Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. თებერვალში თვეში +11 გრადუსი (ცელსიუსით) დააფიქსირა ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, დაწესებულების შიგნით. მხოლოდ კომიტეტის რეკომენდაციების შემდეგ შეიტანეს იქ გამათბობლები. ეს შემთხვევა ერთ-ერთია არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებიდან, რომელიც ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2010 წელს დააფიქსირა საქართველოში. CPT არის ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ორგანო, რომელიც წევრ ქვეყნებში ვიზიტებს ახორციელებს თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ან დასჯის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით. CPT საქართველოში ყოველ სამ წელიწადში გეგმიურ მონიტორინგს ახორციელებს თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვების ადგილებში. საქართველოში რიგით მეოთხე გეგმიური ვიზიტი ევროსაბჭოს წამების კომიტეტმა 2010 წლის 5-15 თებერვალს განახორციელა და ვიზიტის ანგარიში 20 სექტემბერს გამოქვეყნდა. როგორც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშის ამბობს, კომიტეტის წინა, 2007 წლის ვიზიტის ანგარიშთან შედარებით წლევანდელ ანგარიშში ოდნავ პოზიტიური ცვლილებები ფიქსირდება , თუმცა 70 გვერდიანი ანგარიშის უმეტესი ნაწილი კრიტიკას უკავია. ვიზიტის ფარგლებში კომიტეტმა მოინახულა სასჯელაღსრულების დაწესებულებები, პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორები და პოლიციის განყოფილებები, ასევე ფსიქიატრიული საავადმყოფოები. ევროპის წამების კომიტეტი აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ მთლ რიგ სფეროებში, განსაკუთრებით სასჯელაღსრულებისა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მხოლოდ მცირე ან არავითარი პროგრესი არ შეინიშნება - ნათქვამია ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში რიგით მეოთხე გეგმიურ ანგარიშში. კომიტეტი დადებითად აფასებს პოლიციის განყოფილებების, დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, შსს–ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სარეგისტრაციო ჟურნალების სათანადო წესით წარმოებას, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნას. CPT კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი უკანასკნელი ვიზიტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად. ასევე, კომიტეტის მიერ დადებითად არის შეფასებული სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული პრევენციის მექანიზმის საქმიანობა. თუმცა, გიორგი ტუღუშის თქმით, კომიტეტი მიუთითებს, რომ ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს აქვს, არის კომიტეტის რეკომენდაციების შესრულება და CPT სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდა უკანასკნელი ვიზიტის რეკომენდაციების გათვალისწინება. კომიტეტმა განსაკუთრებით უარყოფითად შეაფასა ქსნის დაწესებულების საერთო რეჟიმის და მ. ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პირობები და აღნიშნა, რომ ამ დაწესებულებებში ადამიანების მოთავსება შეიძლება მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობად ჩაითვალოს. CPT–ს რეკომენდაციაა აღნიშნულის სასწრაფო გამოსწორება. კომიტეტი ყველაზე დიდ ყურადღბას უთმობს გამოძიების თემას და მიუთითებს, რომ არასათნადო მოპყრობის ფაქტები ძალიან ხშირად გამოუძიებელი რჩება და ხშირად დარღვეულია ის სტანდარტი, რომელსაც აწესებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. CPT თავის ანგარიშში საკმაოდ ვრცლად შეეხო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადატვირთულობის პრობლემას, პატიმართა მიმართ არასათნადო და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს, ასევე ჯანდაცვის სისტემას. კომიტეტი მიუთითებს, რომ ტუბერკულიოზი ჯერ კიდევ რჩება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სერიოზულ პრობლემად და საქართველოს მთვრობას მოუწოდებს, არსებითი ნაბიჯები გადადგას ამ საკითხის მოსაგვარებლად. აგრეთვე კომიტეტმა თავის ანგარიშში პატიმრებისთვის გრძელვადიანი პაემნების აღდგენა მოითხოვა, ვინაიდან, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ პატიმარმა შინარჩუნოს კონტაქტი ოჯახთნ და ახლობლებთნ. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სექსუალური ცხოვრების პრობლემებზე, როგორებიცაა გაცნობიერებული თანხმობა სექსუალურ ურთიერთობებზე, კონტრაცეფცია, ფეხმძიმობისა და ბავშვის გაჩენის შედეგების გაცნობიერება. კომიტეტის რეკომენდაციაა, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო პოლიტიკა, რომლის ერთ–ერთი მიზანი ზემოაღნიშნულ საკითხებზე შშმ პირთა ინფორმირება იქნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. რამგენიმე დღის წინ მიუნხენის ბაიერნის მმართველობის თავმჯდომარემ კარლ ჰაინც რუმინიგემ გამოთქვა სურვული რომ გუნდის მარჯვენა მცველთან კონტრაქტი ხუთ წლამდე გაახანგრძლივოს. იხილეთ fanebi.com
  3. თბილისის "დინამოდან" გადასულმა გურამ კაშიამ პირველი მატჩი გამართა "ვიტესის" რიგებში და საკმაოდ წარმატებითაც. მან "ბრედასთან" შეუცვლელად ითამაშა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა გულშემატკივრისა და კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან. რასაც შემდგომ ტურის სიმბოლორ ნაკრებში მოხვედრა მოჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ლეგიონერისთვის ეს ჩინებული სტარტია ჰოლანდიურ კარიერაში და იმედი დავიტოვოთ, რომ უკეთესი შედეგები ექნება გურამ კაშიას. იხილეთ fanebi.com
  4. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპის შესარჩევი ციკლის შეხვედრებს 8 (მალტასთან სახლში) და 12 (ლატვიასთან სტუმრად) ოქტომბერს გამართავს, შესაძლოა ამათ გარდა წლეულს კიდევ ერთი მატჩი ჩაატაროს თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილმა საქართველოს ნაკრებმა. ფიფას დღეების გათვალისწინებით, 17 ნოემბერს "ჯვაროსნებმა" დიდი შანსია, რომ ჩინეთთან ან ბელორიის ეროვნულ ნაკრებებთან გამართოს ამხანაგური მატჩი. თუმცა ჯერ–ჯერობით გადაწყვეტილი არ არის რომელ გუნდს დაუპირისპირდება ჩვენი ნაკრები, თუმცა საბოლოოდ შესაძლოა, რომ ბელორუსიის ნაკრები შეგვრჩეს. იხილეთ fanebi.com
  5. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნიო–უიორკი უნივერსიტეტში ,,ვარდების რევოლუცია’’ გაიხსენა და სტუდენებს იმ რეფორმებზე ესაუბრა, რომელიც საქართველოში რევულუციის შემდეგ გატარდა. ,,რადიკალური ცვლილებები აუცილებელი და შესაძლებელია - დღევანდელი დღის ოცნება, შესაძლოა, ხვალ რეალობად იქცეს. ეს არის სწორედ ის სულისკვეთება, რაც საქართველოს ხელისუფლებას აცოცხლებს 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ’’. პრეზიდენტის თქმით, შვიდი წლის წინ, საქართველო არშემდგარ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ფესვგადგმული ბიუროკრატია კლავდა ნებისმიერ ინიციატივას საზოგადოებაში. უმუშევრობა და სიღარიბე კრიტიკულ ზღვარს აღწევდა, ჩამოშლილი და არაადეკვატური იყო ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა კი - კორუფციით დატყვევებული. სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, ახალგაზრდა იდეალისტთა ქალებისა და მამაკაცების ჯგუფი სტუდენტური ორგანიზაციებიდან, ოპოზიციური პარტიებიდან და სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფებიდან შეეცადნენ ქვეყნის ფასეულობები კონკრეტულ პოლიტიკად ექციათ. ,,ჩვენ ავირჩიეთ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის რისკი. განვითარების სფეროს