Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.polity.ge/images/catalog/world/organizations/eu_flags.jpgევროკავშირმა უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთთან და თურქეთთან სამმხრივი დიალოგი უნდა დაიწყოს, რათა ბოლო მოუღოს ყველა ფარულ კონფლიქტს და სტაბილურობას მიაღწიოს აღმოსავლეთის ფლანგზე – მიაჩნია ევროპის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს (ECFR). polity.ge
  2. http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/clinton_h_08.jpgამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს რუსეთის განზრახვას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა რუსი სამხედროების ყოფნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ამ დრომდე ოკუპაციად მიიჩნევს. polity.ge
  3. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრის ორტეფეს ინფორმაციით, საუდის არაბეთის სპეცსამსახურებს აქვთ მონაცემები, რომ ალ ყაიდა ევროპის ქვეყნებზე ახალ თავდასხმას გეგმავს.„საფრთხე საკმაოდ რეალურია და გაფრთხილება ბოლო დღეებში და საათებში მივიღეთ“, - აღნიშნა კორტეფემ.საუდის არაბეთის ხელისუფლებას ზემოთხსენებულ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.საფრანგეთი ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად ემზადება. 6 ოქტომბერს ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა ქვეყნის სამხრეთში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  4. თბილისის საკრებულოს ოფიციალური ინტერნეტ გვედი გატეხილია. "hacked by innocent hacker",-ეს ის სიტყვებია,რომელიც საიტზე არსებული ინფორმაციის ნაცვლად დევს.თბილისის საკრებულოში ნეტგაზეთს უთხრეს,რომ დღეს დილის ათის ნახევარზე ნახეს,რომ საიტი გატეხილი იყო. თბილისის საკრებულოს თავისი სერვერი აქვს. მიზეზი, თუ რატომ და როგორ მოხდა მისი გატეხვა, არ არის ცნობილი.კომპანია "ITDS"–ს პროექტების მენეჯერი, სერგო კარაკოზოვი, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერ–ჯერობით გარკვევის პროცესი მიმდინარეობს, თუ როგორ მოხდა საიტის გატეხვა.ეს ის კომპანიაა,რომელმაც საიტი დაამზადა.რაც შეეხება ინფორმაციას,რომელიც საიტზე ინახებოდა, კარაკოზოვი ამბობს,რომ მასალები შენახული აქვთ და მათი აღდგენა მოხდება.</p>/get_img?NrArticle=2748&NrImage=1 საკრებულოს საიტი სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. თბილისის საკრებულოს ოფიციალური ინტერნეტ გვედი გატეხილია. "hacked by innocent hacker",-ეს ის სიტყვებია,რომელიც საიტზე არსებული ინფორმაციის ნაცვლად დევს.თბილისის საკრებულოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დღეს, დილის ათის ნახევარზე ნახეს, რომ საიტი გატეხილი იყო. თბილისის საკრებულოს თავისი სერვერი აქვს. მიზეზი, თუ რატომ და როგორ მოხდა მისი გატეხვა, უცნობია.კომპანია "ITDS"–ს პროექტების მენეჯერი სერგო კარაკოზოვი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ, ჯერჯერობით, გარკვევის პროცესი მიმდინარეობს, თუ როგორ მოხდა საიტის გატეხვა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც საიტი დაამზადა.რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც საიტზე ინახებოდა, კარაკოზოვი ამბობს, რომ მასალები შენახული აქვთ და მათი აღდგენა მოხდება.</p>/get_img?NrArticle=2748&NrImage=1 საკრებულოს საიტი სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. თბილისის საკრებულოს ოფიციალური ინტერნეტ გვედი გატეხილია. "hacked by innocent hacker",-ეს ის სიტყვებია,რომელიც საიტზე არსებული ინფორმაციის ნაცვლად დევს.თბილისის საკრებულოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დღეს, დილის ათის ნახევარზე ნახეს, რომ საიტი გატეხილი იყო. თბილისის საკრებულოს თავისი სერვერი აქვს. მიზეზი, თუ რატომ და როგორ მოხდა მისი გატეხვა, უცნობია.კომპანია "ITDS"–ს პროექტების მენეჯერი სერგო კარაკოზოვი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ, ჯერჯერობით, გარკვევის პროცესი მიმდინარეობს, თუ როგორ მოხდა საიტის გატეხვა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც საიტი დაამზადა.რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც საიტზე ინახებოდა, კარაკოზოვი ამბობს, რომ მასალები შენახული აქვთ და მათი აღდგენა მოხდება.</p>/get_img?NrArticle=2748&NrImage=1 საკრებულოს საიტი სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53471.jpgთურქეთში დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე უკვე დეპორტირებულია. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. თურქეთის ქალაქ ტრაბზონში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. View the full article
  8. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53470.jpg`აშშ კვლავ ღიად განიხილავს რუსეთთან საქართველოს ოკუპაციის საკითხს,`- ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა საზოგადოებრივ ორგანიზაცია `თანამეგობრობის კლუბში`სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. View the full article
  9. რუსეთზე მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით ორიენტირება, საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ნიშნავს ნაბიჯს უკან. საქართველოს საუკეთესო მაგალითი აქვს იმისა, თუ როგორ იყვნენ “ორიენტირებულები” ქართული ბიზნეს კომპანიები რუსულ ბაზარზე. სწორედ რუსული ბაზრის დაკარგვამ აჩვენა ქართული კომპანიების “მომზადების დონე” ევროპული და ზოგადად, ცივილიზებული ბაზრების ათვისების გზაზე. რუსეთის ფედერაციაზე მსჯელობისას საქართველოში კამათი, ძირითადად, პოლიტიკური კონტექსტით მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკას ყოველთვის თან ახლავს ეკონომიკური ინტერესები. უფრო სწორად რომ ვთქვათ, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ხშირად ერთმანეთს ეჯაჭვება. მაგალითად, დღეს ისე როგორც არასოდეს, აქტუალურია საკითხი, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხება. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი მრავალი წელია დგას, თუმცა თუ თავდაპირველად თავად ეს სახელმწიფოც არ იყო მაინცდამაინც სერიოზულად დაინტერესებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით და ამ მხრივ მხოლოდ გარკვეული განცხადებებით შემოიფარგლებოდა, დღეს ვითარება შეიცვალა. რუსეთის ფედერაციამ გააცნობიერა აღნიშნული ორგანიზაციის მნიშვნელობა და წევრობის სტატუსის მოსაპოვებლად აქტიურ ქმედებებზე გადავიდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2006 წლის მაისში რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ღიად დააფიქსირა სურვილი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა უფრო მეტად იყო გახსნილი, ვიდრე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ბევრი ქვეყნის ეკონომიკა. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისაკენ მიმავალ გზაზე რუსეთის ფედერაციას ორი ქვეყანა ეღობებოდა წინ - აშშ და საქართველო. ამ ორგანიზაციის წესების თანახმად, მასში ახალი ქვეყნის გასაწევრიანებლად საჭიროა არსებული წევრების სრული კონსესუსი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ინტენსიური მოლაპარაკებები გამართა შეერთებულ შტატებთან, ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კუდრინმა განაცხადა, რომ 2011 წელს რუსეთი ორგანიზაციის წევრი გახდებოდა. მხარდაჭერის მზაობა ღიად დაადასტურა შეერთებულმა შტატებმა, თუმცა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ერთი მოწინააღმდეგე შემორჩა – საქართველო, რომელიც სწორედ ის დაბრკოლებაა, რომლის გადალახვის გარეშეც რუსეთის აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება გამორიცხულია. საინტერესოა, რატომ კეთდება რუსეთის მხრიდან განცხადებები ქვეყნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ღიად აყენებს რუსეთისათვის “ძნელად შესასრულებელ” მოთხოვნებს, ხოლო აღნიშნული მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში კი უარს ამბობს მის ორგანიზაციის წევრობისათვის საჭირო მხარდაჭერაზე. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა ღიად განაცხადა: “ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელში ყოფნაც რუსეთს უფრო ცივილურს გახდის. მაგრამ იმ პირობით, რომ ორგანიზაციის ყველა წესი შესრულებული იქნება. ერთ-ერთი პირობა ის არის, რომ ორგანიზაციის წევრ ორ ქვეყანას შორის საბაჟო გამშვები პუნქტები და საზღვრები გავჭვირვალე უნდა იყოს. ამ ეტაპზე რუსეთის მიერ ოკუპირებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და რუსეთი ამ პირობას ვერ აკმაყოფილებს....”. მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა: “საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მანამდე სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს, მათ შორის ეს ეხება საბაჟო-გამშვები პუნქტების თემას და იმ საკითხების მთელ სპექტრსა და პრობლემებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს,“ რა არის ის მთავარი პირობა, რომელსაც საქართველო რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ უყენებს და რამდენად რეალურია მისი შესრულება? საქმე ისაა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ ქართული მხარე ყოველთვის მოითხოვდა საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მდებარე ორი არალეგალური გამშვები პუნქტის - განთიადი-ადლერისა და როკი-ქვემო ზარამაგის ლეგალიზებასა და ქართული სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოქცევას. "ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია რუსეთთან ამ საკითხზე. 2004 წელს ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და რუსეთი შესაბამისად საქართველოსთან საგარეო ვაჭრობას აწარმოებს ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტების მეშვეობით. ჩვენ არამარტო ვრჩებით ამ მოთხოვნის ერთგული, არამედ მოვითხოვთ, რუსეთმა შეასრულოს თავისი დანაპირები და შეთანხმება, რომელიც ჩვენს შორის მოხდა. ჩვენ რაღაც დამატებით მოთხოვნას აღარ ვაყენებთ, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა“ - ეს განცხადება საქართველოს ექს-პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა 2006 წელს გააკეთა. აღნიშნულ განცხადებამდე კი, საქართველოს პრეზიდენტმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა: "ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი სამართლიანი ინტერესები და ადრე დადებული შეთანხმებების დაცვა მოვითხოვოთ, თავმოყვარეობა და ღირსება გაგვაჩნია. ჩვენი სურვილია, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მაქსიმალურად სწრაფად შევიდეს. მაგრამ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების ან მისი განადგურების მცდელობა გეგმაზომიერად და ყველა აკრძალული მეთოდით ხორციელდება, თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. ჩვენ იმ სიძნელეებს გადავიტანთ, რომლებიც ხელოვნურად შეგვექმნა და ამ გზას ვადგავართ კიდეც. ჩვენი სურვილია, რომ ეს საკითხები რუსეთთან პარტნიორობის პირობებში გაირკვეს. მანამ, სანამ ეს საკითხები არ გაირკვევა, საქართველო საკუთარ პოზიციას ვერ შეიცვლის“. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან ფაქტია, რომ წავიდა დრო, როდესაც საქართველოს სახელმწიფო რუსეთს თამამ მოთხოვნებს უყენებდა. რეალობა შეიცვალა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე საქართველოს შესაძლოა, გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწიოს. სასურველი, თუმცა შეუსრულებელია მოთხოვნა, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სახელმწიფოს კონფლიქტურ ზონებში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის ნება დართოს. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე რუსეთმა საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის ნება ფორმალურად დართო, თუმცა ცხადია, რომ ეს ფორმალური დოკუმენტი იყო და მას შესრულება არ ეწერა. დღეს რუსეთს აღნიშნული ფორმალური დოკუმენტის მომზადებაც კი გაუჭირდება იმდენად, რამდენადაც მან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტური რეგიონები უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მოუწევს თუ არა საქართველოს, დათანხმდეს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, როდესაც მისმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მ რუსეთს აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე თანხმობა მისცა და მხარდაჭერაც აღუთქვა - რეალურად, ეს არის თემა, რომელიც არ კარგავს აქტუალობას. როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ასეთ ვითარებაში? პირველ რიგში, საქართველომ უნდა იმოქმედოს ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე. მან უნდა განსაზღვროს “ფასი” რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერისათვის. კონფლიქტურ რეგიონებში საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის მოთხოვნა პოლიტიკურ მოთხოვნებს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე ეკონომიკურს. თუმცა საქართველოსათვის აჯობებს, რუსეთს რეალობის ფარგლებში ის მოთხოვნები წაუყენოს, რომელიც ეკონომიკურ-პოლიტიკურ ინტერესებს თანაბრად შეეხება და მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე არ იხელმძღვანელოს. ეკონომიკაში არსებობს თეორია, რომელსაც სარგებლიანობა-დანახარჯიანობის ანალიზი ჰქვია, შესაბამისად, გადაწყვეტილება სწორედ ამ თეორიის თანახმად უნდა მივიღოთ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი კვლავ ერთ-ერთ მთავარ (თუმცა არა უმთავრეს) ქვეყნად რჩება, კერძოდ, 2010 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი იმპორტის ღირებულებამ თითქმის 200 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რუსეთი კვლავ რჩება საქართველოში ფულადი გზავნილების ლიდერად; საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 49.6 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. ეს არის ციფრები, რომლებზეც გვმართებს დაფიქრება; რა იქნება მაშინ, თუ რუსეთი საქართველოში იმპორტის მაქსიმალურად აკრძალვას დაიწყებს? თუმცა, ამავე დროს, უნდა გავიხსენოთ, რომ წლების განმავლობაში რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო და მისი ჩანაცვლება მეტ-ნაკლები წარმატებით მაინც მოხერხდა. რუსეთზე მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით ორიენტირება, საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ნიშნავს ნაბიჯს უკან. საქართველოს საუკეთესო მაგალითი აქვს იმისა, თუ როგორ იყვნენ “ორიენტირებულები” ქართული ბიზნეს კომპანიები რუსულ ბაზარზე. სწორედ რუსული ბაზრის დაკარგვამ აჩვენა ქართული კომპანიების “მომზადების დონე” ევროპული და ზოგადად, ცივილიზებული ბაზრების ათვისების გზაზე. რთულია, თუმცა სჯობს, რომ ქართველმა ექსპორტიორებმა, თუ მათ რეალურად სურთ თანამედროვე ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება, დიდი ხნით დაივიწყონ რუსეთის, როგორც ბაზრის არსებობა და ორიენტირება უფრო ცივილიზებულ ბაზრებზე აიღონ. ეს, ასევე, იქნება გარკვეული წნეხის მოხსნა სახელმწიფოსთან მიმართებაში, რათა პოლიტიკოსებმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე რუსეთთან მიმართებაში მიიღონ ეკონომიკურ-პოლიტიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური ან უარესი - პოპულისტური გადაწყვეტლება. ამავე დროს, გადაწყვეტილების მიღების პერიოდში სახელმწიფო მზად უნდა იყოს მოსალოდნელი შედეგების თავიდან ასაცილებლად, იქნება ეს იმპორტიორი ქვეყნებისა თუ გასაღების ბაზრების დივერსიფიცირება, რათა ისეთი ტიპის მოულოდნელობები იქნას თავიდან აცილებული, როგორც ეს რუსეთის მხრიდან დაწესებულ პირველ ემბარგოს მოჰყვა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ განსხვავებით უამრავი