planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელსაც როგორც სჩანს პარლამენტი ამ თვეში დაამტკიცებს, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის პოლიტიკურ მოტივებზე სპეკულაციის მიზეზი გახდა. სააკაშვილი და მისი მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ ახალი კონსტიტუცია საქართველოს კონტროლისა და ბალანსის სისტემის განმტკიცებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური სისტემის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს თუკი ახალ კონსტიტუციას მიიღებენ, 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლის მეორე შემთხვევა იქნება. ბოლო ვერსია შეცვლის ”ვარდების რევოლუციის” მოდელს ძლიერი აღმასრულებელი რგოლით და ძალაუფლებას პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს შორის გაანაწილებს. კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, რომელიც 1 ოქტომბერს მეორე მოსმენით მიიღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება, მაგრამ ყოველდღიურ საქმეებში მისი მონაწილეობა შეზღუდული იქნება. პრეზიდენტის დღევანდელი უფლება-მოვალეობების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრს გადაეცემა. მაგალითად, პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც უფლებამოსილია ხელი მოაწეროს კონფლიქტებთან ან ორ აჯანყებულ რეგიონთან (აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი) დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებებს. ახალი კონსტიტუცია ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას მესამე მოსმენით პარლამენტი მოიწონებს. ადგილობრივი ექსპერტების თქმით, ვიდრე პარლამენტში უმრავლესობაში სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“, საკანონმდებლო ორგანოში ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას პრობლემები არ შეექმნება. სააკაშვილი მიესალმა რეფორმებს, როგორც საქართველოს საბოლოო გამიჯვნას საბჭოთა მემკვიდრეობისგან და დასძინა, რომ ის ქვეყანას ევროპული-სტილის დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნის გზაზე დააყენებს. თუმცა ოპონენტები ამბობენ, რომ ახალი კონსტიტუცია სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ყველაზე მასშტაბური ცვლილება პრეზიდენტისგან ძალაუფლების პრემიერ-მინისტრზე გადაცემაა. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის კონტროლის უნარი სავარაუდოდ შემცირდება. ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელს თამარ ხიდაშელს სჯერა, რომ კონსტიტუციის პროექტი ასუსტებს პარლამენტის გავლენას კაბინეტის დაკომპლექტებაზე და რთულ პროცედურას აწესებს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მხრივ. „ბრმა უნდა იყო, რომ სთქვა, თითქოს პრეზიდენტის ძალაუფლება არ მცირდება, მაგრამ პროპორციულად იზრდება პრემიერ-მინისტრის და მთავრობის უფლებამოსილება“ – ამბობს ხიდაშელი – „ამით მიზანი [ხელისუფლების დაბალანსება] არ მიიღწევა“. ევროკავშირის ვენეციის კომისია, რომელსაც კონსტიტუციის პროექტის ანალიზი ევალებოდა, ხიდაშელის შენიშვნებს იმეორებს და აცხადებს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის სირთულე, საქართველოში ხელისუფლების ბალანსს არღვევს. პროცედურით გათვალისწინებულია სამი საპარლამენტო კენჭისყრა და თუკი კონსესუსის მიღწევა არ მოხერხდება პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს. დამატებით პრობლემებს ქმნის ისიც, რომ ბოლომდე ცხადი არ არის პრეზიდენტის და მთავრობის როლი საგარეო საქმეებში. ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე მის სრულ ანალიზს ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნებს. სააკაშვილი საგარეო კრიტიკას ყურადღებას არ უთმობს და მას დაუსაბუთებელს და მცდარს უწოდებს. „რჩევა კარგია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის აშენება ჩვენზე უკეთ არავის შეუძლია და არავინ იცის ჩვენზე კარგად რა არის ამ ქვეყნისთვის უკეთესი“ – 30 სექტემბერს განაცხადა სააკაშვილმა ტელევიზიით გასულ კომენტარებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან. არასამთავრობო სექტორის აქტივისტები შინაარსის გარდა იმასაც აპროტესტებენ, რომ კონსტიტუციის პროექტის განხილვის პროცესში საზოგადოება არ იყო საკმარისად ჩართული. შემოთავაზებული ცვლილებების საჯარო განხილვა მხოლოდ აგვისტოში დაიწყო, ეს კი საქართველოში არდადეგების