planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpg კავკასია: შესავალი/თომას დე ვაალი შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ეს სივრცე, მშვენიერი, ნაყოფიერი და მთიანი, უამრავი ომის მიზეზი გამხდარა. სულ ახლახანს ასეთი ომი 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის მოხდა. ეს არც იყო გასაოცარი: თვეების მანძილზე გრძელდებოდა უკიდურესი დაძაბულობა პრო-რუსული ანკლავების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. მაგრამ, როგორც თომას დე ვაალი აღნიშნავს, ყველა ომი კავკასიაში წარსულსაც უკავშირდება და აწმყოსაც. ამიტომ იმისთვის, რომ რეგიონის არსს ჩასწვდე, მისი ისტორია უნდა იცოდე. დე ვაალი, ყოფილი ჟურნალისტი (ერთ დროს ის The Economist-ისთვისაც წერდა) ახლა ვაშინგტონში, ორგანიზაციის Carnegie Endowment for International Peace-ის კავკასიის ექსპერტია. უფრო კონკრეტულად კი ის აზერბაიჯანისა და სომხეთის, აგრეთვე ჩეჩნეთის სპეციალისტია. სწორედ ამ თემებს მიეძღვნა მისი წინა ორი წიგნი. საწყენია, რომ მან თავის ბოლო წიგნში ადგილი ვერ დაუთმო ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიას, რომელიც დღემდე რუსეთის ყველაზე სახიფათო და არასტაბილურ რეგიონად რჩება. მაგრამ როგორც ცხადი, ლაკონური გზამკვლევი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ამ წიგნზე უკეთესის მოძიება რთული იქნებოდა. ავტორი რეგიონის ზოგად ისტორიას მოკლედ აღწერს, მაგრამ მაინც პოულობს განსაკუთრებულ მომენტებს (კავკასია ამაყობს იმით, რომ აქ მსოფლიოს ენათა ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა; აზერბაიჯანი 1900 წელს მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მომპოვებელი ქვეყანა იყო). მაგრამ თხრობა მართლაც გაგიტაცებთ იმ მომენტიდან, როდესაც რუსეთის 1917 წლის რევოლუციამ, სამ ამიერკავკასიურ რესპუბლიკას ხანმოკლე დამოუკიდებლობა მოუტანა. ბოლოდროინდელ მოვლენათა გათვალისწინებით, შთამბეჭდავია იმის აღმოჩენა, რომ მენშევიკურმა საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოსაერთებლად 1918 წელს სასტიკი ომი გადაიტანა. თუმცა საბოლოოდ წითელმა არმიამ დაიბრუნა კონტროლი და სამივე რესპუბლიკა სწაბჭოთა კავშირის ნაიწლი გახდა. მართალია, სტალინი ქართველი იყო, მაგრამ რეგიონი მის სისასტიკეს ვერ გადაურჩა. თუმცა საბჭოთა კავშირის უმეტეს რესპუბლიკებთან შედარებით, კავკასიის გამოცდილება არც ისე ცუდი იყო, რადგან ის ძირითადად გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს, ხოლო მოგვიანებით ელიტების საყვარელ სივრცედ იქცა. უცნაურია, მაგრამ რუსეთის სამ უკანაკნელ საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს დედაქალაქთან, თბილისთან აქვს კავშირები (დღეს მოქმედი მინისტრის, სერგეი ლავროვის დედა აქაური სომეხია). სამწუხაროა, მაგრამ ამის გამო რუსეთი საქართველოსადმი უფრო მეგობრულად განწყობილი არ გამხდარა. ბევრი დღევანდელი პრობელმა სათავეს საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან, 1990-იანი წლებიდან იღებს. აქაური ინტელინგეციის ზოგიერთი წარმომადგენლის წაქეზებით, ნაციონალიზმმა იფეთქა, რაც საქართველოს შიგნით და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომების მიზეზი გახდა. მათი შედეგია დღევანდელი გაყინული კონფლიქტები აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბახში. ამ ტერმინს დე ვაალი სამართლიანად აკრიტიკებს: სამხედროები ყარაბახის ფრონტის ხაზზე ხშირად იღუპებოდნენ, ხოლო 2008 წლის ომმა დაადასტურა ის, თუ რამდენად მალე შეიძლება მივიდეს დუღილის წერტილამდე გაყინული კონფლიქტები. დე ვაალი ხაზს უსვამს დასავლეთის უგულისყურობას. 1990 -იან წლებში, მუიხედავად იმისა, რომ ის დაინტერესებული მხარე იყო, რუსეთს ხელში ჩაუგდეს საზავო შეთანხმების მეთვალყურეობა და სამშვიდობო ძალების უზრუნველყოფა. ათი წლის შემდეგ დასავლეთმა ჭკუა დაკარგა მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ”ვარდების რევოლუციის” გამო, ქვეყნის ნატოში მიღებაზე ალაპარაკდა, მაგრამ ვერ შესძლო სააკაშვილის დახმარება მაშინ, როდესაც მან ზედმეტად ბევრი აიღო თავის თავზე და 2008 წლის კატასტროფული ომის პროვოცირება მოახდინა. დასავლეთმა ახლაც არ იცის, რა მოიმოქმედოს. საუბრები ნატოს გაფართოვებაზე შეჩერდა; ბრიუსელში აღარავინ ფიქრობს მებრძოლი რესპუბლიკების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზეც კი. შესაძლოა ყველაზე კარგი მათთვის ის იქნება, თავისი ხანგრძლივი ისტორიიდან გარე ძალების ჩარევასთან დაკავშირებით დასკვნები გააკეთონ და საკუთარ თავს მიხედონ. აი აქ, დე ვაალი მიხეილ სააკაშვილისადმი მცირეოდენ უსამართლობას იჩენს. როგორც ომმა აჩვენა ის ჯიუტი და ავტოკრატულია. მაგრამ მან საქართველოს მოდერნიზება განახორციელა და რეფორმები ჩაატრა, თავიდან მოიცილა საბჭოთა მემკვიდრეობის ნარჩენები. თუ სომხეთი და აზერბაიჯანი მას მიბაძავენ, კავკასიას ჯერ კიდევ შეუძლია კეთილდღეობას მიაღწიოს – ეს კი დანამდვილებით მისი ფესვმოკიდებული კონფლიქტების გადაწყვეტის საუკეთესო გზაა. ორიგინალი ორიგინალი
-
მოძრაობამ ,,არა’’ დევნილთა სახცოვრებლით დაკმაყოფილების მიზნით ერთობლივი მოთხოვნების შეგროვება დაიწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ თორმეტამდე დევნილი მეხუთე დღეა შიმშილობენ. მათი მოთხოვნა უცვლელია. ისინი საცხოვრებელ ფართს თბილისში ითხოვენ. ამჟამად მოძრაობის ხელმძღვანელთან ორმოცდაოთხი ოჯახის განცხადებაა. ლევან ჩიტაძე განცხადებების შეტანას ლტოლვილტა სამინისტროს გარდა, გაეროსა და ევროკომისიაშიც აპირებს. ,, კოლექტიური განცხადება არის უფრო სერიოზული ბერკეტი როგორც ევროკომისიისთვის, ასევე გაეროსთვის. ვაიძულებთ, ყველა პარლამენტარს, ყველა ნაციონალური საკრებულოს წევრს, გიგი უგულავას, რომ წაიკითხონ ეს დოკუმენტი და პასუხი გასცენ გაეროს, თუ რატომ ჩაყარეს ეს ხალხი ასეთ მდგომარეობაში,’’ - განაცახადა ,,არას’’ ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ. სამინისტროს წარმომადგენელის, მარიამ სვანიძე ამბობს, რომ სამინისტროს შემოთავაზება არ შეცვლილა: ,, ჩვენ ვთავაზობთ ამ ხალხს სრულად რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. ეს ფართები მათ გადაეცემათ პირად საკუთრებაში. ‘’აქციაზე ერთ-ერთი დევნილი შეუძლოთ გახდა, ამიტომ მოშიმშილეთა კარავთან სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოჩნდა. ექიმებმა კომენტარი არ გააკეთეს. მოშიმშილეები შიმშილის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მედიის განვითარების ფონდი (MDF) შეშფოთებას გამოთქვამს 21 ოქტომბერს, ლილოს ბაზრობასთან მომხდარი ინციდენტისას ბაზრობის დაცვის წევრების მიერ ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტის ცემისა და ITV-ის კამერის დაზიანების გამო. გავრცელებულ განცხადებაში ფონდი იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავები ორგანოები გამოიძიებენ მომხდარს და რეაგირებას მოახდენენ ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტებზე. ,,ამასთანავე ვადასტურებთ რა ჩვენს პატივისცემას სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის მიმართ, გამოვთქვამთ იმედს, რომ ნაციონალური არხები მომავალში მაინც არ მოახდენენ იმ თემების უგულვებელყოფას, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანი შეიძლება იყოს, მით უფრო მაშინ, როცა ინფორმაცია მათი კოლეგებისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას შექმნილ პრობლემებს შეეხება’’, - ნათქვამია განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
yvideo.ge-ს გვერდზე, ტელევიზიების პირდაპირი ეთერი ტექნიკური ხარვეზებით ხორციელდებოდა. დღეს გარკვეული დღეების, გარკვეულ საათებში, ტელევიზიების ეთერის ჩანაწერების ნახვა შეუძლებელი იყო. დილით, მაესტროს და კავკასიის მხოლოდ 6 დღის ლაივის ნახვა იყო შესაძლებელი, მაშინ როდესაც სხვა ქართული საიტების ათი დღის მასალა იყო შენახული, მაგალითად რუსთავი 2, იმედი , პირველი არხი. /get_img?NrArticle=2846&NrImage=3 Image 2480 უკვე ახლა, პრობლემის აღმოჩენიდან რამდენიმე საათის შემდეგ,ტელეკომპანია კავკასიის და მაესტროს 7 დღის ლაივი დევს საიტზე. /get_img?NrArticle=2846&NrImage=2 Image 2479 ნეტგაზეთი myvideo.ge–ს დაუკავშირდა. თამუნა ვასაძეს, კომპანიის გაყიდვების მენეჯერს. მან ვითარება,რომელიც ტელევიზიების ლაივს ეხებოდა ასე აგვიხსნა: „რამდენიმე საიტი,რომელიც არის ერთ სერვერზე მიერთებული, რაღაც პერიოდში ითიშება,სულ არის ხუთი საიტი, ერთდროულად ემართებათ ის,რომ არქივი არის პატარა. ეს ემართებათ რუსთავი ორს და იმედსაც, ოღონდ განსახვებულ პერიოდში“. ეს იყო ის პასუხი,რომელიც ნეტგაზეთის მეორე ზარის შემდეგ მივიღეთ კომპანიისგან. მეორე ზარს თან ახლდა ბოდიში, ჩვენს შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით. მანამდე კომპანიაში 5 და 10 დღიან ლაივთან დაკავშირებით გვითხრეს,რომ უკავშირდებოდა განსხვავებული ღირებულებები პაკეტს,რომელიც კომპანიებს ჰქონდათ შეძენილი. როგორც მოგვიანებით გაირკვა ,არ არსებობს განსხვავებული პაკეტები,თუმცა ვასაძემ გვითხრა, რომ ტელეკომპანიების რაღაც ნაწილი, საიტზე ლაივ სტრიმინგის განხორციელებაში ფულს იხდის, თუმცა კონკრეტული კომპანიების სახელების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. ნეტგაზეთი დაუკავშირდა კავკასიას და მაესტროს. გაირკვა,რომ არც ერთი მათგანი არ იხდის ფულს ლაივის (პირდაპირი ეთერი) საიტზე შენახვისთვის. „არაფერს არ ვიხდი და არც უნდა გადავიხადო“.–ამბობს ნინო ჯანგირაშვილი,ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი.“თვითონ უნდა იხადონ ფული,იმიტომ,რომ მათი სერვისი საზღვარგარეთ არის ფასიანი, 200 ლარი ღირს წელიწადში და თვეში 20 ლარი.“ სერვერის საზღვარგარეთ ფასიან მომსახურებას ადასტურებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი. ჯანგირაშვილი ამბობს,რომ myvideo.ge-ს ინტერესებში შედის კავკასიის გასვლა. „ფულს ითხოვდნენ ჩვენგან, თუმცა უარი ვუთხარით,იმიტომ,რომ ჩემ სტრატეგიულ ინტერესში არ შედის ეს“. კითხვაზე თუ რატომ უშვებენ ეთერში იმ ტელევიზიებს,რომლებიც სტრიმიგში ფულს არ იხდიან, ვასაძის პასუხი იყო, სხვა გაცვლითი, ე.წ. ბარტერული ხელშეკრულება. თუმცა ეს უკანასკნელიც არ აქვს კომპანიას კავკასიასთან და მაესტროსთან გაფორმებული. ფულს არ იხდის სტრიმინგში კომპანია მაესტრო.კომპანიის დირექტორმა,კახა ბექაურმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა,რომ პირველი შემთხვევაა, აღნიშნულ საიტთან დაკავშირებით ეს ხარვეზი. „შეიძლება ეს მართლა შემთხვევითობაა, მაგრამ შემთხვევითობა არ არის ის,რაც საკაბელო ტელევიზიებთან ხდება, მაესტროსთან მიმართებაში“,–ამბობს ბექაური. მაესტროს ეთერი არ გადაიცემა რამდენიმე რეგიონალურ საკაბელო არხზე. მათი განმარტებით,როგორც ტელევიზიის დირექტორი ამბობს, ტექნიკური პრობლემებია,რომელიც გასწორდება.“ყველა ასეთ შემთხვევას ჩვენ დეტალურად გამოვიძიებთ და ჩავყვებით“,–აცხადებს ბექაური. კავკასიის დირექტორს კი ეჭვი შეაქვს,myvideo.ge-ს მიერ ნახსენებ მიზეზებში. ჯანგირაშვილი ამბობს, რომ myvideo.ge ყველაფერს ტექნიკური ხარვეზებით ხსნის. ნეტგაზეთი დღეს დილიდან აკვირდებოდა საიტზე განთავსებულ ქართული საინფორმაციო არხების ლაივებს. დაკვირვების შედეგი კი ასეთი იყო: დღეს დილით მაესტრო და კავკასიის მხოლოდ 6 დღის ლაივი იდო საიტზე. ათი დღის ლაივი იდო პირველ არხზე,რუსთავი2–სა და იმედზე. თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები,მაგალითად: 17 ოქტომბრის ჩანაწერი საერთოდ არ ფიქსირდებოდა არც ერთ არხზე, მხოლოდ ნაწილობრივ პირველ არხზე. მოგვიანებით 17 ოქტომბრის ლაივის ჩანაწერი გაჩნდა მაესტროზე, ასევე ნაწილობრივ. 21 ოქტომბერს, რუსთავი 2–ის, იმედის ეთერი საღამოს 19:50 წუთიდან იყო გათიშული, 20 ოქტომბერს, საღამოს საათებში, 18–დან 21 საათამდე მაესტრო და კავკასია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Greenberg Quinlan Rosner–ის მიერ ჩატარებულ კვლევას,რომელსაც დღეს თითქმის ყველა მედია საშუალება ავრცელებს, და რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას, მოსახლეობის 67%–იანი მხარდაჭერა აქვთ, ნეტგაზეთმა ვერ მიაკვლია. ნეტგაზეტმა დაადგინა,რომ კვლევა არის კონფედენციალური. ის არ დევს კომპანიის საიტზე, ხოლო ქართული ორგანიზაცია,რომელმაც საველე სამუშაოები ჩაატარა ამბობს,რომ გამომდინარე იქიდან,რომ კვლევა შეკვეთილია,ის არ არის საჯარო. შესაბამისად მისი გავრცელება არ მომხდარა მათ მიერ. რუსთავი2, რომელმაც ერთ–ერთმა პირველმა გაავრცელა აღნიშნული კვლევის შედეგი აცხადებს, რომ კვლევა მათ პოლიტიკური პარტიისგან მიიღეს. გიორგი ლაფერაშვილმა, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ არ დაუსახელებს წყაროს: „ეს კვლევა პარტიებს დაეგზავნათ,ზუსტად ვიცი,რომ ეს კვლევა აქვს ალასანიას პარტიას, ქრისტიან–დემოკრატებს და ნაციონალურ მოძრაობას“,–ამბობს ლაფერაშვილი, კურიერის პროდიუსერი. ნეტგაზეთი დაუკავშირდა დასახელებულ პარტიებს. ალასანიას პარტიასა და ქრისტიან–დემოკრატებში გვითხრეს,რომ არავითარი კვლევა მათ არ მიუღიათ. რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ცენტრალურ ოფისში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ქეთევან ქოჩრაშვილმა გვითხრა, რომ კვლევა არ აქვს და გადაგვამისამართა პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობის აპარატში, გიორგი პატარაიამ გვითხრა, რომ მასაც არ აქვს კვლევა. სხვა საინფორმაციო არხები,რომლებიც ასევე დილიდან აშუქებენ კვლევის შედეგებს, ვერ ასახელებენ კვლევის ზუსტ წარმომავლობას. იმედის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი ამბობს, რომ მას კვლევა „უფროსმა“ გაუგზავნა.