planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
57 წლის მწვრთნელს დომენიკო დონოფრიოს თავში მძიმედ მოხვდა... იხილეთ fanebi.com
-
/get_img?NrArticle=2451&NrImage=2 მშრალ ხიდი. თბილისი. ფოტო: გვანცა კორძახია ახალ საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებებით საგადასახადო სისტემა ახლად დაარსებულ, ან უკვე არსებულ მცირე კომპანიებს მნიშვნელოვნად უკლავს განვითარების სტიმულს და მოსალოდნელი წარმატებისათვის ჯარიმას ახდევინებს. 2010 წელს საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი საგადასახადო კოდექსში დამტკიცებას დამტკიცებას თან ახლდა ერთი “მოულოდნელად” შემოთავაზებული სიურპრიზი მთავრობის მხრიდან: აღნიშნული კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტით, მცირე მეწარმეებად განსაზღვრულნი იყვნენ ის სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა 200 000 ლარს არ აღემატება. თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, მცირე მეწარმეებად კვლავ ისინი ჩაითვლებიან, რომელთა წლიური ბრუნვაც 100 000 ლარს არ აღემატება. სწორედ ეს არის ის ცვლილება, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ არა ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, არამედ სოციალური დახმარების ახალი მიმართულება. 100 000 ლარი წლის განმავლობაში არის ის თანხა, რა ბრუნვაც აქვს თითქმის ნებისმიერ მცირე მაღაზიას, ე.წ. ბაზრობებზე მდგომ მოვაჭრეებს და ა.შ. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, წლის განმავლობაში საწარმოთა ბრუნვა 100 000 ლარამდე ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ საწარმოებს თვეში აქვთ 8300 ლარზე ოდნავ მეტი შემოსავალი, ხოლო დღის განმავლობაში აღნიშნული შემოსავალი 280 ლარსაც ვერ აღწევს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ აქ საუბარია ბრუნვაზე და არა მოგებაზე. თუ მცირე საწარმოდ მივიჩნევთ “უბნის მაღაზიებს”, რომლებსაც ნორმალურ პირობებში, სპეკულაციური ზემოგებების გარეშე მიღებული შემოსავლების დაახლოებით ათი პროცენტი რჩებათ, აღმოვაჩენთ, რომ დასახელებული 280 ლარიდან მათ საშუალოდ 28 ლარი დარჩებათ. ამას კვლავ აკლდება მაღაზიის პერსონალის ხარჯი, კომუნალური გადასახადები და ა.შ. შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ რეალურად მცირე საწარმო არსებობდეს და მისი ბრუნვა მინიმუმ 100 000 ლარს არ აჭარბებდეს. გამომდინარე აღნიშნულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში იმ ფორმულირებით, რასაც ახალი საგადასახადო კოდექსი გვთავაზობს, რეალური მცირე ბიზნესი არ იარსებებს. სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. მცირე ბიზნესის მიმართ აღნიშნულ დამოკიდებულებას უფრო სოციალური პროგრამა შეიძლება დაერქვას, ვიდრე ბიზნესის ხელშეწყობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული “შეღავათი” სამომავლოდ არანაირი ფისკალური ეფექტის მატარებელი არ იქნება. დასახელებული შეღავათი ე.წ. უმუშევრობის დაზღვევას უფრო ჰგავს, ოღონდ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე შემოსულ თანხებს კი არ აძლევს დაუსაქმებელ მოქალაქეებს, არამედ ეუბნება, რომ მათ შეუძლიათ გარკვეული საქმიანობა აწარმოონ და სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის არაფერი გადაიხადონ. ამასთან, დასახელებული შეღავათების შედეგად შესაძლებელია ერთ დამატებით პრობლემას წავაწყდეთ. თუნდაც ე.