თვეა. ქვეყნის არც ერთ ნაციონალურ არხზე, სავარაუდო ცვლილებებზე არც ერთი სატელევიზიო დებატი არ გამართულა. უფლებადამცველი ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მარკ მალენი ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის განცხადებებს იმის თაობაზე, თითქოს პროექტის განხილვის პროცესი ღია იყო. „არ ვფიქრობ, რომ სრულყოფილი დისკუსიისთვის საკმარისი დრო ან პროცედურები არსებობდა“ – სთქვა მალენმა. „სისწრაფე, ბიუროკრატიული ბარიერები და პროცედურების ნაკლებობა ინფორმაციის დამალვისა და მისი ვერ გაგების სამი საუკეთესო საშუალებაა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამივე სახეზეა“ – დასძენს იგი. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ პროექტის განხილვის პროცესი გამჭვირვალე იყო. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციის ლიდერებს კონსტიტუციის პროექტის 12-თვიანი განხილვის პროცესში მონაწილეობის ფართო შესაძლებლობა გააჩნდათ, ისევე როგორც შემდგომ საპარლამენტო დებატებში მონაწილეობისა. დარჩიაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ რამდენიმე ცვლილება კონსტიტუციის პროექტში სწორედ „ნაციონალურ“ მოძრაობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული კომპრომისის შედეგია და მათ შორისაა ის, რომ პრეზიდენტს ეკრძალება პოლიტიკურ პარტიაში ოფიციალურ თანამდებობაზე ყოფნა და უნდობლობის გამოცხადების პროცედურა შემცირებულია ვადით 20 დღიდან მაქსიმუმ 80 დღემდე. „ზოგიერთი კომპრომისი ჩვენი მხრიდან მოიძებნა… პოლიტიკური დიალოგისა და კონსტიტუციაზე ყველა იმ ჯგუფის საკუთრების შენარჩუნებისთვის, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილები“ – სთქვა მან. [რედ. შენიშვნა: დარჩიაშვილ ადრე ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს (სოროსის ფონდების ქსელის ნაწილი) დირექტორი იყო]. პოლიტოლოგი გიორგი ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციის შეცვლის სურვილს პოლიტიკა განსაზღვრავს. სააკაშვილის ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება, მაგრამ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მას შეუძლია პრემიერ-მინისტრი გახდეს, თუკი მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობით გავა. შეცვლილი კონსტიტუცია ძალაში 2013 წლის დეკემბერში შევა, საქართველოს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები კი 2012 წელს ჩატარდება. „თავად პრეზიდენტი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია იგივე გუნდმა განაგრძოს ქვეყნის მართვა… ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის კონსტიტუციას იმისთვის იყენებს, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის ყოფნა უკვდავყოს“ – ამბობს ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ფუნდამენტს უქმნის ხელისუფლების უფრო დემოკრატიულ ფორმას, როდესაც პრეზიდენტი და პარლამენტი არჩეულები არიან, პრემიერ-მინისტრს კი პარლამენტი ირჩევს. პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კონსტიტუციის პროექტი ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების შენარჩუნება აღელვებდეს. „დღევანდელ მთავრობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეშინია, რომ ვიღაც მოვა პრეზიდენტად ქვეყნის სათავეში და შეეცდება დასავლური კურსის შეცვლას. მათ ამ პროცესის კონტოლი სურთ“ – განაცხადა რონდელმა, რომელიც საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტია. „ჩემთის გასაგებია ის, თუ რატომ სურს დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხელისუფლებაში დარჩენა… მაგრამ არსებობს არჩევნების მექანიზმი, რომელიც ამას განსაზღვრავს“ – დასძინა რონდელმა. ორიგინალი ორიგინალი
-
გაეროს 2010 წლის კვლევის თანახმად, რომლითაც ორგანიზაციის წევრ 192 ქვეყანაში ”ელექტრონული მმართველობის” განვითარების დონე განისაზღვრა, საქართველო მეასე ადგილზეა. “ელექტრონულ მმართველობის“, იგივე “ციფრული დემოკრატიის” მიზანი, საინფორმაციო ტექნოლოგიების (ტელეფონის, ვებ–გვერდის, ინტერნეტის) საშუალებით მოქალაქეებისთვის ინფორმაციის სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებაა. განვითარებულ ქვეყნებში “ელექტრონულ მმართველობას” აქტიურად იყენებენ ხელისუფლების საქმიანობის საჯაროობის მისაღწევად და მოქალაქეების საზოგადოებრივ პროცესებში ჩასართავად. გაეროს მიერ ჩატარებული ზემოთ აღნიშნული