planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
რუსული მედიის ვარაუდით, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი უკრაინელ კოლეგა ნიკოლაი აზაროვს სთხოვს, რათა ამ უკანასკნელმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ შეაიარაღოს, _ იუწყება „როსბალტ.რუ“.წყაროს ცნობით, საქართველოსათვის იარაღის მიწოდების „მტკივნეულ“ საკითხს რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების მონაწილეები წამოჭრან, რომელიც დღეს კიევში იმართება.წყაროს ცნობით, ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ თავისი უკრაინელი კოლეგისაგან მტკიცე დაპირებას მოისმენს იმაზე, რო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://b.pix.ge/b/su1si.jpg სანკტბეტერბურგის “ზენიტის” ხელმძღვანელობა “სპარტაკისთვის” ნახევარმცველ ჯანო ანანიძის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს.ამჟამად პეტერბურგელი სკაუტები ქართველ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის საკითხებს აგვარებენ, რომლის პირობებიც ”სპარტაკთან” ანანიძის ახლანდელ კონტრაქტთან შედარებით ბევრად უფრო მიმზიდველია. მართალია, რუსეთის სახალხო კლუბში ანანიძის გაყიდვის პერსპექტივას ჯერჯერობით არცთუ დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ფინანსური არგუმენტები შესაძლოა უპირატესი აღმოჩნდეს, როგორც ეს ადრეც არაერთხელ მომხდარა. ჯანოს მიმართ პოტენციური მყიდველების ინტერესი მისი ”სპარტაკში” გამოჩენისთანავე გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ ჯანოს თეთრ-წითლების შემადგენლობაში დებიუტი გასული წლის ივლისში , ”კრასნოდართან” სათასო მატჩში ჰქონდა. ქართველმა ვუნდერკინდმა თავისი პირველი გოლი იმ მატჩშივე გაიტანა, ერთი თვის შემდეგ კი თავი რუსეთის ჩემპიონატშიც გამოიჩინა. შარშან ოქტომბერში ანანიძე რუსეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ამ ტურნირში გოლის გატანა შეძლო. ეს დედაქალაქის ”ლოკომოტივთან” მატჩში მოხდა. მაშინ ჯანო 17 წლისა და 18 დღის იყო. ერთერთ მომდევნო მატჩში ანანიძეს უკვე ”არსენალის”, ”იუვენტუსის”, ”მილანის” და ”სევილიის” სკაუტები აკვირდებოდნენ. ”მეთოფეებმა” ჯანოს სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნაც გამოთქვეს, მაგრამ ”სპარტაკმა” ამ წინადადებაზე უარი თქვა და ნიჭიერ ქართველს მაშინვე ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გაუფრომა. რაც შეეხება ”ზენიტს”, კლუბის მესვეურებმა რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელისთვის ყურადღების მიქცევა მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს. თუ ანანიძე მათთან გადასვლას დათანხმდება, მოლაპარაკებას ხელს ძნელად თუ რამე შეუშლის. საკმარისია გავიხსენოთ ტიმოშჩუკის, დანის, სემშოვის და ბისტროვის სატრანსფერო ისტორიები, როდესაც საბოლოოდ ყველაფერი ფეხბურთელების პირადმა ფინანსურმა სარგებელმა გადაწყვიტა. View the full article
-
ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა რუსეთის მმართველი პარტიის "ერთიანი რუსეთის" მხარდასაჭერად არჩევნებზე ხმების 120% უზრუნველყოფის შესახებ განაცხადა. პრეს-კონფერენციაზე რუსეთის სათათბიროს ფედერაციის საბჭოში დუკუვახა აბდურახმანოვმა განაცხადა, რომ "თუ "ერთიან რუსეთს" სჭირდება არჩევნებზე მიიღოს ხმების 115-120%, ჩვენ ამ შედეგის მიღწევაც შეგვიძლია". ამავე დროს მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩეჩნები ხმას აძლევენ არა პარტიას, არამედ მის ლიდერებს და "თუ ამ პარტიის სათავეში დააყენებდნენ სხვა პირებს, არა რამზან ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
სხვასაც წააკითხეთ, ვრცელდება უფასოდ, - საინფორმაციო ბროშურებს, რომელსაც ეს წარწერა აქვს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თანამოაზრეები საჯარო სკოლებში ორშაბათიდან მოსწავლეებსა და მშობლებს ურიგებენ. სკოლების დირექტორებს კი სპეციალური განცხადებას უტოვებენ, სადაც მშკ სკოლის ადმინიტრაციას მოუწოდებს – არ დაუშვან საჯარო სკოლებში ჰელოუინის გამართვა. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თანამოაზრეებმა სკოლებში მიმართვებისა და ბროშურების დარიგება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ რამდენიმე საჯარო სკოლაში ჰელოუინის გამართვას აპირებდნენ. ერთ-ერთი თანამოაზრე, რომელმაც თავი სიონის ტაძრის მრევლად გაგვაცნო, 21 წლის გიორგი ამბობს, რომ საჯარო სკოლებში თავისი "მამაოს" (მამა დავით ლასურაშვილი) კურთხევით დადის და სკოლის დირექტორთან სპეციალური განცხადება მიაქვს. განცხადებას რეგისტაციაში ატარებინებს იმის დასტურად, რომ განცხადება სკოლამ მიიღო. შემდეგ სკოლის ეზოში მოსწავლეებსა და მშობლებს საინფორმაციო ბროშურებს – ჰელოუინი - წარმართულ-სატანური დღესასწაული ურიგებს. გიორგი ამბობს, რომ ბროშურებისა და განცხადებების მიტანა სკოლებში ორშაბათიდან დაიწყეს. მისი თქმით, დირექტორებისაგან არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება. განცხადებას, რომელიც დირექტორებთან მიაქვთ, ხელს მშობელთა კავშირის თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძე აწერს. განცხადებაში მშკ მოუწოდებს სკოლების ადმინისტრაციას, რომ არ დაუშვან სკოლაში ჰელოუინის ,,ზეიმის’’ გამართვა და ანგარიში გაუწიონ ჩვენი ეკლესიის მოწოდებას. ,,დაიცავით საკუთარი და ბავშვების სულები დემონური ზემოქმედებისგან, რომელიც კარნავალის კოსტიუმში გახვეული და ნიღაბაფარებული როკავს და დაღუპვით ემუქრება რიტუალში მონაწილე ყველა პიროვნების სულსა და გონებას, თქვენ ხომ პასუხისმგებლობა გეკისრებათ არა მხოლოდ საკუთარი სულის მიმართ, არამედ თქვენი აღსაზრდელების სულების მიმართაც’’ - წერია განცხადებაში. ,,ჩვენი ეკლესიის მოწოდებაში’’ მშობელთა კავშირი საპატრიარქოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განცხადებას გულისხმობს. ერთი წლის წინათ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰელოუინი წარმართული და სატანური უცხოური დღესასწაულია. საპატრიარქო მოუწოდებს საზოგადოებას, ახალგაზრდებს, რომ ,,არ გახდნენ უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები’’. გიორგის ნეტგაზეთის ჟურნალისტი #112 საჯარო სკოლაში შეხვდა მაშინ, როცა ის ბროშურებს არიგებდა. მოგვიანებით ნეტგაზეთი 112-ე სკოლის დირექტორს ნინო თაბაგარს დაუკავშირდა. თაბაგარი ამბობს, რომ განცხადება ჩაიბარა, თუმცა მას არ გაცნობია. აღნიშნავენ თუ არა ჰელოუინის დღესასწაულს 112-ე სკოლაში, ამასთან დაკავშირებით, როგორც თავად ამბობს, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. #24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია ამბობს, რომ მის სკოლაში მართმადიდებელ მშობელთა კავშირის განცხადება ჯერ არავის მიუტანია. თუმცა იხსენებს, რომ შარშან ამ დროს იყვნენ მისული სკოლაში მშკ-ს წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიისთვის. 24-ე სკოლის დირექტორი ჰელოუინის აღნიშვნაში დიდ ტრაგედიას ვერ ხედავს, მაგრამ ამბობს, რომ ქართველებს მშვენიერი დღესასწაულები გვაქვს და მიაჩნია, რომ მათი აღნიშვნა საკმარისია. კითხვაზე, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უნდა აღნიშნონ თუ არა მხოლოდ ქართული დღესასწაულები, მურღულია აქცენტს ბავშვის უფლებებზე აკეთებს: ,,ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფლება. ადამიანები არ უნდა შეზღუდო, თუ მათი მოქმედება აშკარად გამოხატულ კანონსაწინააღმდეგო სახეს არ ატარებს. დანარჩენ შემთხვევაში ეს, ბუნებრივია, დასაშვებია’’. უცნობია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხზე. ნეტგაზეთი პატრიარქის პრესმდივანს მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა. ბოტკოველი ამბობს, რომ თბილისში არ იმყოფება და არანაირ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არ ფლობს. ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, ასევე, გაავრცელებს თუ არა საპატრიარქო რაიმე სახის განცხადებას ჰელოუინთან დაკავშირებით. საინფორმაციო აქციაში, როგორც მშკ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მოსწავლეთა კავშირი ნათელი მომავლისათვის და სტუდენტური კავშირები ზნეობრივი არჩევანი, განათლება და ერთსულოვნება, მომავალი ჩვენია მონაწილეობენ. გიორგის თქმით, სტუდენტური კავშირები ცდილობენ, უმაღლეს სასწავლებლებში არ დაუშვან ჰელოუინის გამართვა. მართმადიდებელ მშობელთა კავშირმა 2008 წლის 31 ოქტომბერს ერეკლე მეორის ქუჩაზე გამართული ჰელოინის დღესასწაული ჩაშალა. მომდევნო წელს კი ჰელოუინი ადამიანებმა დახურულ სივრცეში (ბარებში) იზეიმეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ერორი- საბუთების გაყალბებისთვის მეწარმე დააკავეს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53656.jpgდიდი ოდენობით პროდუქციაზე ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე დაკავებულია შპს `ბუტას`დამფუძნებელი თეიმურაზ გოგუაძე. View the full article -