სპეციალისტები და რეგიონალური ლიდერები, მათ შორის რუსებიც, რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, დღეს ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, რათა ძველი პრობლემების ახალი გზებით გადასაჭრელად იდეები მოიძიონ’’. სააკაშვილმა ქარველების მენტალურ რევოლუციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ იმ ხალხთა უმეტესობას , რომელიც ჩამოდის საქართველოში, აოცებს ქართველი მინისტრებისა და სამთავრობო მარალჩინოსნების ასაკი. ,,ჩვენს ქვეყანას, ფაქტობრივად, მართავს 30 წლიანთა ჯგუფი. ეს არის რეზულტატი და მიზეზიც, თუ როგორ დაახასიათა „ეკონომისტმა" ამას წინათ საქართველო - მენტალური რევოლუცია. ქართველებმა შეწყვიტეს ფიქრი საქართველოზე, როგორც პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოზე’’. ნიუ–იორკის უნივერსიტეტის სტუდენტებს პრეზიდენტმა იმ რამდენიმე რეფორმაზე ესაუბრა, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მოულოდნელი, მაგრამ წარმატებული იყო საქართველოსათვის. სააკაშვილის თქმით, ეს არის რეფორმა სამართალდამცავ ორგანოებში, კორუფციასთან ბრძოლაში, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებში. პრეზიდენტის განცხადებით, ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოდან ელექტროენერგია რუსეთს სტანდარტული საბაზრო ფასებით გადაეცემა. ,,2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც კი, როცა რუსეთი გვიპყრობდა, ჩვენ ვაგრძელებდით ელექტროენერგიის გადაცემას. ამას ჩვენი მენტალური რევოლუციის სხვა ასპექტის გამო ვაკეთებდით. ჩვენ უარს ვამბობთ განვიხილოთ ეკონომიკა, როგორც პოლიტიკური იარაღი. გვწამს, რომ პოლიტიკას აქვს თავისი საზღვრები და ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მასში’’. საუბრის ბოლოს სააკაშვილი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს შეეხო. მან თქვა, რომ ოდესღაც საქართველოში არსებობდა სამი ტერიტორია, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხელოვნურად იყო გამოყოფილი ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან. დღეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, სააკაშვილის განცხადებით, იზოლირებული არიან მსოფლიოსაგან, მესამე– რეგიონი აჭარა კი საქართველოს ეკონომიკის ცენტრი გახდა. ,,გასულ წელს 150 ათასიანმა ქალაქმა, ბათუმმა 4 მილიარდი კერძო ინვესტიცია მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა რეგიონი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, ერთ მშვენიერ დღეს ამ განვითარებისგან სარგებელს მიიღებენ... ასევე მწამს, რომ ერთ დღეს ჩვენ შევძლებთ ვაწარმოოთ ნორმალური და პროდუქტული საუბარი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან. მათ მიერ ჩვენი ტერიტორიების დაპყრობა არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს’’. საქართველოს პრეზიდენტი ნიო–იორკის უნივერსიტეტში დოქტორმა ალონ ბონ-მეიერმა მიიწვია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც `ექსპრესნიუსს” კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან~ აცნობეს, დიღმის ველზე 1400 მმ-იან მე-6 მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 23 სექტემბრის 12:00 საათიდან 24 სექტემბრის 12:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, დარიალის, გოგებაშვილის, კერესელიძის, გუნიას, გალის, მაყაშვილის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ს. მესხისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. ასევე, ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის ფერდობს, თბილისის საგარეუბნო აგარაკებს.D დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს მთაწმინდისა და ვაკის ზედა ქუჩები. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ საავარიო ბრიგადები დღეს დილიდან შეუდგებიან. კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი~ ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს იხილეთ epn.ge
