planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/photo15-150x150.jpgსაპარლამენტო ოპოზიცია და ადვოკატთა ნაწილი სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კდოექსს იწუნებს. ავტორების მიერ რევოლუციურად შეფასებული სისხლის სამართლის ახალი კანონმდებლობა 1 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს. ოპოზიციის, ასევე იურისტთა ნაწილის შეფასებით კი, კოდექსი არა რევოლუცირი, არამედ ინკვიზიციურია. ხოლო თითოეული ცვლილების უკან კონკრეტული კლანის ინტერესები იკვეთება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlamenti12.jpg itvს ლინკი
-
,,სახალხო წარმომადგენლობითი კრების’’ მხარდამჭერეთა შეკრებაზე ფილარმონიაში სამი პოლიტიკური პარტია მივიდა– ბურჯანაძის პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო’’, ,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის’’ და ,,თეთრები”, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შეკრებაზე სიტყვით არ გამოსულა. გოგი ქავთარაძის თქმით, თავდაპირველად კრებას პარტიები– ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო’’, ,,ეროვნული ფორუმი’’, ,,დაიცავი საქართველო’’ – შეუერთდნენ, თუმცა პარტიებმა ,,ფორუმი’’ და ,,დაიცავი საქართველო’’ შემდგომში თავი შეიკავეს აქტიური თანადგომისაგან. ქავთარაძის განმარტებით, პროცესში თავიდანვე აქტიურად ნინო ბურჯანაძის პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა’’ ჩაერთო. ,,ლეიბორისტებმა’’ კი სოლიდარობა კრებას წერილით გამოუცხადეს, რომელიც ქავთარაძემ ფილარმონიაში წაიკითხა. ნინო ბურჯანაძემ საკუთრი მოსაზრება ჟურნალისტებთან შეკრების დასრულების შემდეგ გამოთქვა: ,,დღეს არც ერთი პოლიტიკური გამოსვლა არ ყოფილა, ჩვენ მოვისმინეთ რიგითი ქართველების გულისტკივილი ყველა მიმართულებით, როგორი პრობლემებია ქვეყანაში და რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდება. მე მწამს, რომ ყველა ის ადამინი, ვისაც აწუხებს ის პრობლემები, რაც აქ დაისვა, ვისაც უნდა, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს თავისუფალი, ღირსეული, ერთიანი და მართლა დამოუკიდებელი, აუცილებლად დადგება საკუთარი ხალხის გვერდით. ჩვენი სამშობლოს გვერდით უნდა დადგეს ყველა პარტია, ვისთვისაც ეს პრონციპი არის ამოსავალი და ჩვენ ყველამ უნდა გავაერთინოთ ჩვენი ძალისხმევა, რომ მივაღწიოთ იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის გადარჩენა ჰქვია. მე ვიცი, რომ ამას მივაღწევთ, იმიტომ, რომ ძალა ხალხშია’’. კრებაზე ,,სახალხო წარმომადგენლობითი კრების’’ დეკლარაცია მსახიობმა გია ბურჯანაძემ წაიკითხა. დეკლარაციაში წერია, რომ სახალხო კრება იქნება საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანო. წარმომადგენლობითი კრების მიზანია, ხალხის ნების შემთხვევაში,სააკაშვილის რეჟიმის დამღუპველ ქმედებათა აღსაკვეთად, მოახდინოს საზოგადოების ძალისხმევის ლეგიტიმაცია. ,,სახალხო წარმომადგენლობითი კრება გამოიყენებს სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ქმედით ფორმას, რომელიც საქართველოსა და ქართველი ერის ინტერესებს მოემსახურება და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში ვადამდელი დემოკრატიული და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიაღწევს. ამ მიზნით, აუცილებელია არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება, არამედ პრეზიდენტის გადადგომა და არსებული რეჟიმის დემონტაჟი’’. ,,სახალხო წარმომადგენლობითი კრება’’ ფიქრობს, რომ აუცილებელია სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზირება, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მედიისა და ბიზნესის განთავისუფლება რეჟიმის ზეწოლისაგან, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა. ფილარმონიაში ორი ვიდეო უჩვენეს. პირველი ვიდეო, როგორც ქავთარაძემ თქვა, 2008 წლის აგვისტოს ომის საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი კადრებითაა აწყობილი. ხოლო მეორე ვიდეოში ზაზა კორინთელის სიმღერაზე ,,გამარჯობა აფხაზეთო შენი’’ გადაღებული ვიდეორგოლია გადამონტაჟებული. ვიდეორგოლში, ქართველი მომღერლების კადრების მაგივრად, დევნილთა გამოსვლების, გამოსახლების, საპროტესტო აქციების კადრებია ჩასმული. ორივე ვიდეოს შეკრებილი საზოგადოება სტვენით, შეძახილებითა და, ზოგ შემთხვევაში, სიცილით შეხვდა. რა თაინხა დაიხარჯა დღევანდელი შეკრებისათვის, ამის გამხელა ,,სახალხო წარმომადგენლობითი კრების’’ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ნონა გაფრინდაშვილმა არ ისურვა, მაგრამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არსებობს კრების ფონდი, რომელშიც თანხა ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიტანოს. ,,ჯერჯერობით ჩვენ ძალიან მწირი ფინანსები გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ რაღაც გარკვეული შემოწირულობები იქნება. თუ ცოტა უფრო მეტსაც ვინმე მოგვცემს, მათ სახელს არ დავასახელებთ. ბიზნესი ისედაც ტერორის ქვეშ არის. ფინანსური დახმარება, რა თქმა უნდა, გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ჩუმად მაინცგამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რაღაცას გაიღებენ. სახელებს არ დავასახელებთ, მაგრამ ამისათვის იარსებებს ფონდი’’, - ამბობს გაფრინდაშვილი. შეკრებაზე ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი იყო მიწვეული, თუმცა მათი უმრავლესობა არ მივიდა. მიუხედავად ამისა, გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეუერთდნენ ,,სახალხო წარმომადგენლობით კრებას’’. ,,პოლიტიკოსობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გიყვარდეს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა მომავალი თაობებისათვის. თუ ჩვენ არ გავუშვით ეს ხელისუფლება, საქართველოსგანაღარაფერი დარჩება. ამას ხომ უზარმაზარი ენერგია, ადამიანური რესურსი სჭირდება. ამიტომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც მართლა გააჩნიათ სურვილი ამ ხელისუფლების მოცილებისა, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ’’ ,,სახალხო წარმომადგენლობითი კრების’’ მხარდამჭერები, როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა გოგი ქავთარაძემ განაცხადა, რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. მხარდამჭერები როგორც ფილარმონიის საკონცერტო დარმაზში, ასევე დარბაზის ჰოლში ისხდნენ. კრების მომავალი მოწვევა 2010 წლის 25 ნოემბერსაა დაგემილი. მანამდე კი საქართველოს რეგიონებში ჩამოყალიბდება საინიციატივო კომიტეტები.პროცესში ჩართვის მიზნით, გაიმართება პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები, მოხდება კრების მომხრეთა მობილიზაციის, რეგისტრაციის ხელშეწყობა. 14 ოქტომბერს რეგიონალური შეკრება ბათუმში ჩატარდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8064 ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური… ლინკი მედიანიუსზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/6312068c516f3e2-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები იპოვეს ქალაქ გალში მცხოვრები ჯღარკავა კობა და სოფელ წარჩეში მცხოვრები დადახავა ირაკლი. აღნიშნული პირები იძულებით იყვნენ გაწვეულნი მარიონეტული რეჟიმის სავალდებულო სამხედრო სამსახურში და მათი გარდაცვალების მიზეზად დე-ფაქტო ხელისუფლება თვითმკვლელობას ასახელებს. გარდაცვლელების ნათესავები აღნიშნავენ, რომ მიცვალებულებს ძალადობის კვალი აღნიშნებათ. იხილეთ epn.ge
-
http://s45.radikal.ru/i110/1009/f6/c7ebe40ecdbc.jpg ინგლისის “ლივერპულმა” გადაწყვიტა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეიძინოს ფრანგული “ოსერის” გამთამაშებელი ვალტერ ბირსა. 