Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/chanel-150x150.jpg„შანელის” ახალი პროდუქცია უკვე თბილისშია. კოსმეტიკის ახალი ტენდენციების პრეზენტაცია „შანელის” სახლის წარმოამდგენელმა თბილისელ ქალბატონებს მომღერალ ნინო ჩხეიძის დახმარებით გააცნო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/cha.jpg itvს ლინკი
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/saakashvili1-150x150.jpg“საქართვლოს მიზანი თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი კავკასიაა,”- ეს ის მთავარი გზავნილია მსოფლიოსადმი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან 65_ ე ანსამბლეაზე გააკეთა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/misha2.jpg itvს ლინკი
  3. ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, სადაც ქართულ- უკრაინულ- ბელორუსული საინვესტიციო ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.… ლინკი მედიანიუსზე
  4. ხვალ, 25 სექტემბერს სტარტს პრემიერ ლიგის 6–ე ტური აიღებს. ადრეულ მატჩში, რომელიც 15 საათსა და 45 წუთზე დაიწყება, ერთმანეთს პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი "ჩელსი" და ამბიციური "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა მანჩესტერში, "სიტი ოფ მანჩესტერ სტეიდიუმზე" გაიმართება. იხილეთ fanebi.com
  5. ხვალ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით: “აკაკი ქართულ თეატრში”. ექსპოზიციაში წარმოდგენილი… ლინკი მედიანიუსზე
  6. დღეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, წელს პირველად ზუგდიდში, აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში გაიმართება. შეჯიბრი … ლინკი მედიანიუსზე
  7. http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/rassmusen_a_02.jpgნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობის ფარგლებში, რომ იგი თბილისში ვიზიტს მომავალ კვირას გეგმავს. polity.ge
  8. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/saakashvili_m_14.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ში სტიყვით გამოსვლისას აფხაზებსა და ოსებს მიმართა. polity.ge
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/save-the-forest-150x150.jpgდიღმის ტყე-პარკში გარემოსდაცვითი აქცია-ღონისძიება გაიმართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/digm.jpg itvს ლინკი
  10. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/dakaveba1-150x150.jpgწუხელ საღამოს ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ხელბორკილით ჩასვეს და დააპატიმრეს_ეს კადრები ტვ25-ის გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევის ადგილზე გადაიღო. თვითმხილველების ინფორმაციით, იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა. სპეცოპერაცია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გამომძიებლებმა ჩაატარეს. ქუჩაში ჩატარებულ სპეცოპერაციას აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე, რამაზ გვარჯალაძე ხელმძღვანელობდა. კითხვას რა დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილი დაკავებულები, გვარჯალაძე არ პასუხობს. ტელეკამერების წინ საუბარს ერიდებიან თვითმხილველებიც, რომლებიც პირად საუბარში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე პოლიციელების მხრიდან გასროლას აპროტესტებენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, დაკავებულები, სოდის თანამშრომლებს უყვიროდნენ`ნუ გვიდებთ წამალს`, `სუფთა ვართ`, პოლიციამ ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში გზატკეცილზე დააწვინა. ტვ25-ის გადამღები ჯგუფის მისვლისთანავე, სამართალდამცავებმა დაკავებულები ავტომობილებში ჩასვეს. ITV-ის აჭარის ბიურო დეტალებს არკვევს და უახლეს ინფორმაციას დღის მანძილზე შემოქთავაზებთ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/spec.jpg itvს ლინკი
  11. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ღია მხარდაჭერის შემთხვევაში კავკასიაში მშვიდობა ხანგრძლივად დაისადგურებს. ეს განცხადება… ლინკი მედიანიუსზე
  12. იუვენტუსიდან პალერმოს კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი (სიცილიელებმა სამი გაიტანეს) ვინჩენცო იაკინტა ყურების ჩამოყრას არ აპირებს. იხილეთ fanebi.com
