planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მედია–კავშირ “ობიექტივის“ ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი, პრესა.გე–სთან საუბრისას ამბობს, რომ უახლოეს ხანში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებსა და კომისიებში, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე “ობიექტივი“ მოხსენებით შეიძლება წარდგეს, რაშიც დახმარება გარკვეულმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა აღუთქვეს. გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 01:28 20-10-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TL4Nsxvsc8I/AAAAAAAAEIo/2jI26jZFXs0/s200/inashvili_irma_572088322.jpg14 ოქტომბერს ბრიუსელში “რეზიდენტ-პალასის“ საერთაშორისო პრეს-ცენტრში, ევროსტრუქტურების წარმომადგენლები და ევროსტრუქტურებში აკრედიტებული ჟურნალისტები შეხვდნენ “ობიექტივის“ წარმომადგენლებს – ირმა ინაშვილს და პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს; ამ შეხვედრაზე მათთან ერთად იმყოფებოდნენ: ბათუმში, წამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ქვრივი, ციცინო შავაძე; პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის მეუღლე, ეკა ჯიხვაშვილი და პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას მეუღლე, ელენე მაღრაძე. ირმა ინაშვილის განმარტებით, ამ შეხვედრას უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად ესწრებოდნენ: სენატორი მიშელ დელაკრუა (ბელგია); ევროპარლამენტის წევრი დევა ნირჟი (დიდი ბრიტანეთი), ევროპარლამენტის წევრი ლევჩნიკ აჟდა (ჩეხეთი), აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის კოორდინატორი ლაიზა კულუკულასურია (ბელგია),“WINEER PROBLI EUROPIAN UNION“–ის დირექტორი ჟან ფრანსუა რივალაინი (საფრანგეთი)... “ბრიუსელში ჩასული ვიყავით “ობიექტივის“ ახალი პროექტის ფარგლებში. ეს იყო მეოთხე სტუმრობა ევროპაში, სადაც ჩვენ ჩავდივართ, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს, ჩვენს უცხოელ კოლეგებს ვხვდებით, ვუჩვენებთ დოკუმენტურ ფილმებს, ადამიანის უფლებების დარღვევაზე საქართველოში. ამგვარი ქმედებით ევროპას გვინდა ვუთხრათ, რომ ის, რაშიც მათ საქართველოს ხელისუფლება არწმუნებს, რომ თითქოსდა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა, არის სიცრუე – საქართველოში ადამიანებს ქუჩაში კლავენ, დაუსაბუთებლად აპატიმრებენ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჯაშუშად აცხადებენ და ასე შემდეგ“, – ამბობს ირმა ინაშვილი. ბრიუსელში სტუმრობისას აჩვენეს ფილმი “ქალაქში მკვლელია“, რომლის დასრულების შემდეგ, ირმა ინაშვილის განმარტებით, დარბაზში მყოფი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ტიროდნენ: “დოკუმენტური ფილმის ჩვენებამ დარბაზში შოკი გამოიწვია, ყველა ტიროდა.მოგეხსენებათ, ძალიან ძნელია ევროპელი აატირო. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მეტი აქცენტი დარღვევებზე გაგვეკეთებინა და ემოციებისგან თავი შეგვეკავებინა, მაგრამ მათში ემოცია თვითონ ამ ფილის ნახვამ გამოიწვია, რომელშიც ნაჩვენებია გახმაურებული მკვლელობების დეტალები – ზურაბ ვაზაგაშვილის, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და როინ შავაძის მკვლელობის ფაქტები. ამ შეხვედრაზე იყვნენ ევროსტრუქტურების ძალიან გავლენიანი წარმომადგენლები, რომელთა შორის იყო სენატორი დელაკრუა, რომელიც ამავდროულად ბრიუსელში ცნობილი ადვოკატია და ძალიან გახმაურებულ საქმეებს აწარმოებდა და აწარმოებს. იგი უსინათლოა. მას ბელგიაში ყველა იცნობს და ანგარიშს უწევს. ბატონ დელაკრუას უდიდესი გავლენა აქვს ევროსტრუქტურებში. ფილმის ჩვენების შემდეგ, საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ: ია მეტრეველი, ელენე მაღრაძე, ციცინო შავაძე და ეკა ჯიხვაშვილი. ყველამ მოყვა რაში მდგომარეობს ამ გახმაურებული საქმეების მთავარი დარღვევები, მთავარი აბსურდი. ცნობილია და აღარ გავიმეორებ როგორ მოკლეს ბუტა რობაქიძე, რომ ამ საქმეში ჩარეული პოლიციის მაღალჩინოსნებიდან არავინ დასჯილა; ასევე ცნობილია კუდ–ის მაღალჩინოსნებმა წამებით, როგორ მოკლეს როინ შავაძე...“ ირმა ინაშვილის თქმით, ამ გახმაურებული მვლელობების დეტალების გაცნობას შედეგად მოჰყვა ის, რომ ევროპარლამენტარები მედია–კავშირ “ობიექტივს“ უშუამდგომლებენ ევროპარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა დაინიშნოს მოხსენება, საქართველოში არსებულ ვითარებაზე: “ამ შეხვედრას ჰქონდა ეს დატვირთვა, რომ ეს ადამიანები შესაბამის კომიტეტებთან ჩვენ გვიშუამდგომლებენ, რომ მოხსენებით წარვდგეთ და უკვე სერიოზული განაცხადი გავაკეთოთ ევროსტრუქტურებში, რა ხდება საქარათველოში, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები და რას აკეთებს სააკაშვილის რეჟიმი. ცნობილია, რომსააკაშვილი სერიოზულად მუშაობს ევროპაში – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 პიარკამპანია ფინანსდება. სხვათა შორის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის პიარზე სწორედ ბელგიელი პიარ–სპეციალისტები მუშაობდნენ. სააკაშვილის რეჟიმის გათეთრებაზე მილიონები იხარჯება, სწორედ ევროპის პოლიტიკურ გულში – ბრიუსელში, რადგან ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ბრიუსელში ხდება და ჩვენც ამიტომ ჩავდივართ ამ ქალაქში. მოხსენების დროს წარვადგენთ დოკუმენტურ მასალას და ვიტყვით, რომ ამ ყველაფრის შემდეგ არ შეიძლება იძახდე, რომ საქართველოში დემოკრატიაა – საქართველოში ეს ყველაფერი ხდება და ამაზე რეაგირებას მოვითხოვთ. აი, ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დავანგრიოთ “დემოკრატი“ სააკაშვილის იმიჯი ევროპაში“. “ობიექტივის“ წინა სტუმრობას ბრიუსელში თან ხმაური ახლდა; ბელგიაში საქართველოს საელჩომ იქაურ ქართველებს გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ “ობიექტივის“ ღონისძიებას აფინანსებდა რუსეთის საელჩო. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ “ამგვარი პროვოკაციები ამჯერად არ მომხდარა, მაგრამ შეხვედრას ხმაურის გარეშე მაინც არ ჩაუვლია“. 14 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ღონისძიებაზე ქართველებს რუსი ჟურნალისტები არ მიუწვევიათ, მაგრამ, როგორც ირმა ინაშვილი ამბობს, ისინი მაინც მივიდნენ და დაინტერესდდნენ რატომ არ იწვევდნენ მათ, ისევე, როგორც სხვა ჟურნალისტებს: “ვუპასუხე რომ ჩვენ ოფიციალურად რუს ჟურნალისტებს ასეთი ტიპის შეხვედრებზე არ ვიწვევთ, რადგან მოგეხსენებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ძალიან დაძაბული, პრაქტიკულად, საომარი ვითარებაა და ამგვარ შეხვედრებზე ვსაუბრობთ არა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაზე, არამედ დემოკრატიის ხარისხზე საქართველოში და ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ამ შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიელი, ესპანელი, ფრანგი... ჟურნალისტები, ვიდრე რუსები–მეთქი. დარბაზიდან დაისვა კითხვა, რომ ამგვარი აქტიურობით ჩვენ ხომ არ ვაფერხებთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რაზეც მივუგეთ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას ხელს უშლის არა “ობიექტივი“ და დამოუკიდებელი ქართული ჟურნალისტიკა, არამედ, უპირველესად მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმი, რომელთა ჩადენილი კონკრეტული ქმედებების შედეგი დღეს წარმოგიდგინეთ–მეთქი“. პრესა.გე–ს კითხვაზე, ვისი დაფინანსებით იყავით ევროპაში? ირმა ინაშვილმა მოგვიგო, რომ “ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო “ობიექტივი“. თითოეული ჩვენგანი ბრიუსელში საკუთარი სახსრებით ჩავიდა – ბილეთისთვის, ყველაზე ხელსაყრელი, იაფი სასტუმროსთვის და კვებისთვის საჭირო თანხა თითოეულმა ჩვენგანმა გაიღო“. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
წლის 293-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 72 დღე. საეკლესიო კალენდარი ოთხშაბათი ღირსისა მამისა ჩვენისა იოსებ ხუცისა, მოხევისა,… ლინკი მედიანიუსზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/wpr-150x83.png მაიკლ ჩეჩირე თბილისი, საქართველო – თურქეთის საგარეო ორიენტაციის ცვლილება არამხოლოდ ამ რეგიონის კონტურებს შეცვლის, არამედ შეიძლება დასავლეთს და მის ორბიტაზე მოხვედრის მსურველ ქვეყნებს იმაზე ფიქრი აიძულოს, თუ როგორ უნდა მოახდინონ ადაპტაცია ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში. ანაკარას რეგიონალური ძალის და გავლენის ცენტრად გადაქცევას საქართველოსთვის განსაკუთრებული შედეგები მოჰყვება. საქართველო თურქეთის მხოლოდ მეზობელი არ არის. მას ამ ქვეყანასთან ისტორია და გაცხოველებული ვაჭრობა აკავშირებს. ფაქტორია ასევე რთული გეოპოლიტიკური ურთიერთობა რუსეთს და საქართველოს შორის, რომლის გათვალისწინებაც თბილისს გათვლებისას უწევს. ჯერ–ჯერობით თურქული ტალღა საქართველოსთვის სახიფათო არ არის, მაგრამ ანკარას მომავალმა სტრატეგიულმა არჩევანმა თბილისს შეიძლება მოკავშირის არჩევა მანამდე აიძულოს, ვიდრე ის ამისთვის მზად იქნება. თურქული გავლენის გაძლიერებას ბევრი მიმზიდველი მომენტიც აქვს. თუკი თურქეთი ადრე ნატოს მრავალწლიან რეგიონალურ საყრდენს წარმოადგენდა ალიანსის ბრძოლაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, დღეს ის კომერციის, დიპლომატიის, კულტურისა და ენერგეტიკის რეგიონალური ცენტრია. მაგრამ თურქეთის გაძლიერებას თან ახლავს მისი ისტორიული პრიორიტეტების ცვლილების მცდელობები კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. ეს აღმოსავლეთისკენ „შემობრუნება“ საეჭვოა ერთჯერადი იყოს. თურქეთმა უკვე შეიცვალა პრიორიტეტები და ისრაელიდან თავის არაბ მეზობლებზე გადაერთო. მან დაიწყო თანამშრომლობა სომხეთთან, ასევე ძველ ქურთულ საკითხზე პასუხებს ეძებს. თურქეთის მიერ ევრაზიულ სივრცეში საკუთარი ადგილისა და როლის გადააზრება იმას ადასტურებს, რომ ის სულ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რეგიონალური ზესახელმწიფოს როლში, და არ აქვს მნიშვნელობა, ეს პროგრესის ნიშანია, თუ „ნეოოსმანიზმის“. თურქეთის შენარჩუნება დასავლეთის მეორეხარისხოვანი მოქალაქის როლში (რაც აშკარად გამოჩნდა, როდესაც დაიმსხვრა ანკარას ევროკავშირში გაწევრიანების იმედები) ყოველთვის არარეალური იყო. ამ პროცესში უსიამოვნო მომენტებიც გამოვლინდა, მათ შორის მთელი რიგი დრამატული საჯარო შეურაცხმყოფელი გამოხტომები ისრაელის მისამართით, რომელიც მანამდე თურქეთის მოკავშირე იყო. ირანთან გაძლიერებული და საკმაოდ შესამჩნევი თანამშრომლობის ფონზე, ანაკარას ასეთი პოზიცია, აბსოლუტურად გასაგები მიზეზების გამო, ხელს უწყობს იმ მოსაზრების განმტკიცებას, რომ თურქეთი, პრემიერ–მინისტრ რეჯეპ ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიით სათავეში, დასავლეთისთვის პრობლემების შექმნას იწყებს. ასეთი აზრები უჩნდებათ ისლამის ცნობილ ამერიკელ სპეციალისტებს, ასევე შეშინებულ ისრაელელებს, და ზოგიერთ თურქსაც კი. დასავლელ ანალიტიკოსებს ღამე არ სძინავთ იმის შიშით, რომ თურქეთს არამხოლოდ რელიგიური აღორძინების ჭინთვები აქვს, არამედ დასავლეთის მოკავშირიდან რაღაც სხვად გარდაიქმნება. ეს შიშები ძლიერდება ერთი მხრივ ანკარას აგრესიული მისწრაფებით ახლო აღმოსავლეთში თავისუფალი სავაჭრო ზონა შექმნას, მასში თურქეთის, სირიის, ლიბანის და იორდანიის ჩართვით, და მეორე მხრივ მისი კავშირების განმტკიცებით ჩინეთთან, მათ შორის უპრეცენდენტო ერთობლივი სამხედრო–საავიაციო წრთვნებითა და თურქეთში ჩინეთის პრემიერის