Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. /get_img?NrArticle=2457&NrImage=200 ხუთშაბათს, ჩვენი დარჩენილი (და "პროფილთან" სიამტკბილობაში გასატარებელი) მთელი ცხოვრების პირველი დღე დაიწყო. შესაბამისად, ძილისპირული გადაცემის კოკისპირულმა კრიტიკამ არც ამჯერად დაახანა. პირველი დარტყმა იმიჯშეცვლილმა წამყვანმა ჰექსესგან მიიღო, რომლის პოსტის სათაურიც - "მაიკო, ხომ არ გწყინს?!"- "პროფილის" საკრალურ შეკითხვათა ავტორის ცნობისმოყვარეობის მორიგი ახირებიდან ("ხომ არ გწყინთ, როდესაც გეუბნებიან თქვენი სიმღერა გოიმურიაო?") გამომდინარეობს. პოსტში კიდევ ერთხელ არის განხილული ის კრიტერიუმები, რომელთა გამოც მავანთ "facebook"-ზე ასათიანის პერსონის მიმართ სადისტური ზრახები ეღძვრებათ ("სეზონის დაწყებიდან მის დამთავრებამდე და დამთავრებიდან დაწყებამდე ჩახვეული მაგნიტოფონივით რომ ვიწყებთ და აღარ ვამთავრებთ მთელი ერი რომ გამარჯობათ-ს მაგივრად გამარჯობა უნდა ითქვას, ადექი და თქვი შენც ეს გამარჯობა. რა გახდა ეს "თ" აუღებელი ციხე-სიმაგრე"). გოიმისა და მაიას თემა (აქვე დავაზუსტებ რომ "და" კავშირი საკავშირებელ სიტყვებს ერთმანეთისგან მიჯნავს) ლაშარელას ბლოგზეა გაგრძელებული. სათაური მეტად გემოვნებით-მუსიკალურია (მიმდინარეობაა ახალი) - "გოი დო, გოი რე, გოი მი" ("გოი мы"-ც შეეფერება ისე სიტუაციას). საკუთრივ პოსტში კი, "ტაშ ტაშ ტარამ ტარამ" თემატიკის განხილვის ფონზე, სადღეგრძელოსავით გაისმის ის ფრაზა, რომელსაც ხუთშაბათის შემდეგ ნახევარი თუ არა, მინიმუმ 1/4 თბილისი მაინც გაიძახის: "დაილოცოს ყველა წითელი კაბიდან ძალით გამოჩენილი ძუძუები..." ბლოგერთა არმიის წინააღმდეგ გალაშქრება (ჰოლივუდური "შენ წადი, გადაცემა ჩაწერე, ამათ მე შევაჩერებ" პათოსით) ნიკო ნერგაძემ [/url]გადაწყვიტა. რადიო თავისუფლების ბლოგზე დაწერილ პოსტში "ნუ, შეეშვით მაია ასათიანს" (ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ ბილწ-ალუზიურად მრავლისმთქმელი სათაურია) კიდევ ერთხელ არის გაქილიკებული ქართული რადიკალიზმი, მოტანილია "პროფილის" არსებობის გამამართლებელი არგუმენტები და ერთი–ორი გადაკრული სიტყვა ("მაია ასათიანი უწყინარია. მასზე თუ რამე კრიტიკულს იტყვი, სადღაც, გულის სიღრმეში, არ გეშინია, რომ მისი ქმარი გაბრაზდება და მეორე დღეს უცებ განყოფილებაში აღმოჩნდები") ამ გადაცემის არაპირდაპირ კონკურენტზეცაა ნათქვამი. ვისაც ნიკო ნერგაძე ან "ჰოლივუდური" ფილმების გაშარჟება გიყვართ, მაიმუნების ბლოგზე შესვლას ნამდვილად არ ინანებთ. "ნუ, შეეშვით ნიკო ნერგაძეს" ზემოთხსენებული პოსტის ერთგვარი (თან ვგონებ, სახალისო) "რიმეიქია" და "მაიაზე დაწერილი დადებითი პოსტის გამო განრისხებული ადამიანებისაგან ნიკოს გადარჩენას" ისახავს მიზნად. "პროფილის" თემაც რომ არა, ნიკომ ისედაც ისეთი "რევოლუციური ხერხი" გამოიგონა მამაკაცების ისტორიაში, რომ ჩემი აზრით, "ისტორიის სამუდამო მძევალი გახდა": "ერთხელაც უნდა აიღო და გადაყარო ყველა წინდა. მერე იყიდო 20 ერთნაირი. ჰოდა, არასოდეს დაგჭირდება მათი დაწყვილება და ერთნაირების ძებნა ან რამე