planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ჟურნალი FHM №10_2010 რუსეთი View the full article
-
ჟურნალი Penthouse_2010-09 View the full article
-
ამერიკული სპეცნაზის დაჯგუფება ცდილობს იპოვოს და დაიჭიროს კოლონიდან გაქცეული უცხოპლანეტელი... View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg გია ნოდია გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ქვეყნის პოლიტიკური სისტემა მიუახლოვდა საპარლამენტო რესპუბლიკას, ხოლო პრემიერ-მინისტრი (და არა პრეზიდენტი) მთავრობაში ყველაზე ძლიერ ფიგურად იქცა შეხედულებები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ორ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას ასახავს. ერთი მხარე ცვლილებებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავლის პოზიციიდან განიხილავს, მეორე მხარე კი თვითონ ცვლილებების შინაარსს უკვირდება. კრიტიკოსები ხაზს იმას უსვამენ, რომ ახალი კონსტიტუცია სააკაშვილს (რომელიც 2013 წელს, როდესაც მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, სულ 46 წლის იქნება) ქვეყნის მართვის საშუალებას ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის სტატუსში აძლევს. ადამიანებმა დაუყოვნებლივ იწყეს მისი შედარება რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრია: ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიულ პრეზიდენტს არ შეეძლო უბრალოდ გადამდგარიყო და სანაცვლოდ პრემიერ-მინისტრად დარჩენა გადაწყვიტა. სააკაშვილს იმავეს გაკეთება აქვს განზრახული – ამტკიცებენ კრიტიკოსები. რთულია იმის უარყოფა, რომ კონსტიტუციის ახალი ვერსია მას ამ შესაძლებლობას გაუჩენს, თუ მისი პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს (რაც ძალიან სავარაუდოა). სააკაშვილი, როდესაც მას 2013 წლის შემდეგ მის გეგმებზე ეკითხებიან, ძალიან ბუნდოვან პასუხს იძლევა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ეჭვს იმის შესახებ, რომ მას მართლაც უნდა პრემიერ-მინისტრად გახდომა. უფრო დემოკრატიული მაგრამ პუტინთან შედარება უსამართლოა, თუნდაც იმიტომ რომ პუტინს პრემიერ-მინისტრად გახდომამდე, კონსტიტუციის შესაცვლელად არავითარი ძალისხმევა არ გაუწევია. პირიქით, მოგვიანებით რუსეთის კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები დამტკიცდა, რომელთა თანახმადაც ამ ქვეყნის სუპერ-საპრეზიდენტო სისტემა უფრო მეტადაც კი განამტკიცა. (პრეზიდენტს 4 წლიანი ვადის ნაცვლად 6 წლიანი ვადა მიეცა). საქართველოში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით იმ შერეულ საპრეზიდენტო-საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა აღინიშნა, რომელშიც საკანონმდებლო ორგანო უპირატესია. სააკაშვილისა და პუტინის შედარება იმ ვარაუდს ეფუძნება, რომ კონსტიტუციის არსი მნიშვნელოვანი არაა. და ამასთან დათანხმება რთულია. დემოკრატიული კონსტიტუცია არ არის დემოკრატიის გარანტია, მაგრამ ის მისი წინაპირობაა. კომენტატორთა უმეტესობა იმ აზრს ეთანხმება, რომ ახალმა ცლილებებმა წინა სუპერ-საპრეზიდენტო სისტემა უფრო მეტად დაუახლოვა ევროპულ საპარლამენტო მოდელს და კონსტიტუცია უფრო დემოკრატიული გახადა. ყველაზე სერიოზული კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პრემიერ-მინისტრი ზედმეტადაა დაცული, რაც პარლამენტს მისი კონტროლის საშუალებას უზღუდავს. როგორც კი პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი დაინიშნება, პარლამენტისთვის მათი გადაყენება ძალიან რთული ხდება. ამისთვის პარლამენტმა ახალი უმრავლესობა უნდა ჩამოაყალიბოს და ახალ პრემიერ-მინისტრს სამი-მეხუთედით უნდა დაუჭიროს მხარი. გარდა ამისა, მან ეს უმრავლესობა ორ თვეზე დიდხანს უნდა შეინარჩუნოს რთული პროცედურების ჩატარებით, რომელშიც პრეზიდენტის შესაძლო ვეტოც შედის. ამ სისტემის მხარდასაჭერად მთავრი არგუმენტი ისაა, რომ საქართველოს არ ჰყავს სტაბილური პოლიტიკური პარტიები და საპარლამენტო