Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/merkel_a_02.jpgგერმანიის ფედერალური სახელმწიფოს კანცლერი, ანგელა მერკელი ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებას მოითხოვსგერმანიის წამყვანი პოლიტიკოსები ქვეყანაში უცხოელების ინტეგრაციის თემაზე დაობენ. კანცლერი მერკელის აზრით, “მულტიკულტურული საზოგადოება არ შედგა”. polity.ge
  2. ემანუელ ებუე შახტართან გასამართი შეხვედრის წინ ვენგერთან ერთად პრესკომფერენციას დაესწრო. იხილეთ fanebi.com
  3. დღეს ღამით ლონდონში, "ემირეიტსზე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე–3 ტურის მატჩი გაიმართება. ლონდონის "არსენალი" საკუთარ მოედანზე დონეცკის "შახტარს" მიიღებს. იხილეთ fanebi.com
  4. მილანის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ რეალთან მისი გუნდი მხოლოდ დადებთი შედეისთვის ითამაშებს. იხილეთ fanebi.com
  5. დღეს საღამოს მოსკოვში, "ლუჟნიკებზე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს მოსკოვის "სპარტაკი" და ლონდონის "ჩელსი" დაუპირისპირდებიან. იხილეთ fanebi.com
  6. ხოლო მე სკამზე ვიდექი და ხმა მიკანკალებდა. მერე დავმშვიდდი და რიხი შემემატა. ბოლოს სულაც ყვირილზე გადავედი. საყელო გამიოფლიანდა, თვალები დამებინდა და ჩამოვვარდი. ტკივილმა არა, ტაშის ხმამ დამაფრთხო და გამომაღვიძა. იხილეთ tabula.geზე
  7. რუსეთი სოფელ პერევიდან სამხედროებს გაიყვანს. ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების მეცამეტე რაუნდისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა. იხილეთ tabula.geზე
  8. 19 ოქტომბერს, 10:00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები “ატლანტიკის საბჭოს” წარმომადგენლებს შეხვდებიან. მის: ცაგარელის ქ. #74 19 ოქტომბერს, 10:30 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომელიც 6 დიდი ქალაქის წყალმომარაგების სისტემის დაპროექტებას ითვალისწინებს. 19 ოქტომბერს, 10.30 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა მთავრობის კანცელარიასთან თეატრალიზებულ აქციას გამართავს. თემა: “ზღაპარი ერთლარიანი კომპიუტერების შესახებ”. 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გაეროს კვირეულის ფარგლებში სტუდენტური სემინარები გაიხსნება. მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–13 კილომეტრი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი 19 ოქტომბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ავიაკომპანია “აირზენას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი #47-ე საჯარო სკოლას ესტუმრებიან და მოსწავლეებს სამოქალაქო უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაკვეთილების ფარგლებში ავიაციის შესახებ ლექციას წაუკითხავენ. 19 ოქტომბერს, 11.30 საათზე, პარლამენტის ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი ფრაქციის სათათბირო ოთახში ბრიფინგს გამართავს. თემა: “პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები 2011 წლის ბიუჯეტში”. 19 ოქტომბერს, 11:30 საათზე, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “თავისუფალი დემოკრატების” ჯანდაცვის პროექტი”. მის: ცაგარელის ქ. #74 19 ოქტომბერს, 12.00 საათზე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე მემორანდუმს გააფორმებენ. თბილისის საქალაქო სასამართლო 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, თამარ მეფის დარბაზში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და `ბანკ კონსტანტას” შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ორი უმსხვილესი კომპანიის m|group-ისა და MON group-ის გაერთიანების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. სასტუმრო “რედისონი”, II სართ., VI სათათბირო ოთახი 19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (№ 239) 19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე, პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “კომუნალური გილიოტინა”. 19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ინტერნეტ-ტელევიზია “თეთრების” პირდაპირ ეთერში პრეზიდენტისადმი წერილს წაიკითხავს. 