Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/rachsa1-150x150.jpgპარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია შიდა ქართლში ოკუპანტების მიერ საზღვრების გადმოწვას მცოცავ ანექსიას უწოდებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/davitaia1.jpg itvს ლინკი
  2. http://i077.radikal.ru/1009/0d/55bcc1c3751c.jpg როი ჰოჯსონმა გადაწყვიტა გადმოიბიროს საფრანგეთის U21 ნაკრების წევრი დიმიტრი პაიე იანვარში – იუწყება ინგლისური გამომცემლობა – Metro. პაიე ძალიან კარგად გამოდის “სანტ-ეტიენის” რიგებში. მას უკვე 7 გოლი აქვს გატანილი მიმდინარე სეზონში და საფრანგეთის პირველი ლიგის ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზეა. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა ის 9 და 12 ოქტომბერს გასამართ შეხვედრებში მიიწვია. როი ჰოჯსონი ფეხბურთელის სანაცვლოდ £7 გადაიხდის. 23 წლის ფეხბურთელს შანსი ჰქონდა უფრო ადრე გადაბარგებულიყო ინგლისში, კეროდ კი “ასტონ ვილაში”, მაგრამ განაცხადა რომ თუ ინგლისში წავა სათამაშოდ, ეს კლუბი აუცილებლად “ლივერპული” იქნება. View the full article
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg რობერტ კოლსონი ყირგიზეთი თავის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებს უახლოვდება – ის 10 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფელიქს კულოვის პარტიამ, Ar-Namys-მა გადამწყვეტი მხარდაჭერა მიიღო რუსეთის მმართველი პარტიისაგან – ”ერთიანი რუსეთისაგან”. Ar-Namys-მა 22 სექტემბერს ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ”ერთიან რუსეთთან”, კოლოსთან, რომელიც აკონტროლებს მთელი რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების შტოებს და რომელსაც რუსეთის ყველაზე ძლავემოსილი პოლიტიკოსი, ვლადიმერ პუტინი უდგას სათავეში. ასეთივე მოდელმა იმუშავა, როგორც ჩანს, უკრაინაში, სადაც პრო-დასავლელი პრეზიდენტი ამ წლის დასაწყისში პრო-რუსმა შეცვალა და ახლა ”ერთიანი რუსეთი” აქტიურად მუშაობს მეგობარ პარტიებთან მოლდოვეთში, უკრაინაში და საქართველოში, ქვეყნებთან, რომელთა პოლიტიკური ვექტორი ბოლო 18 თვეა, ჰაერშია გამოკიდებული. ”ერთიანი რუსეთის” პრეს-რელიზის თანახმად, ყირგიზეთის შეთანხმება შეიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ თანამშრომლობას, არამედ მოწოდებებს ”თანაბარუფლებიანი და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის დარგში რუსეთსა და ყირგიზეთს შორის, საწარმოო, საინვესტიციო და სამეცნიერო სფეროების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას”. თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელშიც პარტიულ საქმიანიობასა და სახელმწიფო პოლიტიკას შორის ზღვარი ძალიან ბუნდოვანია, ”ერთიანი რუსეთის” სახელით ხელი პარტიის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა და რუსეთის სახელმწიფო დუმას სპიკერმა, ბორის გრიზლოვმა მოაწერა. კავშირები, რომელიც ღრმავდება Ar-Namys- ის შეთანხმება ერთ-ერთი ბოლოა, იმათ შორის, რომელთაც ”ერთიანმა რუსეთმა” მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოაწერა ხელი. ცოტა ხნის წინ, სექტემბერში ”ერთიანმა რუსეთმა” მოლდოვეთის დემოკრატიულ პარტიასთან, რომელსაც სათავეში ყოფილი კომუნისტი მარიან ლუპუ უდგას სათავეში, ასეთსავე პაქტს მოაწერა ხელი. ლუპუმ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ”ერთიან რუსეთთან” დადებული ხელშეკრულება, იმ ”პრაგმატული” შეხედულების ნაწილია, რომელიც მის პარტიას აქვს რუსეთთან ურთიერთობებზე. ”ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობითი ურთიერთობა და არა კონფრონტაცია რუსეთთან. ეს არის გზავნილი იმ პოლიტიკური შეთანხმებისა, რომელსაც მოვაწერეთ ხელი. მეორე, მოლდოვეთს არ შეუძლია და ვერც გაუკეთებს იგნორირებას რუსეთის ფედერაციას. მესამე, თუ ჩვენ მოლდოვეთის მოქალაქეებისთვის კარგი გვინდა, პრაგმატულები და კონსტრუქციულები უნდა ვიყოთ”. მოლდოვეთში საპარლამენტო არჩევნები ნოემბერში უნდა ჩატარდეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოსკოვს ერთი რამის იმედი აქვს: ჩამოაშოროს ლუპუ პრო-დასავლურ, ოთხპარტიულ მმართველ კოალიციას. ”ერთიანმა რუსეთმა” ასევე მოაწერა ხელი შეთანხმებას მოლდოვეთის სეპარატისტული რესპუბლიკის დნესტრისპირეთის განახლების პარტიასთანაც. საქართველოში ”ერთიანი რუსეთი” მუშაობს ისეთ ოპოზიციურ პარტიასთან, როგორიცაა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტია ”სამართლიანი საქართველოსთვის”, რომელიც საკუთარ თავს ”კლასიკური მემარჯვენე ორიენტაციის ოპოზიციად” აღწერს. სერგეი მარკოვმა, რუსეთის დუმას დეპუტატმა და ”ერთიანი რუსეთის” ოფიციალური წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უთხრა, რომ საკვანძო საკითხი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გამოსწორებაა. ”ერთიანი რუსეთის” მთავარი მიზანი იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერაა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის უკეთეს ურთიერთობებს უჭერენ მხარს. ნოღაიდელი მათ შორისაა” – განაცხადა მარკოვმა. ”მაგრამ მხოლოდ მას როდი აქვს ასეთი პოზიცია. ზოგიერთი პარლამენტარი, თავად (საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ) სააკაშვილის პარტიიდან, პრივატულ საუბრებში აღიარებს მისი პოლიტიკის არანორმალურობას”. ერთიან რუსეთს თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს დადებული და უშუალო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მმართველ პარტიებს. 2005 წელს ერთიანმა რუსეთმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას უკრაინის რეგიონების პარტიასთან. ამ წლის დასაწყისში, რეგიონების პარტიის ხელმძღვანელი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი გახდა და ბევრად უფრო პრო-რუსული პოზიცია დაიკავა, ვიდრე მისმა წინამორბედმა. კონსტანტინე კოსაჩოვმა, რუსეთის სახელმწიფო დუმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ”ერთიანი რუსეთის” ინტერპარტიული და საერთაშორისო კავშირების კომისიის ხელმძღვანელმა, რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს განუცხადა, რომ იანუკოვიჩთან მუშაობა ”ადვილია”. ”ჩვენთვის უკრაინის ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც უკრაინის ინტერესებზე რეალისტურადაა ორიენტირებული, სავსებით მშვენიერია. (ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ) იუშჩენკო ამ ინტერესებს არასწორად ხსნიდა. იუშჩენკოს ეგონა, რომ ამ ინტერესებისათვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტის მიღება რუსეთისგან და ამის შემდეგ დასავლეთისკენ სწრაფი სვლა” – ამბობს კოსაჩოვი. ”ამიტომაა, რომ მასთან ურთიერთობისას ასე მძიმე პერიოდი გვქონდა. მაგრამ იანუკოვიჩთან ურთიერთობა ჩვენთვის ადვილია. მას მნიშვნელოვნად ზუსტად და ადეკვატურად ესმის უკრაინის ინტერესები”. ”ერთიანი რუსეთის” ყველაზე მთავარი ამოცანა, ამ ალიანსების შექმნისას, რეგიონში რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების წინ წაწევაა. ამიტომაა, რომ პარტია, რომელიც რუსეთში მემარჯვენე-ცენტრისტს უწოდებს საკუთარ თავს, კომფორტულად მუშაობს მემარცხენე ტენდენციების მქონე პარტიებთან მოლდოვეთსა და უკრაინაში; მემარჯვენე მიდრეკილებების მქონე პარტიასთან საქართველოში და გაურკვეველი იდეოლოგიის მქონე პარტიებთან ყირგიზეთში, სამხრეთ ოსეთში და დნესტრისპირეთში. ”პრაგმატული ხაზი” მთავარი ფაქტორი ”ერთიანი რუსეთისათვის” ამ ალიანსებში, პარტნიორი პარტიების ის მზაობაა, რომელსაც თავად მოსკოვთან ურთიერთობისას ”პრაგმატული” ხაზის გატარებად ასახელებს. პეტრე მამრაძე, ნოღაიდელის პარტიის ”სამართლიანი საქართველოსთვის” სპიკერმა ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელიც ტიპურია ”ერთიანი რუსეთის” პარტნიორებისთვის ”ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა რუსეთთან. რეალისტები ვართ და ვხედავთ, რომ ესაა რუსეთის მმართველი პარტია. ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამ უზარმაზარი ქვეყნის დიდი უმრავლეოსბა ვლადიმერ პუტინს უჭერს მხარს და ეს ის პარტიაა, რომელსაც პუტინი უდგას სათავეში. საქართველოსთვის ეს ფაქტია. ასეთია რეალობა. და თუ ჩვენ ამის იგნორირებას მოვახდენთ, ჩვენ გავქრებით” – ამბობს მამრაძე. ერთიანი რუსეთის მიერ ალიანსების შექმნის აგრსიული ძალისხმევა, როგორც ჩანს, მოსკოვის საგარეო პოლიტიკის განვითარების უფრო ფართო მოდელს მიესადაგება. საგარეო საქმეთა სამინისტროს სამუშაო ქაღალდებში, რომელთა შინაარსმაც გაჟონა ”ნიუსვიქის” რუსულ ვერსიაში ამ თვის დასაწყისში, ხაზგასმულია, რომ რუსეთი აღარ განიხილავს მსოფლიოს ”მტრისა” და ”მეგობრის” ტერმინებში, არამედ მხოლოდ მისი ”ინტერესების” პლატფორმიდან. ის მოუწოდებს მოსკოვს შექმნას მთელი წყება ოფიციალური და არაფორმალური