24 წლის ფეხბურთელი ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და საკმაოდ წარმატებულადაც. ვალტერმა ასევე ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკაში. ფრანგებმა დაადასტურეს რომ “წითლების” სკაუტები მართლაც აკვირდებიან მათ ფეხბურთელს. მერსისაიდელები სლოვენიელის სანაცვლოდ 2 მილიონს გადაიხდიან იანვარში. ინფორმაციის წყარო: TalkSport.Co.Uk View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg საიმონ თისდალი როგორც არ უნდა სურდეს ვილიამ ჰეიგს ურთიერთობების „გადატვირთვა“, პუტინის და მედვედევის პირიობებში რუსეთი იმ ქვეყნად რჩება, სადაც შავ–ბნელი ამბები ხდება სამშაბათს, თანამდებობიდან გადააყენეს მოსკოვის შეუცვლელი მერი იური ლუჟკოვი. მისი მოხსნა დრამატული იყო, შექსპირის სტილში – ერთგვარი დადგმული პოლიტიკური მკვლელობა დაკავშირებული ხელუხლებელ პარტიულ ბოსთან, რომელიც ერთ–ერთი უცხოელი ჟურნალისტის თქმით, დედაქალაქს „მონღოლი ხანივით“ მართავდა. რუსებს ამან საბჭოთა პერიოდის გადატრიალებები და წმენდები მოაგონა, უცხოელებს კი ის, რომ რუსეთი ნორმალური ქვეყანა არ არის. კარგი იქნება, თუ ეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგს არ დაავიწყდება, რომელიც დღეს ობამას ადმინისტრაციის ნაკვალევზე სიარულს და რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვას“ გეგმავს. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ მოდერნიზაციაზე, რეფორმებზე და კორუფციასთან ბრძოლაზე, ე.წ. „მმართველი ტანდემის“ ანუ პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის სამემკვიდრეო მამული იდუმალებით მოცულ ქვეყნად რჩება – დაბურული ტყეებით, ფარული დინებებითა და შავ–ბნელი საქმეებით. თუკი ლუჟკოვის პირად მტერ მედვედევს ერთგვარი მოსკოვიის მაკბეტის როლში გამოსვლა სურდა, მან ტყუილად დაკარგა დრო. „თუკი ეს მოსახდენია… მაშინ ის სწრაფად უნდა მოხდეს!“, – ასე ფიქრობდა მეფის მკვლელი. მედვედევი კი არ ჩქარობდა და არაფერს აკეთებდა, როდესაც ლუჟკოვმა პირველად დააყენა მისი ხელისუფლება ეჭქვეშ. როგორც ამბობენ, მერი მან მხოლოდ მას შემდეგ გადააყენა, რაც ამაზე პუტინის თანხმობა მიიღო. ლუჟკოვის ადგილზე საკუთარი კაცის დანიშვნაც ვერ შეძლო. ისიც რომ ვივარაუდოდ, თითქოს საოცრად მდიდარი და კორუმპირებული ლუჟკოვი ჩუმად წავა, მომხდარი მაინც მიაყენებს დარტყმას შედარებით ლიბერალურ მედვედევს, რომელთან ურთიერთობასაც დასავლური მთავრობები უპირატესობას ანიჭებენ. „ეს პირველი ფარტომასშტაბიანი კრიზისია, რომელსაც პუტინის მიერ შექმნილი სახელისუფლებო სისტემა შეეჯახა, რადგან რუსეთის მმართველ პარტიაში განხეთქილებას შესაძლოა ქვეყნის ელიტის ფრაქციებად დანაწევრება მოჰყვეს“, – წერს Der Spiegel. „ლუჟკოვის დაცემა, საფრთხეა მთელი რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურისთვის“, – წერს Moscow Times–ში ალექსი ბაიერი. „ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსული კორუფცია მაღალჩინონებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს Forbes–ის სიის მილიარდერებად აყალიბებდა“. პოლიტიკური სისტემა ოფიციალურად სანქცირებულ კორუფციაზე იყო გათვლილი, და თუკი „კორუფციულ ჯაჭვს ისეთი მსხვილი და მნიშვნელოვანი რგოლი გამოეცლება როგორიც მოსკოვია, შეიძლება მთელი სახელმწიფო სტრუქტურა დაიმსხვრეს“, – მიაჩნია მას. ჰეიგის მხიარულ განცხადებაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი რუსეთის უარყოფით მმართველობაზე. ის არაფერს ამბობს, ასევე არც რუსეთის ადმინისტრაციის შეუწყნარებელ ავტორიტარიზმზე, სახელმწიფო სექტორის ოლიგარქებს და რეფორმატორებს შორის დაპირისპირებაზე, განსხვავებული აზრის დევნაზე. ამის ნაცვლად, ის კონცენტრირებლია ორ მიმართულებაზე: ბრიტანეთის და რუსეთის თანამშრომლობაზე საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში და ორმხრივი ეკონომიკური და საქმიანი კავშირების განმტკიცებაზე. ეს უკანასკნელი პრინციპში კამერონის და ჰეიგის საყვარელი თემაა. მინისტრი არაფერს ამბობს ადამიანის უფლებების დარღვევებზე, პოლიტიკური პლიურალიზმის დეფიციტზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და არათავისუფალ რუსულ სასამართლოზე. კრიტიკოსთა აზრით, ასეთ შეზღუდულ საფუძველზე გადატვირთვა არ იმუშავებს, ყოველ შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში. გასულ კვირას, Washington Post–ში გამოქვეყნებულ წერილში, დევიდ კრამერმა (ბუშის ადმინისტრაციაში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში) ობამას ადმინისტრაცია