Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს რუსეთ-ირანის სამხედრო კონტრაქტი, რომელიც თეირანისთვის C-300 ტიპის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსების მიწოდებას ითვალისწინებდა, ოფიციალურად გაუქმდა.ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს “როსტეხნოლოგიის” ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა დაუდასტურა. მისი თქმით, გაეროსა და რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსულმა მხარემ კონტრაქტის ანულირება მოახდინა.ჩემეზოვის ცნობით, ამჟამად რუსული მხარე ამზადებს დოკუმენტებს, რომლებიც ირანისთვის ავანსის დაბრუნებას ითვალისწინებს.კონტრაქტის ღირებულებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი: დილა მშვიდობის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მეორე შემაჯამებელ შეხვედრაზე. განსაკუთრებით მინდა მივესალმო პრემიერ მინისტრ გილაურს და მის დელეგაციას. ჩვენს დელეგაციებს შეხვედრებით დატვირთული დღე ექნებათ. მაგრამ მანამდე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეხვედრას რამდენიმე შენიშვნით დაიწყებს. ქალბატონო კლინტონ, სიტყვა თქვენია აშშ სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი: დიდი მადლობა. მინდა მივესალმო პრემიერ მინისტრს და მის გამორჩეულ დელეგაციას აქ, მეორე ყოველწლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში. ჩემი,როგორც სახელმიწიფო მდივნის, ერთ-ერთი მიზანია, გავაღრმავო და გავაფართოვო ჩვენი ურთიერთობები და მოვძებნო საშუალებები, სტრატეგიული ურთიერთობის ფარგლებში. როდესაც ახლა ჩემს კოლეგებს ამ ოთახში ვუყურებ, კარგად ვიცი, რომ მე და პრემიერ მინისტრი სიტყვით გამოვალთ, თუმცა ყველაზე რთულ სამუშაოს შეასრულებენ ადამიანები ორივე დელეგაციიდან. მოხარული ვარ, რომ მომეცა შანსი, შევხვედროდი პრემიერ მინისტრს ივლისში ჩემი საქართველოში ვიზიტისას. მე ვნახე პრეზიდენტი სააკაშვილი ნიუ იურკში, სადაც ჩვენ გავაგრძელეთ დისკუსია. ჩვენი ადრინდელი საუბრები და დღევანდელი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას ადასტურებს. საქართველოს და აშშ ურთიერთობები დამყარებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. ქარტიამ, რომელსაც ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს 2009 წლის იანვარში, მოგვცა ერთგვარი ჩარჩო ჩვენი თანამშრომლობის განვითარებისთვის და დღეს მე მსურს დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა ერთად მუშაობის, საქართველოს თავდაცვის და დემოკრატიის გაუმჯობესებისთვის. აშშ არ გადათქვამს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს მხარდაჭერა არის ფუნდამენტური პრინციპი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისთვის და ეს არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტი. აშშ რჩება ერთგული რჩება საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილის მხარდაჭერაში, რაც აისახა ალიანსის გადაწყვეტილებით,ბუქარესტში და სტრასბურგში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას, რაც უკავშირდება ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს თავდაცვის რეფორმებს და თანამშრომლობას ნატოსთან. და ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას,გააუმჯობესოს თავდაცვის რეფორმა და თავდაცვისუნარიანობა, მათ შორის ნატოს მიზნებთან თავსებადობას და აისაფის პროგრამაში შეტანილ წვლილს, ავღანეთის ოპერაციაში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო თანამშრომლობს ნატოსთან. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის, ავღანეთში. შვიდასორმოცდაათი ქართველი ჯარისკაცი მსახურობს აისაფში და ისინი მსახურობენ ამერიკის საზღვაო ქვეითების მხარდამხარ ჰელმანდის პროვინციაში და კიდევ 200, ფრანგი ჯარისკაცების გვერდით. ისინი ეხმარებიან ავღანეთს, შექმნან უფრო უსაფრთხო, სტაბილური და ბედნიერი მომავალი და უზრუნველყოფენ ჩვენ საერთო უსაფრთხოებას, ტერორიზმისგან. ღრმად ვწუხვართ, გასულ კვირას ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო. მსურს გამოვხატო ჩემი მწუხარება და სოლიდარობა ქართველი ხალხის წინაშე. ეს ჩვენი საერთო დანაკარგია. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს,რომ დაასრულოს ოკუპაცია , გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და დაიცვას ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას აიღო. საქართველოს აქვს კონსტრუქციული მიდგომა,ჩვენი საერთო ძალისხმევა მიმართოს ამ გამოწვევებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიებისადმი და მზად ვართ განვახორციელოთ ქმედებები,რომელიც განამტკიცებს ამ მნიშვნელოვან მიზნებს. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, საქართველოს მომავლის გაუმჯობესებისთვის, როგორც დასავლური ოჯახის წევრის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობს ქართული დემოკრატიის განმტკიცებისთვის. თავისუფალი არჩევნები, ეფექტური ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არის გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტი და ლეგიტიმატორი ნებისმიერი მთავრობისთვის.ეს ეხება როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს. საქართველოში დემოკრატიის კუთხით დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკანაკსნელი 7 წლის მანძილზე. მაისში ჩატარებული არჩევნები, წარმოადგენს შესამჩნევ პროგრესს.მაგრამ მიუხედავად ამისა, უამრავი რამ არის გასაკეთებელი.მათ შორის პოლიტიკური კონკურენციის კუთხით და ანგარიშვალდებულების კუთხით, ეს ეხება ასევე მაისში ჩატარებული არჩევნებისას არსებული დარღვევების საფუძვლიან გამოძიებას. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში,რომელიც 2012 წელს არის დაგეგმილი და საპრეზიდენტო არჩევნები,2013 წელს, იქნება ასახვა საქართველოს დემოკრატიის. ეს იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის,არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მიღწევები,რომელიც საქართველომ განახორციელა კორუფციის წინააღმდეგ, უკვე არის მოდელი სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით,რომ თქვენთან ერთად ვიმუშავოთ ამ მიზნების მიღწევისთვის და გთავაზობთ,რომ გავაგრძელოთ მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დემოკრატიას. დღევანდელი საქართველოს წინაშე, მთავარი რეფორმა არის კონსტიტუციური რეფორმა. ის იძლევა საქართველოსთვის შესაძლებლობას, ააშენოთ ის,რისკენაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ისწრაფვით. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი სათანადოდ ცნობს ამ შესაძლებლობას, მას შემდეგ რაც დაასრულებს საკონსტიტუციო რეფორმის პაკეტის განხილვას. აშშ მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, საქართველოს დაბალანსებული მმართველობის გაძლიერებისთვის.და ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს,როგორც შეგვიძლია. კიდევ ერთხელ მადლობა პრემიერ მინისტრს აქ ყოფნის გამო. ნება მომეცით გავიმეორე,ის,რითიც დავიწყე. ჩვენ ამ პარტნიორობის ერთგულები ვართ და ვზრუნავთ საქართველოს უსაფრთხოებასა და დემოკრატიაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებას უკეთესი მომავლისკენ. და ჩვენ ვაფასებთ ურთიერთობის განმტკიცებას არა მხოლოდ მთავრობებს შორის, არამედ ადამიანებს შორის. და მხარს ვუჭერთ ცვლილებებს,რომელიც საქართველოში ხორციელდება. ჩვენის მხრივ ჩვენ შეგვძლია ჩვენ ხალხს ვაცნობოთ, მათ შორის ინვესტორებს, რომლებსაც წავაქეზებთ, რომ საქართველოს უფრო ახლოს გაეცნონ, ასევე სხვებს ჩვენ ქვეყანაში,რომლებიც ითხოვენ ისეთივე ცვლილებებს, როგორსაც საქართველო ახორციელებს, რადგან საქართველო მათთვის ერთგვარ ნიმუშად იქცა. დიდი მადლობა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გორდონი: დიდი მადლობა ქალბატონო,პრემიერ მინისტრო, სიტყვა თქვენია საქართველოს პრემიერ მინისტრი,ნიკოლოზ გილაური: უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ქალბატონო მდივანო, თქვენი სიტყვებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, და კომისიის ხელმძღვანელობა თქვენთან ერთად. უპირველეს ყოვლისა მინდა პერსონალურად მოგიხადოთ მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის ჩვენთვის რთულ პერიოდში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის საერთაშორისო არენაზე. ასევე, მე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და თქვენ იმ ფინანსური და ეკონომიური მხარდაჭერისათვის რომელსაც ახორცილებს აშშ საქართველოში. უნდა ითქვას რომ გასული ორი წელი ძალიან რთული იყო საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგრამ სიტუაცია აშკარად გაუმჯობესდა და როცა ჩვენ ვაანალიზებთ გაუმჯობესების მიზეზებს, ორი მთვავარი მიზეზი იკვეთება. პირველი ეს არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ასევე აშშ მთვარობის მხარდაჭერა.ფინანსური მხარდაჭერა, - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებაში რომელიც აძლევს საქართველოს დამატებით სტიმულს რომ გახდეს რეგიონის ლოჯისტიკური ცენტრი. მეორე ეს არის ის რეფორმები რომელიც გაატარა საქართველოს მთავრობამ გასული ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში. უნდა ითქვას, რომ ამ რეფორმების მეშვეობით საქართველო იქცა ერთგვარ მისაბაძ მაგალითად რეგიონში. რეგიონში,რომელიც ისევ პოსტსაბჭოურად აზროვნებს, რეგიონში სადაც კორუფცია ისევ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. საქართველო გახდა კორუფციასთან ბრძოლის, საბაზრო ეკონომიკის , და ამ ყველაფრის განხორციელებაში მისაბაძი მაგალითი. როგორც არ უნდა იყოს, ამის გასაკეთებლად ჩვენ დამატებითი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება . ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ და ჩვენ გვჭირდება თქვენი დამატებითი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ეკონომიკაში, განათლებაში, და ასევე უშიშროების საკითხებში. უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური მიმართულებით, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მომავალ წელს განხორციელდება დამატებითი პროგრამები ინფრასტრუქტურისა და განათლების დარგებში. ჩვენ ვსაუბრობთ იმ შესაძლებლობაზე, რომ დაარსდეს საქართველოში ამერიკული უნივესიტეტი, რომელიც იქნება განათლებისა და მეცნიერების ცენტრი რეგიონში, არა მხოლოდ საქართველოში. სხვათაშორის, უნდა გითხრათ, რომ სწორად ახლა ჩვენ ჩამოგვყავს ათასი ინგლისურის მასწავლებელი ამერიკიდან და კანადიდან რომლებიც ქართულ სოფლებში მოახდენენ დასავლური აზროვნების გაძლიერებას და რა თქმა უნდა ასწავლიან ინგლისურ ენას, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველო გახდა რეგიონში ენერგიის ცენტრი. ბევრი მილსადენი კვეთს საქართველოს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ჩვენ ვართ მთავარი ბირთვი გაზის ექსპორტის კასპიიდან თურქეთისაკენ , შესაბამისად ევროპისაკენ. ჩვენ ვართ ერთ-ერთი მთავარი ბირთვი ნავთობის ტრანზიტის კუთხით, და ასევე ჩვენ ვართ ქსელში ელექტროენერგიის ექსპორტის რუსეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის და მთელი მეზობელი ქვეყნებისთვის. დამატებითი პროექტები ინფრასტრუქტურის მიმართულებით შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო კერძო სექტორისთვის და ასევე იყოს სტრატეგიულად სასარგებლო ევროპისათვის. დასავლური სამყაროსათვის, როგორიც ნავთობის გადამამუშავებაა შავ-ზღვაზე, და ბუნებრივი გაზის ტრანზიტი და გაზსაცავი საქართველოს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, რომელსაც შეუძლია მოგვცეს და აუცილებლად მოგვცემს დამატებით ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროპისათვის და მთელი მსოფლიოსათვის. ეს ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს როგორც კერძო სექტორისათვის ასევე სახელმწიფოთაშორისო პროექტებში. კიდევ ერთი სფერო