Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ნიუკასლის თავკაცმა კრის ჰიუტონმა უარყო ინფორმაცია თითქოს მისი გუნდში შესაძლოა მალე შვედი ფორვარდი ელმადნერი გადაბარგდეს. იხილეთ fanebi.com
  2. იანვარში ლონდონის არსენალი სტოკ სიტის გოლკიპერის ასმინ ბეგოვიცის გადმობირებას აპირებს. იხილეთ fanebi.com
  3. რომასა და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ ტრავმა მიიღო რის გამოც ევრო 2012-ის შესარჩევ შეხვედრეაში სერბეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. იხილეთ fanebi.com
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/der_tagesspiel.jpg კლაუდია ფონ ზალცენი ევროკავშირი და რუსეთი მხარს უჭერენ მოდერნიზაციულ პარტნიორობას, თუმცა ორივე მხარისთვის ამ ტერმინს აბსოლუტურად განსხვავებული დატვირთვა აქვს. ბერლინი – ეს ერთ–ერთი იმ სამიტთაგანი იყო: გაბრწყინებული კადრებით და ბუნდოვანი განცხადებებით. ივნისში რუსეთი და ევროკავშირი როსტოვში „მოდერნიზაციულ პარტნიორობაზე“ შეთანხმდნენ. მაგალითად გამოყენებულ იქნა გერმანულ–რუსული მოდელი, რაზეც აშკარა სიამაყით მიუთითებს საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე. ტერმინი შემოთავაზებულ იქნა მისი წინამორბედის ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერის მიერ. თუმცა, ბოლო დროს გაირკვა, რომ ევროპელები და რუსები ტერმინს „მოდერნიზაცია“ აბსოლუტურად განსხვავებულ დატვირთვას ანიჭებენ. ბერლინსა და სხვა ევროპულ ქალაქებში იმედგაცრუება მატულობს. „დაგეგმილი მოდერნიზაციის გრაფიკასა და მასშტაბებზე დღესაც მნიშვნელოვნად განსხვავებული წარმოდგენები არსებობს“, – ხაზგასმით აღნიშნა გერმანულ–რუსული თანამშრომლობის ერთ–ერთი კონფერენციის კოორდინატორმა და „ქრისტიანულ დემოკრატიული კავშირის“ წევრმა ანდრეას შოკენჰოფმა. რუსული ელიტის ნაწილი მხარს უჭერდა „კონსერვატიული მოდერნიზაციის“ იდეას, კერძოდ კი „ეკონომიკურ–ტექნოლოგიურ განახლებას ზევიდან, სისტემური ცვლილებების გარეშე“. ამას გარდაუვლად მოსდევს კორუფცია, აცხადებს ქრისტიან–დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ბუნდესტაგში. მისი აზრით, ევროკავშირს და რუსეთს შორის „ღირებულებითი განხეთქილება“. გარდა ამისა, შტოკენჰოფმა რუსეთის ხელმძღვანელობას პროცესში მოსახლეობის ჩართვისკენ მოუწოდა. კრიტიკა უარყო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვმა. მან აღიარა, რომ „არსებობს გარკვეული შიდა პრობლემები მოდერნიზაციულ პროექტთან დაკავშირებით“. „თუმცა ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს“, – თქვა მან. ევროკავშირს და რუსეთს შორის ამ მუშაობის შედეგი დღეს მოკრძალებულად გამოიყურება – მოლაპარაკებები ახალ ხეშეკრულებაზე პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ჩიხში მოექცა. როსტოვში მოსკოვმაც მარცხი განიცადა თავისი წინადადებით უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. ახალმა პარტნიორობამ უნდა შეამსუბუქოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს ვაჭრობის განვითარებას. ორივე მხარეს აქვს გადაწყვეტილი ისეთ სფეროებში თანამშრომლობა, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგოეფექტურობა და სამეცნიერო კვლევები. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის სტატიაში „რუსეთო, წინ!“ ქვეყნის გარდაქმნისა და მის ინოვაციურ საზოგადოებად გარდაქმნისკენ მოუწოდა. იმავდროულად, მან მკაცრად გააკრიტიკა ჩამორჩენილობა და კორუფცია. „რუსეთის ხელმძღვანელებს ესმით, რომ მოდერნიზაცია აუცილებელია“, – ამბობს ფონდ „მეცნიერება და პოლიტიკის“ კვლევითი ჯგუფის რუსეთი/დსთ–ს ხელმძღვანელი ჰანს–ჰენინგ შროდერი. „თუმცა მოდერნიზაცია არ უნდა შემოიფარგლოს გზების და საწარმოო ორგანიზაციების მშენებლობით“. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ ახალი პარტნიორობის ფარგლებში ისეთ პრობლემურ დარგებზე მიმდინარეობდეს დისკუსია, როგორებიცაა სახელმწიფოს სამართლებრივი ხასიათი და დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. დღევანდელ დღეს ბერლინი მოსკოვს ამ საკითხებზე აქტიურად აკრიტიკებს. მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა და „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ წევრმა მარკუს ლენინგმა ყურადღება გაამახვილა რუსეთში „მზარდ სახელმწიფოებრივ განუკითხაობაზე“ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ასევე ყალბ წარმოდგენებზე აზრის თავისუფლებისა და დემონსტრაციების გამართვის თავისუფლების შესახებ. იუსტიციის ფედერალური მინისტრის საბინე ლოითჰოისერ–შნარენბერგერგის („თავისუფალი დემოკრატიული პარტია) გამოსვლაშიც ოთხშაბათს საღამოს სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს მიეძღვნა, მკაფიო სიგნალი გაისმა. მინისტრის ქმით, ამ საქმეზე ღიად საუბარი მომავალშიც საჭიროა. ორიგინალი ორიგინალი
  5. გასული დღეების განმავლობაში ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ქართულ ეკონომიკურ სივრცეში. პირველი საკითხი შეეხებოდა ავტომანქანების პარკირების საფასურის გაზრდას, ხოლო მეორე - ინდ.