Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53316.jpgქართულ-ამერიკულ ქარტიასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრას უკვე მოჰყვა პირველი გამოხმაურებები. View the full article
  2. ევროსაბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებების დარღვევა 2008 წლის… ლინკი მედიანიუსზე
  3. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პოლიციის განყოფილების ორი ახალი შენობა გახსნა. ახალქალაქსა და ახალციხის რაიონის დაბა ვალეში… ლინკი მედიანიუსზე
  4. ირაკლი ოქრუაშვილის, ლევან გაჩეჩილაძის და სოზარ სუბარის მიერ დაარსებული ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია, სავარაუდოდ 11-12 ოქტომბერს გაიმართება.… ლინკი მედიანიუსზე
  5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მწუხარებას 6 ოქტომბერს ინდონეზიის რესპუბლიკის დასავლეთ პაპუას პროვინციაში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით, რომელმაც… ლინკი მედიანიუსზე
  6. ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და ქობულეთის ტერიტორიაზე ტურიზმის განსავითარებლად გარკვეული შეღავათები საკანონმდებლო დონეზე დაწესდება. ამისათვის მომზადდა… ლინკი მედიანიუსზე
  7. დღეიდან საერთაშორისო პროექტის `გავაცნოთ აჭარა თურქეთის რესპუბლიკას” განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში აჭარიდან 11-წევრიანი დელეგაცია თურქეთში უკვე გაემგზავრა.… ლინკი მედიანიუსზე
  8. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53313.jpgრაჭაში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. პოლიციამ 21 წლის კახაბერის უთმელიძე დააკავა, რომელმაც ბებია და ნათლია დახოცა. View the full article
  9. NASA-ს სატელიტის მექსიკაში ჩამოვარდნის შემდეგ 6 წელი გავიდა. ამერიკელი ჟურნალისტი თან ახლავს მოგზაურს, რომელიც კარანტინის ზონიდან ცდილობს მოხვდეს ამერიკის უსაფრთხო საზღვარზე. View the full article
  10. ქართული დიასპორის საერთო კოორდინაციის განხორციელების და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვადასხვა… ლინკი მედიანიუსზე
  11. ორგანიზაცია `სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” საქართველოს პარლამენტის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, საქართველოს სახალხო დამცველსა და სასჯელაღსრულების,… ლინკი მედიანიუსზე
  12. ხვალ თბილისის საკრებულოს წევრები ფონდი ,,ალილოს’’ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. დეპუტატები თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და… ლინკი მედიანიუსზე
  13. უკრაინამ ხორბლის ექსპორტი შეზღუდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო. შეზღუდვა 2010 წლის ბოლომდე იმოქმედებს.… ლინკი მედიანიუსზე
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo-saministro10-150x130.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 2010 წლის 6 ოქტომბერს ინდონეზიის რესპუბლიკის დასავლეთ პაპუას პროვინციაში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამინისტრო თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს. იხილეთ epn.ge
  15. ფილმის გმირი მაქსი, რომელი უბედური შემთხვევით გამოწვეული ტრავმის შემდეგ ჯანმრთელობას იდგენს, ღამის დაცვაში მოეწყობა სამუშაოდ.მამა მისის ფლობელობაში მყოფ ერთ-ერთ მაღაზიაში . იგი იწყებს ხედვას იმ ახალგაზრდა იდუმალი ქალის თვალებით, რომელიც მაღაზიის სარკეში ისახება.მიშ გარსემო საოცარი უბედური შემთხვევები ხდება და იღუპებიან ადამიანები ... View the full article
