planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/financial_times_thumb-150x43.gif გიდეონ რაჰმანი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალჩინოსანი დასავლელი ჩინოვნიკები უფრო მსუბუქად უცქერენ ირანის ბირთვულ პროგრამას. არა იმიტომ, რომ ირანის მიერ ბირთვული ბომბის შეძენის პერსპექტივას უცბად სიხარულით შეხვდნენ. სიტუაციას შესანიშნავად აღწერს ის სიტყვები, რომელიც ახლახანს ერთ-ერთმა სახელმწიფო ჩინოვნიკმა წარმოსთქვა: „ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ვანგრევთ იმას, რასაც ისინი აკეთებენ“ ეს კომენტარი გასულ კვირას გამახსენდა, როდესაც ვკითხულობდი ინფორმაციას კომპიუტერულ ვირუსზე, რომელმაც სერიოზული პანიკა გამოიწვია, შეუტია რა მთელ რიგ ირანულ საწარმოო ობიექტებს. ირანის მთავრობა ჩივის, რომ ქვეყანა ე.წ. Stuxnet ვირუსის ფორმით „ელექტრონული თავდასხმის“ ობიექტი გახდა. ვირუსმა ისლამურ რესპუბლიკაში 30 ათასზე მეტი კომპიუტერი დააზიანა. ვირუსის გავლენა ირანის ბირთვულ პროგრამაზე ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა როგორც სჩანს კომპიუტერულ ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ისეთი რთული ვირუსი როგორიც Stuxnet-ია, მხოლოდ სახელმწიფო დონეზე შეიძლება მომზადდეს. ადრე მსგავს ვარაუდებში ისრაელი ფიგურირებდა, მაგრამ სინამდვილეში არსებობს რამდენიმე სპეც-სამსახური, რომლებსაც მოტივაციაც აქვთ და შესაძლებლობაც იმისა, რომ ირანელ მეცნიერებს ცხოვრება გაურთულონ. მაგალითად წელს აშშ-ში კიბერნეტიკული მმართველობა შეიქმნა. მის ამოცანებში შედის ამერიკული ქსელების დაცვა და საგარეო შეტევების დაგეგმვა. მოწინავე ინდუსტრიული ქვეყნებისთვის კიბერ-ომი არის როგორც კარგი შესაძლებლობა, ასევე უზარმაზარი საფრთხე. პრინციპული კიბერ-თავდასხმები, რომლის სამიზნეც მაგალითად ირანი გახდა, მტრის ინსდუსტრიული და სამხედრო ობიექტების განადგურების საშუალებას იძლება, მაგრამ დასავლური ქვეყნების ხელმძღვანელებშიც კი კოშმარულ განცდებს იწვევს ის, რაც მათ მშობლიურ ქვეყნებში კომპიუტერული სისტემების დაუცველობას უკავშირდება. ირანზე Stuxnet-ის თავდასხმამდე კიბერ-ომის ყველაზე ცნობილი შემთხვევაა 2007 წელს ესტონეთზე განხორციელებული თავდასხმა. რუსებთან გაცხარებული დაპირისპირების დროს, ესტონელებმა აღმოაჩინეს, რომ ინტერნეტზე მათი ხელმისაწვდომობა სერიოზულად შეიზღუდა მასობრივი DoS-შეტევის გამო (მომსახურებაზე უარის ტიპის შეტევა). 2003 წელს ამერიკის სამთავრობო ვებ-გვერდებზე თავდასხმების სერია პენტაგონმაც დააფიქსირა. ინციდენტს ”ტიტანური წვიმა” (Titan Rain) მასზე პასუხისმგებლობა კი ჩინეთს დაეკისრა. ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ესტონური, ჩინური და ირანული შემთხვევები, მონაგონია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. რიჩარდ კლარკი, რომელიც ადრე თეთრ სახლში კონტრ-ტერორისტულ მუშაობას ხელმძღვანელობდა და ცნობილია იმით, რომ ”ალ-ქაიდასთან” დაკავშირებით განგაში ჯერ კიდევ 11 სექტემბრის მოვლენებამდე ატეხა, დღეს კიბერ-ომზე შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებს. ის საუბრობს შესაძლო კოორდინირებულ შეტევაზე, რომელიც 15 წუთში ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ელექტრომომარაგების ქსელს მწყობრიდან გამოიყვანს, კოდს შეუცვლის ელექტრონულ წერილებს, შეაჩერებს ავია-სადისპეჩერო სამსახურის, ბანკების და ელექტრო-გადამხდელი სისტემების მუშაობას, ასევე გამოიწვევს სარკინოგზო კატასტროფებს. ასეთი საფრთხეებით შეშფოთებული სამხედრო ექსპერტები ახალი საერთაშორისო შეთანხმებების აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელიც კიბერ-სივრცეში საქმიანობას დაარეგულირებს. დღევანდელ სიტუაციას ადარებენ იმას, რაც ბირთვული იარაღის გამოგონების პირველ წლებში ხდებოდა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ხელი მოეწერებოდა შეთანხმებებს