Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. თურქეთის ქალაქ კაისერში მორიგი, მე–8 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს შოთა არველაძის გაწვრთნილი "კაისერისფორი" და "სივასპორი" დაუპირისპირდნენ. არველაძის დამოძღვრილმა "კაისერმა" კიდევ ერთი მატჩი მოიგო და ამჯერად საკუთარ მოედანზე "სივა" 4:1 გაანადგურა. იხილეთ fanebi.com
  2. მანჩესტერ იუნაიტედი აპირებს სანდერლენდის ნახევარმცველს ჯორდან ჰენდერსონს იანვარში 15 მილიონი ფუნტი სტელინგი შესთავაზოს. იხილეთ fanebi.com
  3. ინგლისელი ფეხბურთელი ეშლი კოული გამოტყდა, რომ მისი ჩელსიდან არწასვლის ერთადერთი მიზეზი არისტოკრატთა მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო. იხილეთ fanebi.com
  4. ლეჩეს მთავარი მწვრთნელი მოწინააღმდეგის სიძლიერეს სათანადოდ აფასებს. იხილეთ fanebi.com
  5. საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა ესპანური "მალიორკას" მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ ლაუდრუპმა, რომელმაც ძირითად გუნდში საკმარისზე...მეტი ფეხბურთელების ყოფნაზე დაიჩივლა. იხილეთ fanebi.com
  6. კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გუარდიოლამ "ვალენსიასთან" მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში "მფრინავ ღამურებს" თამაში შეუქო და აღნიშნა, რომ ამ გუნდის ლიდერობა შემთხვევითობა არ ყოფილა. იხილეთ fanebi.com
  7. ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი გამოტყდა, რომ თუკი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე შმოთავაზებას მიიღებს სიამოვნებით დასთანხმდება. იხილეთ fanebi.com
  8. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53460.jpgვაშინგტონში კონდოლიზა რაისის წიგნის პრეზენტაია გაიმართა. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის მემუარები წიგნების მაღაზიებში დღეიდან იყიდება. View the full article
  9. მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. ბერად აღკვეცის ლოცვა ჭაბუა ამირეჯიბს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ სახლში წაუკითხა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. გაზიარება [17:49 16-10-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TLmtbQ9vD_I/AAAAAAAAEIA/qV9X23P0EKc/s200/liter_cela1.jpgროგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. მეუფის თქმით, რადგან ჭაბუა ამირეჯიბს გადაადგილება უჭირს, ბერად აღკვეცის საიდუმლო სახლში შესრულდა. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა. "იინტერპრესნიუსი" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  10. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53452.jpgკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ყოფილი პარლამენტარი ედვარდ სურმანიძე დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია გიორგი ბერულავა და მურთაზ მეურმიშვილი. View the full article
  11. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53459.jpgსაფრაგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პერევიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანის გადაწყვეტილებას მიესალმება. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების პრესმდივანმა გააკეთა. View the full article
  12. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53458.jpgებრაელ ბიზნესმენებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. ორივე მათგანი მაღალი თანამდებობის View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53457.jpgთურქეთის ქალაქ ტრაბზონში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. თურქული პრესის ცნობით, ჯგუფის წევრები სომეხი და ქართველი ქალბატონების სექსუალურ ექსპლუატაციას ეწეოდნენ. View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53456.jpgთემქაზე 61 ნომერი სამარშრუტო ტაქსი `მერსედესის` მარკის ორ ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამარშრუტო ტაქსი ხევში გადავარდა. View the full article
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/patriarki7-150x150.jpgსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც ,,ექსპრესნიუსს” საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, კათოლიკოს-პატრიარქი ბერლინის კლინიკაში პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად მიემგზავრება. უწმინდესი გერმანიაში სამი კვირით დარჩება. კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში ნოემბრის დასაწყისისთვის დაბრუნდება. იხილეთ epn.ge