უცხოური მედია დღეს ქართველი ქალების მალაიზიაში დაკავების ფაქტზე წერს. ნათქვამია, რომ ორი ქართველი ქალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე დააკავეს. მალაიზიაში ნარკოტიკებით ვაჭრობა სიკვდილით ისჯება. ორივე მათგანი ცალ–ცალკე დააკავეს. უცხოური მედიის ცნობით, ერთი მათგანი 26 წლისაა, ხოლო მეორე – 37–ის. ისინი ორშაბათს, მალაიზიაში ჩასვლის დღეს, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დააკავეს. სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება ორივე შემთხვევაში სურათების ხის ჩარჩოებში იპოვეს. 26 წლის ქალი სასტუმროს ოთახში დააკავეს. როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული სასტუმროს ოთახში 5,5 კგ. მეტამფიტამინი (ნარკოტიკული საშუალება 738 ათასი დოლარის ღირებულების) იქნა აღმოჩენილი. მეორე ქართველი ქალი, 37 წლის ასაკის, აეროპორტში დააკავეს. მას 5 კგ. მეტამფიტამინი აღმოუჩინეს სურათის ჩარჩოში. საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, აბდულ რაჰიმ დოლმატი ამბობს, რომ ეჭვის შეტანის მიზეზი თავად ჩარჩოები იყო, რომლებიც, მისივე თქმით, ჩვეულებრივზე მძიმე აღმოჩნდნენ. აბდულ რაჰიმ დოლმატი ამბობს, რომ დაკავებისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერერები ყველაზე მასშტაბურია ბოლო პერიოდის მანძილზე. მისი ეჭვით, ორივე დაკავებული ქალი მსოფლიო ნარკოტიკული ტრანზიტის ნაწილია. მალაიზიაში ნარკოტიკებით ვაჭრობა სიკვდილით ისჯება. ზიანის შემცირების საერთაშორისო ასოციაციის მიმოხილვაში , მსოფლიო მასშტაბით ნარკოტიკებით მოვაჭრეთა სიკვდილის დასჯის შესახებ, რომელიც 2010 წლით არის დათარიღებული, ის სტატისტიკაა მოცემული, რომელიც კონკრეტულად მალაიზიას ეხება. სიკვდილით დასჯის კანონის ამოქმედებიდან (1975 ) – 2005 წლამდე, ოფიციალური სტატისტიკით, ნარკოტიკებით მოვაჭრე 229 ადამიანი დასაჯეს. ამნესტი ინტერნეიშენალის 2008 წლის ანგარიშის მიხედვით, მალაიზიაში 22 ადამიანია სიკვდილით დასჯილი, 2009 წელს ეს რიცხვი 50–მდე გაიზარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის არ ფლობს არანაირ ინფორმაციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მთავარი გმირის დედა ავადაა, მამა ციხეში ზის. ამ მდგომარეობაში რის და მის უმცროს და-ძმას ძლივს გააქვთ თავი. მალევე რი იგებს, რომ მამა გაათავისუფლეს ციხიდან, მაგრამ იგი სადღაც გაქრა. ადგილობრივი შერიფი მოდის გოგონასთან და ეუბნება, რომ მამას ფული აქვს შესატანი სასამართლოში და თუ ამ ფულს არ გადაიხდის მათ სახლს წაართმევენ. რი მამის მოსაძებნად მიდის. View the full article
-
ალექსანდრე ხლოპონინი უკმაყოფილოა ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკებში ისტორიული მოვლენების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირებით საშუალო სკოლების მოსწავლეებისათვის შედგენილ ისტორიის სახელმძღვანელოებში. „საქმე იქამდე მიდის, რომ ერთი რესპუბლიკის მე-5 კლასის სახელმძღვანელოში ნათქვამია ერთი, მეორე რესპუბლიკის-მეორე, ხოლო მესამეში კი რუსების მხრივ ხალხის მიმართ მოწყობილ გენოციდზე წერენ. მომისმინეთ, ყველა ეს ჩვენი განათლების სტანდარტებია! მოდით, ყველა ჩვენგანი ერთ მთლიან სტანდარტამდე მივიდეთ“,-... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
სოხუმში გამთენიისას აფეთქება მოხდა. ამის შესახებ, სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება.სოხუმის რეჟიმის შს მინისტრის მოადგილის რამინ გაბლაიას განცხადებით, ერთ-ერთ ეზოში, ავტომობილზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ავტომობილი, რომელზეც მოწყობილობა იყო მიმაგრებული, 1987 წელს დაბადებულ კირა ზეკირ-ოღლის ეკუთვნოდა.ინციდენტი 04:20 საათზე, ინალ-იფას ქუჩის №16-ში მდებარე სახლის ეზოში მოხდა. აფეთქების შედეგად, მხოლოდ ავტომობილი დაზიანდა. ფაქტზე აფხაზმა ძალოვნებმა სისხლის სამართლის საქმ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთი ცდილობს, ნატო-სგან ალიანსის ახალი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე „მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალების“ განთავსების აკრძალვას მიაღწიოს.გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვბიუს მიერ შემუშავებული საიდუმლო დოკუმენტის პროექტში, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელობას უკვე გადაეცა.სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპაში შეიარაღების განთავსების შეზღუდვას სთხოვს და დოკუმენტის ხე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ქართულ პარტიაში დღეს, ორის ნახევარზე, საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავდნენ, სოზარ სუბარის ძმის, ვახტანგ სუბელიანის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ქართული პარტიის კარი დაკეტილი დახვდათ. გვაცნობეს, რომ ბრიფინგი გადაიდო. ნინო ძაგნიძემ, პარტიის პრეს სამსახურიდან, გვითხრა, რომ საგანგებო განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც პარტიის ოფისში ვახტანგ სუბელიანის ადვოკატი, ირმა ჭჯადუა მივა. ადვოკატი, ძაგნიძის ინფორმაციით, ჯერ არ შეხვედრია მისი დაცვის ქვეშ მყოფ სუბელიანს. გუშინ ტელეკომპანია რეალ ტივიმ გაავრცელა განცხადება ვახტანგ სუბელიანის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. სიუჟეტში ითქვა, რომ მათ სუბელიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია ისან–სამგორის მოსახლეობამ მიაწოდა. სიუჟეტში ჟურნალისტი ლელა ხვადაგიანი ამბობს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურის ინფორმაციის გამოქვეყნებამდე რეალ ტივი თავს შეიკავებს, სუბელიანს ეჭვმიტანილი უწოდოს, თუმცა ამბობს, რომ ისან–სამგორის მოსახლეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სუბელიანი დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია დაკავებულების შესახებ. განცხადებაში არ იყო მითითებული დაკავებულების კონკრეტული სახელები და გვარები. თუმცა მითითებული იყო იმ კომპანიების სახელები, რომელთა თანამშრომლებიც ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების გამო დააკავეს. ერთ–ერთი არის შპს ამო, რომლის თანამშრომელიც არის სოზარ სუბარის ძმა, ვახტანგ სუბელიანი. დღეს საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა დაუზუსტებელი ინფორმაცია შპს ამოს დირექტორის გათავისუფლების თაობაზე. სააგენტო წერს, რომ ამოს დირექტორი, რომელმაც, მათი თქმით, აღიარებითი ჩვენება მისცა, გაათავისუფლეს, ისევე – როგორც აღნიშნული კომპანიის ბუღალტერი. ქართული პარტიის პრეს–სამსახურმა განგვიცხადა, რომ ამოს დირექტორისა და ბუღალტრის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ძაგნიძემ გვითხრა, რომ სოზარ სუბარმა აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტოსგან შეიტყო. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სოციალურ ქსელ ფეისბუქში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდის. „წინამდებარე გვერდი შექმნილია თბილისში ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის აღმართვის მხარდასაჭერად“. დღეს შექმნილ ჯგუფს უკვე 121 ადამიანი შეურთდა. ძეგლის დადგმის თემა სპეციალურ გვერდზე უკვე დისკუსიის საგანი გახდა. „ჩემი აზრით, ცუდი იდეაა, რადგან ირაკლი ჩარკვიანი მაგრად კაიფობდა ასეთ თემებზე, „მშვიდ ცურვაშიც” (ჩარკვიანის ნოველა) წერს, რომ ძეგლებს მტრედები ასკინტლავენო და ა.შ. თვითონ არ გაუსწორდებოდა“, – წერს ერეკლე დეისაძე (ავტორი წიგნის „საიდუმლო სირობა“). „მოიცათ და, ჰამლეტ გონაშვილის ძეგლი უკვე გვაქვს? დანარჩენი უდროოდ წასული დიდი მომღერლებისა? ქვაში გაუკვდავება იმ მოღვაწეთა ბედნიერი ხვედრია, ერის ცხოვრებასა და ისტორიას (ჩვენს შემთხვევაში - ქართულ კულტურას) განსაკუთრებული ღირებულება რომ ...შესძინეს. გულწრფელად გეტყვით, ირაკლი ჩარკვიანის ქანდაკების დადგმა სადმე საზოგადოებრივ ადგილზე მისასალმებელია, ვის რა შეიძლება ჰქონდეს საწინააღმდეგო? მაგრამ ძეგლი ქალაქში - ეს იქნება მორიგი სნობური აქცია, ჩვენი კულტურისადმი აგდებული დამოკიდებულების გამოხატულება“, – წერს პოეტი ნინო დარბაისელი, ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი. ნაწილი იდეას მიესალმება. ხოლო თავად თემის შემქმნელი, ლექსო მაჭავარიანი, უარს ამბობს ნეტგაზეთის კითხვებზე პასუხის გაცემაზე, რომელიც მომღერლის ძეგლის დადგმას უკავშირდება. შესაბამისად, პასუხი, გასცდება თუ არა ფეისბუქის დისკუსიებს ჩარკვიანის ძეგლის დადგმის ინიციატივა, უცნობია. მაჭავარიანი დეისაძეს და კიდევ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ძეგლის დადგმას იმ მოტივით ეწინააღმდეგება, რომ ძეგლი „უკვე დიაგნოზია“ და „ნუ დავუყრით ღორებს მარგალიტებს“, პასუხობს: „ბუბა კიკაბიძე რომ არ იყოს ”ნაღდი თბილისელი”, ამიტომ არის საჭირო მეფის ძეგლი“. მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი, რომელსაც მეფის სახელით იცნობდნენ, 2006 წელს გარდაიცვალა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სტუდია მონიტორი მერიას უჩივის. მონიტორი, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს აწარმოებს, თბილისის მერიიდან საჯარო ინფორმაციას ითხოვდა, რომელიც ვერ მიიღეს. საქმე ეხება ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა თბილისის ქრონიკის ბიუჯეტს. მონიტორის ჟურნალისტმა ცქრიალა შერმადინმა მერიაში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს, ოთარ ტატალაშვილს ჯერ კიდევ 2009 წელს მიმართა წერილობით, შესაბამისი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. მონიტორმა სამჯერ გამოითხოვა ერთი და იგივე ინფორმაცია. ერთ–ერთი მიზეზი იყო გასაჩივრების ვადის გაშვება, რაც შერმადინის თქმით, უკავშირდებოდა იმ პასუხებს, რომლებსაც ისინი მერიისგან ზეპირი სახით იღებდნენ: „გვეუბნებოდნენ, რომ მოგაწვდით ინფორმაციას, მაგრამ არ ვიცით, როდის და ა.შ.“ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის თაობაზე წერილობითი უარი მერიისგან სტუდია მონიტორს არ მიუღია. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში კი ვკითხულობთ: „საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ“. მას შემდეგ, რაც სტუდია მონიტორმა მესამედ მიმართა მერიაში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს წერილით და პასუხი ვერ მიიღეო, ადმინისტრაციული საჩივრით მათ მერს, გიგი უგულავას მიმართეს. თუმცა ამ საჩივარს, როგორც შერმადინი ამბობს, რეაგირება არ მოჰყოლია. 