Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ბუდაპეშტში გაიმართა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი ევროპულ საქმეთა,… ლინკი მედიანიუსზე
  2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები და პარამეტრები განიხილეს. ინფორმაცია კომიტეტის წევრებს… ლინკი მედიანიუსზე
  3. ცხინვალის რეგიონში ე.წ. თავდაცვის ახალი მინისტრის ვ. იახნოვეცის ინიციატივით, ქ. ცხინვალში გაიმართა გაფართოებული თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ დანაყოფების მეთაურები და ოფიცრები. ვ. იახნოვეცმა თანამებრძოლებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე სამინისტროში კადრების შემცირება აღარ გაგრძელდება. ამასთანავე გატარებულ იქნება შესაბამისი ღონისძიებები, რათა არსებული დაფინანსებისა და კადრების რაოდენობის ჩარჩოებში გამოინახოს ოპტიმალური გზები ,,ჯარის» გაწვრთნისა და ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად. შენიშვნა:... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  4. ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს IV-ე ბაზის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის, ჯავის რაიონის სოფ. ბუზალაში დასრულდა 7 2-სართულიანი კოტეჯის მშენებლობა. ტერიტორიაზე დასამთავრებელია საკომუნიკაციო სამუშაოები.სამხედროების შესახლება აღნიშნულ კოტეჯებში დაგეგმილია მ.წ. დეკემბერში. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს სერგეი ბაღაფშს არ მოსწონს, რომ რუსული პრესა აფხაზეთში არსებულ ანტირუსულ განწყობებზე ალაპარაკდა. ბაღაფშმა მათ პუბლიკაციებს „დაკვეთით დაწერილი“ უწოდა.ბაღაფშმა აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთის პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე მას მკაცრი განცხადებების გაკეთება შეეძლო, თუმცა, ეს არ გააკეთა. თითქოს, მის „მკაცრ განცხადებას“ ვინმეზე შეუძლია რაიმე ზეგავლენის მოხდენა.„შეგვეძლო მკაცრი განცხადებები გაგვეკეთებინა, ჩაგვერთო პარლამენტი, საზოგადო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  6. ,,თბილისობა 2010’’ დღეს იწყება და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სახალხო დღესასწაული თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება. 9 დღის განმავლობაში მოეწყობა გამოფენები, გაიმართება კლასიკური, თანამედროვე და ქართული ნაციონალური მუსიკის კონცერტები. 22 ოქტომბერს დედა ენის ბაღში ლიტერატურული პრემიის ,,გალას’’ დაჯილდოვება შედგება, ჩატარდება, ასევე, თბილისის მოდის კვირეული. ღონისძიებებია მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი 23-24 ოქტომბერს. ამ დღისთვის ვარდების რევულუციის მოედანზე საწნახელი დაიდგმება, მოეწყობა ანტიკვარული მაქანების გამოფენა, მდინარე მტკვარზე დილიდან იმოძრავებს ტივი, დედაენის ბაღში გაიმართება წიგნების ბაზრობა მუსიკის თანხლებით, მოეწყობა ქართული ყველის ნაირსახეობების გამოფენა, საბავშვო და თეატრალური ღონისძიებები. 23 ოქტომბერს ჯგუფი შინი მეიდანზე ახალი ალბომის ,,ეს არის’’ პრეზენტაცია-კონცერტს გამართავს. 24 ოქტომბერს კი დღესასწაული სპორტული შეჯიბრებებით გაგრძელდება. 