ინსტრუმენტებისა, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის მოდერნიზების პროცესი საგარეო ორთიერთობების გამოყენებით წინ წაიწევს. დსთ-ს ქვეყნების სივრცეში, კონცეფცია ხაზს უსვამს ”რუსული ბიზნესკომპანიების აქტივობის მხარდაჭერას”. მასში დასმულია ამოცანა, რომლის მიხედვით ”უკრაინა აქტიურად უნდა მიიზიდონ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის” და ”ხელი უნდა შეუწყონ რუსული ბიზნესის აქტიურობის გაფართოებას ყირგიზეთში”. დოკუმენტი სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას დსთ-ში არ ასახელებს რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესთა ნუსხაში და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა იაროსლავში ჩატარებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო დემოკრტია ყირგიზეთისთვის ”კატასტროფა” იყო. ”ერთიანი რუსეთის” პოზიცია ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით რუსეთში იმას ნიშნავს, რომ პარტიებს, რომლებიც ”ერთიან რუსეთს” დაუკავშირდებიან, შეუძლიათ ელოდონ მნიშვნელოვან მატერიალურ დახმარებას საარჩევნო კამპანიაში. მაგალითად ნოღაიდელის პარტიას”სამართლიანი საქართველოსთვის” და ლუპუს ”დემოკრატიულ პარტიას, კაშკაშა, მულტიმედია ვებ-საიტები აქვთ. ალექსანდრე რონდელი საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოსკოვი ”ახლა უფრო ხშირად არა სახელმწიფო არხების გამოყენებით მოქმედებს, არამედ პარტიის, ”ერთიანი რუსეთის” მეშვეობით, რომელიც ძნელად თუ შეიძლება პოლიტიკურ პარტიად მივიჩნიოთ”. ”მაგრამ თუ თქვენ საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაზე შიგნიდან ცდილობთ ზეგავლენის მოხდენას და დღევანდელი მთავრობის წინააღმდეგ პრო-რუსული ოპოზიციის შექმნას აპირებთ, უნდა იცოდეთ, რომ ფინანსების გარეშე ეს ვერ იმუშავებს” – განაცხადა რონდელმა. ორიგინალი ორიგინალი
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/newsweek.jpg ჯოენ კოტკინი ტომობრივი კავშირები – რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური – საზღვრებზე მნიშვნელოვანი ხდება საუკუნეების განმავლობაში ჩვენ რუკებს იმისთვის ვიყენებდით, რომ პოლიტიკის მიერ განსაზღვრული საზღვრები დაგვედგინა. მაგრამ დადგა დრო, რომ უარი ვთქვათ ბევრ იმ შეხედულებაზე, რაც ჩვენ კაცობრიობის თვითორგანიზების შესახებ გაგვაჩნია. მთელ მსოფლიოში გვაროვნულ–ტომობრივი კავშირების აღირძინებას უფრო რთული გლობალური ალიანსების ჩამოყალიბება მოსდევს. იქ სადაც საზღვრებს ოდესღაც დიპლომატია განსაზღვრავდა, დღეს კაცობრიობას ახალ დინამიურად განვითარებად ჯგუფებად ყოფს ისტორია, რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილება და კულტურა. „მწვანეთა“ მოძრაობის, სოციალისტების, ასევე საბაზრო კაპიტალიზმის საერთო კონცეფციები შეიძლება კოსმოპოლიტური ელიტის შთაგონების წყარო იყოს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ასეთი მოტივაცია არასაკმარისია. როგორც ეს ერთხელ დიდმა არაბმა ისტორიკოსმა იბნ ჰალდუნმა აღნიშნა, „უდაბნოში გადარჩენა მხოლოდ ჯგუფური განცდით გაერთიანებულ ტომებს შეუძლიათ“. გვაროვნულ–ტომობრივი კავშირები სამყაროსავით ძველია, თუმცა პოლიტიკური ძვრები და გლობალიზაცია მათ გავლენას აძლიერებს. მსოფლიოს ახალი კონტურები ცივი ომის დასრულებასთან ერთად გამოიკვეთა. იმ რუკებმა, სადაც ცალკეული ბლოკები იყო აღნიშნული, რომლებიც ან შეერთებული შტატების ან საბჭოთა კავშირისკენ მიილტვოდნენ, უცბად აქტუალობა დაკარგა. ბოლო წლებში ისეთი ცნება, როგორიც ერთიანი მესამე სამყარო იყო, ჩინეთის და ინდოეთის გაძლიერებამ შეცვალა. ხოლო ახალი კონცეფციები, მაგალითად „ბრიკი“ (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი) უარყოფილია იმით, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებს ძალიან განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვს. ამ ახალი სამყაროს საზღვრები არასტაბილური იქნება და დროდადრო შეიცვლება. ზოგიერთი ქვეყანა რთულია ერთ ან მეორე კატეგორიას მიაკუთვნო – მაგალითად ძალიან თავისუბურია ისთი ადგილი, რომელსაც საფრანგეთი ჰქვია. ამიტომ ჩვენ მათ ცალკეულ კლასებად გამოვყოფთ. არსებობს ასევე აღორზინების ეპოქის დიდებული ქალაქ–სახელმწიფოები, როგორებიცაა ლონდონი და სინგაპური. მათ აერთიანებს არა გეოგრაფია, არამედ მსგავსებითა და სიახლოვით განსაზღვრული კავშირები. 