Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ბარსელონას თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ განაცხადა რომ რეალი კატალონიურ კლუბს ვერასდროს შეედრება და თავისი გუნდის შარშანდელი მიღწევები გაიხსენა. იხილეთ fanebi.com
  2. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მოსაზრებით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანით, არა მარტო მოქალაქეების უფლებების, პოლიციელების სიცოცხლის ხელშეუხებლობაც, საფრთხის ქვეშ დგება. კანონპროექტის ერთ–ერთ ინიციატორ, კახა ამირეჯიბის მოსაზრებით, ცვლილება პოლიციელებს უსაფრთხო მუშაობის მეტ საშუალებას მისცემს. “შეჩერებისა და შემოწმების ცნებას ევროპისა და ამერიკის სამართალი STOP AND FRISK-ის ტერმინით იცნობს. შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ შეჩერებისა და შემოწმების ინსტიტუტი 1968 წელს განმარტა საქმეში ”ტერი ოჰაიოს წინააღმდეგ.” კლივლენდის მოქალაქე ჯონ ტერიმ თავის ორ მეგობართან ერთი და იმავე მაღაზიის ვიტრინასთან 13-ჯერ ჩაიარა. მეგობრები ვიტრინის წინ პერიოდულად ჩერდებოდნენ. პოლიციის თამაშრომელმა მარტინ მაკფადენმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თქმით, პროფესიონალიზმით ცნობილი იყო, მათი ქმედება საეჭვოდ მიიჩნია. მაკფადენმა მოსამართლის ნებართვის გარეშე შეაჩერა და ზედაპირულად შეამოწმა საეჭვო პირები. პოლიციელს მათი გაჩრეკის, ჯიბეში ხელის ჩაყოფის, უფლება არ ჰქონდა. მაკდაფენმა საეჭვო პირებს ქურთუკები გაახდევინა და პისტოლეტები ისე ამოიღო. ჯონ ტერისა და მისი ერთი მეგობრის შემთხვევაში პოლიციელის ეჭვი გამართლდა, მათ იარაღი აღმოაჩნდათ. მესამე მეგობარი ტყუილად გაჩხრიკეს. დაპატიმრებულმა ტერიმ პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა გააპროტესტა. საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა. აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ზედაპირული შემოწმების პროცედურა ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს, რადგან მას ამ პროცედურის დროს გადაადგილების შესაძლებლობა ერთმევა. პირად ცხოვრებაში ასეთი ჩარევის დროს პოლიციის ეჭვი ”ფაქტებით უნდა იყოს დასაბუთებული”: „დაკავება ხდება მაშინ როცა პოლიციელი მოიხელთებს ადამიანს და შეუზღუდავს გადაადგილების შესაძლებლობას. წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ იარაღის პოვნის განზრახვით საჯარო ადგილას ადამიანისთვის ტანსაცმლის გარე ზედაპირზე ხელის ფრთხილად შეხება ჩაითვალოს მცირედ შეწუხებად, როცა ამ დროს მოქალაქე უმწეო მდგომარეობაშია ჩაყენებული და სერიოზულად დამცირებული. ამ დროს უნდა განისაზღვროს თუ რამდენად საფუძვლიანად ხდება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა.“ პოლიციის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ საქართველოს პოლიციასაც, ამერიკის პოლიციის მსგავსად, მოქალაქეების შეჩერებისა და ზედაპირული დათვალიერების უფლება ექნება. უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები (სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი) შიშობენ, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა ადამაიანის უფლებები შელახოს. ’ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კანონის ცვლელიობა საქართველოს მპქალაქეებს საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ს მოქალაქეებისგან განსხვავებით საკუთარი უფლებების დასაცავად ნაკლები გარანტიები ექნებათ. ”შეჩერებისა და შემოწმების” შესახებ ცვლილების პროექტის ერთ-ერთი ავტორის, პარლამეტარ კახაბერ ანჯაფარიძის თქმით, უცხოური სასამართლოს პრაქტიკის მსგავსად, პოლიციელს მოქალაქის გაჩხრეკის უფლება არ ექნება. „ზედაპირული დათვალიერება“ ვიზუალურ დათვალიერებას