მოდელი ხშირი კრიზისების მიზეზი გახდებოდა. ეს მართებულიც რომ იყოს, უნდობლობის გამოცხადების რთული პროცედურის გამო, სისტემა აღმასრულებელი შტოსკენ იხრება, რაც ახალი მოდელის დემოკრატიულ ხასიათს ასუსტებს, მაგრამ ეს არ უარყოფს საბოლოო შეფასებას, რომლის თანახმადაც ეს სისტემა უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ძველი. სუსტი დებატები პოლიტიკურმა პროცესმა, რომლის მეშვეობითაც მიღბულ იქნა ჩასწორებები, საქართველოს დემოკრატიის სუსტი ასპექტები წარმოაჩინა, მაგრამ ამავე დროს წარმოაჩინა ზოგიერთი ისეთი ნიშანიც, რომელიც იმედისმომცემია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ჩასწორებები შედარებით ფართო და ამომწურავი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა. საკონსტიტუციო კომისია 2009 წლის ივნისში შეიქმნა და ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიას მასში მონაწილეობა შესთავაზეს, მაგრამ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ამაყად განაცხადა უარი, შესაძლოა იმიტომ რომ არ იცოდნენ, რომელი საკონსტიტუციო მოდელისთვის დაეჭირათ მხარი. ისინი მანამდე აცხადებდნენ, რომ დემოკრატიას საქართველოში უპირველეს ყოვლისა წინ პრეზიდენტის ძლიერი ძალაუფლება ეღობება, მაგრამ ახლა როდესაც მათ დაასკვნეს, რომ საპარლამენტო სისტემამ შეიძლება სააკაშვილის სასარგებლოდ ითამაშოს ისინი შეცბნენ. მას შემდეგ რაც მაისში ცხადი გახდა, რომელ მოდელს მიიღებდნენ, დისკუსია ძალიან დუნედ წარიმართა. ორი-სამი ექსპერტის გარდა, ოპონენტთა უმეტესობა უბრალოდ იმეორებდა, რომ ჩასწორებები სააკაშვილის გათვალისწინებით მომზადდა და ხელისუფლებას არა აქვს არავითარი მორალური უფლება ამ ცვლილებების მიღებისა. აღმოჩნდა რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით მთავარი დისკუსია წარიმართა არა ოპოზიციის ან სამოქალაქო საზოგადოების, არამედ ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს მიერ და მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ მოდელთან დაკავშირებით სერიოზული კრიტიკული შენიშვნები გამოსთქვა (მათ შორისაა ის, რაც ზევითაა ნახსენები), საერთო ჯამში მან ხაზი გაუსვა ცვლილებათა პოზიტიურ ხასიათს. ჩვენ თავისი უნდა მივაგოთ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო და რამდენიმე კონკრეტულ დათმობასაც მიაღწია, მაგრამ მთავარი ოპოზიცია, რომელიც დღეს პარლამენტის მიღმაა აცხადებს, რომ არ იქნა მიღებული ვენეციის კომისიის ყველა წინადადება, მერე კი აკრიტიკებს მას იმ დასკვნებისთვის, რომელსაც ოპოზიცია ვერ დაეთანხმება. თავის მხრივ, მმართველმა პარტიამ გაუმართლებელი სიჯიუტე გამოიჩინა, როდესაც უარი სთქვა ჩასწორებების გარშემო დისკუსიის ერთი-ორი თვით გაგრძელებაზე. ამით სიტუაცია არ შეიცლებოდა, მაგრამ ეს ძირს გამოუთხრიდა ოპონენტების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ცვლილებები ნაჩქარევად მიიღეს, რომ საჯარო დისკუსიები განზრახ ჩატარდა აგვისტოში, როდესაც ყველა შვებულებაშია და მთავრობამ თავი არც კი შეიწუხა და არ დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო ვერდიქტს (ეს ვერდიქტი წარმოდგენილ იქნა ზუსტად იმ დღეს, როდესაც ჩასწორებები დაამტკიცეს). ორიგინალი ორიგინალი
-
22 ოქტომბერს, 09:30 საათზე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი ნატოს ელჩებს შეხვდება. მის: ლადო გუდიაშვილის ქ. #7(ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი, III კორპ.) 22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პროკურატურის ინიციატივით, “დედა ენის” ბაღში დასუფთავების აქცია მოეწყობა. 22 ოქტომბერს, 11.00 საათზე, საქართველოს, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი უცხოელ სტუმრებთან ერთად ეწვევა. 