1. ახალი განზა დანია, ფინეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი მე–13 საუკუნეში გაჩნდა ჩრდილოევროპული ქალაქების ალიანსი, რომელსაც განზას კავშირი უწოდეს და რომელსაც ისტორიკოსმა ფერნან ბროდელმა „ვაჭრობით ჩამოყალიბებული საერთო ცივილიზაცია“ დაარქვა. დღეს განზას ქვეყნებს, რომლის ჩამონათვალიც გაიზარდა, საერთო გერმანული კულტურული ფესვები აერთიანებს. მათ ახალი ნიშა იპოვეს, ყიდიან ძვირადღირებულ საქონელს განვითარებულ ქვეყნებში, ასევე რუსეთის, ჩინეთის და ინდოეთის სწრაფად განვითარებად ბაზრებზე. ეს ქვეყნები საერთო აღფრთოვანების საგანია მათი სოციალური დაცვის სისტემის გულუხვობის წყალობით და ბოლო წლებში ამ სახელმწიფოთა უმრავლესობამ საკუთარი ეკონომიკის ლიბერალიზაცია მოახდინა. მათ რიცხვში შედის ექვსი იმ რვა ქვეყნიდან, რომლებსაც Legatum–ის კეთილდღეობის ინდექსით წამყვანი პოზიციები უკავიათ. აქ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი შემნახველი ნორმებია (25% და მეტი), ასევე დასაქმების, განათლებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შთამბეჭდავი დონე. 2. საზღვრისპირა ქვეყნები ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკია, გაერთიანებული სამეფო ეს ქვეყნები ცილობენ საკუთარი ადგილი იპოვონ ახალ მსოფლიოში, რომელიც გვაროვნული ნიშნით იყოფა. ბევრი მათგანი, მათ შორის რუმინეთი, ბელგია, კულტურის თვალსაზრისით აბსოლუტურად აღრეულია. ისინი შესაძლოა სტაბილურები არ აღმოჩნდნენ: მაგალითად, ირლანდიამ გზა განვლო „კელტის ვეფხვიდან“ ფინანსურ ბანკროტამდე. წარსულში ამ სახელმწიფოებს ხშირად ძლიერი მეზობლები იპყრობდნენ. მომავალში მათ შეიძლება იბრძოლონ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ერთმანეთთან კონკურნციაში მყოფ გავლენის ზონებთან. 3. ზეთისხილის რესპუბლიკები ბულგარეთი, ხორვატია, საბერძნეთი, იტალია, კოსოვო, მაკედონია, მონტენეგრო, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი. ამ ქვეყნების სათავე ანტკურ საბერძნეთსა და რომშია. ეს ზეთისხილის და ღვინის მიწები თავიანთ ჩრდილოელ პარტნიორებს, ფაქტობრივად ყველა მაჩვენებლით ჩამორჩებიან: აქ სიღარიბის დონე თითქმის ორჯერ მაღალია, ხოლო დასაქმება 10–20%–ით დაბალი. თითქმის ყველა ზეთისხილის რესპუბლიკას (ამ სიის სათავეში არიან საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია) განზას ქვეყნებთან შედარებით ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი აქვთ. აქ შობადობის მაჩვენებელიც ერთ–ერთი ყველაზე დაბალია: მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მოსახლეობა ჰყავს იტალიას, რომელიც ამ მხრივ იაპონიის კონკურენტია. 4. ქალაქ–სახელმწიფოები ლონდონი – ის ფინანსების და მასობრივი საინფორმციო საშუალებების ცენტრია, თუმცა უკეთესია ლონდონს ეწოდოს პირველი კლასის ქალაქი მეორეხარისხოვან ქვეყანაში. პარიზი – მასზე საფრანგეთის მთლიანი მშპ–ს თითქმის მეოთხედი მოდის და აქ ამ აქვეყნის ბევრი გლობალური კომპანია მდებარებს. ის ლონდონივით მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა საკუთარი ბაზარი ამ ერთ–ერთ ყველაზე შესანიშნავ ქალაქს ყოველთვის ექნება. სინგაპური – მსოფლიოში, რომლის იერსაც სულ უფრო მეტად აყალიბებს აზია, ეს ქალაქი, რომელიც წყნარ ოკეანესა და ინდოეთის ოკეანეს შორის მდებარეობს, ალბათ პლანეტაზე საუკეთესოა. აქ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მსვილი პორტია, შემოსავლის და განათლების მაღალი დონე. სინგაპური ქალაქებს შორის უზარმაზარი წარმატების მაგალითია. თელ–ავივი – თუკი ნაციონალისტური და ღრმად რელიგიური ისრაელი საზღვრისპირა ტერიტორიაა, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ობიექტია, თელ–ავივი საერო ქალაქია სწრაფად განვითარებადი ეკონომიკით. ის მაღალტექნოლოგიური ისრაელის ექსპორტის დიდ ნაწილს უზრუნველყოფს; ერთ სულ მოსახლეზე აქ შემოსავალი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 50%–ით მაღალია; ამ ქალაქში ან მის შემოგარენში ცხრა ისრაელელი მილიარდერიდან ოთხი ცხოვრობს. 