planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
თბილისი ,,მერების შეთანხმების’’ შესახებ პირველ საერთაშორისო, ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს. თბილისი პირველი დედაქალაქია, ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობლებს შორის, რომელმაც ,,მერების შეთანხმებას’’ ხელი მოაწერა. შეთანხმება ქვეყანას ჰაერში CO2 20%-ით შემცირებას ავალდებულებს. ,,მერობის შეთანხმების’’ შესახებ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისს აღმოსავლეთ ევროპის , კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 45-მდე ქალაქის 150 წარმომადგენელი ეწვია. როგორც თბილისის მერმა, გიგი უგულავამ კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, ორი დღის განმავლობაში სხვადსხვა დედაქალაქის თვითმართველობების წარმომადგენლები გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ამ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მხრივ გასატარებელ ღონისძიებეზე ისაუბრებენ. ,,ყველაფერი დადის თითოეული ადამიანის შეგნებაზე. ამიტომ მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენ ჩვენს საზოგადოებას დავანახოთ პრაგმატული საჭიროება ამ მნიშვნელოვანი მომენტების დანერგვის’’, - ამბობს გიგი უგულავა. ,,მერობის შეთანხმებაზე’’ ხელმომწერ ქვეყნებს ევროკავშირი და პარტნიორი ორგანიზაციები კროექტების განხორციელებაში დაეხმარება, რისთვისაც ისინი გარკვეულ თანხებს გამოყოფენ. თანხები ასევე გამოიყოფა დედაქალაქის ბიუჯეტიდანაც. თბილისის მერმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა ჯერ დამუშავების სტადიაშია, ამიტომ განსახორციელებელი პროგრამების ბიუჯეტი ჯერ განსაზღვრული არ არის. კონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, ფრანგული კომპანია საქართველოში ელექტრო-საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირები კვლევას ატარებს. კვლევა მომავალ წელს დასრულდება. ქალაქის მერის ახალი ინიციატივით თბილისში დაგეგმილია ახალი ელექტრო ტრანსპორტის, თანამედროვე ტრამვაის ამუშავება. ,,ეს იქნება ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას დავიწყოთ საუბარი და მოვიზიდოთ თანხა ტრანსპორტის ამ სახეობის დანერგვისთვის. ამ სახეობის ტრანსპორტის ამუშავება ნიშნავს დიზელის ტრანსპორტის შემცირებას ქალაქში, ეს კი ნიშნავს CO2 გამოყოფის შემცირებას’’, - ამბობს თბილისის მერი. კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, კლიმატზე აქტიური ზრუნვა საქართველოში უკვე მიმდინარეობს. ,,ბოლო წლებში ქალაქის მერიასთან ერთად თბილიში ნახევარ მილიონზე მეტი ხე დარგა, მხოლოდ თბილისში ახლაც მიმდინარეობს გამწვანების აქცია’’, - განაცხადა ხაჩიძემ. ,,მერების შეთანხმებაზე’’ ხელი მოწერილი აქვს 37 ქვეყნის 2000-ზე ქალაქს, აქედან ევროკავშირის 21 დედაქალაქს და სამ არაწევრს დედაქალაქს. მთლიანად ეს შეადგენს 127 მილიონ მოსახლეს და წელიწადში ნაშრორჟანგის ემისიის 132 მილიონი ტონით შემცირებას ნიშნავს. კონფერენციაზე იმყოფებიან შეთანხმებაზე ხელმომწერი ევროკავშირის ქალაქების, - პარიზის, ვარშავას, ბარსელონას, ლვოვის, - წარმომადგენლები. ასევე მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები: ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა და მსოფლიო ბანკები. ევროკავშირმა ,,მერობიოს შეთანხმებას’’ 2 წლის წინ 2008 წელს ჩაუყარა საფუძველი, როდესაც რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქის წარმომადგენლობამ გადაწყვიტა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ებრძოლა. კონფერენცია ევროკავშირის ორგანიზებით იმართება. თბილისმა ,,მერობის შეთანხმებას’’ ხელი 2010 წლის აპრილშჳ მოეწერა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დაღესტანიდან ინგუშეთში სახლში მიმავალი ორი მგზავრი გზაში დაიკარგა. მაგომედ ხუტიევი და ასლან ხაშაგულგოვი მუშაობდნენ ჩრდილოკავკასიის ფედერალური ოლქის მშენებელთა გილდიაში და ხშირად დადიოდნენ მივლინებებში რეგიონის სხვადასხვა რესპუბლიკებში. ცოტა ადრე ხუტიევმა დაურეკა თავის ნათესავებს და აცნობა, რომ ბრუნდება სახლში ხაშაგულგოვთან ერთად. თუმცა დღემდე არცერთი მათგანი არ გამოჩენილა როგორც სახლში ისე სამსახურში.,,ჩვენ გავემგზავრეთ დაღესტანში იმავე მარშრუტით, ვიმედოვნებდით რა რომ რამეს მაინც ვნახავდით... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მოსკოვს ახალი მერი ჰყავს.იური ლუჟკოვი სერგეი სობიანინმა შეცვალა. მოსკოვის ახალი მერი სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2005 წელს ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. ის ხელმძღვანელობდა საპრეზიდენტო არჩევნებში დიმიტრი მედვედვის შტაბს. მოგვიანებით, რუსული პირველი არხის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს.უკვე დღეს კი მოსკოვის საქალაქო დუმამ, მისი კანდიდატურა ქალაქის მერის პოსტზე,დაამტკიცა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც საქართველოს სხვა ისტორიულ რეგიონებში, შემორჩენილია მდიდარი ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობა, რომელმაც საუკუნეების ქარტეხილებს გაუძლო და დღემდე შემორჩა, როგორც სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ისტორიულ _ კულტურული ერთიანობისა და სულიერი გაუტეხელობისა. საქართველოს ისტორიულ რეგიონებს შორის აფხაზეთი წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის ჩრდილო _ დასავლეთ კარიბჭეს, რომელიც მუდამ ფხიზლად იდგა ქართული სახელმწიფოებრიობისა და სულიერების სადარაჯოზე. სწორედ აქედან დაიწყო ბრძოლა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა,დღეს, ეროვნული საკვალიფიკაციო სტანდარტები შეიმუშავა. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო დოკუმენტი დღეს დიმიტრი შაშკინმა, განათლების და მეცნიერების მინისტრმა და განთელბის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,დავით კერესელიძემ წარმოადგინეს. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, აყალიბებეს თუ რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს პირს საფეხურების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტრის, ატესტატის, დიპლომის მისაღებად. ”ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” მიღებით დაინერგება მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის სისტემა, რასაც ითვალისწინებს სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო (The European Qualifications Framework for Lifelong Learning ). ეს სისტემა რვადონიანია და მოიცავს ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას. „ამ გზით გამარტივდება საქართველოში მიღებული განათლების აღიარება საერთაშორისო დონეზე“,–ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53534.jpgსერგეი სობიანინი მოსკოვის ახალი მერია. ყოფილი ვიცე-პრემიერი ამ თანამდებობაზე მოაკოვის საქლაო სათათბირომ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრის შედეგების თანახმად, სობიანინის კანდიდატურას 35-დან 32 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53535.jpgრუსები სტალინის ხატებთან ლოცულობენ. რუსმა ჟურნალისტებმა მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში ხატები აღმოაჩინეს, რომლებზეც დიდი ბელადი იყო გამოსახული. View the full article
-
საქართველოს საგარეო ვალი, მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 3 753 918 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 31 აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით 179 612 000 აშშ დოლარით მეტია. საგარეო ვალის მაჩვენებელი გაზრდილია 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. გასული წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 3 301 512 აშშ დოლარს შეადგენდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალის საერთო მოცულობიდან მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალი 2 692 294 000 აშშ დოლარია, ხოლო ორმხრივი კრედიტორების მიმართ – 558 061 000 აშშ დოლარი. 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს მიერ სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ოდენობა 3 563 000 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ერვობონდების ვალი – 500 000 000 აშშ დოლარს. იხილეთ epn.ge