planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53610.jpgფონიჭალაში მომხდარი შემთხვევის შესახებ თბილისის მერმა შარდენზე, ხილის ფესტივალზე მისვლისას გაიგო. რის გამოც გიგი უგულავამ დაგეგმილი დღის წესრიგი შეცვალა და ფესტივალიდან პირდაპირ ფონიჭალაში გაემგზავრა. View the full article
-
ერორი- ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53605.jpgავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონია. საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, ექვსივე შეხვედრა მოიგო. View the full article -
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ატო ლობიაკასი 21 ოქტომბერს Financial Times–ში საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრები ივან კრასტევი და მარკ ლეონარდი „მრავალპოლარული ევროპისთვის ახალ წესებს“ მოითხოვენ. ავტორებმა განაცხადეს, რომ ამ კვირაში დოვილში გამართულ ფრანგულ–გერმანულ–რუსულ სამიტს „სწორი დღის წესრიგი ჰქონდა, მაგრამ არასწორად შერჩეული მონაწილეები ჰყავდა“. ისინი უსაფრთხოების პოლიტიკაზე პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ, სადაც კონტინენტზე დღეს გაბატონებული სამი „პოლუსი“ მიიღებს მონაწილეობას, ანუ რუსეთი, თურქეთი და ევროკავშირი. მსგავსი შეხედულებების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ძალთა ბალანსის თვალსაზრისით ევროკავშირი პოლუსი არ არის. მთელი მისი „ხისტი ძალა“ – ნატოს მინუს აშშ–შია, და ამა კიდევ მინუს ის, რომ არსებობს ეჭვი, თითქოს აშშ, სინამდვილეში ევროპის ემანსიპაციის წინააღმდეგია. ევროკავშირს არაფრის მოთხოვნის უნარი არ აქვს, გარდა „სტაბილურობისა“, ანუ სტატუს–ქვოს შენარჩუნებისა. სწორედ ასეთ ხაზს მისდევს ის თავის უმსხვილეს მეზობელ უკრაინასთან მიმართებაში – უკრაინასთან, რომელიც ახლა სახიფათო ზღვარზეა რუსეთს და დასავლეთს შორის. 20 ოქტომბერს, ევროკომისარი მეზობლობის პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულე ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა (თანაც თავიდან საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის გამოსვლა იგეგმებოდა, მაგრამ მას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აღმოაჩნდა) და განაცხადა, რომ „პოლიტიკური სტაბილურობის“ აღდგენა ვიქტორ იანუკოვიჩის მთავარი მიღწევაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირი – ეს არა პულუსი, არამედ სიუხვის რქაა, რომელსაც რთული დღეები უდგას. მიღწევები მას ჯერ კიდევ აქვს – თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო გადაადგილებები, ჰუმანიტარული დახმარება, – მაგრამ არ აქვს საშუალება ეს მიღწევები ძალად გარდაქმნას, უფრო ზუსტად კი რეალურ ცვლილებებს მიაღწიოს, რბილი თუ ხისტი მეთოდებით. ევროკავშირი თავისი წესრიგით პოლუსისგან ხარისხობრივად განსხვავებული ფენომენია. თავად კრისტევს და ლეონარდს, მაგალითებად მოჰყავთ კრიზისები, რომელთა პრევენციაც ევროკავშირმა ვერ შეძლო: კოსოვო, საქართველოს ომი, რუსეთ–უკრიანის ენერგეტიკული ომები, ყირგიზეთი. როგორც ჩანს ეს იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირის შესუსტების ფონზე მისი წევრი ქვეყნები გაძლიერებას ცდილობენ. შესაძლოა მათ ესმით, რომ არჩევანიც აქვთ. მაშინ დოვილის სამიტი რეფლექსის დონის სიმპტომად უნდა მივიჩნიოთ, თანაც გარდაუვალ სიმპტომად. საქმე ის არის, თუ როგორ შეძლებს ევროკავშირი ამ განხეთქილების გამოყენებას, რომელიც