19 ოქტომბერს, 13.30 საათზე, პარლამენტის ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრები ფრაქციის სათათბირო ოთახში “ატლანტიკის საბჭოს” დელეგაციას შეხვდებიან. 19 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში მთავრობის ახალი ვებ- გვერდის პრეზენტაცია გაიმართება. 19 ოქტომბერს, 14.00 საათზე, კავკასიის ინტერნეტ მედია–კლუბში “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. მის: აღმაშენებლის #89/24 19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია ~მირ”-ის საქართველოს ფილიალის დაარსებიდან 15 წლისთავთან დაკავშირებით, “მირ”-ის წარმომადგენლობითი დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს. მის: ძმები კაკაბაძეების ქ. #2; “კინოს სახლი”, III სართ., “ობიექტივის” სტუდია იხილეთ epn.ge
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_times2.gif ილან ბერმანი გაურკვევლობა არის ის, რაც კრემლს სურს უწოდეთ ამას „ახალი სოვეტოლოგია“. ცივი ომის დროს დასავლელი პოლიტოლოგები იმ იმედით, რომ იქნებ ოდნავ მაინც გარკვეულიყვნენ საბჭოთა პოლიტიკური მანქანის ეშმაკულ ხლართებში, მოსკოვიდან ნებისმიერ ახალ ამბავს დეტალურად არჩევნდნენ და აანალიზებდნენ. დღეს რუსეთის სპეციალისტები ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში საოცრად იდენტური იდეით არიან შეპყრობილები და განაგრძობენ ძალთა თანაფარდობის ანალიზსს პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინსა მის ზედმიწევნით შერჩეულ მემკვიდრეს, დღევანდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შორის. რუსული „ტანდემოკრატია“, იმ მომენტის შემდეგ რაც 2008 წელს პუტინმა პრეზიდენტის სავარძელი დიმიტრი მედევდევს დაუთმო, გამოწვევაა გარე დამკვირვებლების ყველა გამარტივებული კლასიფიკაციისთვის. პუტინმა არ დაარღვია რუსეთის კონსტიტუცია და არ დარჩა პრეზიდენტის პოსტზე, როგორც ამას ბევრი ელოდა. მაგრამ მას არც პოლიტიკური სცენა დაუტოვებია საპრეზიდენტო მმართველობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ამის ნაცვლად, მან პრეზიდენტის სავარძელში ნაკლებად ცნობილი ახალბედა ჩასვა და ამავდროულად მნიშვნელოვნად გაზარდა პრემიერ–მინისტრის ძალაუფლება, რომლის თანამდებობაც დაიკავა. ამ ყველაფრის შედეგი ძალაუფლების რთული და ჩახლართული განაწილება გახდა, როდესაც პუტინი აკონტოროლებს რუსეთის სახელმწიფოს არაოფიცილურ მხარეს, რომელსაც ქმნან მისი სპეცსამსახურები და ოლიგარქები და ასევე ინტერესების გამიჯვნას, მედვედევი კი გარე სამყაროსთან ურთიერთობებში სახელმწიფოს ოფიციალური ფასადის როლს ასრულებს. რამდენად სტაბილურია ეს სისტემა? ბევრს სურს იფიქროს, რომ სისტემა ნაკლებად სტაბილურია. პუტინი–მედვედევის წყვილის არსებობის დღიდან ექსპერტები ძალიან ყურადღებით ცდილობენ ამ ტანდემში შიდა წინააღმდეგობისა და განხეთქილების ნიშნების პოვნას. და მართლაც, თითქოს ასეთი ნიშნები მართლაც არის. მედვედევის როლი მისი წინამორბედისაზე აშკარად უფრო პროგრესული და აქტიურია. თავის გამოსვლებსა და განცხადებებში პრეზიდენტი ღიად უპირისპირდება კორუფციას, რომლითაც მთელი რუსული კულტურაა გაჟღენთილი, ხარვეზებს, რომელიც ქვეყნის სამართლებრივ სისტემას ახასიათებს. ის მოუწოდებს „ღრმა“ ეკონომიკური რეფორმების გატარებისკენ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის გადასვლას რესურსებზე (გაზსა და ნავთობზე) დამოკიდებული ეკონომიკიდან, ინოვაციურ–ტექნოლოგიურ განვითარებაზე. დიმიტრი მედვედევი – სამხედრო რეფორმის და რუსეთის სამხედრო ძლიერების განახლებისა და ოპტიმიზაციისკენ მიმართული შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაციის ამბიციური პროექტის ავტორია. მან თანამდებობებიდან გაათავისუფლა სამთავრობო და რეგიონალური მაღალჩინოსნები მათი საშინელი არაკომპეტენტურობისა და მექრთამეობის გამო (დარღვევა, რომელსაც ადრე კრემლი არ იმჩნევდა და ზოგჯერ ახალისებდა კიდეც). როგორც ჩანს, ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სექტემბრის ბოლოს, მოსკოვის ყოვლისშემძლე მერის იური ლუჟკოვის მოხსნა იყო. 1992 წელს, დანიშვნის დღიდან ლუჟკოვი რუსულ პოლიტიკაში, ფაქტობრივად