5. ჩრდილოამერიკული კავშირი კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები ეს ქვეყნები მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკის, დემოგრაფიის და კულტურის თვალსაზრისით, თანაც თითოეული მათგანი მეზობლის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს უზარმაზარი რეგიონი სერიოზულ ვარდნას განიცდის. მაგრამ ისინი ცდებიან, ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით. ჩრდილოეთ ამერიკაში ბევრი მსოფლიო დონის ქალაქია, მათი სიის სათავეშია ნიუ–ორკი. აქ მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკაა თავისი მაღალი ტექნოლოგიებით. აქ ყველაზე დიდი მოცულობის სასოფლოსამეურნეო წარმოებაა, ასევე ოთხჯერ მეტი წყალი მოდის ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე ევროპასა და აზიაში. 6. ლიბერალიზმის ქვეყნები ჩილი, კოლუმბია, კოსტა–რიკა, მექსიკა, პერუ ეს ქვეყნები – ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის და კაპიტალიზმის მედროშეები არიან. აქ ჯერ კიდევ დაბალია საოჯახო შემოსავლები, სიღარიბის მაჩვენებელი კი მაღალი, მაგრამ ისინი მთელი ძალით ცდილობენ ისეთი სწრაფად განვითარებადი ეკონომიკური სახელმწიფოების რიგში მოხვდნენ, როგორიც ჩინეთია. თუმცა, ზოგიერთი ამ ქვეყნისთვის წარმოუდგენელია აშშ–სთან განხეთქილების წარმოდგენა, რომელიც ტრადიციულად წამყვანი ეკონომიკური ძალაა ამ რეგიონში. პირველ რიგში ეს მექსიკას ეხება, რომელსაც შეეთებულ შტატებთან მჭიდრო გეოგრაფიული და ეთნიკური კავშირები აქვს. მაგრამ ამ ქვეყნების ეკონომიკური მომავალი გაურკვეველია. იქნებიან თუ არა ისინი ორიენტირებულები სახელმწიფოზე თუ ეკონომიკური ლიბერალიზმის პოლიტიკის გზას დაადგებიან? 7. ბოლივარიანული რესპუბლიკები არგენტინა, ბოლივია, კუბა, ეკვადორი, ნიკარაგუა, ვენესუელა ლათინური ამერიკის ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი ( ვენესუელას ლიდერით უგო ჩავესით სათავეში) დიქტატურას უბრუნდებიან და პერონიზმის მოდელს მისდევენ მისი ტრადიციულად უარყოფითი დამოკიდებულებით ამერიკისა და კაპიტალიზმის მიმართ. ჩავესის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები დიდწილად ღარიბები არიან; იქ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი 60%–ზე მაღალია, ვიდრე ბოლივიაში. ანტიამერიკული აზროვნების მქონე ეს ქვეყნები, რომლებსაც სასარგებლო წიაღისეულის და ენერგორესურსების დიდი მარაგები აქვთ, მიმზიდველ სამიზნეებს წარმოადგენენ ისეთი ზესახელმწიფოებისთვის, როგორიც ჩინეთი და რუსეთია, რომლებიც სწრაფად ძლიერდებიან. 8. ცალკე მდგომი ქვეყნები ბრაზილია სამხრეთ ამერიკის ყველაზე მსხვილი ეკონომიკური ზესახელმწიფო ბრაზილია, რეგიონის ბოლივარიანულ და ლიბერალურ ქვეყნებს შორის იმყოფება. საკუთარი რესურსების წყალობით, მათ შორის ნავთობის ზღვის საბადოებით, ასევე წარმოების მიღწევებით, ბრაზილია მეორე რანგის ზესახელმწიფოა (ჩრდილოეთ ამერიკის, დიდი ინდოეთის და შუა სამეფოს შემდეგ). მაგრამ მას უზარმაზარი სოციალური პრობლემები აქვს, განსაკუთრებით კრიმინალის და სიღატაკის მხრივ. ახლახანს ბრაზილია გათავისუფლდა ჩრდილოეთ ამერიკისგან და ახალი მოკავშირეები მოძებნა, რომელთა შორის წამყვანი ჩინეთი და ირანია. საფრანგეთი ეს ძველებურად მოწინავე და მაღალი კულტურის ქვეყანაა, რომელიც ანგლო–ამერიკული კულტურის ზეწოლასთან გამკლავებას და ევროკავშირის მნიშვნელობის შემცირებას ცდილობს. ის ზესახელმწიფო აღარ არის, მაგრამ გაცილებით მაღალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ვიდრე ზეთისხილის რესპუბლიკებს, თუმცა განზასავით ძლიერი არ არის. დიდი ინდოეთი ინდოეთი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა, მაგრამ ერთ ოჯახზე შემოსავალი იქ ძველებურად სამჯერ დაბალია, ვიდრე ჩინეთში. მისი 1,3 მილიარდიანი მოსახლეობის მინიმუმ მეოთხედი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო მის მზარდ მეგა–ქალაქებში, როგორებიცაა მუმბაი და კალკუტა, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ჯურღმულებია. მაგრამ ინდოეთი მტკიცედ ვითარდება ყველა მიმართულებით – საავტომობილო წარმოებით დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფისთ დასრულებული. იაპონია იაპონია მისი ფინანსური რესურსებითა და საინჟინრო გამჭრიახობით მსოფლიოს ზესახელმწიფდ რჩება. მაგრამ მსოფლიოში ეკონომიკის მოცულობის მხრივ მეორე ადგილიდან ის ჩინეთმა გადაწია. ნაწილობრივ იმიგრაციისადმი წინააღმდეგობის გამო, 2050 წლისთვის მისი მოსახლეობის 35%–ზე მეტი, 60 წელზე დიდი იქნება. იმავდროულად მის პოზიციებს ტექნოლოგიური უპირატესობის თვალსაზრისით საფრთხეს უქმნიან სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ონდოეთი და აშშ. სამხრეთ კორეა სამხრეთ კორეა ნამდვილი სამეცნიერო–ტექნიკური ზესახელმწიფო გახდა. 