იმაში დაადანაშაულა, რომ მან არ დაგმო „ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გაუარესებული სიტუაცია რუსეთში“ და განსაკუთრებით „საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის ფაქტები ამ ზაფხულში“. თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ გაუმჯობესებულ ურთიერთობებს ხელშესახები შედეგები მოჰყვა, კერძოდ უარი ირანისთვის რუსული რაკეტების მიწოდებაზე, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ავღანეთის და პალესტინა–ისრაელის საკითხებზე, ასევე ახალი შეთანხმება თავდასხმით სტრატეგიულ შეიარაღებაზე. როგორც ჩანს, ჰეიგი, გორდონ ბრაუნისგან განსხვავებით, მზადაა უარი თქვას რუსეთის მთავრობის საშინაო პოლიტიკის ღია კრიტიკაზე – ეკონომიკური და საინვესტიციო სარგებლის სანაცვლოდ. ჰეიგის მიდგომა ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ისეთ პრობლემებზეც აღარ ამოვიღებთ ხმას, როგორიცაა ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლა და არ შევიმჩნევთ ათობით რუსი უფლებადამცველის და ჟურნალისტის მკვლელობას. არ არის გასაკვირი, რომ ჰეიგი ვაშინგტონს ბაძავს. „როგორც ჩანს სიმართლე რუსეთზე არ ითქმება მანამ, სანამ ობამას ადმინისტრაცია „გადატვირთვის“ პოლიტიკას თავის ერთ–ერთ საგარეოპოლიტიკურ წარმატებას უწოდებს“, – მიაჩნია კრამერს, „კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან ადამიანის უფლებების დაცვის სფერო რუსულ–ამერიკულ ურთიერთობებს დაუკავშირონ. მსგავსი მიდგომა რუსებისთვის იმის სიგნალია, რომ მათ მშვიდად შეუძლიათ თავები დაუხეთქონ დემონსრტანტებს, როგორც ეს ახლახანს პუტინმა აღნიშნა“. კრამერს და მის თანამოაზრეებს მიაჩნიათ, რომ „მზარდი უფსკრული ღირებულებებს შორის“, თუკი მას დღეს ყურადღებას არ მიაქცევ, საბოლოო ჯამში თანამშრომლობის ნებისმიერი მცდელობის კრახის მიზეზი გახდება. ჰეიგმა პირობა დადო, რომ ის „პირდაპირ და ღიად“ ისაუბრებს იმ „სერიოზულ საკითხებზე, რომლებზეც უთანხმოება არსებობს“. თუმცა, როგორც ლუჟკოვის შემთხვევა ცხადყოფს, წესიერი თამაში მოსკოვს არ შეუძლია. როგორც ჩანს, კრემლის „ხელისუფლებამ“ ჰეიგი ამოიცნო. ისინი მასთან შესახვედრად მზად არიან. და თუკი ის სიფრთხილეს არ გამოიჩენს, მოტყუვდება ისიც და ბრიტანეთიც. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/161-150x150.jpgჰოლივუდელი რეჟისორის რენე ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია მომავალი წლის მარტში შედგება. ამ ინფორმაციას კინემატოგრაფიულ ვებ-საიტ „აი ემ დი ბი”-ზე ვკითხულობთ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/pilmi.jpg itvს ლინკი
-
შსს ინფორმაციით, დღეს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს" ატარებენ სოფლებში – ქვემო და ზემო ნიქოზში, დიცში, არბოსა და ქორდში. შსს-ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ნათქვამია, რომ სოფელ ქვემო ნიქოზში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 25 ჰა მიწა მიიტაცეს: ”სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის (ბერუაშვილების) კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი”,- აღნიშნულია ვებ–გვერდზე. საუბარია ასევე სოფელ არბოზე, სადაც რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების 5 ჰექტარი, ხოლო სოფელ ქორდში კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - ნახევარი ჰექტარი. შსს ინფორმაციით, უკანონო დემარკაცია ზემო ნიქოზშიც მიმდინარეობს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „ნეტგაზეთი“ ტელეფონით დაუკავშირდა სოფელ ნიქოზისა და დიცის რწმუნებულებს – გიორგი დევიძესა და ზურა ბოლაშვილს. „სარწყავი არხები დაიკავეს, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს“ – ამბობს ზურა ბოლაშვილი. Zurabolashvili by netgazeti.ge-1„მეც ახლა გავიგე რადიოდან ეს ინფორმაცია, ჩემთვის პირადად იქ ასვლა სახიფათოა... ახალგაზრდებს დაგვიჭერენ, ადმინისტრაციული საზღვარი დაარღვიეთო და მე არ ვიცი, სად არის იქ ადმინისტრაციული საზღვარი“ – ამბობს გიორგი დევიძე. სრული ინფო(netgazeti.ge)