კვლევით (კვლევის სახელწოდებაა: ”ელექტრონული მმართველობის ბერკეტები ეკონომიკური კრიზისის დროს”) ელექტრონულ მმართველობაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობის ინდექსიც განისაზღვრა (0,05). აღნიშნულ რეიტინგში საქართველო 127–ე ადგილზეა, ავღანეთთან, ნეპალთან, მავრიკისთან, ბურკინა-ფასოსა და მადაგასკართან ერთად. შესწავლილი სახელმწიფოების ელექტრონული მმართველობის განვითარების დონე სამი ძირითადი კრიტერიუმით– ინტერნეტით მომსახურების ხარისხის, ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურის ხარისხისა და ადამიანური რესურსების პოტენციალის ინდექსებით– განისაზღვრა. ინტერნეტით მომსახურების ხარისხის ინდექსის განსასაზღვრად, ადმინისტრაციული ორგანოების ვებ-გვერდები კვლევის ძირითადი ობიექტი იყო. ”ინტერნეტით მომსახურების ხარისხის ინდექსის დასადგენად, შევისწავლეთ ყველა ქვეყნის ეროვნული ვებ-გვერდები, როგორებიცაა: განათლების, შრომის, სოციალური მომსახურების, ჯანდაცვისა და ფინანსების სამინისტროების ვებ–გვერდები,”- ნათქვამია კვლევაში. გაეროს მკვლევარებმა ყველაზე დაბალი შეფასება ისეთ საიტებს მისცეს, რომლებზეც არასრული ინფორმაციაა განთავსებული. ასეთი საიტები ნაკლებად ინტერაქტიულია და მათი ინტერფეისი მოუქნელია. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდი ასეთი საიტების რიცხვში შეგვიძლია გავაერთიანოთ. მართალია, საიტზე სამინისტროს შესახებ დებულების მოძიება შესაძლებელია, მაგრამ მინისტრის ბიოგრაფიის ნაცვლად მისი ერთ-ერთი გამოსვლის ტექსტი დევს. სექციაში – ”ქართული დიასპორები” – უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე ინფორმაცია სრულყოფილი არ არის. ხოლო თუ www.diaspora.gov.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციას ვენდობით, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, პრემიერ-მინისტრი კი – იულია ტიმოშენკოა. /get_img?NrArticle=2660&NrImage=2 Image 2429 მოქალაქესა და მთავრობას შორის დაბალი ინტერაქტიულობის ერთ-ერთი მაგალითად შეგივიძლია განვიხილოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ხშირად დასმული შეკითხვები, რომლებსაც სამინისტროს თანამშრომლებმა არც ერთხელ უპასუხეს. იმისათვის, რომ დაგვედგინა, რამდენად ეხმაურებიან მოქალაქეების მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით დასმულ შეკითხვებს სამინისტროებიდან, ნეტგაზეთმა ექსპერიმენტის გზას მიმართა: შეკითხვები ვებ–გვერდებზე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართებზე 15 სამინისტროს გავუგზავნეთ. ჩვენს შეკითხვებს მხოლოდ ორმა უწყებამ (ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ) უპასუხა. ფინანსთა სამინისტრო თავისი ვებ-გვერდის მომხმარებლებს დღგ-ს, აქციზის, საშემოსავლო, მოგების, ქონების, საბაჟო და სხვა სახის გადასახადების, ელექტრონული დეკლარაციების შევსებისა და მათი ვიდეოზარით აქტივაციის მომსახურებას სთავაზობს. ელექტრონული აქტივაცია 10-დან 19:00 საათამდეა შესაძლებელი. მსგავსი მომსახურების მქონე საიტები კიდევ უფრო განვითარებულ, ინტერაქტიულ დონეს აღწევენ, როცა ინტერნეტ პორტალების საშუალებით, მომხმარებლებისთვის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება არის შესაძლებელი. იმავდროულად, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ასე უმარტივებს მომხმარებლებს ეკონომიკურ საქმიანობას, მოქალაქეებს სამინისტროში მისვლას ავალდებულებს და წინასწარ აფრთხილებს, რომ შეკითხვებზე ელექტრონული ფოსტით გაცემულ პასუხს იურიდიული ძალა არ ექნება. გაეროს კვლევის მიხედვით, განვითარების მეოთხე ტრანსაქტიური დონე მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ორმხრივი ურთიერთობის შედეგად მიიღწევა. ასეთ დონის სახელმწიფოებში ადმინისტრციული საიტები მოქალაქეებს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში სთავაზობენ ელექტრონული გადასახადების, დაბადების, პირადობის მოწმობებს, პასპორტებსა და ლიცენზიების აღებისა და განახლების მომსახურებას. გაეროს მკვლკევარებმა მეხუთე დონე ელექტრონული დემოკრატიის ყველაზე მაღალ საფეხურად მიიჩნიეს. ამ დონეზე მყარდება ჰორიზონტალური კავშირი სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, ვერტიკალური კავშირი - ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის. მოქალაქეები არამარტო პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული, არამედ გადაწყვეტილებების მიღებაშიც მონაწილეობენ. ეფექტიანი მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებს მუშაობას და შემდეგ პარლამენტს წარუდგენს დასამტიკებლად პროექტს, სახელწოდებით – ”ელექტრონული მთავრობა საქართველოსთვის: არსი, აქტუალობა, შექმნის პერსპექტივები და შესაძლებლობანი”. პროექტში საუბარია იმაზე, რომ ელექტრონული დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია სახელმწიფო დაწესებულებების ტექნიკური აღჭურვა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვა: ”ელექტრონული მთავრობის არსებობისათვის აუცილებელია სამი: ტექნიკურ-ტექნოლოგიური, ინსტიტუციური და საინფორმაციო გარემოს ადექვატურობის პირობები... შესაძლოა განხილული იქნას ელექტრონული მთავრობის ორი - "ზემოდან” (ცენტრალური ხელისუფლება) და "ქვემოდან” (ადგილობრივი თვითმმართველობები) შექმნის სცენარი.” დღესდღეობით საქართველოში არიან ადმინისტრაციული დაწესებულებები, რომელთაც ან არ აქვთ ვებ-გვერდები, ან მუდმივი განახლების ქვეშ ამუშავებენ მათ. ეროვნული უშიშროების საბჭოს საიტი რეკონსტრუქციას განიცდის. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საიტი ამჟამად გამორთულია, სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, საიტი რვა კვირაში სრულყოფილად ამუშავდება. ვებ-გვერდები არ აქვთ ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო სამსახურებს: სახაზინო და შემოსავლების სამსახურსა და გენ.ინსპექციას; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს; თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის, ჰიდროგრაფიულ სამსახურსა და სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ”დელტას”. ვებ-გვერდები არ აქვს შსს–ს ქვეუწყებებს: ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს, სპეციალური მომზადების ცენტრს, სპეციალიზებულ სამთომაშველს, დაცვის პოლიციის დეპარამენტს, საფელდეგერო სამსახურს, მატერიალური რეზერვების სამსახურს. /get_img?NrArticle=2660&NrImage=1 Image 2428 ადგილობრივი თვითმმართველობებიდან საიტი არ აქვს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ-რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ამავე რეგიონის ასპინძის, ადიგენისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. განახლების ქვეშაა ზუგდიდის საკრებულოს საიტი. გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე კი კონტაქტის სექციაში მხოლოდ გურიის ახალგაზრდულ საბჭოსთან დაკავშირება შეიძლება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ იურიდიული კონსულტანტი კონსტანტინე ჯანჯღავა ამბობს, რომ ადმინისტრაციულ დაწესებულებებს არც ერთი კანონი ავალდებულებს ოფიციალური ვებ–გვერდების შექმნას, ეს მათი კეთილი ნების გამოხატულებაა: ”სამწუხაროდ არ არსებობს კანონი, რომელიც ვებ–გვერდებზე განსათავსებელი ინფორმაციის მინიმუმს დაუდგენს ყველა უწყებას,” – ამბობს ჯანჯღავა. სახელმწიფო დაწესებულებებიდან მხოლოდ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უსაზღვრავს, ისიც ნაწილობრივ, საიტზე გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის 24-ე მუხლი: ”კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ამ თავით განსაზღვრული კონკურენციის წინასწარი რეგულირებისა და მომსახურების ბაზრის ანალიზის საფუძველზე, გარდა სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი ნაწილებისა, ქვეყნდება ინტერნეტში – კომისიის ვებ-გვერდზე.” სხვა სახელმწიფო უწყებების საიტები საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ამავე უწყების სხვადასხვა დეპარტამენტთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ახლდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურების თანამშრომლებმა ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ უწყებების ვებ-გვერდებზე განსათავსებელი ინფორმაციის კატეგორიების შესახებ არც შიდა განაწესი არსებობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინტერნეტ ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ალექსანდრე მოისწრაფიშვილმა გვითხრა, რომ სამინისტროში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც საიტზე განსათავსებელი ინფორმაციის კრიტერიუმებს ადგენს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, სამინისტროს არ აქვს რაიმე ნორმატიული დოკუმენტი, რომლითაც უწყების საიტზე განთავსებული ინფორმაცია