planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/image3-150x150.jpgხალხის პარტიამ და კონსერვატორებმა, გარევაჭრობის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში შეიტანეს. სხვა სოციალური მოთხოვნებით, პარტიის წევრებმა, მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის წინ აქცია გამართეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/aqcia2.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg პიერ ავრილი გუშინ რუსულმა ფლოტმა დაადასტურა საკუთარი გადაწყვეტილება ოთხი ფრანგული ვერტმფრენმზიდის ყიდვის თაობაზე გადაწყდა, რომ საფრანგეთი რუსეთს საკუთარ ვერმფრენმზიდებს მიაწვდის. რუსეთმა არჩევანი გააკეთა. ფრანგული ხომალდის ყიდვის გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებულია, განუცხადა გუშინ სააგენტო „ინტერფაქსს“ წყარომ რუსეთის ფლოტის გენერალური შტაბიდან. ზაფხულში გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, ესპანეთი და ნიდერლანდები მონაწილეობენ, ფორმალური ხასიათი აქვს, დასძინა წყარომ. „ამიტომ კონკურსის ჩატარებაზე სატენდერო დავალებაც ისე ჩამოყალიბდა, რომ ფრანგული გემის გამარჯვება ფაქტობრივად წინასწარ გადაწყვეტილია“. რუსეთის ფლოტმა პირველმა გამოთქვა დაინტერესება „მისტრალის“ შეძენაზე. სანქტ–პეტერბურგის გემთმშენებელი ვერფები, სადაც თავისუფლადაა შესაძლებელი მომავალი ხომალდების ნაწილის აწყობა, მოვლენათა მიმდინარეობას ენთუზიაზმით აკვირდება. „ტენდერი მხოლოდ ფრანგებზე ზეწოლის საშუალება იყო. სინამდვილეში კი მის ორგანიზებას სერიოზულად არავინ გეგმავდა“, – მიაჩნია სამხედრო ექსპერტ პავლე ფელგენჰაუერს. წარმატებაში პარიზიც დარწმუნებულია. მოძველებული ვერფები აგვისტოს ბოლოს ამ საკითხის გადაწყვეტა მოსკოვში გავლენიან ვიცე–პრემიერს, იგორ სეჩინს დაავალეს. გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის (მასში უმსხვილესი ვერფები შედიან) თავმჯდომარე, რომელიც ცნობილია ადგილობრივი სამხედრო–ინდუსტრიული კორპორაციის ლობირებით, თავდაპირველად იქითკენ იხრებოდა, რომ ეს გემები რუსეთის ტერიტორიაზე, „გაერთიანებულ გემთმშენებელ კორპორაციასთან“ დაკავშირებული სამხრეთ კორეული კომპანიების მონაწილეობით აეშენებინათ. სეჩინის ამოცანა იყო წინააღმდეგობათა მოგვარება სხვადასხვა რუსულ საწარმოებს შორის, რომლებიც, როგორც ეს ამ ქვეყანაშია მიღებული, ყოველთვის უფრო დიდი წილის მოპოვებისკენ ილტვიან. საბოლოო სქემის ფარგლებში, რომლის თანახმადაც დაგეგმილია ოთხი ხომალდის (ორის საფრანგეთში და ორის რუსეთში) მშენებლობა, სამხრეთ კორეის წინადადებაზე უარი თქვეს, თუმცა კონკრეტული რუსი მიმწოდებლები ჯერ არ შეურჩევიათ. ოლიგარქ სერგეი პუგაჩოვს (მისი ვაჟი ალექსანდრე, გაზეთ France-Soir–ის მფლობელია) სანქ–პეტერბურგში ორი ვერფი აქვს, მაგრამ მისი კომპანია უზარმაზარი ვალების გამო იძულებულია შემოსავლის უფრო სწრაფი წყარო მოიძიოს. თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ანონიმური წყაროების ცნობით, ბიზნესმენი მზადაა საკუთარი აქტივები „გაერთიანებულ გემთმშენებელ კორპორაციას“ მიჰყიდოს, თუმცა შეთანხმება ფინანსური უთანხმოებების გამო დღემდე ვერ შედგა. გარდა ამისა „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“ უკვე ორი ვერფის მფლობელია: ერთი სანქტ–პეტერბურგშია, მეორე კალინინგრადში. „როდესაც რუსი მწარმოებლის ვინაობა საბოლოოდ გაირკვევა, შესაძლებელი გახდება ფრანგული გემთმშენებელი კომპანიების მონაწილეობით ერთობლივი საწარმოს შექმნა“, – ვარაუდობს იგორ კოროჩენკო, იარაღით მსოფლიო ვაჭრობის ანალიზის ცენტრიდან. იმავდროულად, საფრანგეთი შეწუხებულია რუსული ვერფერბის ტექნიკური მდგომარეობით და ინვესტიციებისთვის აუცილებელი სახსრების მდგომარეობით. პარალელურად ის შეთანხმების საკუთარი პირობების დაცვას განაგრძობს, მაშინ როდესაც მოსკოვი ცდილობს გემების ფასების შემცირებას მიაღწიოს. გარდა ამისა, ნატოს წევრობითა და საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიების დაცის აუცილებლობით აიხნება ის, რომ პარიზი ვერტმფენმზიდის გაყიდვის ფარგლებში ტექნოლოგიების გადაცემის მოცულობის მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს. კერძოდ, გემს საიდუმლო ნავიგაციური და კომუნიკაციური სისტემები გააჩნია. ორიგინალი ორიგინალი