40 წლის წინ მისი შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე განას შემოსავლებს უტოლდებოდა, დღეს კი მასზე 15–ჯერ მეტია. საშუალო სტატისტიკური კორეული ოჯახის შემოსავალი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც იაპონიაში. ის შესანიშნავად გაუმკლავდა გლობალურ რეცესიას, თუმცა სამხრეთ კორეა ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რომ ის არ გადაყლაპოს სწრაფად განვითარებადმა ჩინეთმა. შვეიცარია სინამდვილეში ეს ქალაქ–სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიოსთან დაკავშირებულია საზღვაო გზებით, საფოსტო გადარიცხვებითა და ავიახაზებით. ეს ქვეყანა ყვავის, აქვს წყლის მდიდარი რესურსები, ასევე შესანიშნავი პირობები ბიზნესისთვის. 9. რუსეთის იმპერია სომხეთი, ბელორუსია, მოლდავეთი, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა რუსეთს გააჩნია კოლოსალური ბუნებრივი რესურსები, მნიშვნელოვანი სამეცნიერო–ტექნიკური პოტენციალი, ასევე ძლიერი არმია. ვიდრე ჩინეთი ძლიერდება, რუსეთი უკრაინაში, საქართველოსა და შუა აზიაში დამკვიდრებას ცდილობს. ძველი ცარისტული ვერსიის მსგავსად, რუსეთის ახალი იმპერია სლავური იდენტურობის ძლიერი კავშირების იმედზეა, რადგან 140 მილიონიან მოსახლეობაში დაახლოებით ოთხი–მეხუთედი რუსია. რუსეთში ერთი ოჯახის შემოსავალი დაახლოებით იტალიური ოჯახის შემოსავლის ნახევარია, გარდა ამისა რუსეთს მოსახლეობის სწრაფად დაბერების პრობლემა აქვს. 10. ველური აღმოსავლეთი ავღანეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი ჩვენი პლანეტის ეს ნაწილი საჯილდაო ქვაა კონკურენტი რეგიონებისთვის, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ ამერიკა. 11. ირანისტანი ბაჰრეინი, ღაზას სექტორი, ირანი, ერაყი, ლიბანი, სირია ირანი, რომელსაც აქვს ნავთობის მარაგები, განათლების საკმაოდ მაღალი დონე, ასევე ეკონომიკა, რომელიც მოცულობით თურქეთის ეკონომიკის დაახლოებით ნახევარია, თითქოს მზარდი ზესახელმწიფო უნდა იყოს. მაგრამ მისი გავლენის მოცულობას ზღუდავს ექსტრემისტული იდეოლოგია, რის გამოც ირანს კოფლიქტი აქვს არამხოლოდ დასავლურ ქვეყნებთან, არამედ დიდ არაბეთთანაც. ეკონომიკაში მეურნეობის დეფიციტის გამო, ეს ქვეყანა ფართო მოხმარების საქონლის, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის, პროდუქტის, ასევე ნავთობპროდუქტების იმპორტიორად იქცა. 12. დიდი არაბეთი ეგვიპტე, იორდანია, კუვეიტი, პალესტინის ტერიტორიები, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, იემენი. ნავთობის რესურსების გამო ეს რეგიონი მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ფინანსურ მოთამაშედ ყალიბდება. მაგრამ იქ უზარმაზარი უფსკრულია ერთი მხრივ სპარსეთის ყურის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბეთის გაეთიანებული საემიროები და მეორე მხრივ უფრო ღარიბ სახელმწიფოებს შორის. თუკი აბუ–დაბიში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობა დაახლოებით 40 000 დოლარია, იემენში ის ამ ციფრის მხოლოდ 5%–ია. სერიოზული კულტურული კავშირები (რელიგიური და რასობრივი) ამ რეგიონის ერთიანობას ამყარებს, თუმცა მისი დამოკიდებულება დანარჩენ მსოფლიოსთან საკმაოდ პრობლემურია. 13. ახალი ოსმალები თურქეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი თურქეთი დღეს ტომობრივ საწყისთან დაბრუნების სიმბოლოა, რადგან დღეს ის გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობს თავის აღმოსავლეთ ფრონტს, ვიდრე ევროპას. მართალია ევროკავშირთან ურთიერთობა კვლავ მისი ეკონომიკის საფუძველია, თუმცა დღეს თურქეთი ძირითად აქცენტს ახლო აღმოსავლეთში მის ყოფილ ოსმალურ მიწებზე და შუააზიელ ეთნიკურ ძმებზე აკეთებს. სწრაფად ვითარდება ასევე ვაჭრობა რუსეთთან და ჩინეთთან. 14. სამხრეთ აფრიკის იმპერია ბოცვანა, ლესოტო, ნამიბია, სამხრეთ აფრიკა, სვაზილენდი, ზიმბაბვე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეკონომიკა ყველაზე მსხვილი და დივერსიფიცირებულია აფრიკაში. იქ კარგი ინფრასტრუქტურაა, მინერალური რესურსების მდიდარი მარაგი, ნაყოფიერი მიწები, ასევე სერიოზული ინსდუსტრიული ბაზა. აფრიკული სტანდარტებით ეს ქვეყანა საკმაოდ შეძლებულია, რადგან აქ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 1000 დოლარია. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას მყარი კულტურული კავშირები აქვს ისეთ მეზობლებთან, როგორებიც არიან ბოცვანა, ლესოტო და ნამიბია, რომლებიც დიდწლად ქრისტიანული ქვეყნებია. 