გულისხმობს და გაჩხრეკისაგან განსხვავდება; დათვალიერება არ ითვალისწინებს მოქალაქის ჯიბის, მანქანის ან ჩანთის შემოწმებას, ან დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების ამოღებას. ანჯაფარიძის თქმით, ამ ცვლილების მთავარი მიზანი პოლიციელების უსაფრთხოების გაზრდაა. პოლიციელი პრევენციის მიზნით ზედაპირულად შეამოწმებს საეჭვო პირს, რითიც მოქალაქეებისა და თვით პოლიციელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნაკლები საფრთხის ქვეშ დადგება. ”თუ პოლიციელი ზედაპირული შემოწმების შედეგად დარწმუნდება ჩხრეკის აუცილებლობაში იგი გამოიძახებს უფლებამოსილ პირს, რათა გაჩხრიკოს საეჭვო პირი… გაჩხრეკაში….. ზედაპირული დათვალიერება წინარე ეტაპია და დიდხანს ვერ გაგრძელდება. ან ეჭვი დაგიდასტურდება ან გაუშვებ,“–განმარტავს პარლამენტარი. ანჯაფარიძეს არ სჯერა, რომ პოლიციელები ძალას გადაამეტებენ და მოქალაქეს ტყუილად გააჩერებენ. მისი თქმით, კომპენსაციის ოდენობა, რომელიც დაზარალებულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს, კანონში დაზუსტებული არ არის: „კომპენსაციის ოდენობა შემდგომ განისაზღვრება სასამართლოს მიერ. იქნება პრეცენდენტები და მერე დადგინდება. ამ კანონში კონკრეტული ოდენობა არ გვიწერია. აქ ძირითადად დავა წავა იმაზე, რომ რამდენად კანონიერად გააჩერეს.“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებით, საფრთხის წინაშე დგებიან არა მარტო მოქალაქეები, რომ მათი უფლება შესაძლოა შეიზღუდოს, არამედ თვითონ პოლიცილელების უსაფრთხოება დგება რისკის წინაშე: ”თუ პოლიციელი გააჩერებს იარაღიან მოქალქეს და დაელოდება გაჩხრეკის უფლებამოსილ პირს (რადგანაც პოლიციელს გაჩხრეკის უფლება არ აქვს) რა გარანტია აქვს ამ პოლიციელს, რომ უფლებამოსილი პირის მოსვლამდე ”შეჩერებუ ლი მოქალაქე” იარაღს არ გამოიყენებს? ”თუ კი პოლიციელის ეჭვი უსაფუძვლო იქნება,, რა მტკიცებულება ექნება მოქალაქეს, რომ დაუსაბუთებლად გააჩერეს? პოლიცილს ხომ ასეთი დათვალიერების დროს ოქმის, არანაირი საბუთის შედგენა არ ევალება. -ანა ნაცვლიშვილი. ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” ასეთი ცვლილების შეტანას ეწინააღმდეგება: ”პოლიციელთა დაღუპვის ან დაშავების მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლები რომ იყოს კიდევ გამართლებული იქნებოდა ასეთი ცვლილებების შეტანა… მოქალაქე მიდის ქუჩაში და ეუბნებიან, რომ უბრალოდ დათვალიერებას უტარებენ და არა ჩხრეკას. ზედაპირული დათვალიერება, რომელიც ნებისმიერ პოლიციელს, ნებისმიერ დროს შეუძლია გააკეთოს, ხდება ჩხრეკის საფუძველი.” საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში შიშობს, რომ არსებული რედაქციით ცვლილების შეტანამ შესაძლოა ადამიანის უფლებების დარღვევას შეუწოს ხელი: „არის ბევრ ქვეყანაში პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს საეჭვო პირის შეჩერებას და ზედაპირულ შემოწმებას. თუმცა ეს დარეგულირებულია კანონით და იგი არანაირად არ უნდა გადაიზარდოს ჩხრეკაში და შემდგომ სხვა საპროცესო მოქმედებებში, როდესაც ადამიანს არ ექნება დაცვის იგივე მექანიზმები, რომელიც აქვს ჩვეულებრივ ეჭვმიტანილს” ომბუდსმენი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნას ეთანხმება, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საიამ 20 სექტემბერს გაუგზავნა. საია განმარტავს, რომ კანონის ცვლილებაში არ არის დაზუსტებული მოქალაქის შეჩერების „გონივრული ვადა“ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძლდეს. „გონივრული ვადაც“ და „გონივრული ეჭვიც“ პოლიციელის დისკრეციაზე არის დამოკიდებული, რის გამოც ეს პროცესი „სასამართლოს კონტროლის სფეროდან გამოდის.