ვშიშობ, ცუდი ამბავი მაქვს. არ ინერვიულოთ, ტრაგიკული არაფერია, თუმცა, იმედი, შეიძლება, ცოტა გაგიცრუვდეთ. ეს ამბავი ბათუმს ეხება. აი, რა მინდა გითხრათ: არა აქვს მნიშვნელობა რა სიგრძის იქნება ბულვარი, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ფეშენებელური სასტუმრო აშენდება, არც იმასა აქვს მნიშვნელობა, პლაჟებზე კენჭები ოქროსფერი ქვიშით შეიცვლება თუ არა – ბათუმი ვერასდროს გახდება ახალი სენ-ტროპე. იხილეთ tabula.geზე