შემდეგ ჩაუტარდებათ. რა გახდა ორი მოქალაქის სიკვდილის მიზეზი, ამას საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ, განაცხადა თემურ გიორგაძემ მას შემდეგ რაც ხანძრის გაჩენის საეჭვო გარემოებებზე ისაუბრა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg პეტრე სმოლიარი რუსეთ–საქართველოს ხანმოკლე ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ბარაკ ობამას მიერ კურსის შეცვლამ ნაყოფი გამოიღო. ავღანეთში ტვირთის ტრანზიტის გარდა, ვაშინგტონმა სერიოზული ყურადღება დაუთმო კიდევ ორ საკითხს, რომელზეც რუსეთმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა: ბირთვული არსენალების შემცირება და ირანი. ევროპული ქვეყნები, რომლებიც ადრე ადამიანის უფლებების დაცვას და საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს შორის ვითარდებოდნენ, ასევე იძულებულნი გახდნენ ახალი, უფრო რეალისტური მიდგომა გაეზიარებინათ. გაზაფხულზე, ისეთი დოკუმენტის გაფორმებასაც კი, რომლითაც სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტს იჯარის ვადა 2042 წლამდე გაუგრძელდა, ევროპაში განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია. დღეს ჩვენ ერთგვარი საერთო დიპლომატიურ ხედვის მოწმეები ვართ: რუსეთთან ურთიერთობა უნდობლობის გარემოში არ უნდა ვითარდებოდეს. მოსკოვის მიერ ნატოს წევრი ქვეყნისგან სამხედრო ხომალდის შესაძლო ყიდვა (ამ შემთხვევაში საფრანგეთს და მის „მისტრალს“ ვგულისხმობ) სულ ცოტა ხნის წინ რაღაც წარმოუდგენელი რამ იქნებოდა. მეტიც, დასავლურ კანცელარიებში დღეს წამყვანი თემებია: ეკონომიკა და უსაფრთხოება. ამ ღიაობის ატმოსფეროს შექმნაში, თავის მხრივ რუსეთმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მოსკოვი მრავალფეროვანი მიდგომის მომხრეა და აშშ–სთან და ევროპასთან დაახლოებაზე საუბრობს. რუსული ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის სერიოზული უცხოური ინვესტიციებია საჭირო. დიმიტრი მედვედევი მთელი რიგი ინიციატივებით გამოვიდა, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურის შეცვლის წინადადებით, რაც აქტიური დებატების დასაწყისი გახდა. კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთი წლის წინ ვაშინგტონის მიერ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის თავდაპირველი პროექტის განთავსებაზე უარის თქმა, რამაც ჩეხეთი და პოლონეთი შოკში ჩააგდო. ეს უკანასკნელი დიდი ხნის განმავლობაში მთლიანად შეერთებულ შტატებს ეყრდნობოდა, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს. დღეს პოლონელები საერთოევროპულ თავდაცვით სისტემაზე ფიქრობენ, რომლის რეალიზაციამდეც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალიან შორია. ბუშის თავისუფლების პროგრამა წარსულს ჩაბარდა. ვაშინგტონს გათვლა იმაზე ჰქონდა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ფერადი რევოლუციების ტალღა მათ მოსკოვის გავლენისგან იხსნიდა. ასეთი პოლიტიკა, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან ერთად, ახალი რუსული ნაციონალიზმის გაღვივებისთვის ნოყიერ ნიადაგად იქცა. თუმცა, როგორც ეს უკრაინის მაგალითმა ცხადყო, დემოკრატიაზე რეცეპტი არ გაიცემა. 2010 წლის დასაწყისისთვის ე.წ. „ნარინჯისფერი“ ძალები საბოლოოდ დამარცხდნენ, ვერ გაუმკლავდნენ რა შიდა პრობლემებს. ამჯერად არც მოსკოვი და არც ვაშინგტონი ბრძოლაში ღიად არ ჩაება. თუმცა, ხელისუფლება მთლიანად ვიქტორ იანუკოვიჩის, ქვეყნის აღმოსავლეთის რუსულენოვანი პარტიის ხელში აღმოჩნდა. ივლისის დასაწყისში უკრაინა რუსეთთან და ყაზახეთთან ერთად საბაჟო კავშირში გაწევრიანდა, რასაც პერსპექტივაში მის ტერიტორიაზე ერთიანი ვალუტის სახით შეიძლება რუბლის შემოღება მოჰყვეს. გარდა ამისა, კიევი სულ უფრო მეტად იხრება დიპლომატიური ნეიტრალიტეტისკენ და ევროკავშირში ინტერგაციის გეგმების რეალიზაციას გაურკვეველი დროით აჭიანურებს. ყველაზე მეტად ევროპაში შექმნილი პრაგმატული ატმოსფეროს გამო საქართველო დაზარალდა. პუტინის საძულველმა მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პრივილეგირებული მხარდაჭერა ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან, რომელსაც აღარ სურს საქართველოს შეიარაღებული ძალების სპონსორის იმიჯი ჰქონდეს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ურკაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე აღებული ვალდებულების გახსენება, უკვე აღარავის სურს. პოლონეთმაც კი, რომლის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ომის დაწყებისთანავე თავის ბალტიისპირელ კოლეგებთან ერთად თბილისში გაემგზავრა, სააკაშვილის რეჟიმისგან დისტანცირება გადაწყვიტა. თუმცა იმის დაჯერება, რომ ეს ახალი სისტემა მტკიცეა, მაინც არ ღირს. 1991 წლის შემდეგ ჩვენ ბევრჯერ გავხდით მსგავსი დათბობის ფაზების მოწმე, როგორც ეს