  16. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg თბილისი – საქართველოს პარლამენტმა უდიდესი უმრავლესობით ხმა მისცა სადაო ცვლილებებს კონსტიტუციაში, რომელთა მიხედვითაც მთავარი ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ, (ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა), კანონმდებლებმა დაამტკიცეს კონსტიტუციაში სერიათა ცვლილება, რომლებიც მათი მხარდამჭერების თქმით, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში კონტროლსა და ბალანსს უფრო დიდი დოზით შემოიღებს იმით, რომ შეზღუდავს პრეზიდენტის და განამტკიცებს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ძალაუფლებას. „ჩვენ ახლა გვაქვს კონსტიტუცია, რომელმაც საპარეზიდენტო-საპარლამენტო მოდელი საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელით შეცვალა. ამ მოდელის თანახმად, პრეზიდენტი უფრო არბიტრია, ვიდრე ის ვინც წარმართავს საშინაო პოლიტიკას, როგორც აქამდე იყო“ – ამბობს ლევან ვეფხვაძე პარლამენტის სპიკერის მოადგილე. „ის აქტიურად აღარ ერევა საშინაო პოლიტიკაში და უფრო მეტად შეასრულებს იმ პიროვნების ფუნქციას, ვინც ქვეყანას საერთაშორისო არენაზე წარმოადგენს. ქვეყნის შიგნით იარსებებს კაბინეტი, რომელიც მართვის მთავარ მოვალეობებს განახორციელებს“. ოპონენტები ამბობენ, რომ ეს მანევრი მიხეილ სააკაშვილს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის, ანუ 2013 წლის იანვრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებით ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების საშუალებას მისცემს. ირონიულია მაგრამ ეს ცვლილება ძალიან მოგვაგონებს სააკაშვილის ისტორიული მტრის, ვლადიმერ პუტინის ნაბიჯს. პუტინი ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლის დროსაც ის ძალიან პოპულარული იყო, რუსეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, დღესაც ისაა ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი. სააკაშვილმა კონსტიტუციური რეფორმის პროცესი შარშან დაიწყო და ამისი წარდგენა ისე სცადა, როგორც მმართველ ხელისუფლებასა და სულ უფრო მტრულად განწყობილ ოპოზიციას შორის უფსკრულის ამოვსების სურვილი, მაგრამ სააკაშვილის ოპონენტებმა უარი სთქვეს პროცესში მონაწილეობაზე და საკითხთან დაკავშირებით რეალური გადაწყვეტილების მიღების პრივილეგია პრეზიდენტსა და მის პარტიას დაუტოვეს. პარლამენტის გადაწყვეტილება, ალბათ გაანაწყენებს საქართველოს იმ ექსპერტებს დასავლეთში, რომლებიც შეშფოთებით ადევნებენ თვალს იმას, თუ როგორ მოსწყდა სააკაშვილი მისივე ”ვარდების რევოლუციის” დემოკრატიულ მანდატს უფრო ბუნდოვანი, გარკვეულწილად მართვის ავტორიტარული სტილის სასარგებლოდ. დასავლეთის ბევრი ოფიციალური პირი თბილისს მოუწოდებდა უფრო ფრთხილად მოკიდებოდა შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. კერძოდ კი ისინი სთხოვდნენ საქართველოს გადაედო კენჭისყრა მანამდე, სანამ ევროპის საბჭო, ევროპის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული განვითარების საკითხებში ცვლილებებთან დაკავშირებით არ გასცემდა თავის ფინალურ რეკომენდაციებს. ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანო, ვენეციის კომისია თავისი საბოლოო რეკომენდაციების შესადგენად 15 ოქტომბერს, ანუ იმავე დღეს შეიკრიბა, როცა საქართველოს პარლამენტში ფინალური კენჭისყრა ტარდებოდა. პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ კენჭისყრის წინ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს ორგანომ ქართველ კანონმდებლებს გამოუგზავნა თავისი ფინალური განცხადების ასლი და ამით გზა გაუხსნა საპარლამენტო კენჭისყრას. „დასკვნა ძირითადში იმეორებს დოკუმენტს, რომელიც გასულ პარასკევს გამოქვეყნდა (8 ოქტომბერს) და მთლიანობაში საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიღებასაც დღეს მესამე მოსმენით ვგეგმავთ, ძალიან პოზიტიურად აფასებს“ – განაცხადა ბაქრაძემ. წინასწარ დოკუმენტში, რომელიც 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სტრასბურგში მოქმედმა კომისიამ უარი სთქვა იმ მიზეზების გარშემო სპეკულაციაზე, რომლებიც ცვლილებათა მიღმა არსებობს, მაგრამ ახსენა საქართველოში გაჟღერებული ბრალდებები, რომელთა თანახმად ცვლილება „მოტივირებულია არა მთავრობის მექანიზმის ჭეშმარიტი გაუმჯობესების სურვილით, როგორც ეს უნდა ყოფილიყო, არამედ პერსონალური ძალაუფლების გამო“. თუმცა მას არ მოუყვანია რაიმე ისეთი მიზეზი, რომელიც ქართველ პარლამენტარებს ცვლილებათა მიღებაზე უარს ათქმევინებდა. „სახიფათო“ ცვლილებები? ამ ცვლილებებით საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში იმ უკანასკნელ ქვეყნად იქცა, რომელიც გადააკეთებს თავის