რომელიც უნდა ვახსენო არის უთუოდ უსაფრთხოება და თავდაცვა, და საქართველო და აშშ არიან ძალიან კარგი მოკავშირეები, და ავღანეთი არის ძალიან კარგი მაგალითი ამისა. სამწუხაროდ ჩვენ გვქონდა პირველი წარუმატებლობები რამდენიმე დღის წინ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გულთბილი სიტყვებისთვის ამ საკითხთან მიმართებაში. NATO არის სხვა საკითხი და ყველამ იცის იმ მისწრაფებების შესახებ რომელიც საქართველოს გააჩნია ამ მიმართულებით, და დიდი მადლობა ამ მისწრაფების მხარდაჭერისათვის. შემდეგი სამიტი ლისაბონში გაიმართება და ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი გაძლიერებული მხარდაჭერისა იქაც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოს სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ის, რაც განავითარა საქართველოს მთავრობამ და გახდა ცნობილი ყველასათვის საერთაშორისო მასშტაბით, და ის რასაც ყველამ მხარი დაუჭირა. ჩვენ ვაპირებთ მივყვეთ ამ ნაბიჯებს. საქართველო თავდადებულად ქმნის საზოგადოებას- თავისუფალ საზოგადოებას, რომელიც დამყარებულია დემოკრატიულ ფასეულობებზე. ჩვენ ამ მიმართულებით უამრავ რეფორმას ვატარებთ. საუკეთესო მაგალითია ურთიერთანამშრომლობა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება, რომელიც ზუსტად ახლა ინერგება. ფაქტობრივად, რაზეც ვლაპარაკობთ დაინერგება ამ წლის შემოდგომაზე და ჩვენ ვფიქრობთ ეს უმნიშვნელოვანესი ბიძგი იქნება მომავალში საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებისთვის. ეს სინამდვილეში გაკეთებული იქნა ამ კომისიათან თანამშრომლობით, და მისი მეშვეობით, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი და ჩვენ ვფიქრობთ ეს კომისია არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. მე ვიმედოვნებ და ვფიქრობ რომ ამ გუნდს რომელიც მომავალში იმუშავებს ექნება ნაყოფიერი დისკუსიები. და იმედი მაქვს კიდევ უფრო პოზიტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული საქართველოსა და აშშ –ს ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ქალბატონო მდივანო სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. საქართველოში აშშ-ს ელჩის, ჯონ ბასის თქმით, აშშ გააგრძელებს მუშაობას, რათა რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შეასრულოს.ეს განცხადება ბასმა ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ამავე დროს, ვიმედოვნებ, რომ შემოდგომით თქვენ გახდებით იმის მოწმეები, თუ როგორ გაიზრდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა”, - განაცხადა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  4. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სტას–მდივანი აღინიშნა განცხადებით, რომელიც ძნელია შეაფასო ვიდრე, თუ არა როგორც გალუცინაციებისა და მაგარი ალკოგოლური სასმელების ქვეშ მყოთი ადამიანი. კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიების მე–13 რაუნდის ჩატარების საკითხების კომენტირებისას გრიშა კარასინმა მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ჟენევის დისკუსიები შექმნილია მხოლოდ იმისათვის, რომ განვითარდეს პირდაპირი დიალოგი საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. არც თუ ისე ახლო მომავალში ადამიანები შექმნიან კიბორგებს რომლებიც გარეგნულად არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანისაგან , მათ აქვთ გრძნობებიც და ემოციებიც . ისინი ადამიანების დამხმარე ძალას წარმოადგენდნენ მრავალი წლის მანძილზე და ისე გამრავლდნენ რომ კაცობრიობას საშიშროებას უქმნიდნენ . კიბორგებმაც იგრძნეს თავიანთ თავში ზალა და გაუჩნდათ თავისუფლების სურვილი. ფილმის გმირი სპეც დანიშნულების რაზმის წევრია , მას მოუჭევს დარკვევა ძირითადი პრობლემა რაშია კიბორგრგებში თუ თავათ ადამიანებში..... View the full article