15. საჰარას სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები ანგოლა, კამერუნი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგო–კინშასა, ეთიოპია, განა, კენია, ლიბერია, მალავი, მალი, მოზამბიკი, ნიგერია, სენეგალი, სიერა–ლეონე, სუდანი, ტანზანია, ტოგო, უგანდა, ზამიბია დიდწილად ეს ქვეყნები წარსულში ან ბრიტანეთის ან საფრანგეთის კოლონიები იყვნენ. იქ მოსახლეობა იყოფა მუსულმანებად და ქრისიტიანებად, ინგლისურენოვან მოსახლეობად და ფრანკოფონებად, ასევე იგრძნობა კულტურული ერთიანობის დეფიციტი. სასარგებლო წიაღისეულის არსებობა სიღარიბის სასტიკ დონესთან ერთად, რომლის ზღვარს მიღმა ცხოვრობს მოსახლეობის 70–80%, ფაქტობრივად იმის გარანტიაა, რომ მდიდარი მოთამაშეები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი და ჩრდილოეთ ამერიკა, ამ რეგიონის ექსპულუატაციას შეეცდებიან. 16. მაგრიბის რკალი ალჟირი, ლიბია, მავრიტანია, მაროკო, ტუნისი ამ რეგიონში, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთის აფრიკულ სანაპიროს მოიცავს, მდიდარ ქვეყნებში, მაგალითად ლიბიასა და ტუნისში პროგრესის ნიშნებია, თუმცა აქ სიღარიბის დონეც მაღალია. 17. შუა სამეფო ჩინეთი, ჰონ–კონგი, ტაივანი შესაძლოა, ჩინეთმა ათ წელიწადში ვერც გაუსწროს შეერთებულ შტატებს მშპ–ს მოცულობით, როგორც ეს ახლახანს მსოფლიო სავალუტო ფონდმა იწინასწარმეტყეველა. მაგრამ ის უადაოდ ახალი მსოფლიო ზესახელმწიფოა. მისი ნაციონალური სოლიდარობა და ისტორიული უპირატესობის განცდა მართლაც გამორჩეულია. ჩინელები მოსახლეობის 90%–ს შეადგენენ. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაციონალურ–კულტურული ჯგუფია. ასეთი ნაციონალურ–კულტურული შეკრულობის გამო, როგორც ამას ბევრი უცხოური კომპანია აცნობიერებს, ამ უზარმაზარ ბაზარზე შეღწევა კიდევ უფრო რთულია. ჩინური მოთხოვნილებების ზრდას რესურსებზე, აფრიკაში, ბოლივარიანულ რესპუბლიკებსა და ველურ აღმოსავლეთში მისი ეკონომიკური ექსპანსიაც მიუთითებს. თუმცა ჩინეთს უამრავი პრობლემა აქვს. ესენია, უკიდურესად ავტორიტარული რეჟიმი, უფსკრულის გარღმავება მდიდრებს და ღარიბებს შორის, ასევე ეკოლოგიის გაუარესება. მისი მოსახლეობა სწრაფად ბერდება, რამაც უახლოესი 30 წლის განმავლობაში შეიძლება უზარმაზარი პრობლემები გამოიწვიოს. 18. კაუჩუკის სარტყელი კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, ფილიპინები, ტაილანდი, ვიეტნამი ამ სახელმწიფოებს მინერალების, მტკნარი წყლის, კაუჩუკის მდიდარი მარაგები აქვთ, აქ საკვები პროდუქტების დიდი მრავალფეროვნებაა. მაგრამ ისინი პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყნებია, რაც აქ სხვადასხვა დოზით ვლინდება. ყველა ეს სახელმწიფო ცდილობს ინსდუსტრიული ბაზის შექმნას და საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაციას. მალაიზიის გარდა, ერთი ოჯახის შემოსავალი იქ კვლავ საკმაოდ დაბალია, მაგრამ მათ აქვთ პოტენციალი გახდნენ შემდეგი რეგიონი სწრაფი განვითარების თვალსაზრისით. 19. იღბლიანი ქვეყნები ავსტრალია, ახალი ზელანდია ერთ ოჯახის შემოსავალი აქ დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა მათი ეკონომიკა ნაკლებად დივერსიფიცირებულია. იმიგრაციის და საერთო ანგლო–საქსონური მემკვიდრეობის წყალობით კულტურული თვალსაზრისით ისინი ჩრდილოეთ ამერიკასთან და ბრიტანეთთანაა დაკავშირებული. მაგრამ მათი გეოგრაფიული მდებარეობა და ნედლეულის ეკონომიკა იმაზე მიუთითებს, რომ მომავალში მათი წამყვანი სავაჭრო პარტნიორები შეიძლება ჩინეთი და ინდოეთი გახდნენ. ჯოელ კოტკინი – მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე; მუშაობს ჩეპმენის უნივერსიტეტში (კალიფორნია). ის ასევე ლონდონის კვლევითი ინსტიტუტის Legatum–ის მეცნიერ–თანამშრომელია. სტატიისთვის სამეცნიერო კვლევების მონაცემები მოწოდებულია Legatum–ის ინსტიტუტის მიერ. ორიგინალი ორიგინალი
  5. თბილისი.30.09.10.მედიანიუსი. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2010 წლის 30 მაისის არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში და რეკომენდაცია… ლინკი მედიანიუსზე
  6. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრები სოციალურად დაუცველი მოხუცების სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსებისათვის თანადაფინანსების წესის გაუქმებას ითხოვენ. როგორც თბილისის საკრებულოში… ლინკი მედიანიუსზე