მაგდაგვარი. აიღებ ბრმად ორ ცალს და იცი, რომ ერთი ფერისაა. ჰა, როგორია?" (აპლოდისმენტები). გაგიკვირდებათ (ან, შეიძლება არც), მაგრამ წინდების თემა ბლოგოსფეროში აქტუალური მხოლოდ ნიკოსთან არ ყოფილა. დასტურად ჩეშირის კატის "ზღაპარი ნასკებზეც" სრულიად საკმარისია. ავტორი "ჭეშმარიტ ნასკებზე" საწერად იმდენადაა მოტივირებული, რომ მათ წინდებისგან დასაბამშივე მიჯნავს: "ზღაპარი ნასკებზე. დიახ, ნასკებზე. ვისაც უნდა ზღაპარი წინდებზე – თვითონ დაწეროს. ეს ზღაპარი კი ერთმნიშვნელოვანდ ნასკებზეა...". მეტად საინტერესო, სახალისო და "აი, ისეთი დასასრულის მქონე" პოსტია, გაღიმებულს რომ დაგტოვებს.უპრიანი იქნება (წესით) ზღაპრიდან ერთ ზღაპრულ შემოთავაზებაზე თუ გადავინაცვლებთ. საუბარია, მთავრობის ახალ ინიციატივაზე, ანუ, როგორც უწინ "ტელემარკეტი" იტყოდა ხოლმე: "კომპიუტერებზე დღეში სულ რაღაც 1 ლარად", რომლის დადებითი (ძირითადად) და უარყოფითი (გაკვრით) მხარეები კარგად არის განხილული Katiee-ს ახალ პოსტში – "კომპიუტერი ყველა ოჯახში" (სათაურში არსებული მითითება ფასზე, ტავტოლოგიის საფრთხეს შეეწირა). კომპიუტერიზაციის მნიშვნელობის დასაბუთების შემდეგ Katiee ითვალისწინებს რა ინტრიგანი ქართველის სკეპტიკურ ხასიათს, თავადვე დასძენს: "მათთვის, ვინც ჩათვლის, რომ ეს შესაძლოა დაკვეთილი ბლოგ-პოსტია, წინასწარ დავწერ, ზემოთ ზოგადად ხელისუფლება იმიტომ ვახსენე, რომ ისიც არ მახსოვს, ზუსტად რომელი სამინისტროს ღვაწლს უნდა მივათვალო ეს ამბავი, განათლების, თუ ეკონომიკის " ხელისუფლების უახლეს ქმედებებზე კი რა შეიძლება გაგახსენდეს ადამიანს, თუ არა თბილისის ქუჩებიდან აორთქლებული ბუკინისტები. მათ, ვისაც ამ საკითხზე ცნობილ მწერალთა თუ საზოგადო მოღვაწეთა (რა პათეტიკური ტიტულია) მოსაზრების წაკითხვა არ ეზარება, არილის ბლოგი პირდაპირი სამოთხე და მისწრებაა. ხოლო, ნაკლებ ბეჯითებისა და მცირე პოსტების მოყვარული ადამიანებისათვის ამ საკითხის სხვა პრობლემატური კუთხით დანახვა მკითხველის თვალით უფრო უკეთესი იქნება. "გადაგდებული კრისტი და მანი – რა იყიდეს სანაცვლოდ?" ასევე ბუკინისტებზეა, მაგრამ მასში სულიერი და ფიზიკური საზრდოს დისბალანსზეა ლაპარაკი (ანუ, ეჭვქვეშ დგება ათ თეთრად გაყიდული აგათა კრისტით მიღებული სარგებელი) და თან, აზრი მოკლედ, სპარტული წესითაა გადმოცემული. წინა კვირას მომხდარ სხვა მოვლენებს შორის გამორჩეული უნდა ყოფილიყო "მის საქართველო (?)"–ს კონკურსიც. თუმცა, ია კიწმარიშვილის ჰობიზე გამოთქმული აზრი მხოლოდ ბათუმურ დღიურებში აღმოვაჩინე. "50 000 პირზე მომდგარი ნერწყვისათვის" ნერწყვის მოსადენ მიზეზ(ებ)ს ნაკლებად ეხება და ძირითადად, ბათუმის მერიის ბიუჯეტის (ისე, მავანს ნერწყვი ფულზეც კი შეიძლება მოადგეს) უთავბოლო გადანაწილების კრიტიკას ემსახურება. ყველაფერი რუსულისადმი არსებული ზიზღის ფონზე მეტად დაბალანსებული პოსტი შეგიძლიათ ნახოთ დალიელას ბლოგზე. "Hello თუ Привет ?" სავარაუდოდ, დასაწყისში ნახსენები რადიკალიზმის წარმომადგენელთათვის არის განკუთვნილი: "მე თუ მძაგს რუსული პოლიტელიტა და ეს მართლაც ასეა! რატომ უნდა მეზიზღებოდეს