“ საია არ ეწინააღმდეგება აღნიშნული ცვლილების შეტანას, მხოლოდ არა არსებული რედაქციით. ორგანიზაცია ითხოვს, უფრო დეტალურად გაიწეროს „ზედაპირული შემოწმება“, დაზუსტდეს გონივრული ვადის ხანგრძლივობა, შეიზღუდოს პოლიციის დისკრეცია საკუთარი გადაწყვეტილებით გააჩეროს მოქალაქე. კახა ანჯაფარიძის თქმით, რომელიც პოარლამენტის იურიდუილ საკითხთა კომიტეტის წევრია, კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღეს. დარჩა ერთი მოსმენა, რომელიც სავარაუდოდ 24 სექტემბერს გაიმართება. ცვლილების მიხედვით, ”პოლიციის შესახებ საქართველოს კანონს” მეცხრე პრიმა მუხლი ემატება. ცვლილება ოთხ ძირითად საკითხს შეეხება: პოლიციელს შეუძლია კონკრეტული პირი შეაჩეროს თუ არსებობოს „გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე.პირის შეჩერების დრო „გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის აუცილებელ გონივრულ ვადას არ უნდა გადაეჭარბოს.პოლიციელს უფლება აქვს „შეჩერებული პირი ზედაპირულად შეამოწმოს.“ თუ კი წარმოიშობა ჩხრეკის საფუძველი „უფლებამოსილი თანამდებობის პირი ჩაატარებს ჩხრეკას ამ კოდექსით დადაგენილი წესის შესაბამისად.“უკანონო ან დაუსაბუთებელი შეჩერებითვის მოქალაქეს 5 დღის ვადაში პოლიციელის ქმედების გასაჩივრება და კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. იტალიური რომას მთავარ მწვრთნელს კვლავ არ ელევა სერიოზული პრობლემები გუნდის შემადგენლობასთან დაკავშირებით. იხილეთ fanebi.com
  4. მადრიდის რეალის მცველმა რიკარდო კარვალიომ განაცხადა რომ ჟოზე მაურინიომ შესანიშნავად იცის რასაც აკეთებს როდესაც გუნდის წვრთნებს შედარებით ადრე მართავს. იხილეთ fanebi.com
  5. ინგლსური ვესტ ჰემის მთავარმა მწვრთნელმა დარწმუნებით თქვა რომ მისი გუნდი ნელ ნელა კრიზისიდან გამოდის. იხილეთ fanebi.com
  6. გუნდელების საყურადგებოთ!!!შაბათს, დილის 9 საათზე არის შეკრება მზიურში.. (ასევე ვარჯიში) უნდა გაირკვას საკითხი მომავალ თამაშების თაობაზე , ვარჯიშებზა და სხვა საკითხებში.. შეკრება მზიურის შესასვლელთან 8:45 წუთზე.. გთხოვთ ყველანი მობრძანდეთ, (წინააღმდეგ შემთხვევაში არ ელოდოთ მომავალ თამაშებზე მონაწილეობის მიღებას..) ასევე წამოიღეთ 2-2 ლარი გუნდის ბურთის შესაძენად.. მომავალ შაბათ-კვირიდან უკვე დაიწყება თამაშები…ეს საკითხი ეხება ყველა გუნდის წევრს: ბეროს , თედოს , ასათას , გოდეს , შაკოს , ერს , ჯეჯეს , თოკას , გაბის , (მეც) , ჯიორჯს , ნოზას , მიროს .. ამიტომ ყველამ დაწერეთ კომენტარებში ვინ მოდიხართ უეჭველი!! View the full article
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainformacio_22_09_2010flv_000044800-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainformacio_22_09_2010flv_000044800.jpg itvს ლინკი
  8. 23 სექტემბერს, 09:30 საათზე, “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ორგანიზებით, ბათუმში, ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომის წინააღმდეგ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. მის: ქ. ბათუმი, სასტუმრო “ინტურისტი” საკონტაქტო პირი ლიკა კლიმიაშვილი – 871 312 444 23 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში”, არასამთავრობო ორგანიზაცია ~ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ორგანიზებით, კონფერენცია – “2008 წლის აგვისტოს ომი – ორი წლისთავი” გაიმართება. 25 სექტემბერს, 10.00 საათზე, სასტუმრო “ვერე პალასის” საკონფერენციო დარბაზში, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათია”-ს ორგნიზებით, წამების საკითხებზე ტრენინგ-სემინარი გაიმართება. მის: ქუჩიშვილის ქ. #22/24 საკონტაქტო პირი მარიამ ჯიშკარიანი – 899 51 63 00 23 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო ~თბილისი მარიოტში~ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. თემა: “ომბუდსმენის ინსტიტუტის როლი და გავლენა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე”. 