სახელისუფლებო სტრუქტურას, მაშინ როდესაც ცდილობს შეინარჩუნოს თავისი, როგორც განვითარებადი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი. ამ თვის დასაწყისში უკრაინამ გააუქმა ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ”ნარინჯისფერი რევოლუციის” შემდეგ მიიღეს და რომელთა თანახმადაც ძირითადი ძალაუფლება პარლამენტს გადაეცა. ბოლო ნაბიჯს, ქვეყნის პრო-რუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გავლენის განმტკიცებად მიიჩნევენ. წინა კვირას ყირგიზეთმა ჩაატარა არჩევნები, რომლის მიზანი პოსტ-საბჭოთა ცენტრალურ აზიაში პირველი საპარლამენტო დემოკრატიის შექმნა იყო. ცენტრალური აზიისთვის ავტორიტარული საპრეზიდენტო მმართველობაა დამახასიათებელი. მაგრამ ბევრი თვალსაზრისით, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში ყველაზე გასაოცარი, ხოლო ზოგისთვის ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩნდა. საქართველო, ძირითადად სააკაშვილის ქარიზმის, მისი კარგი ინგლისურისა და დასავლური წრეების აშკარა მხარდაჭერის გამო, ბევრი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თავის ბრწყინვალებას, როგორც რეგიონის ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა დემოკრატია, მაგრამ ისეთი ოპონენტები, როგორიცაა ვახტანგ ძაბირაძე, იმ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო ჯგუფის წევრი, რომელიც ქართველ სამართლებრივ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, შეშფოთებულები არიან ბოლო ნაბიჯით და ფიქრობენ, რომ ის შეიძლება ქართული პოლიტიკის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენდეს. „ეს ძალიან სახიფათო რამაა საქართველოს პოლიტიკური და სოციალური გარემოსთვის“ – ამბობს ძაბირაძე – „იმიტომ რომ რეალურად, ეს უდრის ქვეყანასი მმართველობის გაორმაგებას. ეს ის კონსტიტუციაა, რომელიც რუხი კარდინალების საჭიროებებზეა მორგებული. ვინც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები, თუნდაც ქართველები, მოემსახურებიან ისინი საქართველოს თუ სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესებს, არავის ეცოდინება. ეს კონსტიტუცია უკიდურესად სახიფათოა ქვეყნის მომავლისთვის“. ორიგინალი ორიგინალი
  17. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53455.jpgმიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმები უკრაინის ხელისუფლებისთვის სამაგალითოდ რჩება. View the full article
  18. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif სარა მარკუსი თბილისი, საქართველო – საქართველოს პარლამენტმა პარასკევს საბოლოოდ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის ძალაუფლება შეიკვეცება, ხოლო პრემიერ-მინისტრისა განმტკიცდებაელიან, რომ ეს არჩევნები მოიტანს ხელისუფლების პირველ მშვიდობიან გადაცემას მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი ათწლეულის წინ საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა მოიპოვა. საქართველოს ახალგაზრდა, პრო-დასავლელმა პრეზიდენტმა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, პირობა დადო რომ დაემორჩილება საპრეზიდენტო ვადის ლიმიტს და თანამდებობას დატოვებს, ხოლო მისმა მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ახალი ჩასწორებები განამტკიცებს საქართველოს დემოკრატიას. მაგრამ სააკაშვილის ოპენენტები ამტკიცებენ, რომ ცვლილებები ხრიკი იყო და ისინი პრემიერ-მინისტრის როლის მეშვეობით, მისი მტრის ვლადიმერ პუტინის მსგავსად, მისი ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერად დატოვების საშუალებას იძლევა. პუტინი 2008 წელს, როდესაც მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა, პრემიერ-მინისტრი გახდა და მის ხელდასმულ შემცვლელზე, დიმიტრი მედვედევზე უპირატესი ძალაუფლება შეინარჩუნა. „სააკაშვილი ყოველთვის განამტკიცებდა იმ პოზიციას, რომელიც ეკავა“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ, აქაური ოპოზიციის ლიდერმა – „ახლა ლოგიკურად ჩნდება ვარაუდი, რომ ის ეძებს ვარიანტებს ისე მოქცევისა, როგორც ეს პუტინმა გააკეთა“. საქართველოს პარლამენტმა, რომელშიც სააკაშვილის პარტია ”გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა” დომინირებს, იოლად გადალახა ყველა წინააღმდეგობა პარასკევს და 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ, ხმა მისცა ცვლილებებს. სააკაშვილს, მას მერე რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც დემოკრატიულ რეფორმატოს მიესალმებოდნენ, მაგრამ ბოლო დროს მას ხელისუფლების მონოპოლიზების, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გადადგმული ხისტი ნაბიჯების და პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო აკრიტიკებდნენ. ის არ მალავს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ, საკუთარი მხარდამჭერების დარჩენა სურს ხელისუფლებაში, თუმცა უარყოფს რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მისთვის კონტროლის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. „მე რომ ხელისუფლებაზე ჩამოკიდება მინდოდეს, სხვა საშუალებებიც არსებობს – რეფერენდუმი მესამე საპრეზიდენტო ვადაზე ან მთელი ძალაუფლების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა“ – განაცხადა მან ამას წინათ ქართული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში. ახლად მიღებული ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი ინარჩუნებს კონტროლს შეირაღებულ ძალებზე, მაგრამ პრემიერ-მინისტრს საშინაო და საგარეო საქმეებზე უფრო დიდი გავლენის უფლება მიეცემა. ცვლილებები გაამარტივებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. ევროპის საბჭომ, მისი იურიდიული საკონსულტაციო ორგანოს მეშვეობით, პარასკევს გამოქვეყნებულ კომენტარებში ბევრ ცვლილებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა ისიც ივარაუდა რომ საკმაო ნაბიჯები არ გადაიდგა პარლამენტისთვის ძალაუფლების გადასაცემად. ალექსანდრე რონდელი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის დირექტორი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ბალანსს შეიტანს მთავრობაში, რომელშიც სააკაშვილი დომინირებდა, მაგრამ ის ამავე დროს მის მხარდამჭერებს პარლამენტში, იმ შემთხვევაში თუ 2013 წელს მისი ოპონენტები გაიმარჯვებენ, მისი პოლიტიკის გაგრძელების საშუალებას მისცემს. ””გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას” ეშინია რომ ვინც არ უნდა მოვიდეს მათ შემდეგ, მას შეიძლება რუსეთი უჭერდეს მხარს“ – ამბობს რონდელი სააკაშვილის პარტიაზე – ”ისინი შიშობენ, რომ თუ შემდეგ პრეზიდენტს ძალიან დიდი ძალაუფლება ექნება, მან შეიძლება ყველაფერი შეცვალოს“. ორიგინალი ორიგინალი
  19. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53453.jpgთბილისში მტკვარმა ახაგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა. გოგონა სავარაუდოდ 22-25 წლისაა. მისი ვინაობა უცნობია. უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზიც. View the full article
  20. საქართველო და ისრაელი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. ეს გადაწყვეტილება რეგიონული განვითარების და ინფრასტუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ისრაელის გზებისა და წყლის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვიზნიცერმა დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრას ისრაელის ტურიზმის მინისტრი სტას მესეჟნიკოვი ესწრებოდა. მესეჟნიკოვისა და ვიზნიცერის ვიზიტი ორი თვის წინ რამაზ ნიკოლაიშვილის ისრაელში ყოფნის დროს დაიგეგმა. შეხვედრაზე მხარეებმა იმ მემორანდუმზე იმსჯელეს, რომელიც მომავალ თვეში ისრაელის ინფრასტრუქტურის მინისტრის უზი ლანდაუს საქართველოში ვიზიტის დროს უნდა გაფორმდეს. მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ვიზიტის ფარგლებში ისრაელის გზებისა და წყლის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ერთად ბორჯომსა და ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. იხილეთ epn.ge
  21. საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-მ გუშინ, 15 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია დიმიტრი მედვედევისა და მოსკოვში სტუმრად მყოფი ვენესუელას პრეზიდენტის უგო ჩავესის შეხვედრის შედეგებზე.შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: ,,... ვენესუელა მოიქცა ისე ,,როგორც ნამდვილი მეგობარი, დაგვპირდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას და თავისი დანაპირები შეასრულა”...შემდეგ მან კიდევ დაამატა: ,, მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხში ეს არის ჩვენი ვენესუელელი მეგობრების პრინციპიალურ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  22. მტკვარმა დღეს უცნობი ქალის გვამი გამორიყა. ცხედარი ნაპირზე მეთევზეებმა შენიშნეს, რის შემდეგაც პატრული და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. პირველადი დათვალიერების შედეგად ცხედარს ჭრილობები არ აღენიშნება. ჯერჯერობით უცნობია მისი ვინაობა. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 20-25 წლის ქალბატონია. მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. ერთ–ერთი ვერსიით, უცნობმა ქალბატონმა თავი მოიკლა. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...