ირჩევა. სამინისტრომ საიტი საკუთარი ბიუჯეტით დააფინანსა. საგარეო უწყებას აქვს საქვეუწყებო საიტები, დესპანებისა და საელჩოების, რომლებსაც საქვეუწყებო ერთეულები დამოუკიდებლად აახლებენ. ”არც ქვეუწყებებს აქვს შექმნილი რაიმე სახის კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს საიტის განახლების პროცესს” - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების უმეტესობის ვებ–გვერდები უკანასკნელად 2009 წელსაა გაახლებული. ”ვებ–გვერდს, ინფორმაციული თვალსაზრისით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აახლებს... საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ათანხმებს იმის მიხედვით, ვისთან არის და ვის ეხება ეს საკითხი... რასაც ვდებთ აბსოლუტურად სწორია და ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია ენდოს,” - განუცხადა ნეტგაზეთს თამარ ალადაშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა. ალადაშვილის თქმით, არ ყოფილა შემთხვევა, როცა აღნიშნულ ვებ-გვერდზე მცდარი ან დაუზუსტებელი ინფორმაცია გამოქვეყნებულა. იგივეს თქმა შეუძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში: 2010 წლის 29 სექტემბერს, 18:00 საათზე შსს–მ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე, police.ge, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა ნიქოზში, დიცსა და არბოში დამატებითი ტერიტორიები მიიტაცეს. ნახევარ საათში აღნიშნული ინფორმაცია საიტიდან გაქრა. ღამის 9 საათისთვის კი ინფორმაცია შეიცვალა. შსს-მ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა უკანონო სადემარკაციო სამუშაოები ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ისე შეცვალა, რომ არ მიუთითებია შეცდომის შესახებ. ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან და ამავე სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, შოთა უტიაშვილთან, დაკავშირებას შეეცადა, რათა გაგვერკვია, თუ ვისი მითითებით გამოქვეყნდა და შემდეგ შიცვალა ზემოთ აღნიშნული ორი ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე. სამწუხაროდ, სამინისტროს პასუხისმგებელმა პირებმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრის თამარ კორძაიას თქმით, საიამ ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს მოითხოვა სახელმწიფო დაწესებულებებისთვის გარკვეული ტიპის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება დაევალდებულებინათ: ”ჩვენ შევთავაზეთ, დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ნორმებზე, რომელიც შეიმუშავებს სპეციალურ კრიტერიუმებს, რომლითაც ოფიციალურ საიტებზე ინფორმაციის გამოქვეყნებას სისტემური ხასიათი მიეცემა და მომხმარებელს მოლოდინი ექნება სამინისტროს საიტზე, რას ნახავს და რას – არა. კონკრეტული მინისტრი არ უნდა წყვეტდეს, რა ტიპის ინფორმაცია დაიდება საიტზე,” – აცხადებს თამარ კორძაია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ელექტრონული მმართველობის ხელშესაწყობად ცალკე დეპარტამენტიც არის შექმნილი. დეპარტამენტის მიზანია „საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე. კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და შესაბამისი საკამონმდებლო-ნორმატიული ბაზის განსაზღვრა და მონიტორინგი“. შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ამ დრომდე არ შექმნილა. ამის თაობაზე ნეტგაზეთს დეპარტამენტის თანამშრომელმა სოფო თვალავაძემ განუცხადა. ლევან ავალიშვილი, ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ ქართული სამთავრობო საიტები, ძირითადად, მარკეტინგულ პრიოდუქტს უფრო ჰგავს, ვიდრე მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების საშუალებას. ”მარკეტინგული საიტების” საუკეთესო მაგალითად ავალიშვილს პრეზიდენტის საიტი მოჰყავს: ”საიტზე, ძირითადად, პრეზიდენტის მიღწევებზეა საუბარი. რას წერენ მასზე პრესაში. ძალიან მცირეა ისეთი ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტის საქმიანობას ეხება. ასევე, არ არის მითითებული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ადამიანების საკონტაქტო ინფორმაცია.” გაეროს 2010 წლის კვლევის თანახმად, ”ელექტრონული მმართველობის” განვითარების ყველაზე მაღალი დონე (პირველი ადგილი) სამხრეთ კორეის რესპუბლიკამ აჩვენა. ამ ქვეყნის პრეზიდენტის ვებ–გვერდის საშუალებით, მისი ქართველი კოლეგის საიტისგან განსხვავებით, ვერ იმოგზაურებთ პრეზიდენტის სასახლეში და ვერ ნახავთ ცალკე სექციას, სადაც პრეზიდენტის ინტერვიუების გაცნობა შეგეძლებათ, რომლებიც უცხოურ, თუ ადგილობრივ პრესაშია გამოქვეყნებული. სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო საიტიდან ბმული პრეზიდენტ ლი მუნგ–ბაკის იუთუბის სტრიმზე გადადის, სადაც მისი გამოსვლების ნახვაა შესაძლებელი. გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ, ელექტრონული მთავრობის განვითარების დონის განსასაზღვრად, კვლევა 2005 და 2008 წლებშიც ჩატარდა. 