ბირთვული შეიარაღების კონტროლზე. კიბერ-ომის საფრთხე იმდენად ახალია, რომ ჯერ-ჯერობით არც ერთი მოსაზრება არ არსებობს იმის თაობაზე, თუ რა განმარტება უნდა მიეცეს კიბერ-თავდასხმას და როგორი შეიძლება იყოს „პროპორციული პასუხი“. თუმცა მსგავსი შედარება გამალებულ ბირთვულ შეიარაღებასთან, ზედმეტად დამამშვიდებელია. ბირთვული იარაღი დღემდე მხოლოდ ავტორიტეტული სახელმწიფოების ვიწრო წრეს აქვს, თანაც ის 1945 წლის შემდეგ არ გამოუყენებიათ, ხოლო კიბერ-ომში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ატრიბუტის შეძენა ნებისმიერი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, პროცესის მართვა კი საძინებლიდანაც შეიძლება. მთელი შარშანდელი წელი ბრიტანული პრესა მოქალაქე გარი მაკინონის შემთხვევაზე წუხდა. მაკინონი აუტიზმის მსუბუქი ფორმითაა დაავადებული. ის ამოუცნობ ობიექტებთან დაკავშირებით პერსონალურ გამოძიებას ატარებდა და პენტაგონის კომპიუტერებში აღწევდა. როგორც სჩანს, ბრიტანელი ჟურნალისტები ერთ საერთო დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამერიკელები მაკინონის ექსტრადაციის და მისი სამართლებრივი დევნის სასტიკი მცდელობებით – ძალიან შურისმაძიებელი და იუმორისგან სრულად დაცლილი ხალხია. სწორედ სამყაროს „მაკინონები“ წარმოადგენენ ამერიკული შეიარაღებული ძალების ყველაზე საშინელ კოშმარს: მათ ტანჯავთ იმის საფრთხე, რომ მთელი ეს მაღალტექნოლოგიური სისტემები მოწყვლადი აღმოჩნდება ვიღაც უცნაური ინდივიდებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოურ სადაზვერვო სამსახურებზე. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნაიჯელ ინკსტერმა ახლახანს ერთი შემთხვევის შესახებ ისაუბრა, რომელმაც დასავლურ სპეც-სამსახურებს გული გაუხეთქა. (წლების განმავლობაში ინსკსტერი მაღალი რანგის ბრიტანელი აგენტი იყო). ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს Irhabi-007-ს უწოდებდა, ქსელში ანთავსებდა ”ალ-ქაიდას” ვიდეორგოლებს და ტერორისტებისთვის ინსტრუქციებს ავრცელებდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო 22 წლის სტუდენტი და ის ლონდონის დასავლეთში მდებარე სახლიდან მოქმედებდა. პოლიცია მის ბინაში შეიჭრა და Irhabi-007-ს იმ დროს წაუსწრო, როდესაც ის შემაშინებელი სახელწოდების მქონე ვებ-გვერდ Youbombit-ზე მუშაობდა. არის თუ არა საერთაშორისო თანამშრომლობა და მარეგულირებელი დოკუმენტაცია პასუხი კიბერ-თავდასხმებზე? ბოლო წლების განმავლობაში, კიბერ-სივრცეში საქმიანობის მარეგულირებელი ახალი საერთაშორისო ხელშეკრულებების აქტიურ მხარდამჭერებს შორის რუსეთის მთავრობაა. ინიციატივას მხარი ჩინეთმაც დაუჭირა. მათთან შედარებით, დასავლური სახელმწიფოები საკმაოდ თავშეკავებულად მოქმედებენ. ეს შეიძლება რუსეთის მოტივებთან დაკავშირებულ ეჭვებზე მეტყველებდეს, ან აღნიშნული სფეროს ეფექტური რეგულირებისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე. შესაძლოა, მსგავსი ქცევა იმასაც ასახავდეს, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკა ამ ფრონტზე ყველაზე ძლიერია, ამ სფეროში ურთულეს კვლევებს ატარებს და კიბერ-უსაფრთხოების უძლიერესი სისტემა გააჩნია. ის ფაქტი, რომ ჩინეთის სამთავრობო სისტემებიც კი ხშირად პირატული პროგრამული უზრუნველყოფით მუშაობენ, მათ განსაკუთრებულად მოწყვლადს ხდის. დღეისთვის, როგორც სჩანს, დასავლური ქვეყნები კიბერ-სივრცეში ჯერ კიდევ ბატონობენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს და ჩვენ ამის შესახებ მაშინ შევიტყობთ, როდესაც ჩვენი ბანკომატები ფულის გაცემაზე უარს იტყვიან, შუქნიშნები ერთფერად აციმციმდება, ხოლო კომპიუტერები თვითნებურად გამოირთვება. ორიგინალი ორიგინალი
-
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა პარტია “ატა-ჟურტის” ოფისი დაარბია. ინტერნეტში გავრცელდა “ატა-ჟურტის” ლიდერის, ყამჩიბეკ ტაშიევის ვიდეომიმართვა,… ლინკი მედიანიუსზე
-
ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 336 დღის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა 4 კომერციულმა ბანკმა მიიღო. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ 25 550 000 ლარი იყო. განაცხადების რაოდენობა იყო 6, აქედან დაკმაყოფილდა 4. აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 13.93%, მაქსიმალური 14.43%, საშუალო შეწონილი 14.231%. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №38 აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 10 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_33599-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას, 2010 წლის 5 ოქტომბერს, დასავლეთ უნგრეთში მომხდარ ეკოლოგიურ კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელსაც უნგრეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს სამძიმარს უნგრელი ხალხისა და კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახების მიმართ. იხილეთ epn.ge
-
სასჯელაღსრულების ქსნის დაწესებულებაში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა, რომელსაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე პაატა სულაბერიძე და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე ესწრებოდნენ. ტურნირს, რომელიც ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა, 44 მსჯავრდებული მონაწილეობდა. მათგან გამარჯვებული ოლიმპიური სისტემით გამოვლინდა და სიმბოლური პრიზით და სიგელით დაჯილდოვდა. ახლო მომავალში, ჭადრაკის ტურნირი, სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებშიც ჩატარდება. სასჯელაღსრულების ინფორმაციით, მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და განათლების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. იხილეთ epn.ge
-
საქართველოში მედია მფლობელების გამჭირვალობასთან დაკავშირებით პრობლემებია. ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლების” პრეზიდენტმა ჯეფრი გიდმენმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით ეს ერთ-ერთია საკითხი რაზეც საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ის აქცენტს გააკეთებს. ,,მედიის როლი დემოკრატიული სახელმწოფოში მნიშვნელოვანია, არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო თავისუფალი მედიის გარეშე. თქვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები გაკეთდა ამ მხრივ. არის პრობლემები მაგალითად მედიის მფლობელობასთან დაკავშირებით, რაც გამჭვირვალობას მოითხოვს და მოგვარებადია. თქვენ უნდა იამაყოთ იმ მედია თავისუფლებით რაც დღეს გაქვთ” – განაცხადა ჯეფრი გიდმენმა. შეგახსენებთ, რომ,,რადიო თავისუფლების” პრეზიდენტი ჯეფრი გიდმენი და მაუწყებელთა საბჭოს წევრები საქართველოში სამ დღიანი ვიზიტით იმყოფებიან. იხილეთ epn.ge
-
უახლოეს ხანში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავს, რომელიც 2006 წლის ნოემბერში, 14 წლის ასაკში, თანაკლასელი ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 17:03 06-10-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TKxzoRQiQ4I/AAAAAAAAEGA/mP_I6wDLAxs/s200/gogonai.gifპრესა.გე გვანცას მამას, ალექსანდრე ყუფარაძეს შეხვდა და ესაუბრა; ასევე ვესაუბრეთ პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც გვანცას მამის განმარტებით, საქართველოს პარლამენტში ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ყუფარაძეების პრობლემა დეტალურად შეისწავლა, გულთან ახლოს მიიტანა და პოლიტიკური დებატების დროს, ამაზე პარლამენტის ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა. პრესა.გე–სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გვანცა ყუფარაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და უსამართლოა. ის, რასაც ამ მასალაში წაიკითხავთ, ეყრდნობა ალექსანდრე ყუფარაძის და დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობს. პრესა.