მეწარმეების მასობრივ დაპატიმრებას. აღნიშნულ საკითხებზე კომენტარებისათვის ეკონომიკის ექსპერტს, ბატონ ირაკლი ლექვინაძეს მივმართეთ. ნეტგაზეთი: რამდენად სწორ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ თბილისში ავტომობილების პარკირების საფასურის მოულოდნელი გაზრდა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ქალაქის მერობის კანდიდატი ბატონი უგულავა საუბრობდა სიმბოლურ, ფიქსირებულ 25 ლარიან ტარიფზე და არასოდეს დაუშვია, რომ პარკირების საფასური გაიზრდებოდა. უნდა ხდებოდეს თუ არა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება დაინტერესებულ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად? ირაკლი ლექვინაძე: მძღოლებისთვის ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, მეტიც, საკმაოდ მოულოდნელი იყო ინფორმაცია პარკირების საფასურის ორჯერ გაზრდის შესახებ. მე ვფიქრობ, როდესაც ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, აუცილებელია წინასწარი საინფორმაციო კამპანია და დეტალური დასაბუთება, თუ რატომ ხდება ფასის ზრდა, რა ხარჯები განაპირობებს მსგავს გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში ყოველთვის ჩნდება განცდა, რომ მერია და ის კომპანია, რომელიც მის მიერ არის შერჩეული და აღნიშნულ მოვალეობას ასრულებს, მათ ზედმეტ თანხას ართმევს. ის თანხა, რომლის მობილიზებასაც ახდენდა კომპანია ,,სითი პარკი’’ ყოველწლიურად, პარკირების 25 ლარიანი საფასურის გადახდის შედეგად, სოლიდურია და მე ვფიქრობ, რომ სავსებით საკმარისი იყო პირველადი ხარჯების გასაწევად, რომელიც დედაქალაქში პარკინგის მოწესრიგებისთვის არის საჭირო. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და კომპანიის მხრიდან დაინტერესებული ჯგუფებისთვის უფრო მეტი არგუმენტაცია უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული გადასახადის გაორმაგება. ნეტგაზეთი: ნებისმიერ შემთხვევაში სამართლიანია თუ არა, რომ არ არსებობს დიფერენცირებული ტარიფი და ყველა მძღოლი ერთნაირ გადასახადს იხდის, მიუხედავად იმისა, დღე-ღამის უმეტეს ნაწილს ავტომობილს ქალაქის ცენტრალურ უბანში აჩერებს თუ გარეუბანში? ირაკლი ლექვინაძე: მე მიმაჩნია, რომ რაც უფრო დიფერენცირებული და მრავალკომპონენტიანია ტარიფი, გადასახადი, მით უფრო რთული და ხარჯიანია მისი ადმინისტრირება. მე მესმის თქვენი შეკითხვის არსი და ბევრი ქვეყნის ქალაქშია მსგავსი სისტემა, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე თბილისში ერთიანი მიდგომა და ერთიანი ტარიფი გამართლებულია ადმინისტრირებისთვის და თავად მძღოლებისათვის, რათა ისინი კიდევ უფრო არ დაიბნნენ. ნეტგაზეთი: ზოგადად, უნდა არსებობდეს თუ არა ავტომობილების პარკირების საფასური მაშინ, როდესაც ავტოსადგომები აბსოლუტურად კეთილმოუწყობელია, უფრო სწორად რომ ვთქვათ, “სითი პარკი” “ავტოსადგომების კეთილმოწყობად” მხოლოდ გარკვეული ადგილების თეთრი საღებავით დახაზვას თვლის, ხოლო რეალურად კი ჩანს, რომ აღნიშნულ კომპანიას მსგავსი სტანდარტებით ავტოსადგომების “მოსაწყობად” საკმაოდ მცირე თანხები ესაჭიროება. ირაკლი ლექვინაძე: სწორედ ამ საკითხზე გავამახვილე ყურადღება თქვენ მიერ დასმულ პირველ კითხვაში; სოლიდურია ის თანხა, რომლის მობილიზებაც ყოველწლიურად ,,სითი პარკის’’ მიერ ხდება, ამ თანხის ადექვატური სერვისი კი კომპანიას ჯერჯერობით პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილებში არ აქვს და არც მძღოლებისთვის შეუთავაზებია, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია “სითი პარკის” წარმომადგენლების არგუმენტაცია, რომ ტარიფის გაზრდა მაღალმა ხარჯებმა გამოიწვია. მე ვფიქრობ, რომ თბილისის მერია უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით და კომპანიას მოსთხოვოს მომხმარებელს უფრო დეტალურად აუხსნას, თუ რა ტიპის ხარჯებთან გვაქვს საქმე, რაში ვიხდით გაორმაგებულ ტარიფს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმაჩნია, რომ ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არის არაარგუმენტირებული და გაუმართლებელი. ნეტგაზეთი: რაც შეება ინდ.მეწარმეების დაკავების თემას. ცნობილია, რომ სასამართლომ უმრავლეს მათგანს წინასწარი პატიმრობა ან გირაო შეუფარდა. ყველაზე აქტიურად საზოგადოებაში მუსირებს თემა დაკავების ფორმებთან დაკავშირებით. რას ფიქრობთ ამის შესახებ? ირაკლი ლექვინაძე: მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირება მცირე ბიზნესის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ხელისუფლება პრიორიტეტულად აცხადებს მცირე ბიზნესს, მაშინ, როდესაც მცირე ბიზნესი საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც ასრულებს უფრო სოციალურ ფუნქციას, ასაქმებს ადამიანებს და მათ ოჯახებს შემოსავლებით უზრუნველყოფს, ფისკალური ეფექტის წილი კი ამასთან შედარებით ძალიან მცირეა, ამ ფორმით მათი საქმიანობის პარალიზება და დაჯარიმება არ უნდა ხდებოდეს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუ ვინმე თაღლითობს, გადასახადებს მალავს, არ უნდა დაისაჯოს და სრული თავისუფლება მიეცეს, რადგან საქმე გვაქვს მცირე ბიზნესთან; რა თქმა უნდა არა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სავსებით საკმარისი იქნებოდა ამ მეწარმეების გაფრთხილება და მითითება, რომ მათ ასე არ უნდა გააგრძელონ და მხოლოდ იმ კომპანიის წარმომადგენლების დაკავება იქნებოდა საკმარისი, ვინც მათ ყალბ დოკუმენტაციას უმზადებდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ 200-მდე მეწარმის საქმიანობა პარალიზებულია, მათ ჩამოერთვათ პროდუქცია და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რაც, ჩემი აზრით, გაუმართლებელია. ნეტგაზეთი: ამავე დროს ჩანს, რომ ინდ.მეწარმეების უმრავლესობა უბრალოდ მოტყუებული აღმოჩნდა, რეალურად კი დამნაშავე თითქოს მხოლოდ მთავარი იმპორტიორი ფირმაა. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე? ირაკლი ლექვინაძე: მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში მთავარი დამნაშავე არის კომპანია, რომელიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდა, ამიტომ მთელი სიმძიმე მას უნდა დაეკისროს, ხოლო საკმარისი იქნება დანარჩენი ინდ.