  7. ლეგენდარულმა ფეხბურთელა ლოტარ მატეუსმა ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იხილეთ fanebi.com
  8. არასამთავრობო ორგანიზაციები დიღმის ტყე-პარკში დღეს გარემოსდაცვით აქციას გამართავენ. დიღმის ტყე-პარკში გარემოსდაცვით აქციას მათთან ერთად ორგანიზებას უწევენ ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ანა გაბრიაძის საინიციატივო ჯგუფი. აქციის მსვლელობისას დიღმის ტყე-პარკზე სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება მოეწყობა. ღონისძიების მიზანია, საზოგადოებისთვის იმ პრობლემების გაცნობა, რაც დიღმის ტყე-პარკს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს, როგორც ნაკრძალს და ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს ეკოლოგიური ღირებულების მქონე ზონას. ღონისძიებას თბილისის საზოგადოებრივი, კულტურული და სამეცნიერო წრეების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრებიან. 2009 წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების საკმაოდ გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკიც, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა. იხილეთ epn.ge
  9. http://epn.ge/wp-content/uploads/qurdaZE-150x150.jpgდღეს, განათლების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელ ჯეიმ მაკგოლდრიკთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პერ ეკლუნდთან ერთად გორის უნივერსიტეტს ეწვევა. დელეგაციის წევრები უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ რძის გადამამუშავებელ საწარმოს მოინახულებენ, საწარმოს მუშაობას გაეცნობიან და თანამშრომლებსა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს გაესაუბრებიან. რძის გადამამუშავებელ საწარმოში გორის უნივერსიტეტის პროფესიულ უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამის სტუდენტები მუშაობენ. იხილეთ epn.ge
  10. სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დღეს 10:30 საათზე საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, ასევე დონორი ოგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. კონფერენციის მთავარი თემა „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – თავისუფლების აღკვეთის ალტენატივა“ იქნება. კონფერენციას გახსნიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი. საქართველოში ალტერნატიული სასჯელების გამოყენების საკითხებზე მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციები. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების ევროპული სტანდარტებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG), ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტები. იხილეთ epn.ge
  11. აზერბაიჯანი და საქართველო საზღვრის დემილიტარიზაციას განიხილავენ გენდერული თანასწორობა შვეიცარიის პარლამენტში ბილ გეიტსი – უმდიდრესი ამერიკელი რუმინეთის პრეზიდენტის მეგობრული თხოვნა სარკოზის იაპონიამ პერის ჰილტონს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. სამეფო კლუბი ტოტენჰემის მცველის გარეტ ბეილის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაღებისას ეცდება. იხილეთ fanebi.com
