Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ყაბარდო–ბალყარეთში გრძელდება სპეცოპერაცია შეიარაღებული იატაკქვეშეთელების ერთერთი ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ბლოკირებულია ლითონკომბინატის უმოქმედო მაღაროში. რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურები იტყობინებიან, რომ მათ შეძლეს ორი ბოევიკის დაკავება, ამავდროულად პატაკობენ, რომ თვით მათ რიგებში დანაკარგი ჯერჯერობით არ არის.ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოევიკების მიერ მაღაროს შესასვლელთან მიტოვებულ УАЗ–ის მარკის ავტომობილში აღმოჩენილი იქნა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ად... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. შეიარაღებული იატაკქვეშეთელების ერთერთი ხელმძღვანელი ძალოვნებთან ბრძოლისას დაიღუპა ნაზრანის რაიონის სოფელ ფლიევოში, სადაც იგი ბლოკირებული იქნა კერძო სახლში. საუბარია ისლამ ტოჩიევზე, რომელზეც შსს თანამშრომლები "გავიდნენ ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მსვლელობისას". მათი მონაცემებით, ტოჩიევი ადგილობრივ იატაკქვეშეთელებს სათავეში ჩაუდგა მოკლული ილიას გარდამოვის შემდეგ, ა.წ. აგვისტოში. ალყაში მოხვედრილმა ტოჩიევმა უარი განაცხადა დანებებაზე და ბოლომდე გაუწია წინააღმდეგობა სამართალდამ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. 19 ოქტომბერს ჩეჩენი მეამბოხეების მორიგი სამიზნე რესპუბლიკის პარლამენტი გახდა. შენობაში შეჭრილმა ბოევიკებმა დაცვასთან შებრძოლების შემდეგ თავი აიფეთქეს. არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შეტაკების დროს დაიღუპა სამი მილიციელი და დაიჭრა პარლამენტის 15 თანამშრომელი.ინციდენტი მოხდა გროზნოს ცენტრში, რომელიც გარშემორტყმულია რუსული ჯარის ნაწილებით, ფედერალური და ადგილობრივი სპეციალური დანიშნულების უამრავი რაზმებით. გარდა ამისა, ამ დღეს ქალაქში დაცვის განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული შინაგან საქმეთ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  4. ახალგორის რაიონში რუსეთის ფედერაციის სამხედრო და სასაზღვრო ობიექტებზე დასაქმებული მშენებლები, ხელფასების დროულად მიუღებლობის გამო ადგილობრივ მოსახლეობასთან სამშენებლო მასალებს და ნავთობ- პროდუქტებს საკვებ პროდუქტებსა და ალკოჰოლურ სასმელებზე ცვლიან.ცოტა ხნის წინ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რუსმა მესაზღვრემ ა. ზალოგინმა, ახალგორის ცენტრში რუსული სახელმწიფო დროშის სიახლოვეს აღმართული ე.წ სამხრეთ ოსეთის დროშა დემონსტრაციულად ჩამოგლიჯა, რამაც ოსების უკმაყოფილება გამოიწვია. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიუნხენის 2011 წლის ყოველწლიურ კონფერენციაზე არ გაემგზავრება, რასაც რუსეთში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აბრალებენ.გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, ამის მიზეზად კრემლში პრეზიდენტის გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს ასახელებენ. თუმცა, დიპლომატიური წყაროების ცნობით, ფორუმის მთავარი თემა კავკასიაში შექმნილი ვითარება იქნება და სიტყვით მიხეილ სააკაშვილიც გამოვა. სწორედ ამის გამო იკავებს თავს მედვედევი კონფერენციაზე დასწრებისაგან. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  6. ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გერმანული ხელნაკეთი წიგნების გამოფენა გაიხსნება. მუზეუმში გამოიფინება მიუნსტერის უმაღლესი სასწავლებლის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების სამუშაო ჯგუფის –,,ტრიუმფელის’’ ნამუშევრები. ,,ტრიუმფელი’’ პროფესორ მიხაელ შტამმის მიერ დაარსდა. ამ ჯგუფის წევრები არაორდინალური, ექსპერიმენტული წიგნების შექმნას ემსახურებიან, რომლებიც ავტორების ფანტაზიას გამოხატავენ. არაორდინალური წიგნები წარმოდგენილი იყო სხვადსხვა წიგნის ბაზრობებზე, ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებზე. ზოგიერთი მათგანი უკვე გამოიცა. გერმანული ხელნაკეთი წიგნების ნახვა დამთვალიერებელს ლიტერატურის მუზეუმში 4 ნოემბრამდე შეეძლება. გამოფენა დღეს 18.00 საათზე გაიხსნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. ქ. ცხინვალში სახსრების უკმარისობის მოტივით სამშენებლო ობიექტების უმეტეს ნაწილზე შეჩერებული იყო სამშენებლო სამუშაოები. იმის გამო, რომ სამშენებლო კომპანიები ვერ უხდიდნენ ხელფასებს რუსეთიდან ჩაყვანილ მშენებლებს, ისინი ტოვებდნენ რეგიონს. ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს, პერსონალის მიმართ გააჩნდათ რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება.გუშინ, 22 ოქტომბერს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებული მშენებლობების დასამთავრებლად, ასაშენებელი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. დაღესტანში შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი დაჭრეს საკუთარი სახლის წინ კიზილიურტის რაიონის სოფელ კომსომოლსკოეში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც იგი სახლს ავტომანქანით მიუახლოვდა. ძალოვანი დაჭრილი იქნა ხელში, რის გამოც გადაიყვანეს კიზილიურტის ცენტრალურ საავადმყოფოში. გარდა ამისა, დაშავდა მილიციონერის ძმაც, რომელიც ხმაურზე სახლიდან გამოვიდა. ორივე ქვედა კიდურებში და მუცლის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობებით ისიც საავადმყოფოში მოათავსეს. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგები სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. სასამართლოს თავმჯდომარემ ბაჟის… ლინკი მედიანიუსზე
  10. საინგილოში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ლაგოდეხის საბაჟოს თანამშრომლებს უჩივიან. როგორც სტუდენტებმა კახეთის საინფორმაციო… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53550.jpgთბილისში, ყაზბეგის გამზირზე წუხელ ცივი იარაღით 35 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი ურთიერთ შელაპარაკებას მოყვა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. View the full article
  12. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53549.jpgნატოს კვირეულის ფარგლებში თბილისში ვიზიტად მყოფი ნატოს წევრი ქვეყნის ელჩებისა და ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების არაოფიციალური ვახშამი გაიმართა წუხელ რესტორან ქალაქურში. View the full article
  13. http://www.polity.ge/images/catalog/scitech/Technology/computer/intel.jpgკორპორაცია "ინტელის" მიერ ინიცირებული პროექტის "კომპიუტერი ყველასთვის" საპილოტე პროგრამა გრძელდება. polity.ge
  14. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53548.jpgაფეთქება მოხდა თბილისში ე.წ. ბორჯომის-ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ინციდენტი წუხელ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. View the full article
  15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საპრივატიზაციოდ ორი სამედიცინო დაწესებულება გაიტანა. ესენია: საქციო საზოგადოება „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის… ლინკი მედიანიუსზე
  16. სახალხო დამცველის ინფორმაციით , გლდანის N#8 დაწესებულებაში ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებს ესაუბრებიან ადმინისტრაციული კორპუსის IV სართულზე… ლინკი მედიანიუსზე
  17. ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში დირექციის ნაწილი, მოსწავლეები და მშობლები მანდატურის მიერ სკოლის ისტორიის მასწავლებლის შარლოტა ქორიძის სამსახურიდან… ლინკი მედიანიუსზე