2010 წლის 20 აპრილს სტუდია მონიტორმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. პირველ ინსტანციას პროცესის დასანიშნად ხუთთვიანი ვადა აქვს. „ხუთი თვე გასულია უკვე, თუმცა ჯერ არანაირი პასუხი არ არის“, – ამბობს შერმადინი. სტუდია მონიტორს, აღნიშნული საქმის გარდა, რამდენიმე მსგავსი საქმე აქვს სასამართლოში გასაჩივრებული, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინსიტროს, საქართელოს მთავარი პროკურატურის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მეექვსე დღეა სამართალდამცავი ორგანოების 400-მდე თანამშრომელი აგრძელებს ბოევიკების ძებნას ქ.ტირნიაუზის შახტებში.ძალოვნების ვარაუდით შახტებში 10-მდე ბოევიკი აფარებს თავს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან მილიციის თანამშრომლების მკვლელობებში და სხვა ტერორისტული ხასიათის დანაშაულის ჩადენაში.ოფიციალური წყაროს ინფორმაციით სპეცოპერაცია ტირნიაუზში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება, რადგან შესამოწმებელი ფართობის საერთო სიგრძე 300კმ-მდეა და ძალოვნებს მუშაობა უწევთ სიბნელეში და წყლით სავსე შახტებში. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რია-ნოვოსტის ინფორმაციით, 26 ოქტომბერს ქ.გროზნოში, დაღესტნის ქუჩაზე საკონცერტო-თეატრალური შენობის ახლოს ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც 6კგ ტროტილთან და ლითონის ნაჭრებთან ერთად მოთავსებული იყო პლასტმასის ჭურჭელში.ასაფეთქებელი მოწყობილობა მესანგრეებმა გადაიტანეს უსაფრთხო ადგილას და გაანადგურეს. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
26 ოქტომბერს, ურუს-მარტანის მთიან რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დანებებაზე უარის თქმის შემდეგ მოკლეს 25 წლის შეიარაღებული მამაკაცი. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლულის შესახებ განაცხადა, რომ იგი არის მოსკოვის ოლქის მცხოვრები. მისი გვარისა და ეროვნების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მასთან საუბრის დაწყება აუცილებელია" . გაზიარება [22:19 25-10-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMcbtF7IPLI/AAAAAAAAEKA/lCJQzAe1Qjc/s200/misha+da+medvedewvi.gifამის შესახებ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქალაქ მონტრეში, ფრანკოფონიის ორგანიზაციის მე-13 სამიტზე ყოფნის დროს, "ტვ5 მონდესთან" საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია და დამპყრობელია და მან სახლებიდან მრავალი ეროვნების ათასობით ადამიანი გამოაძევა, არსებული ყველა პრობლემის მოგვარება მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს. "ჩვენ მზადა ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ჩვენ პრაგმატულები ვართ და კარგად გვესმის, რომ მეზობლად ისეთი დიდი მტრის ყოფნა, როგორც რუსეთია სახიფათოა და მასთან დიალოგის დაწყება აუცილებელია. აუცილებლად შესაცვლელია არსებული ვითარება. ევროკავშირმა და მსოფლიოში სხვა მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა აღიარეს, რომ რუსეთმა უკანონოდ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საჭიროა დევნილ ადამიანებს მიეცეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მე-19 საუკუნის სტილში მოახდინა საქართველოს ტერიტორიების დაპყრობა, იგი იმედოვნებს, რომ მოდერნიზირებული რუსეთი მომავალში არა საფრთხის წყარო, არამედ სტაბილურობის ფაქტორი იქნება. სააკაშვილის თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით მის მიერ აღიარებულ იმ სამხრეთ ოსეთში ჩავიდა, სადაც ახლა 6 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დანარჩენი ოსები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიფანტნენ, მათთვის და სხვადასხვა ეროვნების დევნილებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ახალი სახლების აშენება შეძლო. "ახლა საჭიროა საუბრის დაწყება, მაგრამ არა იმ ფსევდოსახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რომელიც მსოფლიოში არავინ არ აღიარა და სერიოზულად არ აღიქვა, არამედ საქართველოსთან. ჩვენ მზადა ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე", - კიდევ ერთხელ დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. "ინტერპრესნიუსი"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
თამაშის შესახებ: დასახელება: The Fast and the Furious Tokyo Drift გამოშვების წელი: 2009 შემქმნელი: Eutechnyx გამომშვები: Namco Bandai ჟანრი: რბოლა ინტერფეისის ენა: ENG პლატფორმა: Playstation 2 თამაშის აღწერა: ტოკიოს ქუჩებში გამოჩდნენ მაგარი ბიჭები. ლამაზი ძლიერი და სხვადასხვა მანქანებით.რომლებმაც არ იციან რა არის ცხოვრება რისკის და სიჩქარის გარეშე და რაც მთავარია და ძალზედ სახიფათო ისინი გონკაობენ ღამით. გარშემო ლამაზი გოგოები რომლებსაც ასევე მოსწონთ ეს გონკები და დიდი სიამოვნებით უყურებენ მათ! მსოფლიოში მრავალი ფულის საშოვნი ხერხი არსებობს მაგრამ ეს ბიჭები მხოლოდ ადრენალინით ცხოვრობენ View the full article
