Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. აფხაზური ბანდფორმირებები მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის მოგერიებაში ივარჯიშებენ.სოხუმის რეჟიმის თავდაცვის სამინისტრო 27-დან 29 ოქტომბრამდე ბატალიონის ტაქტიკურ სწავლებას გამართავს. ამის შესახებ სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება.სამხედრო სწავლების ფარგლებში სამხედროები სროლაშიც ივარჯიშებენ. სწავლების თემაა “მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის მოგერიებ”. მანევრებში მონაწილეობენ საზღვაო ქვეითთა მეორე ცალკეული ბატალიონი და სატანკო ნაწილი. სწავლება “ნაგვალოუს” პოლიგონზე ჩატარდება და ჩართული იქნები... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე სოფო ჩიკვილაძე მეორედ გავიდა "სიმართლის დეტექტორზე", ოღონდ ამჯერად გაზეთ "ყველა სიახლის" ფურცლებზე... 6 თვის წინ სოფოს მეორე შვილი, ცოტნე, შეეძინა. როგორ მიდის სოფოს ცხოვრება ინტერვიუდან შეიტყობთ: გაზიარება [ნინო მაისურაძე. 14:24 22-10-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMK36RH5ebI/AAAAAAAAEJQ/6ioMfiJtvYA/s200/blog+fotos+maketi+copy.gif- თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ამჟამად არაფერს ვაკეთებ, ყველაფრისგან ვისვენებ. ცოტნეს მოვლაში დედა მეხმარება. პატარა ძალიან საყვარელი, მშვიდი, ბუნჩულა ბავშვია - ადვილი გასაზრდელი. მახსოვს, ორსულად რომ იყავი, თქვი, ანდრეა უნდა დავარქვაო...- დიახ, ძალიან მინდოდა ანდრეას ან ალექსანდრეს დარქმევა, მაგრამ ცოტნეს ერთ-ერთმა მეგობარმა მთხოვა, ცოტნე დამერქმია. მეც ჭკუაში დამიჯდა ეს სახელი და ჩემი ექსმეუღლის პატივსაცემად დავარქვი. ორი მშობიარობის მიუხედავად არაჩვეულებრივად გამოიყურები...- დიდი მადლობა. მშობიარობიდან სამ თვეში ძველი ფორმა აღვიდგინე და ორჯერ ფოტოსესიაშიც მივიღე მონაწილეობა. მაქვს ახალი წინადადებები, მალე ჩამოვა სომეხი ფოტოგრაფი, რომელიც ჩემი გარეგნობით დაინტერესდა და სერიოზულ ფოტოსესიას მთავაზობს. შარშან, სექტემბერში, ძალიან საინტერესო მიწვევა მივიღე ამერიკიდან, ფლორიდის შტატის ერთ-ერთი პრესტიჟული სამოდელო სააგენტოდან, მაგრამ ორსულად ვიყავი და ვერ წავედი. წელს კი ვაპირებ, საქართველოს საზღვრებს გავცდე. ჟურნალისტობას აღარ აპირებ?- არა. ბავშვის გაზრდა არ გიჭირს? ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ...- ჩემს ოჯახში ყველა მუშაობს, ასე რომ, ეს პრობლემა არ მაქვს. შენი ოჯახის წევრებმა შენი ორსულობის ამბავი ტელეგადაცემა "სიმართლის დროდან" შეიტყვეს. როგორი რეაქცია ჰქონდათ ამაზე?- მიზეზთა გამო ორსულობას ვმალავდი, არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, აბორტი გაიკეთეო, მაგრამ ჩემი ორსულობის ამბავი ყველას გაუხარდა, თუმცა შოკიც მოჰგვარათ - წარმოიდგინეთ, 8 თვის ორსული ვიყავი და ვერ ხვდებოდნენ. შენი უფროსი შვილი, თამარი როგორ შეხვდა ცოტნეს დაბადებას?- ჭკუაზე არ არის. ცოტნეს შემხედვარე თავი დიდი გოგო ჰგონია და ქალობს. ცოტნეს გაზრდაში მეხმარება და განკარგულებებს მაძლევს: "ჩემს ძამიკოს შია, აჭამეთ, პამპერსი გამოუცვალეთ"... შენი ყოფილი მეუღლე, ცოტნე, შეიტყობდა შვილის შეძენის ამბავს...