ბოლოდროინდელი ვიზიტით. თურქეთის რეგიონალური სტატუსის ზდასთან ერთად საქართველომ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მას ეს ქვეყანა სულ უფრო მძლავრად იზიდავს. თბილისის მიერ ევროატლანტიკური სტურუქტურებისადმი ერთგულებაზე დადებული ფიცის მიუხედავად, საქართველოს ისტორიული, კულტურული და მუდმივად მზარდი ეკონომიკური კავშირები თურქეთთან შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ სულ უფრო დამოუკიდებელი ანკარას მიზიდულობის ძალამ შეიძლება კონკურენცია გაუწიოს მოსკოვს და ვაშინგტონს. დღეს არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მთავრობა ამერიკისადმი კეთილგანწყობილია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა, ცხოვრობდა და მუშაობდა აშშ–ში. ის არაორაზროვნად აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეთაყვანება და არ უყვარს საქართველოს უზარმაზარი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი, რომელიც მისთვის მტრად იქცა. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ სააკაშვილის კაბინეტი დაკომპლექტებულია მსგავსი, დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსების, მეცნიერების და ტექნოკრატების მთელი კოჰორტით. საქართველოს მთავრობა ცდილობს დასავლეთთან დაახლოების ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებას. ხოლო როდესაც ის ამას ვერ ახერხებს, თბილისი ცდილობს დასავლეთის საქართველოში მოზიდვას. ასე მაგალითად, მან ქვეყანაში ათასზე მეტი ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანის ამბიციური გეგმა შეიმუშავა. შესაძლოა, თურქეთს არც გააჩნდეს ემოციურად ისეთი მიმზიდველი მოტივები, როგორიც აშშ–ს, ბრიტანეთს და საფრანგეთს, მაგრამ მისი გეოგრაფიული სიახლოვე საქართველოსთან, ასევე დაინტერესება რეგიონალური სტაბილურობის მხარდაჭერით, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ დაანგრიოს ვაშინგტონის მონოპოლია საქართველოს ლიდერების მისწრაფებებსა და მიდრეკილებებზე. რადგან თბილისის განაცხადი ნატოში გაწევრიანებაზე ახლო პერსპექტივაში აღაც განიხილება, თურქეთი, ისევე როგორც რუსეთი, საქართველოს თავისი ენერგეტიკული და დიპლომატიური სტრატეგიის მნიშვნელოვან შემადგენლად აღიქვამს. უფრო კონკრეტულად კი, ანკარას რეგიონალურმა მისწრაფებებმა, ასევე მისმა ისტორიულმა უნდობლობამ რუსეთის მიმართ, მოსკოვის გეგმები საქართველოს ფინეთიზაციაზე, შეიძლება მიუღებელ იდეად აქციოს. ბევრი ამერიკელისა და ევროპელისთვის საქართველო კიდევ ერთი შორეული ყოფილი საბრძოლო პოლიგონია. მაგრამ ევრაზიის ცენტრში მდებარე ზესახელმწიფოებისთვის, კავკასია, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, რეგიონალური სიმაღლეა. ნატოს ორაზროვანი დაპირებებისა და თბილისისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე უპასუხოდ დარჩენილი ქართული თხოვნების ფონზე, შეიძლება გაძლიერდეს იმის განცდა, რომ ანკარა საქართველოს სუვერენიტეტის და ინტერესების ყველაზე სანდო დამცველია. საქართველო დასავლეთს მუდმივად ვერ დაელოდება და მისი ვექტორის გადახრას ანკარასკენ ის ფაქტიც ადასტურებს, რომ თბილისი მიესალმა გარიგებას ბირთვული საწვავის გაცვლაზე, რომელიც მიღწეულ იქნა თურქეთის და ბრაზილიის შუამავლობით და რომელიც საბოლოოდ დასავლეთმა დაიწუნა. ასეთი გადახრის კიდევ ერთი დადასტურებაა – სწრაფი დათბობა საქართველოს და თეირანის ურთიერთობებში. უახლოეს მომავალში საქართველო ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრობაზე უარს არ იტყვის. ის არც თურქეთის ვასალად გადაქცევის პერსპექტივას დათანხმდება. მაგრამ თუკი მის მცდელობებში – მოხვდეს დასავლეთის ორბიტაზე – რეალური პროგრესი არ დაფიქსირდება, და განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოსთვის საძულველი ამერიკის გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან ნაყოფს ისახმს, თბილისს შესაძლოა იძულებით გაუჩნდეს მოთხოვნილება მისი საგარეო პოლიტიკის ვექტორების უფრო აქტიური დივერსიფიკაცია მოახდინოს. თბილისის და ანკარას უფრო ცხადი დაახლოების შემთხვევაში საქართველომ შეიძლება ეკონომიკური სარგებელი მიიღოს და უსაფრთხოების თვალსაზირისით პოზიციები განიმტკიცოს. ამავდროულად, ის საკუთარი თავისთვის უზრუნველყოფს კავშირების უფრო სწრაფ განვითარებას აღმოსავლეთის ქვეყნებთან. თუმცა, დასავლეთის გავლენის შემცირების შემთხვევაში თბილისის ელიტას შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება შეანელოს ან შეწყვიტოს დემოკრატიული რეფორმები. ხოლო თუკი საქართველოს საგარეოპოლიტიკური შეხედულებების ვექტორი სხვა მიმართულებით გადაიხრება, მაშინ ამ ქვეყნის წვლილი ნატოს ძალებსა და სხვა საერთაშორისო მისიებში ალბათ შემცირდება. ამ შემთხვევაში კი მივიღებთ იმას, რომ დასავლეთი თავისი სტრატეგიული ახლომხედველობით ხელიდან გაუშვებს ისტორიის თვალსაზრისით არასასურველ ქართულ ნიადაგზე ლიბერალიზაციის ნერგების დარგვის შესაძლებლობას. საქართველო, ისევე როგორც თურქეთი, ერთდროულად როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ქვეყანაა. ისევე, როგორც თურქეთის შემთხვევაში, არ შეიძლება ასი პროცენტით იმის მტკიცება, რომ საქართველო ყველაფრის ფასად შეეცდება გახდეს დასავლეთის ნაწილი. მართალია, დღეს ის დასავლეთის მოკავშირეა, თუმცა თბილისი შეიძლება ალტერნატივების ძიების აუცილებლობის წინაშე დადგეს, თუკი მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები მუდმივად წინააღმდეგობას შეხვდება. მაშინ მან შეიძლება თურქეთის მაგალითს მიბაძოს და განაცხდოს, რომ ის არც აღმოსავლეთის ნაწილია და დასავლეთის, არც მოკავშირეა და არც მტერი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია თმამამი გეგმის განხორციელებას ცდილობს და