2005 წელს საქართველო 83–ე ადგილზე იყო, 2008 წელს 90–ზე. წელს კი ათი საფეხურით უკან დაიწია. 2005 წლის გაეროს ანალოგიურ ანაგარიშში განსაკუთრებული ყურადღების ღირსი გახდა საქართველოს პარლამენტის იმ დროისთვის ახლადშექმნილი საიტი. დღესდღეობით საიტზე წარმატებული ნავიგაციისთვის სულ მცირე მრგლოვანი ანბანის ცოდნაა საჭირო. საიტზე შიდა ბმულებით შესაძლებელია სხვადასხვა სექციებში გადასვლა, კანონმდებლობების, პარლამენტის წევრების ბიოგრაფიების, დადგენილებების გაცნობა. ამ თვალსაზრისით პარლამენტის ვებ-გვერდი მეორე საფეხურზე მყოფ საიტებს შორისაა, მაგრამ თუ მრგლოვანი დამწერლობა არ იცით, უნდა გაგიმართლოთ, რომ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია დროულად იპოვოთ. ქართულ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდებთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი პრობლემა: მათზე არ არის მითითებული საიტების ოფიციალურობის დამადასტურებელი წარწერა, ან ნიშანი. დასავლეთ ევროპაში სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებს სპეციალური ნიშნებით არაოფიციალური ანალოგებისგან ასხვავებენ. „ყველგან არის იმის საშიშროება, რომ შექმნან სახელმწიფო უწყებების საიტების ანალოგები. ასეთი ანალოგების საშუალებით იტყუებენ უწყებაში დასაქმებულ პირებს და იგებენ პაროლებს ან ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომელიც ჰაკერებს დაეხმარებათ იმ ბაზაში შეღწევაში, რომელზე ხელმისაწვდომობაც ყველა მსურველისთვის შეზღუდულია”- ამბობს კონსტანტინე ჯანჯღავა. გაეროს 2010 წლის კვლევის მიხედვით, ელექტრონული მთავრობის განვითარების კუთხით საქართველოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ სომხეთი და თურქმენეთი ჩამორჩება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
პორნოგრაფიის დეფინიცია საქართველოს საკანონმდებლო აქტებში განსაზღვრული არ არის. ასევე არ არის განსაზღვრული, თუ რას ნიშნავს პორნოგრაფიის კანონიერად გავრცელება, მაშინ როცა ამ სახის ნაწარმის უკანონო გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სოფო ვერძეული ამბობს, რომ თითქმის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ითვლება კანონიერ დამზადება/გავრცელებაში. ის ამბობს, რომ საკითხი ბუნდოვანია, რადგან კანონში არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერი. დღეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, პორნოგრაფიასთან დაკავშირებით, დამატებითი ჩანაწერი ამოქმედდა. არც ერთი ცვლილება არ პასუხობს იმ კითხვებს, რომელიც შესაძლოა კონკრეტული საქმის განხილვისას დავის საგანი გახდეს. მიღებული ცვლილებებით, პორნოგრაფიული ნაწარმოების დეფინიცია არის: ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური ან აუდიომასალა, რომელშიც, მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, სხვადასხვა საშუალებებით წარმოდგენილია არასრულწლოვანის ან არასრულწლოვანის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა– ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით– გენერირებულ სექსუალურ სცენებში, ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები.” შენიშვნაში მითითებულია ის შემთხვევებიც, თუ როდის არ ჩაითვლება ნაწარმოები პორნოგრაფიად. იმ შემთხვევაში, თუ ის შექმნილია სამედიცინო, სამეცნიერო, კულტურული და სხვა კანონიერი მიზნებისთვის. თუმცა, კანონის მიხედვით, როგორ რეგულირდება პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, თუ მასში, არასრულწლოვანების ნაცვლად, სრულწლოვანი ადამიანები არიან, გაურკვეველია. ” ეს შენიშვნა გვაძლევს პორნოგრაფიული ნაწარმოების დეფინიციას არასრულწლოვანთან დაკავშირებით”,-ამბობს იურისტი,”სრულწლოვანების შემთხვევაში, მოსამართლე შეიძლება თავისუფლად ამოვიდეს ამ განმარტებიდან, რადგან ზოგადი დეფინიცია არ არის”. ვერძეული ამბობს, რომ შეიძლება გავრცელებაში სოციალური ქსელების მეშვეობით პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება ჩაითვალოს, იქნება ეს ფეისბუქი, იუთუბი თუ სხვა ნებისმიერი სოციალური ქსელი. ” ზოგადი წესი ასეთია, პორნოგრაფიული ნაწარმოების გაცრცელება უკანონოა, რადგან ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივი აქტი, როგორ შეიძლება მისი გავრცელება კანონიერად მოხდეს. აქედან გამომდინარე, რახან არის ეს სამართლებრივი ვაკუუმი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის შემთხვევა, როდესაც პორნოგრაფიული მასალის გავრცელება ხდება, არის უკანონო. არ არის განსაზღვრული, როგორ შეიძლება ამის გაკეთება მოხდეს, ამიტომ ყველა შეიძლება უკანონოდ ჩაითვალოს”,-ამბობს იურისტი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ცხინვალის რეჟიმი ახალგორის ქართულ მოსახლეობას “18-წლიანი ოკუპაციის” აღიარებას აიძულებს.რაიონის ოსური ადმინისტრაცია დაწესებულებების თანამშრომლებს საგანგებო განცხადებაზე ხელის მოწერას აიძულებს.“განცხადების ტექსტი ასე იწყება: “ლენინგორის რაიონი 18 წლის განმავლობაში ოკუპირებული იყო”. ამავე განცხადებაში ქართული მხარის მისამართით წაყენებულია მოთხოვნა, აღდგეს ახალგორისთვის გაზის მიწოდება”, - განაცხადეს ახალგორელებმა.მათივე ინფორმაციით, განცხადებაზე ხელის მოწერა ახალგორის საავადმყოფოს თანა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დღეს, დაახლოებით 15 საათზე, უცნობმა პირებმა მსუბუქი ავტომანქანიდან ესროლეს აფხაზეთის მუსულმანთა სამმართველოს მეჩეთს.სროლის შედეგად მუსულმანური თემის ერთ–ერთი წარმომადგენელი დაიღუპა, ეთრიც დაიჭრა.სროლა განხორციელდა ავტომატური იარაღიდან. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53336.jpgსახალხო წარმომადგენლობითი კრება ჯონი ნანეტაშვილის უფლებების დაცვას მოითხოვს. ნონა გაფრინდაშვილისა და ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია `თრიალეთის` დამფუძნებელი სახალხო კრების საინფორმაციო მხარდაჭერისათვის იდევნება. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53336.jpgსახალხო წარმომადგენლობითი კრება ჯონი ნანეტაშვილის უფლებების დაცვას მოითხოვს. ნონა გაფრინდაშვილისა და ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია `თრიალეთის` დამფუძნებელი სახალხო კრების საინფორმაციო მხარდაჭერისათვის იდევნება. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53336.jpgსახალხო წარმომადგენლობითი კრება ჯონი ნანეტაშვილის უფლებების დაცვას მოითხოვს. ნონა გაფრინდაშვილისა და ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია `თრიალეთის` დამფუძნებელი სახალხო კრების საინფორმაციო მხარდაჭერისათვის იდევნება. View the full article
-
დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ურთულესი სფერო საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობა იყო. ქართველ პოლიტიკოსებს კარგად ესმოდათ, რომ რუსული ორიენტაცია ქვეყნის დაღუპვას მოასწავებდა. ამიტომ, პრიორიტეტს დასავლურ ორიენტაციას ანიჭებდნენ. მიუხედავად ამისა, ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკა რუსეთთან თანამშრომლობისთვისაც მზად იყო, თუმცა საბჭოთა რუსეთი, იმპერიაში შემავალ ყოველ ერს კვლავ თავის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებდა.ამის შეს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
სამმა ჩეჩენმა ემირმა დოკუ უმაროვისთვის მიცემული ფიცი უარყო და ახალი ლიდერი აირჩია. ამის შესახებ ემირებმა საგანგებო ვიდეომიმართვით განაცხადეს.უმაროვისგან ჩამოშორებულმა ემირებმა ლიდერად ჰუსეინ გაკაევი აირჩიეს, რომელსაც ჩეჩნეთის ხელისუფლება რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის მშობლიურ სოფელზე შეტევის ბრალდებით ეძებენ. მისი ლიკვიდაციისთვის ხელისუფლებამ 10 მილიონი რუბლის ჯილდო დააწესა.