- შეიტყო, თუმცა მისი რეაქცია არ ვიცი. ერთმანეთთან მიწერ-მოწერა არ გვაქვს. იცოდა, ორსულად რომ ვიყავი და ბავშვის დაბადებას ელოდებოდა. პრინციპში, გაუხარდებოდა, აბა ხომ არ ეწყინებოდა?! არც მის ადვოკატთან მაქვს ურთიერთობა... ცოტნეს ყოველმხრივ ჩამოვშორდი. ამბობ, რომ ჩამოშორდი, თუმცა ციხესთან მისი მხარდასაჭერი აქციები გამართე... - იმხანად ცოტნემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და მას, როგორც ადამიანს, მხარში ამოვუდექი. მართლა ძალიან მეცოდებოდა. ამ აქციაზე ყველა ტელეკომპანია მოვიწვიე, მაგრამ, ალბათ, მანანა გამსახურდიასი შეეშინდათ და ერთ-ორი ტელევიზიის გარდა არავინ მოვიდა. გადაცემა "სიმართლის დროში" ცოტნეზე საშინელებები თქვი...- როდესაც ადამიანზე იმას ამბობ, რასაც ფიქრობ, ერთია, და როდესაც გეცოდება - მეორე. როდესაც ცოტნეს შიმშილობისგან ჯანმრთელობა შეერყა, ისე შემეცოდა, რომ მასთან ციხეში მივდიოდი და ბადრაგს მის ამბავს ვეკითხებოდი. შეიძლება, ცოტნეს ეუბნებოდნენ კიდეც, ცოლი ციხეში გაკითხავსო, მაგრამ იმისთვის არ მივდიოდი იქ, რომ პატიება ან შერიგება მეთხოვა. უბრალოდ, გული შემტკიოდა მასზე. ამბობენ, რომ გადაცემა "სიმართლის დროში" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით მიხვედი...- (იცინის) დღემდე ბევრს ჰგონია, რომ ვანო მერაბიშვილმა 80 ათასი დოლარი გადამიხადა, მანქანა და სახლი მიყიდა. მანანასაც დღემდე ჰგონია, რომ ფულის გამო მივედი ამ გადაცემაში. ფულის კი არა, შურისძიების გამო მივედი. ქალბატონმა მანანა გამსახურდიამაც ამ გადაცემის წყალობით შეიტყო, რომ ორსულად იყავი?- მანანას კარგა ხნით ადრე ვესტუმრე და განვუცხადე, რომ ბავშვს ველოდებოდი. სიხარული ვერ დამალა და მითხრა, რა კარგია, პატარა შვილიშვილი მეყოლებაო, მერე მუცელზე დამაკვირდა და დაასკვნა, მეორეც გოგო გეყოლებაო... ახლა კი გაჰყვირის, ეს ბავშვი ცოტნეს შვილი არ არისო. ეს ადამიანი ყოველთვის იმას ამბობს, რაც ხელს აძლევს. მესმის მანანასი, ვერც ერთი დედა ვერ აიტანს ადამიანს, რომელიც მის შვილზე ცუდს ამბობს. იქნებ იცის კიდეც, რა დანაშაული მიუძღვის მის შვილს საზოგადოების და თუნდაც ყოფილი ცოლის წინაშე, მაგრამ სიმართლე გულზე ხვდება და მწარდება. ყველაზე მეტად იცი, რამ გააბრაზა? როდესაც ვთქვი, მინდა, ცოტნე ციხეში იჯდეს-მეთქი. ეს ავხსენი კიდეც - ციხეში უფრო დაცული იქნება-მეთქი, მაგრამ მანანამ და მისმა ახლობლებმა ეს ცუდად გაიგეს. იმხანად რეალურად არსებობდა შანსი, რომ გათავისუფლებული ცოტნე მოეკლათ ან ცოლ-შვილით გაემწარებინათ. ჩვენ მართლაც გვაშანტაჟებდნენ. ერთხელ ბავშვის გატაცებაც სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეს როგორ გავიგოთ?- ცოტნეზე ორსულობის პერიოდში მომდიოდა ხმები, ვიღაცები რაღაცას გიპირებენო. ერთ საღამოს ბავშვთან ერთად კუს ტბაზე ვსეირნობდი. უცებ შუქი გაითიშა და ისეთი ჩოჩქოლი ატყდა, რომ კინაღამ გავგიჟდი. ახლაც არ მახსოვს, როგორ ჩავიხუტე ბავშვი და როგორ ჩამოვიყვანე ქვემოთ. ვის სურდა ბავშვის გატაცება?- არ ვიცი. მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ამის მცდელობა იყო. ჩემს ტელეფონზე გამუდმებით რეკავდნენ დაფარული ნომრიდან და აკონტროლებდნენ - სად ვიმყოფებოდი. მთავარია, რომ თათოს გატაცება არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ. ცოტნესთან შერიგებაზე არ გიფიქრია?- ცოტნე, როგორც მამაკაცი, აღარ მიყვარს. თავდაპირველად მართლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ისეთი რაღაცები გააკეთა და იმდენჯერ შეეშალა ჩემთან, რომ... თბილისი პატარაა და იმასაც ამბობდნენ, რომ ცოტნე ფიზიკურადაც შეურაცხგყოფდა... - არა, ჩემთვის ხელი არასოდეს დაურტყამს, თუმცა ჩემამდე ცოლი ჰყავდა და იმასთან თუ იქცეოდა ამგვარად, არ ვიცი. ქალბატონ მანანას შვილიშვილი არ უნახავს?