საქართველოს მთების ყველაზე მაღალი მწვერვალები მსოფლიო კლასის დასასვენებელ სივრცედ აქციოს. პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, თუმცა კვლევა, რომელმაც უნდა შეაფასოს გარემოს მდგრადობა, ჯერ არ დასრულებულა. სვანეთის რთულად მისაღწევი რეგიონი, რომელიც ჩრდილოეთით რუსეთს ესაზღვრება, ხოლო დასავლეთით – სეპარატისტულ აფხაზეთს, უკვე კარგადაა ცნობილი მისი ტრადციებისა და გამაოგნებელი ხედების გამო. მიუხედავად იმისა, რომ დაგებული გზები (პირველი 1950 წელს აშენდა), ჯერ კიდევ მიტოვებულია, რეგიონი სულ უფრო პოპულარული ხდება მოგზაურებსა და თავგადასავლების მაძიებელ ტურისტებს შორის. ტურიზმის დეპარტამენტის გათვლით, სვანეთს 2010 წელს 10,000 ადამიანი ეწვია, ანუ 40 პროცენტით მეტი, ვიდრე შარშან. სააკაშვილის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ახლა იმედოვნებენ, სვანეთი კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასწიონ და ის ”კავკასიის შვეიცარიად აქციონ”, სადაც იქნება ყველაფერი: სათხილამურო ტრასები და საჰაერო მიმოსვლა შავი ზღვის კურორტებთან. პროექტმა უკვე შექმნა 200 სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისათვის. დაიწყო 182 კილომეტრიანი ტრასის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივ დედაქალაქამდე, მესტიამდე მიდის, ხოლო მესტიის აეროპრტი განახლდება ისე, რომ მან კომერციული რეისების მიღება შეძლოს. პროექტი, რომლის მთლიანი ღირებულება შეფასებულია 45 მილიონი ლარის ზევით (დაახლოებით $25მილიონი), 2011 წლისათვის უნდა დასრულდეს. დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის, მათ შორისაა აზიის განვითარების ბანკის სესხი – $300 მილიონი. ამ ბოლო დროს მესტიაში მოგზაურობისას, მე-12 საუკუნის იმ თავდაცვითი კოშკების ჩრდილქვეშ, რომლებიც მთელს ხეობაშია მიმოფანტული, ხმაურიან მშენებლობებს იხილავდით. ახალი გზის 40 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. დამთავრებულია აეროპორტის მთავარი კონტურებისა და მისი ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობაც. პირველი სათხილამურო ბილიკი დეკემბერში გაიხსნება. პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მშენებლები ერთ უჩვეულო პრობლემას შეეჯახნენ: მთის მოსახლეობაში საკუთრების ფარგლები ცუდადაა აღრიცხული, რადგან საკუთრება სვანეთში თაობების განმავლობაში ოჯახებს ეკუთვნოდა და დოკუმენტების გარეშეც ამოიცნობოდა. საკუთრების ეს ბუნდოვანება, სულ ცოტა ერთ შემთხვევაში მაინც, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით თაღლითობის ბრალდების მიზეზი გახდა. ივლისში, მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი, მმართველი პარტიის, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ოპონენტი, იმ ბრალდებით დააპატიმრეს, რომ კანადელ ინვისტორს სძალავდა ფულს ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც ნავერიანის მტკიცებით, მის ოჯახს ეკუთვნოდა. ნავერიანის სამი ნათესავი ამავე ბრალდებით დააკავეს. ამ დაპატიმრებებმა პროტესტი გამოიწვია, რადგან ნავერიანის მხარდამჭერების აზრით, ინციდენტი პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ნინა ხატისკაცი Transparency International Georgia-ს პროგრამის დირექტორი აღნიშნავს, რომ ნავერიანი ერთ-ერთი იყო მცირერიცხოვან ადამიანებს შორის, რომლებიც მაისში ადგილობრივი არჩევნებიდან ოპოზიციური კანდიდატების იძულებით ჩამოშორების მცდელობას დაუპირისპირდნენ. კიდევ ერთ აქტივისტს ემუქრებოდნენ და მისი ნათესავი აგვისტოში ასევე დააპატიმრეს. ”ეს ძალიან ცხადი გზავნილია – ადამიანებს, რომლებიც ღიად გამოთქვამენ თავის აზრს და კრიტიკულად არიან განწყობილნი – ყველა მათგანს პრობლემები შეექმნება”. მთავრობა უარყოფს იმას, რომ დაპატიმრებები პოლიტიკურადაა მოტივირებული. მესტიის მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელი, შმაგი ნაგანი აღიარებს, რომ ადგილობრივები ”არ არიან ბედნიერნი” ნავერიანის დაპატიმრებს გამო, მაგრამ დაჟინებით ამტკიცებს, რომ ინციდენტს არ შეუმცირებია პროექტით გამოწვეული ენთუზიაზმი. ”ადამიანები არ არიან კმაყოფილნი, მაგრამ დამშვიდდნენ, რადგან ეგონათ, რომ მიწას კომპენსაციის გარეშე კარგავდნენ” – ამბობს ის. ცენტრალური მთავრობა ერთ კავდრატულ მეტრში სამ ლარს (დაახლეობით $1.66) იხდის, არის ეს ნაკვეთი დარეგისტრირებული, თუა არა. მშენებლობამ ფასებზე გავლენა მოახდინა - ფასები დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამუშაოები დაიწყო. ამასობაში კი ქართული არასამთავრობო ორგანიზები კურორტის ეკოლოგიურ მდგრადობაზე სვამენ კითხვებს. გარემოსდამცველები იმაზე მიუთითებენ, რომ სვანეთში ხშირია მეწყერი, ზვავი და ზოგადად, ბუნებრივი კატასტროფები. ნაგანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ არც ერთი ობიექტი არ მდებარეობს ტრადიციულად სახიფათო მიდამემოების ახლოს. სამწუხაროდ ნაგანს მისი განცხადებების დამადასტურებელი სარწმუნო მონაცამები არ გააჩნდა. ეს იმიტომ, რომ გარემოზე ზემოქმედების შესწავლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შედეგების შესწავლას ქართული ორგანიზაცია Geographic და კანადური კომპანია Ecosign-ი აწამოებენ. გიორგი გოცირიძე, Geographic-ის თანადამფუძნებელი, რომლის შედგენილია ამავე დროს სათხილამურო ტრასების გენერალური გეგმა, ამბობს, რომ კვლევა თითქმის დასრულებულია. მაგრამ იმის გამო, რომ პირველი სათხილამურო ბილიკის გახსნამდე, დეკემბერში, სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი, როგორც ჩანს შესაძლო ეკოლოგიურ საფრთხეებზე საჯარო დისკუსიისთვის ცოტა დრო რჩება. მშენებლები ჯერ იმასაც კი ვერ ამბობენ, რამდენი სათხილამურო ბილიკი აირსებებს საბოლოოდ. იმ იმედით, რომ მშენებლობა რეგიონში შემოსავლების ნაკადს გააჩენს, დაინტერესებული ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ მათ საშინაო დავალება შეასრულეს. ”ჩვენ სათხილამურო ბილიკების მშენებლობა შარშან დავიწყეთ” – ამბობს თეზო ჯაფარიძე, სასტუმროს თანამფლობელი, რომელსაც სათხილამურო კურორტის აშენების ინიციატივას მიაწერენ. ”(ოფიციალურმა პირებმა) ერთი კვირით ექსპერტები გამოაგზავნეს. მათ უნდა ენახათ, სად არის შესაძლებელი სათხილამურო ბილიკების მშენებლობა და სად – არა. მათ თქვეს, რომ ჩვენი ადგილმდებარეობა საუკეთესოა ბილიკებისთვის”. ადგილობრივ ოფიციალურ პირებს კურორტის კონცეფცია სვანეთის კეთილდღეობისთვის საუკეთესო შესაძლებლობად მიაჩნიათ. ”ტურიზმი, როგორც ასეთი, ერთადერთი გზაა რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის”. ორიგინალი ორიგინალი