სხვა მიმართულებისაგან, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მრავალი წელია საოცარი თანმიმდევრულობით მოქმედებს და სასურველი იქნებოდა არსებული თანმიმდევრულობის ბოლომდე შენარჩუნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. რუსეთზე მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით ორიენტირება, საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ნიშნავს ნაბიჯს უკან. საქართველოს საუკეთესო მაგალითი აქვს იმისა, თუ როგორ იყვნენ “ორიენტირებულნი” ქართული ბიზნეს კომპანიები რუსულ ბაზარზე. სწორედ რუსული ბაზრის დაკარგვამ აჩვენა ქართული კომპანიების “მომზადების დონე” ევროპული და, ზოგადად, ცივილიზებული ბაზრების ათვისების გზაზე. საქართველოში რუსეთის ფედერაციის შესახებ კამათი, ძირითადად, პოლიტიკური კონტექსტით მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკას ყოველთვის თან ახლავს ეკონომიკური ინტერესები. უფრო სწორად რომ ვთქვათ, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ხშირად ერთმანეთს ეჯაჭვება. მაგალითად, დღეს, ისე როგორც არასოდეს, აქტუალურია საკითხი, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხება. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი მრავალი წელია დგას, თუმცა თუ თავდაპირველად თავად ეს სახელმწიფოც არ იყო მაინცდამაინც სერიოზულად დაინტერესებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით და, ამ მხრივ, მხოლოდ გარკვეული განცხადებებით შემოიფარგლებოდა, დღეს ვითარება შეიცვალა. რუსეთის ფედერაციამ გააცნობიერა აღნიშნული ორგანიზაციის მნიშვნელობა და წევრობის სტატუსის მოსაპოვებლად, აქტიურ ქმედებებზე გადავიდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2006 წლის მაისში რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ღიად დააფიქსირა სურვილი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა უფრო მეტად იყო გახსნილი, ვიდრე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ბევრი ქვეყნის ეკონომიკა. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისაკენ მიმავალ გზაზე რუსეთის ფედერაციას ორი ქვეყანა ეღობებოდა წინ - აშშ და საქართველო. ამ ორგანიზაციის წესების თანახმად, მასში ახალი ქვეყნის გასაწევრიანებლად, საჭიროა არსებული წევრების სრული კონსესუსი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ინტენსიური მოლაპარაკებები გამართა შეერთებულ შტატებთან, ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კუდრინმა განაცხადა, რომ 2011 წელს რუსეთი ორგანიზაციის წევრი გახდებოდა. მხარდაჭერის მზაობა ღიად დაადასტურა შეერთებულმა შტატებმა, თუმცა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ერთი მოწინააღმდეგე – საქართველო შემორჩა, რომელიც სწორედ ის დაბრკოლებაა, რომლის გადალახვის გარეშეც რუსეთის აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება გამორიცხულია. საინტერესოა, რატომ კეთდება რუსეთის მხრიდან განცხადებები ქვეყნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ღიად აყენებს რუსეთისათვის “ძნელად შესასრულებელ” მოთხოვნებს, ხოლო აღნიშნული მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში კი, უარს ამბობს მის ორგანიზაციის წევრობისათვის საჭირო მხარდაჭერაზე. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა ღიად განაცხადა: “ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელში ყოფნაც რუსეთს უფრო ცივილურს გახდის. მაგრამ იმ პირობით, რომ ორგანიზაციის ყველა წესი შესრულებული იქნება. ერთ-ერთი პირობა ის არის, რომ ორგანიზაციის წევრ ორ ქვეყანას შორის საბაჟო გამშვები პუნქტები და საზღვრები გავჭვირვალე უნდა იყოს. ამ ეტაპზე რუსეთის მიერ ოკუპირებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და რუსეთი ამ პირობას ვერ აკმაყოფილებს....”. მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა: “საქართველო მანამდე ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს, მათ შორის, ეს ეხება საბაჟო-გამშვები პუნქტების თემას და იმ საკითხების მთელ სპექტრსა და პრობლემებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს,“ რა არის ის მთავარი პირობა, რომელსაც საქართველო რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ უყენებს და რამდენად რეალურია მისი შესრულება? საქმე ისაა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, ქართული მხარე ყოველთვის მოითხოვდა საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მდებარე ორი არალეგალური გამშვები პუნქტის - განთიადი-ადლერისა და როკი-ქვემო ზარამაგის ლეგალიზებასა და ქართული სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოქცევას. "ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია რუსეთთან. 2004 წელს ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და გადავწყვიტეთ, რომ მხარს ვუჭერთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რუსეთი კი, შესაბამისად, აწარმოებს საგარეო ვაჭრობას საქართველოსთან ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტების მეშვეობით. ჩვენ არა მარტო ვრჩებით ამ მოთხოვნის ერთგული, არამედ მოვითხოვთ, რუსეთმა შეასრულოს თავისი დანაპირები და შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის მოხდა. ჩვენ რაღაც დამატებით მოთხოვნას აღარ ვაყენებთ, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა“ - ეს განცხადება საქართველოს ექს-პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა 2006 წელს გააკეთა. აღნიშნულ განცხადებამდე კი, საქართველოს პრეზიდენტმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა: "ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი სამართლიანი ინტერესები და ადრე დადებული შეთანხმებების დაცვა მოვითხოვოთ, თავმოყვარეობა და ღირსება გაგვაჩნია. ჩვენი სურვილია, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მაქსიმალურად სწრაფად შევიდეს. მაგრამ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების ან მისი განადგურების მცდელობა გეგმაზომიერად და ყველა აკრძალული მეთოდით ხორციელდება, თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. ჩვენ იმ სიძნელეებს გადავიტანთ, რომლებიც ხელოვნურად შეგვექმნა და ამ გზას ვადგავართ კიდეც. ჩვენი სურვილია, რომ ეს საკითხები რუსეთთან პარტნიორობის პირობებში გაირკვეს. მანამ, სანამ ეს საკითხები არ გაირკვევა, საქართველო საკუთარ პოზიციას ვერ შეიცვლის“. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ფაქტია, რომ წავიდა დრო, როდესაც საქართველოს სახელმწიფო რუსეთს თამამ მოთხოვნებს უყენებდა. რეალობა შეიცვალა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს შესაძლოა გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწიოს. სასურველია, თუმცა შეუსრულებელი მოთხოვნა, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სახელმწიფოს კონფლიქტურ ზონებში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის ნება დართოს. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე რუსეთმა საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის ნება ფორმალურად დართო, თუმცა ცხადია, რომ ეს ფორმალური დოკუმენტი იყო და მას შესრულება არ ეწერა. დღეს რუსეთს აღნიშნული ფორმალური დოკუმენტის მომზადებაც კი გაუჭირდება იმდენად, რამდენადაც მან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტური რეგიონები უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მოუწევს თუ არა საქართველოს, დათანხმდეს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, როდესაც მისმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მ რუსეთს აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე თანხმობა მისცა და მხარდაჭერაც აღუთქვა - რეალურად, ეს არის თემა, რომელიც არ კარგავს აქტუალობას. როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ასეთ ვითარებაში? პირველ რიგში, საქართველომ უნდა იმოქმედოს ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე. მან უნდა განსაზღვროს “ფასი” რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერისათვის. კონფლიქტურ რეგიონებში საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის მოთხოვნა პოლიტიკურ მოთხოვნებს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე ეკონომიკურს. თუმცა საქართველოსათვის აჯობებს, რუსეთს, რეალობის ფარგლებში, ის მოთხოვნები წაუყენოს, რომელიც ეკონომიკურ-პოლიტიკურ ინტერესებს თანაბრად შეეხება და მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე არ იხელმძღვანელოს. ეკონომიკაში არსებობს თეორია, რომელსაც სარგებლიანობა-დანახარჯიანობის ანალიზი ჰქვია, შესაბამისად, გადაწყვეტილება სწორედ ამ თეორიის თანახმად უნდა მივიღოთ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი კვლავ ერთ-ერთ მთავარ (თუმცა არა უმთავრეს) ქვეყნად რჩება, კერძოდ, 2010 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი იმპორტის ღირებულებამ თითქმის 200 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რუსეთი კვლავ რჩება საქართველოში ფულადი გზავნილების ლიდერად; საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 49.6 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. ეს არის ციფრები, რომლებზეც გვმართებს დაფიქრება; რა იქნება მაშინ, თუ რუსეთი საქართველოში იმპორტის მაქსიმალურად აკრძალვას დაიწყებს? თუმცა, ამავე დროს, უნდა გავიხსენოთ, რომ წლების განმავლობაში რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო და მისი ჩანაცვლება მეტ-ნაკლები წარმატებით მაინც მოხერხდა. რუსეთზე მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით ორიენტირება, საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ნიშნავს ნაბიჯს უკან. საქართველოს საუკეთესო მაგალითი აქვს იმისა, თუ როგორ იყვნენ “ორიენტირებულნი” ქართული ბიზნეს კომპანიები რუსულ ბაზარზე. სწორედ რუსული ბაზრის დაკარგვამ აჩვენა ქართული კომპანიების “მომზადების დონე” ევროპული და, ზოგადად, ცივილიზებული ბაზრების ათვისების გზაზე. რთულია, თუმცა სჯობს, რომ ქართველმა ექსპორტიორებმა, თუ მათ რეალურად სურთ თანამედროვე ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება, დიდი ხნით დაივიწყონ რუსეთის, როგორც ბაზრის არსებობა და ორიენტირება უფრო ცივილიზებულ ბაზრებზე აიღონ. ეს ასევე სახელმწიფოსთან მიმართებაში გარკვეული წნეხის მოხსნა იქნება, რათა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დაკავშირებით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მიიღონ ეკონომიკურ-პოლიტიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური ან უარესი - პოპულისტური გადაწყვეტლება. ამავე დროს, გადაწყვეტილების მიღების პერიოდში სახელმწიფო მზად უნდა იყოს მოსალოდნელი შედეგების თავიდან ასაცილებლად, იქნება ეს იმპორტიორი ქვეყნებისა თუ გასაღების ბაზრების დივერსიფიცირება, რათა ისეთი ტიპის მოულოდნელობები იქნას თავიდან აცილებული, როგორებიც რუსეთის მხრიდან დაწესებულ პირველ ემბარგოს მოჰყვა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ განსხვავებით უამრავი სხვა მიმართულებისაგან, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მრავალი წელია საოცარი თანმიმდევრულობით მოქმედებს და სასურველი იქნებოდა არსებული თანმიმდევრულობის ბოლომდე შენარჩუნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. რუსეთზე მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით ორიენტირება, საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ნიშნავს ნაბიჯს უკან. საქართველოს საუკეთესო მაგალითი აქვს იმისა, თუ როგორ იყვნენ “ორიენტირებულნი” ქართული ბიზნეს კომპანიები რუსულ ბაზარზე. სწორედ რუსული ბაზრის დაკარგვამ აჩვენა ქართული კომპანიების “მომზადების დონე” ევროპული და, ზოგადად, ცივილიზებული ბაზრების ათვისების გზაზე. საქართველოში რუსეთის ფედერაციის შესახებ კამათი, ძირითადად, პოლიტიკური კონტექსტით მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკას ყოველთვის თან ახლავს ეკონომიკური ინტერესები. უფრო სწორად რომ ვთქვათ, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ხშირად ერთმანეთს ეჯაჭვება. მაგალითად, დღეს, ისე როგორც არასოდეს, აქტუალურია საკითხი, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხება. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი მრავალი წელია დგას, თუმცა თუ თავდაპირველად თავად ეს სახელმწიფოც არ იყო მაინცდამაინც სერიოზულად დაინტერესებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით და, ამ მხრივ, მხოლოდ გარკვეული განცხადებებით შემოიფარგლებოდა, დღეს ვითარება შეიცვალა. რუსეთის ფედერაციამ გააცნობიერა აღნიშნული ორგანიზაციის მნიშვნელობა და წევრობის სტატუსის მოსაპოვებლად, აქტიურ ქმედებებზე გადავიდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2006 წლის მაისში რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ღიად დააფიქსირა სურვილი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა უფრო მეტად იყო გახსნილი, ვიდრე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ბევრი ქვეყნის ეკონომიკა. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისაკენ მიმავალ გზაზე რუსეთის ფედერაციას ორი ქვეყანა ეღობებოდა წინ - აშშ და საქართველო. ამ ორგანიზაციის წესების თანახმად, მასში ახალი ქვეყნის გასაწევრიანებლად, საჭიროა არსებული წევრების სრული კონსესუსი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ინტენსიური მოლაპარაკებები გამართა შეერთებულ შტატებთან, ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კუდრინმა განაცხადა, რომ 2011 წელს რუსეთი ორგანიზაციის წევრი გახდებოდა. მხარდაჭერის მზაობა ღიად დაადასტურა შეერთებულმა შტატებმა, თუმცა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ერთი მოწინააღმდეგე – საქართველო შემორჩა, რომელიც სწორედ ის დაბრკოლებაა, რომლის გადალახვის გარეშეც რუსეთის აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება გამორიცხულია. საინტერესოა, რატომ კეთდება რუსეთის მხრიდან განცხადებები ქვეყნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ღიად აყენებს რუსეთისათვის “ძნელად შესასრულებელ” მოთხოვნებს, ხოლო აღნიშნული მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში კი, უარს ამბობს მის ორგანიზაციის წევრობისათვის საჭირო მხარდაჭერაზე. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა ღიად განაცხადა: “ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელში ყოფნაც რუსეთს უფრო ცივილურს გახდის. მაგრამ იმ პირობით, რომ ორგანიზაციის ყველა წესი შესრულებული იქნება. ერთ-ერთი პირობა ის არის, რომ ორგანიზაციის წევრ ორ ქვეყანას შორის საბაჟო გამშვები პუნქტები და საზღვრები გავჭვირვალე უნდა იყოს. ამ ეტაპზე რუსეთის მიერ ოკუპირებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და რუსეთი ამ პირობას ვერ აკმაყოფილებს....”. მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა: “საქართველო მანამდე ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს, მათ შორის, ეს ეხება საბაჟო-გამშვები პუნქტების თემას და იმ საკითხების მთელ სპექტრსა და პრობლემებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს,“ რა არის ის მთავარი პირობა, რომელსაც საქართველო რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ უყენებს და რამდენად რეალურია მისი შესრულება? საქმე ისაა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, ქართული მხარე ყოველთვის მოითხოვდა საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მდებარე ორი არალეგალური გამშვები პუნქტის - განთიადი-ადლერისა და როკი-ქვემო ზარამაგის ლეგალიზებასა და ქართული სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოქცევას. "ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია რუსეთთან. 