- არა. როგორც მითხრეს, ცოტნეს სასამართლოზე მანანასთვის პატარა ცოტნეს სურათები უჩვენებიათ და უთქვამს, რა კარგი ბავშვიაო, მაგრამ ეს რომ ახლა ვუთხრა, მიპასუხებს, რა სურათები, ეს ბავშვი ჩემი შვილიშვილი არ არისო. გამსახურდიებმა და არჩვაძეებმა დიდი შავი ხაზი გადამისვეს, მაგრამ არა უშავს, ამასაც ავიტან. მოდელობის გარდა სხვა სფეროშიც თუ აპირებ ძალების მოსინჯვას?- როგორ გითხრათ... პოლიტიკაში მივდივარ, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაში. გადავწყვიტე, საზოგადოებაში ჩემი ნიშა შევიქმნა. ამას პოლიტიკაში წასვლით აპირებ?- დიახ. შესაძლოა, ჩემი ეს ნაბიჯი ამბიციური და პრეტენზიული იყოს, მაგრამ მაინც შევეცდები. პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ გაქვს?- შეყვარებული ვარ. ორი შვილის დედა ვარ, მაგრამ პირად ცხოვრებას არ ვივიწყებ. ჯერ 23 წლის ვარ და შინ რომ ჩავიკეტო, ყველა იფიქრებს, გააფრინაო.http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMK3xqASgDI/AAAAAAAAEJI/_6ZApUix4R4/s200/gamsaxurdia.jpg ვინ არის შენი ახალი რჩეული?- ძალიან საყვარელი ადამიანი, რომელთანაც მომავალს ვხედავ. შენი ოჯახის წევრებს ცოტნე სიძედ მოსწონდათ?- არა. ეს ამბავი ცოტნეს ნათესავებმაც იცოდნენ და სწყინდათ, რა სჭირს დასაწუნიო. დღემდე ვამბობ, რომ მამა ამ ქვეყნიდან ჩემზე ნაწყენი წავიდა, რადგან ცოტნეს ცოლი ვიყავი. რატომ არ მოსწონდათ ცოტნე?- იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცოდა ცოტნეს მავნე ჩვევების შესახებ. სწორედ ამ ჩვევებმა გადამიყოლეს. ადრე ყველაფერს ვუგებდი და მივუტევებდი, რადგან ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასეთი რამ არავის ეპატიება. სხვათა შორის, ახლაც ასე ვარ. თუ ადამიანი მიყვარს, ყველაფერს მივუტევებ. შეიძლება, ბავშვური საქციელია, მაგრამ ასეა. რაც შეეხება მამაკაცის გარეგნობას, ისევ ცოტნესნაირი ბიჭები მომწონს. თუ მამაკაცს სათვალე არ უკეთია, სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ანუ, სათვალიანი ბიჭები გამოგეხმაურონ?- (იცინის) ნურავინ გამომეხმაურება, უკვე დაკავებული ვარ. სხვათა შორის, ჩემი ახალი შეყვარებულიც სათვალეს ატარებს. ბევრს ჰგონია, რომ რაკი გამსახურდიების რძალი ვიყავი, ამით საზოგადოების თვალში მარკა მაქვს აწეული. არადა, პირიქით არის - ვინც შეიტყობს, რომ ცოტნეს ცოლი ვიყავი, ყველას თვალები უფართოვდება და მეკითხება: ”რამ გაგაგიჟა, ცოტნეს რამ გაგაყოლა?! მანანა როგორი დედამთილი იყო?” და ასე შემდეგ. არადა, მე და მანანას თავის დროზე უთანხმოება არ გვქონია. მანანა ფანტასტიკური დედამთილი იყო. მე და ცოტნესაც ასე თუ ისე კარგი ურთიერთობა გვქონდა, მიყვარდა და იმიტომ, მაგრამ ახლა რომ მომისაჯო, მის გვერდით ერთ საათსაც ვეღარ ვიცხოვრებ. ბევრი წყვილი შორდება ერთმანეთს, მაგრამ ყოფილ მეუღლეზე ასეთ რამეებს არ ამბობენ...- ადამიანს ყველაფერს ვაპატიებ, გარდა ღალატისა და ტყუილისა. მერჩივნა, ცოტნეს პირდაპირ ეთქვა, არ მჭირდები, თავი დამანებეო, ვიდრე წრეები ერტყა და გაურკვევლობაში ჩავეგდე. სხვათა შორის, ვიდრე საქართველოში ცხოვრობდა, ჩემთვის არ უღალატია, მაგრამ როგორც კი მოსკოვში წავიდა, ისე აგულავდა, რომ შვილიც გაუჩინეს. იქ 3 წლის დანიელი ჰყავს. რას ერჩით, ამრავლებს ბიჭი გამსახურდიებს! ორი ბიჭი, ერთი გოგო - მშვენიერი მიღწევაა! ეს - რაც ვიცი, და რაც არ ვიცი, სხვა თემაა. ”სიმართლის დროში” გაირკვა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ”დიდოსტატის მარჯვენა” წაკითხული არ გქონია. ამ გადაცემის შემდეგ თუ წაიკითხე?