  16. შიშის დასათესად და ახალი წევრების მოსაძიებლად, ინტერნეტი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული საშუალებაა. გონივრულობას მოკლებული არ არის აზრი იმის შესახებ, რომ ღირდეს მსჯელობა სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და, განსაკუთრებით, ინტერნეტ სივრცის ფრთხილი ცენზურისადმი დაქვემდებარების თაობაზე. საუბარია სიძულვილის ენაზე, რომელიც მრავალი განვითარებული სახელმწიფოს მიერ კანონით დარეგულირებულია. რა არის და რა არ არის სიძულვილი თუ ადამიანის წინააღმდეგ კონკრეტული ბრალდება „არასათანადო“ ქცევის შესახებ სიმართლეა, ამ ადამიანმა შეიძლება გადამეტებული უკურეაქცია ან სიძულვილი და ზიზღიც კი დაიმსახუროს. მაგრამ სიძულვილის პროპაგანდა ადამიანთა მიერ სინამდვილეში ჩადენილი ან ჩაუდენელი დანაშაულის მიხედვით არ ირჩევს ბრალდების სამიზნეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიძულვილი ინდივიდების ან ჯგუფების მიმართ იმის გამო კი არ არის მიმართული, რასაც ისინი აკეთებენ, არამედ იმის გამო, რასაც ისინი წარმოადგენენ. სიძულვილი ადანაშაულებს მათ, რადგანაც სახეზეა ადამიანთა ერთი ან რამოდენიმე მახასიათებელი: განსხვავებული კანის ფერი, გენდერი, ენა, სექსუალობა და ა.შ. თუ ინდივიდები სიძულვილით მოპყრობას მხოლოდ იმიტომ იმსახურებენ, რომ ისინი იდენტიფიცირდებიან როგორც რომელიმე ამ ჯგუფის წევრი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ მიმართ დისკრიმინაციაც სავალდებულოდ უნდა იყოს ნაგულისხმევი, რომ საზოგადოება მათგან დავიცვათ. მსჯელობის ეს ხაზი ზუსტად აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნება დისკრიმინაცია დევნად და საბოლოოდ გენოციდის სახით გვევლინება ხოლმე. ამიტომ, მოგვიანებით ადგილობრივი მასშტაბით „გენოციდის“ თაობაზე რომ არ მოგვიწიოს წუხილი, სჯობს ახლავე ვიმსჯელოთ განსხვავებული ჯგუფების დევნის აკრძალვის მნიშვნელობაზე. ჩვენს საზოგადოებას არჩევანის გაკეთების აუცილებლობა ფუნდამენტალური ღირებულებების არჩევის მიზნით უჩნდება. ლი ბოლინგერი - ცნობილი ამერიკელი იურისტი, ადამიანის უფლებების სფეროს მკვლევარი და 2002 წლიდან კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - ამბობს, რომ უდიდესია გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობა, მაგრამ მისი უკიდეგანო დაცვა არ შეიძლება. სიძულვილის ენა, თავისთავად, არ არის დაცვის ღირსი და შესაძლებელია მისი მთლიანად აკრძალვა სრულიად ლეგიტიმური საშუალებებით, ამტკიცებს ბოლინგერი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ დავრჩეთ შემწყნარებელნი, აუცილებელი არ არის შეუწყნარებლობის შეწყნარება. შემოთავაზებული გეგმა საქართველოში დაწვრილებით გვახსოვს 2010 წლის გაზაფხულზე განვითარებული მოვლენები, რომლებიც ფეისბუქის ქართულ ქსელში ექსტრემისტულ-ნაციონალისტური ჯგუფების ინფილტრაციით დაიწყო, ვინმე სადღობელაშვილის მსგავსი სუბიექტების გამობრწყინებით გაგრძელდა და შემდგომში ილიას უნივერსიტეტის წინ ამავე ქსელში აგორებული წინააღმდეგობის მოძრაობის დარბევაში გადაიზარდა. თუ მათზე უფრო ძლიერად მოკაშკაშე ვარსკვლავები არ ამოკიაფდნენ, „გიორგი ვარ, გაბედავა“ და „აფხაიძე“ ახლადგამოჩეკილი და დროებით მიწყნარებული ქართული ე.