გე არ არის პირველი, ვინც ამ საქმეზე მასალას აქვეყნებს. 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, ქართულ გაზეთებში არაერთი მასალა დაიბეჭდა. ახლახანს ამ თემაზე, ტელეეთერში სტუდია “ჯი ენ ესის“ ჟურნალისტის, იმედა დარსალიას მიერ მომზადებული ვრცელი სიუჟეტიც გავიდა, რომელშიც კონკრეტულ ადამიანთა მონათხრობი (როგორც ფარულად, ისე ღიად ჩაწერილი თვითმხილველების) ემთხვევა, ალექსანდრე ყუფარაძისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობს. სანამ ამ საქმეში ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე გიამბობთ, მოკლედ მოგიყვებით ისტორიას, რის გამოც გვანცა ყუფარაძე დღემდე საპყრობილეშია: 2006 წლის 9 ნოემბერს, ნაძალადევის რაიონში, მე-12-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის დროს, 14 წლის თორნიკე ტყემალაძეს დანით 33 ჭრილობა მიაყენეს. ოფიციალური ვერსიით ეს თორნიკეს კლასელმა, გვანცა ყუფარაძემ გააკეთა. მოტივი საქმის მასალებში არ ფიგურირებს და ეს დაზარალებულისთვისაც უცნობია. თავად გვანცას ჩვენების მიხედვით, თორნიკეს 4 ახალგაზრდა (გვანცასთვის უცნობი, ხოლო თორნიკესთვის ნაცნობი) სცემდა და აქედან ორმა მას დანით ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ამ ფაქტის ერთადერთმა მოწმემ, გვანცა ყუფარაძემ თანაკლასელის დაჭრის ამბავი ერთ–ერთ მასწავლებელს შეატყობინა. სკოლის სასწავლო ნაწილმა, მაია ბერძენიშვილმა შემთხვევის ადგილის შესახებ გვანცა ყუფარაძეს დაწვრილებით გამოჰკითხა, რის შემდეგაც, სკოლის თანამშრომელთა თქმით, დანაშაულის კვალი წაშალა. დიმიტრი ლორთქიფანიძე: “სისხლის სამართლის საქმის გაცნობისას, ძალიან მნიშვნელოვან დეტალს წავაწყდი, რაზეც შემდგომში ყურადღება სტუდია “ჯი ენ ესმა“ გაამახვილა, თავის სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერით გავიდა და რომელშიც ასახულია დანაშაულის ადგილზე სისხლის კვალის წაშლის ფაქტი, იმ საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის მიერ, რომელშიც გვანცა ყუფარაძე სწავლობდა. ეს ფაქტი გამოძიებისთვის რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა. საქმის მასალებში არის ჩვენება, სადაც სასწავლო ნაწილი ამბობს, რომ მან კვალი წაშალა, რაღაც სხვა მოსაზრებების გამო“. მე–12 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი ამბის შესახებ, ერთ–ერთი სააგენტოს ე.წ. ნიუსი, პირველად გაზეთ “ალიაში“ გამოქვეყნდა..; 14 ნოემბერს ამაზე ტელეკომპანია “მზის“ საინფორმაციო გამოშვებაშიც ილაპარაკეს (მოგვიანებით ინფორმაცია “რუსთავი 2“–ზეც გავიდა), რის შემდეგაც მამამ თავისი შვილი პოლიციაში მიიყვანა – “აი, ჩემი შვილი და თუ დამნაშავეა, მოვკლავ–მეთქი, - ვუთხარი პოლიციელებს. მანამდე გვანცა პოლიციას ერთხელ ჰყავდა დაკითხული“. ალექსანდრე ყუფარაძის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი დარწმუნდება, რომ დაზარალებული თორნიკე ტყემალაძე მოსამართლის კითხვებზე წინასწარ მომზადებულ და შეთანხმებულ პასუხებს სცემს – “როცა ეკითხებიან – წინააღმდეგობა რატომ ვერ გაუწიეო, დაზარალებული ამბობს, ჟეშტი მეჭირა, მაგრამ ბოლოს წინააღმდეგობის გაწევა შევძელი და გავიქეციო. აი, ასეთი სისულელეების დაჯერება შეძლო მოსამართლემ. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლებოდა გაქცეულიყო ადამიანი, რომელსაც 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული?!“ გვანცა ყუფარაძის მამის თქმით, მე-12 საჯარო სკოლის იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც საქმის ირგვლივ სიმართლე იციან,ზეწოლას ახორციელებენ და ამიტომ, ხმამაღლა შიშით ვერაფერს ამბობენ. გვანცას დედა, ციალა ქავთარაძეც მე-12 სკოლაში მუშაობს – მათემატიკას ასწავლის. ალექსანდრე ყუფარაძე: “სხვადასხვა სკოლებში არაერთი ამგვარი შემთხვევა მოხდა, რასაც დირექტორისა და მოადგილეების წასვლა მოჰყვა. მე-12 საჯარო სკოლაში მანანა გორგასლიძე მეოთხე წელია დირექტორის მოვალეობას ასრულებს. როგორც ჩანს, განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინისთვის ასეთი დირექტორები და სასწავლო ნაწილები ხელსაყრელია; მოზარდებს ალბათ ამგვარი ხალხის მეშვეობით უპირებენ სამტრედიის ე.