-
20 ოქტომბერს, 10.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში ,,საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია: საერთაშორისო საზოგადოების როლი”". მის: ჩიტაძის ქ. 3ა; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. 20 ოქტომბერს, 10.00 საათზე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, სახალხო დიპლომატიაში ნატოს კავკასიის რეგიონის კოორდინატორი დესპინა აფენტოული და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში მეათეკლასელ მოსწავლეებს შეხვდებიან, ნატოს შესახებ ლექციას წაუკითხავენ და საინფორმაციო ლიტერატურას გადასცემენ. მის: მცხეთა, შრომის ქ. №22 20 ოქტომბერს, 10.30 საათზე, პოლიციის აკადემიაში ტყის მცველთა შესარჩევ კონკურსს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე დაესწრებიან. 20 ოქტომბერს, 11.30 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” მდივანი მაგდა ანიკაშვილი ფრაქციის სათათბირო ოთახში ბრიფინგს გამართავს. თემა: “ჯანდაცვის პროგრამების სადაზღვევო კომპანიებისთვის გადაცემის საფრთხე”. 20 ოქტომბერს, 12.00 საათზე, გაზეთ “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “2010 წლის 20-24 ნოემბერს დაგეგმილი თბილისის მოდის კვირეულის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციების ჩვენება”.. საკონტაქტო პირები: 855 500 100 (თინათინ დიდავა), 877 555 007 (ნინო კურატაშვილი) 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისში ვიდეოკონფერენცია თბილისი-ქუთაისი-ბრიუსელი გაიმართება. თემა: “ლისაბონის სამიტი და ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია”. მის: გუდიაშვილის ქ. #7(ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული შენობა) 20 ოქტომბერს, 13.00 საათზე, კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 20 ოქტომბერს, 13.00 საათზე, სასტუმრო ~თბილისი მარიოტში~ (თამარ მეფის დარბაზი) საქართველოს მომხმრებელთა ფედერაცია, პროექტ ~ლიდერი”-ს ფარგლებში, ~უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდი – რამაზ ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიის კლინიკა”-ს მომხმარებლის აღიარების ნიშნით დააჯილდოებს. 20 სექტემბრს, 13.00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში ირაკლი კაკაბაძისა და მისი მეგობრების სასამართლო პროცესი გაიმართება. საკონტაქტო პირი ნანა კაკაბაძე – 899 37 40 20, ლიკა წიკლაური – 899 41 44 41 20 სექტემბრს, 13.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ~კანონი ხალხისათვის~ ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ემიგრანტებისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ახალი დისტანციური იურიდიული მომსახურების სერვისი”. სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი”, დარბაზი “ლილე” (პირველი სართული) 20 ოქტომბერს, 14.00 საათზე, `თავისუფალი დემოკრატების~ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ და მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს მიმართვას გადასცემენ. საკონტაქტო პირი სულხან ღლონტი – 8 77 733 631 20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “თავისუფალი აზრის სახლის” დირექტორი ბაკურ ბაკურაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “თავისუფალი აზრის სახლის” რეკომენდაციები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს”. მის: დ. მირცხულავას ქ. #6 (გეგეშიძის ბაღთან) საკონტაქტო პირი ელისო კილაძე – 899 17 12 12, 22 47 51 20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “თეთრების” დამფუძნებელთა საბჭოს წევრები თემურ შაშიაშვილი და ზურაბ ხასია ფოთში, აკაკი წერეთლის #131-ში მოსახლეობას შეხვდებიან. 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო ,,სიმპათიაში” მოსწავლეთა ფიზიკური განათლების რეფორმისა და სკოლებში სპორტის მასობრივად დანერგვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება. მის: დარასელიას ქ. №4 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა შუალედური კონფერენცია გაიმართება. 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე, მარათონის მოწყობასთან დაკავშირებით, პატრიარქის ფონდში, ახალგაზრდული მოძრაობა `დავითიანი~ პრესკონფერენციას გამართავს. 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ჟინვალში, ჰიდროკომპლექსის ადმინისტრაციულ შენობაში, ჰიდროკომპლექსის 25 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. იხილეთ epn.ge
-