რუსული კულტურა? სამზარეულო…ლიტერატურა და ასე შემდეგ? ყველაზე მაგრად სწორედ რუსული ლიტერატურა მომწონს,იმიტომ რომ ძალიან ძლიერია!". იმავე თემატიკაზე (მაგრამ სხვა კუთხით) საინტერესო მოსაზრება აქვს დღიურის ავტორს: "სასტიკად არ მომწონს, როცა ქართულ/ეროვნული ახალი ამბები რუსულ სიახლეებს მამცნობენ. ნუ აი არ მაინტერესებს, რამდენი სოფელი დაეწვათ, რამდენია რუსული რუბლის კურსი და რამდენი ყვითელი კალინით იმგზავრა პუტინმა. სულ ფეხებზე მკიდია მაგათი ეკონომიკა და პოლიტიკა. მართლა." Dv0rsky საკუთარ პოსტში - "news about the news" - ქართული ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკაზე "წუწუნებს" ("ცოტაოდენს ვიწუწუნებ, თუ შეიძლება") და მის "ეგზოტიკურ ალტერნატივას" გვთავაზობს. ბოლოს კი, ანინა - ბლოგერი, რომელიც წერს კარგად (როგორც წესი), წერს თემებზე, რომელთაც მავანი "ისეთ თემებს" უწოდებს, იყენებს სიტყვებს (იგივე მავანი იმავენაირად რომ დაახასიათებს), მაგრამ ეს ყველაფერი ხელოვნური (როგორც ამ ტიპის ნაწერებს სჩვევია) და გამაღიზიანებელი სულაც არ არის. მისი ახალი პოსტი "იძლევა" ამგვარი სტილის ერთ–ერთი თვალ–ყურ–საჩინო მაგალითია, სადაც ერთი ოდესღაც უწყინარი და მოგვიანებით ცნობიერების მიერ წაბილწული ზმნის განხილვით, ენაში ჩაბუდებული ქართული ხასიათია მხილებული: "თუ ამ სიტყვას კიდევ უფრო ჩავუღმავდებით, მივხვდებით, რომ ქართველი ბიჭები სექსს ორმხრივ პროცესად არ აღიქვამენ და სექსთან დაკავშირებული ტერმინოლოგიაც მხოლოდ ამაზე მიგვითითებს..." თუკი, ანინას დავესესხები, ჩემს ხელთ არსებული ბლოგორესურსიც (ახალი სიტყვაა) მეტის დაწერის საშუალებას აღარ იძლევა, ამიტომ როგორც "კურიერის" წამყვანები იტყოდნენ: "დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე!" სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. http://4.bp.blogspot.com/_iUHRjXY-eJk/SctKynAwWmI/AAAAAAAABDM/V2boLzb7jYQ/s400/skrtel.jpg მარტინ შკრტელმა liverpoolfc.tv-ის ინტერვიუში გუშინდელი მატჩის შესახებ ისაუბრა.– ” ნამდვილად ვფიქრობდით, რომ გუშინ მეტოქეს ადვილად ვძლევდით. თამაში კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიატანეთ და მინიმალური ანგარიშით ვამარცხებდით კონკურენტს. ეს გოლი საჭირო დროს გავიტანეთ. არც თუ ისე მცირე ხანში მეტოქემ, პენალტით გაგვითანაბრა ანგარიში. წუხანდელ მატჩში ნამდვილად ყველაფერი გაკეთეს სტივმა და ფერნანდომ. ჩვენ შეგვეძლო ამ თამაშის მოგება. დანიელ აგერს ჰქონდა შანსები, მაგრამ შანსთან ერთად იღბალიც აუცილებელია. ჩვენ კი ეს ნამდვილად გვაკლდა. მე–2 ტაიმში გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით. გავაუმჯობესეთ თამაში და შევუტიეთ მეტოქეს. გამარჯვება რომ გვჭირდება, ეგ უკვე ყველამ გავაცნობიერეთ. ვიმედოვნებ, რომ დარჩენილ მატჩებში არ გაგვჭირდება მეტოქის დამარცხება. რაც შემეხება მე, შემიძლია გითხრათ, რომ კარგად ვარ .” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