წ. სპეცსკოლაში გამწესებას და ციხის კონტიგენტის შევსებას - რაც მეტი დაჩაგრული ბავშვი გაიზრდება, მით მეტი მონა ეყოლებათ. გვანცამ თავის ჩვენებაში სიმართლე ილაპარაკა, მაგრამ კედელს ცერცვი შეაყარეო, ასე გამოვიდა; ჩემი შვილი სიმართლის თქმისთვის ისჯება; ცალკეული პიროვნებების პასუხიმგებლობის საკითხი, რომ არ დამდგარიყო, ჩემი შვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას რომ ეთქვა ის ტყუილი, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია ამტკიცებდა (რომ თორნიკე ტყემალაძე ვითომ მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა), დღეს ალბათ, თავისუფალი იქნებოდა“. იმას, თუ როგორ აღმოჩნდა გვანცა ყუფარაძე იმ ადგილას, სადაც თორნიკე ტყემალაძე დაჭრეს, ალექსანდე ყუფარაძე, მისი შვილის ჩვენებაზე დაყრდნობით გვიამბობს - იმ დღეს, პირველ გაკვეთილზე თორნიკემ გვანცას გარკვეული თანხა სთხოვა, რაზემ პასუხად მიუგო - მე არ მაქვს, მაგრამ შემიძლია დედას ვთხოვო და დაგეხმარებიო. ამაზე თორნიკემ უარი უთხრა. მეხუთე გაკვეთილის შემდეგ, ღობესთან მყოფმა თორნიკე ტყემალაძემ გვანცას თხოვნა გაუმეორა - შენს იქით გზა არ მაქვს, ეგებ დედას სთხოვოო. ამასობაში, ოთხი ახალგზარდა მოვიდა... ალექსანდრე ყუფარაძე: “როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, წინა დღეს აგინებდნენ გამოდი თორემ ასე და ისე გიზამთო; სკოლის შენობიდან თორნიკე მასწავლებლებმა არ გაუშვეს, მაგრამ ამ ამბის შესახებ, არც მათ მშობლებს შეატყობინეს. მეორე დღეს თორნიკე დაჭრეს“. იმაზე, თუ რატომ წაშალეს დანაშაულის კვალი და რატომ აშინებენ იმათ, ვინც სიმართლე იცის, ალექსანდრე ყუფარაძე დაზუსტებით ვერაფერს ამბობს, მაგრამ იხსენებს 2006 წლის 9 ნოემბერს, როცა დანაშაულის ადგილის დათვალიერება დასრულდა (ეს კი ღამის 11საათზე, ფარნის შუქზე გაკეთდა!), პოლიციის მანქანაში, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეები უშუალოდ მას უმტკიცებდნენ, რომ თორნიკე ტყემალაძე დაჭრეს კიკვიძის ბაღში და შემდეგ სკოლის ტერიტორიაზე შეიყვანეს. “პოლიციისთვის მთავარი იყო საქმე გახნილიყო. მათ არ ადარდებდათ, ვის დაიჭერდნენ – ნამდვილ დამნაშევეებს თუ უდანაშაულო ბავშვს. რაც შეეხება დირექციას - მანანა გორგასლიძე “ნაცმოძრაობის“ წევრია; ამასთან კახა ლომაიას კადრია – მანამდე განათლების სამინისტროში მუშაობდა. გორგასლიძის წინამორბედი ლომაიას სიდედრს გადააყოლეს, რომელიც მე-12 სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. საათების არქონის გამო შემცირებაში მოჰყვა, რის გამოც ლომაია სკოლის იმჟამინდელ დირექტორს დაემუქრა. 4 თუ 5 თვის შემდეგ განათლების მინისტრად დაინიშნა და დირექტორიც გაათავისუფლა“, - აცხადებს გვანცა ყუფარაძის მამა. პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვანცა ყუფარაძის საქმეს უნიკალურ შემთხვევად აფასებს და ამბობს, რომ 4 წლის განმავლობაში სასჯელს იხდის საპყრობილის რეჟიმში, სრულწლოვან პატიმარ ქალებთან ერთად, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის პენიტენციურ სისტემას არასრულწლოვან ქალთა დაწესებულება არ გააჩნია. დიმიტრი ლორთქიფანიძე: “პოლიტიკური დებატების დროს ამაზე მიხიელ სააკაშვილს გავუმახვილე ყურადღება, რასაც უმრავლესობის წარმომადგენელი, პალიკო კუბლაშვილი გამოეხმაურა და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა - თითქოს გვანცა ყუფარაძემ მიაყენა თავის თანატოლს სიცოცხლისთვის სახიფათო 7 ჭრილობა და რომ ჩემი მხრიდან გვანცა ყუფარაძის ადვოკატობა იყო არადროული და მიმართული იყო პოლიტიკური ქულების ჩაწერისკენ. ამის