მეწარმეების მხოლოდ გაფრთხილება, მათ უნდა მიეცეთ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალება, მაღალი ჯარიმებისა და მათი კუთვნილი პროდუქციის ჩამორთმევის გარეშე. ნეტგაზეთი: კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საზოგადოება საუბრობს, არის მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა დაშინების თემა. იმ დროს, როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით დეკლარირებულია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ხელისუფლების მხრიდან მსგავსმა გაუთვლელმა თუ შეგნებულად გადადგმულმა ნაბიჯებმა რა შეიძლება გამოიწვიოს? ირაკლი ლექვინაძე: მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვის არის საჩვენებელი და მაგალითი სხვებისთვის; რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახურს დღეს ყველა ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ ნებისმიერ მეწარმეს დარღვევა ნებისმიერ დროს აღმოუჩინოს, თუმცა ამის გაკეთება, თუნდაც ბიუჯეტის შევსების მიზნით, აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია, რადგან ეს ბიზნეს აქტივობას კლავს მიკრო დონეზე, ადამიანები ახალი საქმის დაწყებას ან ახალი ინიციატივების განხორციელებას ერიდებიან, რადგან აქვთ შიში, რომ საგადასახადო ორგანოებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათთვის პრობლემების შექმნა. მე ვფქირობ, რომ მცირე ბიზნესთან ხელისუფლების დამოკიდებულება მარტივი და ძალიან მოქნილი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში მის განვითარებას და გაძლიერებას ყოველთვის პრობლემები შეექმნება, იმედი მაქვს, რომ ცვლილებები ახალ საგადასახადო კოდექსში, რომელიც მცირე ბიზნესის დეფინიციას და მათთვის უფრო მარტივი საგადასახადო რეჟიმის შემოტანას გულისხმობს, მოხსნის დღეს არსებულ პრობლემებს, ვგულისხმობს დაჯარიმებებს, საგადასახადო ორგანოებთან საქმის წარმოების სირთულეს. სხვა შემთხვევაში ცვლილებებს აზრი არ ექნება, რადგან დღეს მე, როგორც მეწარმეს, შეიძლება შემიმცირონ ან მომიხსნან გადასახადი, რაც ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ ამის პარალელურად გამიძლიერებენ წნეხს, დაჯარიმებების სიხშირეს და ასე შემდეგ, ჩემთვის ხარჯი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მეწარმისთვის გადასახადიც, ჯარიმაც და ნებისმიერი სხვა ტიპის ხარჯიც, რომელსაც ახალი ცვლილებები იწვევს, მხოლოდ ზარალია. ვიმედოვნებ, რომ ახალი ცვლილებები რეალურად შედეგიანი იქნება და მიღებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ საუბრის დროს თავი მოვიწონოთ, რომ ჩვენ მცირე ბიზნესისთვის კარგი პირობები გვაქვს შექმნილი. ნეტგაზეთი: მცირე მეწარმეების დაკავების თემას არ გამოეხმაურა ბიზნესმენთა ასოციაცია. რამდენად სწორია მათი მხრიდან ეს ნაბიჯი და ხომ არ თვლით, რომ ბიზნესმენთა ასოციაცია მხოლოდ ე.წ. “ელიტური კლუბია”, ხოლო მცირე მეწარმეებმა “თავდაცვის” სხვა საშუალებები უნდა მოიფიქრონ? ირაკლი ლექვინაძე: ბიზნეს ასოციაცია საქართველოში მოქმედ წამყვან ბიზნეს კომპანიებს აერთიანებს და მათი პრიორიტეტული მიმართულება მსხვილი ბიზნესის საკითხების ლობირება და მათ პრობლემატიკაზე მუშაობაა; საქართველოში რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაცია, რომელიც აქტიურად აპირებს მცირე ბიზნესის პრობლემებით დაინტერესებას და მათ ლობირებას. რამდენადაც ვიცი, ამ ორგანიზაციაში გაკეთდა ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე მომზადებული აქვთ კანონპროექტი, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესის ინტერესების დაცვის კიდეც უფრო გაძლიერებს გულისხმობს. რაც შეეხება მცირე მეწარმეების მხრიდან ,,თავდაცვის’’ სტრატეგიას, მათ, რა თქმა უნდა, სჭირდებათ ლობი სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და იმედი მაქვს, მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში ამას შეძლებს. ჩემი აზრით, მთავარი მაინც არის სიფრთხილე დოკუმენტაციის წარმოებისას, რათა საგადასახადო ორგანოებს მათი დაჯარიმების ნაკლები მიზეზი ჰქონდეთ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. გასული დღეების განმავლობაში ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ქართულ ეკონომიკურ სივრცეში. პირველი საკითხი შეეხებოდა ავტომანქანების პარკირების საფასურის გაზრდას, ხოლო მეორე - ინდ.მეწარმეების მასობრივ დაპატიმრებას. აღნიშნულ საკითხებზე კომენტარებისათვის ეკონომიკის ექსპერტს, ბატონ ირაკლი ლექვინაძეს მივმართეთ. ნეტგაზეთი: რამდენად სწორ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ თბილისში ავტომობილების პარკირების საფასურის მოულოდნელი გაზრდა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ქალაქის მერობის კანდიდატი ბატონი უგულავა საუბრობდა სიმბოლურ, ფიქსირებულ 25 ლარიან ტარიფზე და არასოდეს დაუშვია, რომ პარკირების საფასური გაიზრდებოდა. უნდა ხდებოდეს თუ არა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება დაინტერესებულ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად? ირაკლი ლექვინაძე: მძღოლებისთვის ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, მეტიც, საკმაოდ მოულოდნელი იყო ინფორმაცია პარკირების საფასურის ორჯერ გაზრდის შესახებ. მე ვფიქრობ, როდესაც ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, აუცილებელია წინასწარი საინფორმაციო კამპანია და დეტალური დასაბუთება, თუ რატომ ხდება ფასის ზრდა, რა ხარჯები განაპირობებს მსგავს გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში ყოველთვის ჩნდება განცდა, რომ მერია და ის კომპანია, რომელიც მის მიერ არის შერჩეული და აღნიშნულ მოვალეობას ასრულებს, მათ ზედმეტ თანხას ართმევს. ის თანხა, რომლის მობილიზებასაც ახდენდა კომპანია ,,სითი პარკი’’ ყოველწლიურად, პარკირების 25 ლარიანი საფასურის გადახდის შედეგად, სოლიდურია და მე ვფიქრობ, რომ სავსებით საკმარისი იყო პირველადი ხარჯების გასაწევად, რომელიც დედაქალაქში პარკინგის მოწესრიგებისთვის არის საჭირო. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და კომპანიის მხრიდან დაინტერესებული ჯგუფებისთვის უფრო მეტი არგუმენტაცია უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული გადასახადის გაორმაგება. ნეტგაზეთი: ნებისმიერ შემთხვევაში სამართლიანია თუ არა, რომ არ არსებობს დიფერენცირებული ტარიფი და ყველა მძღოლი ერთნაირ გადასახადს იხდის, მიუხედავად იმისა, დღე-ღამის უმეტეს ნაწილს ავტომობილს ქალაქის ცენტრალურ უბანში აჩერებს თუ გარეუბანში? ირაკლი ლექვინაძე: მე მიმაჩნია, რომ რაც უფრო დიფერენცირებული და მრავალკომპონენტიანია ტარიფი, გადასახადი, მით უფრო რთული და ხარჯიანია მისი ადმინისტრირება. მე მესმის თქვენი შეკითხვის არსი და ბევრი ქვეყნის ქალაქშია მსგავსი სისტემა, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე თბილისში ერთიანი მიდგომა და ერთიანი ტარიფი გამართლებულია ადმინისტრირებისთვის და თავად მძღოლებისათვის, რათა ისინი კიდევ უფრო არ დაიბნნენ. ნეტგაზეთი: ზოგადად, უნდა არსებობდეს თუ არა ავტომობილების პარკირების საფასური მაშინ, როდესაც ავტოსადგომები აბსოლუტურად კეთილმოუწყობელია, უფრო სწორად რომ ვთქვათ, “სითი პარკი” “ავტოსადგომების კეთილმოწყობად” მხოლოდ გარკვეული ადგილების თეთრი საღებავით დახაზვას თვლის, ხოლო რეალურად კი ჩანს, რომ აღნიშნულ კომპანიას მსგავსი სტანდარტებით ავტოსადგომების “მოსაწყობად” საკმაოდ მცირე თანხები ესაჭიროება. ირაკლი ლექვინაძე: სწორედ ამ საკითხზე გავამახვილე ყურადღება თქვენ მიერ დასმულ პირველ კითხვაში; სოლიდურია ის თანხა, რომლის მობილიზებაც ყოველწლიურად ,,სითი პარკის’’ მიერ ხდება, ამ თანხის ადექვატური სერვისი კი კომპანიას ჯერჯერობით პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილებში არ აქვს და არც მძღოლებისთვის შეუთავაზებია, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია “სითი პარკის” წარმომადგენლების არგუმენტაცია, რომ ტარიფის გაზრდა მაღალმა ხარჯებმა გამოიწვია. მე ვფიქრობ, რომ თბილისის მერია უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით და კომპანიას მოსთხოვოს მომხმარებელს უფრო დეტალურად აუხსნას, თუ რა ტიპის ხარჯებთან გვაქვს საქმე, რაში ვიხდით გაორმაგებულ ტარიფს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმაჩნია, რომ ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არის არაარგუმენტირებული და გაუმართლებელი. ნეტგაზეთი: რაც შეება ინდ.მეწარმეების დაკავების თემას. ცნობილია, რომ სასამართლომ უმრავლეს მათგანს წინასწარი პატიმრობა ან გირაო შეუფარდა. ყველაზე აქტიურად საზოგადოებაში მუსირებს თემა დაკავების ფორმებთან დაკავშირებით. რას ფიქრობთ ამის შესახებ? ირაკლი ლექვინაძე: მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირება მცირე ბიზნესის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ხელისუფლება პრიორიტეტულად აცხადებს მცირე ბიზნესს, მაშინ, როდესაც მცირე ბიზნესი საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც ასრულებს უფრო სოციალურ ფუნქციას, ასაქმებს ადამიანებს და მათ ოჯახებს შემოსავლებით უზრუნველყოფს, ფისკალური ეფექტის წილი კი ამასთან შედარებით ძალიან მცირეა, ამ ფორმით მათი საქმიანობის პარალიზება და დაჯარიმება არ უნდა ხდებოდეს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუ ვინმე თაღლითობს, გადასახადებს მალავს, არ უნდა დაისაჯოს და სრული თავისუფლება მიეცეს, რადგან საქმე გვაქვს მცირე ბიზნესთან; რა თქმა უნდა არა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სავსებით საკმარისი იქნებოდა ამ მეწარმეების გაფრთხილება და მითითება, რომ მათ ასე არ უნდა გააგრძელონ და მხოლოდ იმ კომპანიის წარმომადგენლების დაკავება იქნებოდა საკმარისი, ვინც მათ ყალბ დოკუმენტაციას უმზადებდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ 200-მდე მეწარმის საქმიანობა პარალიზებულია, მათ ჩამოერთვათ პროდუქცია და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რაც, ჩემი აზრით, გაუმართლებელია. ნეტგაზეთი: ამავე დროს ჩანს, რომ ინდ.მეწარმეების უმრავლესობა უბრალოდ მოტყუებული აღმოჩნდა, რეალურად კი დამნაშავე თითქოს მხოლოდ მთავარი იმპორტიორი ფირმაა. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე? ირაკლი ლექვინაძე: მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში მთავარი დამნაშავე არის კომპანია, რომელიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდა, ამიტომ მთელი სიმძიმე მას უნდა დაეკისროს, ხოლო საკმარისი იქნება დანარჩენი ინდ.მეწარმეების მხოლოდ გაფრთხილება, მათ უნდა მიეცეთ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალება, მაღალი ჯარიმებისა და მათი კუთვნილი პროდუქციის ჩამორთმევის გარეშე. ნეტგაზეთი: კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საზოგადოება საუბრობს, არის მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა დაშინების თემა. იმ დროს, როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით დეკლარირებულია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ხელისუფლების მხრიდან მსგავსმა გაუთვლელმა თუ შეგნებულად გადადგმულმა ნაბიჯებმა რა შეიძლება გამოიწვიოს? ირაკლი ლექვინაძე: მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვის არის საჩვენებელი და მაგალითი სხვებისთვის; რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახურს დღეს ყველა ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ ნებისმიერ მეწარმეს დარღვევა ნებისმიერ დროს აღმოუჩინოს, თუმცა ამის გაკეთება, თუნდაც ბიუჯეტის შევსების მიზნით, აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია, რადგან ეს ბიზნეს აქტივობას კლავს მიკრო დონეზე, ადამიანები ახალი საქმის დაწყებას ან ახალი ინიციატივების განხორციელებას ერიდებიან, რადგან აქვთ შიში, რომ საგადასახადო ორგანოებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათთვის პრობლემების შექმნა. მე ვფქირობ, რომ მცირე ბიზნესთან ხელისუფლების დამოკიდებულება მარტივი და ძალიან მოქნილი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში მის განვითარებას და გაძლიერებას ყოველთვის პრობლემები შეექმნება, იმედი მაქვს, რომ ცვლილებები ახალ საგადასახადო კოდექსში, რომელიც მცირე ბიზნესის დეფინიციას და