Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dachra01.0710-150x150.jpgთბილისში, ყაზბეგის გამზირზე წუხელ ცივი იარაღით 35 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი ურთიერთ შელაპარაკებას მოყვა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცს ნაკვეთი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ექიმების განცხადებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაზარალებულის ახლობლები მოხდართან დაკავშირებით კამერებთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში აცხადებენ, რომ დაშავებული ნასვამი იყო და შელაპარაკება მეგობრებთან მოუვიდა. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იხილეთ epn.ge
  2. ცნობილი ქართველი ტენორი ლადო ათანელი საქართველოში საქველმოქმედო კონცერტების ტურნეს იწყებს. როგორც `მედიანიუსს” ლადო ათანელის საქველმოქმედო ფონდ… ლინკი მედიანიუსზე
  3. 20 ოქტომბერს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტმა მონიტორინგი განახორციელა გლდანის #8 დაწესებულების კარანტინში. … ლინკი მედიანიუსზე
  4. დღეიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მიღების მსურველთათვის გამოცდები დაიწყება. როგორც “მედიანიუსს” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, 22-23… ლინკი მედიანიუსზე
  5. დღეს თბილისში “დედა ენის” ბაღში დასუფთავების აქცია მოეწყობა. აქცია“საზოგადოებრივი პროურატურის” ფარგლებში ჩატარდება და თბილისობის დღესასწაულს… ლინკი მედიანიუსზე
  6. ხვალ, 23 ოქტომბერს გაიმართება პრემიერ ლიგის მე–9 ტურის შვიდი მატჩი. მათ შორის კი ყველაზე საინტერესი ალბათ "ტოტენჰემსა" და "ევერტონს" შორის გასამართი მატჩი იქნება, რომელიც "უაით ჰართ ლეინზე" გაიმარტება. იხილეთ fanebi.com
  7. დღეს თბილისში, გამოფენების ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ავტომობილებისა და აქსესუარების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. როგორც „მედიანიუსს“ ექსპო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის… ლინკი მედიანიუსზე
  8. მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნლმა ლუი ვან გაალმა იმედი გამოთქვა, რომ იანვრის შემდეგ მარტინ დიმიკელესი ისევ გერმანელთა რიგებში ითამაშებს. იხილეთ fanebi.com
  9. აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ ჯერი ქონების გადანაწილებაზეც მიდგა. რუსეთის სათათბიროში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაიბარეს და მსჯელობდნენ, როგორ უნდა გადავიდეს მოსკოვის საკუთრებაში აფხაზეთში არსებული უძრავი ქონება.მოსკოვი რუსი ბიზნესმენებისათვის პრივილეგიებს ითხოვს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიმართავს მომზადდეს ბაზა, რათა რუსული საქმიანი წრეების წარმომადგენლებს აფხაზეთში ქონების ყიდვა გაუადვილდეთ, საუბარია უნიკალური საკურორტო ზონის და იქ არსებული ინფრასტრუქტურის მითვისე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  10. ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათდამი რწმუნებულ რეგიონში ამჟამად მოქმედებს შეიარაღებულ მეამბოხეთა 70-ზე მეტი დაჯგუფება. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი აქტიურობით გამოირჩევიან დაღესტნისა და ყაბარდო-ბალყარეთის ბოევიკები. განვლილი 9 თვის მანძილზე ოლქში დარეგისტრირებულია 330 ტერორისტული და ექსტრემისტული მიმართულების შემთხვევა.ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  11. გუშინ იუვენტუსის ნახევარმცველმა მილოშ კრასიჩმა ზალბურგის კარში გატანილი გოლის ერთადერთი ავტორი გახდა. შეხვედრა ფრედ დასრულდა, ჩეხი კი არც ისე კმაყოფილია. იხილეთ fanebi.com