  3. http://b.pix.ge/p/ezr2j.jpgდისკუსია სრულიადში! თემა: როი ჰოჯსონი და კრიზისი ლივერპულში… პირველ რიგში მოგესალმებით და მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ქეთევანობას! ღმერთი გფარავდეთ! მინდა დაიდოს ასეთი პოსტები, სადაც განვიხილავთ მთავარ პრობლემას, ჩვენ გუნდში. ხშირად ვკამათობთ იყოფა აზრები და ვკბენთ ერთმანეთს. აჯობებს დავდოთ პოსტები კონკრეტულ თემაზე, სადაც განვიხილავთ კლუბში არსებულ პრობლემებს და გამოვხატავთ ჩვენს მოკრძალებულ აზრს, (ლანძღვა–გინების გარეშე) კომენტარების საშუალებით. ამ სტატიაში მინდა ვისაუბროთ ლივერპულის მთავარ მწვრთნელზე, როი ჰოჯსონზე და ლივერპულის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. კლუბს აქვს არაერთი პრობლემა: 1) იყიდება ლივერპული! (მყიდველი ჯერ არ ჩანს) 2) აქვს ვალი ბანკში. (350 მლნ ფუნტი) 3) არ აქვს გუნდს საკმარისი სატრანსფერო ბიუჯეტი. 4) გუნდი ვერ აჩვენებს მაღლი დონის ფეხბურთს და რაც მთავარია შედეგს. 5) ხშირი ტრავმები გუნდში. როგორც ხვდებით, ყველა პრობლემა ურთიერთგამომდინარეა. გუნდი ვალების გამო ვერ ახერხებს მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენას, ამიტომ ვერ აჩვენებენ სასურველ შედეგს, გამოუცდელი სათადარიგოთა სკამის გამო, ძირითადის ფეხბურთელები თამაშობენ შეუსვენებლად, ამას მოყვება ხშირი და გრძელვადიანი ტრამვები… ამის შემდეგ ჩნდება კითხვა – ღიირს მწვრთნელის დადანაშაულება ამ ყველაფერში? როი ჰოჯსონმა, არც თუ ისე დიდი ხანია, რაც კრიზისში მყოფი კლუბი ჩაიბარა. ეს გრანდი შარშან გამოეთიშა ჯერ ჩემპიონთა ლიგას, შემდეგ ევროპა ლიგას, ბოლოს კი ოთხეულს მიღმა დარჩა. მეტიც გუნდი მე-7 ადგილზე აღმოჩნდა. ფაქტია ამ ჩავარდნას მხოლოდ რაფაელ ბენიტესს ვერ დავაბრალებთ. წელს დანიშნეს როი ჰოჯსონი, ფულჰემის ყოფილი მწვრთნელი, რომელიც შარშან წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა! მართალია ის სხვა მნიშვნელოვანი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, თუ არ ჩავთვლით შვედეთის და დანიის ლიგაში მიღწეულ წარმატებას, მაგრამ არც გამოცდილება აკლია 63 წლის ასაკში. მწვრთნელის მოსვლის შემეგ ბევრი რამ შეიცვალა გუნდში, სამედიცინო პერსონალი, ფეხბურთელები და კიდევ სხვა, მაგრამ არ შეცვლილა თამაშის ხარისხი. გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვს თავისი გუნდისგან, ზოგი ჩვენ საიტზე როის წასვლაზეც ალაპარაკდა, მაგრამ უდროოდ. ყველას უნდა გვესმოდეს რომ, ასეთ მდგომარეობაში გუნდის ჩაბარება არც ისე იოლია და შარშანდელი მე–7 ადგილის შემდეგ, პირველ ადგილზე მოხვედრაც თითქმის წარმოუდგენელია, თანაც სეზონის დასაწყისში. ჯერ მხოლოდ 6 ტური იყო და საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა, ამას დაემატა გუნდის ლიდერების არც თუ ისე კარგი ფორმა და რამოდენიმეს ტრავმა. დამეთანხმებით შარშან ლივერპული რომ მოხვედრილიყო ოთხეულში არც რაფას გაუშვებდნენ, თუ გაუშვებდნენ და როის მოსვლის შემთხვევაში, არც ამდენი პრობლემები შეექმნებოდა. მწვრთნელს დრო უნდა მივცეთ. მან ფაქტიურად მის მოსვლამდე გაფუჭებული საქმე უნდა გამოასწოროს, ასე არ არის? გუნდი მეშვიდე ადგილიდან კვლავ ოთხეულში უნდა