planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png გიორგი ლომსაძე შუაღამით, ორი ნახევრად გახდილი, შემაშფოთებლად მაღალ ქუსლებზე შემომხტარი, გრძელფეხა რუსი ქალი, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში შეიჭრა. გვიანი იყო, მაგრამ თვალისმომჭრელად თეთრ მინი–კაბებში გამოწყობილ, ქერა და შავგრემან ქალბატონებს საქართველოს ლიდერისთვის რთული კითხვები ჰქონდათ მომზადებული და პასუხის გარეშე არსად წასვლას არ აპირებდნენ. ეს პირველი შემთხვევაა იყო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთის მედია საშუალებას (არც მეტი არც ნაკლები ჟურნალ GQ-ს რუსულენოვან ვერსიას) მისცა და ორმა მედია დივამ, ქსენია სობჩაკმა და ქსენია სოკოლოვამ ამ შანსის მაქსიმალურად გამოყენება გადაწყვიტეს. რატომ ხართ პროვოკაციული რუსეთთან მიმართებაში? რატომ ღეჭავდით ჰალსტუხს? რას ფიქრობთ სარკოზი–მედვედევის შეთანხმებაზე? მაგრამ იმ რუს მკითხველებს, რომლებიც ელოდნენ ისტორიას გრანდიოზულ ბოროტებასა და სიგიჟეზე, სტატიით, რომელიც ორმა ქსენიამ GQ–სთვის დაწერა, ალბათ იმედი გაუცრუვდათ. საქართველოს საპრეზიდენტო სასახლეში ქუსლებით კაკუნის შემდეგ, ორი მედია დამპყრობელი სააკაშვილთან ერთად თვითმფრინავით შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საჩვენებელ ქალაქ ბათუმში გაფრინდა. ქალაქის ბნელ ქუჩაში, გოგონები თეორიებს ანვითარებდნენ იმის შესახებ, თუ რომელი იქნებოდა მათგან პირველი, ვისაც სააკაშვილი, რომელსაც რუსული მედია ჩვეულებრივ გამოუსწორებელ მექალთანედ აღწერს, ბუჩქებისკენ წაათრევდა. ამის საპირისპიროდ, მოვლენები პროზაულად განვითარდა: მრავალსაათიანი ტურები შადრევნებთან, საცეკვაო კლუბებსა და იმ ქალაქის სანაპირო ბულვარზე, რომლის გადაქცევასაც სააკაშვილი კავკასიის ბარსელონად იმედოვნებს. როგორც ჩანს, მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოვლენები ისეთი პროვოკაციული სცენარით არ განვითარდა, როგორსაც ელოდნენ, სობჩაკმა სიტუაციის დაძაბვა გადაწყვიტა და მაისური ჩაიცვა, რომელზეც რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი (სააკაშვილის საძულველი ფიგურა) იყო გამოსახული. ამ ნაბიჯს პროტესტი პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენლებს შორის მოჰყვა, თუმცა მხოლოდ ასეთი შენიშვნის სახით: „როგორ მაისურს ატარებთ ეს თქვენი გემოვნების საკითხია. თუმცა, თავისუფალ ქვეყანაში ასეთი საკითხის გადაწყვეტა თავად შეგიძლიათ“. მოგვიანებით, სოკოლოვა სატელევიზიო ინტერვიუში რუსული „ახალი ამბების“ წამყვანებთან სააკაშვილს იცავდა კიდეც. საქართველოს პიარ–გამარჯვება? რუსული GQ–ს სტატიის მეორე ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის… ორიგინალი ორიგინალი
-
7 ოქტომბერს, 10.30 საათზე, ეკონომიკის სამინისტროსთან სააქციო საზოგადოება “მაუდის” აციონერების აქცია გაიმართება. 7 ოქტომბერს, 10.30 საათზე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე კორპორაცია ,,ინტელის”" წარმომადგენელ რობერტ ფოგელთან ერთად ბრიფინგს გამართავს. თემა: ,,კომპიუტერი ყველასთის”". სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია”" 7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ახალ კონსტიტუციაზე საიას დასკვნა”. მის: კრილოვის ქ. #15 7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სამოქალაქო რეესტრში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “მუდმივი ბინადრობის მოწმობის მიღების პროცედურა გამარტივდა”. მის: წერეთლის გამზ. #67ა 7 ოქტომბერს, 12.00 საათზე, საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების~ თავმჯდომარე ინგა გრიგოლია საკრებულოს ფოიეში ბრიფინგს გამართავს. თემა: “სამშობიარო სახლ “გინეკაში” აღმოჩენილი დარღვევები”. 7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” ბრიფინგს გამართავს. თემა: “პასაჟისა” და “კიდობნის” მეწარმეთა დარბევასა და მასობრივად დაპატიმრებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია”. სასტუმრო “ძველი მეტეხი” 7 ოქტომბერს, 12.00 საათზე, სასტუმრო `თბილისი მარიოტში~ იაპონიის ერთ-ერთი სამეფო გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი კეიკო კომა და მაესტრო იდაკი შინი “მშვიდობის გზავნილი საქართველოს” საქველმოქმედო საღამოსთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ. 7 ოქტომბერს, 12:45 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და საკუთრების დაცვის კომიტეტების პრეზენტაციას გამართავს. 7 ოქტომბერს, 13.