Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ილიას სახელობის უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისიდან 25 კმ-ში, ბოლნისთან ახლოს მცირე სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. … ლინკი მედიანიუსზე
  2. ავღანეთის დასავლეთში, ჰერატის პროვინციაში თალიბმა შახიდებმა გაეროს წარმომადგენლობა ააფეთქეს. ოპერაციაში ოთხი მებრძოლი მონაწილეობდა.- იტყობონება “ამერიკის ხმა”. გაეროს… ლინკი მედიანიუსზე
  3. ზუგდიდში პროექტზე მუშაობა უშუალოდ პრეზიდენტის დავალებით თითქმის 2 წელია დაიწყო. პროექტის ავტორი სპეციალურად შერჩეული არქიტექტორთა ხუთ კაციანი ჯგუფია. გაზიარება [თამუნა შონია. 22:17 22-10-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMMmsGrvqmI/AAAAAAAAEJg/iYrpv_ycx_Y/s200/24503_1175287801276_1800521448_351615_3127139_n.jpg,,ქალაქში ძალიან ბევრი რამე შეიცვლება და გაკეთდება. სულ მალე ყველა დაინახავს თუ რა სამუშაოები ჩაატარეს პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა და რა გაკეთდება ჩვენს ქალაქში. ზუგდიდი მთელ საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი გახდება”, - ჯერა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორს ზაზა გოროზიას. პროექტის პირველი ეტაპისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო, და 200 ათასი ლარი შეადგინა. ზაზა გოროზია პროექტის სრულ ბიუჯეტს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხები, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. გუბერნატორის მტკიცებით ამის გარდა, მშენებლობის პროცესში ადგილობრივი ბიზნესმენებიც შეიტანენ თავიანთ წვლილს. ახალი შენობები, ახალი პარკები, ხიდები და გასართობი ცენტრები, განახლებული ძველი შენობები, ათობით შადრევანი – ეს პროექტის ის მცირედი მონახაზია, რაც ქალაქის იერსახეს მთლიანად შეცვლის. ქალაქ ზუგდიდის რეკონსტრუქციის პროექტის მთავარი არქიტექტორის ლევან სოლოღაშვილის განმარტებით, ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ზუგდიდის ისტორიული ნაწილის შენარჩუნება და მისი განახლებაა. ,,კომუნისტური წყობის დროს მოხდა დადიანების სასახლის ხელყოფა, გაიჩეხა უნიკალური ბოტანიკური ბაღის ერთი ნაწილი, სადაც სტადიონი აშენდა. ახლა კი ამ ადგილს პირვანდელი სახე დაუბრუნდება, ამას აგრეთვე მოყვება საგზაო ქსელის ცვლილება. მილიონი ნიუანსია, რომელიც გაამარტივებს ამ ქალაქში მოძრაობას. ამასთან უფრო კომპორტული გახდება უნიკალური ტერიტორიის აღქმა და ათვისება, როგორც ტურიზმის კუთხით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც”, –ამბობს იგი. ,,პირველი მონახაზი გვაქვს, იმის თუ როგორი იქნება ახლო მომავალში ზუგდიდი, ეს არის ბულვარი, რომელიც დადიანების სასახლის ეზოში შევა. ცენტრალური გზა, რომელიც მიწისქვეშ ჩავა და გაკეთდება ხიდი თავისი შადრევნებით. საფეხბურთო სტადიონი გადავა ქალაქ გარეთ და მის ადგილას მეორე დასასვენებელი პარკი გაშენდება. აბსოლუტურად ყველა შენობა, რომელიც ზუგდიდში დგას იერსახეს შეიცვლის”, -ამბობს პროექტის მთავარი არქიტექტორი ლევან სოლოღაშვილი. http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMMncMB9h1I/AAAAAAAAEJo/p6FJk-WtHyY/s200/getImage.jpg აღნიშნული პროექტი სამ ეტეპს მოიცავს, პირველ რიგში ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. შემდეგი ეტაპი მთლიანად ზუგდიდის გენერალური გეგმის დამუშავებას ითვალისწინებს, მესამე კი პროექტის სრულად განხორციელებას. ,,პროექტზე მუშაობა ერთ თვეში დასრულდება და სამუშაოების დაწყება ახალი წლიდან იგეგმება. ეს იქნება დამატებითი სამუშაო ადგილები და სოლიდური დასაქმების ფონდი ადგილობრივი მოსახლეობისთვის”, - ამბობს ლევან სოლოღაშვილი. პროექტი უკვე დაამტკიცა ზუგდიდის საკრებულომ. საკრებულოს აპარატის უფროსის ლექსო ჯიქიას განცხადებით, პროექტს მოწინააღმდეგე არ გამოსჩენია. დადიანების ისტორიული მუზეუმის დირექტორს ლილი ბერაიას მიაჩნია, რომ პროექტის ყველაზე ღირებული მხარე, ძველი ისტორიული ელემენტების გაცოცხლებაა, თუმცა ბერაია პროექტს არც იცნობს. ,,მე არც გეგმა მინახავს და არც პროექტი, უბრალოდ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრე და გამარკვიეს რის გაკეთებას გეგმავენ. ჩემი აზრით, თუ ქალაქის იერსახეს შეცვლიან და ძველ იერსახეს აღუდგენენ, ამით კარგი საქმე გაკეთდება, რა თქმა უნდა ხარისხიანად უნდა გაკეთდეს. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან მუზეუმის ტერირორიასთან ახლოს არ აშენდება სასტუმრო, კაფე ან სხვა სახის გასართობი საშუალება”, - ამბობს ლილი ბერაია. ადგილობრივი მოსახელობა ქალაქის მთლიან რეკონსტრუქციაზე განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამს. ნაწილი ამ თემაზე საჯაროდ საუბარსაც ერიდება. ,,ზუგდიდი ისედაც ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ქალაქია, აქ საქართველოში შემორჩენილი ერთადერთი სამეფო რეზიდენციაა. არ ვიცი რა იგეგმება, მაგრამ ისე უნდა იმოქმედონ, რომ ჩრდილი არ მიადგეს ისტორიულ ფასეულობებს”, - ამბობს ისტორიის მასწავლებელი ბექა კოდუა. ,,მე თუ მკითხავთ, როგორც რიგით ზუგდიდელს, ევროპული დონის ქალაქად ის ქალაქი მიმაჩნია, სადაც ცხოვრობს კულტურული საზოგადეობა, რომელიც ქალაქის სისუფთავეს ისეთივე ყურადღებას აქცევს, როგორსაც საკუთარ კარ-მიდამოს. ჩვენთან ეს პრობლემა ყოველთვის იყო, ახლაც ქალაქში კეთდება რაღაცეები, მაგრამ რამდენიმე დღეში ნადგურდება. ამის გარდა, მოსახლეობის ნაწილს ფინანსურად ძალიან უჭირს და მშიერი კუჭით დანახული სილამაზე უფრო გამაღიზიანებელი იქნება”, - გვითხრა ნინო თოლორაიამ. /რეგიონული მედიის ქსელი/ ფოტოზე: ლევან სოლოღაშვილი, ზუგდიდის არქიტექტორი.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო იმის ნაცვლად, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებას საქართველოში ენთუზიაზმი და გუგუნი მოჰყოლოდა, პროცესმა საზოგადოების პოლიტიკური აპათიის დიდი მარაგი გამოამჟღავნა კონსტიტუცია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პრემიერ-მინისტრად დასახელების საშუალებას აძლევს, 15 ოქტომბერს ხმების დიდი უმრავლესობით (112-5) დაამტკიცეს. პრემიერ-მინისტრი იქნება მთავარი პასუხისმგებელი მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობაზე. ახალი კონსტიტუცია ძალაში 2013 წელს შევა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებმა შეიძლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2013 წლის, მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის სტატუსში ხელისუფლებაში დარჩენის გზა გაუხსნას, საქართველოს ოპოზიციური პარტიები მთავარი კანონის მიღების ერთწლიანი პროცესის განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდნენ. კონსტიტუციასთან დაკავშირებულ დებატებში, სექტემბერში მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი ერთი მუჭა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობდნენ, მაგრამ იმის გამო რომ სააკაშვილის ”ნაციონალური მოძრაობა” დიდად სჭარბობდა, მათ არ ეყოთ გავლენა კენჭისყრის დასაბლოკად. ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა საპრალამენტო პარტიამ ”ქრისტიან-დემოკრატებმა” კენჭისყრაში მას შემდეგ მიიღეს მონაწილეობა, რაც მოილაპარაკეს შეზღუდული რაოდენობის ცვლილებებზე, რომლებმაც ახალი პრემიერ-მინისტრის ძალაუფლების ზოგიერთი ასპექტი შეამცირეს. ბოლო წლებში ოპოზიციის ლიდერები სააკაშვილის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ძალიან ხმამაღლა გამოსთქვამდნენ გაღიზიანებას – მათთვის ქუჩის საპროტესტო აქციები უკმაყოფილების გამოხატვის საყვარელი ფორმა იყო, მაგრამ კონსტიტუციის მიღების პროცესში მასობრივი პროტესტის ვარიანტზე ოპოზიციას ხელი აღარ მიუწვდებოდა, ძირითადად იმიტომ რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდიოდა. „პროტესტი ჩვეულებრივ რამედ იქცა, მაგრამ ასე მგონია, ეს დრო დამთავრდა“ – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ანდრო ბარნოვი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი ეთანხმება იმ აზრს, რომ ქართველები დაიღალნენ – „საზოგადოებაში პროტესტს მუდმივად ვერ შეიანრჩუნებ, მას რაღაც სახის სტაბილურობა, რაღაც სახის სიჩუმე სჭირდება“ – დასძენს კაჭკაჭიშვილი. ბევრმა ქართველმა კონსტიტუციის მიღების პროცესს მცირეოდენი ყუდარღება დაუთმო. დოკუმენტს დასამტკიცებლად სახალხო რეფერენდუმი არ სჭირდებოდა – მას მხოლოდ საპარლამენტო პროცედურა უნდა გაევლო. თბილისის ცენტრში ქუჩის რამდენიმე ინტერვიუში, EurasiaNet.org-მა მხოლოდ ერთ ისეთ რესპონდენტს მიაგნო, რომელმაც შესძლო საკონსტიტუციო ცვლილებებზე კომენტარის გაკეთება. 47 წლის ოლიამ, გაზეთების გამყიდველმა განაცხადა, რომ როგორც გაიგო, ახალი კონსტიტუცია კარგია, რადგან ის „პრეზიდენტს მისი ვადის დასრულების საშუალებას მისცემს“ და ეს მოიტანს სტაბილურობას. შესაძლოა საზოგადოების ინტერესის დეფიციტი ნაციონალური მაუწყებლების ეთერში სატელევიზიო დებატების დეფიციტმაც განაპირობა. აგვისტოში, შვებულებების ტრადიციულ დროს, პოლიტიკური თოქ-შოუები არ გადაიცემოდა, ხოლო რეგიონალური დისკუსიები კონსტიტუციის პროექტის შესახებ გადაიცემოდა დაუდევრად, როგორც საინფორმაციო მოვლენა. სოზარ სუბარი, ყოფილი სახალხო დამცველი და ახლა ოპოზიციის აქტივისტი, ამბობს, რომ არც ერთმა პარტიამ არ მოინდომა რისკზე წასვლა და თავისი უკმაყოფილების ქუჩაში გამოტანა. „ერთ პარტიას რომ დაეწყო კამპანია და ხალხისთვის ქუჩაში გამოსვლა ეთხოვა და მხოლოდ ათასი ადამიანი გამოსულიყო, მათთვის ეს დარტყმა იქნებოდა“ – ამბობს ის – „ოპოზიციურ პარტიებს კი ამისი ეშინიათ“. ორიგინალი ორიგინალი
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg გორი, საქართველო - ქალაქ გორში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ დარღვევის გამო რუსეთის მოქალაქეს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ყაზბეგ ძუგკოევი, რომელიც წარმოშობით ჩრდილოეთ-კავკასიის ქალაქ ვლადიკავკაზიდან არის, საქართველოს გამოყოფილ რეგიონში სამხრეთ-ოსეთში ამ თვის დასაწყისში დააკავეს და 21 ოქტომბერს გაასამართლეს. მისი ადვოკატის ზურაბ ძარკავას თქმით, მის კლიენტს ესმის რომ კანონი დაარღვია, რომელიც უცხოელებს სამხრეთ-ოსეთში ყოფნას უკრძალავს, მაგრამ ძიგკოევს დანაშაული შეგნებულად არ ჩაუდენია. ძარკავას თქმით, ძუგკოევმა თავისი სატვირთო მანქანა ღამით გააჩერა და საქართველოს პოლიციის საკონტროლო გამშვებ პუნქტს მიუახლოვდა, რომ მათთვის ცხინვალისკენ (სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქი) მიმავალი გზა ეკითხა. ადვოკატი დასძენს, რომ განაჩენი ძალიან მკაცრია და ის მას გაასაჩივრებს. ამ წლის დასაწყისში ძუგოევი რუსეთის სამშენებლო კომპანიამ რუსეთიდან სამხრეთ-ოსეთისკენ სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებისთვის დაიქირავა. საქართველოს კანონმდებლობით უცხოელებს ეკრძალებათ სამხრეთ-ოსეთის და მისი მეორე გამოყოფილი რეგიონის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა. საქართველოს პარლამენტმა ეს კანონის 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ-ოსეთის ირგვლივ დაწყებული სამხედრო კონფლიქტის შემდეგ მიიღო. აფხაზეთმა და სამხრეთ-ოსეთმა ამ კონფლიქტის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსეთმა ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა და მას შემდეგ მათ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ორიგინალი ორიგინალი
  6. 11 ათასი მანეთი, 400 დოლარზე ნაკლები, იდო ოკუპირებული აფხაზეთის სასტუმრო ,,ინტერ-სოხუმი”-ს სალაროში, როცა 22 ოქტომბერს 03:57 ის გაძარცვა სამმა ნიღბოსანმა. მძარცველები ავტომანქანით გაუჩინარდნენ გაურკვეველი მიმართულებით. სოხუმში მილიციის რეიდები ტარდება. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg დევიდ ბოსკო გუშინ Washington Post-მა რუსეთის ინტეგრაციას მსოფლიოს ფინანსურ და ეკონომიკურ სისტემაში, ოპტიმისტური წერილი მიუძღვნა „ჯერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ჯერია, რაც 17 წლის განმავლობაში მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს. სავარაუდოდ, რუსეთი გლობალურ ეკონომიკურ კლუბს უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეუერთდება, მას შემდეგ რაც შეერთებულ შტატებთან ზოგიერთი ეკონომიკური ხასიათის დავას მოაგვარებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში უფლებების დარღვევას და პირატობას უკავშირდება“. მართლაც, ყველაფერი რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საქმეში პროგრესზე მიუთითებს. გასულ თვეში, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მთავარი წინააღმდეგობები შემსუბუქებულია. „რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ეკუთვნის“ – ივნისში განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. მოსკოვის საბოლოო წარმატებას ერთი პატარა დაბრკოლება ეღობება – საქართველო. მსო-ს წესებით ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესს კონსესუსი განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა წევრს ვეტო-ს უფლება აქვს. საქართველო სიამოვნებით იყენებს ამ მომენტს თავის სასარგებლოდ – მას საშუალება მიეცა რუსეთი ცივილიზებულ კლუბებში გაერთიანების ერთ უბრალო მსურველად წარმოაჩინოს. „პრინციპში, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას – ნებისმიერ ისეთ ნაბიჯს, რომელიც რუსეთს მსოფლიოს ცივილიზებულ თანამეგობრობასთან დაახლოვებს“ – ახლახანს განაცხადა ერთ-ერთმა ქართველმა ჩინოვნიკმა. არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ საქართველო ამ პროცესში რუსეთის ბლოკირებას შესძლებს, მაგრამ კითხვა შემდეგნაირად ჟღერს: თანხმობის სანაცვლოდ ის რა სარგებელს მიიღებს? ახლახანს, ქართველმა პოლიტიკოსებმა მოსკოვის განაცხადი საზღვრების და საბაჟოების ერთობლივი კონტოროლის მოთხოვნას დაუკავშირეს. როგორც სჩანს, ვაშინგტონი, ბრიუსელი და დანარჩენები, ვისაც რუსეთის კლუბში მიღება სურს, როგორღაც მოახერხებენ საქართველოს გულის მოგებას. ორიგინალი ორიგინალი
  8. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53602.jpgთბილისობის პარალელურად გრძლდება საქარტველოს მოდის კვირეულიც. ჩვენების მეორე დღე განსაკუტრებით დატვირთულია. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53600.jpgთბილისობის დღესასწაულს მიეძღვნა გამოფენა ქარვასლაში. საგამოფენო დარბაზში მსოფლიოში აღიარებული ხელოვანის, მანაბა მაგომედოვას, ნამუშევრები გამოიფინა. View the full article
  10. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53599.jpgთბილსიის მერი ინსბრუკის მერს და ბიშკეკის მუნიციპალიტეტის წამრომადგენლებს შეხვდა. ინსბრუკი თბილისთან დაძმობილებული ქალაქია. View the full article
  11. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53598.jpgსაქართველოში მიწისძვრა დაფიქისრდა. დღის 12:50 სთ-ზე მიწისძვრა ბოლნისის დასავლეთით, 5 კილომეტრის დაშორებით, მოხდა. მისი სიმლძავრე 3 მაგნიტუდა იყო. View the full article
  12. რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში 50 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა - 500 ერთეული სპორტული ფორმა და ინვენტარი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დასაკეცი საწოლები, სკოლებსა და სოციალურ ობიექტებზე გასანაწილებელი კონსერვის ქილები.რუსეთის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი დახმარება სისტემური იქნება. ცოტა ხნით ადრე მათ, გალისათვის განკუთვნილი ჰუმდახმარების დემონსტრირება მოაწყვეს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის სერგეი ბაღაფშის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53597.jpgშემოდგომის თბილისი 31-ე ქალაობას აღნიშნავს. კვირეულის მესამე დღე ტრადიციული რიტუალით დაიწყო. გრანდიოზული საწნახელი ვარდების მოედანზე საგანგებოდ თბილისობის დღესასწაულისთვის მიიტანეს. View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53593.jpgსაქართველოში ნატოს დღეები დაიხურა. დახურვის ოფიციალური ცერემონია ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეში ქართული ხალხური ცეკვების კონცერტი გაიმართა. View the full article