-
სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ხუთდღიანი ვიზიტით საქართველოში გარეგინ II უნდა ჩამოსულიყო. ეს ინფორმაცია ისევეა სწორი, როგორც ახტალას მონასტრის სომხური წარმომავლობა, რის დამტკიცებასაც ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები ცდილობენ. გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 19:05 25-10-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMbtlUAaxMI/AAAAAAAAEJ4/F4QMa2c-o_s/s200/sosoooooooooooooo.jpg22 ოქტომბერს, საღამოს საქართველოში სომხეთის საელჩოს ტელეფონით დავუკავშირდით და დავინტერესდით, აპირებდა თუ არა ჩამოსვლას სომხეთის ეკლესიის მეთაური. გვითხრეს, “გარეგინ II 23–ში საქართველოში არ ჩამოდისო“. ქართულმა სააგენტოებმა – “პირველმა“ და “ინტერპრესნიუსმა“, სომხურ მედიაზე დაყრდნობით, 5 ოქტომბერს გაავრცელეს ინფორმაცია გარეგინ II–ის მოსალოდნელ სტუმრობაზე, რომლის მიხედვით, ვიზიტის ფარგლებში გარეგინ II სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოში სომხური ეკლესიების მოქმედების პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს განიხილავდა. წმინდა ეჩმიადინის პრეს-კანცელარიის უფროსმა, ეპისკოპოსმა არშაკ ხაჩატრიანმა, სომეხ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “საქართველოს კანონმდებლობით, სომხურ სამოციქულო ეკლესიას იურიდიული სტატუსი არა აქვს. საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს, სომხურმა ეკლესიებმა საკუთარი საქმიანობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორმატში განახორციელონ. გარეგინ II-სთვის საქართველოში არსებული სომხური ეკლესიების მდგომარეობის ირგლივ მოლაპარაკებებს ყოველთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ საკითხს იგი საქართველოში ვიზიტის ფარგლებშიც დააყენებს“. საქართველოში სომხური ეკლესიები საკუთარ საქმიანობას, რომ ახორციელებენ, ამას, როგორც ხედავთ, თავადაც არ უარყოფენ, მაგრამ იმაზე აღარაფერს ამბობენ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე, ისტორიულად ქართულ მიწაზე, არც ერთი ქართული ტაძარი არ ფუნქციონირებს. მეტიც, ქართულის სომხურად გამოცხადების და კურთხევის მცდელობა ხდება. ახლახანს, ისტორიულ ლორეში, რომელიც ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზეა, ჩვენი სამონასტრო კომპლექსის – ახტალას მონასტრის მითვისების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 14 სექტემბერს მთავრობის და ეკლესიის წარმომადგენლებმა ერთობლივ პრეკონფერენციაზე განაცხადეს, რომ 19–ში ახტალას მონასტერს სომხურად აკურთხებდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდეს მოსაწვევები, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელს სომხური ეკლესიის წარმომადგენელიც აწერდა. ამ ინფორმაციამ საქართველოს საპატრიარქომდეც მოაღწია. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ მეზობელი სომხების ამ განზრახვისთვის ხელის შეშლას. აღმოჩნდა, რომ ქართული სამონასტრო კომპლექსის სომხურად გამოცხადების საქმეში, სომხეთის ხელისუფლების პირველი პირებიც იყვნენ ჩარეულები. შესაბამისად, აუცილებელი გახდა საქართველოდანაც ჩარეულიყვნენ, ხელისუფლების სათავეში მყოფნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, 19 სექტემბერს, სომხეთის სალჩოსთან ქართველი ახალგაზრდები საპროტესტო გამოსვლას იწყებდნენ. საქართველოს საპატრიარქოს აქტიურობამ და მოსალოდნელმა საპროტესტო აქციამ, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები აიძულა ამ პრობლემის მოგვარებაში ჩარეულიყვნენ, რამაც საბოლოოდ დადებითი შედეგი გამოიღო. ჩვენმა მეზობლებმა ქართული ტაძრის სომხურად კურთხევაზე უარი თქვეს, მაგრამ 19 სექტემბერს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო სეირნობის მოწყობა გადაწყვიტეს. ახტალაში, რომელიც თბილისიდან დაახლოებით ორსაათნახევრის სავალზეა, 19 სექტემბერს, ინტერნეტ–ტელევიზია itv.ge–ს გადამღები ჯგუფი დათქმულ დროზე ადრე ჩავიდა. იმაზე, თუ რა ვითარება დახვდათ ქართული სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და რა მდგომარეობაშია ტაძარი, პრესა.