იყო, მაგალითად ბილ კლინტონის და ბორის ელცინის დროს. იმისთვის, რომ ურთიერთობებში კვლავ არ აგრილდეს, მათი გაფრთხილებაა საჭირო. მაგალითად, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება შეიძლება ამ შემოდგომაზე რესპუბლიკელების შეტევის მთავარი ელემენტი გახდეს. თუკი მას ხელი არ მოეწერება, ობამას პოზიცია სერიოზულად დაზარალდება. განიარაღების საკითხის გარდა, რომლის ფარგლებშიც რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ზესახელმწიფოს სტატუსზე პრეტენზია გააჩნდეს, არც თუ ბევრია ისეთი სფერო, სადაც მოსკოვი ვაშინგტონის პრიორიტეტულ პარტნიორად რჩება. აშშ დღეს პირველ რიგში ჩინეთთან და პაკისტანისა და ავღანეთის ზონასთან გამკლავებითაა დაკავებული. რუსეთი, მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებში („დიდი რვიანი“, „დიდი ოცეული“, კლიმატის სამიტი) აქტიურ როლს არ ასრულებს და საკუთარ საზღვრებთან ალიანსებზეა (შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, კასპიის ქვეყნები, საბაჟო კავშირი) კონცენტრირებული. ახალი სიტუაცია არც იმ დავების დასრულებას ნიშნავს, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობს. ყირგიზეთის პრეზიდენტის დამხობამ და მოვლენებმა, რომელიც მას მოჰყვა, ამ მთიანი რესპუბლიკის მოწყვლადობა დაადასტურა. ექსპერტები ყურადღებით აკვირდებიან ასევე ისლამისტურ მოძრაობებს შუა აზიის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ კავკასიამდე. მოლდავეთი პოლიტიკური ბლოკადის პირობებშია, ხოლო ბელორუსიის ბედი საიდუმლო ბურუსითაა მოცული. პრეზიდენტი ლუკაშენკო მოსკოვში საშინლად აღიზიანებთ. იმ რეჟიმის მომავალი, რომელიც დღემდე უარს ამბობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, გაურკვეველია. იმავდროულად, ყველაზე დიდი გაურკვევლობა რუსეთთან დაკავშირებით არსებობს. პრეზიდენტ მედვედევის მიერ ერთი წლის წინ დაწყებული საუბარი მოდერნიზაციაზე კონკრეტულ ქმედებებში დღემდე არ ასახულა. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას მმართველი პარტია აკონტროლებს, ოპოზიცია კი ინტერნეტშია გამომწყვდეული. გარეგნული ღიაობა და შიდა ჩაკეტილობა – ასეთი სიტუაცია თავად რუსულ ელიტაშიც უმარავ კითხვას ბადებს. ნუთუ მომავალთან დაკავშირებული ყველა ეს ხმამაღალი გეგმა სტაგნაციისკენ მიდის? ორიგინალი ორიგინალი
-
http://www3.pictures.zimbio.com/gi/Milan+Jovanovic+Liverpool+v+Trabzonspor+UEFA+ap-EXvCW7h-l.jpg “ბოდიშს ვუხდით “ლივერპულის” გულშემატკივარს…” ლივერპულის მე–14 ნომერმა, იოვანოვიჩმა liverpoolfc,tv-თან ინტერვიუში ბოდიში მოიხადა გუშინდელი უიღბლო მატჩის გამო: – ” კარგად ვიცი, რომ გუშინდელი მატჩის შემდეგ ყველა იმედგაცრუებული დარჩა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მეც მასე ვარ. ამ მომენტში რა უნდა ვთქვა, ნამდვილად არ ვიცი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ ჩემი, გუნდის და მწვრთნელის სახელით – ბოდიშს ვიხდით ყველა. წუხანდელი საღამო ჩემთვის უმძიმესი აღმოჩნდა. მეტოქემ გუშინ ნამდვილად კარგი თამაში აჩვენა ჩვენგან განსხვავებით. სტადიონზე ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებით გავედით, გამოცდილება კი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა მეტოქესთან შეხედრისას. ეს ფეხბურთია… მთელი ნაკრები სასოწარკვეთაში ჩავვარდით. თუმცა ეს არაა მნიშვნელოვანი… დროს ვეღარ დააბრუნებ და არც შედეგის შეცვლა ძალუძს ვინმეს. ყველა მატჩი, ყველა ქულა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ხდება… ხუთ თამაშში ხუთი ქულა გვაქვს რაც ნამდვილად არ მიმაჩნია საუკეთესო შედეგად და არც ქულებია საკმარისი. პრემიერლიგაში ჯერ ყველაფერი დასრულებული არ არის… წინ გველის კიდევ ერაერთი თამაში და არავინ იცის რა მოხდება…” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/photo10-150x150.jpgთბილისის მერმა სარაჯიშვილის 8 ნომრის მაცხოვრებლებს დაკავებული ფართები საკუთრებაში გადასცა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/gigi3.jpg itvს ლინკი
-
ქსნის #7 საპყრობილეში პატიმართა მიერ დაწერილი განცხადებები და საჩივრები სახალხო დამცველის, მთავარი პროკურორის, სასჯელაღსრულების მინისტრის სახელზე ადრესატამდე ვერ აღწევს. სოციალური სამსახურის თანამშრომლები პატიმრებს ეუბნებიან, რომ მათი წერილები თავდაპირველად სასჯელაღსრულების სამინისტოში იგზავნება, სადაც წყვეტენ გაეგზავნოს თუ არა ადრესატს განცხადება. ეს ინფორმაცია ომბუდსმენის მონიტორინგის ანგარიშიდანაა. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მას შემდეგ მიმართა, რაც აპარატის თანამშრომლებმა ქსნის #7–ე საპყრობილეში მონიტორინგი განახორციელეს. სახალხო დამცველი მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს განცახადებებისა და საჩივრების გაგზავნასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებასა და მსჯავრდებულთათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციას სთხოვს. ,,პატიმრობის შესახებ’’ კანონის 36–ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: ,,სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს სასამართლოს, დეპარტამენტის, დამცველის ან პროკურორისათვის გაგზავნილი მსჯავრდებულის განცხადება“. 15 სექტემბერს სახალხო დამცველი აპარატის წარმომადგენლებმა #7–ე საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში მონიტორინგი ჩაატარეს და პატიმრებს გაესაუბრნენ. პატიმრება მონიტორინგის ჯგუფს განუცხადეს, რომ სახალხო დამცველთან, მთავარი პროკურორთან და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან განცხადებებს ვერ აგზავნიან . მსჯავრდებულთა განცხადებით, სოციალური სამსახურის თანამშრომლები მათ ეუბნებიან, რომ განცხადებების გაგზავნა არ ხდება ავტომატურად, არამედ იგზავნება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც გადაწყვეტენ, გაეგზავნოს თუ არა ადრესატს ესა თუ ის განცხადება. 22 სექტემბერს, განმეორებითი მონიტორინგისას გაირკვა, რომ #7–ე საპყრობილეში მსჯავრდებულთა ნაწილმა ეს ფაქტი გააპროტესტა და 2010 წლის 21 სექტემბრიდან შიმშილობა დაიწყეს. შიმშილობის შესახებ დაწესებულების დირექტორს მიმართეს, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაციაში წერია, შიმშილობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. რაც იუსტიციის მინისტრის ბრძანება N 35–ის მე–2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევაა. ,,შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, მოშიმშილე მსჯავრდებულის ან პატიმრის (შემდგომში – მოშიმშილე), სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის წერილობითი ან ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) მოშიმშილისა და ექიმის თანდასწრებით ადგენს ოქმს, სადაც მიეთითება შიმშილობის დაწყების თარიღი, ასევე მოშიმშილის მოთხოვნები და აცნობებს ამის თაობაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და შესაბამის ზედამხედველ პროკურორს“. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/15-150x150.jpgერევანი ქართველი დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხს არ ეთანმხმება. გაეროს 64-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი 17-მა ქვეყანამ არ დაუჭირა, მათ შორის სომხეთმაც. ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ინტერესდება რა რეაქცია ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობლის უართან დაკავშირებით. დიდი რუსეთის შიშით დაფიქსირებული პოზიცია თუ ქვეყანა რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/gaero1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/cecxlillwmv_000073760-150x150.jpgთბილისში, აღმაშენებლის გამზირის №83-ში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/xanzari_23_09_2010flv_000005280.jpg itvს ლინკი
-
ალტერნატიული სასჯელის შესახებ დღეს კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი, ასევე დონორი ოგანიზაციები ესწრებოდნენ. კონფერენციის მთავარი თემა „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – თავისუფლების აღკვეთის ალტენატივა“ იყო. კონფერენციის მონაწილეებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძემ და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი მიესალმნენ. ხათუნა კალმახელიძის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერის გააქტიურება. საქართველოში ალტერნატიული სასჯელების გამოყენების საკითხებზე მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციები. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების ევროპული სტანდარტებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ისაუბრეს საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG), ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI), ევროკაბშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, ექსპერტებმა. საკუთარი მოსაზრებები და უკვე განხორციელებული კონრეტული პროექტები წარმოადგინეს მთავარი პროკურატურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili34-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკში ჰონდურასის პრეზიდენტს პორფირიო ლობოს შეხვდა. ლიდერებმა საქართველოსა და ლათინო ამერიკის ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს და საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ამასთან, პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრთან უილიამ გეინთან გაიმართა. მთავარი განსახილველი საკითხი აქ რუსულ-ქართული ურთიერთობები და ავღანეთის მისია იყო. იხილეთ epn.ge