შემდეგ, გვანცა ყუფარაძის სისხლის სამართლის საქმით უფრო ღრმად დავინტერესდი და ჩემს თვალწინ წარმოუდგენელი რამ დადგა - საქმე ეხება განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, რა დროსაც თითქოს გვანცა ყუფარაძემ მის თანაკლასელს მიაყენა 33 ჭრილობა, ორი სხვადასხვა მჭრელი საგნით. ინფორმაციის მოპოვების მიზნით გვანცა ყუფარაძის კანონიერ წარმომადგენელს, მის მამას დავუკავშირდი; დავინტერესდი გვანცა ყუფარაძის აკადემიური მოსწრებით და გავარკვიე, რომ 14 წლის ასაკამდე გვანცას სემესტრულად, არც ერთი ოთხიანი არ ჰყოლია გამოყოლილი, იყო ფრიადოსანი; დახასიათებაშიც, რომელიც მე-12 საჯარო სკოლამ გასცა, წერია, რომ გამოირჩეოდა უაღრესად დადებითად და რომ არასდროს არ ჰქონია შენიშვნა მიღებული“. საქართველოს სახელით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მას მიმაჩნია, რომ განაჩენი არის არაკანონიერი და უსამართლო, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო არ დაეყრდნო, არც ექსპერტიზის დასკვნებს და არც ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით, პარლამენტარის განმარტებით, აშკარად იკვეთება ახალი დანაშაულის კვალი, როგორც მინიმუმ, დანაშაულის დაფარვის კუთხით. “შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლო განიხილავს გვანცა ყუფარაძის საქმეს, რომელსაც პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, ვფიქრობ, სამართლიანობა იზეიმებს და ამ საქმეზე ჭეშმარიტება საბოლოოდ გაირკვევა. თუმცა, როგორ და რა გზით მოხდება გვანცა ყუფარაძისა და მისი ოჯახისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, ვინაიდან გვანცა ყუფარაძე უპრეცენდენტო პირობებში იხდის სასჯელს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოში არ არის მოწყობილი არასრულწლოვან ქალთა სპეციალური დაწესებულება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მესამედ გავუგზავნე დასაბუთებული შუამდგომლობა, გვანცა ყუფარაძის შეწყალების აუციელებლობის თაობაზე, ჩემთვის ჯერჯერობით დაუდგენელი და გაუგებარი მიზეზების გამო, პრეზიდენტი გოგონას შეწყალებისგან თავს იკავებს. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც შემამსუბუქებელი უნდა ყოფილიყო – მიუხედავად გაუსაძლისი, მძიმე პირობებისა, გვანცა ციხის პირობებშიც აგრძელებს სწავლა–განათლებაზე ზრუნვას; მან წარმატებით დაძლია ყველა გამოცდა, რომელიც მეთორმეტე კლასის დამამთავრებელ გამოცდებს შეეხებოდა, მაგრამ გარკვეული, ხელოვნური ბარიერის გამოყენების გამო, მას 1 გამოცდით მეტის ჩაბარება მოუწია, რაც არ იყო დადგენილი მოცემული პროგრამით და რის გამოც მან ვეღარ შეძლო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელება. ესეც ალბათ იმ მიზეზის გამო, რომ იმ შემთხვევაში, თუ გვანცა ყუფარაძე ერთიანი ეროვნული გამოცდებით დადგენილ სტანდარტებს დაძლევდა და რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში მოხვდებოდა, მაშინ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დადგებოდა მორალური ვალდებულების წინაშე, შეეწყალებინა ეს მსჯავრდებული. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოებისა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გვანცა ყუფარაძის მდგომარეობას ყურადღებას მიაქცევენ“, - ამბობს პალამენტარი. პრესა.გე-ს კითხვას - თქვენი აზრით, რას ერჩოდნენ 14 წლის გვანცა ყუფარაძეს? დიმიტრი ლორთქიფანიძე პასუხობს: “რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მე-12 საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც ხელისუფლებაში ძალიან სერიოზული მფარველები ჰყავთ, ისევე, როგორც დირექტორს. როგორც ჩანს, გვანცა ყუფარაძე აღმოჩნდა ყველაზე დაბალი ღობე, რომელზეც შესაძლებელი იყო ხელი შეეწმინდათ“. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