  12. პირველი ღონისძიება, რომელიც 22 ოქტომბერს თბილისობის მეორე დღის ფარგლებში გაიმართება, თანამედროვე მუსიკის კონცერტია, რომელზეც ახალბედა ჯგუფები დილის 11 საათზე ვაკის პარკში, კლუბში 33ა, იმღერებენ. დღის ორ საათზე გამოფენა– მრავალფეროვანი თბილისი გაიხსნება. ასევე დაგეგმილია დოკუმენტური ფილმების ჩვენება. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს ქალთა საბჭო წარმოადგენს და ეროვნულ არქივში იქნება წარმოდგენილი. დღესვე კიდევ ერთი გამოფენაა დაგეგმილი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შეგიძლიათ დაათვალიეროთ გამოფენა „წიგნები თბილისზე“, რომელიც სამ საათზე გაისხნება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთი საათით გვიან კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდება– ჟიულ ვერნის დღეები, რომელზეც მწერლის ნაწარმოებების ახალი თარგმანები იქნება წარმოდგენილი. გამოფენა „აკაკიდან აკაკი წერეთლამდე“ დღეს, 5 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტის ეზოში გაიმართება. თბილისობის დღესასწარულის მეორე დღეს ლიტერატურული პრემია გალას დაჯილდოვების ცერემონიალი დაასრულებს, რომელიც დედაენის ბაღში გაიმართება საღამოს ექვს საათზე. დასახელდება ექვს ნომინაციაში გამარჯვებული ის კრებულები, რომლებიც 2009 წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის სექტემბრამდე გამოიცა და კონკურსზე გამომცემლობებმა წარადგინეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გამორიცხავს, რომ მისი გუნდის პორტუგალიელი მცველი პეპე გუნდიდან წასვლას არ აპირებს. იხილეთ fanebi.com
  14. კატალონიური ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სარაგოსასთან მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. იხილეთ fanebi.com
  15. მადრიდის რეალის თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დარწმუნებულია, რომ მალე შესანიშნავ ფორმაში ჩადგება და გოლების გატანასაც დაიწყებს. იხილეთ fanebi.com
  16. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის (აღმოსავლეთ საქართველო) საკრებულოს აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გელა თეთრაულმა, ადგილობრივი ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" მთავარ რედაქტორს ილია მარტყოფლიშვილს სასამართლოში უჩივლა და მისგან, პატივისა და ღირსების შელახვისთვის, 10 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა. ამის შესახებ Media.Ge-ს თავად ილია მარტყოფლიშვილმა აცნობა. გაზიარება [01:18 22-10-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMCgPecGHrI/AAAAAAAAEJA/AZtUpZ1zKmo/s200/400_F_16.jpgსარჩელში დეპუტატი აღნიშნავს, რომ ილია მარტყოფლიშვილის მიერ წლების მანძილზე სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიებით მას და მის საქმიან რეპუტაციას მორალური ზიანი მიადგა. „დეპუტატს რატომღაც თმენის ვალდებულება არ გამოუყენებია და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა", ამბობს მარტყოფლიშვილი. როგორც გელა თეთრაულმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ჟურნალისტმა ის თავის ბლოგზე, არაერთხელ დაადანაშაულა საბიუჯეტო თანხების მითვისებაში. „ამ თანხებთან შეხება საერთოდ არ მქონდა, მაგრამ გამიზნულად ავრცელებს დაუდასტურებელ ბრალდებებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში არაერთ ფინანსურ დარღვევაში და დოკუმენტების გაყალბებაში დამადანაშაულა. ამ ბრალდებებზე იწყება ხოლმე გამოძიება და დაკითხვიდან დაკითხვაზე დავდივარ. მე მესმის, რომ საჯარო მოხელეებს თმენის ვალდებულება გვაკისრია, მაგრამ ასე ხელაღებით ადამიანებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება არ უნდა ხდებოდეს. ამიტომაც სარჩელით დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს მივმართე და გავრცელებული ინფორმაციების საჯაროდ უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს დეპუტატმა. ილია მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ინფორმაცია არასოდეს გამოუქვეყნებია და მზად არის სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ის საჯარო მოხელის ნაბიჯს ზეწოლად და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის მცდელობად აფასებს.media.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  17. თბილისში, ე.წ. ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით , არავინ დაშავებულა. ლინკი მედიანიუსზე
  18. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53544.jpgთბილისში უკვე მუშაობენ პროექტზე, რომელმაც ჯანმრთელობისთვის მავნე გამონაბოლქვი 20 პროცენტით უნდა შეამციროს. ორიი წლის წინ ქალაქის მერებს შორის მიღებული შეთანხმება საბოლოო სახეს ათ წელიწადში მიიღებს. View the full article
  19. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53549.jpgთბილისში უკვე მუშაობენ პროექტზე, რომელმაც ჯანმრთელობისთვის მავნე გამონაბოლქვი 20 პროცენტით უნდა შეამციროს. ორიი წლის წინ ქალაქის მერებს შორის მიღებული შეთანხმება საბოლოო სახეს ათ წელიწადში მიიღებს. View the full article
  20. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/stern.de.jpg სებასტიან კემნიცერი და იულია ტემენი გერმანიაში მცხოვრები თურქები თავიანთ შვილებს გერმანულ სკოლებში დაჩაგრულად და გარიყულად თვლიან. ამიტომ ისინი აარსებენ კერძო დაწესებულებებს, როგორიცაა მაგალითად, ბავარიაში იეთინგენის კერძო სკოლა. ეს გოგონათა ინტერნატია. თუ 12 წლის აისი სკოლაში თურქულად დაილაპარაკებს, 50 ცენტი ჯარიმა უნდა გადაიხადოს. მას ან მის თანაკლასელებს მშობლიურ ენაზე ერთი წინადადება ან ერთი სტყვაც რომ წამოცდეთ, მათი ჯიბის ფული სკოლის სალაროში გადაინაცვლებს, რადგან იეთინგენის კერძო სკოლაში მოსწავლეებმა გაკვეთილზეც და სკოლის ეზოშიც მხოლოდ გერმანულ ენაზე უნდა ისაუბრონ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ყოველი მათგანი თურქულ ოჯახში გაიზარდა. შარშან, თურქულ დამფინანსებელ ორგანიზაციათა კავშირმა ბავარიის იეთინგენში გოგონათა ინტერნატი დააარსა. ხუთსართულიანი, ნაცრისფერი სკოლის შენობა, რომელიც ადრე სასტუმრო იყო, იეთინგენის განაპირას, ავტობანის აღმართზე მდებარეობს. მას მცირე ტერიტორია უკავია. ამ სასკოლო კომპლექსში განთავსებულია ორი გიმნაზია და ორი სკოლა (Realschule), სადაც სულ 67 გოგონა სწავლობს და თითქმის ყველას მშობლები თურქებია. სკოლის დამაარსებელთა მიზანია, ამ გოგონებს გზა გაუხსნან უკეთესი მომავლისკენ. `ჩვენთან ისინი იმას მიიღებენ, რაც ჩვეულებრივ გერმანულ სკოლაში (Realschule) მათთვის მიუღწეველი იქნებოდა~, აცხადებს სკოლის ხელმძღვანელი მეჰმეთ პეკინცი. ამაში ის ყურადღებას და წარმატებისთვის სტიმულს გულისხმობს. გასულ სასწავლო წელს თითქმის ვერცერთმა თურქმა მოსწავლემ ვერ მიაღწია წარმატებას. თურქი მოსწავლეების მხოლოდ 8 პროცენტი გადადის გიმნაზიაში, 30 პროცენტი კი სკოლას ატესტატის გარეშე ტოვებს. თურქული სკოლების რიცხვი იზრდება თურქებს ამ ფაქტთან შეგუება არ უნდათ. მათ სულაც არ მოსწონთ, რომ მათ შვილებს საშუალო სკოლებში (Hauptschule) და არა გიმნაზიებში უწევთ წასვლა, მხოლოდ იმიტომ რომ გერმანელი მასწავლებლები მათ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არ არიან. რადგან თურქი მოშობლები თავიანთ შვილებს გერმანული