ხელშეუხებელი ფიგურა გახლდათ; მას იცავდნენ და მხარს უჭერდნენ დედაქალაქის ელიტის წარმომადგენლები, პრივილეგირებული ფენა, რომელიც მისი მმართველობის დროს ჩამოყალიბდა. თუმცა ბოლო დროს მან დასაშვებ ზღვარს ღიად გადააბიჯა, რასაც უთანხმოება მოჰყვა კრემლთან, რომელმაც მის წინააღმდეგ საჯარო კამპანია წამოიწყო და რაც მედვედევის მიერ მერის კაბინეტიდან მისი გამოგდებით დასრულდა. რუსეთის პრეზიდენტისადმი სიმპატიით განწყობილი ექსპერტების აზრით, ეს უდაოდ ადასტურებს იმას, რუსეთის პრეზიდენტი როგორც იქნა გამოვიდა პუტინის ჩრდილიდან. მათი ოპტიმიზმი გასაგებია. მინიმუმ, თვალშისაცემია მედვედევის გადამწყვეტი გამიჯვნა „ძლიერი ხელის“ პოლიტიკისგან, ავტორიტარული მართველობისგან, რაც ქვეყნის პუტინისეულ მართვას ახასიათებდა. თუმცა, კეთლშობილურ განცხადებებს თუ არ ჩავთვლით, აღმოჩნდება, რომ რუსეთის სახელმწიფოს არსში რეალური ცვლილების ნიშნები იშვიათი და მცირერიცხოვანია. ეს მნიშვნელოვნად ხნის გაზეთ „ვედომოსტის“ მიერ ამ გაზაფხულზე ჩატარებული მიმოხილვის შედეგებს, რომელმაც აჩვენა, რომ რუსების უმრავლესობა საკმაოდ პესიმისტურადაა განწყობილი იმ შესაძლებლობის მიმართ, რომ ცხოვრებაში არსებითი რეფორმები რეალურად გატარდება. რუსეთის მოქალაქეებს პესიმიზმის ყველა საფუძველი გააჩნიათ. მედვედევის მხრიდან რუსეთის სახელმწიფოს ზოგიერთი ოფიციალური საგარეო ატრიბუტის კოსმეტიკურ ცვლილებებს არანაირად არ შეუმცირებია პუტინის გავლენა არაფორმალურ სფეროში. პირიქით, მან ის ფაქტობრივად გააძლიერა. „თანამედოვე დასავლური ანალიზი კრემლის საქციელის მცდარი განმარტების ძველ ტენდენციებს მისდევს, რადგან იქ ლიბერალების და კონსერვატორების ჩვეულ დაპირისპირებას ეძებს“, – აღნიშნა ამ გაზაფხულზე ერთმა ანალიტიკოსმა Newsweek–დან. „რეალობა კი ისეთია, რომ ლიბერალები მედვედევის ხელმძღვანელობით ძალოვნებს არ უპირისპირდებიან; ისინი მათ სამსახურში არიან“. მართლაც, როდესაც პუტინის მედვედევთან უცნაურ და ხანგრძლივ სიმბიოზს უცქერ, რთულია იმ დასკვნამდე არ მიხვიდე, რომ რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში დღევანდელი დაყოფა, როგორც ჩანს, კრემლისთვის სასურველი იმიჯის ჩამოყალიბების მიზნებს უფრო პასუხობს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, ვიდრე ასახავს რეალურ, არსებით სხვაობას რუსეთის სახელმწიფო ხომალდის მოძრაობის კურსში. როგორც ახლახანს, ვაშინგტონში ერთ–ერთ შეხვედრაზე საგარეოპოლიტიკური წრეების ერთ–ერთმა გამოცდილმა ადამიანმა ერთგვარი ირონიით აღნიშნა: „ცხადია, რომ რუსეთში ორი ბანაკი არსებობს: პუტინის ბანაკი და მედვედევის ბანაკი. საინტერესო ის არის, თავად პრეზიდენტი მედვედევი აქედან რომელ ბანაკშია“. ილან ბერმანი – ამერიკის საკარეო პოლიტიკის საბჭოს ვიცე–პრეზიდენტი ორიგინალი ორიგინალი
  10. 1998 წელი. გაზაფხული.ჰოლანდიიდან გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩამოსული ტატო კოტეტიშვილი თავისი უკანასკნელი ფილმისთვის ”ნოსტალგია” ბოლო კადრებს იღებს.ეს არის ნოსტალგია აღარ არსებულზე: - ურთიერთობებზე, ადამიანებზე, საკუთარ სახლზე... ყველაფერ იმაზე, რაც 90-იან წლებში სამოქალაქო და აფხაზეთის ომებმა, პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა შთანთქა. იხილეთ tabula.geზე
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg მარკ ლეონარდი ორშაბათს სარკოზი, მერკელი და მედვედევი ერთად დასხდებიან და გლობალური უსაფრთხოების ახალ ევროპულ კონცეფციას განიხილავენ. რადგან დღევანდელი წესრიგი არაეფექტური და არაადეკვატურია, რუსეთის დისკუსიაში ჩართვა აბსოლუტურად დროულია. საფრანგეთის საზღვაო კურორტი დოვილი ცნობილი 19–ე საუკუნის ბოლოს გახდა – დიდი სასტუმროებისა და მდიდრული კაზინოების ეპოქაში. ეს ევროპის ეპოქა იყო, რომელსაც დიდი სახელმწიფოები ინაწილებდნენ, საკუთარ ტერიტორიებს ყურადღებით იცავდნენ და მათი გავლენის სფეროები ერთმანეთისას მუდმივად ეჯახებოდა. ამგვარად, დოვილი, სრულად შეესაბამება ორშბათს დაგეგმილ (18 ოქტომბერი) სამიტს კონტინენტის უძველესი სახელმწიფოების (გერმანიის, რუსეთის და საფრანგეთის) მონაწილეობით, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ევროპა დღეს კვლავ მრავალპოლარული ხდება. ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი რუსეთთან ურთიერთობებს აგვარებენ, ვარაუდობენ რა, რომ ევროპული უსაფრთხოება მხოლოდ ნატოს ან ევროკავშირის პრობლემა აღარ არის. ამაში ისინი მართლები არიან. შეერთებულმა შტატებმა გასაგებად გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ ის ახლა ნაკლებადაა დაინტერესებული ევროპის შიდა უსაფრთხოებით. ამას ისიც მოწმობს, რომ პრეზიდენტმა ობამამ უარი თქვა ბერლინის კედლის დაცემის ოციწლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დასწრებოდა. გრადა ამისა, დღევანდელი წესრიგი უბრალოდ არაეფექტურია – მან ვერაფერი ვერ დაუპირისპირა ომებს კოსოვოსა და საქართველოში, ბოლოდროინდელ არეულობას ყირგიზეთში და კონტინენტზე მიმოფანტულ ე.წ. გაყინულ კონფლიქტებს. შეფერხდა ასევე ევროპის კავშირის აღმოსავლეთით გაფათოების დიდი პროექტიც. ცხადია, რომ მაშინაც კი, როდესაც თურქეთი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანდებიან (რასაც ჩვენ, საერთაშორისო ურთიერთობების ევროპულ საბჭოში ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ) ნატო და ევროკავშირი არ იქნებიან ევროპული უსაფრთხოების ის ძირითადი ინსტიტუტები, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანას მოიცავს. ამიტომ აუცილებელია, ევროპელებმა ხელახლა გაიაზრონ საკუთარი უსაფრთხოების კონცეფცია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამიტის დღის წესრიგი აბსოლუტურად მართებულია, მონაწილეთა შემადგენლობა არასწორია. რუსეთი მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა იჯდეს. მისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგი და ახლა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ მას ღიად დაუპირსპირდეს. იმავდროულად, ის საკმაოდ გახსნილია თანამშრომლობისთვის და რამდენიმე წლის წინ თავად მედვედევი გამოვიდა ინიციტივით დაწყებულიყო მუშაობა ევროპული უსაფრთხოების ახალ შეთანხმებაზე. ამ მაგიდასთან ადგილი თურქეთსაც ეკუთვნის – ევროპული კონტინენტის ერთ–ერთ მომავალ პოლუსს. როგორც ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავითოღლუმ განაცხადა, ის პოლიტიკის სუბიექტია და არა ობიექტი. თურქეთის გავლენის სფერო იწყება შუა აზიაში და კავკასიის გავლით ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ბალკანეთზე ვრცელდება. ევროპას, რომელსაც ამ სადაო რეგიონში ასევე აქვს გავლენა და ინტერესები, თურქეთს ან კონკურენცია უნდა გაუწიოს, ან ითანამშრომლოს მასთან. იგივე ხდება იმ რეგიონებთან მიმართებაშიც, რომლებსაც რუსეთი თავის „ახლო საზღვარგარეთს“ უწოდებს. გარდა ამისა, მოლაპარაკებებში ევროკავშირიც უნდა მონაწილეობდეს, თუმცა მის ბევრ წევრს არ მოსწონს ის, რომ მათ ბერლინი და პარიზი წარმოადგენდეს. მათი მხრიდან უფრო გონივრული იქნებოდა, საკუთარ წარმომადგენლად ბარონესა ეშტონი აერჩიათ. ეს ლისაბონის შეთანხმების ლოგიკური შედეგი გახდებოდა, გარდა ამისა, ასეთი გადაწყვეტილება იმ არანორმალური სიტუაციის დასრულებას შეუწყობდა ხელს, როდესაც ევროკავშირი – ევროპული უსაფრთხოების ერთ–ერთი საკვანძო გარანტი – კონტინენტზე უსაფრთხოების არცერთ ინსტიტუტში წარმოდგენილი არ არის. არსებული ინსტიტუტების შეკეთების ნაცვლად, საჭიროა მათთვის ახალი სულის ჩაბერვა. ნატოს შეუძლია რუსეთი ამერიკელების მიერ ინიცირებულ ანტისარაკეტო ფარის პროექტში ჩართოს, და ობამას მიერ დაწყებულ „გადატვირთვაზე“ დაყრდნობით, უსაფრთხოების საერთოკონტინენტალური იდენტობა შექმნას, რომელიც ფოკუსირებულია ევროპის საგარეო საფრთხეებზე. თუმცა, გარდა ამისა, ევროკავშირმა შიდაევროპული უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში თავისი მეზობლები უნდა მოიზიდოს. მან ნდობა უნდა მოიპოვოს ევროპულ სახელმწიფოებს შორის და უნდა უბიძგოს მათ სიმტკიცის დემონსტრირებისკენ – კერძოდ, მოიზიდოს რუსეთი ისეთი გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტაში, როგორებიცაა დნესტრისპირეთი, და მხარი დაუჭიროს თურქეთის მონაწილეობას ბოსნიის პრობლემების გადაწყვეტაში. აუციელებელია რეგულარული არაოფიციალური სამმხრივი დიალოგი ევროკავშირს, თურქეთს და რუსეთს შორის, რომელიც მათ ამ საკითხებზე მუშაობის საშუალებას სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებთან ერთად მისცემს. დოვილში შეხვედრა და ნატოს ნოემბრის სამიტი, რომელზეც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის განხილვა იგეგემება, იმაზე მიუთითებს, რომ ევროპული უსაფრთხოების ხელახლა გააზრების დროა. ბოლო ათი წლის დიდი ნაწილი ევროკავშირმა ისეთი ევროპული წესრიგის დაცვას მოახმარა, რომელიც აღარ მუშაობს. ის მომავალში მრავალპოლარულ მსოფლიო წესრიგს იმედოვნებდა, რომელიც, როგორც ჩანს, არასდროს იქნება. ახლახანს საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში „მრავალპოლარული ევროპის აჩდილი“ ნათქვამია, რომ საწიროა შემოქმედებითი და გონივრული რეაგირება ცვალებად სიტუაციაზე და რუსეთის და თურქეთის მოთხოვნების გათვალისწინება, რომლებიც სრულფასოვანი მოთამაშეები არიან. ლორდ ისმეის თუ დავესესხებით, შეიძლება ითქვას, რომ უასაფრთხოებისადმი ახალი მიდგომის ამოცანა ერთიანი ევროპის, პოსტიმპერიული რუსეთის და ევროპული თურქეთის შენარჩუნება. მარკ ლეონარდი – საერთაშორისო ურთიერთიერთობების ევროპული საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ორიგინალი ორიგინალი
  12. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53486.jpgქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის საძირკველზე მიმდინარე სამუშაოები თითქმის დასრულებულია. საქართველოში იმყოფება პროექტის ავტორიც, ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბო. View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53483.jpgოკუპირებული პერევიდან ამ დრომდე ელოდებიან რუსი სამხედროების საბოლოოდ გასვლას. View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53489.jpgსაზღვარგარეთ ქართულ დიასპორებში საპატიო წარმომადგენლის სტატუსის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის წესები და პირობები დღეს საზოგადოებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პირადად გააცნო. View the full article
  15. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53481.jpgუსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში ზუგდიდის ყველა საჯარო სკოლაში მანდატურები შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინა. View the full article
  16. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg ანდრეას უმლანდი დემოკრატიის მკვეთრმა, ნარინჯისფერი იერმა, ბევრ ევროპელს უკრაინის ევროკავშირში მიღების მძლავრი ემოციები გაუჩინა. მაგრამ ეს განწყობა, როგორც ჩანს შეიცვლება, წერს ანდრეას ულმანდი. უკრაინის წინაშე დღეს სერიოზული ანტიდემოკრატიული გამოწვევებია. ერთი მხრივ, ეს არის პრეზიდენტის ავტორიტარული ტენდენციები და მეორე მხრივ, ახალი მემარჯვენე–რადიკალური მოძრაობა. უკრაინის და ევროკავშირის დაახლოება, მისი ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივით, როგორც ჩანს, ამ გახლეჩილ ქვეყანაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური იდეაა. ეს არის მიზანი, რომელიც, თითქმის მთელ უკრაინულ ელიტას აერთიანებს და იმ პოლიტიკურ საკითხთაგან ერთ–ერთია, რომელზეც უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა თანხმდება. გარდა ამისა, 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ კურსმა და შედეგებმა ევროპას უკრაინაზე ისეთი წარმოდგენა ჩამოუყალიბა, რაც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ყოფილი სსრკ–ს სხვა რესპუბლიკებისგან გამოარჩევს. ეს მოვლენა იმის დემონსტრირება იყო, რომ უკრაინელები ავტორიტარულ წარსულთან დამშვიდობებისთვის მზად არიან. უდაოა, რომ ნარინჯისფერი ბანაკის პოსტრევოლუციურმა თვითნგრევამ და ქვეყნის ქაოტურმა მართვამ, დასავლეთის თვალში კიევს, რბილად რომ ვთქვათ, რეპუტაცია შეულახა. იმავდროულად, ის ბიძგი რომელიც უკრაინულმა დემოკრატიზაციამ „ნარინჯისფერი რევოლუციისგან“ მიიღო, ამ ახალგაზრდა სახელმწიფოს საიმიჯო აქტივში დღემდე მნიშვნელოვანი პოზიტიური ელემენტია. ევროპაში ის იდეა, რომ უკრაინელები დემოკრატიისთვის მებძოლი ხალხია, ყველაფერთან ერთად, ევროპარლამენტის 2010 წლის თებერვლის რეზოლუციაში დოკუმენტურადაც დაფიქსირდა. მასში ღიადაა მოწონებული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. 