  15. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53592.jpgევროკავშირმა აღმოსავლეთის მეზობლებისათვის - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვასა და უკრაინისათვის, - გაფართოების პერსპექტივა უნდა შექმნას. ამის შესახებ საუბარია ღია წერილში... View the full article
  16. შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველომ ყოფილი უშიშროების არქივში დაცული ფოტოების გამოფენა მოაწყო, სახელწოდებით “წითელი ისტორია.” გამოფენაზე… ლინკი მედიანიუსზე
  17. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ოქტომბერს 1983 წელს დაბადებულმა გიორგი ფოლადაშვილმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ყელისა და მუცლის… ლინკი მედიანიუსზე
  18. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რუსეთთან ნაჩქარევი დაახლოების.კანცლერმა აღნიშნა, რომ "მხარეებმა ერთმანეთისგან მეტისმეტად ბევრი არ უნდა მოითხოვონ". რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 19 ნოემბერს ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლისაბონში გაიმართება. მერკელის თქმით, ეს უკვე წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.თუმცა, როგორც მერკელი აღნიშნავს, დასაწყისისთვის რუსეთმა და ნ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  19. საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა დღეს იტალიურმა Tuttosport–მა. საკმაოდ ავტორიტეტული წყარო იტყობინება, რომ ტურინის "იუვენტუსის" გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი უკვე რამდენიმე დღეა მანჩესტერში იმყოფება და ქალაქში სახლს არჩევს. იხილეთ fanebi.com
  20. დედაენის ბაღში ლიტერატურულ კონკურ „გალას“ რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წარმოდგენილი იყო ექვსი ნომინაცია. ნომინაციაში `თარგმნილი… ლინკი მედიანიუსზე
  21. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53591.jpg12-მეტრიან საწნახელში დღეს 7 ტონა ყურძენი დაიწურა. თბილისობის მთავარი და ტრადიციული ცერემონია რევაზ ლაღიძის ცნობილი სიმღერა `თბილისოს` თანხლებით დაიწყო. View the full article
  22. ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონლიგის ბინადარი "პორთსმუტი" უახლოეს მომავალში სავარაუდოდ არსებობას შეწყვეტს, ეს ბევრისთვის სამწუხარო ინფორმაცია დღეს სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა. იხილეთ fanebi.com
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/samartali01-150x130.jpgჟენევის სასამართლომ საქართველოს 7 მოქალაქე დამნაშვედ სცნო. დაკავებულებს ბრალად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა და თავდასხმებში დაჯგუფების მეთაურობა ედება. ერთ დაკავებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დანარჩენებს კი, 5, 4 და 3 წლიანი პატიმრობა. იხილეთ epn.ge
  24. ავღანეთში, გერატის პროვინციაში გაერო-ს შენობაზე თავდასხმა მოხდა. სროლები ამ წუთებშიც გრძელდება. უცხოური სააგენტოების ცნობით, შენობა პოლიციითა და სამხედროებით არის გარშემორტყმული.როგორც თვითმხილველები ამბობებნ, შენობის წინ აფეთქების ხმა ოთხჯერ გაისმა. დაღუპოულთა შესახებ ჯერ ცნობები არ გავრცელებულა.ქაბულში გაერო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დენ მაკჰორტონმა ჟურნალისტებს თავდასხმის ფაქტი დაუდასტურა, თუმცა დეტალები არ გაუხმაურებია. მისი თქმით, გაერო ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდროდ თა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  25. გერმანული "შალკეს" თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა რაულმა განაცხადა, რომ გელზენკირხენში გადასვლის შემდეგ მეორე ახალგაზრდობა უდგას და ეს ყველაზე მეტად ფელიქს მაგათის დამსახურებაა. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...