წ. „სკინჰედების“ ტიპის და ნეო-ნაცისტური ჯგუფების აღმნიშვნელები მრავალი წლის განმავლობაში იქნებიან. ამერიკის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ანგარიშების მიხედვით, შიშის დასათესად და ახალი წევრების მოსაძიებლად, ინტერნეტი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული საშუალებაა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გონივრულობას მოკლებული არაა აზრი იმის შესახებ, რომ ღირდეს მსჯელობა სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და, განსაკუთრებით, ინტერნეტ სივრცის ფრთხილი ცენზურისადმი დაქვემდებარების თაობაზე. აქ საუბარია სიძულვილის ენაზე, რომელიც მრავალი განვითარებული სახელმწიფოს მიერ არის კანონით დარეგულირებული. საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, აქ მნიშვნელოვანია ერთი დათქმა: ამ სტატიაში განვითარებული მსჯელობა დემოკრატიული მმართველობისა და კანონმდებლობის იდეებს ეყრდნობა და მას არ აქვს პასუხი ტოტალიტარულ კონტექსტებში ძალაუფლების, მათ შორის, აქ შემოთავაზებული რეკომენდაციების ბოროტად გამოყენებისგან დაცვის თაობაზე. ამ სტატიას აკისრია ვიწრო ამოცანა: წარმოაჩინოს არგუმენტები დემოკრატიულ საზოგადოებაში სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვის მხარდასაჭერად. ცენზურის სავარაუდო სიკეთეები ამ ქვეყნის კონსტიტუცია საკმაოდ ვიწრო უნდა იყოს და კონკრეტულ ზიანზე კონცენტრირებული, რათა შესაბამის ქმედებებზე მისი მოთხოვნების მდგრადი მიყენება გახდეს შესაძლებელი. სიტყვის თავისუფლების პრინციპი ძლიერი პრეზუმფციით დაწყებას მოითხოვს, რომელიც შემწყნარებლობას დაუჭერს მხარს. ამ შემწყნარებლობაზე გვერდის ახვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიძლებოდეს, თუ დადგინდება, რომ საზოგადოება არაფერს ან ძალიან მცირედს მოიგებს შემწყნარებლობის განხორციელებიდან, ამბობს ბოლინგერი. შემწყნარებლობა აბსოლუტური წესი არაა, იგი მხოლოდ პრეზუმფციაა, რომლის უარყოფაც შესაძლებელია. მაგალითად, სასურველია შევზღუდოთ ნეო-ნაცისტური მსვლელობა, რადგან ამ მსვლელობის თანამდევი „ხარჯი“ და ზიანი საკმაოდ დიდია. შემოთავაზებული შეზღუდვა, ზოგადად, სიძულვილის აკრძალვას არ ეხება, იგი კონკრეტულად იმ სიძულვილის შეზღუდვაა, რომელიც– რასების, რელიგიების, ეთნიკური და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ჯგუფების ან სხვა გარეგნულად იდენტიფიცირებადი ადამიანთა კატეგორიების მიმართ არის მიმართული. სტანდარტი რომ არ დაეცეს და არაპოპულარული აზრების დაჩაგვრა არ მოხდეს, სასამართლოებმა და მედიამაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. აქ მნიშვნელოვანია ზიანის ოდენობის გამოთვლის პრინციპი: დასავლელი ფილოსოფოსები გვაფრთხილებენ, რომ არ უნდა ავურიოთ არაპოპულარული აზრი მაგ. ნეო-ნაცისტურ მეტყველებაში. რასაკვირველია, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ქართულ საზოგადოებაში ყველაფერი პირიქითაა: აქ არაპოპულარულ აზრს დაჩაგვრა არ ემუქრება. ის, რაც დასავლეთში არაპოპულარულია – ნეონაცისტური მეტყველება, მიზოგინია, ჰომოფობია და ქსენოფობიის სხვა გამოხატულებანი, სიძულვილის ენა განსხვავებული ჯგუფების მიმართ, სამოქალაქო და სასულიერო პრინციპებისა და თემატიკის აღრევა, ეკლესიის კონსტიტუციაზე წინ უკანონოდ დაყენების პრაქტიკა – ჩვენთან სწორედაც რომ პოპულარულია და მის გავლენას ექვემდებარებიან როგორც მედიის, ისე ხელისუფლების თითქმის ყველა შტოს წარმომადგენლები, მათ შორის, გარკვეულწილად, სასამართლოებიც. საილუსტრაციოდ გავიხსენოთ ბათუმში განვითარებული მოვლენები, სადაც ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით, უარყოფს საქართველოს კონსტიტუციის მიერ მინიჭებული შეკრების თავისუფლების პრინციპს და ქუჩაში შეკრებილი აგრესიული ბრბოს ხელმძღვანელ სასულიერო პირს ჰპირდება, რომ არ დაუშვებს “გეი პარადის მსვლელობას ქალაქის ქუჩებში.” გეი აღლუმი იქნება ეს თუ მთვარეზე გასეირნების მოყვარულთა ორგანიზაციის მსვლელობა, საქართველოს კონსტიტუცია მშვიდობიანი