28 ოქტომბერს სრულმეტრაჟიანი ქართული მისტიკური დრამა ”სეზონი” თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა. ახალი ქართული ფილმი მაყურებელთან და კრიტიკასთან შესახვედრად ემზადება. რეჟისორი დათო ბორჩხაძე ამბობს, რომ ფილმთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ. სურთ, ”სეზონი” სხვა ქვეყნებში გაიტანონ და ფესტივალებზეც გაუშვან. ფილმის გადაღება 2009 წლის სექტემბერში ბათუმში დაიწყო. ”სეზონის” ბიუჯეტი, როგორც რეჟისორი ამბობს, 1 მილიონი ლარია. გადაღებები 45 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა მანამდე გადამღებმა ჯგუფმა ქასთინგების სერია გაიარა, რომლის მიზანი მათთვის საჭირო ტიპაჟების პოვნა იყო. ”თითქმის მთელი თბილისი მოვიყვანეთ ქასთინგზე, საბოლოოდ არც ერთი პროფესიონალი მსახიობი არ არის ფილმში, ერთის გარდა, რომელიც თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტია”,-ამბობს რეჟისორი. რატი ბაქრაძე, ჯეჯი სხირტლაძე, ნიკა ბახტაძე, რეზი გოგეშვილი, ლიკა ქორქია, სალომე ბეზარაშვილი, თიკო დალაქიშვილი - ის არაპროფესიონალი მსახიობები არიან, რომლებიც ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ. რამდენიმე თვის წინათ ინტერნეტში ”სეზონის” დემო ვერსია გავრცელდა, რომელსაც მუსიკალურ ფონად ცნობილი სიმღერები (მაგალითად მომღერალ უილ სმიტის სიმღერა და სხვ.) ჰქონდა დადებული. თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში რეჟისორი აცხადებს, ”სეზონს” თავისი მუსიკა ექნება. დავით ევგენიძემ სპეციალურად ფილმისთვის მუსიკა შექმნა. ფილმის სცენარის ავტორი მწერალი გურამ მეგრელიშვილია. მას –ფსევდონიმით ზემხა– მოთხრობების რამდენიმე კრებული აქვს გამოქვეყნებული. მათ შორის ერთ-ერთით 2009 წლის ლიტერატურული პრემია საბას ნომინანტიც გახდა. ზემხა ამბობს, რომ ფილმის სცენარი მსოფლიო კინოსთვის არ არის ნოვაცია, თუმცა ქართული რეალობისთვის მისი თემა ახალია. ”მე შევეცადე, რომ ისეთი დეტალები ჩამედო, რაც იქნებოდა ახალი და არა უკვე გამოყენებული, - ამბობს მწერალი ნეტგაზეთთან საუბრისას. ფილმი მისტიკურ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მეგობრებს ბათუმში გადახდებათ. ხმაურიან ბათუმში ჩასულ მეგობრებს მეორე დილით ცარიელი ქალაქი დახდებათ. თუ როგორ გრძელდება ისტორია, უკვე პრემიერის დღეს გახდება ცნობილი. ”სეზონს” რამდენიმე პროდიუსერი ყავდა– თეზო გობეჩია და კო პროდიუსერი დიმა ჩიქოვანი. როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმის ტრეილერი ინტერნეტით მალე გავრცელდა. ამ დროისთვის ”სეზონის” ტრეილერი გახმოვანების პროცესშია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ქეთი ლალი ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ რაც მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ტახტი დაამხეს, რომ ახალი ინტრიგები გაჩაღდა, მათ შორის ისტორიიდან მისი კარის მოქანდაკის ამოშლის მცდელობა ლუჟკოვის მეგობარი ზურაბ წერეთელი მრავალი წელი მერის მფარველობით სარგებლობდა და ამ ხნის განმავლობაში მან ქალაქის იერი შეცვალა, დაუმატა რა მას გიგანტური კონსტრუქციები, რომელთაგან ყველაზე დიდ აგრესიას პეტრე პირველის ქანდაკება იწვევს, რომელიც თხუთმეტსართულიანი სახლის სიმაღლისაა. თავდაპირველად წერეთელს ქრისტოფერ კოლუმბის ქანდაკების გაკეთება და აშშ-ს რომელიმე ქალაქისთვის მისი შეთავაზება სურდა – კოლუმბის დიდებული მოგზაურობის 500 წლისთავის საპატივცემულოდ, რაც 1992 წელს აღინიშნებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში წინადადებაზე უარი განაცხადეს ბალტიმორმა, ნიუ-იორკმა და კიდევ რამდენიმე ქალაქმა, მათ შორის ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბმაც კი. მაშინ წერეთელმა პროექტის მიღებაზე პუერტორიკოელები დაითანხმა, თავად კი პეტრეს პროექტზე დაიწყო მუშაობა, რომელიც თითქმის ზუსტად ისევე გამოიყურებოდა როგორც კოლუმბი, მხოლოდ სხვა თავით. პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ ხმაურიანი ჩხუბის შემდეგ გაგდებულმა ლუჟკოვმა წასვლა ვერ მოასწრო (თუმცა მერიაში ის მაინც დადიოდა, თითქოს იმის ნიშნად, რომ ვიღაც პრეზიდენტი მის გაგდებას ვერ შესძლებდა), რომ მუნიციპალური ხელისუფლება პეტრეს ქანდაკებისთვის (წერეთლის მრავალრიცხოვანი ნამუშევრებიდან ერთ-ერთი, რომელიც ლუჟკოვის თვრამეტწლიანი მმართველობის პერიოდში დადგეს) ადგილის შეცვლაზე ალაპარაკდა. სამშაბათს გაჩნდა ინფორმაცია, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ რესინმა ეს საკითხი სხდომაზე ორშაბათს დააყენა. ინფორმაცია არავის უარყვია, თუმცა პეტრესგან გათავისუფლებისთვის, რომელიც 1997 წლიდან მდუმარედ დაჰყურებს „მოსკვა რეკას“ კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე (სადაც ლუჟკოვმა ის რუსეთის ფლოტის საპატივცემულოდ აღმართა, რომელიც მეფემ ამ ადგილას 300 წლით ადრე შექმნა), მხოლოდ მერის ხელმოწერა საკმარისი არ არის. ათასტონიანი გიგანტის გადატანა შეიძლება 32.7 მილიონი დოლარი დაჯდეს, როგორც ეს სააგენტო „რია-ნოვოსტის“ მოსკოვის საქალაქო დუმას პერსპექტიული განვითარების და ქალაქმშენებლობის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ მოსკვინ-თარხანოვმა აცნობა. ეს იმ თანხის თითქმის ნახევარია, რაც მის შექმნაზე დაიხარჯა. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქანდაკების გადატანაზე ფული უნდა დახარჯოს, ზოგიერთ მოსკოველს ისეთივე შოკში აგდებს, როგორშიც მისი საიდუმლო იერსახე და მისთვის არჩეული ადგილი – კვარცხლბეკი მდინარეზე, რომელზეც ის წყლის მოქცევის დროს ნაპირზე ამოგდებულ ხომალდს ჰგავს. „ეს სიმახინჯე და ქალაქის შეურაცხყოფაა“ – მიაჩნია არქიტექტურული ძეგლების დამცველთა გაერთიანების წევრ ნატალია სამოვერს – „თავდაპირველად მან კოლუმბი გააკეთა, შემდეგ კი ზუსტად ისეთივე ქანდაკება ჩამოასხა. ჩვენ დიდი ხანია ამ გადაწყვეტილებას ველოდით“. შემდეგ სამოვერმა რამდენიმე ნგრევის პირას მყოფი შენობა დაასახელა, მათ შორის მე-17 საუკუნის ვაჭრის სახლი, რომელმაც ერთი წლის წინ სახურავი დაკარგა და მოდერნის სტილის კიდევ ერთი შედევრი, რომელიც სტიქიის წინაშე დაუცველია. სამოვერს მიაჩნია, რომ პეტრე უნდა დაივიწყონ და მოსკოვის წარსულის ხსოვნა უნდა გადაარჩინონ. იგივეს ფიქრობენ სხვა მოსკოველებიც. რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ სტუდიაში სატელეფონო ზარები არ წყდება. „გადატანა ძალიან ძვირი დაჯდება, იქნებ უბრალოდ ავაფეთქოთ? ამ ურჩხულს მხოლოდ ასე თუ მოერევი“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ. მოსკოვის კარნეგი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ტრენინმა განაცხადა, რომ ქანდაკება თვრამეტწლიანი პოსტ-საბჭოთა პერიოდის ძეგლია. „მისი თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ ის ლენინის მავზოლეუმივით არის. ისტორიის ერთ-ერთი ძეგლია, დარჩეს“ – სთქვა მან. მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის ლექტორ ნატალია დუშკინას არ მოსწონს, რომ მოსკოვის იერსახე შეიცვალა, მაგრამ ის ტრენინს ეთანხმება, რადგან შიშობს, რომ ხელისუფლება პეტრეს ქანდაკებას ჩაებღაუჭება, რათა მოსკოვის ისტორიულ ცენტრში შენობების ნგრევიდან საყოველთაო ყურადღება გადაიტანოს. „ჩვენ ქალაქის ცენტრის დაცვის გეგმა გვჭირდება“ – ამბობს დუშკინა – „ამაზე უნდა ვიფიქროთ“. რაც შეეხება პეტრეს, სად უნდა წაიღონ ის? იქნებ სანქტ-პეტერბურგში, რომელიც მან სპეციალურად ააშენა, რათა მოსკოვი დაეჩრდილა? დუშკინა ამბობს, რომ ის იქ უნდა გადაიტანონ და ფინეთის ყურის ცარიელ ნაპირზე უნდა დატოვონ, შორს იმ ისტორიული ქალაქისგან, რომელიც მას ასე უყვარდა. და მან რამდენიმე სტროფი წარმოსთქვა პუშკინის პოემიდან „ბრინჯაოს მხედარი“, რომელიც ყველა რუსმა სკოლის მოსწავლემ ზეპირად იცის. პოემაში საუბარია იმაზე, თუ როგორ ოცნებობდა პეტრე პირველი ახალ ქალაქზე: На берегу пустынных волн // Стоял он, дум великих полн, // И вдаль глядел… ორიგინალი ორიგინალი