სკოლის სისტემაში გარიყულად და დაჩაგრულად მიიჩნევენ, მათ (ვისაც საშუალება და სურვილი აქვს) შვილები კერძო სკოლებში მიჰყავთ ან სკოლებს თვითონვე აარსებენ. ბოლო წლებში კიოლნში, ჰამბურგში, პადერბორნში თუ ბერლინში ძალიან ბევრი თურქული სკოლა გაიხსნა და მათი რიცხვი იზრდება. `ამ მიმართულებით მონდომება სულ უფრო მატულობს~, – ამტკიცებს დუისბერგ-ესენის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი განათლების დარგში ჰაცი ჰალილ უსლუკანი. `თურქი მშობლები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას მათი შვილების წარმატებული მომავლისთვის~ და ამისთვის მაღალი გადასახადის გადახდაზეც თანახმანი არიან. იეთინგენის ინტერნატში ერთი თვის სწავლის საფასური 600 ევროა. ბერლინში მშობლები თურქულ-გერმანულ კერძო გიმნაზიაში 350 ევროს იხდიან. ამ სკოლის კოორდინატორი იცნობს მშობლებს, რომლებიც უფრო პატარა ბინაში გადადიან იმისთვის, რომ დაზოგილი თანხით სწავლის ფული გადაიხადონ. გავრცელებული მოსზრება, თითქოს ემიგრანტებს სწავლა არ აინტერესებთ, არასწორი, `რეალობა სხვაგვარია. ბავშვებს ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ~, – აცხადებს ფსიქოლოგი. სწავლება ბავარიული სკოლის პროგრამით დაწყებითი სკოლის მასწავლებლების აზრით, აისს საჯარო სკოლაში უნდა ესწავლა (Realschule) (5-9კლასი), მაგრამ მისმა მშობლებმა ის კერძო სკოლაში მიიყვანეს, რადგან მიაჩნიათ, რომ გოგონა მეტს იმსახურებს. `ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ იქ ბავშვებს მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე სახელმწიფო სკოლებში~, – ამბობს აისის მამა, ფიკრი აკიცი. დღეს მისი ქალიშვილი გიმნაზიის მოსწავლეა. იქ სწორედ ისე ასწავლიან, როგორც სახელმწიფო სკოლებში. მასწავლებლები ბავარიული სკოლის პროგრამის მიხედვით ასწავლიან. სწავლების ენა გერმანულია და ისლამის ნაცვლად ეთიკა ისწავლება. `ერთ წელიწადში ჩვენი მოსწავლეები კარიერას გაიკეთებენ~, – დარწმუნებულია მეჰმეთ პეკინცი. იეთინგენის ინტერნატში არც ერთ გერმანელ მოსწავლე გოგონას არ სურს სწავლა. თუმცა ინტერნატის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ყველას სიხარულით მიიღებს. მათ არც ენის ბარიერი ექნებათ, რადგანაც ამაზე ჯარიმების სალარო იზრუნებს. გასულ წელს ჯარიმების სახით სალაროში მხოლოდ 20 ევრო შევიდა. დარჩენილი ჯიბის ფულით კი გოგონებმა ნაყინი შეიძინეს. გერმანულიდან თარგმნა ანა კიკალეიშვილმა ორიგინალი ორიგინალი
  21. რეი ახალგაზრდა პოლიტიკოსია მაკ კარგ მომავალს უწინასწარ მეტყველებენ, იგი დღე დღეზე გუბერნატორი უნდა გახდეს , მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს იგი შევა ბარში საგაც გაიცნობა ულამაზეს მომღერალს და სტრიპტიზიორ ქალს . ამის მერე რეის ცხოვრება აირევა ყველაერი უკუღმა შემოტრიალდება .... 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული...... View the full article
  22. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის და მისი დედის რთულ სულიერ პრობლემებზე.17 წლის ახალგაზრდა ცხოვრობს ბებია და ბაბუასთან ვინაიდან დედ მამა გაყრილები არიან. უეცრად მამა იღუპება .ბიჟის დედა არეულ ცხოვრებას ეწევა და ბოლოს ახალგაზრდა იგებს , რომ დედამისი ლესბოსელია .... ფილმი ჩაწერილია დვდ ფორმათში 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
  23. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53547.jpgდედაქალაქის სადღესასწაულო დღეების აღნიშვნა დაიწყო. ათი დღის განმავლობაში, თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს უამრავი საინტერესო სანახაობა ელოდებათ. View the full article
×
×
  • შექმენი...