23 სექტემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. თემა: “საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივა”. 23 სექტემბერს, 11:00 საათზე, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ევროსაბჭოს მეთოდური სახელმძღვანელო _ ,,კომპასის” პრეზენტაცია გაიმართება. მის: ყაზბეგის გამზ. #42 23 სექტემბერს, 12:00 საათზე, “კინოს “სახლში უფლებადამცველი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და სახალხო წარმომადგენლობითი კრება, ე.წ. პოლიტპატიმრებისა და უკანონო პატიმრების მხარდასაჭერად ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ. 23 სექტემბერს, 12:00 საათზე, ჟორდნიას სახელობის ინსტიტუტში, ინსტიტუტის დირექტორი არჩილ ხომასურიძე ბრიფინგს გამართავს. თემა:L”შენობის აუქციონზე გატანა”. 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე საკრებულოში პრესკონფერციას გამართავს. თემა: ~კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2008-2009 წლებში საბიუჯეტო თანხების ხარჯვა”. 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში ჩატარებული აუდიტის შედეგებზე საქართველოს კონტროლის პალატაში პრესკონფერენცია გაიმართება. მის: ქეთევან წამებულის გამზ. #96 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, გაზეთ “პრაიმ-თაიმის” ოფისში, ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ბრიფინგს გამართავს. თემა: “ედპ-ს პოზიცია 24 სექტემბერს პარლამენტში, ახალი რედაქციის საკონსტიტუციო პროექტის განხილვასთან დაკავშირებით”. მის: რუსთაველის #21; `ედპ-ს~ ცენტრალური ოფისი 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” განათლების კომისიის ხელმძღვანელი მანანა ნიკოლაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “სკოლებში დანერგილი შეფასების ახალი სისტემა”. მის: ლვოვის ქ. #56 23 სექტემბერს, 13.00 საათზე, განათლების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელ ჯეიმ მაკგოლდრიკთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პერ ეკლუნდთან ერთად გორის უნივერსიტეტს ეწვევა. მის: ქალაქი გორი, ჭონქაძის ქ.№3 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია და პარტია ~თავისუფლების~ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია სოფელ ხვითის სკოლის ეზოში რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, “ახალი მემარჯვენეების” ცენტრალურ ოფისში, “მემარჯვენეების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართება. მის: კალანდაძის ქ. #3 23 სექტემბერს, 16.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები “საქართველოს მწვანეთა პარტიის” ლიდერებს შეხვდებიან. მის: იოანე ვაკელის ქ. #18ა (რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია) 23 სექტემბერს, 18:30 საათზე, დიღმის ტყეპარკში გარემოსდაცვითი აქცია გაიმართება. იხილეთ epn.ge
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/rauli-150x150.jpgსოხუმის დრამატული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის დიმა ჯაიანისა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთვარობის მედია-ცენტრის უფროსის რაულ ქირიას დაპირსპირება ახალ ფაზაში გადავიდა. მსახიობის მკვლელობის დამკვეთად ჯაიანი აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას ასახელებს, მთავრობის წარმომადგენელი კი ჯაიანს ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პიროვნებას უწოდებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/jaiani.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...