22 ოქტომბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და “ინტელის” ვიცე-პრეზიდენტი ჯონ დევისი ხელს მოეწერენ მემორანდუმს “კომპიუტერი ყველასთვის ” პროექტის შესახებ. მის: უზნაძის ქ. №52 22 ოქტომბერს, 11:30 საათზე, განათლების სამინისტროში ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილე ელიზაბეტ რუზველტთან შეხვედრა გაიმართება. მის: უზნაძის ქ. №52 22 ოქტომბერს, 11:30 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” პარლამენტის წევრებისთვის, ფინანსური ზედამხედველობის საკითხებზე, ერთდღიანი სემინარი გაიმართება. 22 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრები დანიური არასამთავრობო ორგანიზაცია SILBA-ს დელეგაციის წევრებს შეხვდებიან. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ეწვევა. 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში პედაგოგებთან შეხვედრას გამართავენ თემა: “პედაგოგების სადაზღვევო დისკრიმინაცია”. 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, “ქრისტიან-დემოკრატები” წყალგაყვანილობის რეაბილიტაციას მოითხოვენ. მის: ქუთაისი, საფიჩხია, გელათის ქუჩა 22 ოქტომბერს, 13.00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს. მის: ცაგარელის ქ. #74 22 ოქტომბერს, 13.00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ინტერნეტოკუპაცია”. 22 ოქტომბერს, 13.00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “კომუნალურ გადასახადებზე ბანკის საკომისიო ისევ ძალაშია”. მის: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #16 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “თეთრების” ოფისში ბრიფინგი გაიმართება. თემა: “მოსახლეობის ნამდვილი სოციალური გენოციდი სააკაშვილის “პოტიომკინის სოფლების” ფონზე. მის: ღამბაშიძის ქ. #4 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდო ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “რამ გამოიწვია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, მიზეზები და პასუხისმგებელი პირები”. სათათბირო ოთახი № 302 22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი სოფიო ხორგუანი პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს. მის: კოსტავას #25 22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტში, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში, თემაზე “კლიმატის ცვლილების პრობლემა საქართველოში” შეხვედრა გაიმართება. 22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი 22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი 22 ოქტომბერს, 14.00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ნატოს ელჩებს შეხვდება. 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნატოს მუდმივმოქმედ ელჩებს შეხვდება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (№ 221) 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გაეროს კვირეულის ფარგლებში, გაეროს საინფორმაციო კუთხე გაიხსნება. მის: ჩაიკოვსკის ქ. #9, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის #42-ე საჯარო სკოლა 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის დარბაზში “ჯაზუ” არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები “ქართული პარტიის” ლიდერებს შეხვდებიან. მის: იონა ვაკელის ქ. #18 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მცხეთის კინოს სახლში “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” მხარდამჭერთა შეკრება გაიმართება. 22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ლტოლვილთა სამინისტროსთან მოძრაობა ~არა!~ ლილოს ბაზრობაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქციას გამართავს და გამოაქვეყნებს განცხადებას უსახლკაროთა მდგომარეობასთან დაკავშირებით. 22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და განვითარების საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდებიან. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, Event Hall-ში გაეროს დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება. თბილისობის პროგრამა 22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ვაკის პარკში, კლუბში “33ა” ახალბედა ჯგუფების შესრულებით თანამედროვე მუსიკის კონცერტი გაიმართება. 22 ოქტომბერს, 14.00 საათზე, საქართველოს ქალთა საბჭოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით გამოფენა- “მრავალფეროვანი თბილისი” და დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 22 ოქტომბერს, 15.00 საათზე, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გამოფენა “წიგნები თბილისზე” გაიხსნება. მის: ტოვსტონოგოვის ქ. #2 22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, `ჟიულ ვერნის დღეები~ – ნანტი-თბილისის ურთიერთობების ფარგლებში, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში ჟიულ ვერნის ნაწარმოების “ყინულის სფინქსის” ახალი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება. მის: გ. ტოვსტონოგოვის ქ. #2 22 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტის” შიდა ეზოში ფოტოპროექტის – “აკაკიდან კაკი წერეთლამდე” ფარგლებში გამოფენა გაიხსნება. 22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში, კლუბში “33ა” პოპულარული ჯგუფების შესრულებით თანამედროვე მუსიკის კონცერტი ჩატარდება. 22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში მანანა მენაბდის ახალი მუსიკალური პროექტის _ “აქედანა”, პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართება. მის: გ. აბესაძის ქ. #10 22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრში ლ. მინკუსის ბალეტის “დონ კიხოტის” სპექტაკლი გაიმართება, რომელიც ქართული ბალეტის ფუძემდებლის, გამოჩენილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. 22 ოქტომბერს, 22:00 საათზე, მეტეხის ხიდზე ავთანდილის მოდელების ჩვენებით მოდის კვირეული გაიხსნება. იხილეთ epn.ge
-
ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს ძალოვნები რომ წყვეტენ, ვხედავთ და შევეჩვიეთ; აღარ გვიკვირს, რომ სასამართლო პოლიტიკისა და პროკურატურის შემადგენელი ნაწილია და სიმართლეზე თვალს ხუჭავს; ვხედავთ, შევეჩვიეთ და აღარ გვიკვირს, თუკი ვინმე უდანაშაულო პიროვნებას, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელთა ინტერესებიდან გამომდინარე, საპყრობილეში მოათავსებენ. გაზიარება [ლადო ქირია. 19:35 21-10-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMBdy-abgnI/AAAAAAAAEI4/jNcdH1u2iQ4/s200/PATRUL.gifდღეს საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა: ბიზნესის დატერორება, ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვა, პირდაპირ ქუჩებში ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტა, მოსმენ-დასმენის ინსტიტუტის ფაქტობრივი დაკანონება, ქვეყანაში საყოველთაო შიშისა და სასოწრკვეთილების დანერგვა. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიოს” თავის მოსაზრებას უზიარებს პიროვნება (ვინაობის გამხელა არ ისურვა), რომელმაც რამდენიმე ათეული წელი იმუშავა სამართალდამცავ ორგანოებში მაღალ თანამდებობებზე: ზამთარში დამშეულ მგელთა ხროვა რომ გამოვა საშოვარზე, ისეა დღეს პოლიცია, უფრო მეტად - საპატრულო პოლიცია. აგედევნებიან, გითვალთვალებენ, იქნებ, რაიმე შეცდომა დაუშვა ავტომანქანით მოძრაობის დროს და დაჯარიმებისთვის საბაბი იშოვონ. თუნდაც უმნიშვნელო დარღვევის დროს მგლებივით დაგესევიან; სიტყვას ვერ შეუბრუნებ, რადგან ვითარებას დაძაბავენ, გაართულებენ და შეიძლება საპატიმროშიც აღმოჩნდე. ახლა ბევრს ლაპარაკობენ, პოლიციამ ხალხის ნდობა მოიპოვაო. სიცრუეა, მათ მიმართ მხოლოდ შიში და ზიზღი იგრძნობა. ისინი პატივისცემით მხოლოდ მათივე ოჯახის წევრებსა და ახლობლებში სარგებლობენ. პოლიცია ვერ იტანს ქუჩაში თავმოყრილ ახალგაზრდებს, მით უმეტეს, თუკი რომელიმე მათგანი ნასამართლევია ან პირობითი სასჯელი აქვს. ზუგდიდში მათ ქუჩებში გამოსვლა