მათთვის უფრო მარტივი საგადასახადო რეჟიმის შემოტანას გულისხმობს, მოხსნის დღეს არსებულ პრობლემებს, ვგულისხმობს დაჯარიმებებს, საგადასახადო ორგანოებთან საქმის წარმოების სირთულეს. სხვა შემთხვევაში ცვლილებებს აზრი არ ექნება, რადგან დღეს მე, როგორც მეწარმეს, შეიძლება შემიმცირონ ან მომიხსნან გადასახადი, რაც ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ ამის პარალელურად გამიძლიერებენ წნეხს, დაჯარიმებების სიხშირეს და ასე შემდეგ, ჩემთვის ხარჯი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მეწარმისთვის გადასახადიც, ჯარიმაც და ნებისმიერი სხვა ტიპის ხარჯიც, რომელსაც ახალი ცვლილებები იწვევს, მხოლოდ ზარალია. ვიმედოვნებ, რომ ახალი ცვლილებები რეალურად შედეგიანი იქნება და მიღებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ საუბრის დროს თავი მოვიწონოთ, რომ ჩვენ მცირე ბიზნესისთვის კარგი პირობები გვაქვს შექმნილი. ნეტგაზეთი: მცირე მეწარმეების დაკავების თემას არ გამოეხმაურა ბიზნესმენთა ასოციაცია. რამდენად სწორია მათი მხრიდან ეს ნაბიჯი და ხომ არ თვლით, რომ ბიზნესმენთა ასოციაცია მხოლოდ ე.წ. “ელიტური კლუბია”, ხოლო მცირე მეწარმეებმა “თავდაცვის” სხვა საშუალებები უნდა მოიფიქრონ? ირაკლი ლექვინაძე: ბიზნეს ასოციაცია საქართველოში მოქმედ წამყვან ბიზნეს კომპანიებს აერთიანებს და მათი პრიორიტეტული მიმართულება მსხვილი ბიზნესის საკითხების ლობირება და მათ პრობლემატიკაზე მუშაობაა; საქართველოში რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაცია, რომელიც აქტიურად აპირებს მცირე ბიზნესის პრობლემებით დაინტერესებას და მათ ლობირებას. რამდენადაც ვიცი, ამ ორგანიზაციაში გაკეთდა ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე მომზადებული აქვთ კანონპროექტი, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესის ინტერესების დაცვის კიდეც უფრო გაძლიერებს გულისხმობს. რაც შეეხება მცირე მეწარმეების მხრიდან ,,თავდაცვის’’ სტრატეგიას, მათ, რა თქმა უნდა, სჭირდებათ ლობი სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და იმედი მაქვს, მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში ამას შეძლებს. ჩემი აზრით, მთავარი მაინც არის სიფრთხილე დოკუმენტაციის წარმოებისას, რათა საგადასახადო ორგანოებს მათი დაჯარიმების ნაკლები მიზეზი ჰქონდეთ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53358.jpgმოსკოვში, სიმფეროპოლის ბულვარში აფხაზეთის მცხოვრები და სომხეთის მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ცნობით, მამუკა ქობლიას და ვალენტინ პაპიანს ქილერმა ესროლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ფეხით მიიმალა. View the full article
  8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადით მას შპს „ივერია ინტერმედიამ“… ლინკი მედიანიუსზე
  9. მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში გაემგზავრა. როგორც “მედიანიუსს” პარტიის წარმომადგენელმა პეტრე მამრაძემ განუცხადა, როგორც წესი,… ლინკი მედიანიუსზე
  10. 11 ოქტომბერს იუსტიციის დღესთან დაკავშირებით, სააღსრულებო ბიუროს მთავარ შენობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ… ლინკი მედიანიუსზე
  11. დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ქადაგებისას ქართული ენის გადარჩენაზე ისაუბრა… ლინკი მედიანიუსზე
  12. დამდეგ კვირაში საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცებს. კენჭისყრა 12 ოქტომბრის პლენარული სხდომისთვის… ლინკი მედიანიუსზე
  13. საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, გორში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიხსნა. ტურნირში მონაწილეობს 25 გუნდი, მათ შორის გორის 16 საჯარო… ლინკი მედიანიუსზე
  14. ხვალ პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს ელიან. იგი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის წინაშე წარდგება. როგორც „მედიანიუსს“ საბჭოს… ლინკი მედიანიუსზე
  15. 11 ოქტომბერს, იუსტიციის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი სტუდენტების მონაწილეობით იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართავს. … ლინკი მედიანიუსზე
  16. მოძრაობა `სამართლიანი საქართველოს” ბრალდებებს პარტიის ყოფილი წევრი, ლადო ბოჟაძე აბსურდულს უწოდებს და ყოფილი თანაპარტიელების მიმართ გულნატკენია. ზურაბ… ლინკი მედიანიუსზე
  17. პარიზის ავტოსალონზე BMW 1-Series M Coupe-ს -ს პრემიერას ელოდნენ. გერმანელებმა ახალი მოდელი პარიზში კი ჩაიტანეს, თუმცა, გამოფენაზე… ლინკი მედიანიუსზე
  18. ”მშრალი კანონის” ხსენება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს საბჭოურ პერიოდსა თუ გორბაჩოვის ”პერესტროიკასთან” ერთად, ანდროპოვის ”დისციპლინასაც” აუცილებლად გაახსენებს. მაშინ, ის საყოველთაო მღელვარება, რაც მთელ საბჭოთა სივრცეში ”მშრალი კანონის” შემოღებას მოჰყვა, სრულიად უმტკივნეულო პროცესი აღმოჩნდა სვანეთისთვის, რადგან ”რუსკაია ვოდკა” თუ არა, სვანებს გამოხდილი რახი აღარ ელეოდათ. გაზიარება [ნანა ფაჟავა. 16:31 10-10-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TLGyPvZKdPI/AAAAAAAAEGg/JjmxJl7XOVQ/s200/31183_105257982857322_100001193635786_42962_4380465_n.jpgახლა კი, ეტყობა მესტიაში რახის კასრებიც დაცარიელდა და ბახუსის მოყვარული სვანების გაგულისებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა მაღაზიებიდან ქარხნული წარმოების არაყიც გაქრა. ალკოჰოლური სასმელი კი არა დახლებიდან სამი დღის წინ ლუდიც ჩამოუღიათ. ”რაც ანდროპოვმა ვერ ქნა, ჩვენმა პრეზიდენტმა გაგვიკეთა-სააკაშვილმა გაგვასუხოიზაკონა!”-ასე დაიწყო ”პრესა. გე”-სთან საუბარი ერთმა მესტიელმა კაცმა და ცარიელი ჭიქით, საქართველოს მთავრობას სულ ”გრძელ-გრძელი” სადღეგრძელოები უძღვნა. საკმაოდ არაკორექტული ”თამადის” სიტყვებიდან მხოლოდ იმ ნაწილს გაგაცნობთ, სადაც ”გაზაკონების” მიზეზებზეა საუბარი. ”მესტიის ცენტრში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხომ მიდის, სახლებს ხომ არემონტებენ, ჰოდა, იმ მუშებს დალევა აეკრძალათ. არაყი და ღვინო კი არა, პივასაც არ ასმევენ. 