2004 წლის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მასობრივმა აქციებმა, ასევე შედარებით თავისუფალმა და სამართლიანმა საერთოეროვნულმა არჩევნებმა 2006, 2007 და 2010 წლებში ბევრი დასავლეთევროპელი პოლიტიკური ლიდერის და ინტექლექტუალის თვალში უკრაინას მღელვარე ქვეყნის, თუმცა ევროპის განუყოფელი ნაწილის იმიჯი შეუქმნა. ბოლო თვეებში, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა და ახალმა მთავრობამ სერიოზული ზიანი მიაყენეს „ნარინჯისფერი რევოლუციის“ საერთაშორისო მიღწევებს და ამ ქვეყნის რეპუტაციას ევროპაში. მათი უხეში დამოკიდებულება პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფლად მოაზროვნე ჟურნალისტების, მეცნიერების და უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ, სულ უფრო მეტ გაოცებას და უკმაყოფილებას იწვევს დასავლეთში. კერძოდ, საკმაოდ საეჭვო პროცედურამ, რომლის წყალობითაც 2010 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებაში ნიკოლოზ აზაროვის მთავრობა მოვიდა, შეარყია უკრაინის ახალ მმართველთა განცხადებები დემორკატიისადმი ერთგულებასა და ევროპულ ინტეგრაციაზე. სულ უფრო მეტი დასავლელი ექსპერტი სვამს კითხვას: იქნებ სჯობს უკრაინა ევრაზიულ და არა ევროპულ ქვეყნად მივიჩნიოთ? იქნებ, 2004 წლის მოვლენების მიუხედავად, უკრაინა რუსეთის პატარა ანალოგია? მართლაც სურს კი ამ ქვეყანას დემოკრატიის არაფორმალური საერთაშორისო კლუბის და მისი ოფიცილური გაერთინებების, ნატოს და ევოკავშირის წევრობა? და თუკი იანუკოვიჩი ქმნის პოლიტიკურ სისტემას, რომელიც პუტინისას გავს, ხომ არ სჯობს უკრაინა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანდეს და არა ევროკავშირში? 2010 წლის დასაწყისში დამკვირვებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იმედით და ოპტიმიზმით აკვირდებოდა კიევში ხელისუფლების ცვლას. იმ დღეებისგან განსხვავებით, დღეს ამ ადამიანებში სულ უფრო მძლავრობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ იანუკოვიჩი მცდარი არჩევანია, იგი არ არის ის ფიგურა, რომელიც უნდა მართავდეს ჯერ კიდევ სუსტ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს, უკრაინას. ცუდი ახალი ამბების უწყვეტმა ნაკადმა უკრაინის დემოკრატიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და კანონის უზენაესობაზე იულია ტიმოშენკოს ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებსაც კი, მათი წარსული შეხედულებების გადახედვა აიძულა. იანუკოვიჩის რესტავრაციის პოლტიკა აუცილებლად შეფასდება უკრაინის დემოკრატიის ხარისხის ანალიზში, რომელსაც ისეთი ორგანიზაცია ატარებს, როგორიც Freedom House–ია. ქვეყნის ახალი ხელისუფლების ავტორიტარული უკუსვლა არამხოლოდ უკრაინის ოპოზიციამ, პრესამ და დიასპორამ შეამჩნია. ახალ უკრაინულ ტენდენციებზე დღეს ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებში, პარლამენტებში, პარტიებში, გაზეთებსა და ანალიტიკურ ცენტრებში მსჯელობენ. იმავდროულად, უკრაინის რეპუტაციისა და საერთაშორისო ავტორიტეტის ახალ პრობლემას დღეს ფაქტობრივად იგნორირებას უკეთებს ან მის შესახებ არაფერს წერს მიმომხილველთა უმრავლესობა. საუბარია, საერთოუკრაინული გაერთიანების ოლეგ ტიაგნიბოკის „თავისუფლების“ ბოლოდროინდელ გაძლიერებაზე. ტიაგნიბოკი ექიმი და იურისტია, აღმოსავლეთ გალიციის ქალაქ ლვოვიდან. მისი ულტრანაციონალისტური პარტია ჩამოყალიბდა უკრაინის აშკარად ფაშისტური სოციალ–დემოკრატიული პარტიის ბაზაზე, რომელიც ლვოვში 1991 წელს დაფუძნდა. პარტიის სახელი ტყუილად არ მოგვაგონებს გერმანიის ნაციონალურ–სოციალისტური მუშათა პარტიის სახელწოდებას. მის სიმბოლოს ე.წ. „ვოლფსანგელს“ (მგლის კაუჭი), ოდესღაც SS-ის დივიზია Das Reich–ი იყენებდა. დღეს ის პოპულარულია ევროპის სხვადასხვა ნეონაცისტურ ორგანიზაციებში. 