გე ტელე–ოპერატორ აკაკი პერტაიას ესაუბრა: “ქართული ტაძრის სომხურად გადანათვლისთვის ემზადებოდნენ. ტაძარი ღია იყო. თავიდან შიგნით ერთი მღვდელი და ორი დამხმარე იყვნენ; ხალიჩა გაშალეს, საკურთხეველთან პატარა მაგიდა დაგდეს. ხალხმა ნელ–ნელა მოგროვება დაიწყო. ხელში მოსაწვევები ეჭირათ. იქ მყოფი ადამიანები ამბობდნენ, ტაძარი უნდა გადავნათლოთო. თავიდან არაფერს გვეუბნებოდნენ და ფეხდაფეხ დაგვყვებოდნენ. მოგვიანებით დაინტერესდნენ ვინ ვიყავით, იქ რა მიზნით ჩავედით. ტაძრის შიგნით სომხური ეკლესიის მღვდელთან ინტერვიუ ჩავწერეთ. მან თქვა – “მე აქ დავდივარ, მაგრამ წირვას ვერ ვასრულებ, რადგან უფლება არ მაქვს; ველოდით რომ ტაძარი გადაინათლებოდა, მაგრამ დღეს ეს რატომღაც გადაიდოო.“ ტაძარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია – ფრესკები ალაგ–ალაგ ჩამოფხეკილია; ბევრგან წყალი ჩამოდის; გუმბათი მოხსნილია და კუსტარულადაა გადახურული; კედლებზე, კარზე ბალახია ამოსული – უპატრონო სახლს ჰგავს, სადაც კაცი არ შედის და ყველაფერს ხავსი ედება. სამონასტრო კომლექსი დანგრეულია და ზედ ეკალ–ბარდებია ამოსული. ჩვენ რომ მივედით, გვეგონა ეზოს ასუფთავებდნენ. არადა თურმე, პატარ–პატარა ხეების მოჭრა მწვადის შესაწვავად იყო გამიზნული. ეზოში სპეციალური სცენა მოაწყვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები, იქაური პარლამენტარები, ბიზნესმენები მოვიდნენ. ვიღაცეებს სიგელები გადასცეს. შემდეგ ტრადიციული სიმღერები ჩართეს და ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა ცეკვა–თამაში დაიწყეს. მწვადიც იქვე შეწვეს და ამ ყველაფერს დაარქვეს სახალხო სეირნობა“. აკაკი პერტაია ახტალას მონასტრის ეზოში მყოფი ადამიანების განწყობას ასე გადმოგვცემს: “ასე ჰგონიათ, თუ სპეციალურად ამბობენ, არ ვიცი, მაგრამ ინტერვიუებსა და პირად საუბრებში იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ ახტალას მონასტერი ისტორიულად მათ საკუთრებას წარმოადგენდა. ტაძრის შიგნით დაკრძალული მელიქიშვილების საფლავზე ქართული წარწერები, რომ ვნახეთ და ვუთხარით, ესენი ხომ მაინც ქართველები არიან–თქო, ამაზე მოგვიგეს – “სომეხი მელიქიანები არიან, რომლებიც აქედან საქართველოში წავიდნენ, იქ იბატონეს, შემდეგ დაბრუნდნენ და აქ დავკრძალეთო.“ როცა ტაძარს შიგნიდან, ტელე–კამერით ვიღებდით, იქ მყოფთაგან ერთ–ერთი მოგვიახლოვდა – რატომ იღებთ, რისთვის გჭირდებათო. როცა ავუხსენით, რომ ეს იყო ქართული ტაძარი, რომ ჩვენ საქართველოდან ჩამოსულები ვიყავით და ტაძრის შესახებ სიუჟეტის მომზადებას ვაპირებდით, გაღიზიანდა – “ეს ქართველების არ არის, ოდითგან ჩვენია და ჩვენი იქნებაო.“ როცა ჩვენმა ჟურნალისტმა უთხრა, “სომხური როგორ არის?! თბილისში არ ყოფილხართ, განსხვავებას ვერ ხედავთო?“ მოგვიბრუნდა და “თბილისში რაც ეკლესიებია, ყველა სომხურია, ქართულად გადაკეთებული. დრო მოვა და ყველაფერი თავის ადგილას დადგებაო“. ის, რაზეც აკაკი პერტაიამ ჩვენი თხოვნით გიამბოთ (დამხვდურების განწყობა, ტაძარში და მის გარშემო არსებული ვითარება), ვიდეო–კადრებშია ასახული და ინტერნეტ–ტელევიზიის არქივში ინახება. ისტორიულ ლორეში, ახტალას მონასტრის მნიშვნელობაზე და მის ისტორიაზე, გთავაზობთ ხელოვნებათმცოდნე ზაზა სხირტლაძის ვრცელ კომენტარს: “ახტალა – საეპისკოპოსო კათედრა, რომლის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მას სწორედ აქ დაუარსებია აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ქვემო ქართლის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერად ასწლეულების მანძილზე რჩებოდა. მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920–იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. მისი აღმავლობის ხანა XIII საუკუნის დასაწყისია, როდესაც წმინდა მეფე თამარის თანადგომითა და საქართველოს სამეფო კარის დიდმოხელეთა – ივანე მხარგრძელისა და მისი ძის, ავაგის ღვაწლით, მონასტრის ახალი აღმშენებლობის ეტაპი იწყება (ორივე – როგორც ივანე, ისე ავაგი, კომპლექსის მთავარი ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთ ეკვდერშია დაკრძალული). სწორედ მხარგრძელთა გვარის საქტიტორო მოღვაწეობას უკავშირდება მონასტრის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი, რომლებიც XIII-XIV საუკუნეებშია აგებული. კომპლექსის მთავარი ეკლესია XIII საუკუნის ოციან წლებში აიგო. ტიპოლოგიურად (გეგმა, პროპორციები, ინტერიერის გადაწყვეტა, ფასადების დეკორაციული მორთულობის პრინციპი) იგი ქართული ჯვარ–გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლთა იმ რიგში დგას, რომელიც XI საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით გვხვდება. ამასთან, ცალკეული არქიტექტურული თავისებურებები ახტალის მონასტრის მთავარ ტაძარს უკავშირებს XII-XIII საუკუნეების მიჯნის გუმბათიან ეკლესიათა ჯგუფს (ბეთაია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი). ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ქართული წარწერები, რომლებიც მრავლადაა მონასტრისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ცხადყოფს მონასტრის ინტენსიურ ცხოვრებას. ბოლო ხანების კვლევის საფუძველზე დადგინდა მონასტრის ტიპიკონიც, რომელმაც ჩვენამდე ფრაგმენტურლი სახით მოაღწია. ახტალას ეკლესიის მოხატულობა მაღალპროფესიული ოსტატების მიერ შექმნილი ანსამბლია, რომელიც დღესაც, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებებისა, შთამბეჭდავია თავისი მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტით. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდაა წინწამოწეული საქართველოს ეკლესიის წმინდანთა თემა; გამოსახულნი არიან: წმინდა ნინო, წმინდა იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე; აგრეთვე, წმინდა ევფთვიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმინდა ილარიონ ქართველი. XIV საუკუნიდან ახტალა მიტროპოლიტის კათედრა გახდა. მონასტრის განახლების კიდევ ერთი ეტაპი XVIII საუკუნის მიწურულია, როდესაც მეფე ერეკლე II-მ, ომარ ხანის შემოსევის შემდეგ, სპილენძითა და ვერცხლით მდიდარ ამ ადგილში ბერძნები ჩამოასახლა, სამთამადნო წარმოების კვლავ ასაღორძინებლად. საქართველოში სამეფო ხლეისუფლების გაუქმებისა და რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ, 1802 წლიდან ახტალა კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიების ცენტრი გახდა. მონასტერი XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ადგილობირივი მმართველების – მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ შემდგომ ხანებშიც იკრძალებოდნენ ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენლები. XX საუკუნის ოციანი წლებიდან მოყოლებული, ახტალა ამ კუთხის სხვა ძველ ქართულ ეკლესიებთან და მონასტრებთან ერთად, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და დღესაც მის ფარგლებში შედის. ახტალას მონასტრის შესახებ არსებული პუბლიკაციები (ცნობები, მასალები, გამოკვლევები) ეხება მონასტრის, როგორც ისტორიას, ისე მის ეპიგრაფიკას, კომლექსის არქიტექტურასა და ფრესკებს. ამ მდიდარი მასალის წარმოდგენისა და ინტერპრეტაციისას, პუბლიკაციათა ერთი ნაწილი აშკარა ტენდენციურობით გამოირჩევა და ზოგჯერ გარკვეულწილად პოლიტიკურ ელფერსაც იძენს. ბოლო ათწლეულების მანძილზე ახტალის მონასტერში სომეხი მეცნიერები და რესტავრატორები მუშაობდნენ. ტაძრის არქიტექტურისგან განსხვავებით, მისი ფრესკების რესტავრაციის არაპროფესიული მიდგომის გამო, აქ ბევრი რამ გადაიწერა, რის გამოც ფერწერული ანსამბლის საერთო მხატვრულ სახეში მრავალი რამ ფაქტობრივად საბოლოოდ დაიკარგა“. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაიკარგა ცუნამის შედეგად, რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია ინდონეზიაში. მენტავაის კუნძულზე მომხდარი 7.7 ბალიანი მიწისძვრა 20 კმ–ზე გავრცელდა. ცუნამის შედეგად კუნძულის ათი სოფელი განადგურდა. ავსტრალიის ოფიციალური პირები ცდილობენ დაუკაბშირდნენ დაკარგული სერფერების ჯგუფს. დაახლოებით ათი სერფერისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფებოდა იმ მიდამოებში, რომელსაც ცუნამმა გადაურა. ეს ის ადგილია, სადაც მისვლა მხოლოდ ნავებით შეიძლება და რომელიც პოპულარულია სერფერებს შორის. ჰენდრი დორი სატოკომ, კუნძულის დეპუტატმა მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით, ცუნამის შედეგადად 108 ადამიანია დაღუპული, ხოლო 502 ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ასოშიეთედ პრესის მიერ გავრცლებული ინფორმაციით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეყრდნობა, გარდაცვლილების რაოდენობა 113–ია. სიტუაციას ართულებს ძლიერი წვიმა, რომელიც ვერტმფრენებს და ნავებს არ აძლევს საშუალებას, კუნძულთან ახლოს მივიდნენ. ბიბისი სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ „კორუფციის აღქმის ინდექსი“ (CPI) გამოაქვეყმა, რომლის მიხედვით საქართველომ 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი დაიკავა. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ შიდა პოლიტიკურ და საჯარო სექტორში არსებული კორუფციის საზომია. საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.8 ქულა მიიღო.შარშან, საქართველო ქვეყნებს შორის 66–ე იყო და მისთვის მინიჭებული ქულა იყო 4.1. ყველაზე კარგი მაჩვენენელი და შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულები მიიღო დანიამ, ახალმა ზელანდიამ,სინგაპურმა,ფინეთმა და შვედეთმა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სომალს, ავღანეთს,ერაყს და უზბეკეთს. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს,რუსეთს მიანიჭეს 2.1 ქულა,უკრაინას და აზერბაიჯანს 2.4,სომხეთი 2.6, თურქეთი 4.4. „კორუფციის აღქმის ინდექსს“ ყოველწლიურად შეიმუშავებს და აქვეყნებს საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი ბერლინში. ინდექსი ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევებს. სრული ინფო(netgazeti.ge)