  6. ისინი ხუთნი იყვნენ, ყველა ძმა, ყველა ერთმანეთს ჰგავდა და ამავე დროს არ ჰგავდა. ისინი ადრე დაქვრივებულმა დედამ აღზარდა. ერთმა მათგანმა ცხოვრების სხვა გზა აირჩია, რამდენიმე წლის შემდეგ იგი სახლში ბრუნდება იმ ბანდიტებისგან თავის დასაღწევად, რომლებიც მოსდევენ. იგი თავის ძმებს უმხელს მამის სიკვდილის საიდუმლოს. ახლა მათ იციან, რომ მათი მამა მოკლული იყო და მზად არიან შურის საძიებლად. View the full article
  7. ნატი თავის დაქალ პუნთან ერთად დღესასწაულზე ჩიანგმაიში მიემგზავრება. გზაში პუნი ნატს დაითანხმებს უტაიტანიში ჩავიდნენ, დედამისის გასაცნობად. დედა ნატს სთხოვს 9 ტაძრის მონახულების წესი შეასრულოს, რადგან ცუდი სიზმარი ესიზმრა. უტაეში ნატი ხვდება ბერ სუჯიტოს, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს. ერთი შეხედვით, ეს მოვლენები ერთმანეთთან კავშირში არ არიან, მაგრამ ამ უცნაური მოგზაურობის დასასრულს მისი მონაწილეები გაიგებენ, რომ მათ საერთო კარმა აერთიანებთ, რომლის სათავე მათ წინა ცხოვრებასთანაა დაკავშირებული, და რომელიც ჯობს არ გაიხსენონ. თუმცა წარსულის აჩრდილები წარსულიდან მაინც შემოაღწევენ აწმყოში... View the full article
  8. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53314.jpgესტონეთი საქართველოს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა - `ლეონარდო დავინჩის` განხორციელებაში დაეხმარება. საქართველოს და ესტონეთის განათლების მინისტრებმა დიმიტრი შაშკინმა და ტონის ლუკასმა ამის შესახებ ტალინში შეხვედრისას მოილაპარაკეს. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53314.jpgესტონეთი საქართველოს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა - `ლეონარდო დავინჩის` განხორციელებაში დაეხმარება. საქართველოს და ესტონეთის განათლების მინისტრებმა დიმიტრი შაშკინმა და ტონის ლუკასმა ამის შესახებ ტალინში შეხვედრისას მოილაპარაკეს. View the full article
  10. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53314.jpgესტონეთი საქართველოს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა - `ლეონარდო დავინჩის` განხორციელებაში დაეხმარება. საქართველოს და ესტონეთის განათლების მინისტრებმა დიმიტრი შაშკინმა და ტონის ლუკასმა ამის შესახებ ტალინში შეხვედრისას მოილაპარაკეს. View the full article
  11. დაფუძნდა „დედაენის საზოგადოება“. მისი დამფუძნებლები არიან: ლიტერატორი, პარლამენტის წევრი თამარ კვაჭანტირაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია (გიორგი)… ლინკი მედიანიუსზე
  12. გორში დევნილებისთვის რეაბილიტირებული ობიექტები გაიხსნა. 30 დევნილი ოჯახი იცხოვრებს სრულად გარემონტებულ ფართებში, რომელიც მათი საკუთრება იქნება. პროექტი… ლინკი მედიანიუსზე
  13. ამ ძალზე პოპულარილი თამაშის მოყვარულებისთვის ეს ვერსია ნამდვილი სურპრიხია . ბევრს ალბათ მობეზრდა ამდენი გერმანელები ხოცვა და ეს ვერსია ყველას ბევ ახალს თავაზობს Electronic Arts-მა გადაწყვიტა Medal of honor-ის 10 წლის აღსანიშნავად გამოუშვას ახალი თამაში. წინა ნაწილებისგან განსხვავებით მოქმედება ხდება თანამედროვე მსოფლიოში. თამაშში შეგეძლებათ ისარგებლოთ ტექნიკით, მაგ: კკვადროციკლი, ვერტმფრენი, ავტომობილი. გრაფიკა იქნება რეალური და ბრძოლები წარიმართებაჰოპ.გე ავღანეთში. ყველა პლატფორმაზე სიუჟეტი იქნება უცვლელი. View the full article
  14. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg დესმონდ ბატლერი ოთხშაბათს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესვლის წინააღმდეგი იქნება, თუკი ოფიციალური მოსკოვი ქართველ მებაჟეებს რუსეთის მოკავშირე ორი სადაო რეგიონის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას არ მისცემს. ასეთი ხისტი პოზიცია, როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაციას რთულ სიტუაციაში ჩააგდებს, რადგან მას სურს რუსეთს მსო–ში გაწევრიანებაში დაეხმაროს. ჯერ კიდევ გასულ კვირაში, ადმინისტრაციამ დამატებით დააიმედა რუსეთი, როდესაც განაცხადა, რომ მოსკოვმა უკვე გადაწყვიტა მასსა და აშშ–ს შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებული საკითხები, რომლებიც ხელს უშლიდა 16 წლის წინ გაწევრიანებაზე შეტანილი განაცხადის დაკმაყოფილებას. Associated Press–თან ინტევრიუში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მხოლოდ ერთი რამ სურს: რუსეთმა მსო–ში გაწევრიანების წინ, ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესები დაიცვას. წესების თანახმად კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნებისმიერ წევრ–სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, შეუძლია მასში ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიღებას ვეტო დაადოს. ქართული მხარის მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ საქართველოს მისგან გამოყოფილ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთ–საქართველოს სასაზღვრო ზოლის გაკონტროლების უფლების მოპოვება სურს. საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა ორივე ეს რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და იქ საკუთარი არმია განათავსა იმის მიუხედავად, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით იქიდან ჯარი უნდა გაეყვანა. „ჩვენ ვემხრობით იმას, რომ რუსეთი მსო–ში ამ ორგანიზაციის წესების დაცვით გაწევრიანდეს“, – განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ საქართველოს აზრით, მსო–ს წესების თანახმად სასაზღვრო ტერიტორიები იმ ქვეყნების მხრიდან უნდა კონტროლდებოდეს, რომელთა შორისაც ეს საზღვარი გადის. ამ დროს გილაური ვაშინგტონში, ქართული და ამერიკული დელეგაციების ერთდღიან შეხვედრაზე იმყოფებოდა. შეხვედრა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს ეძღვნებოდა. შეხვედრის გახსნაზე, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხელახლა მოსთხოვა რუსეთს მისი არმიის გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან. გილაურის თქმით, კლინტონის სიტყვები, რომლებშიც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაც გაისმა, არის „ის, რასაც ჩვენ მხოლოდ ვისურვებდით“. საქართველო აშშ–სგან ამ სიტყვებს ელოდა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ რუსეთი ამ ორ სადაო ტერიტორიას არ გადაყლაპავდა. გარდა ამისა, საქართველო ფრთხილად მიუდგა იმ ფაქტს, რომ ობამას ადმინისტრაციამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხს. კლინტონმა 2012–2013 წლებში დაგეგმილი არჩევნები ახსენა და ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისკენ მოუწოდა. „პოლიტიკური კონკურენციის, რესურსების შეგროვებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“, – განაცხადა მან. ორიგინალი ორიგინალი
  15. სასამართლომ ტელერადიოკომპანია თრიალეთის გენერალური დირექტორი გაათავისუფლა და 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ინფორმაცია ნეტგაზეთს თრიალეთის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა, ლადო ბიჭაშვილმა მიაწოდა. დღეს სამართალდამცავებმა ჯონი ნანეტაშვილი საკუთარ ავტომობილთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის ბანკიდან გამოდიოდა. ნანეტაშვილს ბრალად სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობა წაუყენეს და, შესაბამისად, გორის რაიონულმა სასამართლომ იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გაასამართლა. ლადო ბიჭაშვილი ამბობს, რომ სასმართლო სხდომაზე მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალიწინა ჯონი ნანეტაშვილის ჩვენება, რომელიც სამართლდამცავების მხრიდან მის მიმართ გამოყენებულ ფიზიკურ ზეწოლას ეხებოდა. ჯონი ნანეტაშვილმა მოსამართლეს სამართალდამცველების მიერ სხეულზე მიყებული დაზიანებებიც აჩვენა. ”სასამართლო დარბაზიდან გამოსული ჯონი ნანეტაშვილი მის დაკავებას ხელისუფლების მიერ ტელეკოპანია ,,თრიალეთის“ მიმართ განხორციელებულ ზეწოლებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მას არანაირი წესრიგი არ დაურღვევია და არც სამართალდამცავებისთვის გაუწევია