11:00-დან 12:00 საათამდე – მტკვარზე საწყალოსნო სპორტის სახეობების, კერძოდ, ნიჩბოსნობის პოპულარიზაციის მიზნით, გაიმართება შეჯიბრებები – აკადემიურ, კანოეთი და ბაიდარებით ნიჩბოსნობაში, შემდეგ კი სპორტის ქართულ სახეობებში. ამავე დღეს შარდენის ქუჩა ხილის ფესტივალს უმასპირძლებს. სხვა ღონისძიებებთან ერთან, ,,თბილისობა 2010’’ თბილისის ჯაზ-ფესტივალსაც უმასპინძლებს. ფესტივალი 27 ოქტომბერს დაიწყება და ოთხი დღის განმავლობაში გასტანს. 30 ოქტომბერს კი როკ მუსიკის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, სპორტის სასახლეს ესტუმრონ. თანამედროვე ქართული როკ ჯგუფების კონცერტი, - altervision/newcommers სპორტის სასახლეში 20.00 საათზე დაიწყება. საღამოს კი ევროპელი დიჯეი Tom Novy ლაივ კონცერტით დახურავს. თბილისობის დღესასწაულისათვის თბილისის მერიამ სპეციალური საიტი– tbilisoba.ge,- შექმნა, რომელზეც დაგეგმილი ღონისძიებების ნახვაა შესაძლებელი. წლევანდელი თბილისობა ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური იქნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. ,,თბილისობა 2010’’ ხვალ იწყება და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სახალხო დღესასწაული თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება. 9 დღის განმავლობაში მოეწყობა გამოფენები, გაიმართება კლასიკური, თანამედროვე და ქართული ნაციონალური მუსიკის კონცერტები. 22 ოქტომბერს დედა ენის ბაღში ლიტერატურული პრემიის ,,გალას’’ დაჯილდოვება შედგება, ჩატარდება, ასევე, თბილისის მოდის კვირეული. ღონისძიებებია მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი 23-24 ოქტომბერს. ამ დღისთვის ვარდების რევულუციის მოედანზე საწნახელი დაიდგმება, მოეწყობა ანტიკვარული მაქანების გამოფენა, მდინარე მტკვარზე დილიდან იმოძრავებს ტივი, დედაენის ბაღში გაიმართება წიგნების ბაზრობა მუსიკის თანხლებით, მოეწყობა ქართული ყველის ნაირსახეობების გამოფენა, საბავშვო და თეატრალური ღონისძიებები. 23 ოქტომბერს ჯგუფი შინი მეიდანზე ახალი ალბომის ,,ეს არის’’ პრეზენტაცია-კონცერტს გამართავს. 24 ოქტომბერს კი დღესასწაული სპორტული შეჯიბრებებით გაგრძელდება. 11:00-დან 12:00 საათამდე – მტკვარზე საწყალოსნო სპორტის სახეობების, კერძოდ, ნიჩბოსნობის პოპულარიზაციის მიზნით, გაიმართება შეჯიბრებები – აკადემიურ, კანოეთი და ბაიდარებით ნიჩბოსნობაში, შემდეგ კი სპორტის ქართულ სახეობებში. ამავე დღეს შარდენის ქუჩა ხილის ფესტივალს უმასპირძლებს. სხვა ღონისძიებებთან ერთან, ,,თბილისობა 2010’’ თბილისის ჯაზ-ფესტივალსაც უმასპინძლებს. ფესტივალი 27 ოქტომბერს დაიწყება და ოთხი დღის განმავლობაში გასტანს. 30 ოქტომბერს კი როკ მუსიკის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, სპორტის სასახლეს ესტუმრონ. თანამედროვე ქართული როკ ჯგუფების კონცერტი, - altervision/newcommers სპორტის სასახლეში 20.00 საათზე დაიწყება. საღამოს კი ევროპელი დიჯეი Tom Novy ლაივ კონცერტით დახურავს. თბილისობის დღესასწაულისათვის თბილისის მერიამ სპეციალური საიტი– tbilisoba.ge,- შექმნა, რომელზეც დაგეგმილი ღონისძიებების ნახვაა შესაძლებელი. წლევანდელი თბილისობა ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური იქნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53516.jpgპერევის გასასვლელთან პოლიციის ახალი შენობა აშენდება. სოფელში დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ორწლიანი ოკუპაციის შემდეგ, პერევში პირველად შევიდნენ ქართველი ჟურნალისტები. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53518.jpgბათუმის ზღვისპირა პარკში, შუქურის გვერდით, ხუთ თვეში ანბანის კოშკი აშენდება. 130 მეტრი სიმაღლის რკინის კონსტრუქციაზე ქართული ანბანის 33 ასო კოშკის გასწრივ განთავსდება. თითოეული ასოს სიმაღლე 7 მეტრი იქნება. View the full article