პირველ არხში, მაკა გაფრინდაშილმა გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით კვლევა ერთ–ერთმა ჟურნალისტმა მიიღო მეილზე. გადაგვამისამართა ელისო ჯარიაშვილთან. ჟურნალისტმა გვითხრა, რომ ის არ აშუქებდა აღნიშნულ მოვლენას და მხოლოდ გაახმოვანა დღის ეს ახალი ამბავი. გაფრინდაშვილთან ხელახალი ზარის შემდეგ, ის დაგვპირდა,რომ გაგვირკვევდა კვლევის მიღების წყაროს, თუმცა ჩვენ შემდეგ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა. ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი, თამარ რუხაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს,რომ მისი არხი აღნიშნული ფაქტის გაშუქებისას დაეყრდნო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. თავის მხრივ, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსში განგვიცხადეს,რომ ისინი ტელეკომპანიის ეთერით გადაცემულ ამბებს დაეყრდნენ. აისითი, ქართული კომპანია,რომელმაც აღნიშნული კვლევისთვის საველე სამუშაოები ჩაატარა, აცხადებს, რომ კვლევა არის კონფედენციალური,იმიტომ, რომ ის შეკვეთილია. ამ მიზეზით არ დევს ის Greenberg Quinlan Rosner–ის ოფიციალურ საიტზე. კომპანიის პიარ მენეჯერმა, გიორგი კალატოზიშვილმა გვითხრა, რომ მის კომპანიას არ გაუვრცელებია აღნიშნული კვლევა და არ მიუწოდებია ის მედიისთვის. Greenberg Quinlan Rosner–ის საიტზე ჩამოთვლილია ის კომპანიები და პირები,რომლებიც მათი შემკვეთები არიან. მათ შორის არიან: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თბილისის მერი გიგი უგულავა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53561.jpgპარლამენტში სპეციალური ბიურო შეიქმნა. ახალი სტრუქტურა ენდიაის ეგიდით იმუშავებს. მას კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე გაუწევს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53559.jpgკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავთობის ქურდები დააკავეს. აყვანილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი. ისინი რუისში გამავალი “ბაქო-სუფსის” მაგისტრალური ნავთობსადენი ნედლეულს იპარავდნენ. View the full article
-
სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის პროექტების გამოფენა მიმდინარეობს. გამარჯვებული პროექტის ანალოგი ქ. გორში სტალინის ძეგლის ადგილას დაიდგმება. პროექტის ავტორს კი ერთჯერადი ჯილდო –10 000 ლარი გადაეცემა. კონკურსში მონაწილეობას 41 ავტორი იღებს, გამარჯვებულს კი 1 ნოემბერს სპეციალური კომისია გამოავლენს. მემორიალი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ადამიანების, მათ შორის, ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტენ სტორიმანის ხსოვნას მიეძღვნება. კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ.გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. მემორიალის პროექტები სამხატვრო აკადემიაში 25 ოქტომბრის ჩათვლით იქნება გამოფენილი. სრული ინფო(netgazeti.ge)