  13. საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო რედაქცია ამჟამინდელ პრეზიდენტ სააკაშილს არ უზღუდავს პრემიერობის შანსს. შეზღუდვის დაწესება, რომელსაც ირაკლი ალასანია და მისი პარტია ითხოვდა, ცვლილებების პროექტში გათვალისწინებული არ არის. იქნებოდა თუ არა შეზღუდვის დაწესება ამომრჩევლის უფლების შეზღუდვა? სწორედ ასეთ შეფასებას აძლევს მოთხოვნის ამგვარად დაყენებას საპარლამეტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. მისი აზრით, ამგვარი შეზღუდვა ამომრჩევლის უფლებას არღვევს: ,,როცა საპარლამენტო მოდელზე ვსაუბრობთ, ამომრჩეველი ირჩევს პოლიტიკოსთა გუნდს. ვინც გადის უმრავლესობით, ის ქმნის მთავრობას. როგორ უნდა დაუწესო ამ შემთხვევაში შეზღუდვა ამომრჩეველს?! ეს არადემოკრატიულია”. დარჩიაშვილი განმარტავს, რომ თუ ხალხის უმრავლესობა, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას აირჩევს, ეს პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დარჩიაშვილის აზრით, რადგან პარტია ლეგიტიმური იქნება, მას უფლება უნდა ჰქონდეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სასურველი კანდიდატურა წამოაყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩევლის თავისუფალი არჩევანის უფლება შეიზღუდება. ასე არ ფიქრობენ ,,თავისუფალი დემოკრატები”, რომლებიც კონსტიტუციის ახალ პროექტში ,,პუტინიზაციის” საფრთხეს ხედავენ. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პრეზიდენტობის შემდეგ, მუშაობას პრემიერის თანამდებობაზე აგრძელებს. ამიტომ ირაკლი ალასანიას და მისი პარტიის აზრით, პრეზიდენტობის ვადის ორჯერ ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა 5 წლის ვადით აღარ უნდა ჰქონდეს. თუმცა კონსტიტუციონალისტები და პოლიტიკოსები ვერ იხსენებენ ქვეყანას, სადაც მსგავსი კონსტიტუციური ჩანაწერი არსებობდეს. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი პოლიტიკოსის უფლებების დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ჟენევისა და გაეროს ადამიანის უფლებათა კონვენცია ცალსახად განმარტავს, რომ არ შეიძლება ადამიანს პროფესიული შეზღუდვები დაუწესო. ”ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის წევრად კენჭისყრის უფლება ეკრძალება გარკვეული თანამდებობის პირებს, არა მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არამედ ამ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაშიც. ეს პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შეზღუდვაა და არა ადამიანის უფლებების, იყოს პოლიტიკოსი”- განმარტავს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე. კონსტუტუციის ამგავრ ცვლილებაში, ხმალაძე ადამიანის უფლებათა დარღვევას ვერ ხედავს. კომისიის წევრი აქვე დასძენს, რომ სახელმწიფო მეთაურის თანამდებობა იმდენად მაღალი რანგისაა, რომ შემდგომ ყოფილი პრეზიდენტის პრემიერის ან მინისტრის თანამდებობაზე აღმოჩენა, უკვე ამცირებს ამ ინსტიტუტის მნიშვნელობას. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა ყოფილი პრეზიდენტისთვის იქმნება გარკვეული გარანტიები მომავალი საქმიანობისათვის. ეს არის მისი სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფა. ისეთი პირობების შექმნა, რომ მას არ სჭირდებოდეს დამატებითი შემოსავლის ძებნა. პრეზიდენტები ამის შემდეგ მოღვაწეობას უკვე საზოგადოებრივ სფეროში იწყებენ. ,,ასეთი ტრადიცია არის დემოკრატიულ სახელმწიფოებში. ჩვენ ეს ტრადიცია არ გვაქვს’’, - ამბობს ხმალეძე. რესპუბლიკური პარტიის წევრ, იურისტ თინა ხიდაშელის განმარტებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აქცენტი არა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მუხლების წერაზე, არამედ საარჩევნო სისტემის გამართვაზე უნდა გააკეთონ. ხიდაშელი ამბობს, რომ თუ სააკაშვილის გუნდს გადაწყვეტილი აქვს კონსტიტუციის ამგვარი სახით მიღება, ეს მაინც მოხდება: ,,მთავარი არის ის, რომ სისტემა გავმართოთ და შეუძლებელი გავხადოთ სააკაშვილის ტიპის მმართველობა საქართველოში”. მისი აზრით, დაბალენსებული საარჩევნო სისტემა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს, ქვეყანაში ერთპიროვნულ მართველობას შეზღუდავს. ,,დღეს გვაქვს პარლამეტის არჩევნების ისეთი სისტემა, რომელიც ამბობს, რომ პარტიამ შეიძლება აიღოს ხმების 60% ქვეყანაში. ასეც მოხდა და პარლამენტში ადგილების 85% მმართველმა პარტიამ მიიღო. ეს უნდა იყოს დაუშვებელი და შეუძლებელი. პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უნდა ხვდებოდნენ მიღებული ხმების პროპორციულად. თუ ჩვენ ასეთ სისტემას შევქმნით, მიშა სააკაშვილი ვერასოდეს ვეღარ გახდება პრეზიდენტი”. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზურაბ ჯიბღაშვილიც ყურადღებას საარჩევნო სისტემაზე ამახვილებს და ამბობს, რომ თუ საზოგადოების უმრავლესობას არ სურს სააკაშვილი, კონსტიტუციაში უნდა ჩაიდოს გარანტიები იმისა, რომ მას ვეღარ აირჩევენ. ,,თუ 50%-ზე მეტია სააკაშვილის მიმართ უკმაყოფილება, კონსტიტუციაშივე უნდა იყოს ის მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავენ იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელად საზოგადოების უმცირესი ნაწილისთვის სასურველი პიროვნება მოგვევლინოს. კონსტიტუციით, საარჩევნო გარემო უნდა გაუმჯობესდეს”. ახალი საკონსტიტუციო პროექტით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ან სუბიექტი წარუდგენს. წარდგენილი პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მინისტრთა კანდიდატურებს შესთავაზებს. თუ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა, პრეზიდენტი 2 დღის ვადაში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, პრემიერ-მინისტრი კი მთავრობის სხვა წევრებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის მოდელი შეიძლება პოლიტიკური კრიზისების მიზეზი გახდეს, აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. სადავო 81-ე მუხლზე შენიშვნები დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომლის რეკომენდაციაც პროექტის საბოლოო ვარიანტში არ ასახულა. ხმალაძეს კანონპროექტის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაწილად 81-ე მუხლი მიაჩნია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა ერთ თვემდეა გაწელილი, მაშინ, როცა ამ პროცედურისთვის ევროპული კანონმდებლობების მიხედვით, 5-10 დღეც საკმარისია: ”უნდობლობის საკითხის დასმიდან ერთი თვის განმავლობაში უნდობლობას კენჭი არ ეყრება. უნდობლობის საკითხი ისმება მაშინ, როცა ამ საკითხის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ მთავრობის საქმიანობა არ შეესაბამება პარლამენტის განსაზღვრულ ზოგად პოლიტიკას. თუ ეს მართლაც ასეა, რატომ ეძლევა მთავრობას უფლება, კიდევ ერთი თვის განმავლობაში დაუბრკოლებლად იმოქმედოს?”-კითხულობს ვახტანგ ხმალაძე. კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის 81-ე მუხლის მიხედვით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის წევრთა 2/5–ის მხარდაჭერის შემთხვევაში დადგება. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან დაკავშირებული კენჭისყრა ტარდება, უნდობლობის საკითხის აღძვრიდან არაუადრეს ოცდაათი და არაუგვიანეს ოცდათხუთმეტი დღისა. უნდობლობის საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაზე გადაწყვეტილებას მხარს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაუჭერს. ახალი საკონსტიტუციო პროექტით, პარლამენტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა არ არის საკმარისი მთავრობის გადასაყენებლად. ამ ეტაპზე პრეზიდენტზეა დამოკიდებული, გადააყენებს თუ არა მთავრობას. ამის შემდეგ პარლამენტს მაინც შეუძლია გააგრძელოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი, თუ პარლამენტის წევრთა 60%-მა ახალ პრემიერ-მინისტრს უყარა კენჭი, რაც ძველი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ტოლფასი ხდება. ახალი პრემიერის არჩევას და ძველი მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას მხოლოდ პარლამენტი წყვეტს. 60%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება, პარლამენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მოდელით პარლამენტის მთავრობაზე კონტროლი არაეფექტურია: ”უნდობლობის გამოცხადებისთვის, 60% უმრავლესობის საჭიროება ქმნის იმ პრობლემას, რომ მთავრობის შემქმნელ 51% საპარლამენტო უმრავლესობას არ შეუძლია გადააყენოს მის მიერვე შექმნილი მთავრობა... მთავრობა გამოვა საპარლამენტო კონტროლიდან, თუ კი მის გადასაყენებლად საჭირო უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში არ იქნება.” კონსტიტუციონალისტს თავისი ვარაუდის არგუმენტად დასავლური სახელმწიფოები მოჰყავს, სადაც მრავალპარტიულ პარლამენტში უმრავლესობა 51-52% უმრავლესობით იქმნება, რაც ქართული კანონმდებლობით, მთავრობის გადასაყენებლად