ღონისძიების შინაარსობრივი რეგულირებისაგან თავს იკავებს და მხოლოდ ფორმის რეგულირებით შემოიფარგლება. შესაბამისად, შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპის თვითნებური წართმევა შესაძლებელი ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ერთი ჯგუფი მეორის ცენზორად გვევლინება და მათ საჯარო კომუნიკაციას კანონი არ არეგულირებს. ეს საკანონმდებლო ხარვეზია. რატომ არ უნდა შევიწყნაროთ შეუწყნარებლობა? იმიტომ, რომ როგორც კარლ პოპერი ამტკიცებს, თუ შეუზღუდავ შემწყნარებლობას მათზეც განვავრცობთ, ვინც შეუწყნარებელია, შემწყნარებლები და, მათთან ერთად, შემწყნარებლობაც დაზარალდებიან. არგუმენტი, რომ „თუ ამის ცენზურას მოახდენ, იმის ცენზურაც უნდა მოახდინო“ აქ მართებული არაა. ამ ლოგიკით, გადასახადები საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან ვინმე იტყვის, „ეს არ დაბეგრო, თორემ იმის დაბეგვრაც მოგიწევს“. ცენზურის უარყოფითი მხარეები ზოგი ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური ადამიანური უფლებაა და პირობითი არ შეიძლება იყოს. მაგრამ მე არ ვეთანხმები ამ მსჯელობას, რადგან გამოხატვის თავისუფლების საბაზისო პრინციპი არ გულისხმობს იურიდიულ იმუნიტეტს გამოხატული შინაარსის მიმართ. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ე.წ. „იდეების ბაზარი“ ისედაც რეგულირებულია, დაწყებული კანონებით, რომლებიც ცილისწამებას გვიკრძალავენ და დასრულებული კანონებით, რომლებიც, მააგალითად, მომხმარებლის დეზინფორმაციას კრძალავენ. ჩარევისას, ჩვენ მხოლოდ ვალიდურობის კონსტიტუციური პრინციპი უნდა მოვითხოვოთ. ეს კი შემდეგს გულისხმობს: ა) ინტერვენცია მიმართული უნდა იყოს რეალურ საფრთხეზე; ბ) უკიდურესი აუცილებლობის მიღმა შეზღუდვის განვრცობა დაუშვებელია; გ) უნდა იყოს უზრუნველყოფილი ის ფაქტი, რომ ზიანის გაკონტროლებამ უფრო მეტი ზიანი არ მოიტანოს. ასევე ამბობენ, რომ გამოხატვის თავისუფლების რეგულირება ჯგუფებს კრიტიკის მიმართ იმუნიტეტს ანიჭებს. მაგრამ არც ამ მსჯელობის გაზიარებაა მართებული, რადგან თანასწორობისა და დისკრიმინაციისაგან განთავისუფლების პრინციპის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც დადასტურდება, რომ ადამიანებს მერიტოკრატიულად (დამსახურების მიხედვით) კი არ განსჯიან, არამედ უარყოფითი სტერეოტიპების საფუძველზე. კიდევ ერთი საკამათო თემაა პირადი ცხოვრების საკითხი. არსებობს შიში, რომ გამოხატვის თავისუფლების რეგულირება კერძო ცხოვრებასა და ინტიმურ ურთიერთობებში ზედმეტ ჩარევას გამოიწვევს და ჩვენს ყოველდღიურობაში „უსაფრთხოების“ უცხო წესებს შემოიტანს. არც ამ პრინციპს ვიზიარებ, რადგან მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული ცენზურა მხოლოდ განმეორებით კომუნიკაციას უნდა ეხებოდეს. აქ იგულისხმება გზავნილები, რომლებიც საზოგადოებაზეა მიმართული და არა კერძო გზავნილები, მაგალითად, მუქარის წერილები, რომლებიც პირადი კომუნიკაციის სახეს ატარებს. მაგალითად, არ ვამართლებ იმ ადამიანის ინკარცერაციას, რომელმაც რამოდენიმე წლის წინათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილს ხელმძღვანელს პირადი მუქარის წერილი გაუგზავნა. მაგრამ სრულიად გამართლებული იქნებოდა მალხაზ გულაშვილის დასჯა, რადგან იგი მიზანმიმართულად, განმეორებით და საჯაროდ სიძულვილს აღვივებდა განსხვავებული ჯგუფების მიმართ. დაბოლოს, ზოგი შიშობს, რომ სიძულვილის ენის მარეგულირებელი კანონის შემოღება ყველას ყველას წინააღმდეგ ჩივილის სურვილს აღუძრავს. არც ეს მსჯელობაა გამართლებული, რადგან პრაქტიკულად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სიძულვილის ენა რეგულირდება, მსგავსი არაფერი ხდება; ხოლო თეორიულად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ „კანონის ზღურბლის“ პრინციპის გამოყენებით, შესაძლებელია მსგავსი არეულობის თავიდან აცილება. კანონის ზღურბლის სტანდარტის გათვალისწინება სარჩელის შესატანად სავალდებულო იქნება. ეს სტანდარტი განსაზღვრავს, თუ რამდენად დგანან ინდივიდები/ჯგუფები სიძულვილის და შურისძიების ობიექტად ქცევის საფრთხის წინაშე. ცენზურის გამოყენება გზავნილებზე მხოლოდ იმიტომ არ დაიშვება, რომ ისინი ადრესატს შეურაცხყოფას აყენებენ ან შეიძლება ვინმე გაანაწყენონ. ამაში მხოლოდ ისეთი გზავნილები იგულისხმება, რომლებიც ადამიანებს სიძულვილისა და შურისძიების აქტების მიმართ მოწყვლადად აქცევენ, რომლებიც გადაჭარბებულ ემოციებს იწვევენ და გზავნილში ნახსენებ ინდივიდებს ისე ეპყრობიან, როგორც ადამიანურ ღირსებებს მოკლებულებს, რომლებიც უნდა გვძაგდეს. ნათქვამია, რომ ხელისუფლების საქმე რეგულირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი რეგულირების საფრთხე დიდია, მოუწესრიგებლობა ბევრად უფრო დიდ საფრთხეებს შეიცავს, ზუსტად ისე, როგორც ცუდი კანონები სჯობს უკანონობას, ხოლო კარგად გაწერილი კანონები ცუდად შემუშავებულ კანონებს. ზედმეტი რეგულირებისას, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებამ შეიძლება გადაჭარბებული რეაქცია გამოიწვიოს. ამის მაგალითია 2007 წლის ნოემბერს ხელისუფლების მხრიდან სამაუწყებლო კომპანია იმედის დარბევა, იმედის მიერ ამ პრინციპის განხორციელების პასუხად. ამის საპირისპიროდ, რეგულირების სრულმა უგულვებელყოფამ შეიძლება მიგვითითოს საკანონმდებლო ხარვეზზე ანუ საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ სფეროზე, რომელიც კანონით არ არის დაცული ან სათანადოდ მოწესრიგებული. ამის მაგალითია, სიძულვილის გაღვივების მიზნით, მალხაზ გულაშვილის მიერ ტელეეთერით გაკეთებული მოწოდებები და უკვე ნახსენები აფხაიძისა და გაბედავას, ვინმე სადღობლაშვილისა და მათ სულიერ მამათა და ძმათა მიერ ინტერნეტით გავრცელებული უფრო საგანგაშო ნეო-ნაცისტური განცხადებები. ეს განცხადებები განსხვავებული ჯგუფების მიმართ სიძულვილის გაღვივებასა და მათი განადგურებისკენ პირდაპირ მოწოდებასა და დაპირებას შეიცავდნენ. საკანონმდებლო ხარვეზებმა (დაურეგულირებლობამ) შეიძლება საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლება დააყენოს, არამედ ზოგიერთი ინდივიდის ან ჯგუფის არსებობასაც კი შეუქმნას საშიშროება. ასე რომ, თუ პირველ შემთხვევაში გამოხატვის უფლებების შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, იგი იოლად გადაიწონება არსებობის უფლების არგუმენტით - არსებობის უფლება ყველაზე მაღალი ხარისხის არგუმენტია. თუ შენ შენი გამონათქვამებით ჩემს არსებობას ემუქრები, მე უფლება მაქვს მოვითხოვო, აგეკრძალოს მსგავსი იდეების ტირაჟირების უფლება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/jamestown1.jpg ვლადიმერ სოკორი პოსტზე დანიშვნიდან მეცამეტე თვეს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში გაემგზავრა, იმ ქვეყანაში, რომელსაც ნატოს მისიაში ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავს გაგზავნილი. რასმუსენის 1 ოქტომბრის ვიზიტი დაემთხვა ოთხი ქართველის (პოლკოვნიკისა და სამი სერჟანტის) გარდაცვალებას ავღანეთის ბრძოლებში ჰელმანდის პროვინციაში. საქართველო იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომელიც ”სახელმწიფო შეზღუდვების” გარეშე ოპერირებს. ნატოს წევრების უმეტესობამ შემოიღო უამრავი შეზღუდვა, რათა თავი აერიდებინა ავღანეთის საბრძოლო ოპერაციებში სრულმასშტაბიანი მონაწილეობისგან. რასმუსენმა გახსნა მანამდე უკვე არსებული და ახლა განახლებული ნატოს ოფისი თბილისში, ეწვია თავდაცვის სამინისტროს, ჩაატარა მოლაპარაკებები მიხეილ სააკშვილთან და მასთან ერთად შემაჯამებელი ბრიფინგი მისცა. ვიზიტის მსვლელობისას რასმუსენმა დეკლარირებული პრინციპების დონეზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით: რუსეთმა პატივი უნდა სცეს 2008 წლის აგვისტოს საზავო შეთანხმების მოთხოვნებს, ნატოს წევრები ცდილობენ მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ბოლო პუნქტთან დაკავშირებით რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ნატოს წევრი, აუცილებელია მხოლოდ ნატოს სტანდარტების შესრულება (Civil Georgia, რუსთავი-2, 1 ოქტომბერი). არაა გასაკვირვი, რომ რუსეთმა ვიზიტს თავისი დაღი დაასვა. რასმუსენმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს მისწრაფებას რუსეთთან ”სტრატეგიული პარტნიორობისა” და რწმენაზე დაფუძნებულ იმ იმედსაც, რომლის თანახმად ეს პარტნიორობა საქართველოს უსაფრთხოებასაც განამტკიცებს. ახალი არგუმენტის მოშველიებით (პირველად ამ რაგუმენტმა მის ბოლო რომაულ გამოსვლაში გაიჟღერა (www.nato.int/cps, 17 სექტემბერი), რასმუსენმა თბილისში განაცხადა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალის განთავსებასთან დაკავშირებით მასპინძელი ქვეყნის პრინციპს აამოქმედებს. იგულისხმება ის, რომ რუსული ჯარი აქ არაკანონიერად იმყოფება, რადგან არა აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის თანხმობა, რაც გამორიცხულია. შეერთებული შტატებმა და ნატომ ამას წინათ შეიმუშავეს პოზიცია რუსეთთან იმ მომავალი მოლაპარაკებებისათვის, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხელშეკრულებასთან (CFE) დაკავშირებით გაიმართება. განახლებული პოზიცია ხაზს უსვამს მასპინძელი ქვეყნის თანხმობის პრინციპს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უნდა განხორციელდეს და ის საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, აგრეთვე მოლდოვეთში, დნესტრიპირეთში რუსეთის ჯარის განთავსებას უკავშირდება. ამ ტერიტორიებზე დისლოცირებული ჯარი ( 2001- 2002 წლებიდან) მთავარი წინაღობაა 1999 წელს დადებული და ადაპტირებული CFE ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის. 2008 წლის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დამატებითი ჯარების მასობრივი განლაგება კიდევ უფრო ართულებს CFE ხელშეკრულების გარშემო მოლაპარაკებების განახლებას და მის რატიფიცირებას. მაგრამ აშშ-სა და ნატოს ამჟამად შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით რუსეთთან საერთო პოზიციის გამონახვა სურთ. შეეცდებიან თუ არა ისინი მასპინძელი ქვეყნის პრინციპის რეალიზებას მომავალ მოლაპარაკებებზე, თუ გამოძებნიან ფორმულას, რომელიც ქაღალდზე შეარიგებს რუსეთის გაჭიანურებულ ყოფნას ამ ტერიტორიებზე, ამას მომავალი გვიჩვენებს. რასმუსენის ვიზიტმა, დეკლარირების დონის მიღმა, რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსაც ეხება, რასმუსენს არ უხსენებია არც ამ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმები და არც დროში გამოკვეთილი ჰორიზონტი. ნატო-საქართველოს კომისია, მექნიზმი, რომელიც 2008 წელს ალიანსის ბუქარესტის სამიტზე შეიქმნა, პასიურია. კომისიას, რომელსაც ნატო-საქართველოს ყოველწლიური გეგმის შესრულების მეთვალყურეობის მანდატი გადაეცა, სამეთვალყურეო ბევრი არაფერი აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ არ არსებობს ჩვეულებრივი