- ”დიდოსტატის მარჯვენა” წაკითხული მაქვს. უბრალოდ, ”სიმართლის დროში” მკითხეს, სკოლის ასაკში მქონდა თუ არა ეს ნაწარმოები წაკითხული. იმხანად ეს ნაწარმოები ნასწავლი მქონდა, ოღონდ ადგილ-ადგილ. სკოლა რომ დავამთავრე, მთლიანად წავიკითხე. ვგიჟდები კონსტანტინეს შემოქმედებაზე. ”დიონისოს ღიმილი” ჩემი საყვარელი ნაწარმოებია. ამ ნაწარმოებში ცოტნეს ვხედავ. სხვათა შორის, ცოტნეც ამბობდა, კონსტანტინემ ”დიონისოს ღიმილი” ჩემზე დაწერა, ხოლო ”დიდოსტატის მარჯვენა” - ზვიადზეო. ჩანს, რომ ისევ ცოტნეზე ფიქრობ და ყველგან და ყველაფერში მას ეძებ...- არა, რას ამბობთ! თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ცოტნე ინდივიდია და მისნაირი აღარ დაიბადება. როგორ ფიქრობ, ცოტნე რომ გაათავისუფლონ, რაიმე საფრთხეს შეგიქმნის?- ვერ გაიგებ, ისეთი არაპროგნოზირებადი ადამიანია. შეიძლება მოვიდეს და შერიგებაც მთხოვოს. ბოღმიანი არ არის, გულში ჩადება არ იცის. როდესაც შევიტყვე, რომ ცოტნესგან სხვა ქალმა ბავშვი გააჩინა, დეპრესია მქონდა, რამდენიმე თვე შინიდან არ გავსულვარ, მაგრამ, საბედნიეროდ, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ცოტნე კი არა, საკუთარი თავი დამავიწყა.ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  3. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53589.jpgთბილისში ”ჰოლიდეი ინი” გაიხსნა. კიდევ ერთი ახალი სასტუმრო და საერთაშორისო ბრენდი, რომელიც საქართველოში შემოვიდა, აღსანიშნავია იაფი ნომრებითა და უმაღლესი მომსახურებით. View the full article
  4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 27 წლის გიორგი ფოლადაშვილი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა 22 ოქტომბერს საკუთარი და – ეკატერინე ფოლადაშვილი, ცივი იარაღის გამოყენებით, ყელისა და მუცლის არეში სასიკვდილო დაჭრა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ფილადაშვილი იმავე დღეს ჩაბარდა პოლიციას და დანაშაულიც აღიარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მუხლი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებაზე თბილისის შსს-ს მთავარი სამართველო მუშაობს. მკვლელობა თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, მოხდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. როგორც ცნობილია, ჩეჩენი მეამბოხეები გამოვიდნენ «იმარატ კავკაზის» ხელმძღვანელობის დაქვემდებარებიდან და თავის მეთაურად ჰუსეინ გაკაევი აირჩიეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაინტერესებული სპეციალისტები ერთამეთისგან განსხვავებულ დასკვნებს აკეთებენ.ცნობილი რუსი ანალიტიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე ალექსეი მალაშენკო მიიჩნევს, რომ ასეთი დაყოფა გაურთულებს მუშაობას რუსეთის სპეცსამსახურებს, რადგან ისინი მიჩვეული არიან ებრძოლონ რაიმე ერთ ორგანიზაციას, რომლის ლიდერის დაკავების შემდეგ თვლიან, რომ საქ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  6. როგორც ცნობილია, ჩეჩენი მეამბოხეები გამოვიდნენ «იმარატ კავკაზის» ხელმძღვანელობის დაქვემდებარებიდან და თავის მეთაურად ჰუსეინ გაკაევი აირჩიეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაინტერესებული სპეციალისტები ერთამეთისგან განსხვავებულ დასკვნებს აკეთებენ.ცნობილი რუსი ანალიტიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე ალექსეი მალაშენკო მიიჩნევს, რომ ასეთი დაყოფა გაურთულებს მუშაობას რუსეთის სპეცსამსახურებს, რადგან ისინი მიჩვეული არიან ებრძოლონ რაიმე ერთ ორგანიზაციას, რომლის ლიდერის დაკავების შემდეგ თვლიან, რომ საქ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53579.jpgშვეიცარიის სასამართლომ შვიდ ქართველს განაჩენი გამოუტანა. ეჭვმიტანილები 2008-2009 წლებში ჟენევაში ჩადენილ ძარცვებში დამნაშავედ სცნეს. View the full article