  13. ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთის ე.წ. თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტორებისგან წინადადებების მიღება მანამ დაიწყო, სანამ ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებდა. როგორ დარეგულირდება სამართლებრივად თავისუფალ ტურისტულ ზონაში განთავსებული სასტუმროებისთვის შეღავათები, ნეტგაზეთს პრემიერ- მინისტრმა ნიკა გილაურმა განუმარტა: ”ამ ადგილზე ინვესტორებისათვის შეღავათიანი რეჟიმის ამუშავება მოხდება კანონმდებლობაში შესწორებების შეტანით, უფრო კონკრეტულად კი „საგადასახადო კოდექსში“ შევა ცვლილებები, რაც მხოლოდ ამ ადგილზე მშენებლობებს შეეხება”. როგორც გილაურმა აცხადებს, სწორედ ამ ადგილზე მშენებლობების მიმართ აქამდე დაბალი იყო ინტერესი ინვესტორების მხრიდან და მთავრობამ ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ქობულეთში, კერძოდ, ფიჭვნარში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნაზე პირველად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა. მან 11 სექტემბერს, ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე ქობულეთის ფიჭვნარი თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოაცხადა. რაც ნიშნავს,რომ ბიზნესმენი, რომელიც 2 დან 4 მილიონამდე ინვესტიციას განახორციელებს სასტუმროს მშენებლობაში, მშენებლობა დამთავრდება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა 2011 წლის 1 აგვისტომდე, ინვესტორი მომდევნო 15 წლის განმავლობაში მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლდება. მოგვიანებით, 15 სექტემბერს, ეკონომიკის და მდგარდი განვითარების სამინისტრომ განაცხადების მიღება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ კი ნაციონალურ ტელეარხებზე სარეკლამო რგოლები გავიდა, რომელიც ინვესტორებს თავისუფალ ტურისტულ ზონაში თანხის დაბანდებისკენ მოუწოდებს: ”გამდიდრდით თქვენ, დასაქმეთ სხვები, გაალამაზეთ ქვეყანა”. საგადასახო კოდექსში ცვლილება, ნიკა გილაურის განმარტებით, მხოლოდ კონკრეტულ ადგილზე, ქუბულეთის ფიჭვნარში მშენებლობას შეეხება. საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტი იღებს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს საკითხის განხილვა არ დაუწყია, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინსიტრო განცხადებებს წინსწრებით იღებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, კახა კოჟორიძე ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტავს,რომ ”ცხადია გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პარლამენტის პრეროგატივაა”, თუმცა გამომდინარე იქიდან,რომ ნაციონალურ მოძრაობას უმრავლესობა აქვს, ისინი არა მხოლოდ საგადასახო კოდექსში იღებენ ცვლილებებს, არამედ კონსტიტუციასაც ცვლიან. ”თუმცა პრემიერ მინისტრმა ან პრეზიდენმა რაც არ უნდა თქვას, პარლამენტის გადასაწყვეტია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს”,-ამბობს კოჟორიძე. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამ დრომდე, მათივე თქმით, ოთხი განაცხადია შესული. ხოლო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფალ ტურისტულ ზონაში ბიზნესის დაწყებით 10 ინვესტორი დაინტერესდა 9 საქართველოდან და 1 სომხეთიდან. ” მთავრობა დაინტერესებულია ამ ადგილზე სამ–ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობით და პრეზიდენტის დაპირებაც მოგების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ სწორედ ამას ეხებოდა” - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ნეტგაზეთს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. ლონდონის ჩელსის ნახევარმცველმა მაიკლ ესიენმა აღიარა რომ შეეძლო მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში ეთამაშა. იხილეთ fanebi.com