2004 წელს ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და გადავწყვიტეთ, რომ მხარს ვუჭერთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რუსეთი კი, შესაბამისად, აწარმოებს საგარეო ვაჭრობას საქართველოსთან ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტების მეშვეობით. ჩვენ არა მარტო ვრჩებით ამ მოთხოვნის ერთგული, არამედ მოვითხოვთ, რუსეთმა შეასრულოს თავისი დანაპირები და შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის მოხდა. ჩვენ რაღაც დამატებით მოთხოვნას აღარ ვაყენებთ, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა“ - ეს განცხადება საქართველოს ექს-პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა 2006 წელს გააკეთა. აღნიშნულ განცხადებამდე კი, საქართველოს პრეზიდენტმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა: "ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი სამართლიანი ინტერესები და ადრე დადებული შეთანხმებების დაცვა მოვითხოვოთ, თავმოყვარეობა და ღირსება გაგვაჩნია. ჩვენი სურვილია, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მაქსიმალურად სწრაფად შევიდეს. მაგრამ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების ან მისი განადგურების მცდელობა გეგმაზომიერად და ყველა აკრძალული მეთოდით ხორციელდება, თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. ჩვენ იმ სიძნელეებს გადავიტანთ, რომლებიც ხელოვნურად შეგვექმნა და ამ გზას ვადგავართ კიდეც. ჩვენი სურვილია, რომ ეს საკითხები რუსეთთან პარტნიორობის პირობებში გაირკვეს. მანამ, სანამ ეს საკითხები არ გაირკვევა, საქართველო საკუთარ პოზიციას ვერ შეიცვლის“. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ფაქტია, რომ წავიდა დრო, როდესაც საქართველოს სახელმწიფო რუსეთს თამამ მოთხოვნებს უყენებდა. რეალობა შეიცვალა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს შესაძლოა გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწიოს. სასურველია, თუმცა შეუსრულებელი მოთხოვნა, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სახელმწიფოს კონფლიქტურ ზონებში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის ნება დართოს. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე რუსეთმა საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის ნება ფორმალურად დართო, თუმცა ცხადია, რომ ეს ფორმალური დოკუმენტი იყო და მას შესრულება არ ეწერა. დღეს რუსეთს აღნიშნული ფორმალური დოკუმენტის მომზადებაც კი გაუჭირდება იმდენად, რამდენადაც მან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტური რეგიონები უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მოუწევს თუ არა საქართველოს, დათანხმდეს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, როდესაც მისმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მ რუსეთს აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე თანხმობა მისცა და მხარდაჭერაც აღუთქვა - რეალურად, ეს არის თემა, რომელიც არ კარგავს აქტუალობას. როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ასეთ ვითარებაში? პირველ რიგში, საქართველომ უნდა იმოქმედოს ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე. მან უნდა განსაზღვროს “ფასი” რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერისათვის. კონფლიქტურ რეგიონებში საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის მოთხოვნა პოლიტიკურ მოთხოვნებს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე ეკონომიკურს. თუმცა საქართველოსათვის აჯობებს, რუსეთს, რეალობის ფარგლებში, ის მოთხოვნები წაუყენოს, რომელიც ეკონომიკურ-პოლიტიკურ ინტერესებს თანაბრად შეეხება და მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე არ იხელმძღვანელოს. ეკონომიკაში არსებობს თეორია, რომელსაც სარგებლიანობა-დანახარჯიანობის ანალიზი ჰქვია, შესაბამისად, გადაწყვეტილება სწორედ ამ თეორიის თანახმად უნდა მივიღოთ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი კვლავ ერთ-ერთ მთავარ (თუმცა არა უმთავრეს) ქვეყნად რჩება, კერძოდ, 2010 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი იმპორტის ღირებულებამ თითქმის 200 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რუსეთი კვლავ რჩება საქართველოში ფულადი გზავნილების ლიდერად; საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 49.6 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. ეს არის ციფრები, რომლებზეც გვმართებს დაფიქრება; რა იქნება მაშინ, თუ რუსეთი საქართველოში იმპორტის მაქსიმალურად აკრძალვას დაიწყებს? თუმცა, ამავე დროს, უნდა გავიხსენოთ, რომ წლების განმავლობაში რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო და მისი ჩანაცვლება მეტ-ნაკლები წარმატებით მაინც მოხერხდა. რუსეთზე მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით ორიენტირება, საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ნიშნავს ნაბიჯს უკან. საქართველოს საუკეთესო მაგალითი აქვს იმისა, თუ როგორ იყვნენ “ორიენტირებულნი” ქართული ბიზნეს კომპანიები რუსულ ბაზარზე. სწორედ რუსული ბაზრის დაკარგვამ აჩვენა ქართული კომპანიების “მომზადების დონე” ევროპული და, ზოგადად, ცივილიზებული ბაზრების ათვისების გზაზე. რთულია, თუმცა სჯობს, რომ ქართველმა ექსპორტიორებმა, თუ მათ რეალურად სურთ თანამედროვე ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება, დიდი ხნით დაივიწყონ რუსეთის, როგორც ბაზრის არსებობა და ორიენტირება უფრო ცივილიზებულ ბაზრებზე აიღონ. ეს ასევე სახელმწიფოსთან მიმართებაში გარკვეული წნეხის მოხსნა იქნება, რათა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დაკავშირებით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მიიღონ ეკონომიკურ-პოლიტიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური ან უარესი - პოპულისტური გადაწყვეტლება. ამავე დროს, გადაწყვეტილების მიღების პერიოდში სახელმწიფო მზად უნდა იყოს მოსალოდნელი შედეგების თავიდან ასაცილებლად, იქნება ეს იმპორტიორი ქვეყნებისა თუ გასაღების ბაზრების დივერსიფიცირება, რათა ისეთი ტიპის მოულოდნელობები იქნას თავიდან აცილებული, როგორებიც რუსეთის მხრიდან დაწესებულ პირველ ემბარგოს მოჰყვა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ განსხვავებით უამრავი სხვა მიმართულებისაგან, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მრავალი წელია საოცარი თანმიმდევრულობით მოქმედებს და სასურველი იქნებოდა არსებული თანმიმდევრულობის ბოლომდე შენარჩუნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53474.jpgრუსმა სამხედროებმა ოკუპირებული პერევის დატოვება დაიწყეს. უკვე გაუქმებულია მათი პირველი საგუშაგო, რომელიც სოფლის შესასვლელში მდებარეობდა. View the full article
  13. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს რუსეთი და აშშ ბევრ სფეროში თანამშრომლობენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეერთებული შტატები არ ერიდება ისეთი თემების საჯაროდ განხილვასაც, რომელთან მიმართებაში ორ ქვეყანას განსხვავებული პოზიციები აქვთ.კლინტონის თქმით, ასეთი საკითხები კი, საქართველოს ოკუპაცია და რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემებია.“ამერიკა განაგრძობს რუსეთთან საქართველოს ოკუპაციასა და რუსეთში ადამიანების... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  14. ლონდონის არსენალის ლიდერი და კაპიტანი შესაძლოა შახტართან შეხვედრაში მოედანზე ვიხილოთ. იხილეთ fanebi.com