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/iraniraq-150x150.gifირანი ერაყში სიტუაციის დესტაბილიზაციას და მასზე საკუთარი გავლენის გაზლიერებას ცდილობს. ამის შესახებ ამერიკული მედია პენტაგონის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც საიტმა WikiLeaks გაავრცელა. კერძოდ, საბუთებში ნათქვამია, რომ ირანში ერაყელ შიით მებრძოლებს ამზადებდნენ. პენტაგონის ინფორმაციით, წვრთნებში ელიტური ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი მონაწილეობს. ირანი ერაყელ მებრძოლებს ქიმიური იარაღის შექმნაშიც ეხმარება. საბუთებში ისიც აღინიშნება, რომ თეირანი ბოლო დროს ერაყელ პოლიტიკოსებზე გავლენას აძლიერებს. იხილეთ epn.ge
  9. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53580.jpg28 წლის ეკატერინე ფოლადიშვილი ფონიჭალაში ღამით მისმა მეუღლემ აბაზანაში ყელგამოჭრილი იპოვა. აჩიკო კვეზერელი ბავშვის ტირილმა გააღვიძა. ახალგაზრდა ქალბატონი, სავარაუდოდ, მისმა ძმამ მოკლა. View the full article
  10. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რ.კადიროვმა განაცხადა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც იმუშავებს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა აღრიცხვასა და დადგენაზე. რ.კადიროვის თქმით, ასეთი კომისიის შექმნის აუცილებლობა დაამტკიცა 20 ოქტომბერს დაღესტნის სოფელ ბავტუგაიში ჩატარებულმა სპეციალურმა ოპერაციამ, რომლის დროსაც მოკლული ორი ჩეჩენი ბოევიკი მათი მშობლების განცხადებით, გაუჩინარებულთა სიით იძებნებოდნენ.ჩეჩნეთის ხელისუფლების მონაცემებით, ბოლო წლების მანძილზე რესპუბლიკაში გაუჩინარდა 5 ათასი კაცი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  11. http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/stalin-ruzvelt.jpgობამას ადმინისტრაცია ღიად ცდილობს რუსეთთან იმ ურთიერთობების „გადატვირთვას“, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის ბოლო წლებში სერიოზულად გაფუჭდა. მართალია ვაშინგტონს ტერმინი „გადატვირთვა“ აშშ-ჩინეთის ასევე პრობლემურ ურთიერთობთან მიმართებაში არ გამოუყენებია, თუმცა როგორც სჩანს ამოცანა იგივეა. თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი ორი ქვეყნის არმიებს შორის დიალოგის აღდგენას შეეცადა, რაც მსგავსი განზრახვების არსებობაზე მიუთითებს. polity.ge
  12. მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ბურსაში ჩატარდება თურქეთში მომქმედი ჩერქეზული ორგანიზაციების ყრილობა, რომელზედაც განხილული იქნება მათი სხვა კავკასიური თემებისგან გამოყოფის საკითხი.ყრილობა მიზანად ისახავს ჩერქეზული დიასპორების კანსოლიდაციას, მათი ძალისხმევის ფოკუსირებას რეპატრიაციის საკითხის წინ წამოწევისა და აფხაზური, ჩეჩნური და სხვა კავკასიური პრობლემებისგან გამიჯვნას.საერთაშორისო ჩერქეზული ასოციაციის მონაცემებით დღეისთვის რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს 5 მილიონ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/dakaveb-150x130.jpgრუსთავის გზატკეცილზე მკველობა მოხდა. 