ეკრძალებათ. პერიოდულად, “პროფილაქტიკისთვის”, ასეთ პირებს ოჯახებში უვარდებიან, მიჰყავთ იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. თუ ვინმემ პრეტენზია გამოთქვა ან გამოესარჩლა, პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება გარანტირებული გაქვს. თავს ვერ გაიმართლებს, მოწმეები ხომ ისევ პოლიციელები არიან?! იქით უნდა ეხვეწო და მადლობა უნდა გადაუხადო, აღკვეთის ღონისძიებად “გირაო” თუ გაგიფორმეს და საბოლოოდ საპროცესო გარიგებას დაგაჯერეს. ჩვენთან პოლიციელებს ნარკოტიკულ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა გამოვლენა “ცოტა სხვანაირად” ესმით და ამისთვის თავისებურ ხერხს იყენებენ; მაგალითად, მოიყვანენ პიროვნებას, რამდენიმე საათს ამყოფებენ სამმართველოში ან პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი მოწყურებულს წყალს მიაწოდებენ, ამ წყალში კი ნარკოტიკია გარეული. დაკავებული დალევს ამ წყალს, 1-2 საათის შემდეგ წაიყვანენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტიც სახეზეა. მე შენ გეტყვი და დაამტკიცებ შენს სიმართლეს. სწორედ ამის გამო არ მიჰყავთ პიროვნება დაკავებისთანავე შემოწმებაზე, აჩერებენ რამდენიმე საათს, წყურვილმა რომ შეაწუხოს. პოლიციის ეს მეთოდი ცნობილი გახდა და ყველა ცდილობს, არ დალიოს პოლიციის მუშაკის მიერ მოწოდებული წყალი. ამიტომ საჭირო გახდა სხვა ხერხის გამოძებნა და გამონახეს კიდეც. პოლიციაში მოჰყავთ დაკავებული, ძალის გამოყენებით გაუკეთებენ ნარკოტიკს ნემსით (ეს მეტწილად ხდება საღამოობით). დაკავებულს არ აძლევენ თავის ადვოკატთან და ახლობლებთან შეხვედრის უფლებას. დაკავებული რამდენიმე საათის განმავლობაში იზოლირებულია, შემდეგ კი მიჰყავთ შემოწმებაზე. ამასობაში გადის 5-6 საათი და, რომც მოინდომო, ნემსის ნაჩხვლეტს მაინც ვერ უპოვნი. პოლიციის სამმართველოებსა და განყოფილებებში მოულოდნელი შემოწმება რომ ჩაატარონ, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას აღმოაჩენენ. პოლიციის ყველა სამმართველოსა და განყოფილებაში ჰყავთ სპეციალურად ასეთი სამუშაოების შემსრულებელი გამომძიებლები და ოპერატიული მუშაკები. მართლაც, რაც ბოლო პერიოდში ხდება, უკვე მეტისმეტია. ზუგდიდელები: მალანია, ჭანტურია, აკობია, კუკავა და სხვები ასეთი თავხედი და აღვირახსნილი პოლიციელების გამო უკანონოდ არიან დაკავებულნი და შესაძლებელია მხოლოდ კოლოსალური თანხის გადახდის შემდეგ დაუბრუნდნენ მშობლიურ კერას, წინააღმდეგ შემთხვევაში 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პოლიციელები განსაკუთრებით ნადირობენ იმ ახალგაზრდებზე, რომელთა მშობლები საზღვარგარეთ იმყოფებიან. პროკურატურა კი წაყრუებას არჩევს, რადგან გირაოსა და საპროცესო შეთანხმების დროს მიღებული თანხები საკმაოდ სოლიდურია."საქართველო და მსოფლიო" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png ტედ გალენ კარპენტერი ობამას ადმინისტრაცია ღიად ცდილობს რუსეთთან იმ ურთიერთობების „გადატვირთვას“, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის ბოლო წლებში სერიოზულად გაფუჭდა. მართალია ვაშინგტონს ტერმინი „გადატვირთვა“ აშშ-ჩინეთის ასევე პრობლემურ ურთიერთობთან მიმართებაში არ გამოუყენებია, თუმცა როგორც სჩანს ამოცანა იგივეა. თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი ორი ქვეყნის არმიებს შორის დიალოგის აღდგენას შეეცადა, რაც მსგავსი განზრახვების არსებობაზე მიუთითებს ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო, ორივე მიზანი პრობლემებს აწყდება. როგორც სჩანს ხელისუფლებები არ არიან მზად შეეგუონ იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს სისტემაში ჩართული ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფო უშუალოდ მის მიმდებარე რეგიონში მოისურვებს და შეეცდება თავისთვის გავლენის სფეროს უზრუნველყოფას. სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა სახელი (სამწუხაროდ) იმით გაითქვა, რომ განაცხადა: გავლენის სფეროების კონცეფცია არქაული და მავნებელიაო, მაგრამ ეს სახიფათოდ მცდარი მოსაზრებაა. რუსეთთან და ჩინეთთან აშშ-ს დაძაბული ურთიერთობა საპირისპიროს ადასტურებს. ბოლო და საკმაოდ მოუქნელი პროვოკაცია იყო ის, რომ მოსკოვი ვენესუელას დაპირდა, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში დაგეხმარებიო. არ არის გასაკვირი, რომ აშშ-ს „ქორებმა“ ხმამაღლა დაიწყეს რუსეთის დადანაშაულება, რომ მოსკოვი ვერაგულად არღვევს „მონროს“ დოქტრინას. მათი აღშფოთება ფარისევლურია, რადგან სწორედ ამ „ქორების“ დიდი ნაწილი წარმატებით ცდილობდა ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას, ახლა კი აქტიურად უჭერენ მხარს ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემის განთავსებას აღმოსავლეთ-ევროპაში და ნატო-ში უკრაინის და საქართველოს მიღებას, თითქოს რუსეთს არ გააჩნდა გონივრული მიზეზები მის გეოპოლიტიკურ ეზოში მსგავსი ქმედებები გაეპროტესტებინა. ამბობენ რომ გაფუჭებული საათი დღე-ღამის განმავლობაში სწორ დროს ორჯერ აჩვენებს. „ქორებიც“ ასე არიან – ისინი რუსეთ-ვენესუელას გარიგებასთან დაკავშირებით არ ტყუიან. აშშ უაღრესად დაინტერესებულია იმით, რომ ლათინურ ამერიკაში ბირთვული ტექნოლოგიების და ბირთვული იარაღის არ არსებობა უზრუნველყოს. მოსკოვის მზადყოფნა დაეხმაროს უგო ჩავესს ბირთვული პოტენციალის მოპოვებაში, თუნდაც მშვიდობიანი მიზნით ელექტროენერგიის წარმოებაში ის არამეგობრული ჟესტია, რომელსაც ადგილი უკვე ჩვენს გეოპოლიტიკურ ეზოში აქვს. ორივე მხარემ უკან უნდა დაიხიოს. რუსეთმა კორექტულად უნდა დატოვოს მისი კომფორტული ურთიერთობები ჩავესთან, აშშ-მ კი უნდა შეწყვიტოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის განთავსებასა და ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოვებაზე საუბარი. ვაშინგტონმა და მოსკოვმა უნდა აღიარონ, რომ გავლენის სფეროების კონცეფცია ცოცხალი და ჯანსაღია და მისი გაუმართლებელი დარღვევა ანადგურებს ურთიერთობების „გადატვირთვის“ ყოველგვარ პერსპექტივას. აშშ-ს ხელისუფლებამაც უნდა გაიგოს, რომ ჩინეთთან თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის საჭიროა მზაობა იმის აღიარებისთვის, რომ ეს სწრაფად მზარდი აღმოსავლურ-აზიური ზესახელმწიფო გავლენის სფეროს ორგანიზებას მისი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზეც შეეცდება. პეკინის დიდი ტერიტორიული ლტოლვა სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში და ამასწინანდელი დავა იაპონიასთან მსოფლიო ოკეანის ამ ნაწილის პატარა კუნძულებისთვის იმის ნიშნებია, რომ ეს პროცესი დაწყებულია. ჩინეთის მზარდი ძალა და მისი თვითდაჯერებულობა იმას ნიშნავს, რომ აშშ ასეთ ტერიტორიულ დავებს ფრთხილად უნდა მიუდგეს, ისევე როგორც ტაივანის კიდევ უფრო დელიკატურ საკითხს, სხვა შემთხვევაში ვაშინგტონი პეკინთან უსიამოვნო შეტაკებებს ვერ ასცდება. კონდოლიზა რაისი არასწორი იყო. მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, გავლენის სფეროები 21-ე საუკუნეშიც მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, განსაკუთრებით ზესახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში. აშშ-ს მხრიდან ამის გაცნობიერება და რეალობასთან შეგუება აუცილებელია. ორიგინალი ორიგინალი
-
დღეს მალგობეკში დააკავეს ქალაქის შს განყოფილების ოპერატიული რწმუნებულის, რუსლან კარტოევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. იგი აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრები, 33 წლის იახია აგიევი. დაკავებისას მისგან ამოუღელი იქნა საბრძოლოდ გადაკეთებული მაკაროვის სიტემის ტრამვატული პისტოლეტი ვაზნების გარეშე.შეგახსენებთ, რომ კარტოევის მკვლელობა მოხდა ქალაქ მალგობეკში, ლერმონტოვის ქუჩაზე 19 ოქტომბრის საღამოს. მკვლელმა ოპერრწმუნებულს რამოდენიმეჯერ ესროლა 9 მმ ყალიბის ცეცხლსასროლი იარაღიდან. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე