planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 10-13 ოქტომბერს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას “1-st International Conference for Students and Young Scientists on Materials Processing Science” უმასპინძლებს. კონფერენციაზე ახალგაზრდები წარმოადგენენ თემებს, სახელწოდებით: ნანომასალები და ნანოტექნოლოგიები; ექსპერიმენტული მაღალი ტექნოლოგიები; ბიოკერამიკა და მიკრობიოლოგია; ინოვაციები ფუნქციონალურ და კონსტრუქციულ მასალებსა და ტექნოლოგიებში; კერამიკული და პოლიმერული კომპოზიციები და სხვა. კონფერენციის მუშაობაში ევროპის ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდება. მისი მხარდამჭერები იქნებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპის კერამიკოსთა საზოგადოება და მისი ჟურნალის ფონდი “JECS TRUST”. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, ახლგაზრდებს ეძლევათ საშუალება, არა მარტო წარდგნენ საზოგადოების წინაშე თავიანთი სამეცნიერო ნაშრომებით, არამედ დაამყარონ კონტაქტები მომიჯნავე დარგის ახალგაზრდა მეცნიერებთან როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. შეხვედრის მიზანი, ახალგაზრდა მეცნიერების, ექსპერტებისა და ტექნიკური დარგის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა და ამ დარგში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაა. იხილეთ epn.ge
-
epn.ge - თემურ ქეცბაია: მოვინდომეთ და დაგვიფასდა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
-
დღეიდან იარსებებს ეს ტემა ,სადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე. მასში გაერთიანდება საინტერესო ინფორმაციებიც. თემის დანიშნულებაა არსებობდეს ერთი თემა ამ კუთხით . ბევრი ინფორმაცია გროვდება და ....
-
ჩეჩნეთში, რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის უშუალო ინიციატივით განსაკუთრებული ყურადღების გამოხატვით აღინიშნა მოსახლეობის ფართე ფენებისთვის არც თუ ისე ღირშესანიშნავი თარიღი _ ვლადიმერ პუტინის დაბადების 58 წლისთავი.ქ.გროზნოს ცენტრში ახმედ კადიროვის სახელობის მოედანზე გაიხსნა ვ.პუტინის სახელობის მუსიკალური შადრევანი. იმავე დღეს ქ.გუდერმესის იპოდრომზე რ.კადიროვმა ჩაატარა ვ.პუტინის დავადების დღისადმი მიძღვნილი დოღი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ელიტარულმა მოჯირითე მხედრებმა.ამ ღონისძიებებს ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე ნალჩიკში თავდასხმა მოხდა შს ქალაქის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსზე. იგი დაიჭრა იმ აფეთქების შედეგად, რომელიც განხორციელდა ამ დილით ყაბარდო–ბალყარეთის დედაქალაქის ახოხოვის ქუჩაზე. დაუდგენელი ტიპის ბომბი ამოქმედდა მისი სამსახურეობრივი „ВАЗ-2131“ ავტომანქანის ძარის ქვეშ. აფეთქების სიმძლავრე შეფასებულ იქნა 100 გრამ ტროტილის ექვივალენტად. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ლივერპულის სკაუტი იაკობ ფრიის ჰანსენი გამოტყდა, რომ როი ჰოდსონმა მას ზამთარში ოთხი ახალი ფეხბურთელის მოძებნა დაავალა. იხილეთ fanebi.com
-
მადრიდის რეალის პორტუგალიელი მცველი პეპე იმედს გამოთქვამს, რომ სამეფო კლუბში დარჩება მაგრამ არ ავიწყდება ის ფაქტი რომ მისი კონტრაქტი 2012 წელს იწურება. იხილეთ fanebi.com
-
fanebi.com- ნანი: "ორი მომენტი ერთ ამოსუნთქვაში"
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
დანიის ეროვნული ნაკრების კარში დუბლის ავტორმა მატჩის შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა. იხილეთ fanebi.com -
შედგება 2 დისკისგან... View the full article
-
წიგნში მოცემულია მეთოდები ეროტიკული მასაჟისთვის View the full article
-
Reno Twingo მოწყობილობა და რემონტი ფაილი pdf View the full article
-
ACDSee10Pro გრაფიკული რედაქტორი View the full article
-
ეროტიკული კომიქსების კრებული 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/cnbc-150x137.jpg ნიკოლ ლაპინი ზუსტად ისეა, როგორც სიმღერაში: საქართველო კვლავ ჩვენს გეოპოლიტიკურ ფიქრებშია. 2008 წელს იყო ომი რუსეთთან, 2009 წელს სიმშვიდე – ქვეყანამ აღდგენა დაიწყო, მაგრამ 2010 წელს ის კვლავ გაიხსენეს. ეს შავი ზღვის სანაპირო ქვეყანა წელს მშპ–ს 5–6 პროცენტიან ზრდას ელის, რასაც მომდევნო წელს 4–5 პროცენტიანი ზრდა უნდა მოჰყვეს და იმავდროულად მტკიცე და მიზანმიმართული გამიჯვნა რუსეთისგან. „2009 რთული წელი იყო, მაგრამ ჩვენ ახლა რეაბილიტაციის პროცესში ვართ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ექსკლუზიურ ინტერვიუში CNBC–ის გადაცემაში „მსოფლიო ბირჟა“. გილაურის თქმით, 2010 წლის პირველი ექვსი თვის შედეგები განსაკუთრებით შთამბეჭდავია, მშპ–ს 6,5 პროცენტიანი ზრდით. პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ტურიზმი, საბანკო სფერო და ძირითადად სასოფლო სამეურნეო ექსპორტი. ქვეყნის წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. გილაურის თქმით, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობაც გაიზარდა, რაც აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის დასავლეთს შორის მდებარე ქვეყანას რეგიონალურ საინვესტიიო ცენტრად აქცევს. არსებული პროგნოზით, 2010 წელს პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 750 მილიონ დოლარს მიაღწევს. იმ უცხოელთა რიცხვი, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ წელს შარშანდელთან შედარებით 40 პროცენტით გაიზარდა, ამტკიცებს გილაური. ის დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენებიც და ტურისტებიც ენდობიან ქვეყანაში მიღწეულ სტაბილურობას. ეკონომიკური წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი საქართველოსთვის, ისევე როგორც მეზობელი თურქეთისთვის და ბულგარეთისთვის – ნავთობის სფეროში დამოუკიდებლობაა. 2009 წელს ბულგარეთს ეს გაკვეთილი ძვირად დაუჯდა, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის დავამ ფასებზე, გაზით მომარაგებაში ორკვირიანი შეფერხება გამოიწვია. „ჩვენ ერთ, რუსულ წყაროზე ვიყავით დამოკიდებულები“, – განაცხადა გილაურმა გაზით და ელექტროენერგიით მომარაგებაზე საუბრისას, მისი თქმით საქართველო გაზით და ენერგომომარაგებით რეგიონალური კვანძის ფუნქციას ასრულებს. „გაზი მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთის ტერიტორიისკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ“. ნავთობიც საქართველოს გავლით გადის. გილაური ამბობს, რომ მთელი მსოფლიოს მიერ მოხმარებული ნავთობის თითქმის 1,5% ქვეყნის ტერიტორიაზე გადის. ქვეყნის ენერგიით უზრუნველყოფის ქართული გეგმები სამი ასპექტისგან შედგება და მეგობარი რეგიონალური სახელმწიფოების მხრიდან დახმარებას გულისხმობს. ჯერ–ერთი საქართველო ითანამშრომლებს ბულგარეთთან აზერბაიჯანისგან ბუნებრივი გაზის შესყიდის საქმეში, რომელიც მილსადენებით გადაკვეთს საქართველოს ტერიტორიას, ხოლო შემდეგ მას შავ ზღვაზე ტანკერებით გადაიტანენ. მეორეც, ბულგარეთს შეუძლია ასევე იყიდოს აზერბაიჯანის გაზი, რომელიც თურქეთზე გაივლის, მას შემდეგ რაც ორი ბალკანური ქვეყანა თავიანთ გაზის ქსელებს 47 მილის სიგრძის მილსადენით შეაერთებენ, რაც საქართველოსთვის საწვავის კიდევ ერთ წყაროს უზრუნველყოფს. ბოლოს და ბოლოს, ბალკანურ ქვეყნებს შეუძლიათ თხევადი აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება საქართველოს და შავი ზღვის გავლით რუმინეთსა და ბულგარეთში. გილაურის თქმით, ბულგარეთთან მოლაპარაკებების პროცესი ჯერ–ჯერობით ნორმალურად მიმდინარეობს და ის ვარაუდობს, რომ უახლოეს ორ წელიწადში მხარეები საკუთარი ენერგეტიკული გეგმების განხორციელებას დაიწყებენ. საქართველოში ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები, მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობა დღემდე დაძაბულია. ამჯერად, დაძაბულობის მიზეზი გახდა რუსეთის მცდელობა გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო). მართალია, ქართველი ჩინოვნიკები მეუბნებოდნენ, რომ ოფიციალურად ისინი რუსეთის გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ქვეყანამ ხისტი პოზიცია დაიკავა: რუსეთმა წესების მიხედვით უნდა ითამაშოს, ან საერთოდ არ უნდა ითამაშოს. ამ შემთხვევაში, მთავარი „წესი“ – მსო–ს წევრებს შორის საბაჟო პუნქტების და საბაჟო საზღვრების გამჭვირვალობის მოთხოვნაა. გილაურს მიაჩნია, რომ რუსეთი, რომელიც საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას განაგრძობს, ამ წესს არღვევს. თავის მხრივ რუსეთმა 2008 წელს ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. „სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გამო, საბაჟო პუნქტები გაუმჭვირვალეა“, – ამბობს საქართველოს პრემიერ–მინისტრი. ამ სიტუაციაში განსაკუთრებით უხერხულია ის, რომ პრეზიდენტმა ობამამ უკვე დაუჭირა მხარი რუსეთის მსო–ში გაწევრიანებას. მეორე მხრივ, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ეს–ესაა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. კლინტონის განცხადებამ აშკარად გაახარა ჩვეულებრივ აუღელვებელი ქართული დელეგაცია, რომელიც ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამიტზე ჩამოვიდა. როგორც რეი [ჩარლზი] მღეროდა „გზას კვლავ შენსკენ მოვყავარ“ („the road leads back to you“). საქართველო, ქვეყანა, რომელიც სამხრეთ კაროლინაზე პატარაა, ყურადღებას იპყრობს ქაოსის ფონზეც კი, რომელიც „დიდი ოცეულის“ შეხვედრის წინ გამეფდა. რა თქმა უნდა, ყველა ეს გეგმა შეიძლება „გედის სიმღერა“ აღმოჩნდეს, თუმცა, როგორც ჩანს საქართველო სერიოზული ეკონომიკური რეფორმებისთვის ემზადება – რუსეთთან ერთად ან მის გარეშე. ორიგინალი ორიგინალი