18 ოქტომბრამდე უნდა დაასრულონ მუშებმა რემონტი, თორემ უსიამოვნება მაგათ კი არა, ადგილობრივ მთავრობასაც არ ასცდება. ალკოჰოლურ სასმელის მიღებას იმიტომ კი არ უკრძალავენ, არიქა და მუშა არ ჩამოვარდეს ხარაჩოდანო, არამედ იმიტომ, რომ სამუშაოები არ შენელდეს და თავი არავინ შეიქციოს. კი ბატონო, არ დალიოს იმ მუშამ, მაგრამ სხვამ რა დააშავა? იცით, ვინ აღასრულებს ”სუხოი ზაკონს”?-საგადასახადო სამსახური. მათი თანამშრომლები ყველა მაღაზიაში მივიდნენ და მეპატრონეებს ვიტრინიდან ბოთლები ჩამოაღებინეს. გუშინ ერთი მეგრელი კაცი დააკავა პოლიციამ, მუშა. თურმე, სასტუმრო ”მესტიის” რესტორანში, სადაც ცოტა ხნის წინ ნელი ნავერიანის ნათესავები დააპატიმრეს და რომელსაც სამთავრობოს ეძახიან, სამუშაოს დასრულების შემდეგ შესულა ეს კაცი და ვახშამი შეუკვეთავს, მერე არაყიც მოუთხოვია, მაგრამ მეპატრონეს უარი უთქვამს. გასულა ეს კაცი რესტორნიდან და მალე სპირტიანი სასმელით დაბრუნებულა. სასტუმროს მეპატრონეს კი ეს არ მოსწონებია და გაწევ-გამოწევაც დაწყებულა. როცა ჩხუბი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, პოლიციაც გამოჩნდა და ხულიგნობის ბრალდებით მუშა დააკავა. ახლაც ზის კაპეზეში, ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს”. ”პრესა.გე” ვითარების გასარკვევად მესტიის საგადასახადო სამსახურის უფროსს, გოგი მარგველანს ტელეფონით დაუკავშირდა. იგი ”მშრალი კანონის” ამოქმედებასთან მისი უწყების კავშირს არ უარყოფს, თუმცა არც ადასტურებს. უმჯობესია, ინტერვიუს დეტალების გაცნობის შემდეგ დასკვნები თავად მკითხველმა გააკეთოს. ბატონო გოგი, რატომ კრძალავს თქვენი სამსახური მესტიაში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას, ”მშრალი კანონი” შემოიღეთ?-არა, საიდან მოიტანეთ, ვინ გითხრათ? დარწმუნებით ვიცი და იქნებ გულწრფელად ამიხსნათ?-არა, არა, არაფერი არ იკრძალება, უბრალოდ ჩვენი თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება მალე უნდა ჩაბარდეს ეს ობიექტები, რომელიც მიწურულშია და რომ არ დალიონ მუშებმა და მაგიტომ იყო ჩვენი გაფრთხილება და ამით არ ვკრძალავთ არაფერს. მუშები გასაგებია, მაგრამ სხვამ რა დააშავა, ლუდიც აღარ იყიდებაო, მის სმასაც უკრძალავთ ხალხს?-არა, ლუდი თუ არ იყიდება, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ახლა როგორ ავკრძალავთ ამას ჩვენ. გაფრთხილება სიტყვიერი იყო თუ წერილობითი?-რა გაფრთხილება, არაფერი გაფრთხილება არ ყოფილა. როგორ, ეს სიტყვა თქვენ არ ახსენეთ?-მე არ მითქვამს გაფრთხილება იყო-მეთქი. ჩვენ უბრალოდ ვთხოვეთ არ მიეყიდათ მუშებისთვის. გასაგებია, მაშინ მითხარით თქვენმა სამსახურმა ვისგან მიიღო თხოვნა, რომ გამყიდველებისთვის გეთხოვათ?-არავისგან არ მიგვიღია, უბრალოდ მივიღეთ ეს რო… მუშებისთვის შეიძლება დრო არ გაყიდულიყო, მუშა არ უნდა ადიოდეს ნასვამი და რაღაცას არ უნდა აკეთებდეს. ბოდიში, მაგრამ თქვენ ამას ვინ გეკითხებათ, საგადასახადომ აღმზრდელობით-ზედამხედველობითი ფუნქცია შეიძინა?-ვერ გავიგე, თქვენ გინდოდათ აქ არყის ყიდვა და არ მოგცეს? ვისაც სურვილი აქვს, მას რატომ უკრძალავთ მოლხენას,თუნდაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ?-იმიტომ რომ პროექტი ჩავარდება, ძაან კარგი პროექტია რაც კეთდება. უბრალოდ თხოვნაა, გარკვეული პერიოდი, სამუშაო საათებში არ გაიყიდოს ალკოჰოლური სასმელები. იმ მუშას რაღას აპატიმრებდნენ, დღის ბოლოს თუ დალია?-არ ვიცი ვისზე ამბობთ... მუშებმა არა, მაგრამ გუშინ, დღის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მესტიაში კარგად მოილხინა. ”პრესა.გე”-ს ინფორმაციით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი, მისი მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე და გუბერნატორი ზაზა გოროზია მესტიის ერთ-ერთ რესტორანშიადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს ყოველგვარი აკრძალვის გარეშე მიირთმევდა. ეს ინფორმაცია სატელეფონო საუბარში მესტიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ოჯახის წევრმაც დაადასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ შმაგი ნაკანი ”მთავრობის ხალხთან შეხვედრის შემდეგ შინ ნასვამი დაბრუნდა და ინტერვიუს ვერ მოგცემთ, ძინავსო”. დღეს დილით, შმაგი ნაკანი სამთავრობო ქეიფში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. ”არანაირი ქეიფი არ ყოფილა, მთავრობის წევრებმა ობიექტების დათვალიერების შემდეგ, მესტია მალევე დატოვეს. არც ალკოჰოლური სასმელის აკრძალვის შესახებ მსმენია რაიმე”, - აცხადებს ნაკანი. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  19. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53357.jpgავარია მოხდა თბილისში, მშრალ ხიდთან. ერთმანეთს პირისპირ მოძრავი `მერსედესი` და `ფოლკსვაგენი` შეეჯახნენ. View the full article