  15. საათი და 45 წუთი დაჭირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ედვარდ სურმანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა, სურმანიძესთან ერთად დაპატიმრებული გიორგი ბერულავას და მურთაზ მეურმიშვილის საქმე განიხილა. მათაც, სურმანიძის მსგავსად, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ და უარი ეთქვათ გირაოთი გათავისუფლებაზე.სამივე დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩევს და სასამართლო პროცესის ობიექტურობის იმედი აქვს. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს ორი ადვოკატი წარმოადგენდა, დავით დადიანი და მერაბ გვილავა. გვილავა, რომელიც უშუალოდ სურმანიძეს იცავს, ნეტგაზეთთან საუბარს იმ მოტივით არ დათანხმდა, რომ მას ჟურნალისტებთან საუბრის ნებართვა უშუალოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისგან უნდა მიეღო. თუმცა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, წარმოდგენილი იყო საქმესთან დაკავშირებული ის დეტალები, რომელიც მედიით ამ დრომდე არ გავრცელებულა. სურმანიძე, ბერულავა და მურთაზიშვილი, გერმანიის მოქალაქისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის გამო არიან დაპატიმრებულები. პროკურორი მათ ბრალს სდებს გერმანელი ინვესტორისთვის 14 დღით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში, მის დაშინებაში და მუქარის ძალით თანხის გამოძალვაში.პროცესზე პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა, ასევე, აღნიშნა, დაზარალებული მოწმის ჩვენებიდან, რომ სურმანიძე მას სცემდა. ირკვევა, რომ გერმანელ ინვესტორს, დაკავებულების ვალი ჰქონდა. უშუალოდ პროცესზე ვალის რაოდენობის შესახებ არაფერი თქმულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვედზე დასახელებულია თანხა, 270 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და ნათქვამია: სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდნენ 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას. ედუარდ სურმანიძემ პროცესზე თქვა, რომ ვალი აღნიშნულ პიროვნებას 2005 წლიდან მართებს. მან, ისევე როგორც მისმა ადვოკატმა, აღნიშნეს, რომ დაზარალებულის ვალის შესახებ არსებობს ნოტარიულად დამოწმებული ცნობა. პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სამივე ეჭვმიტანილს დაზარალებული ორი კვირის მანძილზე, 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჰყავდათ დატყვევებული, ჭიაურელის ქუჩაზე დაქირავებულ ბინაში, სადაც მას დარაჯობდნენ. ეჭვმიტანილების დაკავების მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ავთანდილ ჩიჩუას ინფორმაცია იყო, რომელმაც ფაქტთან დაკავშირებით შეიტყო; ასევე, დაზარალებულის და მისი თარჯიმნის დაკითხვის ოქმები. საქმეში, რომელიც პროცესზე დაცვის მხარემ გააცნო მოსამართლეს, ნათქვამია, რომ დაზარალებული სარგებლობდა ტელეფონით და ინტერნეტით. შესაბამისად, ადვოკატები ამბობენ, რომ აბსურდია ვისაუბროთ ადამიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაზე, როდესაც პიროვნებას აქვს წვდომა ტელეფონთან და ინტერნეტთან და ამ მხრივ აქვს შესაძლებლობა პატიმრობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების. სურმანიძის ვერსია მომხდართან დაკავშირებით ასეთია: ის ფიქრობს, რომ ვალის თავიდან აცილების მიზნით, გერმანელმა ის სქემა მოიფიქრა, რომლის მიზეზითაც ახლა ის, ბერულავა და მურთაზიშვილი დაკავებულები არიან. ”ეს ადამიანი მე ოფისში მიბარებდა ყოველდღე, დამიბარებდა დილის ათ საათზე და შემდეგ მეუბნებოდა, რომ აი ორ საათში, სამ საათში ჩამირიცხავენ ფულს. ასევე, ეუბნებოდა მურთაზს. და ეს ყველაფერი თურმე იმისთვის, რომ ასეთი სიტუაცია შეექმნა. ბოლოს მითხრა, რომ ტელეფონზე ანგარიში არ მაქვს და ფული უნდა ჩავირიცხოო, ჩავიდა და წავიდა. თუ თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი, როგორ მივცემდი კომპიუტერს და ტელეფონს?!” ბერულავა ამბობს, რომ რამდენჯერაც ავიდა ოფისში, იმდენჯერ მისი მოწვევით. ასვლის მიზეზი კი იყო, თანხა, რომელსაც, ბერულავას თქმით, გერმანელი პირდებოდა, რომ მისცემდა. ინტერნეტის და მობილური ტელეფონის წვდომასთან დაკავშირებით პროკურორს სხვა მოსაზრება აქვს. ის ამბობს, რომ ბრალდების მხარე იზიარებს დაზარალებულის ნათქვამს. ის ამბობს, რომ მას ტელფონთან და ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ დაკავშირებოდა მის უცხოელ პარტნიორებს, თანხის გადმოსარიცხად. რაც შეეხება ადგილს, სადაც პროკურორის თქმით, დაზარალებული 14 დღის მანძილზე ჰყავდათ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებს, დაცვის მხარის თქმით, ოფისია. ”ეს ხომ ჩვეულებრივი ოფისია, მისი პატრონიც იქ იყო და თუ რაიმე უკანონობას ჩავდიოდით, არავინ იყო დამნახავი?" -ამბობს ბერულავა. მისი თქმით, დაზარალებულს ურთიერთობა ჰქონდა შენობის დამლაგებელთან და შენობის დაცვასთან. დაკავებულებმა, ასევე, აღნიშნეს,რომ მათთან ერთად, გერმანელი აღნიშნული დღეების მანძილზე არაერთხელ გავიდა ოფისიდან. მათ შორის ბანკში, ლუდხანაში და საავადმყოფოში. დაცვის მხარე, კონკრეტულად, ადვოკატი მერაბ გვილავა პრობლემას კიდევ ერთ მოწმეში ხედავს. ეს არის თარჯიმანი, რომელიც საქმესთან დაკავშირებით არის დაკითხული. გვილავა ამბობს, რომ საქმეში მოცემული დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ მას გერმანელმა შეატყობინა, რომ ის არის თავისუფლება აღკვეთილი. ”თუ მას შეატყობინეს, რატომ არ დაგებადათ შეკითხვა, რატომ არ შეატყობინა მან გამოძიებას ამ ფაქტის შესახებ?”-კითხულობს ადვოკატი. გარდა ამისა, საქმეში არსებობს სატელეფონო საუბრები. პროცესის მიმდინარეობისას გაირკვა,რომ არსებობს მხოლოდ 14 ოქტომბრის ჩანაწერები. ხოლო პროკურორის ვარაუდი 14–დღიან პატიმრობასთან დაკავშირებით ეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას. ”ბრალდება არ არის საბოლოო, იმიტომ, რომ დასადგენია ვალის ოდენობა და წარმომავლობა”, - განაცხადა პროკურორმა პროცესზე, – ”ეს არის პირველადი ბრალდება და არ არის გამორიცხული, რომ ეს ბრალი, როგორც დამძიმდეს, ისე – შემსუბუქდეს”. მომდევნო სასამართლო პროცესი, სადაც მხარეები საქმის მასალებს წარმოადგენენ, 55 დღის შემდეგ არის დანიშნული. 10 დეკემებერს, მოსამართლე გოგინაშვილი მხარეების ჩვენებებს მოისმენს, ხოლო მანამდე, როგორც დაცვის,ისევე ბრალდების მხარე, როგორც პროცესზე ითქვა, არგუმენტაციებს შეაგროვებენ. ედვარდ სურმანიძე დაკავებამდე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, მანამდე კი ის საქართველოს პარლამენტში სამჯერ იყო დეპუტატად არჩეული. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. თბილისის საქალაქო სასამართლოს საათი და 45 წუთი დასჭირდა ედვარდ სურმანიძისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად.მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა სურმანიძესთან ერთად დაპატიმრებული გიორგი ბერულავას და მურთაზ მეურმიშვილის საქმე განიხილა. მათაც, სურმანიძის მსგავსად, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ და უარი ეთქვათ გირაოთი გათავისუფლებაზე.სამივე დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩევს და სასამართლო პროცესის ობიექტურობის იმედი აქვს. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს ორი ადვოკატი წარმოადგენდა – დავით დადიანი და მერაბ გვილავა. გვილავა, რომელიც უშუალოდ სურმანიძეს იცავს, ნეტგაზეთთან საუბარს იმ მოტივით არ დათანხმდა, რომ ჟურნალისტებთან საუბრის ნებართვა უშუალოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისგან უნდა მიეღო. თუმცა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, საქმესთან დაკავშირებული ის დეტალები იყო წარმოდგენილი, რომლებიც მედიით ამ დრომდე არ გავრცელებულა. სურმანიძე, ბერულავა და მურთაზიშვილი გერმანიის მოქალაქისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის გამო არიან დაპატიმრებული. პროკურორი მათ ბრალს სდებს გერმანელი ინვესტორისთვის 14 დღით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში, მის დაშინებაში და მუქარის ძალით თანხის გამოძალვაში. პროცესზე, დაზარალებული მოწმის ჩვენების საფუძველზე, პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სურმანიძე გერმანელ ინვესტორს სცემდა. ირკვევა, რომ ინვესტორს დაკავებულების ვალი ჰქონდა. უშუალოდ პროცესზე ვალის რაოდენობის შესახებ არაფერი თქმულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვედზე დასახელებულია თანხა, 270 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და ნათქვამია: სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მას აიძულებდნენ 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას. ედუარდ სურმანიძემ პროცესზე თქვა, რომ აღნიშნულ პიროვნებას 2005 წლიდან მართებს ვალი. მან, ისევე როგორც მისმა ადვოკატმა, აღნიშნა, რომ დაზარალებულის ვალის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა არსებობს. პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაზარალებული სამივე ეჭვმიტანილს ორი კვირის მანძილზე, 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, ჭიაურელის ქუჩაზე დაქირავებულ ბინაში ჰყავდათ დატყვევებული, სადაც მას დარაჯობდნენ. ეჭვმიტანილების დაკავების მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ავთანდილ ჩიჩუას ინფორმაცია იყო, რომელმაც შეიტყო მომხდარი ფაქტის შესახებ; ასევე– დაზარალებულისა და მისი თარჯიმნის დაკითხვის ოქმები. საქმეში, რომელიც პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს გააცნო, ნათქვამია, რომ დაზარალებული ტელეფონით და ინტერნეტით სარგებლობდა. შესაბამისად, ადვოკატები ამბობენ, რომ აბსურდია ადამიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაზე საუბარი, როდესაც პიროვნებას ტელეფონთან და ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა და, ამ მხრივ, შეეძლო პატიმრობის შესახებ ინფორმაციის გაევრცელებინა. მომხდართან დაკავშირებით სურმანიძის ვერსია ასეთია: იგი ფიქრობს, რომ ვალის თავიდან აცილების მიზნით, გერმანელმა მოიფიქრა სქემა, რომლის გამოც, ახლა ის, ბერულავა და მურთაზიშვილი დაკავებული არიან. ”ეს ადამიანი ოფისში მიბარებდა ყოველდღე. დამიბარებდა დილის ათ საათზე და შემდეგ მეუბნებოდა, რომ აი, ორ საათში, სამ საათში ჩამირიცხავდნენ ფულს. იგივეს ეუბნებოდა მურთაზს. და ეს ყველაფერი თურმე იმისთვის, რომ ასეთი სიტუაცია შეექმნა. ბოლოს მითხრა, რომ ტელეფონზე ანგარიში არ მაქვს და ფული უნდა ჩავირიცხოო, ჩავიდა და წავიდა. თუ თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი, როგორ მივცემდი კომპიუტერს და ტელეფონს?!” ბერულავა ამბობს, რომ რამდენჯერაც ავიდა ოფისში, იმდენჯერ მისი მოწვევით. ასვლის მიზეზი კი იყო თანხა, რომელსაც, ბერულავას თქმით, გერმანელი პირდებოდა, რომ მისცემდა. ინტერნეტის და მობილური ტელეფონის წვდომასთან დაკავშირებით პროკურორს სხვა მოსაზრება აქვს. იგი ამბობს, რომ ბრალდების მხარე იზიარებს დაზარალებულის ნათქვამს, რომ მას ტელფონთან და ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ დაკავშირებოდა მის უცხოელ პარტნიორებს, თანხის გადმოსარიცხად. რაც შეეხება ადგილს, სადაც პროკურორის თქმით, დაზარალებული მსჯავრდებულებს 14 დღის მანძილზე ჰყავდათ თავისუფლება აღკვეთილი, დაცვის მხარის თქმით, ოფისია. ”ეს ხომ ჩვეულებრივი ოფისია, მისი პატრონიც იქ იყო და თუ რაიმე უკანონობას ჩავდიოდით, არავინ იყო დამნახავი?" -ამბობს ბერულავა. მისი თქმით, დაზარალებულს ურთიერთობა ჰქონდა შენობის დამლაგებელთან და დაცვასთან. დაკავებულებმა ასევე აღნიშნეს, რომ აღნიშნული დღეების მანძილზე, მათთან ერთად, გერმანელი არაერთხელ გავიდა ოფისიდან, მათ შორის, ბანკში, ლუდხანაში და საავადმყოფოში. დაცვის მხარე, კონკრეტულად კი, ადვოკატი მერაბ გვილავა პრობლემას კიდევ ერთ მოწმეში ხედავს. ეს არის თარჯიმანი, რომელიც საქმესთან დაკავშირებით არის დაკითხული. გვილავა ამბობს, რომ საქმეში მოცემული დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ თარჯიმანს გერმანელმა შეატყობინა, რომ ის არის თავისუფლებააღკვეთილი. ”თუ თარჯიმანს შეატყობინეს, არ დაგებადათ შეკითხვა, რატომ არ შეატყობინა მან გამოძიებას ამ ფაქტის შესახებ?”-კითხულობს ადვოკატი. გარდა ამისა, საქმეში არსებობს სატელეფონო საუბრები. პროცესის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ არსებობს მხოლოდ 14 ოქტომბრის ჩანაწერები. ხოლო პროკურორის ვარაუდი 14–დღიან პატიმრობასთან დაკავშირებით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. ”ბრალდება არ არის საბოლოო, იმიტომ რომ დასადგენია ვალის ოდენობა და წარმომავლობა”, - განაცხადა პროკურორმა პროცესზე, – ”ეს არის პირველადი ბრალდება და არ არის გამორიცხული, რომ ეს ბრალი შეიძლება როგორც დამძიმდეს, ისე – შემსუბუქდეს კიდეც”. მომდევნო სასამართლო პროცესი, სადაც მხარეები საქმის მასალებს წარმოადგენენ, 55 დღის შემდეგ არის დანიშნული. 10 დეკემებერს მოსამართლე გოგინაშვილი მხარეების ჩვენებებს მოისმენს, ხოლო მანამდე, დაცვის და ბრალდების მხარე, როგორც პროცესზე ითქვა, არგუმენტაციებს შეაგროვებენ. ედვარდ სურმანიძე დაკავებამდე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, მანამდე კი საქართველოს პარლამენტში სამჯერ იყო დეპუტატად არჩეული. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. თბილისის საქალაქო სასამართლოს საათი და 45 წუთი დასჭირდა ედვარდ სურმანიძისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად.მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა სურმანიძესთან ერთად დაპატიმრებული გიორგი ბერულავას და მურთაზ მეურმიშვილის საქმე განიხილა. მათაც, სურმანიძის მსგავსად, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ და უარი ეთქვათ გირაოთი გათავისუფლებაზე.სამივე დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩევს და სასამართლო პროცესის ობიექტურობის იმედი აქვს. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს ორი ადვოკატი წარმოადგენდა – დავით დადიანი და მერაბ გვილავა. გვილავა, რომელიც უშუალოდ სურმანიძეს იცავს, ნეტგაზეთთან საუბარს იმ მოტივით არ დათანხმდა, რომ ჟურნალისტებთან საუბრის ნებართვა უშუალოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისგან უნდა მიეღო. თუმცა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, საქმესთან დაკავშირებული ის დეტალები იყო წარმოდგენილი, რომლებიც მედიით ამ დრომდე არ გავრცელებულა. სურმანიძე, ბერულავა და მურთაზიშვილი გერმანიის მოქალაქისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის გამო არიან დაპატიმრებული. პროკურორი მათ ბრალს სდებს გერმანელი ინვესტორისთვის 14 დღით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში, მის დაშინებაში და მუქარის ძალით თანხის გამოძალვაში. პროცესზე, დაზარალებული მოწმის ჩვენების საფუძველზე, პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სურმანიძე გერმანელ ინვესტორს სცემდა. ირკვევა, რომ ინვესტორს დაკავებულების ვალი ჰქონდა. უშუალოდ პროცესზე ვალის რაოდენობის შესახებ არაფერი თქმულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვედზე დასახელებულია თანხა, 270 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და ნათქვამია: სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მას აიძულებდნენ 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას. ედუარდ სურმანიძემ პროცესზე თქვა, რომ აღნიშნულ პიროვნებას 2005 წლიდან მართებს ვალი. მან, ისევე როგორც მისმა ადვოკატმა, აღნიშნა, რომ დაზარალებულის ვალის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა არსებობს. პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაზარალებული სამივე ეჭვმიტანილს ორი კვირის მანძილზე, 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, ჭიაურელის ქუჩაზე დაქირავებულ ბინაში ჰყავდათ დატყვევებული, სადაც მას დარაჯობდნენ. ეჭვმიტანილების დაკავების მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ავთანდილ ჩიჩუას ინფორმაცია იყო, რომელმაც შეიტყო მომხდარი ფაქტის შესახებ; ასევე– დაზარალებულისა და მისი თარჯიმნის დაკითხვის ოქმები. საქმეში, რომელიც პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს გააცნო, ნათქვამია, რომ დაზარალებული ტელეფონით და ინტერნეტით სარგებლობდა. შესაბამისად, ადვოკატები ამბობენ, რომ აბსურდია ადამიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაზე საუბარი, როდესაც პიროვნებას ტელეფონთან და ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა და, ამ მხრივ, შეეძლო პატიმრობის შესახებ ინფორმაციის გაევრცელებინა. მომხდართან დაკავშირებით სურმანიძის ვერსია ასეთია: იგი ფიქრობს, რომ ვალის თავიდან აცილების მიზნით, გერმანელმა მოიფიქრა სქემა, რომლის გამოც, ახლა ის, ბერულავა და მურთაზიშვილი დაკავებული არიან. ”ეს ადამიანი ოფისში მიბარებდა ყოველდღე. დამიბარებდა დილის ათ საათზე და შემდეგ მეუბნებოდა, რომ აი, ორ საათში, სამ საათში ჩამირიცხავდნენ ფულს. იგივეს ეუბნებოდა მურთაზს. და ეს ყველაფერი თურმე იმისთვის, რომ ასეთი სიტუაცია შეექმნა. ბოლოს მითხრა, რომ ტელეფონზე ანგარიში არ მაქვს და ფული უნდა ჩავირიცხოო, ჩავიდა და წავიდა. თუ თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი, როგორ მივცემდი კომპიუტერს და ტელეფონს?!” ბერულავა ამბობს, რომ რამდენჯერაც ავიდა ოფისში, იმდენჯერ მისი მოწვევით. ასვლის მიზეზი კი იყო თანხა, რომელსაც, ბერულავას თქმით, გერმანელი პირდებოდა, რომ მისცემდა. ინტერნეტის და მობილური ტელეფონის წვდომასთან დაკავშირებით პროკურორს სხვა მოსაზრება აქვს. იგი ამბობს, რომ ბრალდების მხარე იზიარებს დაზარალებულის ნათქვამს, რომ მას ტელფონთან და ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ დაკავშირებოდა მის უცხოელ პარტნიორებს, თანხის გადმოსარიცხად. რაც შეეხება ადგილს, სადაც პროკურორის თქმით, დაზარალებული მსჯავრდებულებს 14 დღის მანძილზე ჰყავდათ თავისუფლება აღკვეთილი, დაცვის მხარის თქმით, ოფისია. ”ეს ხომ ჩვეულებრივი ოფისია, მისი პატრონიც იქ იყო და თუ რაიმე უკანონობას ჩავდიოდით, არავინ იყო დამნახავი?" -ამბობს ბერულავა. მისი თქმით, დაზარალებულს ურთიერთობა ჰქონდა შენობის დამლაგებელთან და დაცვასთან. დაკავებულებმა ასევე აღნიშნეს, რომ აღნიშნული დღეების მანძილზე, მათთან ერთად, გერმანელი არაერთხელ გავიდა ოფისიდან, მათ შორის, ბანკში, ლუდხანაში და საავადმყოფოში. დაცვის მხარე, კონკრეტულად კი, ადვოკატი მერაბ გვილავა პრობლემას კიდევ ერთ მოწმეში ხედავს. ეს არის თარჯიმანი, რომელიც საქმესთან დაკავშირებით არის დაკითხული. გვილავა ამბობს, რომ საქმეში მოცემული დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ თარჯიმანს გერმანელმა შეატყობინა, რომ ის არის თავისუფლებააღკვეთილი. ”თუ თარჯიმანს შეატყობინეს, არ დაგებადათ შეკითხვა, რატომ არ შეატყობინა მან გამოძიებას ამ ფაქტის შესახებ?”-კითხულობს ადვოკატი. გარდა ამისა, საქმეში არსებობს სატელეფონო საუბრები. პროცესის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ არსებობს მხოლოდ 14 ოქტომბრის ჩანაწერები. ხოლო პროკურორის ვარაუდი 14–დღიან პატიმრობასთან დაკავშირებით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. ”ბრალდება არ არის საბოლოო, იმიტომ რომ დასადგენია ვალის ოდენობა და წარმომავლობა”, - განაცხადა პროკურორმა პროცესზე, – ”ეს არის პირველადი ბრალდება და არ არის გამორიცხული, რომ ეს ბრალი შეიძლება როგორც დამძიმდეს, ისე – შემსუბუქდეს კიდეც”. მომდევნო სასამართლო პროცესი, სადაც მხარეები საქმის მასალებს წარმოადგენენ, 55 დღის შემდეგ არის დანიშნული. 10 დეკემებერს მოსამართლე გოგინაშვილი მხარეების ჩვენებებს მოისმენს, ხოლო მანამდე, დაცვის და ბრალდების მხარე, როგორც პროცესზე ითქვა, არგუმენტაციებს შეაგროვებენ. ედვარდ სურმანიძე დაკავებამდე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, მანამდე კი საქართველოს პარლამენტში სამჯერ იყო დეპუტატად არჩეული. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. ბოლოდ დროს იტალიურ პრესაში სულ უფრო ხშირად ისმის ხმები ფიორენტინას მთავარი მწვრთნელის სინიშა მიხალილოვიჩის გუნდიდან წასვლის შსახებ. იხილეთ fanebi.com
  19. ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ მიმართვას – ,,დავეხმაროთ დევნილ ბავშვებს სახელმძღვანელოებით’’ – საქართველო-ისრაელის საერთაშორისო ბიზნეს პალატა გამოეხმაურა და დევნილი ბავშვებისათვის სასკოლო წიგნები შეიძინა. საქველმოქმედო აქციაში საქართველო-ისრაელის საერთაშორისო ბიზნეს პალატა მას შემდეგ ჩაერთო, რაც ნეტგაზეთის ინიციატივის თაობაზე აღნიშნულ ორგანიზაციას ინფორმაცია ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ მიაწოდა. ქალაქ გორში, ვერხვების დასახლებაში მცხოვრებ ხუთ დევნილ ბავშვს სასკოლო სახელმძღვანელოები გუშინ გადაეცათ. ყველაფერი სოციალურ ქსელ facebook-ში დაიწყო. გორში მცხოვრებმა ნინო დალაქიშვილმა თავის პირად გვერდზე იმ სახელმძღვანელოების სია ჩამოწერა, რომლებიც დევნილ ბავშვებს სჭირდებოდათ და მეგობრებს დახმარება სთხოვა. ამის შემდეგ წერილი – ,,დავეხმაროთ დევნილ ბავშვებს სახელმძღვანელოებით’’ ნეტგაზეთის საიტზეც დაიდო. წერილს საქართველო-ისრაელის საერთაშორისო ბიზნეს პალატა გამოეხმაურა და დევნილი ბავშვებისათვის ჩამოთვლილი სახელმძღვანელოები შეიძინა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ მიმართვას – ,,დავეხმაროთ დევნილ ბავშვებს სახელმძღვანელოებით’’ – საქართველო-ისრაელის საერთაშორისო ბიზნეს პალატა გამოეხმაურა და დევნილი ბავშვებისათვის სასკოლო წიგნები შეიძინა. საქველმოქმედო აქციაში საქართველო-ისრაელის საერთაშორისო ბიზნეს პალატა მას შემდეგ ჩაერთო, რაც ნეტგაზეთის ინიციატივის თაობაზე, აღნიშნულ ორგანიზაციას ინფორმაცია ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ მიაწოდა. ქალაქ გორში, ვერხვების დასახლებაში, მცხოვრებ ხუთ დევნილ ბავშვს სასკოლო სახელმძღვანელოები გუშინ გადაეცათ. ყველაფერი სოციალურ ქსელ facebook-ში დაიწყო. გორში მცხოვრებმა ნინო დალაქიშვილმა თავის პირად გვერდზე იმ სახელმძღვანელოების სია ჩამოწერა, რომლებიც დევნილ ბავშვებს სჭირდებოდათ და მეგობრებს დახმარება სთხოვა. ამის შემდეგ წერილი – ,,დავეხმაროთ დევნილ ბავშვებს სახელმძღვანელოებით’’ ნეტგაზეთის საიტზეც დაიდო. წერილს საქართველო-ისრაელის საერთაშორისო ბიზნეს პალატა გამოეხმაურა და დევნილი ბავშვებისათვის ჩამოთვლილი სახელმძღვანელოები შეიძინა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ქ.გროზნოს ლენინის რაიონში, ღამით სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების დროს ბოევიკებთან შეიარაღებული შეტაკებისას დაიღუპა ორი მილიციელი. თავდამსხმელები მიიმალნენ.ძალოვანი უწყებების თანამშრომლებზე თავდასხმები ჩრდილოეთ კავკასიაში კვლავ ყოველდღიური მოვლენაა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  22. რობერტო მანჩინის გუნდს ბლექპულთან ბლუმფილდ როუდზე მოპოვებულმა სამმა ქულამ მეორე ადგილი მოუტანა. იხილეთ fanebi.com
  23. მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ქ.ნალჩიკში, აფხაზეთის მოედანზე ბალყარელი ხალხის უხუცესთა საბჭოს ინიციატივით ჩატარდა სანქცირებული მიტინგი, სადაც განხილული იყო ყაბარდო-ბალყარეთში შექმნილი ვითარება.უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ ისმაილ საბანჩიევმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკაში არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარების მიზეზი არის დაუსჯელობის ფაქტორი. არ არის გამოძიებული 2005 წლის 13 ოქტომბერს ქ.ნალჩიკში დატრიალებული სისხლისღვრის მიზეზები, რომელსაც ასამდე ადამიანი შეეწირა, დღემდე არ არიან დადგენილი და დასჯ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  24. "ბებერი ქალბატონის" ლეგენდარული ფეხბურთელი ნედვედი თავისი ყოფილი გუნდის წარმატებებით გახარებულია. იხილეთ fanebi.com
  25. სიცილიური კლუბის პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი თვლის, რომ მისი გუნდი "ბებერ ქალბატონზე" ბევრად კარგ თამაშს აჩვენებს. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...