შეირაღებული ძალების მოდერნიზაციის პროგრამები საქართველოსთვის. აშშ და ნატო, რუსეთის პატივისცემის ნიშნად ინარჩუნებენ არადეკლარირებულ ემბარგოს საქართველოს მიმართ ყველაზე საბაზისო თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებითაც კი (EDM, 23 სექტემბერი). ქართულ ჯარს უფრო იმისთვის წვრთნიან, რომ კონტრ-ამბოხების ოპერაციებში მონაწილეობა მიიღოს, ვიდრე ქვეყნის თავდაცვისათვის. ამ გარემოებებში ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ შეასრულებს საქართველოს ჯარი ნატოს სტანდარტებს. მანამდე სანამ, მსგავსი პოლიტიკა ძალაშია, ის პრატქიკულად რუსეთის მიერ საქართველოსთვის ირიბად დაწესებულ ვეტოს ნიშნავს, რომელიც, როგორც ასეთს, შეუძლებელს ხდის საქართველოს მომზადებას გაწევრიანებისთვის. ამ დროს კი ვაშინგტონსა და ბრიუსელს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ რუსეთის მხრიდან არ არსებობს არავითარი პოლიტიკური ვეტო გაწევრაინებაზე და რეპუტაცია ამით გადაირჩინონ. როგორც ჩანს, ნოემბერში, ლისაბონში ნატოს სამიტზე ნატო-საქართველოს შეხვედრა არ შედგება. ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება წინასწარ, 12 ივლისის შეხვერდაზე მიიღო. ასეთ შეხვედრას ნატოს ადრინდელი პრაქტიკის დაცვით, მხოლოდ სამმა ბალტიისპირულმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რასმუსენი, იმ არგუმენტით, რომ ის ”უშინაარსო” იქნებოდა, კომისიის შეხვედრის წინააღმდეგი იყო (EDM, 13 აგვისტო). ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ ნატოს თავადაა აქვს ყოველწლიური გეგმის შესრულების სურვილის დეფიციტი, რაც კონტრასტში მოდის საქართველოს მაღალ მოტივაციასთან. იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს, ნატოს სამიტმა არა მარტო უნდა დაადასტუროს ბუქარესტის სამიტის ფორმულა ლისაბონში, არამედ ის უფრო კონკრეტული უნდა გახადოს იმპლიმენტაციის ტერმინებში. თუ ამას ვერ შესძლებს, ნატო (მტრებისა და მეგობრების თვალში) გამოჩნდება ალიანსად, რომელსაც არ ძალუძს დააჯილდოვოს ქვეყანა, რომელსაც მისთვის უმაღლესი პრიორიტეტის მქონე ოპერაციებში ყველაზე დიდი სამხედრო წვლილი შეაქვს. თბილისში რასმუსენმა იმაზე ილაპარაკა, რომ ალიანსი აფასებს საქართველოს ძალისხმევას ავღანეთში, მაგრამ არ უხსენებია საომარი თეატრისათვის გამიზნულ მომარაგების დერეფანზე, რომელიც საქართველოზე გაივლის. უფრო მეტიც, საჯაროდ არ უხსენებიათ არც საქართველოს სტრატეგიული ფასეულობა ევროპის კონტექსტში. აშშ-სა და ნატოს ფიქსაციამ ავღანეთზე, დებატები საქართველოზე, თავისი ბუნებრივი, ევროპული ჩარჩოების მიღმა დატოვა. არადა, აშშ-სა და ნატოს პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ის საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ ევრო-ატლანტიკური და ევროპული პოლიტიკის გაგრძელება იქნება. =36997&tx_ttnews[backPid]=27&cHash=bf9a9b4abc"]ორიგინალი ორიგინალი
  18. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, „აშშ მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, თავდაცვისუნარიანი იყოს და თავდაცვის ისეთი სისტემა გააჩნდეს, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“.როგორც ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ვერშბოუმ განაცხადა, „აშშ-მა ერთხმად დაუჭირა მხარი იმ რეფორმას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სისტემაში ხორციელდება“.„პროგრესი აშკარაა. ამასთან, მნიშვნელოვანია წვლილი, რომელიც საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო პროცესში შეაქვს ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...