ემირები – ჰუსეინი, ასლამბეკი და ტარხანი ვიდეომიმართვაში აცხადებენ, რომ უმაროვი სხვა ემირების რჩევე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რიჩარდ ბელია, ფოტოგრაფი, რომლის კოლექციაშიც– ნირვანას,პოლ მაკარტნის, რედიოჰედის, იჯი პოპის და სხვა ცნობილი მუსიკოსების ფოტოებია, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის მუსიკოსის თვალებში გაჩენილ ნაპერწკალს იჭერს, რომელიც მათ დაკვრის დროს უჩნდებათ. ფრანგი ფოტოგრაფი, თბილისში, ევროპის სახლში, პირად გამოფენას თავადვე მასპინძლობდა. ბელია ის ფოტოგრაფია, რომელიც მუსიკას ფირზე გადმოსცემს. არ უყვარს დადგმული ფოტოები და არასოდეს იღებს. ის რაც მოსწონს, მუსიკოსების დაკვრის პროცესში გადაღებაა. სწორედ ამიტომ, არასდროს მუშაობს სტუდიაში: “ძნელია, ხელოვნურ ვითარებაში დაიჭირო ის ნაპერწკალი მუსიკოსის თვალებში, რომელიც მას დაკვრის დროს აქვს…ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი განათება და ემოციაა შენი მოდელის თვალებში”, – ამბობს ბელია. ბევრს არ მოგზაურობს, უბრალოდ, საჭირო მომენტში საჭირო ადგილას აღმოჩნდება ხოლმე. უკვე 30 წელიწადია მუსიკოსების ფოტოებს იღებს. სანამ ფოტოაპარატს ხელში აიღებდა, პიანინოსა და გიტარაზე დაკვრა სცადა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო. სურდა, რაიმე შეექმნა და თან მუსიკასთან ყოფილიყო ახლოს. პირველი ფოტო წვეულებაზე გადაიღო, რომელზეც ჰიპები უკრავდნენ. სწორედ აქედან დაიწყო მისი გატაცება როკ-ფოტოგრაფიით. პირველი ჯგუფი, რომელსაც გადაუღო, the cure იყო. 25 წლის შემდეგ უკვე პოპულარული ბენდის წევრებმა რიშარი მოძებნეს და დიდი ხნის წინათ გადაღებული ფოტოები სთხოვეს. ასე გაუმართლა Radiohead-ისა და Nirvana-ს შემთხვევაშიც. მათი ფოტოები ჯერ კიდევ მაშინ გადაიღო, როცა ისინი ნაკლებად ცნობილი იყვნენ. “როცა მინდა რომელიმე მუსიკოსს გადავუღო, უბრალოდ, მას ამის შესახებ ვთხოვ. მთავარია, შეგეძლოს ცნობილ ადამიანებს ისე მიუდგე, როგორც ჩვეულებრივებს, ხოლო ჩვეულებრივებს, როგორც - ცნობილებს.” – ამბობს იგი. /get_img?NrArticle=2659&NrImage=1 რიჩარდ ბეილი, ფოტო ანა გაბელაია ალბათ, სწორედ ამ მიდგომის წყალობით აქვს კოლექციაში– პოლ მაკარტნის, ნირვანას, რედიოჰედის, იჯი პოპის, დევიდ ბოუის და სხვა ცნობილი მუსიკოსების ფოტოები. თუ ძალიან სურს, რომელიმე გარდაცვლილი მუსიკოსის ფოტო ჰქონდეს, მისი ცხოვრების რაიმე დეტალს პოულობს, როგორიცაა: გიტარის ჩასადები, მუსიკოსის მიერ გაკეთებული წარწერები კედელზე, ჯაზ-კლუბის წევრობის ბარათი და სხვ. ის იმ ნივთებს იღებს, რომლებიც მის ყოფილ მფლობელთან რაიმე კავშირშია. 1982 წელს მეტალიკას კონცერტზე რიშარმა ჯებირებს მომწყდარი მსმენელი გადაიღო და შემდეგ ეს ფოტო მისი ერთ-ერთი წიგნის გარეკანად აქცია. 19 წლის მერე, თავისი დაბადების დღის წინ, მეილზე მოუვიდა შეტყობინება: გამარჯობა, მე ვარ ბიჭი შენი წიგნის ყდიდან, შეგვიძლია მეგობრები ვიყოთ? დღეს რიშარი და “ბიჭი ყდიდან” მართლაც კარგი მეგობრები არიან. 30 წლის მუშაობის განმავლობაში, იგი იღებდა ფოტოებს ფრანგული და მსოფლიო მედიისთვის, თუმცა ახლა თავისუფალი ფოტოგრაფია. იღებს რასაც უნდა და როცა უნდა – ძირითადად, შავ-თეთრ ფერებში. გამოცემული აქვს 2 წიგნი: “ an eye on music” და “ sex and the rock’n roll”. თავის წიგნებს თვითონვე ბეჭდავს და მათ მხოლოდ გამოფენებზე ან ინტერნეტის საშუალებით ყიდის. “მინდა, საკუთარი თავის პატრონი ვიყო. თუ რაღაც კარგი გამომივა – გამიხარდება, თუ არა – გული დამწყდება, მაგრამ არავინ შეწუხდება ამით. ეს, თითქოს, ურთიერთობაა ჩემსა და ისევ ჩემს თავს შორის.” 7 ოქტომბერს რიშარ ბელიამ მსურველებისთვის როკ-ფოტოგრაფიის მასტერკლასი ჩაატარა. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფოტო რაღაც ისტორიას გვიამბობდეს. მთავარია, ემოცია დაიჭირო. ფოტოგრაფია ბერძნულად სინათლით ხატვას ნიშნავს. ვფიქრობ, მე სწორედ მხატვარი ვარ, რომელიც ფერების ნაცვლად სინათლეს იყენებს.” არტისტერიუმ 3-ის ფარგლებში, 14 ნოემბრამდე ევროპის სახლში დამთვალირებელს შეუძლია 3 ფრანგი ფოტოგრაფის - ალენ დისტერის, პიერ იბრისა და რიშარ ბელიას – როკ-ფოტოგრაფია იხილოს. /get_img?NrArticle=2659&NrImage=3 რიჩარდ ბელიას ფოტო სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53335.jpgწეროვანის საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა ნატოს მნიშვნელობაზე ლექცია წაუკითხეს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53324.jpgწეროვანის საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა ნატოს მნიშვნელობაზე ლექცია წაუკითხეს View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53335.jpgწეროვანის საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა ნატოს მნიშვნელობაზე ლექცია წაუკითხეს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53335.jpgწეროვანის საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა ნატოს მნიშვნელობაზე ლექცია წაუკითხეს. View the full article