28 წლის ეკატერინე ფოლადაშვილს ძმამ 24 ჭრილობა მიაყენა. როგორც ცნობილი გახდა, ეჭვმიტანილმა გიორგი ფოლადაშვილმა დას 25 ლარი სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მას 24 ჭრილობა მიაყენა. სახლში მკველობის დროს მოკლულის ქმარი აჩიკო კვეზერელი იმყოფებოდა, რომელმაც ცოლი ყელგამოჭრილი იპოვა. წინასწარი ინფორმაციით, მკველობაში ეჭვმიტანილს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. გიორგი ფოლადაშვილი მკვლელობის ადგილიდან მიიმალა, შემდეგ კი პოლიციას თავად ჩაბარდა. საქმეს მთავარი სამმართველო იძიებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, მას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. იხილეთ epn.ge
  14. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/saakashvili_m_16.jpgგასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ქვეყნის პოლიტიკური სისტემა მიუახლოვდა საპარლამენტო რესპუბლიკას, ხოლო პრემიერ-მინისტრი (და არა პრეზიდენტი) მთავრობაში ყველაზე ძლიერ ფიგურად იქცა. polity.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/gala-150x150.jpgლიტერატურული კონკურსის, “გალას” გამარჯვებულები დასახელდნენ. ჟიურიმ 24 გამომცემლობიდან შემოსული 120 წიგნიდან გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოავლინა. ნომინაციაში წლის წიგნი გაიმრაჯვა ზურაბ ლეჟავამ _ ,,ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”). ამ ნომინაციაში გამარჯვებული ზურაბ ლეჟავა კულტურის სამინისტროსგან დამატებით საჩუქრად საწერ მაგიდას მიიღებს. ამის შესახებ, კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომელმაც წლის წიგნის ნომინაციაში გამარჯვებული დაასახელა. თარგმნილი წიგნის ნომინაციაში გიმარჯვა ლია ჩლაიძემ ორჰან ფამუქის _ ,,მე მქვია წითელის” თარგმნისთვის (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”). ნომინაციაში წიგნის მხატვრობა გაიმარჯვა თინათინ ჩხიკვიშვილმა _ მაყვალა მრევლიშვილის “ლექსები” (“ქართული ბიოგრაფიული ცენტრი”). ნომინიაციაში საბავშვო წიგნი გაიმარჯვა ნაწარმოებმა – “საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის” (მოთხრობილი მზია სურგულაძის მიერ) _ “ლიტერა”. ნომინაციაში წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი გაიმარჯვა კახა თოლორდავამ _ “საუბრები ჯაზზე” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”). ნომინაციაში სამაგიდო წიგნი გაიმარჯვა ნაწარმოებმა ,,გმირი” _ “პრაიმ-ტაიმი”. ცნობისათვის: თითოეული გამაჯვებული ავტორი კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლითა და ერთჯერადი ფულადი პრემიით, 4000 ლარის ოდენობით საჩუქრდება. 6 ნომინაციაში წარდგენილი იყო 17 ნომინანტი: სამაგიდო წიგნი: 1. მარკუს ტულიუს ციცერონი _ “სიტყვები და დიალოგები” (იამზე გაგუა) _”ლოგოსი”; 2. “გმირი” _ “პრაიმ-ტაიმი”; წლის წიგნი: 1. ზურაბ ლეჟავა _ “ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში” _ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”; 2. ირაკლი ქასრაშვილი _ “სოკრატე” _ “შემეცნება”; 3. ზვიად რატიანი _ “ნეგატივი” _ “დიოგენე”; 4. ამირან სვიმონიშვილი _ “სამკვიდრო” _ “სიესტა”; თარგმნილი წიგნი: 1. ორჰან ფამუქი _ “მე მქვია წითელი” (ლია ჩლაიძე) _ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”; 2. კორნელია ფუნკე _ “ქურდების მბრძანებელი” (ანა კორძაია-სამადაშვილი) _ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”; 3. მიშელ უელბეკი – “პლატფორმა” (ირმა ტაველიძე) _ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”; საბავშვო წიგნი: 1. თეა ლომაძე _ “წერილი ბოთლში” _ “დიოგენე”; 