საკმარისი არ არის. მუხლი 81(1) -ის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ ნორმას ხმალაძე მთავრობის მიერ პარლამენტის დათხოვნის პროვოცირებად მიიჩნევს: ”ამან შეიძლება გამოიწვიოს პარლამენტის დათხოვნის პროვოცირება. თუ პრეზიდენტი და მთავრობა ერთ პოზიციაზე აღმოჩნდნენ, თავისუფლად შეძლებენ პარლამენტისთვის ანგარიშსწორებას... ეს იწვევს პოლიტიკურ კრიზისს, რადგან მთავრობა და პარლამენტი ებმება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. კრიზისი შესაძლოა დაახლოებით ოთხი თვე გაგრძელდეს (ზღვრულ ვადებს ვგულისხმობ).” ვენეციის კომისიას, რომელმაც 2010 წლის 11 მაისს არსებულ საბაზისო კანონპროექტზე რეკომენდაციები დაწერა, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, აირჩიოს ერთ-ერთი პრემიერის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის წამოყენებასა და პარლამენტის დათხოვნას შორის, დაუსაბუთებლად ეჩვენება. ”კონსტიტუცია საკმაოდ დიდ დროს უტოვებს პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებისათვის (უნდობლობის გამოცხადებისას) და წარმოშობს „ნეგატიური ეფექტის“ შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ უნდობლობის გამოცხადება და ახალი კანდიდატურის წამოყენება მხარდაჭერილია პარლამენტის სავალდებულო უმრავლესობის მიერ, პრეზიდენტი უფლებამოსილია, აარჩიოს კანდიდატის დასახელებასა და პარლამენტის დათხოვნას შორის ერთ-ერთი... დასაბუთება არასაკმარისად ნათელია.” 2010 წლის 19 ივლისის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში ეს ნორმა შენარჩუნებული დარჩა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრ, თსუს დოქტორანტ ზურაბ ჯიბღაშვილს მიაჩნია, რომ მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით, მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი, თუმცა ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის არასაკმარისია: ”აღმასრულებელი ხელისუფლების გაყოფა ორ კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტსა და მთავრობას – შორის კონფლიქტურია. ეს უფრო ეკლექტიკური ნაზავის სახეს იღებს, ვიდრე ჰარმონიული ურთიერთობებისა, რაც წარმოშობს კიდეც კონფლიქტებს.” პარლამენტი, გარკვეულწილად, კონსტიტუციური ბარიერებითაა შეზღუდული, რაც კრიზისს განაპირობებს, ვარაუდობს ჯიბღაშვილი: ”როდესაც პარლამენტს არ აძლევ თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას, როდესაც ბარიერებს უდგენ, მას ეს აფრთხობს... მეორე მხრივ, თუ პარლამენტი უნარიანია გააკეთოს რაღაც და ამაში ხელს უშლი, რა თქმა უნდა, მას წინააღმდეგობის უნარიც ექნება.” ზურაბ ჯიბღაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნა კონკრეტულ პოლიტიკურ კონფიგურაციაზე იქნება დამოკიდებული. თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავრობისა და პრეზიდენტის სახით, განსხვავებულ პოზიციებზე იქნებიან, მაშინ მათი საქმიანობა სტაბილური ვერ იქნება. ამჟამად კონსტიტუციის კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი. ერთი თვის განმავლობაში საჯარო განხილვები გაიმართება, სექტემბრის თვეში კი პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი 2011 წელს ამოქმედდება. ის ნაწილი კი, რომელიც საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ეხება – 2013 წლიდან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. http://www.polity.ge/images/catalog/world/europe/ukraineli-gogonebi.jpgგასულ კვირაში, ევროკავშირის და აშშ–ს წარმომადგენლებმა უკრაინას მიმართეს და მას ჟურნალისტების სათანადოდ დაცვა მოსთხოვეს. ეს ხდება ათი წლის მერე მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე სასტიკად მოკლეს. polity.ge
  16. პალერმოს არგენტინელმა ფლეიმეიკერმა პასტორემ,იუვენტუსთან გამართული მატჩის შემდეგ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. იხილეთ fanebi.com
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/ragbi1-150x150.jpgსაქართველოს რაგბის ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრა ჩემპიონატის ფავორიტ ქუთაისის „აია”-ს და თბილისის „აკადემიას” შორის აკადემიის სასარგებლოდ 18-11 დასრულდა. ქულებით პირველ ადგილზე მყოფ „აია”-ს წაგებული მატჩის შემდეგ პოზიციურ ბრძოლაში თბილისის ლელომ გაუსწრო, რომელსაც 16 ქულა აქვს ხოლო ქუთაისელებს 14. თბილისის აკადემიამ კი მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში 7 ქულა მოაგროვა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/rag.jpg itvს ლინკი