  15. თუ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ამგვარი სახით შევიდა ძალაში, კანონპროექტის პრეამბულით, ანუ შესავალი ტექსტით, საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ათეისტებმაც, ეს კონსტიტუცია ”,,ღვთისა და ერის წინაშე’’ უნდა გამოაცხადონ. კონსტიტუციის შესავალი ტექსტი, ანუ პრეამბულა, კონსტიტუციონალისტების განმარტებით, მოქალაქეთა დეკლარირებული განცხადებაა, რომლითაც ისინი იღებენ და მოქმედებაში შემოაქვთ ის ნორმები, რომლებიც ამ კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის პრეამბულა: ,,საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას’’. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში შეცვლილია კონსტიტუციის პრეამბულის ბოლო წინადადება და ის, მოქმედი კონსტიტუციისაგან განსხვავებით, მესამე პირის ნაცვლად პირველ პირშია მოცემული. ,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დავამკვიდროთ დემოკატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ... ღვთისა და ერის წინაშე საქვეყნოდ ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას’’. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ვახტანგ ხმალაძესა და ზურაბ ჯიბღაშვილს, რომელიც ამავდროულად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრიც იყო, პრეამბულასთან დაკავშირებით ორი შენიშვნა აქვთ. მათი თქმით, ცვლილებების პროექტში ჩამოყალიბებული პრეამბულით, ქართველი ერი კონსტიტუციას უცხადებს საკუთარ თავს ან სხვა ერს, რაც მათ არასწორად მიაჩნიათ. ხმალაძეს პრეამბულის გრამატიკული ცვლილების (პირის ცვლილება) საწინაარმდეგო არაფერი აქვს და ფიქრობს, რომ პრობლემა არასწორად აგებულ წინადადებებშია. ,,იქ წერია, ,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები,... ღვთისა და ერის წინაშე საქვეყნოდ ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას’’. რომელი ერის წინაშე ვაცხადებთ? ჩვენი ერის წინაშე? ერი ერის წინაშე ვაცხადებთ? უაზრობაა უბრალოდ. წინადადება უნდა იყოს გონივრული და არ შეიძლება ერმა თავის წინაშე განაცხადოს’’. ასევე ხმალაძის აზრით, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქე მორწმუნე არ არის, პრეამბულიდან ამოსაღებია სიტყვები ,,ღვთისა და ერის წინაშე’’. ,, კონსტიტუციაში, ჩვეულებრივ, ღვთის ხსენება არ ხდება ხოლმე. საქართველოს მოქალაქეებს შორის, მორწმუნეების გარდა, ათეისტებიც არიან. ათეისტი ღვთის წინაშე არასოდეს არაფერს აცხადებს. ამიტომ წინადადება შინაარსობრივად ისეთი უნდა იყოს, რომ ის არავის უქმნიდეს შინაგან წინააღმდეგობას’’, – ამბობს ხმალაძე. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ სხდომებისას კონსტიტუციის პრეამბულაზე შენიშვნა არავის არ გამოუთქვამს, თუმცა, მისი ინფორმაციით, პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება: ,,მე ვფიქრობ, რომ სიტყვებს ,,ღვთის წინაშე’’ ჩვენ დავტოვებთ, მეორე ჩამატება ,,ერის წინაშე’’ კი ალბათ შეიცვლება ,,ქვეყნის წინაშე’’–თი’’. რატომ ჩაემატა პრეამბულაში სიტყვები ,,ღვთისა და ერის წინაშე’’? - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილის განმარტებით, ”პრეამბულა არის საზეიმო დეკლარაცია, რომელიც მაღალი სტილით უნდა იყოს დაწერილი და მოქალაქეების პასუხისმგებლობას გულისხმობდეს”. იგივე შეკითხვაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, თენგიზ შარმანაშვილი გვპასუხობს: ,,ეს ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციებშია, რომ თვითონ საზოგადოება ათეისტურად არ არის მომართული და იზიარებს იმ ძირითად ფასეულობებს, რაც ღვთისადმი პატივისცემას ემყარება... ათეისტების უფლებებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ აქ ლაპარაკია ჩვენს ეროვნულ პრინციპზე’’. ზურაბ ჯიბრაშვილი თქმით, ამგვარი პრეამბულა ფიცის ასოციაციას იწვევს, კონსტიტუციის გამოცხადება კი, მისი აზრით, ფიცის დადება არ არის. ,,შეიძლება დაიფიცოს ამა თუ იმ თანამდებობის პირმა იმაზე, რომ ის დაიცავს ამ კონსტიტუციით დადგენილ წესებს, მაგრამ დავიფიცო იმაზე რომ ამ წესებს ვადგენ, ვფიქრობ, უხერხულია’’. ჯიბღაშვილს პოლონეთის კონსტიტუციის მაგალითი მოყავს. მისი განმარტებით, როდესაც პოლონეთში თანამდებობის პირი, რომელიც მორწმუნე არ არის და დებს ფიცს, კონსტიტუციური ნორმის მიხედვით შეუძლია ეს სიტყვები (ღვთისა და ერის წინაშე) გამოტოვოს: ,, მე არ მინდა ათეისტის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ, მე ვამბობ იმას, რომ შეზღუდვა არ უნდა იყოს ’’. ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებისას, საქართველოს კანონმდებლობით, ფიცს დებს პრეზიდენტი, საჯარო მოხელე, პარლამენტარი, მოსამართლე, პროკურორი, მოწმე ჩვენების მიცემის წინ. საჯარო მოსამსახურის ფიცში ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 28– მუხლით, არ გვხვდება სიტყვები ,,ღვთისა და ერის წინაშე’’. პრეზიდენტის, პარლამენტარის, მოსამართლეების, პროკურორებისა და ზოგ შემთხვევაში მოწმეების ფიცის ტექსტში კი ამჟამად მოქმედი ნორმებით, ეს სიტყვები არის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის განმარტებით, ამ სიტყვების ამოღება ფიცისას ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელია. თუ პრეზიდენტი, ან პარლამენტარი ათეისტი აღმოჩნდება, არ არსებობს კანონში რაიმე დათქმა (როგორიც ეს პოლონეთის კონსტიტუციის შემთხვევაშია), რომლის მიხედვითაც ფიცისას პირს შეეძლება გამოტოვოს ეს სიტყვები და კონსტიტუციით გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება დაიცვას. 1999 წელს სტრასბურგის სასამართლომ განიხილა საქმე ,,ბუსკარინი და სხვები სან–მარინოს წინააღმდეგ’’ (საქმე #24645/94). სან–მარინოს ახლად არჩეულმა პარლამენტის წევრებმა, ბუსკარინიმ და სხვებმა ფიცის დადებაზე უარი განაცხადეს, რადგან ფიცის ტექსტში მსგავსი სიტყვები იყო. ამის გამო სან–მარინოს პარლამენტმა ახლად არჩეულ პარლამენტარებს მუშაობის უფლება შეუზღუდა. ბუსკარინიმ თანამოაზრეებთან ერთად სასამართლოს მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და ეს აღმსარებლობის თავისუფლებით გაამართლა. დავა ქრისტიანული მემკვიდრეობის კონსტიტუციაში ასახვაზე ევროპაში ევროკონსტიტუციის პროექტის შექმნის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ, ვისაც მიაჩნდათ, რომ ევროპული კონსტიტუციაში მათი ისტორია უნდა აღიარებულიყო, კონსტიტუციის პრეამბულას ხელსაყრელად მიიჩნევდნენ რელიგიური მემკვიდრეობის მოსახსენიებლად. მოწინაარმდეგენი კი ფიქრობდნენ, რომ ევროპული მემკვირეობა მრავალფეროვანია და მხოლოდ ქრისტიანულ მემკვირეობას არ გულისხმობს, ამიტომ პრეამბულაში ქრისტიანული მემკვიდრეობის აღიარება არ უნდა მომხდარიყო. ,,ევროპა მრავალი სარწმუნოებისა და სრულიად ურწმუნო ადამიანების საზოგადოებას მოიცავს. რომელიმე სარწმუნოების, როგორც სხვაზე უპირატესის, მხარდაჭერა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოიწვევს აღშფოთებას“ ,– ამბობდა ბრიტანეთის ნაციონალური სეკულარული საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ქეით პორციუს ვუდი. ვახტანგ ხმალაძე ,,ნეტგაზეთთან’’ საუბარში ვერ იხსენებს ქვეყანას, სადაც პრეამბულა მსგავსი სახით არის ჩამოყალიბებული. შარმანაშვილმა კი მაგალითად ამირიკის შეერთებული შტატები და გერმანია მოიყვანა. აშშ–ს კონსტიტუციის პრეამბულაში, განსხვავებით გერმანისს კონსტიტუციისა, სიტყვები ,,ღვთისა და ერის’’ წინაშე არ გვხვდება არც კონსტიტუციის პრეამბულაში და არც ფიცის ტექსტში. ეს საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 1787 წელს მწვავე დებატების საგანი იყო. 1787 წელს მიღებულ კონსტიტუციაში რელიგია მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული: ,,შეერთებულ შტატებში არასოდეს, არავითარი რელიგიური კრიტერიუმი არ გახდება საზომი ადმინისტრაციული თუ საზოგადოებრივი ნდობისა“, – აშშ-ს კონსტიტუცია, მე–6 მუხლი. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...