I have been working on a secret little project for the last few weeks and now I have finally managed to flick the switch and set it live. PremiumPixels.com is simply a place for me to share my design resources with the rest of the world – brushes, PSD’s, textures, patterns, you name it I’m sharing it. Creating the site itself was great fun but creating the freebies even better. Creating the freebies gives me the opportunity to experiment with design in a way that I don’t typically get to with clients – it’s been a blast and it’s only been a week! Here’s a preview of the site (it’s a big one), if you’re a designer you should go check it out! PremiumPixels.com → http://www.ormanclark.com/blog/wp-content/uploads/2010/10/pp-preview.jpg http://feeds.feedburner.com/~r/mynameisorman/~4/nfhOvOgPlZ4 kiria.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/haaretz2.gif ილა შვიდლერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი Haaretz–ს ისრაელთან მომავალი კავშირების შესახებ ესაუბრება 29 წლის ვერა ქობალია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია. ქობალია სოხუმში დაიბადა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა კანადაში. 1999 წელს დაამთავრა კინგ ჯორჯის კოლეჯი, შემდეგ ტექნოლოგიების ბრიტანული კოლუმბიის ინსტიტუტი. საქართველოში თებერვალში დაბრუნდა და 2 ივლისს მინისტრად დანიშნეს. ქალბატონო მინისტრო, სად არის ის პოტენციალი, რომლითაც საქართველო–ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება შეიძლება? ვფიქრობ, ეს სამი ძირითადი სფეროა. ჩვენ დღემდე ვეწევით სოფლის მეურნეობის პროდუქციის 60 პროცენტის იმპორტს, დიდწილად იმიტომ, რომ სასოფლო–სამეურნეო მიწები ჩვენს ქვეყანაში პროპორციულად განაწილებული არ არის. ისრაელურ ფირმებს, ამ სფეროში მათი გამოცდილებითა და ძალით ეფექტური განვითარების მოტანა შეუძლია. მეორეც, ჩვენ დაინტერესებული ვართ იმის შეწავლით, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი „ადამიანური კაპიტალი“. საბჭოთა კავშირის დაშლიდან პირველ ათწლეულში ჩვენმა საუკეთესო მეცნიერებმა – მათემატიკოსებმა, ფიზიკოსებმა – საქართველო დატოვეს და უცხოეთში გაემგზავრნენ, შვეიცარიაში, შეერთებულ შტატებში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენ გვინდა ვისწავლოთ ის, თუ როგორ შევინარჩუნოთ აქ ადამიანური კაპიტალი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისრაელი ამას ახერხებს, შესაბამისი პირობების უზრუნველყოფით. და ტურიზმი – ამ სფეროში უზარმაზარი არარელიზებული პოტენციალია. ისრაელს, ბოლოს და ბოლოს, ჰყავს მრავალრიცხოვანი რუსულ–ენოვანი მოსახლეობა და თითქმის ყველა საუბრობს ინგლისურად, რაც აუმჯობესებს ტურიზმის განვითარების შანსებს ორივე მიმართულებით. ჩვენ, როგორც ერთ–ერთ უძველეს ქვეყანას კავკასიაში, გვაქვს ის, რისი ჩვენებაც შეგვიძლია – აღარაფერს ვამბობ ისრაელზე, ცივილიზაციის ცენტრზე“. რამდენი ტურისტი ჰყავს ამჟამად საქართველოს? საბჭოთა კავშირის დროს, ყოველწლიურად ჩვენთან 7 მილიონი ადამიანი ჩამოდიოდა. 1990–იანი წლები ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო, არანაირი ეკონომიკური შესაძლებლობები მაშინ არ გაგვაჩნდა. ახლა წელიწადში 2 მილიონი ტურისტი გვყავს და ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრანსტრუქტურაში, ძირითადად ავტომაგისტრალებსა და სასტუმროებში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, როგორც ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ადამიანს შუძლია ერთდროულად თხილამურით ისრიალოს და ზღვის სანაპიროზე დაისვენოს. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს მათ ვინც დათანხმდება შავი ზღვის 15 კილომეტრიან ზოლზე იივესტიციების განხორციელებას 2011 წლის 1 აგვისტომდე. ინვესტორები გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. იერუსალიმი უკვე ნახეთ? იმ ექვსი საათის განმავლობაში (საუბრის მომენტისთვის), რაც ისრაელში ვარ, იერუსალიმშიც გახლდით, მაგრამ მხოლოდ საქმიან შეხვედრაზე. ოთხშაბათს, ყოველ თავისუფალ წუთს ამ ვიზიტს მივუძღვნი. ბოლოს და ბოლოს, ამ წმინდა ქალაქის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ბავშვობიდან ვიცი. ეკონომიკას დავუბრუნდეთ. საქართველოში ინვესტირება ისრაელელი ბიზნესმენებისთვის ღირებულია? გარკვეული თვალსაზრისით ჩვენ მსგავს სიტუაციაში ვართ, როდესაც გარემო ყოველთვის მეგობრული არ არის. როდესაც ინვესტორები შეერთებული შტატებიდან ან ევროკავშირიდან შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ, ისინი ყოველთვის კითხულობენ შესაძლო რისკების დონეს, განსაკუთრებით ჩრდილოეთიდან, რუსეთისგან, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ. ისრაელელი ინვესტორები რისკების შესახებ კითხვებს საერთოდ არ სვამენ – ბოლოს და ბოლოს, ისინიც ხომ დიდწილად მტრულ გარემოში არიან და ძალიან კარგად ესმით ჩვენი და ჩვენი საჭიროებების. ხომ არ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ორი ისრაელელი ბიზნესმენის რონ ფუქსის და ზევ ფრენკელის დაპატიმრება? იცით, საქართველოს მთავრობამ არაერთი რეფორმა განახორციელა ბევრ სფეროში, მათ შორის პოლიციის ძალებში [დაახლოებით 30 000 პოლიციელი სახლში გაუშვეს თითქმის ერთდროულად]. რეფორმის მიზანი იყო კორუფციის მოსპობა, რომელიც ყველაფერს ხრავდა ჩვენს ქვეყანაში. ახლა ჩვენი ბიზნესმენები დაცულები არიან და მხოლოდ გადასახადებს იხდიან და მეტს არაფერს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ქრთამის მიცემის მცდელობა კანონთან შესაბამისობაში იქნება შესწავლილი. რა თქმა უნდა ფრენკელი და ფუქსი უდანაშაულოები არიან მანამ, ვიდრე სხვა რამ არ დამტკიცდება. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი დაცვით, რათა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება შეძლონ. მაგრამ 60–დღიანი დაკავება სასამართლო პროცესამდე მათ წინააღმდეგ არსებული ეჭვების სერიოზულობას არ ადასტურებს? ეს სასამართლო წესებია. მე ამ საკითხებში კარგად არ ვერკვევი. პრეზიდენტ შიმონ პერსემა მის ქართველ კოლეგ მიხეილ სააკაშვილს ამ ორი ადამიანის გათავისუფლება სთხოვა. ეს თხოვნა შედეგს გამოიღებს? სააკაშვილთან ძირითადად ეკონომიკის საკითხებზე ვსაუბრობ. ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. რა რეაქცია გქონდათ რუსეთის მხრიდან თქვენი პროდუქციის ბოიკოტზე, მათ შორის მაღალი ხარისხის ბორჯომის მინერალურ წყალზე და საფერავის ღვინოზე? განცხადებები ისე ჟღერდა, თითქოს რუსებმა მათში პერიოდულობის ცხრილის ყველა ელემენტი აღმოაჩინეს. არადა, დღეს ისე ჩანს, თითქოს მათ თავიანთი ემბარგოთი საქმე გაგვიკეთეს. ბოიკოტამდე რუსეთში ექსპორტი უფრო დაბალი ხარისხის იყო, რასაც ისინი უწოდებენ „ღვინოს წყლითა და შაქრით“. ახლა ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტები გვაქვს დასავლეთში, ასევე ისრაელში ექსპორტისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა როგორია? ვფიქრობ ძალიან დაბალი, ალბათ დაახლოებით 100 მილიონი დოლარი. ამას სერიოზული განახლება სჭირდება. და ვფიქრობ, რომ ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. ბოლოს და ბოლოს არც თუ ბევრია ისეთი ქვეყანა რომელიც ისრაელთან ვაჭრობით დაინტერესებულია და მისკენ თვითმფრინავით მგზავრობისთვის ორი საათი სჭირდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ისრაელის და საქართველოს ურთიერთობებში კულტურული კავშირების და სპორტული შეჯიბრების მხრივ დეფიციტია, იმ ფონზეც კი, რომ დაახლოებით 55 000 ქართულენოვანი ადამიანი ცხოვრობს ისრაელში? ამის თაობაზე ჩვენს კულტურის მინისტრს აუცილებლად დაველაპარაკები. სხვათაშორის, დღეს მივაღწიეთ შეთახმებას, რომელიც გაზრდის თელავივიდან თბილისისკენ და პირიქით, ყოველკვირეული ფრენების რიცხვს ექვსი რეისიდან ათამდე. ყველა ეს რეისი გადატვირთულია და მათი გაზრდის აუცილებლობა არსებობს“. რას გვეტყვით ღამის კლუბის ისტორიაზე, სადაც მთავარ როლში იყავით და რაც ამ ზაფხულში გამოქვეყნდა? არავინ იცის ვის, სად და რომელ მაღალ თანამდებობაზე დანიშნავენ ერთ მშვენიერ დღეს. თუკი სერიოზული პასუხი გაინტერესებთ – წლების წინ, როდესაც კანადაში ვსწავლობდი, მეგობრებთან ერთად ფლორიდაში არდადეგებზე გავემგზავრე. ვიყავით ჩვეულებრივ ღამის კლუბში და ვცეკვავდით. მას შემდეგ რაც მინისტრად დამნიშნეს, ოპოზიციურმა გაზეთმა თბილისში ამ წვეულების შესახებ დაწერა და ფოტო გამოქვეყნა. რუსულმა მედიამ ამით ისარგებლა და ისტორია წარმოუდგენელ მასშტაბებამდე გაბერა. ერთ გაზეთში ეწერა, რომ ეს სტრიპტიზ–კლუბი იყო, მეორეში, რომ მაზოხისტების სტრიპტიზ–კლუბი, ათასგვარი ინტერპრეტაციით. ეს ყველაფერი აბსურდია. საქართველოში ამას მშვიდად შეხვდნენ. ეს ისტორიები მართლაც არ მანაღვლებს“. ორიგინალი ორიგინალი
-
მედვედევი ნატოს სამიტს დაესწრება ქრისტიან-დემორატები ახალ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდების განახევრებას ითხოვენ ბილაინის ქსელის აბონენტებთან დაკავშირება არ ხერხდება საქართველო –ირანის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53506.jpgგროზნოს ცენტრში სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩეჩნეთის ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ ორმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. მესამე კი სამართალდამცველებმა მოკლეს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/patruli3-150x150.jpgთბილისის მერიაში ცრუ განგაშია, ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” მერიის პრესამსახურის თანამშრომელმა მაგდა გოგავამ განუცხადა. როგორც გოგავა აცხადებს, ანონიმური სატელეფონი შეტყობინება მერიაში საღამოს შევიდა, რომელიც ცრუ აღმოჩნდა, თუმცა თანაშრომელთა ევაკუაცია მაინც მოხდა. თბილისის მერიაში ცოტა ხნის წინ ანონიმური სატელეფო შეტყობინება შევიდა, რომელიც ნაღმის არსებობის შესახებ იუწყებოდა. ამჟამად შენობასთან სამართალდამცველები არაიან მობილიზებული. იხილეთ epn.ge
-
ქალაქ დოვილში გამართული შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავის რუს კოლეგას, დიმიტრი მედვედევს პერევიდან ჯარის გაყვანისთვის მადლობა გადაუხადა.ევროპული წყაროების ცნობით, სარკოზიმ ხაზი გაუსვა 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელიც საბრძოლო მოქმედებების განუახლობას გულისხმობს. საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის დამკვირვებლები დაუშვას.სარკოზიმ თბილისსა და მოსკოვს სამხედრო ტყვეების სახლებში დაბრუნე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ბოლნისის რაიონის სოფელი ტალავერის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ მეჩეთის მშენებლობის პროცესი მას შემდეგ განაახლა, რაც, მათი თქმით, საქართველოს საპატრიარქოსგან #183 წერილი მიიღეს. თუმცა, საქართველოს საპატრიარქოში უარყოფენ, მსგავსი წერილის საპატრიარქოდან გაგზავნის ფაქტს და ამბობენ, რომ წერილი ყალბია. სოფელ ტალავერში მეჩეთის რესტავრაცია 2009 წლის 15 სექტემბერს შეჩერდა, როდესაც ადგილზე სასულიერო პირები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები ჩავიდნენ. „დილის 11 საათზე დამიძახეს. სახლში ვიყავი, საჭმელი უნდა მომეტანა მუშებისთვის. მივედი, 3-4 მანქანით იყვნენ, რელიგიური ტანსაცმელი ეცვათ, მოითხოვეს, რომ შეგვეჩერებინა რესტავრირება” –იხსენებს მეჩეთის რესტავრაციის ერთ–ერთი ინიციატორი ვალიდა ხალილოვა, რომელიც მეჩეთის განახლების ინიციატორი იყო. ”მამა დავითი (ისაკაძე) და კიდევ რამდენიმე მღვდელი იყო. თვითონ სამი დღე დადიოდა, მერე უკვე ახალგაზრდები დადიოდნენ. 