-
ზაფხული, არდადეგები, პირველი სიყვარული და ბანდის ახალი შტაბ-სახლი - ნიანგების ცხოვრება ქალაქიდან შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთივე არაჩვეულებრივი, თუ არ ექნებოდათ პრობლემები სამუშაოსთან დაკავშირებით ოლას და მარიის მშობლებს. მათი ქარხანა გაკოტრების პირასაა, ეს კი მშობლებს არამარტო სამსახურს დააკარგვინებს, არამედ კიდევ საცხოვრებელ ადგილსაც, რათქმაუნდა, ნიანგები გააკეთებენ ყველაფერს შესაძლებელს, რომ არ დაშორდნენ თავიანთ მეგობრებს, ეს კი მათ პირდებათ ახალ მომხიბლავ და სახიფათო თავგადასავლებს... View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/image11-150x150.jpgიურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა. ოპოზიციასთან ერთად შენიშვნები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც ჰქონდათ. საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი, ხვალ, რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/iuridiuli-komiteti.jpg itvს ლინკი
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8079 ლარის ნიშნულზე გამყარდა. ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ოფიციალური გაცვლითი… ლინკი მედიანიუსზე
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/photo11-150x150.jpgვარკეთილში მდებარე სოციალურ სახლში ხვალ კიდევ 10 ოჯახი შესახლდება. ბენეფრიციარების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ლოტოტრონის საშუალებით გამოვლინდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/lototroni.jpg itvს ლინკი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-kintoni-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის 1993-2001 წლებში, ბილ კლინტონის მიერ გამართულ მიღებას დაესწრო. სააკაშვილი სახელმწიფო მეთაურთა პატივსაცემად გამართულ მიღებაზე საგანგებოდ მიიწვიეს. ღონისძება ამერიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა და მას სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურები და ლიდერები ესწრებოდნენ. სტუმართა შორის ამერიკის შეერთებული შტატბის ყოფილი სახლმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტიც იმყოფებოდა. იხილეთ epn.ge
-
itv კონტროლის პალატამ ფინანსთა სამინისტრო ამხილა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/kontrolis-palata-da-jordaniawmv_0012470001-150x150.jpg322 000 ლარი ეს ის თანხაა, რომლითაც ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტი აზარალა. დარღვევები კონტროლის პალატის აუდიტის მიერ ჩატარებული 2 წლიანი აუდიტის შედეგად გამოვლინდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/kontrolis-palata.jpg itvს ლინკი -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/jordania-150x150.jpgჟორდანიას სახელობის სამედიცინო კლინიკის პერსონალი მთავრობისგან პასუხს ითხოვს. შენობას, რომელშიც კლინიკა ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებდა ახალი მფლობელი ჰყავს. მთავრობას ცენტრისთვის კონკრეტული ალტერნატივა ოფიციალურად ჯერ არ შეუთავაზებია. რა ბედი ელის ერთ–ერთ უძველეს სამედიცინო დაწესებულებას ამის გარკვევას დღეს დავით გოჩიაშვილი ცდილობდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/klinika.