წ. მცირე ფირმა, რომელიც 100 000 ლარს მიაღწევს, ან უკვე მიღწეული აქვს, სამართლებრივად გაიყოფა ორ ფირმად და აჩვენებს, რომ თითოეულის შემოსავალი არ აღემატება დასახელებულ თანხას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო მოქმედ კომპანიებს აჩვენებს გზას, თუ როგორ უნდა მოატყუონ ისევ სახელმწიფო. აღნიშნულ ლოგიკას აუცილებლად ეყოლება შემომდავებელი და იტყვის, რომ მკაცრი ადმინისტრირების პირობებში მსგავსი შემთხვევები გამორიცხულია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ე.წ. მკაცრი ადმინისტრირება და ზედმეტად მონდომებული “ადმინისტრატორები” ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები არიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებები არა ზემოთ აღნიშნული “სოციალური დახმარებაა”, არამედ მართლაც რეალურად მიმართულია მცირე ბიზნესის განვითარებაზე, მაინც უამრავ საკამათო საკითხს აღმოვაჩენთ. კერძოდ, დავიწყოთ აღნიშნული ცვლილებების მთავარი მიზნის განსაზღვრიდან: ჩვენ გვინდა, რომ მცირე ბიზნესი მუდმივად დარჩეს “მცირე ბიზნესად”, თუ ჩვენი ნაბიჯები იმისკენ არის მიმართული, რათა ხელი შევუწყოთ დასახელებული მცირე ბიზნესის ზრდასა და განვითარებას? თუ ახალი საგადასახადო კოდექსის მიზანია, რომ კოდექსის მიხედვით განმარტებული “მცირე ბიზნესის” მუდმივად დარჩეს მცირე ბიზნესად, ეს საოცრად არასწორი, გაუაზრებელი და ეკონომიკური პოლიტიკის ცოდნას მოკლებული ნაბიჯებია. მაგრამ თუ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მცირე ბიზნესის ზრდა და ამ ზრდის პარალელურად ახალი მცირე ბიზნეს სუბიექტების გაჩენის ხელშეწყობაა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ამ პოლიტიკის საპირისპირო ეფექტის მატარებელია. საპირისპირო ეფექტი კი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ დასახელებულ მცირე საწარმოებს მათ მიერ მოპოვებული წარმატებისათვის ძალიან სწრაფად “ვსჯით”. კერძოდ, ახალ საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებებით საგადასახადო სისტემა ახლად დაარსებულ, ან უკვე არსებულ მცირე კომპანიებს მნიშვნელოვნად უკლავს განვითარების სტიმულს და მოსალოდნელი წარმატებისათვის ჯარიმას ახდევინებს. აქ იგულისხმება ის, რომ როგორც კი მცირე ბიზნეს სუბიექტი დასახელებულ 100 000 ლარიან ბრუნვის ზღვარს გადაცდება, უკვე განსხვავებული სისტემით, ანუ უფრო მეტი გადასახადებით დაიბეგრება. უკიდურეს შემთხვევაში, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის ბარომეტრად მართლაც 100 000-იანი ბრუნვის ზღვარს ავიღებდით, მაშინ უმჯობესი იქნებოდა, შემდგომი ნაბიჯი რეგრესული (როცა შემოსავლების ზრდასთან ერთად გადასახადი მცირდება) გადასახადების შემოღება ყოფილიყო. სამწუხაროდ, ახალ საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილ ცვლილებებს რადიკალურ საგადასახადო რეფორმას ვერ ვუწოდებთ. გასაგებია, რომ რადიკალური რეფორმების განხორციელება არაპოპულარულია და უფრო მეტ გამბედავ ნაბიჯებს მოითხოვს, მაგრამ ეს პერიოდი, როდესაც “არჩევნებამდე შორია”, ხოლო ძალაუფლებას ერთი სახელისუფლებო გუნდი ფლობს, საგადასახადო სისტემის ძირეული ლიბერალური რეფორმისათვის საუკეთესო დროა. ბიზნესი სტაბილურად და თავისუფლად განვითარდება მაშინ, როდესაც იქნება