4 თვის განმავლობაში დარაჯობდნენ, 24 საათი, იცვლებოდნენ ხოლმე, რომ მუშაობა არ გაგვეგრძელებინა“ – ამბობს მოლა ადილ ნაბიევი. მისივე თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სთხოვა, ორი დღე მიეცათ, რომ სიტუაციაში გარკვეულიყვნენ – „გვთხოვა, რომ დრო მიგვეცა და გარკვეულიყვნენ, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ“. კარა გულმამედოვა, ბოლნისის საკრებულოს წევრი, რომელიც ადგილზე ჩავიდა და შეხვდა სასულიერო პირებს, გვიყვება: ”ისინი იყვნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან. ამბობდნენ, რომ არ შეიძლება აღდგენაო, მათ გვითხრეს, რომ პატრიარქის ნებართვის გარეშე არ უნდა გაგრძელდეს რესტავრაცია. ჩვენ არ გვინდოდა ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ წავსულიყავით, აქ იყო ყველა, გუბერნატორის თანაშემწე, პოლიციის უფროსი.” ჰუსეინ იუსიპოვი, ქვემო ქართლის გუბერნატორის თანაშემწე ამბობს, რომ როდესაც იგი ადგილზე ჩავიდა და სიტუაციაში გაერკვია, ხალხს ურჩუია, საპატრიარქოდან ნებართვა აეღოთ. ”ხალხი იყო უკმაყოფილო, რომ ხელს უშლიდნენ რესტავრაციაში. ღვთის სახლის რესტავრაცია წმინდა საქმეა და რელიგიურ ორგანიზაციაში უნდა იქნას განხილული ეს საკითხი. მე ვუთხარი ამ ხალხს, რომ ამ საკითხში არ მაქვს უფლება, რამეს დავპირდე იმიტომ, რომ მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს საქმე უნდა განიხლიოს საქართველოს საპატრიარქომ, ეს საკითხი მე არ მეხება, იქ მორწმუნე ხალხია და ამ ხალხმა წერილობით უკვე მიმართა საპატრიარქოს” – ამბობს ჰუსეინ იუსიპოვი. „ჩვენ 2010 წლის 4 თებერვალს მივწერეთ წერილი პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, პატრიარქს,“ – იხსენებს ადილ ნაბიევი და იქვე გვაჩვენებს წერილს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, პასუხად მიიღო საპატრიაქროდან: ”თქვენი 2010 წლის 4 თებერვალს გამოგზავნილი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს ერევა მსგავს ქმედებებში და არ გააჩნია არანაირი პრეტენზია თქვენს სოფელში აღადგინოთ თქვენი სარწმუნოების სალოცავი. ნებისმიერი ქმედება სალოცავის აღდგენის წინააღმდეგობისა, არ იქნება მოწონებული საპატრიარქოს მხრიდან, იგი ჩაითვლება პიროვნების თვითნებობად“ – ეს წერილი 2010 წლის 12 ოქტომბრითაა დათარიღებული და მას ხელს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს. მიქაელ ბოტკოველი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ასეთი შინაარსის წერილი მას არ გაუგზავნია. ”ეგ წერილი არის ვიღაც არანორმალურისგან შედგენილი, მაგ ნომრის (# 183) წერილით მე ვთხოვე აზოტს კირით დახმარება ეკლესიის შესალესად. ეს წერილი ყალბია, მსგავსი ნებართვები არ გაუცია არასდროს საქართველოს საპატრიარქოს და არც გასცემს. ვინ რა უნდა ააშენოს, ამას არეგულირებს სახელმწიფო კანონი რელიგიის შესახებ, რაც მოქმედია დღეს. ან მე რა უფლება მაქვს – დავრთო ან არ დავრთო ნება? ეს წერილი ვიღაცამ გააკეთა. 12 ოქტომბერს # 183 წერილს ვერ გავცემდით, რადგან ნუმერაციაში ათასს გადავცდით. #183 წერილი მქონდა დეკემბრის თვეში” – ამბობს მიქაელ ბოტკოველი. ადილ ნაბიევი ირწმუნება, რომ 12 ოქტომბერს ეს წერილი მას და ვალიდა ხალილოვას, სამების ეკლესიის მოძღვარმა მამა ელიზბარმა გადასცა. ამ ფაქტს ვალიდა ხალილოვაც ადასტურებს: ”წერილი მამა ელიზბარმა მოგვცა” – ამბობს ის. მამა ელიზბარი ნეტგაზეთთან საუბარში არ მალავს, რომ 12 ოქტომბერს მართლაც შეხვდა ნაბიევსა და ხალილოვას, თუმცა, მისი თქმით, მათ ეს წერილი უკვე თან ჰქონდათ. ”ქალბატონმა მითხრა, რომ ქართულად ვერ კითხულობდა, მე წავუკითხე ეს წერილი და გადავუთარგმნე. იქ ჩასულან თითქოს სასულიერო პირები, რომლებმაც საპატრიარქოს სახელით მოუწოდეს და ეს არ ყოფილა საპატრიარქოდან წარგზავნილი უფლებამოსილება, ეს იყო იქ დაწერილი” – ამბობს მამა ელიზბარი. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძე ამბობს, რომ სოფელ ტალავერში სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, მისი ორგანიზაცია კვლავ აპირებს ჩასვლას. ”არავითარი მეჩეთი იქ არ არსებობდა არასდროს, იქ იყო რაღაც კანტორა და დაიწყეს მეჩეთის მშენებლობა ყოვლად უნებართვოდ. თუ აპირებენ განახლებას, ეს იქნება დარღვევა, რა თქმა უნდა. ჩვენ ისევ ჩავალთ და ისევ მოვითხოვთ საბუთებს, იქ ვნახავთ, რა საბუთები შეთითხნეს. აქ ისეთი მიდგომაა, რომ ააშენებ, მერე ჩვენი კანონმდებლობით, ვერაფერს უშვრები, საკმაოდ საინტერესო მომენტია, ალბათ, ამიტომ აპირებენ რომ დაამთავრონ,“ – ამბობს ავთანდილ უნგიაძე. ვალიდა ხალილოვა გვიყვება, რომ ტალავერის მეჩეთი საუკენეზე მეტი ხნისაა, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს მას საწყობად იყენებდნენ. ადილ ნაბიევი ამბობს, რომ მეჩეთის მშენებლობასთან ან მის აღდგენასთან დაკავშირებით ოფიციალურად დოკუმენტი არა აქვთ: ” ჩვენ არქივში ვიყავით და იქ არ აღმოჩნდა დოკუმენტი, მაგრამ ჩვენთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იქნება თუ არა დარეგისტრირებული, ჩვენ მეჩეთი იმისთვის გვინდა, რომ ვილოცოთ.” მეჩეთის აღდგენა სოფელ ტალავერში უკვე გაგრძელდა, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ თუკი ვინმე ისევ მივა მათთან პრეტენზიით, მათ უკვე აქვთ საპატრიარქოს წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს არ აქვს პრეტენზია სოფელში აღადგინონ მათი სარწმუნოების სალოცავი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია ამბობს, რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღეაბს საქართველოში არაფერი აქვს საერთო საპატრიარქოსთან: ” თუ მიწა არ არის რეგისტრირებული, ითვლება, რომ სახელმწიფოს საკუთრებაშია. ან უნდა მოიძიონ ეს დოკუმენტები, ან აღდგენაზე უნდა იზრუნონ; ან უნდა აღრიცხონ, გააკეთონ ნახაზები და დაირეგისტრირონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მშენებლობა ამოვარდნილია სამართლებრივი სივრციდან,” – ამბობს ის. სრული ინფო(netgazeti.ge)