2004 წელს პარტიამ სახელი შეიცვალა და „თავისუფლება“ დაირქვა, ასევე უარი თქვა მის სიმბოლიკაზე. და მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფლება“ აშკარად ნაციონალისტურ ორგანიზაციად რჩება, ბოლო დროს მან რევოლუციურ რიტორიკას მოუკლო. „თავისუფლებამ“, მისი განცხადებების თანახმად, ნაციონალურ–დემოკრატიული ელფერი შეიძინა და გამოაცხადა, რომ უკრაინის კონსტიტუციის ერთგულია. მის ხელმძღვანელებს შორის არიან მთელი რიგი ცნობილი ინტელექტუალები, მაგალითად, მეცნიერებათა კანდიდატი და ლვოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უკრაინული ფილოლოგიის კათედრის დოცენტი ირინა ფარიონი და ლეგენდარული ნაციონალისტი რეჟისორის იური ილიენკოს შვილი ანდრეი ილიენკო, რომელიც შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელია. ეს ადამიანები, და პირველ რიგში თავად ტიაგნიბოკი ბოლო დროს უკრაინის ტელე–შოუების ხშირი სტუმრები არიან. მათთან ინტერვიუების ჩაწერას ცდილობენ წამყვანი გაზეთების კორესპონდენტები. შედეგად, „თავისუფლების“ პოპულარობა ბოლო წლის განმავლობაში მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით უკრაინის დასავლეთ ნაწილში. ამ გაერთიანების ბაზა აღმოსავლეთ–გალიციის რეგიონის ლვოვის, ტერნოპოლის და ივანო–ფრაკოვსკის რაიონებშია. მედიაში აქტიურობის შედეგად, „თავისუფლებამ“ შეაღწია ცენტრალური უკრაინის რაიონებში, მათ შორის კიევის ელექტორატშიც. რადგან უკრაინაში პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს შედარებით დაბალი პროცენტული ბარიერით პარლამენტში მოხვედრისთვის, აბსოლუტურად რეალურია, რომ შემდეგი მოწვევის უმაღლეს რადაში „თავისუფლება“ საკუთარ ფრაქციას შექმნის. „ანტისემიტიზმი ცალკეული ფენომენი არ არის, ის სემიტიზმისგან გამომდინარეობს. როდესაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემდეგ რადიაციის დონე მკვეთრად გაიზარდა, ამ რადიაციის წინააღმდეგ, რომელიც ყველგან აღწევდა, მიღებულ იქნა ზომები. [...] ასეა ანტისემიტზმთან მიმართებაშიც: ეს საზოგადოებაში სემიტიზმის დონის ზრდაზე რეაქციაა. და ვერცერთი სახელმწიფო ამას ვერაფერს მოუხერხებს, ყველა უმაღლესი სასწავლებელიც რომ დახუროს. სიტყვა „სემიტიზმი“ აჩრდილი, ილუზია და ნიღაბია, და ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს. ანტისემიტი ის არის, ვისაც სემიტები არ უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ არაბები, ასევე სემიტური ოჯახის წარმომადგენლები არიან, სწორედ ისინი არიან მსოფლიოში ყველაზე მკვეთრი ანტისემიტები“. ოლეგ ტიაგნიბოკი, პარტია „თავისუფლების“ ლიდერი ეს უზარმაზარ ზიანს აყენებს კიევის ისედაც შელახულ რეპუტაციას დასავლეთში. „თავისუფლება“ რასისტული პარტიაა, რომელიც ღიად ქადაგებს ეთნოცენტრისტულ და ანსტისემიტურ იდეებს. მისი პროგრამის მთავარი პუნქტები რუსფობია და ქსენოფობიაა, რასაც ბოლო დროს მკვეთრი ანტიემიგრანტული პოლიტიკაც დაემატა. ეს პარტია სტეფან ბანდერას პარტიის (უკრაინის ნაციონალისტების ორგანიზაცია) ჰეროიზაციას ახდენს და მას ხმამაღლა ადიდებს. ბანდერას ულტრანაციონალისტური პარტია ორ მსოფლიო ომს შორის გაჩნდა და მესამე რეიხთან თანამშრომლობით საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. მისი წევრები გერმანიის ოკუპაციის დროს დასავლეთ უკრაინაში პოლონელების და ებრაელების განადგურებაში მონაწილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფლება“ ხაზს უსვამს უკრაინელი ხალხის ევროპულ ხასიათს, ეს პარტია ანტიდასავლურია, ანტილიბერალური და მიმართულია ევროკავშირის წინააღმდეგ. ის ევროპული ნაციონალური მოძრაობების ე.წ. ალიანსს განეკუთვნება – რადიკალურ მემარჯვენე საერთოევროპულ ასოციაციას, რომელიც საკუთარ რიგებში აერთიანებს საფრანგეთის ნაციონალურ ფრონტს, მოძრაობას უკეთესი უნგრეთისთვის (იობბიკი) და ბრიტანეთის ნაციონალურ პარტიას. დღეისთვის ეს ყველაზე ნაციონალისტური პარტიებია ევროპაში. საერთაშორისო არენაზე ტიაგნიბოკის ყველაზე ცნობილი ახალი პოლიტიკური მეგობარი – მერი ლე პენია, რომელიც ვლადიმერ ჟირინოვსკისთანაც (აგრესიულად განწყობილი ანტიუკრაინელი და იმპერიალისტი პოლიტიკოსი რუსეთში) მეგობრობდა. „თავისუფლება“ თანამედროვე ევროპისთვის საკმაოდ ტიპური მოვლენაა. ევროკავშირის ზოგიერთ წევრ–ქვეყანაში არსებობდა და დღემდე არსებობს ბევრი პარტიაა, ზოგჯერ საპარლამენტო ფრაქციებიც