რეალურად ლიბერალური და იმდენად მარტივი საგადასახადო კოდექსი, რომ ის თავისუფლად გასაგები გახდება ნებისმიერი კომპანიის ბუღალტერისათვის. როდესაც კოდექსში “სამართლებრივი მოტყუების” ელემენტები არ იქნება დაფიქსირებული და იგი არ იქნება დატვირთული ისეთი ტიპის “სოციალური ორიენტირებით”, რომელთა ეფექტი ნულოვანია და რომლებიც მეწარმე სუბიექტებს არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ინსტიტუტი, რომელიც ჩეხეთის საელჩოდან მიღებული გრანტით საქართველოს მინერალური რესურსების ბაზის შექმნას იწყებს, შენობის გარეშე დარჩა. პროექტის ღირებულება ერთი მილიონი დოლარია. გაურკვეველია ასევე ირანის ტერიტორიაზე მიმდინარე ოქროს საკვლევ-საძიებო ანალიტიკური სამუშაოების ბედიც, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელი ამბობს, ამ საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ შენობის პრივატიზაციის გამო დადგა. ”თითქმის ორი წელია ირანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საკვლევ-საძიებო სამუშაოები, ოქროზე. ანალიტიკური სამუშაოები, მათ შორის ტექნოლგიურიც, ჩვენთან ტარდება. ეს კვლევა ამ წუთშიც მიმდინარეობს”, - ამბობს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსიტუტის დირექტორი რევაზ კვატაშიძე. თუმცა ინსიტუტმა შენობა, რომელშიც ნახევარი საუკუნეა მოღვაწეობს, 2 თვეში უნდა დატოვოს. ამის გამო ლაბორატორიაში არსებული დანადგარების ნაწილი შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია რევაზ კვატაშიძისთვის არ მიუწოდებია. ინსტიტუტის ადმინისტრაციამ ამის შესახებ სამინისტროს ვებ გვერდიდან შეიტყო, გაყიდვამდე 3 კვირით ადრე. ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარება . სწორედ ამიტომ, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯერ კიდევ შენობის გაყიდვამდე მიმართა: ”ჩემი მოვალეობა იყო განათლების სამინისტრო საქმის კურსში ჩამეყენებინა. მათ უნდა გაეგოთ თუ რა ხდება ინსტიტუტში”. ინსტიტუტი სამინისტროდან პასუხს ერთი თვეა ელოდება. ჯერ-ჯერობით, პასუხი არ მიუღია ნეტგაზეთსაც, რომელმაც საჯარო ინფორმაციის სახით სამინისტროსგან ინსტიტუტის მომავალ ბედთან და შენობასთან დაკავშირებით გამოითხოვა ინფორმაცია. ვაკეში, ფალიაშვილის 85 ნომერში მდებარე შენობა, რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს სპეციალურად ამ ინსტიტუტისთვის ააგეს, დღეს შპს ”ალიანს მედის” საკუთრებაა. კომპანიამ ის 2010 წლის 10 სექტემბერს 2 ,3 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ამჟამად ინსტიტუტში რამდენიმე ოთახს არემონტებენ - შენობის ერთ სართულზე, ოთახების ნაწილში გაჯი და ცემენტია. თუმცა შენობის გაყიდვამდე ჩატარებული სარემონტო სამუშაოები ყველაზე მცირეა იმ პრობლემებს შორის, რომელიც ინსტიტუტს შენობის გაყიდვის შემდეგ შეექმნა. მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ხუთსართულიან შენობაში დაახლოებით 2000 კვ.