  18. მანდატურებს თავიანთი პრესსამსახური ჰყავთ _ კითხვებზე პასუხისთვის იქ გამისამართებენ. თუმცა, პასუხს ვერც პრესსამსახურში იღებ. მანდატურები საქართველოს განათლების სამინისტროს ექვემდებარებიან სექტემბერში, მანდატურების "პრეზენტაციის" შემდეგ, პრესასა და ტელევიზიებში გავრცელდა ინფორმაცია მათი მოვალეობებისა და უფლებების შესახებ. სკოლებში მანდატურები სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში განთავსდნენ. თითოეული სკოლის უსაფრთხოებას სამი მანდატური იცავს. ისინი საუბრობენ მოსწავლეებთან და თავიანთ პრესსამსახურთან. დიახ, მანდატურებს პრესსამსახური ჰყავთ, რადგან მათ საჯარო საუბარი ეკრძალებათ. ისინი კონტაქტში, მოსწავლისა და დირექტორის გარდა, არავისთან შედიან, მასწავლებლებთანაც კი. როცა კითხვა დავსვი, პასუხად – "არ გვაქვს უფლება, გიპასუხოთ"– მივიღე. მაშინ იქნებ დამიზუსტოთ... "ეს უკვე კითხვაა", _ მითხრა მე-16 სკოლის მანდატურმა. ბათუმის სკოლების მანდატურების ე.წ. "უფროსი" ნუგზარ რომანაძე თავს ვალდებულად არ მიიჩნევს, კითხვებს პასუხი გასცეს. მოადგილემ, დავით ჩიქოვანმა კი პრესსამსახურთან გადამისამართების შემდეგ, ბათუმელების ზარს აღარ უპასუხა. თავად პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ზეპირად პასუხების გაცემა არ ევალება. პრესსამსახურს გავუგზავნეთ კითხვები:1. ამ ორი თვის განმავლობაში რა ტიპის შენიშვნები აღირიცხა მანდატურების ჟურნალში?2. რამდენი აქვთ ხელფასი?3. მათი მოსვლის შემდეგ რამდენი მოსწავლე გაირიცხა სკოლიდან?4. სამტრედიის სკოლა-ინტრენატში რამდენი ბავშვია გადაყვანილი (ეს ინფორმაცია ბათუმში გავრცელდა), ვისი ბრძანებით ან დავალებით არ ლაპარაკობენ მანდატურები? და ა.შ. ეს ინფორმაცია საჯარო არ აღმოჩნდა, კითხვებზე არ გვიპასუხეს, რითაც კანონი დაარღვიეს.რაც შეეხებათ მოსწავლეებს, მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. უფროსკლასელები მიიჩნევენ, რომ მანდატურების საჭიროება სკოლებში არ იყო. "დილით ერთი სული აქვთ, უფორმოდ დაგინახონ, რომ სამუშაო შეასრულონ _ სახლში დაგაბრუნონ. შენიშვნები მათი სტიქიაა" _ ამბობს მე-2 სკოლის მოსწავლე დათო ბარაბაძე (მოსწავლის ჩაცმის სტილი მანდატურის კომპეტენციაში არ შედის). "არაფერს არ აშავებენ და იყვნენ რა, გჭირდება-არ გჭირდება, მათ მზერას გრძნობ", _ ამბობს თათია ბერიძე. შედარებით პატარები, მე-6-7-კლასელები მანდატურების კმაყოფილნი არიან: "ბევრ რამეში გვეხმარებიან. პირველ სართულზე არიან და ხშირად ვაკითხვათ". საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, მანდატური იმისთვის არ მუშაობს სკოლაში, რომ ვინმე დასაჯოს, მისი ფუნქციაა შიდა განაწესის კონტროლი. გარდა ამისა, არსებობს ეთიკის საკითხებიც _ მასწავლებელს არ უნდა ეწყინოს, თუ მანდატური სთხოვს, რომ მოსწავლეების თანდასწრებით სიგარეტი არ მოწიოს. მანდატურის კომპეტენციაში შედის სკოლაში მოსწავლეთა დასწრების კონტროლიც. მანდატურები ოქმში აღრიცხავენ იმ დარღვევებს, რომლებსაც აფიქსირებენ. ოქმი სამ ეგზემპლარად იწერება: ერთი დირექტორს გადაეცემა, მეორე სამინისტროს, მესამე კი მანდატურთან რჩება. ვინაიდან მანდატურს არ აქვს დასჯის უფლება, ის ოქმს დირექტორს გადასცემს და მას სთხოვს, დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. ხოლო თუ დირექტორი რეაგირებას არ მოახდენს, ამ შემთხვევაში საქმეში სამინისტრო ჩაერთვება. გრაფიკის მიხედვით, მანდატურები მუშაობას სკოლაში გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ასრულებენ. მაგრამ არც ერთი მანდატური სკოლას მანამდე არ დატოვებს, სანამ იქ ერთი ბავშვი მაინც იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ მანდატურთა მხრიდან რამე გადაცდომას ექნება ადგილი, რეაგირებას სამინისტროში არსებული გენერალური ინსპექცია მოახდენს; შექმნილია მანდატურების კონტროლის ჯგუფიც. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მანდატურის მხრიდან ნებისმიერ დარღვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. მანდატურები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოამზადეს. ბავშვის ფსიქოლოგიის შესასწავლად მათთვის სამკვირიანი მომზადება საკმარისი აღმოჩნდა. რაც შეეხება სამტრედიის სპეცსკოლას, სამინისტროს ინფორმაციით, იქ ისწავლიან ძნელად დასამორჩილებელი ბავშვები, "რომელთა გამო ასობით მოსწავლე ზარალდება და სასწავლო პროცესი იშლება. ასეთი ბავშვის გარიცხვას და ქუჩაში დატოვებას, ჯობია მან ისწავლოს სპეცსკოლაში, სადაც მასთან ფსიქოლოგები იმუშავებენ. მშობლის თანხმობის გარეშე სამტრედიის სპეცსკოლაში მოსწავლე არ გადაჰყავთ". სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...