კი, რომლებიც ტიაგნიბოკის „თავისუფლების“ მსგავსი იდეოლოგიის მატარებლები არიან. თუმცა, ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც შიგნით ასეთი არაკონსოლიდირებული, გარედან კი ასეთი არაინტეგრირებულია, პარლამენტში გამოკვეთილად ულტრანაციონალისტური პარტიის გამოჩენა სახიფათო ფუფუნება იქნებოდა. თუკი „თავისუფლება“ უმაღლეს რადაში ფრაქციად ჩამოყალიბდება, ეს უკრაინულ სახელმწიფოს და მის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილის მცხოვრებლებს, ასევე ამ ქვეყნის მთელ რიგ საერთაშორისო პარტნიორებს შორის გაუცხოებას გამოიწვევს. ის კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის ელექტორატის ისედაც შესამჩნევ გეოგრაფიულ პოლარიზაციას. საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ყოფნით „თავისუფლება“ შეარყევს უკრაინული ნაციის და ზერეგიონალური, ზენაციონალური პატრიოტიზმის პოლიტიკურ განვითარებას. საზოგადოებრივი აზრი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, ისრაელი და გერმანია, უკრაინელების, როგორც ევროპული ერის მიმართ, სულ უფრო სკეპტიკურადაა განწობილი. „თავისუფლების“ შემდგომ გაძლიერებას და გალიციის ულტრანაციონალისტების შესვლას უკრაინის პოლიტიკურ ისტებლისმენტში კიევს და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გაციება მოჰყვება. ამიტომ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, უკრაინა უფრო მეტად მოწყვლადი და დაუცველი გახდება რუსეთის წინაშე, რომელიც ცდილობს შეარყიოს ამ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა. მიუხედავად ბევრი ექსპერტის აზრისა, რომ უკრაინა უკვე არის თავისი პოსტსაბჭოთა განვითარების ყველაზე დაბალ ნიშნულზე, ევროპის ამ უმსხვილეს სახელმწიფოს მომავალში შეიძლება უფრო მეტი უსიამოვნება ემუქრებოდეს. ანდრეას უმლანდი – კიევ–მოგლიანსკის აკადემიის ლექტორი გერმანული და ევროპული კვლევების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში; ის წიგნების სერიის „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პოლიტიკა და საზოგადოება“ რედაქტორია. ორიგინალი ორიგინალი
  17. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53480.jpgნატოს ოფიციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს სამხრეთ კავკასიაში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იქნება. View the full article
  18. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ევროკლიოში ასოცირებულ საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით ხვალ თბილისის #… ლინკი მედიანიუსზე
  19. ქრისტიან-დემოკრატებს“ ნაადრევად მიაჩნიათ ავტომობილებში უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობისათვის ჯარიმების დაწესება. როგორც ცნობილია, შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში… ლინკი მედიანიუსზე
  20. სამხედრო ექსპერტის, პატიმარ ვახტანგ მაისაიას ოჯახის წევრები ბრიუსელში საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებთან შეხვედრაზე იმყოფებიან. როგორც `მედიანიუსს” ვახტან მაისაიას… ლინკი მედიანიუსზე
  21. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53482.jpgსაქართველო სულ მალე მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივით რეიტინგების პირველ ათეულში შევა - ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში აგრონომებთან შეხვედრაზე განაცხადა. View the full article
  22. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2012 წლიდან დაიწყება კოლხეთის დაბლობის დაშრობა, გამოთავისუფლებული მიწის ფართობი კი, საექსპორტო კულტურების განვითარებისთვის… ლინკი მედიანიუსზე
  23. კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ ინფორმაციით, სამგორის გამწმენდ ნაგებობაზე, ლილოს რეზერვუარის მკვებავ წყალდენზე მომხდარი დაზიანების აღდგენის მიზნით,… ლინკი მედიანიუსზე
  24. მოძრაობა `თეთრები” ოპოზიციური პარტიების კრიტიკაზე უარს ამბობენ და მიუთითებენ, რომ ისინი არც ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამონათქვამებს შეაფასებენ.… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...