მეტრი ფართობი ლაბორატორიებს ეთმობა. აქ ყველა ოთახს თავისი ფუნქცია აქვს. ფუნქცია იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა სახის დანადგარები დგას ოთახში და რა სახის სამუშაოები ტარდება. ერთი შეხედვით ეს არის რკინის დიდი კონსტრუქციები ძველებური იერით, რეალურად კი ძვირადღირებული აპარატურაა, რომლებსაც ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკები სხვადასხვა გამოკვლევის ჩასატარებლად იყენებენ. ლაბორატორიაში არსებული აპარატებიდან, დაახლოებით ორი ათეული, შენობის ფუნდამენტზეა დამონტაჟებული. ”დემონტაჟს რა თანხა სჭირდება ჯერ არ ვიცი, დასაანგარიშებელია. მაგრამ საქმე ის არის, რომ ზოგიერთი აპარატურა ფუნდამენტზეა დამონტაჟებული და მისი გადატანა აპარატურის გაფუჭებას ნიშნავს. ახალს კი ვერ შევიძენთ - ძალიან ძვირი ღირს”,- ამბობს კვატაშიძე. ინსტიტუტის წამყვანი ინჟინერი, მაია ბროკიშვილი ერთ-ერთ იმ აპარატზე მუშაობს, რომელიც ფუნდამეტზეა დამონტაჟებული. ”ეს არის თერმული აპარატი, ძალიან მგრძნობიარეა. ანუ ამ აპარატით ვიკვლევთ ნებისმიერ ნიმუშს, მის შიგნით მიმდინარე პროცესებს. პატარა ნიუანსი რომ დაირღვეს, აპარატი ყვირის, რომ რაღაც შეგვეშალა”, - ამბობს ბროკიშვილი. - ”თუ რაიმე დაზიანდა, ან გაფუჭდა, არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცეთ, - ამის ხელოსანი დღეს თბილისში არ არის. ეს უნგრული აპარატია და თავის დროზე ათასობით მანეთი ღირდა. ვუფრთხილდები, დავკანკალებ ამ აპარატს,რაიმე რომ არ გაუფუჭდეს”. მეცნიერ მუშაკი ნათელ ჩხეტიანი ნეტგაზეტთან ამბობს,რომ ლაბორატორიები დატვირთულად მუშაობს. ჩხეტიანი შიშით უყურებს შენობიდან ლაბოტარიების გადატანას. ”ამ ჭურჭელს, ხელსაწყოებს რა გადაიტანს არ ვიცი. ჩვენ ხომ ხსნარების სტანდარტები გვაქვს დამზადებული, სუფთა მეტალისგან… ეს თუ დაიშლება, მერე აღარ ვიცი რა იქნება”. ინსტიტუტში, სადაც 143 ადამიანი მუშაობს, სხვადასხვა მიმართულების მეცნიერული სამუშაოები ტარდება. შენობის პირველ სართულზე, მარჯვნივ და მარცხნივ დაწყობილ უამრავ ტომარას ნახავთ. ტომრებში ირანიდან ჩამოტანილი მასალებია, რომლის სინჯებსაც ინსტიტუტი ერთ-ერთი კომპანიისთვის აკეთებს. შეკვეთა, რომელზეც ინსტიტუტი ახლა მუშაობს, ირანის ტერიტორიაზე მიმდინარე ოქროს საძიებო სამუშაოების ტექნოლოგიური და ანალიტიკური კვლევაა. ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელზეც ინსტიტუტი მუშაობს. ინსტიტუტს რამდენიმე კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ერთ-ერთ პროექტს ჩეხეთის საელჩო საქართველოში ერთი მილიონი დოლარით აფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მინერალური რესურსების ბაზის შექმნას, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რესურსს ფლობს საქართველო. კვატაშიძე ამბობს,რომ ეს მისი ოცნების სამუშაოა, რადგან მისი თქმით, დღემდე საქართველომ არ იცის, თუ რა მინერალური რესურსის მფლობელია. გარდა ამისა, მინერალური ნედლეულის ინსტიტუტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება თურქეთთან. საქართველო და თურქეთი ერთობლივად მუშაობენ მეტალის საბადოებზე. საქართველოში კვლევა ბოლნისის, ხოლო თურქეთში ართვინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. კვატაშიძე ამბობს, რომ შენობის დაცლის პროცესი ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს: ”ხელშეკრულებას ხელს რომ აწერ, გარკვეული ვალდებულაც გაქვს. დავუშვათ, შენობა გამოგვიყვეს, აპარატურის გადატანა ხომ გვინდა? ამის სახსრებს ვერავინ მომცემს, ჩემი გარე შემოსავლები კი ამ საქმეს რას ეყოფა”. მინერალური ნედლეულის ინსტიტუტს საბიუჯეტო დაფინანსების (290 ათასი ლარი) გარდა გარე შემოსავლებიც აქვს. საბიუჯეტო დაფინანსება ჰონორარებსა და კომუნალურ გადასახადებზე იხარჯება. გარე