2. “საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის” (მოთხრობილი მზია სურგულაძის მიერ) _ “ლიტერა”; წიგნის მხატვრობა: 1. ნინო გურაბანიძე _ სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა” (“ქარჩხაძის გამომცემლობა”); 2. თემურ ფხიკიძე _ ზაალ სამადაშვილის “მოთხრობები ბიჭებისთვის”(“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”); 3. თინათინ ჩხიკვიშვილი _ მაყვალა მრევლიშვილის “ლექსები” (“ქართულიბიოგრაფიული ცენტრი”); 4. დალი მუხაძე – ” ქართული საბავშვო მოთხრობები” (“შემეცნება”); წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი: 1. “აუცილებელი საკითხავი” _ “არეტე”; 2. კახა თოლორდავა _ “საუბრები ჯაზზე” _ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”;3. “მსოფლიო კლასიკა” – “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”. როგორც ჟიურის წევრები აცხადებდნენ, წინა წლებთან შედარებით, წელს ლიტერატურულ კონკურსზე გამომცემლობებისა და წიგნების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. მათი თქმით, დაიხვეწა წიგნის ხარისხიც. შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული კონკურსი “გალა” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის ინიცატივით და მერიის მხარდაჭერით უკვე ოთხი წელია იმართება და “თბილისობის” დღესასწაულის ინტელექტუალურ ნაწილად იქცა. კონკურსის მიზანი მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მწერლების ერთგვარი წახალისებაა. გამომცემლობებისგან შერჩეული წიგნებიდან გამარჯვებულების გამოსავლენად 5-კაციანი ჟიური მუშაობდა, რომლის შემადგენლობაში მთარგმნელი ნინო ქაჯაია, მხატვარი დიმიტრი ერისთავი და მწერლები, ლაშა იმედაშვილი, ზურაბ სამადაშვილი და მამუკა ხერხეულიძე არიან. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/zaza_chakvetadze-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ეროვნული ფორუმის” წევრს ზაზა ჩაკვეტაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც “ექსპრესნიუსს” “ეროვნული ფორუმის” პრესამსახურის უფროსმა განუცხადა, პროკურატურამ ჩაკვეტაძის მიმართ დაპატიმრება მოითხოვა, ადვოკატი კი მის თავდებით გამოშვებას ითხოვდა. დღევანდელ სასამართლო პროცესიდან ირაკლი მელაშვილი, გუბაზ სანიკიძე და მაგდა პოპიაშვილი გამოაძევეს, რომელსაც 150 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. “ეროვნული ფორუმის” წევრ ზაზა ჩაკვეტაძეს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge
  17. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/conflicts/eumm.jpgმოსახლეობის თქმით, კონფლიქტის ზონიდან წასვლა ტერიტორიის რუსეთისთვის ჩაბარებას ნიშნავს და დანებებას სირცხვილად მიიჩნევენ. polity.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/dr-angela-merkel-150x150.jpgგერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ნატო-ს და რუსეთის სწრაფი დაახლოებისგან თავშეკავების მომხრეა. ამის შესახებ მან ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენტან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ერთმანეთს არ უნდა წაუყენოთ განსაკუთრებული მოთხოვნები”, – განაცხადა მერკელმა. კანცლერის აზრით, ნატო-ში რუსეთის ინტეგრაციაზე საუბარი ნაადრევია, ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მერკელმა “დიდი პროგრესი” უწოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ნატო-ს ლისაბონის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. გერმანული მედია აღნიშნავს, რომ მერკელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “მწვანეებმა” რუსეთის ნატო-ში მიღების ინიციატივით გამოვიდნენ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რადმუსენმა კი რუსეთს თხოვნით მიმართა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ერთობლივად შემუშავებაში მონაწილეობა მიეღო. იხილეთ epn.ge