წინააღმდეგობა. სამართალდამცავებმა მისი უფლებები შელახეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯონი ნანეტაშვილი პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებს და სამართალდამცავების დასჯას მოითხოვს”, - ნათქვამია განცხადებაში,რომელიც ბიჭაშვილმა ნეტგაზეთს მიაწოდა. დღეს, 17:00 საათზე, ტელეკომპანია თრიალეთის წარმომადგენლები სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ, ხოლო 6 საათზე ტელევიზიის ეთერში გავა თოქ შოუ ცხელი ხაზი, რომელიც მომხდარ ფაქტს შეეხება. ამავე თემაზე: ტელერადიოკომპანია თრიალეთის დირექტორი დააკავეს სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. სასამართლომ ტელერადიოკომპანია თრიალეთის გენერალური დირექტორი გაათავისუფლა და 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ინფორმაცია ნეტგაზეთს თრიალეთის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა, ლადო ბიჭაშვილმა მიაწოდა. დღეს სამართალდამცავებმა ჯონი ნანეტაშვილი საკუთარ ავტომობილთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის ბანკიდან გამოდიოდა. ნანეტაშვილს ბრალად სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობა წაუყენეს და, შესაბამისად, გორის რაიონულმა სასამართლომ იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გაასამართლა. ლადო ბიჭაშვილი ამბობს, რომ სასმართლო სხდომაზე მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალიწინა ჯონი ნანეტაშვილის ჩვენება, რომელიც სამართლდამცავების მხრიდან მის მიმართ გამოყენებულ ფიზიკურ ზეწოლას ეხებოდა. ჯონი ნანეტაშვილმა მოსამართლეს სამართალდამცველების მიერ სხეულზე მიყებული დაზიანებებიც აჩვენა. ”სასამართლო დარბაზიდან გამოსული ჯონი ნანეტაშვილი მის დაკავებას ხელისუფლების მიერ ტელეკოპანია ,,თრიალეთის“ მიმართ განხორციელებულ ზეწოლებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მას არანაირი წესრიგი არ დაურღვევია და არც სამართალდამცავებისთვის გაუწევია წინააღმდეგობა. სამართალდამცავებმა მისი უფლებები შელახეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯონი ნანეტაშვილი პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებს და სამართალდამცავების დასჯას მოითხოვს”, - ნათქვამია განცხადებაში,რომელიც ბიჭაშვილმა ნეტგაზეთს მიაწოდა. დღეს, 17:00 საათზე, ტელეკომპანია თრიალეთის წარმომადგენლები სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ, ხოლო 6 საათზე ტელევიზიის ეთერში გავა თოქ შოუ ცხელი ხაზი, რომელიც მომხდარ ფაქტს შეეხება. ამავე თემაზე: ტელერადიოკომპანია თრიალეთის დირექტორი დააკავეს სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53309.jpgესტონეთი საქართველოს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა - `ლეონარდო დავინჩის` განხორციელებაში დაეხმარება. საქართველოს და ესტონეთის განათლების მინისტრებმა დიმიტრი შაშკინმა და ტონის ლუკასმა ამის შესახებ ტალინში შეხვედრისას მოილაპარაკეს. View the full article
  18. დღეს რუსეთ-ირანის სამხედრო კონტრაქტი, რომელიც თეირანისთვის ს-300 ტიპის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსების მიწოდებას ითვალისწინებდა, ოფიციალურად გაუქმდა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს… ლინკი მედიანიუსზე
  19. ახალგორის ოკუპირებულ რაიონში, ავტომობილების მძღოლებს რომელთაც რუსული ან ე.წ. სამხრეთ ოსური სანომრე ნიშნები არ აქვთ აჯარიმებენ. ერთ-ერთი მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა მხოლოდ იმიტომ დააჯარიმეს, რომ ავტომანქანას ქართული სანომრე ნიშნები ჰქონდა. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ოკუპირებულ რაიონში ე.წ. ოსური პასპორტების დარიგების დაწყებაც იგეგმება.მასზე უარის თქმის შემთხვევაში ახალგორში შესვლისას პირი გადასახადს გადაიხდის. ოსური პასპორტის არ ქონის შემთხვევაში იკრძალება საჯარო სამსახურში მუშაობაც. ქართული... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...