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ქართული ენის დამცველი ორგანიზაციის, “დედაენის საზოგადოების” პრეზენტაცია გაიმართება. მის: გუდიაშვილის ქ. #7 7 ოქტომბერს, 13.00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ვინ მოიტაცა თბილისის რკინა-ბეტონის ქარხანა”. 7 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 7 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩატარდება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ~დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს~ ოფისში ინდმეწარმეების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. მის: აბულაძის ქ. #8 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის წინ (აშშ-ის ყოფილი საელჩო) საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის მიტინგი გაიმართება. 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რადიო თავისუფალი ევროპა – რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, დოქტორი ჯეფრი გედმინი ეწვევა. თსუ-ის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ~ეროვნული ფორუმის~ იდეოლოგიური მდივანი გუბაზ სანიკიძე საავიაციო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის ბოლოს (მოედანზე) მოსახლეობას შეხვდება. 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ოზურგეთში “თავისუფალი დემოკრატების” რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება გაიმართება. მის: ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. #3ა 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 7 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონში” სტუდენტური ესსების კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. 7 ოქტომბერს, 17:00 საათზე, “ეროვნული ფორუმის” იდეოლოგიური მდივანი გუბაზ სანიკიძე აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის ქუჩაზე, მიუსაფარ ბავშვთა სახლის წინ, მოსახლეობას შეხვდება. 7 ოქტომბერს, 17.00 საათზე, თავისუფალ უნივერსიტეტში ეროვნული ბანკის კვლევის “საქართველოს მშპ–ს ისტორია” პრეზენტაცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. 7 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრ ~რუსთაველში~ ანდრეი ხრჟანოვსკის ფილმის “ოთახნახევარი, ანუ სენტიმენტალური მოგზაურობა სამშობლოში~ ჩვენება გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
გუშინ ისეთი ამინდი იყო, ოთარ რამიშვილმა რომ სიმღერა ”რა არყისფრად გათენდა” მიუძღვნა. ანუ წვიმდა, თან ისეთი საზიზღარი წვიმა იყო, ძვალში რომ ატანს და ხასიათს კლავს. ხელში კამერა, ცოტაოდენი დამუშავება, მუსიკა და შესანიშნავი დეპრესიული ვიდეოარტიც მზადაა. და მე მინდა ის თქვენც წარმოგიდგინოთ. დატკბით: (იმისათვის, რომ სრული HD ხარისხით უყუროთ, გადადით ლინკზე) Off Release: http://crowpictures.wordpress.com/2010/10/11/vid-rain-in-tbilisi/ Filed [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1810&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53297.jpgაფთიაქებში წამლების დიდი ნაწილი ექიმის დანიშნულების გარეშე აღარ გაიყიდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53297.jpgაფთიაქებში წამლების დიდი ნაწილი ექიმის დანიშნულების გარეშე აღარ გაიყიდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53297.jpgაფთიაქებში წამლების დიდი ნაწილი ექიმის დანიშნულების გარეშე აღარ გაიყიდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. View the full article
-
ერორი- უკანონო აბორტების საქმეზე შესწავლა დაიწყო
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53298.jpgექიმთა საქმიანობის კონტროლის სამსახურმა უკანონო აბორტების შესწავლა დაიწყო. სამსახურის თანამშრომლები თბილისის რამდენიმე კლინიკას შეამოწმებენ. View the full article -
ერორი- უკანონო აბორტების საქმეზე შესწავლა დაიწყო
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53298.jpgექიმთა საქმიანობის კონტროლის სამსახურმა უკანონო აბორტების შესწავლა დაიწყო. სამსახურის თანამშრომლები თბილისის რამდენიმე კლინიკას შეამოწმებენ. View the full article -
ერორი- უკანონო აბორტების საქმეზე შესწავლა დაიწყო
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53298.jpgექიმთა საქმიანობის კონტროლის სამსახურმა უკანონო აბორტების შესწავლა დაიწყო. სამსახურის თანამშრომლები თბილისის რამდენიმე კლინიკას შეამოწმებენ. View the full article -
საქართველოში „დედაენის საზოგადოება“ დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები არიან: ლიტერატორი, პარლამენტის წევრი თამაზ კვაჭანტირაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი… ლინკი მედიანიუსზე