  19. ბრაზილიელი მწვრთნელი დუნგა უახლოეს მომავალში შესაძლოა იტალიური "რომას" დამრიგებლად მოგვევლინოს. როგორც იცით, "ჯალოროსო" სერია A–ს წლევანდელ გათამაშებაში ძალიან არადამაჯერებლად გამოდის და მის მესაჭე კლაუდიო რანიერისაც თანამდებობიდან განთავისუფლება ელოდება. იხილეთ fanebi.com
  20. აზერბაიჯანი სამხედრო ბიუჯეტს 1,5-ჯერ ზრდის. აზერბაიჯანის პარლამენტმა დაამტკიცა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც სამხედრო სფეროს ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს.„როიტერის“ ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, 2011 წელს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტროს დაფინანსება 2,5 მილიარდი მანათით განისაზღვრა, რაც 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. უწყების დაფინანსება 1,6 მილიარდ აშს დოლარს შეადგენდა.„იტარ-ტასის“ ცნობით, 2011 წელს 1,1 მილიარდი მანათი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოდერნიზ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/thai-150x150.jpgტაილანდში წყალდიდობის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმრავლესობა მოხუცები და ბავშვებია. წყალდიდობა, რომელიც გადაუღებელი წვიმებითაა გამოწვეული, ტაილანდში 10 ოქტომბრიდან გრძელდება. დატბორილია ტერიტორია, სადაც 1.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ექსპერტები მდინარე ჩაო პრაიას ადიდებას ელიან, რომელმაც, შესაძლოა, ბანგკოკი დააზარალოს. გამაგრებულია დამცავი ჯებირები, რომლებიც დედაქალაქს წყალდიდობისგან იცავენ. იხილეთ epn.ge
  22. მთავარი გმირი აღმოაჩენს სწრაფი გამდიდრების საშუალებას,თუმცა არ იცის,რომ სასიკვდილო თამაშში ებმება.ორი ალტერნატივაა:გამარჯვება და ბევრი ფული ან სიკვდილი. გელა ბაბლუანის გახმაურებული ფილმის, "13"-ის ჰოლივუდური ვერსიის პრემიერა. View the full article
  23. დღეს, 11 საათზე, კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრს უცხოელ პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ეწვევა. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს” განათლების სამინისტროდან აცნობეს. პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში ჩამოსული 100-მდე ინგლისურენოვანი მასწავლებელი ცენტრის საქმიანობას გაეცნობა, პრაქტიკულ მეცადინოებებს დაესწრება და თავადაც მიიღებს მონაწილეობას პურის ცხობაში, თათარის მოდუღებასა და ჩურჩხელების ამოვლებაში. იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/shashkini-150x150.jpgდღეს 12 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მანდატურებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს აქციაში – „დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“. ამის შესახებ, ,,ექსპრესნიუსს” განათლების სამინისტროდან აცნობეს. აქცია 192-ე (დიდი დიღომი მე3 მკ/რ) საჯარო სკოლაში გაიმართება. ცნობისთვის, გამწვანების აქცია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და თბილისის მერიის ინიცირებულია. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...