  10. სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლება საქართველოს მხრიდან ომის განახლების შესაძლებლობაზე საუბრობს და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას კვლავ დაჟინებით მოითხოვს. ომის საფრთხეზე საუბრის საფუძველს სერგეი ბაღაფშს თურმე ქართული მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა აძლევს.ამავე დროს აფხაზი ლიდერი აცხადებს, რომ „ჟენევის დისკუსიებში აფხაზური მხარის მონაწილეობა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისადმი პატივისცემითაა განპირობებული“.შეგახსენებთ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  11. რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, მედიის თავისუფლების ხარისხის მსოფლიო რუკაზე საქართველო წითელ ფერადაა შეღებილი. წითელ ფერს კი ამავე რუკაზე ასეთი განმარტება აქვს: მედიის თავისუფლების ხარისხის მხრივ, სიტუაცია ძალიან რთულია (very difficult). ერთ წელიწადში საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი 81–დან მეასე ადგილზე ჩამოვიდა– იმ კვლევის შედეგებით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე–მ ჩაატარა. კვლევა 2009 წლის პირველი სექტემბრიდან მიმდინარე წლის პირველი სექტემბრის პერიოდს მოიცავს. ინდექსი იზომება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც საერთოა ყველა ქვეყნისთვის. 43–პუნქტიანი კითხვარი ყველა ტიპის დარღვევას გულისხმობს: მკვლელობა, დაპატიმრება, ფიზიკური შეურაცხყოფა, ცენზურა, თვითცენზურა და სხვა. კითხვარები რეპორტიორები საზღვრებს გარეშე –ს პარტნიორ ორგანიზაციებთან გაიგზავნა –ჟურნალისტებთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან , მკვლევარებთან. მედიის ექსპერტი, ზვიად ქორიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ბევრი კომპონენტია იმის მიზეზი, თუ რატომ დაიწია საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხმა. იგი ამბობს, რომ გასათვალისწინებელია ცვლილებები სხვა ქვეყნებში( მაგალითად, რამდენიმე აფრიკულმა ქვეყანამ რეიტინგში აიწია). რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მედიის თავისუფლების ხარისხის კუთხით, მედია ექსპერტი რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ერთ–ერთი მიზეზი, ქორიძის თქმით, არის საჯარო ინფორმაციის მიუწვდომლობა. „პრაქტიკულად შეუღწევადი გახდა საჯარო ინფორმაციის სივრცე, ვერ იღებენ ჟურნალისტები საჯარო ინფორმაციას, მათი განცხადებები უპასუხოდ რჩება. ასევე, სასამართლო არის ძალიან სუსტი. ის ასეთ საქმეებს, ფაქტობრივად, არ განიხილავს. თუ არის მცდელობა, რომ სასამართლოს გზით მოიპოვონ ჟურნალისტებმა საჯარო ინფორმაცია, ყველა პროცესი მთავრდება ჟურნალისტების მარცხით“. კიდევ ერთი მიზეზი ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობასა და მის საზოგადოებაში შეღწევადობის კუთხით არსებულ სირთულეებს უკავშირდება. ქორიძე ამბობს, რომ ცალკეული სტუდიები, მართალია, აკეთებენ ჟურნალისტურ გამოძიებებს, მაგრამ ფართო საზოგადოება ვერ იღებს ამ პროდუქტს. „ზოგადი სურათი არის კლებაზე ორიენტირებული, ნეგატიური“, – ამბობს ქორიძე. ია მამალაძე, საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ისეთი მძიმე სიტუაცია საქართველოს რეგიონალურ მედიაში, როგორიც ახლაა, არასოდეს ყოფილა. „პატარ–პატარა თავისუფალი მედიის კუნძულები ძალიან ცოტა შემორჩა. რეგიონებში უსახსრობის გამო, რამდენიმე გაზეთი დაიხურა. რაც დარჩენილია, არის ძალიან სუსტი, რომელსაც გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მფლობელები უშუალოდ არიან დამოკიდებულები ხელისუფლების მაღალ წრეებთან. ერთი ხელის თითები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ დამოუკიდებელი გაზეთები ჩამოვთვალოთ“. მამალაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ნეგატიურად შეცვალა ვითარება რეგიონულ მედიაში–ესენია დისტრიბუციის პრობლემა და გარე გამავრცელებლების შეზღუდვა. „ასეთი მძიმე მდგომარეობა მე არასოდეს მახსოვს მედიაში, უმძიმესი სიტუაციაა. შეიძლება შეუქცევად პროცესთან გვქონდეს საქმე და ეს ვერც გამოსწორდეს“. კვლევის პირველ ხუთეულში მედიის თავისუფლების ხარისხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ: ფინეთს, ისლანდიას, ჰოლანდიას, ნორვეგიას და შვედეთს. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, საქართველოს გარდა, ცვლილება სხვა მეზობელ ქვეყნებშიც არის. მაგალითად, აზერბაიჯანმა რეიტინგში ქვემოთ ჩამოიწია და 152–ე ადგილზეა. სომხეთში ვითარება, კვლევის მიხედვით, გაუმჯობესდა, ერთით ჩამორჩება საქართველოს. რუსეთი 140–ე ადგილზე, უკრაინა 131-ე ადგილზე. ყველა ეს ქვეყანა, საქართველოს ჩათვლით, რუკაზე წითელ ფრადაა შეღებილი. /get_img?NrArticle=2807&NrImage=1 Image 2465 სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, მედიის თავისუფლების ხარისხის მსოფლიო რუკაზე საქართველო წითელ ფერადაა შეღებილი. წითელ ფერს კი ამავე რუკაზე ასეთი განმარტება აქვს: მედიის თავისუფლების ხარისხის მხრივ, სიტუაცია ძალიან რთულია (very difficult). ერთ წელიწადში საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი 81–დან მეასე ადგილზე ჩამოვიდა– იმ კვლევის შედეგებით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე–მ ჩაატარა. კვლევა 2009 წლის პირველი სექტემბრიდან მიმდინარე წლის პირველი სექტემბრის პერიოდს მოიცავს. ინდექსი იზომება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც საერთოა ყველა ქვეყნისთვის. 43–პუნქტიანი კითხვარი ყველა ტიპის დარღვევას გულისხმობს: მკვლელობა, დაპატიმრება, ფიზიკური შეურაცხყოფა, ცენზურა, თვითცენზურა და სხვა. კითხვარები რეპორტიორები საზღვრებს გარეშე –ს პარტნიორ ორგანიზაციებთან გაიგზავნა –ჟურნალისტებთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან , მკვლევარებთან. მედიის ექსპერტი, ზვიად ქორიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ბევრი კომპონენტია იმის მიზეზი, თუ რატომ დაიწია საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხმა. იგი ამბობს, რომ გასათვალისწინებელია ცვლილებები სხვა ქვეყნებში( მაგალითად, რამდენიმე აფრიკულმა ქვეყანამ რეიტინგში აიწია). რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მედიის თავისუფლების ხარისხის კუთხით, მედია ექსპერტი რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ერთ–ერთი მიზეზი, ქორიძის თქმით, არის საჯარო ინფორმაციის მიუწვდომლობა. „პრაქტიკულად შეუღწევადი გახდა საჯარო ინფორმაციის სივრცე, ვერ იღებენ ჟურნალისტები საჯარო ინფორმაციას, მათი განცხადებები უპასუხოდ რჩება. ასევე, სასამართლო არის ძალიან სუსტი. ის ასეთ საქმეებს, ფაქტობრივად, არ განიხილავს. თუ არის მცდელობა, რომ სასამართლოს გზით მოიპოვონ ჟურნალისტებმა საჯარო ინფორმაცია, ყველა პროცესი მთავრდება ჟურნალისტების მარცხით“. კიდევ ერთი მიზეზი ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობასა და მის საზოგადოებაში შეღწევადობის კუთხით არსებულ სირთულეებს უკავშირდება. ქორიძე ამბობს, რომ ცალკეული სტუდიები, მართალია, აკეთებენ ჟურნალისტურ გამოძიებებს, მაგრამ ფართო საზოგადოება ვერ იღებს ამ პროდუქტს. „ზოგადი სურათი არის კლებაზე ორიენტირებული, ნეგატიური“, – ამბობს ქორიძე. ია მამალაძე, საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ისეთი მძიმე სიტუაცია საქართველოს რეგიონალურ მედიაში, როგორიც ახლაა, არასოდეს ყოფილა. „პატარ–პატარა თავისუფალი მედიის კუნძულები ძალიან ცოტა შემორჩა. რეგიონებში უსახსრობის გამო, რამდენიმე გაზეთი დაიხურა. რაც დარჩენილია, არის ძალიან სუსტი, რომელსაც გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მფლობელები უშუალოდ არიან დამოკიდებულები ხელისუფლების მაღალ წრეებთან. ერთი ხელის თითები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ დამოუკიდებელი გაზეთები ჩამოვთვალოთ“. მამალაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ნეგატიურად შეცვალა ვითარება რეგიონულ მედიაში–ესენია დისტრიბუციის პრობლემა და გარე გამავრცელებლების შეზღუდვა. „ასეთი მძიმე მდგომარეობა მე არასოდეს მახსოვს მედიაში, უმძიმესი სიტუაციაა. შეიძლება შეუქცევად პროცესთან გვქონდეს საქმე და ეს ვერც გამოსწორდეს“. კვლევის პირველ ხუთეულში მედიის თავისუფლების ხარისხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ: ფინეთს, ისლანდიას, ჰოლანდიას, ნორვეგიას და შვედეთს. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, საქართველოს გარდა, ცვლილება სხვა მეზობელ ქვეყნებშიც არის. მაგალითად, აზერბაიჯანმა რეიტინგში ქვემოთ ჩამოიწია და 152–ე ადგილზეა. სომხეთში ვითარება, კვლევის მიხედვით, გაუმჯობესდა, ერთით ჩამორჩება საქართველოს. რუსეთი 140–ე ადგილზე, უკრაინა 131-ე ადგილზე. ყველა ეს ქვეყანა, საქართველოს ჩათვლით, რუკაზე წითელ ფრადაა შეღებილი. /get_img?NrArticle=2807&NrImage=1 Image 2465 სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. 2011 წლის ბიუჯეტში მთავარ პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლების რეფორმები რჩება. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. ბაინდურაშვილის განცხადებით, 2011 წელს 4-ჯერ გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება და ეს თანხა, ძირითადად, პროექტების განხორციელებას მოხმარდება. მინისტრის თქმით, ბიუჯეტში 2 საგზაო პროექტისთვისაც არის გათვალისწინებული თანხები – ზესტაფონი-სამტრედიის ავტობანისა და ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მოსაწყობად. ასევე დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტები. მომავალი წლის ბიუჯეტში განათლების რეფორმისათვის თანხა 16 მილიონით იზრდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუკი ეს უკანასკნელი ხსენებული ორგანიზაციის წესდებას შეასრულებს.დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას იაკობაშვილი ეკონომიკის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის იმედოვნებს, რომ საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე გონივრულ პოზიცი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  15. თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა 2012 წელს დაიწყება. პროექტი, რომლის სამუშაო სახელწოდებაა მზიური, მზიურის და ზოოპარკის არსებული ტერიტორიების გაერთიანებას და ერთი ცენტრალური პარკის შექმნას გულისხმობს. ბიუჯეტი, რომელიც თბილისის ცენტრალური პარკის შექმნისთვისაა საჭირო, ჯერ არ არის ცნობილი. თუ რა თანხა გამოიყოფა დედაქალაქის ბიუჯეტიდან მზიურის პარკისთვის, დამოკიდებულია იმ პროექტზე, რომელიც კონკურსის შედეგად იქნება არჩეული. გიორგი ქორქაშვილი, თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება: /get_img?NrArticle=2805&NrImage=3 მზიური „არ იქნება არანაირი ერთ პირთან მოლაპარაკება, გამოცხადდება ტენდერი იმიტომ, რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მოსაწონი პროექტი, არამედ ყველასთვის“. ის ამბობს, რომ ტენდერს კონკურსის სახე უფრო ექნება, რადგან მათ შეფასებაში ჩაერთვებიან როგორც უცხოელი, ასევე – ქართველი სპეციალისტები. რაც შეეხება უცხოელ სპეციალისტებს, პროექტის ორი კონსულტანტია ზივ ლავი, ურბანული დიზაინერი და იაელ მორია კლაინი, ლანდშაფტის დიზაინერი. ორივე მათგანი საქართველოდან დღეს გაფრინდა. მათ ტერიტორია დაათვალირეს, შეხვდნენ ქართველ არქიტექტორებს და გაეცნენ პროექტის კონცეფციას, რომელიც ქართულმა კომპანია, ვორქ არქიტექტურამ მოამზადა. მათი მთავარი მოვალეობაა პროექტის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლების დაწერა. „ვთხოვეთ ჩვენ, ტექნიკური დავალების შესრულებაში გაეწიათ დახმარება, რადგან როცა ტენდერი გამოცხადდება, მოვითხოვოთ ტექნიკურად ის, რაც იქნება საჭირო პარკის შექმნისთვის“, – ამბობს გიორგი ქორქაშვილი. ანაზღაურება, რომელიც თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სპეციალისტებისთვის არის გამოყოფილი, 3549 აშშ დოლარია, ამ თანხაში შედის, ასევე, ბილეთის ღირებულება. ეს არის ის ერთჯერადი თანხა, რომელიც მათ გადაუხადეს. ქორქაშვილი ამბობს, რომ მათ მატერიალური დაინტერესება არ აქვთ და ის ფული, რომელიც მათ გადაუხადეს, აქ ჩამოსვლისთვის და ცხოვრებისთვის არის საკმარისი მხოლოდ. ზივ ლავთან მოლაპარაკება, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა პროექტის კონცეფციის გასაცნობად, ინტერნეტის მეშვეობით მოხდა. მანამდე ის ორჯერ არის საქართველოში ნამყოფი და რამდენიმე პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ახლა კი თბილისის ცენტრალური პარკის შექმნისთვის ის, მის ებრალ კოლეგასთან ერთად იმუშავებს. ქორქაშვილი ამბობს, რომ ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი ლავსა და კლაინზე, მათი მიდგომა იყო. „ჩვენ არ გვინდოდა, რომ ქალაქის ბიუჯეტს ეს პროექტი ძალიან დაწოლოდა. იმიტომ, რომ არ იყო საუბარი მხოლოდ 1 და 2 მილიონ ლარზე. მათი მიდგომა იყო ძალიან კარგი, სხვებისგან განსხვავებით, ვინც გვეუბნებოდა, რომ აქ უნდა დახარჯულიყო