შემოსავლებიდან კი ინსტიტუტმა ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს ბიუჯეტში 700 ათასი ლარი შეიტანა. კვატაშიძე ამბობს,რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინსიტროს რამდენიმე წელი რომ მიეცა ინსტიტუტისთვის, ისინი შენობას თავადვე იყიდდნენ. ”ჩვენი მიდგომა ასეთი: გვინდა, სახელმწიფოს დავუდგეთ გვერდით, მაგრამ ჩვენი ბედი გაურკვეველია. რას გვიპირებენ, სხვა შენობას გვაძლევენ, თუ საერთოდ გვაუქმებენ, არ ვიცით”. ინსტიტუტი, რომელიც 1929 წელს დაარსდა, ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი იყო, რომელიც მინერალური ნედლეულის კვლევაზე მუშაობდა. 1970-იანი წლების ბოლოს შენობა სპეციალურად ამ ინსტიტუტისთვის ააგეს. ინსტიტუტმა შენობა თვენახევარში უნდა დატოვოს, ჯერ-ჯერობით, გაურკვეველია სად გამოუყოფენ ინსტიტუტს ახალ შენობას. შარშან ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრი ევროპულმა ბიზნეს ჯგუფმა დააჯილდოვა,სპეციალური პრიზით. რამდენიმე დღის წინ კი, რევაზ კვატაშიძეს ჰიუსტონიდან აცნობეს, რომ ინსტიტუტი მსოფლიო ბიზნეს კონფედერაციის ელიტარულ, მუდმივ წევრად აირჩიეს, ხმის უფლებით. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/janturia-150x150.jpgწარმომადგენლობითი სახალხო კრების წევრები დღეს საზოაგდოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს გია ჭანტურიას შეხვდნენ და მხარდამჭერთა დარბაზის “გაფართოებული ყრილობის” გაშუქების თაობაზე, რომელიც 29 სექტემბერს ფილარმონიაში გაიმართება,შეთანხმებას მიაღწიეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/saxalxo-kreb.jpg itvს ლინკი
-
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 100 მილიონი აშშ დოლარი სესხი გამოუყო. თანხა, რომლის დაბრუნებაც საქართველომ 15 წლის შემდეგ უნდა დაიწყოს, სოციალური მომსახურების და მისი ხარისხის გაუმჯობესებისთვის არის განკუთვნილი. აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ სესხი 2010 წლის 21 სექტემბერს დაამტკიცა. სესხის გამოყოფის მიზეზად, ბანკის ოფიციალურ საიტზე გლობალური ეკონომიკური გამოწვევები და 2008 წლის აგვისტოს ომია დასახელებული. დღემდე აზიის განვითარების ბანკს არაერთი სესხი აქვს გამოყოფილი საქართველოსთვის. მათ შორის: 70 მილიონი აშშ დოლარი აგვისტოს ომის შემდეგ, 80 მილიონი აშშ დოლარი 2009 წელს ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქების მიზნით და 2009 წლის ზაფხულში 30 მილიონი აშშ დოლარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. საერთო ჯამში ორი წლის მანძილზე საქართველომ აზიის განვითარების ბანკისგან 280 მილიონი აშშ დოლარი ისესხა. აზიის განვითარების ბანკის ოფიციალურ საიტზე ახალ სესხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ ბანკი საქართველოს მთავრობას დაეხმარება სოციალური მომსახურების ხარჯების უზრუნველსაყოფად, რეფორმების მხარდაჭერის და სოციალური დაცვის პროგრამების გასაუმჯობესებლად. ”პროგრამა ხელს შეუწყობს სოციალური სექტორის სტაბილურ და ყოვლისმომცველ დაფინანსებას,რომლის მიზანია უფრო ქმედითი და ეფექტური გახდეს გენდერული საკითხები და სოციალური მომსახურება”,-ამბობს აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის უფროსმა ეკონომისტმა, ანა შარლოტ შუ ზიბელმა. სესხის ვადაა 15 წელი, სამწლიანი საშეღავათო პერიოდით. თანხებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განკარგავს, თუმცა ამ სამინისტროსთან ერთად პროექტებს ასევე განახორციელებენ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მემორანდუმს აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში ბავშვებისთვის სამართლიანი განვითარების შესაძლებლობაზე ხელი მოწერეს აზიის განვითარების ბანკმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა . მემორანდუმი ითვალისწინებს სიღარიბის დაძლევას და უთანასწორობასთან ბრძოლას.პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის არის საქართველოც, სადაც ასევე განხორციელდება სიღარიბის დაძლევის და ბავშთა თანასწორობის პროგრამა. მას ორი ორგანიზაცია გაუძღვება. საქართველოს გარდა, პრიორიტეტულ ქვეყანათა რიცხვში არიან: სომხეთი, ბანგლადეში, კამბოჯა, ინდონეზია, მონღოლეთი, ნეპალი, პაკისტანი, პაპუა, ახალი გვინეა, პილიპინები, უზბეკეთი და ვიეტნამი. მემორანდუმს ხელი გუშინ, 23 სექტემბერს, ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოეწერა. ათასწლეულის პროგრამის მიზანია 2015 წლამდე მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა. ”ამ შეთანხმების მიზანია პარტნიორობის გაუმჯობესება, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც აზიის განვითარების ბანკს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდს, გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში, რომელიც სიღარიბის დაძლევასა და ინკლუზიური ბავშვების კეთილდღეობას ნიშნავს”,-განაცხადა ჰარუჰიკო კურადამ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/iavnana1-150x150.jpgთბილისის საკონცერტო დარბაზში ფონდ “იავნანასა” და “ფონდი “ივერიისას” მიერ დაგეგმილი საქველმოქედო საღამო 25 სექტემბერს გაიმართება. საღამოზე საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსისა და ტაძრის აგებას მოხმარდება. საქველმოქმედო კონცერტზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის განუმეორებელი საგალობლები და უფლის სადიდებელი კლასიკური ნაწარმოებები შესრულდება. საღამოზე პაატა ბურჭულაძესთან და ქართველ სოლისტებთან ერთად მონაწილეობას ხორვატი სოპრანო ლანა კოსი მიიღებს. იხილეთ epn.ge
-
"არსებობს მხოლოდ ორი უსასრულობა: სამყარო და უგუნურება..."ალბერტ აინშტაინიhttp://www.polity.ge/images/catalog/blog/giorgi_beruchashvili/inovaciuri-ekonomika.jpgკავკასიის ურთულესი რეგიონის ისტორიული ტრადიციებით დატვირთული, პოსტსაბჭოთა საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის წინაშე აღმართულ პრობლემათა კავკასიონს, გაზარმაცებული ქართველის გონება, თვალს ვერ უსწორებს. შიში დაუფლებია. პრობლემათა ხლართში მთავარი ძაფის გამორჩევა ვერ მოუხერხებია. ისევ საბჭოური აზროვნების სტერეოტიპებში დაბრუნებას ლამობს. საქმეში ჩახედულები ჩვენ გარეშეც კარგად აცნობიერებენ, რომ ინდივიდისა და მთლიანად საზოგადოების ყოფით სირთულეებს, თავისუფალი აზროვნების მქონე ინდივიდებისაგან შემდგარი საზოგადოების არ არსებობა განაპრობებს. სოციალური თანასწორობის და განათლების პრობლემებზე საუბრისას, უილიამ გოდვინი (William Godwin 1756-1836), ჯერ კიდევ 1793 წ. გამოცემულ თავის ცნობილ წიგნში აღნიშნავდა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს განათლება და მთავრობა. polity.ge