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg დენიელ ბეისიზი ოთხშაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში მისი ძლიერი მოწინააღმდეგის რუსეთის გაწევრიანების გზაზე ერთადერთი დაბრკოლება არ არის. „მათ და რუსეთს შორის ამ მხრივ ბევრი სადაო საკითხი არსებობს“, – განაცხადა სააკაშვილმა, იგულისხმა რა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელთა სიტყვები. საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ინვესტორების და ოფიციალური პირების წინაშე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის დიდი ხნის სწრაფვა გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი, მთელ რიგ საკითხებს მოიცავს, რომელთა გადაწყვეტაც საჭიროა. „ამიტომ, ამ საკითხში მარტო არ ვართ, და თქვენ მოგიწევთ მოცდა მანამ, სანამ ჩვენ მარტონი დავრჩებით… ჩვენ შესაძლოა მარტო არც დავრჩეთ. მაგრამ ამ ეტაპზე ბევრი ქვეყნის მხარდაჭერა გვაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა საგენტო Reuters-ის წარმომადგენლის კითხვაზე, რუსეთის მსო–ში გაწევრიანების მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებაზე. რუსეთი მსო–ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკვე 17 წელია აწარმოებს. პროფესიული კავშირების ერთ–ერთი ამერიკელი წარმომადგენლის თქმით, რომელმაც ამ კვირის დასაწყისში სააგენტო Reuters-ის ჟენევის წარმომადგენელს ინტერვიუ მისცა, განაცხადა, რომ ბოლო დროს მოსკოვის მისწრაფება ამ მიმართულებით გაძლიერდა. აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ივნისში განცხადება გააკეთეს, რომ მათ დაავალეს საკუთარ მომლაპარაკებლებს სექტემბრის ბოლოსთვის ყველა ტექნიკური პრობლემის მოგვარება და ამ გზაზე რუსეთისთვის გზის გათავისუფლება. უკვე გასაგებია, რომ დათქმულ ვადაში ეს ყველაფერი ვერ ჩაეტევა. სამშაბათს, რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი წელს მსო–ში არ გაწევრიანდება, თუმცა ვაშინგტონი და მოსკოვი უახლოეს თვეებში ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. პროდასავლური საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის ქვეყანა საქართველო 2008 წლის ხანმოკლე ომში დამარცხდა მის სამხრეთელ მეზობელ რუსეთთან მას შემდეგ, რაც ამერიკელების მიერ გაწრთვნილი ქართული არმიის შესვლას სეპარატისტულ რეგიონ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მხრიდან დამანგრეველი კონტრშეტევა მოჰყვა. დასავლეთმა შეწყვიტა 42 წლის პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერა მისი ანტიდემოკრატიული ჟესტების შემდეგ, როდესაც შარშან, რამდენიმე თვის განმავლობაში ის ქუჩის საპროტესტო დემონსტრაციებს აკავებდა. ურთიერთობა რუსეთს და საქართველოს შორის კვლავ დაძაბულია. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მოუწოდებს იმ იმედით, რომ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე ემბარგო გაუქმდება და ქვეყნებს შორის საავიაციო კავშირი აღდგება. სააკაშვილმა პუტინს სარკასტულად მადლობაც კი გადაუხადა იმისთვის, რომ რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. „მე მას ვუთხარი: ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ჩვენ თქვენ ძეგლს დაგიდგამთ – თანამედროვე ქართული ეკონომიკის შემოქმედის ძეგლს. მან ეს რა თქმა უნდა ცუდ ხუმრობად შეაფასა. მაგრამ მე მართლაც ასე ვფიქრობ. ამ ემბარგოს წყალობით დღეს ჩვენ ნაკლებად მოწყვლადები ვართ“, – განაცხადა სააკაშვილმა. ქართულ ეკონომიკაში, რომლის სტიმულირებაც ინვესტიციებით ხდება, ამ წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა, ის 8,4%–ით გაზიარდა შარშანდელთან შედარებით, რამაც გადააჭარბა პირველი კვარტლის მონაცემებს, როდესაც მშპ 4,5%–ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. შარშან ეკონომიკა 3,9%–ით შემცირდა. სააკაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის ეკონომიკის მოქნილობას, განაცხადა: „ვფიქრობ, ეს ნიშნავს იმას, რომ მსგავსი მეთოდები აღარ მოქმედებს; მიმაჩნია, რომ იმისთვის, რომ ისინი მისაღები გახდნეs, წესების მიხედვით უნდა იმოქმედონ, წესები ყველასთვის ერთნაირია, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის“. „მე მათ ვუსურვებ გახდნენ საერთაშორისო სისტემის ნაწილი, მაგრამ იმ პირობით, თუკი მინიმალურად მაინც დაიცავენ ცივილიზებულ ქმედებათა სტანდარტებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ორიგინალი ორიგინალი