ძალიან ბევრი მილიონი ლარი, მათ შემოგვთავაზეს მარტივი გზა, თუ როგორ გავაკეთოთ ეს პროექტი მარტივად და მცირე დანახარჯებით“. რაც შეეხება პარკის შექმნაზე დასახარჯ თანხას, ის, რაც ყველაზე ძვირი დაჯდება, ქორქაშვილის თქმით, მზიურის და ზოოპარკის შეერთებაა. ის ამბობს, რომ კონცეფციაში რაც დევს, შესაძლოა ტექნიკურად ვერ განხორციელდეს. „თუ განუსაზღვრელი ბიუჯეტი გაქვს, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ჩვენ გვინდა გამოგვივიდეს იაფად“. ზოოპარკი, რომლისთვისაც ცოტა ხნის წინ, 200 ჰა ტერიტორია თბილისის ზღვასთან ახლოს გამოყვეს, შესაძლოა ნაწილობრივ არსებულ ტერიტორიაზე დარჩეს. ახალი ზოოპარკის პროექტი ჯერ არ არის მზად. ქორქაშვილი ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ 45 ჰა–დან, მხოლოდ 9 ჰა უჭირავს ზოოპარკს, შესაძლებელია დაწყებით ეტაპზე სამუშაოები ზოოპარკიდან არ დაიწყოს. ასევე, არსებობს იდეა, რომ ზოოპარკის ცხოველების გარკვეული ნაწილი პარკში დარჩეს. მაგალითად, მცირე ზომის ცხოველები და ასევე – ფრინველები. რაც შეეხება ნიუ იორკის ცენტრალური პარკის ანალოგს, რაზეც მედია საუბრობდა რამდენიმე დღის წინ, ქორქაშვილი ამბობს, რომ არანაირ ვიზუალ ანალოგიაზე არ არის საუბარი. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, ის რაც შეიძლება ანალოგად ჩაითვალოს, ეს არის პარკის ფუნქციონალური დატვირთვა. ამ ეტაპზე ცნობილია, არსებული კონცეფციიდან, რომ პარკი 4 ნაწილად იქნება დაყოფილი. პირველი ნაწილი, ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე იქნება ე.წ. აქტიური ნაწილი,სადაც კაფე–ბარები, საკონცერტო დარბაზები და სხვა გასართობი ცენტერები განთავსდება. პარკის მეორე ნაწილი იქნება საბავშვო ქალაქ მზიურის ტერიტორია, რომელიც ყველა ასაკის ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი. მესამე ნაწილი, დღევანდელი ჩოგბურთის კორტების ტერიტორია, იქნება სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი. /get_img?NrArticle=2805&NrImage=1 მზიური ხოლო მეოთხე ნაწილი, ლანდშაფტური, დასასვენებელი ზონა იქნება. ქორქაშვილის თქმით, გეგმით გაწერილია, მიმდინარე წელს და 2011 წელს პროექტის ტექნიკური მახასიათებლების მომზადება და ასევე, მინიმალური სამუშაოები, როგორიცაა სკამების შეკეთება ან ახლის შეძენა, პარკების მოწესრიგება; 2012 წლიდან კი მასშტაბური სამუშაოები დაიწყება, თავდაპირველად – მზიურის ტერიტორიაზე,სანამ ზოოპარკი ადგილს შეიცვლის და ცხოველები თბილისის ზღვის მახლობლად დაიდებენ ბინას. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. დღეს თბილისის ლიტერატურის მუზეუმში პოლონელ ჟურნალისტს გაიხსენებენ.რიშარდ კაპუშცინსკის წიგნების შაჰინშაჰი და იმპერია პრეზენტაცია, ისევე როგორც ავტორისადმი მიძღვმილი გამოფენა არის დაგეგმილი,რომლის ორგანიზატორი პოლონეთის საელჩოა საქართველოში. რიშარდი წერდა სტატიებს, იღებდა ფოტოებს და წერდა ლექსებსაც. სწორედ ამიტომ ჰქვია დღევანდელ გამოფენას რეპორტაჟის პოეტი. პოლონელი ჟურნალისტი სამი წლის წინ, მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. რეპორტაჟის პოეტი– ასე ჰქვია დღევანდელ საღამოს. გამომდინარე იქიდან,რომ რიშარდი ცნობილია არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტი,ის ლექსებსაც წერდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...