დააბრუნოს! ჯერ მხოლოდ 6 ტური იყო, არც ისე ბევრით ჩამოვრჩებით ჩემპიონატის ფავორიტებს და პრემიერ ლიგის მოპოვების შანსიც არ დაგვიკარგავს. თქვენ კიდევ ცხვირი ჩამოუშვით და ხელი ჩაიქნიეთ. როის თქვენზე მეტად არ სურს გუნდი უკეთ გამოიყურებოდეს?! გინებით ყველა მაგრები ვართ, მაგრამ ამით საქმეს რომ ვერ ვუშველით ისიც ვიცით! ასე რომ, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, მთავარი ბრძოლა წინაა და გვერდში უნდა დავუდგეთ გუნდს! მე პირადად იმედი მაქვს, რომ წელს ოთხეულშიც შევალთ და ევროპის ლიგაზეც მივაღწევთ წარმატებას! ნუ ვიქნებით კრიტიკულები, უბრალოდ დავაცადოთ… P.S შევეცადე სტატია რაც შეიძლება მოკლე და კონკრეტული ყოფილიყო, თუმცა როგორც ჩანს არც ერთი გამომივიდა, არც მეორე… YOU’LL NEVER WALK ALONE! View the full article
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/guardian1.jpg საიმონ თისდოლი ქაშმირიდან დაწყებული ქურთისტანამდე, დიდი ქვეყნების ჩაურევლობის პოლიტიკა იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს პრობლემური რეგიონები ვერ იღებენ დახმარებას დიპლომატიის ენაზე ტერმინი „გაყინული კონფლიქტები“ ძირითადად შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების გადაუწყვეტელ კონფლიქტებთან მიმართებაში გამოიყენება, მაგრამ პოსტ-იდეოლოგიურ, ანტი-ინტერვენციონისტულ ერაში, რომელიც ჯორჯ ბუშისა და ტონი ბლერის წასვლის და ახალი ისეთი დიდი შეუბრალებლად პრაგმატული და ანგარებიანი ქვეყნების აღმავლობით დაიწყო როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, უმართავი კონფლიქტები სომალიში, ქაშმირში, ქურთისტანში, ყირგიზეთში, ბირმასა და ტიბეტში, ასევე შეიძლება სამართლიანად მივაკუთვნოთ გაყინულ კონფლქიტებს. ბევრ შემთხვევაში თუ ყველგან არა, კონფლიქტების გადაწყვეტის გარე ძალისხმევა, არასაკმაოდ ძლიერია, ჩამქრალი, ჩაშლილი ან სულაც არ არსებობს. გავლენის ჯგუფების, ანალიტიკური ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართვები სულ უფრო ხშირად რჩება უყურადღებოდ. აშშ და მისი უმცროსი პარტნიორი ბრიტანეთი აღარ ცდილობენ მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიის აქტიურად გავრცელებას. ამის ნაცვლად ვაშინგტონმა ავტორიტარულ რუსეთთან „გადატვირთა“ ურთიერთობები, სცადა სტრატეგიული შეთანხმება კომუნისტურ ჩინეთთან, ჯერ კიდევ ქაოსით მოცულ ავღანეთსა და ერაყში თავისი დანაკარგების შემცირებისკენ გადადგა ნაბიჯი და აგრესიულად აიარაღებს ახლო-აღმოსავლეთის ავტოკრატებს. ის რასაც ჯორჯ ბუში „მოვლენათა ჭვრეტას“ უწოდებდა და რისი მაგალითიც იყო, მისი ძალისხმევა დაეწესებინა პოსტ-საბჭოთა, პოსტ-ცივი ომის „ახალი მსოფლიო წესრიგი“ ახლა თითქმის მთლიანად გაქრა. დღეს აქცენტი გადატანილია არა თვითგამორკვევასა და ადამიანის უფლებებზე, არამედ უფრო ვიწრო პრიორიტეტებზე – ვაჭრობაზე, ნავთობზე და უსაფრთხოებაზე. დიპლომატია თავის უმაღლეს გამოვლინებაში, ანუ როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიატორი მოდიდანაა გამოსული. მთავარ ტენდენციას მხოლოდ ის ძალისხმევა უპირისპირდება, რომელსაც ამერიკელები ისრაელისა და პალესტინის სამშვიდობო პროცესში ხელმძღვანელობენ და ობამა ამ სფეროშიც კი იძულებული გახდა ინტერვენცია იმით გაემართლებინა, რომ კონფლიქტი აშშ-ს ნაციონალურ ინტერესებს უქმნიდა საფრთხეს. გაერო-ს, ყველა დროის განტევების ვაცს, უმეტეს შემთხვევებში იმის გამო ადანაშაულებენ, რომ ვერ შესძლო ისეთი აღმაშფოთებელი პრობლემების გამკლავება, როგორიცაა შრი-ლანკასი ტამილებისადმი მომაკვდინებელი დამოკიდებულება და ჩინეთში ტიბეტელებისადმი, მაგრამ როგორც ყოველთვის, უპირველესად სწორედ მისი წევრი-ქვეყნები და განსაკუთრებით კი უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი, ვეტო-ს უფლებით შეიარაღებული წევრია პასუხისმგებელი კოლექტიურ ქმედებებზე და უფრო ხშირად უმოქმედობაზე. ასე მაგალითად, დიდმა ქვეყნებმა მიზანშეწონილობა პრინციპებზე მაღლა დააყენეს, როდესაც უსიტყვოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ არ მოსთხოვენ პასუხს სუდანის დამნაშავე პრეზიდენტს ომარ ალ-ბაშირს სამხედრო დანაშაულებათა გამო სულ ცოტა მანამდე მაინც, სანამ სამხრეთ-სუდანის გამოყოფის საკითხის მოგვარების კონტურები არ გამოიკვეთება. უკანა პლანზე ასევე გადაიდო დარფურის სამშვიდობო მოლაპარაკებებიც. მუჰამედ ფარუქ რეჰმანი, ჯამუსა და ქაშმირის თავისუფლების სახალხო ლიგის თავმჯდომარე და ოპოზიციური კოალიციის the All Parties Hurriyat Conference ყოფილი წევრი ასეთი უგულისყურო დამოკიდებულების სავალალო შედეგების თვალსაჩინო მოწმეა. ჟურნალისტმა, მწერალმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა, მან სხვადასხვა დროს ციხეში დაახლოებით ათი წელი გაატარა, პირველად კი ინდოეთის უშიშროების ძალების მიერ 1968 წელს იქნა დაპატიმრებული. ქაშმირელებს ინდური ჯარის გასვლა და თვითგამორკვევაზე პლებისციტის ჩატარება სურთ, რასაც მათ გაერო 1947 წლიდან დაწყებული მუდმივად ჰპირდება, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ მოლოდინში არიან. „თუ უდანაშაულოთა ხოცვა გაგრძელდება, ძალადობა უფრო იმატებს“ – განაცხადა ამ კვირას ლონდონში მყოფმა რეჰმანიმ, რომელიც დევნილობაში ისლამაბადში ცხოვრობს. გასული ზაფხულის შეტაკებებს, დარბევებს, კომენდანტის საათს ქვეყნის დედაქალაქსა და ყველგან მხოლოდ „ამბოხი“ შეიძლება ეწოდოს, რაც შეიძლება ისლამისტმა ჯიჰადისტებმა სათავისოდ გამოიყენონ, მაგრამ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან აშშ და ბრიტანეთი არ სურთ ინდოეთზე ზეწოლის განხორციელება, რომელმაც ახლად შეიძინა მნიშვნელოვნება – ამბობს ის. არ არსებობდა არც სამშვიდობო პროცესი, არც მშვიდობა და არც მისი პერსპექტივა. სამწუხაროდ ქაშმირის სავალალო მდგომარეობა გამონაკლისი როდია. თურქეთის ქურთთა მცდელობა უფრო დიდი ავტონომიის მოპოვებისა გასულ წელს გაჩერდა, რაც ანარეკლია უფრო დიდი პრობლემისა, რომლის პირისპირაც არაღიარებული ქურთული ეთნოსი დგას თურქეთში, ირანში, ერაყში და სირიაში, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას ქურთების საკითხის გადაწყვეტისადმი ნულოვანი ინტერესი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი უკვე წლებია ტერორიზმთან, მეკობრეობასთან და იმიგრაციასთან ბრძოლაზე ლაპარაკობს, სომალი საერთაშორისო დიპლომატიისთვის მიუწვდომელ სივრცედ რჩება, ასევეა მრავალტანჯული ზიმბაბვე, ტაილანდის ღატაკი მალაიზიური უმცირესობა, უიგურები ჩინეთში, რუსეთის კავკასიაში მცხოვრები მუსლიმები. იქაც კი, სადაც საერთაშორისო საზოგადოება პროცესებში ჩაერია, ძირითადად ყველაფერს რაც დღეს ხდება სულ უფრო მეტად ახასიათებს ხელმძღვანელობის დეფიციტი, ეგოისტური გათლა, პოზიციის არ ქონის მხდალი სურვილი. მიუხედავად ფრანგების შუამავლობით 2008 წელს დადებული შეთანხმებისა, რომლის თანახმადაც ჯარები უნდა გავიდეს, საქართველოს რეგიონები, სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის ოკუპაციაში რჩება. ბირმის კრიმინალურ გენერლები მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა თავისას განაგრძობენ და კოსოვოც კი, ლიბერალური ჰუმანიტარული ინტერვენციის დიდებული მოდელი, დღემდე ძალიან სუსტი და გახლეჩილია საიმისოდ, რომ საკუთარი ძალების იმედად იცხოვროს და ეს ყველაფერი „გათავისუფლებიდან“ 10 წლის შემდეგ ხდება. შესაძლოა ცალკეული ქვეყნების და კოლექტივების ეს აშკარა დიპლომატიური ცვლილება, მაგალითად ევროკავშირის სურვილი არ ჩაერიოს ახალ საერთაშორისო გართულებებში, არსებული წესებისა და სტანდარტების განმტკიცებისა, ბუშის წლების გადაჭარბებული იდეოლოგიზაციის შედეგია. შესაძლოა ეს დასავლეთის ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება – როდესაც ბიზნესისადმი რწმენა კლებულობს, დიპლომატიური და პოლიტიკური ნდობაც ეცემა, მაგრამ იქნებ ყველაზე მეტად ეს ახალი, შეზღუდული, ეგოისტური ეროვნული პოზიციის ბრალია, რაღაც იმგავრის, რაც უხიფათო წვეულებებს ახასიათებთ, ოღონდ კიდევ უფრო აშკარად გამოხატული. ასეთი ფილოსოფიის თანახმად, ქველმოქმედება ჯერ საკუთარ ოჯახს უნდა მოახმარო, სუსტებს ყოველთვის სცემენ და პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მიხედო. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ეს ყველაფერი ძალიან ვიწრო ხედვაზე მიუთითებს და ამავე დროს სახიფათოა. ორიგინალი ორიგინალი
  5. ყოფილი სახალხო დამცველი და „ალიანსი საქართველოსთვის“ ყოფილი თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი ირაკლი ოქრუაშვილთან, ძმებ გაჩეჩილაძეებთან და ეროსი კიწმარიშვილთან… ლინკი მედიანიუსზე
  6. მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის” სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფის მიერ 29 სექტემბერს ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  7. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დამდეგ კვირას თურქეთს ესტუმრება. როგორც „მედიანიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერის ოფიციალური ვიზიტი… ლინკი მედიანიუსზე
  8. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ნიკოლაი მაკაროვის განცხადებით, რუსეთი ნატოში შესასვლელად მზად არ არის. “ჩვენ არ… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...