  7. რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს, სერგეი ბაღაფშს აფხაზეთის გამაჯვების დღისადმი მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.… ლინკი მედიანიუსზე
  8. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის პრეზენტაციას, რომელიც დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მოეწყო, ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან ერთად,… ლინკი მედიანიუსზე
  9. სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ყირგიზეთის სასჯელაღსრულების სახელმწიფო სამსახურის დელეგაცია ეწვია. გამოცდილების მიღების მიზნით,… ლინკი მედიანიუსზე
  10. სამართალდამცველებმა ფინანსთა სამინისტროში გამოვლენილი დარღვევების გამო შპს „კონგარის“ დირექტორი ნუკრი კიღურაძე დააკავეს. როგორც „მედიანიუსს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის… ლინკი მედიანიუსზე
  11. ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების მტკიცებით, “სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეტრიც კი არ სჭირდება”.ბორის ჩოჩიევის განცხადებით, “საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქართული ტერიტორიების მიტაცების შესახებ სრული სიცრუეა და მსგავსი განცხადებები ე.წ. საოკუპაციო ძალების წინააღმდეგაა მიმართული”.ამ განცხადების შემდეგ ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ჩოჩიევს და კოკოითს მთელი მათი ოსურ–რუსული ამალით ბედნიერი მგზავრობა ვუსურვოთ კავკასიის ქედის ჩრდილოეთით, და რაც უფრო მალე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/teo2-150x150.jpg“ლეიბორისტული პარტია” ყველა სამხედრო პოლიტიკურ ბლოკს მოუწოდებს, შეწყვიტონ სააკაშვილის რეჟიმის გაძლიერება და საქართველოს გეოპოლიტიკური ვაჭრობის იარაღად გადაქცევის მცდელობები. კახა ძაგაინამ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ჩამოსვლის ფაქტიც შეაფასა. მისი თქმით, რასმუსენის ვიზიტი საქართველოს ვერაფერს სასიკეთოს ვერ http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/leiboristebi7.jpg itvს ლინკი
  13. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებამდე მასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე კონკრეტული საუბრისგან თავს… ლინკი მედიანიუსზე
  14. ე.წ. სამხრეთ ოსეთში საწარმო "გაზპრომი – სამხრეთ ოსეთი" იქმნება. ამის შესახებ სააგენტო "ოსინფორმი" იუწყება.საწარმოს შექმნისთვის საჭირო საწესდებო კაპიტალისთვის ცხინვალის რეჟიმი 3 მილიონ 750 ათას რუბლს გამოყოფს."საწარმოს შექმნის მიზანი სამხრეთ ოსეთში გაზის გატარების სანაცვლოდ რესპუბლიკის ბიუჯეტში მოგების მიღებაა. აღნიშნული შეთანხმება მთლიანობაში საწესდებო კაპიტალისთვის 30 მილიონ რუბლს ითვალისწინებს. გაზპრომის წილი 22 მილიონ 500 ათასი, ხოლო სამხრეთ ოსეთის მთავრობის – 7 მილიონ 4... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  15. დიდ ბრიტანეთში 34 წლის ქართველი ზურაბ რევაზიშვილი ონლაინქურდობისთვის დააკავეს, _ იუწყება „ბი-ბი-სი“. წყაროს ცნობით, რევაზიშვილთან ერთად… ლინკი მედიანიუსზე
  16. 4-5 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკოლოზ გილაურის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთში, კერძოდქ.სოფიაში მიემგზავრება ბიზნესმენთა დელეგაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის… ლინკი მედიანიუსზე
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/filmis-prezentacia-150x150.jpgლევან ანჯაფარიძის რეტროსპექტივის ფარგლებში, მისი 2003 წელს გადაღებული ფილმის, „არის ასეთი ქვეყანა” ჩვენება მოეწყო http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/pilm.jpg itvს ლინკი
  18. ფაბიო კაპელო სულაც არ გამორიცხავს, რომ 12 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში... იხილეთ fanebi.com
  19. რობერტო მანჩინი ამბობს, რომ "მანჩესტერ სიტი" ისეთი გუნდი... იხილეთ fanebi.com
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo23-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას მექსიკის შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი მეწყერის გამო. მეწყერის გამო მექსიკაში 12 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაკარგულად არის მიჩნეული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...