  18. პრემიერლიგის ხუთი ტურის შემდეგ ევერტონის ანგარიშზე მხოლოდ ორი ქულაა რაც თუ ისე სახარბიელო შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. იხილეთ fanebi.com
  19. გაეროს 65–ე გენერალურ ანსაბლეაზე საქართველოს პრეზიდენტმა სამი მოწოდება გააკეთა. გამოსვლაში სააკაშვილმა აფხაზ და ოს ხალხს, რუსეთის ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას სხვადასხვა წინადადებებით მიმართა. პირველად პრეზიდენტმა აფხაზ და ოს ხალხს მიმართა, მათ მრავალკულტურული ერის აშენება შესთავაზა და განაცხადა, რომ დაიცავს მათ უფლებებს, კულტურასა და ისტორიას. ,,იმის ნაცვლად, რომ რუსეთის იმპერიის ანექსიას გაუძლოთ, მრავალკულტურული და მრავალეთნიკური ერის აშენებას გთავაზობთ, რომელიც ტოლერანტულობისა და პატივისცემის ნიმუში იქნება მთელ რეგიონში. შეხედეთ თავისუფლების გამოვლინებებს, ეკონომიკურ პროგრესსა და ადამიანის უფლებების დაცვას, იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოში დღესდღეობით ვახორციელებთ. ამ საქმეში თქვენ დიდი როლი მიგიძღვით’’. სააკაშვილმა შემდეგი მოწოდება რუსეთის ხელმძრვანელობისადმი გააკეთა. საქართველო მხარს უწერს აშშ–ს ხელახალ პოლიტიკასა და ევროკავშირის რუსეთთან ჩართულობას, რადგან, სააკაშვილის თქმით, საქართველოს მასთან პარტნიორობა და არა მტრობა სურს. სააკაშვილის განცხადებით ”ტურისტებს, სტუდენტებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებსა, თუ უბრალოდ მეგობრებს ყოველთვის ექნებათ გზა ხსნილი საქართველოში და არასდროს, როგორც ოკუპაციურ ძალებს”. ,,მსურს რუსეთის ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ ჩვენს დიპლომატიურ ორიენტაციაზე მეტად, საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნონ. იმის ნაცვლად, რომ ძირი გამოუთხარონ ჩვენს განვითარებას, ცეცხლმოდებული ჩრდილოკავკასიის განვითარებაზე იზრუნონ. სურვილის შემთხვევაში ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ, რათა იხილონ, თუ როგორ იქცა ყოფილი საბჭოთა კავშირის საზოგადოება ევროპულად. მე მათ ვეპატიჟები მოვიდნენ არა ჭურვებით, არამედ კომპაქტური კომპიუტერებით; არა კალაშნიკოვებით, არამედ აიპოდებით’’. მესამე მოწოდებით პრეზიდენტმა დახმარება კონფლიქტის მოგვარებაში საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა. ,,დარწმუნებული ვარ, თუკი ჩვენს რეგიონში კონფლიქტის სამშვიდობო გადაწყვეტის მიმართ მსოფლიო იმავე ვალდებულებას იკისრებს, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში, მაშინ შესაძლებელი იქნება საოცრებების მოხდენა’’. სააკაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეულრულებლობას საქართველომ ,,კონსტრუქციული ცალმხრივი მიდგომით’’ უპასუხა. სააკაშვილის განმარტებით: ,, "კონსტრუქციული ცალმხრივი მიდგომა" ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქცევით ცივილიზებულად და მოთმინებით მაშინაც კი, როდესაც ჩვენი მტერი იყენებს ბარბაროსულ მეთოდებს და ახორციელებს იმპულსურ და არაგონიერ პოლიტიკას’’. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს გამყოფ კედლებს ბომბები ვერ დაანგრევს, მათ დაანგრევს მოქალაქეების თავდადება და მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევა, გააძლიეროს საერთაშორისო სამართალი და გაეროს წესდების პინციპები. სააკაშვილმა სხდომაზე იმ სამ ქვეყანას, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მოუწოდა შეცვალონ საკუთარი გადაწყვეტილება. ,,არასდროს არ არის გვიან, რომ დაამარცხო ცუდი პოლიტიკა. საქართველოს დანაწევრების მცდელობამ კრახი განიცადა და ერთ დღესაც, შესაძლებელია, თვით რუსეთის ფედერაციასაც მოუწიოს თავისი უბედურების მომტანი პოლიტიკის შეცვლა. წარმოიდგინეთ, რამდენად არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდება ეს სამი იზოლირებული მთავრობა შორეული ქვეყნებიდან, თუკი თვით მოსკოვი აღიარებს საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნას ჯარების უკან გაყვანის თაობაზე’’. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. მადრიდის ატლეტიკოსთან გამართული მატჩის დროს მიღბული რტავმის შემდეგ ხუთი დღე გავიდა და მესიმ ვარჯიშები განაახლა. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...