  20. ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია აქვეყნებს აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას წერილებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ პრესაში დაიბეჭდა. გაზიარება [15:51 11-10-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TLGoDD240RI/AAAAAAAAEGY/giKqRWMZqBU/s200/Untitled-1.jpgშეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრად გამოცხადებულ აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქუთაისელმა მოსამართლეებმა მარინა სირაძემ, მარინა იმერლიშვილმა და მურთაზ კაპანაძემ მას მხოლოდ 6 თვით შეუმცირეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრებიას და მოწმეების მტკიცებით კი, ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს. 2009 წლის 11 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვახანიას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესები 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლემ და ბრალდების მხარემ დაკავებულის ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. პროკურორი დიმიტრი ხვიტია და მოსამართლე დავით კეკენაძე ვახანიას ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, განსასჯელის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არც ერთ ჯერზე არ დასთანხმდნენ. უახლოეს მომავალში საქმე თბილისის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. ღია წერილი საქართველოს საზოგადოებას – პოლიტიკური პარტია "მთლიანი საქართველო" http://a.pix.ge/s/lhmkp.jpg 2 გვერდი>> http://b.pix.ge/e/372t9.jpg გახლეჩილი ქვეყნის კონსტიტუცია თუ საქართველოს გაერთიანება http://b.pix.ge/a/aajpw.jpg დევნილების დევნა – მთავრობის პოლიტიკური დანაშაული - ვლადიმერ ვახანიას წერილი დევნილებს http://b.pix.ge/k/yuf8d.jpg 2 გვერდი>>> http://b.pix.ge/i/99pa0.jpg პარტია "მთლიანი საქართველოს" ლიდერის, პოლიტპატიმარ – აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას მიმართვა http://a.pix.ge/i/iwm85.jpg ხმა ქვეყნის გასაგონად: სრულიად საქართველოს, ხალხს, ოპოზიციას, პრეზიდენტს http://b.pix.ge/m/bo8bu.jpg პოლიტიკური ჩიხიდან არსებული გამოსავალი http://b.pix.ge/h/xbvyf.jpg Vakhania TV არხის პირდაპირი გადაცემა: http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  21. ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაელოდოს მის საბოლოო რეკომენდაციებს და საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე ზედმიწევნით გაითვალისწინოს ის.… ლინკი მედიანიუსზე
  22. ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მე-13 რაუნდი 14 ოქტომბერს გაიმართება. მოლაპარაკებებზე დასასწრებად უკვე გაემგზავრა ცხინვალის მარიონეტული მთავრობის დელეგაცია, რომელსაც… ლინკი მედიანიუსზე
  23. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_times2.gif კურტ ვოლკერი პოლიტიკური ურთიერთობების განმტკიცების პროცესი ჯერ კიდევ წინ არის ცენტრალური ევროპის მცხოვრებლები ცნობილი პესიმისტები არიან. ამის შესახებ ერთ უნგრულ ანდაზაში კარგადაა ნათქვამი: „ჩვენ ვიცით, რომ შემდეგი წელი საშუალო წელი იქნება, რადგან ის წლევანდელზე უარესი იქნება, თუმცა მისი მომდევნო წელი – უკეთესი“. ეს მენტალიტეტი პრინციპით „ჭიქა ნახევრად ცარიელია“ ცხადად გამოჩნდა 2009 წელს, როდესაც ცენტრალური ევროპის ცნობილმა წარმომადგენლებმა პრეზიდენტ ობამას ღია წერილი მისწერეს, სადაც აშშ-ს ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის არარსებობაზე ჩიოდნენ და მართალია ტაქტიკა, რომელიც ამ სტატიის უკან იდგა ცუდად შეირჩა, თუმცა ის კარგად ასახავდა ცენტრალური ევროპის რეალურ განცდებს. იმავდროულად დამთრგუნველია ის მოვლენებიც, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ევროპაში ხდება, სადაც ნაციონალიზმი კვლავ ძალას იკრებს, სადაც უკიდურესად რთულია არსებული კორუფციის დაძლევა, სადაც კატინის ავიაკატასტროფაში პოლონური ელიტის უამრავი წარმომადგენელი დაიღუპა და სადაც ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი მოწყვლად და დაუცველ მოსახლეობას დარტყმებს ერთი მეორეს მიყოლებით აყენებს, მაგრამ 2010 წლის შემოდგომაზე აშკარა ოპტიმიზმის ნიშნები გაჩნდა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი მთელ რიგ საკითხებზე პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ინიციატივით გამოდის ავღანეთიდან და რაკეტსაწინააღმდეგო სფეროში თანამშრომლობიდან დაწყებული, ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მოგვარებით (უკრაინასთან, საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან) და სამეცნიერო გაცვლებით დასრულებული. ბულგარეთის საგარეო საქმეთა ახალგაზრდა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი, რომელიც საკუთარ მოსაზრებებს ძალიან მკაფიოდ აყალიბებს, შეერთებულ შტატებთან ნატო-ს ფარგლებში, ასევე ბალკანეთს ნახევარკუნძულის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან მისი ქვეყნის პარტნიორობის განმტკიცებას გეგმავს. მაკედონიის თავდაცვის მინისტრი ზორან კონიანოვსკი იმის შესახებ ჰყვება, თუ როგორი წვლილის შეტანას აპირებს მისი ქვეყანა ნატო-ს ოპერაციებში, ასევე ადასტურებს მაკედონიის მზადყოფნას ალიანსში მას შემდეგ გაწევრიანდეს, რაც საბერძნეთთან მისი ქვეყნის სახელწოდების ირგვლივ დავას მოაგვარებს. და ეს ყველაფერი სულ რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ჩვენ დიდი ხნის დროსტარების შემდეგ, მეორე დღეს გავიღვიძეთ და მივხდვით, რომ საქმის კეთების დროა. საქმე კი ბევრია. აშშ-ს აზრით, ცენტრალურ-ევროპაში მოქმედების პროგრამა შეიძლება ოთხ ნაწილად გაიყოს. პირველ რიგში, ეს არის თანამშრომლობა და ურთიერთქმედება აღნიშნულ რეგიონთან ამ უკანასკნელის პირობებზე. ჩვენ შეცდომა დავუშვით, როდესაც ვივარაუდეთ, რომ 1989 წელს დაწყებული გარდამავალი ეტაპი დასრულდა. ეკონომიკურმა ვარდნამ, ევროკავშირის ფარგლებში სოლიდარობის შესუსტებამ და ჯერ კიდევ მყიფე პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა ცხადყო, რომ პრობლემები რჩება. ურთიერთობების გაგრძელებას და თანამშრომლობას აშშ-ს და რეგიონის ქვეყნებს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ხელს შეუწყობს მოკავშირე ქვეყნების და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების შიდა სიტუაციის განვითარებისთვის სწორი და მტკიცე მიმართულების განსაზღვრას. მეორეც, ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეერთებულმა შტატებმა ცენტრალურ-ევროპასთან განაგრძოს თანამშრომლობა როგორც რეგიონთან, რომელიც მყარადაა ინტეგრირებული ევროკავშირის სტრუქტურაში, ასევე მხარი დაუჭიროს სოლიდარობას დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის. ნატო-ს და ევროკავშირის გაფართოვების საწყის ეტაპზე შეერთებული შტატები სათავეში ჩაუდგა აქტიურ ქმედებებს, ეხმარებოდა რა ამ ქვეყნებს სრულად ინტეგრირებულიყვნენ ევროპულ ინსტიტუტებში, მაგრამ მოგვიანებით გაჩნდა ერთგვარი კონკურენციის მსგავსი რამ, რაც მათ ერთმანეთისგან მიჯნავდა. შეერთებული შტატები ვის ანიჭებს უპირატესობას: „ძველ“ თუ „ახალ“ ევროპას? საბოლოო ჯამში ასეთ უთანხმოებებს დესტრუქციული ხასიათი აქვს. დემოკრატიულ, საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ ქვეყნებში, სადაც სჯერათ თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, კოლექტიური უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის, ჩვენ ყველანი ერთი თანამეგობრობის წევრები ვართ. სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ნატო-ს ფარგლებში რაკეტსაწინააღმდეგო ფარზე მუშაობა და კავშირების დალაგება უკრაინასთან და საქართველოსთან ევროკავშირის აღმოსავლეთ-ევროპული პარტნიორობის პროგრამის რეალიზაციის პარალელურად. მესამეც, ჩვენ გვაქვს დაუსრულებელი საქმეები. ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შექმნის პროექტი, რომელიც გახდა ევროპული ერთობის არქიტექტორის ჟან მონეს ოცნება, პრეზიდენტ რეიგანის მსოფლმხედველური კონცეფცია, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვს მოუწოდა „ეს კედელი დაენგრია“, ასევე პრეზიდენტ უფროსი ჯორჯ ბუშის ოფიციალურად დეკლარირებული მიზანი, რომლისკენაც სვლა მომდევნო პრეზიდენტებმა ბილ კლინტონმა და უმცროსმა ბუშმა დააჩქარეს, ჯერ კიდევ არ არის სრულად რეალიზებული ევროპის ხალხებს შორის. ბელორუსია იზოლირებულ დიქტატურად რჩება, რომელიც მას მემკვიდრეობად წარსულიდან გადმოყვა. ჩვენ თვალს ვადევნებთ უკანდახევის პროცესს ბალკანეთში, საქართველოში ინტერვენციის და მისი თვითგამოცხადებული რეგიონების ოკუპაციის მოწმენი გავხდით, ვხედავთ ძალიან მოკრძალებულ რეფორმებს მოლდავეთში, უკრაინის დისტანცირებას ევროპისგან, ასევე რუსეთში უარს დემოკრატიაზე და მეზობლებზე ზეწოლის გაძლიერებას. ყველა იმ მიღწევის მიუხედავად, რომელსაც 1989 წლის შემდეგ ადგილი ჰქონდა ევროპის 100 მილიონზე მეტი მცხოვრებისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში – ეს სამუშაო ჯერ არ დასრულებულა და ის პრიორიტეტული უნდა გახდეს არამხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ თავად ევროპისთვისაც. მეოთხეც, მართალია ევროპაში ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუმცა ყველაზე მსხვილი პრობლემები მის საზღვრებს მიღმა წარმოიქმნება. ესენია ტერორიზმი და აგრესიული ექსტრემიზმი; ბირთვული იარაღის გავრცელება, მათ შორის ირანში; ავღანეთის მსგავსი რეგიონალური კრიზისები და კონფლიქტები; სუსტი და შეუმდგარი სახელმწიფოები; ასევე ავტორიტარული კაპიტალიზმის განსაკუთრებული ფორმის წარმოქმნა, რომელსაც შეუძლია მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის პრობლემად იქცეს. ეს ყველაფერი – პლანეტის მასშტაბის პრობლემებია, რომლებიც გავლენას შეერთებულ შტატებზე და მთლიანად ევროპაზე ახდენს და ცენტრალურ-ევროპას, რომლებიც ამ თანამეგობრობის ნაწილია, ევროპულ პოლიტიკაში საკუთარი წვლილის შეტანით, მის ფორმირებაში გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია. ასეთი დატვირთული სამოქმედო პროგრამის პირობებში, ჩვენ ვერ მივცემთ თავს ურთიერთპრეტენზიების და ერთმანეთზე ჩივილის უფლებას. ვაშინგტონმა და ევროპამ ხელები უნდა დაიკაპიწონ და საქმეს შეუდგნენ. კურტ ვოლკერი – აშშ-ს ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში; დღეს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პოლ ნიტცის სახელობის საერთაშორისო კვლევების სკოლასთან არსებული ტრანს-ატლანტიკური ურთიერთობების ცენტრის თანამშრომელი. ორიგინალი ორიგინალი
  24. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png გიორგი ლომსაძე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ალჟირშია, სადაც ინვესტიციებზე, ენერგეტიკაზე, მობილურ ტექნოლოგიებზე და სხვა ამგვარ თემებზე უნდა მოილაპარაკოს, მაგრამ ვიზიტს კრემლის იმ გაჭიანურებული კამპანიის კონტექსტში, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთისთვის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ისახავს მიზნად, შესაძლოა კავკასიური განზომილებაც ჰქონდესერთ კვირაზე მეტია, საჰრავის არაბულმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომელიც თავად იბრძვის დამოუკიდებლობის საკითხებთან დაკავშირებით, ალჟირში განაცხადა რომ ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს და რუსეთის მსგავსად სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს. მოსკოვმა ხელი შეუწყო სამხრეთ-ოსეთის წარმომადგენლის გამგზავრებას საერთაშორისო შეხვედრაზე, სადაც განცხადებაც გაკეთდა. ამის შემდეგ სამხრეთ-ოსეთის დე-ფაქტო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აფრიკული ქვეყნებისგან შემდგომ აღიარებებს ელიან. რუსმა კომენტატორებმა ივარაუდეს, რომ შემდეგი შეიძლება ალჟირი იყოს. საქართველო საპასუხოდ ცდილობს მოსკოვს ქვეყნებზე ნადირობაში მიბაძოს. ამას წინათ გასაოცარი გადაწყვეტილება მიიღო თბილისმა და წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე ქვეყანა ტუვალუს, ნაურუს მეზობელს, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ეთნიკურ ქართველთა აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში დაბრუნების გაერო-ს მხარდამჭერ რეზოლუციას, დახმარებას შეპირდა. დღეს საქართველომაც მიაპყრო ყურადღება აფრიკას. სექტემბრის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენეგალის ლიდერს აბდულაი ვადს შეხვდა და ის საქართველოში მიიწვია. სენეგალი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციას. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...