გერმანიამ და საფრანგეთმა შექმნა, ქვეყნებმა, რომლებიც სულ უფრო იხრებიან დამოუკიდებლობისკენ. კრისტევი და ლეონარდი, რა თქმა უნდა, მართლები არიან როოდესაც აცხადებენ, რომ „ევროპელი ლიდერები ილუზორულ წესრიგს ინარჩუუნებენ, რითაც რეალურ ქაოსს ქმნიან“. მაგრამ თუკი კეტრინ ეშტონს მერკელით და/ან სარკოზით შევცვლით, როგორც ამას ისინი გვთავაზობენ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ წამალი სენზე უარესი აღმოჩნდეს. პოლუსები ხომ გამოკვეთილად სუვერენულები არიან. კრისტევი და ლეონარდი მართლები არიან, როდესაც სერიოზულად არ აღიქვამენ მათ, ვინც „ოთხმოცდაათიან წლებში… ვარაუდობდა, რომ ევროპა „პოსტთანამედროვე“ კონტინენტად გარდაიქმნებოდა, სადაც ძალთა ბალანსს უკვე მნიშვნელობა არ ექნებოდა“. მაგრამ თუკი ევროპას ძალთა ბალანსის აქტუალურობის პირობებში დამოუკიდებელ მოთამაშედ მივიჩნევთ, მაშინ ავტორები იმ რისკის წინაშე აღმოჩნდებიან, რომ დაადასტურებენ წარმოდგენებს, რომელთა წინააღმდეგაც თავად გამოდიან. იქნებ საქმე იმაშია, რომ მარკ ლეონარდმა თავად დაწერა 2005 წელს წიგნი სახელწოდებით „რატომ იქნება ევროპა წამყვანი XXI–ე საუკუნეში?“, სადაც შემდგარ ფაქტად წარმოადგინა ორმილიარდიანი „ევროსფეროს“ ჩამოყალიბება და ევროკავშირის ხელში იმ „გავლენის სფეროს არსებობა, რომელიც თანდათან ტრანსფორმირდება ევროპულ პროექტად და ევროპისგან ყველაფერს გადაიღებს“? ამ წიგნში რუსეთი, სულ რაღაც ათჯერაა ნახსენები, ხოლო თურქეთი მხოლოდ იმის მაგალითია, თუ როგორ მოქმედებს ევროპის გარდაქმნის პოტენციალი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53604.jpgმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისში ჩამოსულ 46-მდე ქალაქის მერს და მერიის წარმომადგენლებს გიგი უგულავამ ჯანსუღ კახიძის მუსიკისა და კულტურის ცენტრში უმასპინძლა. View the full article
-
რამდენიმე დღის წინ მილანის ინტერის ბრაზილიელი მეკარე ჟულიო სეზარი ერთ-ერთ იტალიურ ტელეგადაცემაში მიიწვიეს,სადაც მისი მთელი კარიერა გაიხსენეს. იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/financial_times_thumb-150x43.gif ივან კრასტევი, მარკ ლეონარდი ამ კვირაში ნიკოლა სარკოზის, ანგელა მერკელის და დიმიტრი მედვედევის სამიტი გაიმართა, თუმცა დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ ის ფუჭი შეხვედრა იქნებოდა. საფრანგეთს სანახაობა, გერმანიას – რაციონალურობა, რუსეთს კი რაიმეს გაყიდვა სურს. ასე, რომ შანსი იმისა, რომ ისინი საერთო ენას გამონახავდნენ, ძალიან მცირე იყო. მაგრამ შესაძლოა, დოვილის (საფრანგეთის ჩრდილოეთი) სამიტი ის ფუჭი სამიტი აღმოჩნდეს, რომელსაც მაინც მოჰყვება გარკვეული შედეგები. შეიძლება, მომავლის ისტორიკოსებმა გადაწყვიტონ, რომ ეს სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც ევროპის ლიდერებმა გააცნობიერეს ის, რომ კონტინენტი მრავალპოლარული გახდა. თავად ამ სამიტის ჩატარების ფაქტი, ევროკავშირისთვის დამახასიათებელი სოლიფსიზმის დასასრულის დასაწყისზე მიუთითებს. ოთხმოცდაათიან წლებში ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ ევროპა „პოსტთანამედროვე“ კონტინენტად გარდაიქმნებოდა, სადაც ძალთა ბალანსს უკვე მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. ეროვნულ სუვერენიტეტს და საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამიჯვნას, ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებად აღარავინ მიიჩნევდა. თითქოს, ევროკავშირი და ნატო იქამდე გაფართოვდებოდა, რომ ყველა ევროპული სახელმწიფო მსგავს მეთოდს გაიზიარებდა. ბოლო დრომდე ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ყველაფერი მართლაც ასეა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა გარდაიქმნა, საქართველოსა და უკრინაში ერთგვარი პროევროპული სახალხო ნების ნიშნები გაჩნდა, ხოლო თურქეთი სტაბილურად მიიწევდა ევროკავშირის წევრობისკენ. მაგრამ ახლა, ერთპოლარული ევროპული წესრიგის პერსპექტივები ქრება. რუსეთი, რომელსაც არასდროს მოსწონდა ევროკავშირის და ნატოს გაფართოვების პროცესი, დღეს საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ღიად მოითხოვოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი სისტემის ჩამოყალიბება. თურქეთი უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები მის მიღებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ბლოკავენ, და სულ უფრო მეტად ეწევა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და საკუთარი როლის გაფართოვების გზებს ეძებს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ აშშ უკიდურესად დაკავებულია ავღანეთით, ირანითა და ჩინეთით, რის გამოც სრულყოფილი დასავლური ზესახელმწიფოს როლს ვეღარ თამაშობს, ასე, რომ მრავალპოლარული ევროპის პერსპექტივა უკვე ჰორიზონტზეა. ახლა, ერთიანი მრავალმხრივი წერიგის ნაცვლად, რომლის ცენტრიც ევროკავშირსა და ნატოშია, ჩვენ სამი პოლუსის ჩამოყალიბების მოწმენი ვხდებით: რუსეთი, თურქეთი და ევროკავშირი – ყველა მათგანი „სამეზობლო პოლიტიკას“ ანვითარებს – ბალკანეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და შუა აზიაში საკუთარი გავლენის სფეროების ჩამოყალიბების მიზნით. რა თქმა უნდა, ომი მსხვილ ზესახელმწიფოებს შორის ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ კონკურენცია იზრდება და არსებულმა ინსტიტუტებმა ვერ შეძლო ისეთი მოვლენების პრევენცია, როგორებიცაა 1998–99 წლების კოსოვოს კრიზისი, კავკასიაში გამალებული შეიარაღების შენელება, 2008 წელს ევროპისთვის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები, რუსეთ– საქართველოს ომი და 2010 წლის არეულობა ყირგიზეთში, აღარაფერს ვამბობთ რეგიონის სხვა „გაყინული კონფლიქტების“ მოგვარებაზე. მთავარი პარადოქსი ის არის, რომ ბოლო ათლწლეულის განმავლობაში ევროკავშირი დიდწილად იმით იყო დაკავებული, რომ იცავდა სისტემას, რომელსაც თავად ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები უუნაროდ მიიჩნევენ. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მოსკოვის მოთხოვნას დაეწყოთ მოლაპარაკლებები უსაფრთხოების ირგვლივ, მხოლოდ იმიტომ რომ სტატუს–ქვოს შენარჩუნება სურდათ. მაგრამ, რადგან ოფიციალური ინსტიტუტები კუნკურენციის გამო პარალიზებულია, ევროკავშირი, რუსეთი და თურქეთი სულ უფრო მეტად მოქმედებენ ამ ინსტუტუტების გვერდის ავლით. მაგალითად ბლოკის ცალკეულმა ქვეყნებმა აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ევროკავშირის წინააღმდეგობის მიუხედავად, თურქეთმა კი ბრაზილიასთან ერთად მოიფიქრა ის, თუ რა უნდა მოემოქმედათ ირანისგან მომავალ ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით ნატოსთან შეუთანხმებლად. ამგვარად, ევროპის ლიდერები მხარს უჭერენ ილუზორულ წესრიგს, რითაც რეალურ ქაოსს ქმნიან. აი რისთვის იყო საჭირო დოვილის სამიტი. მისი დღის წესრიგი სწორი გახლდათ, მონაწილეთა შემადგენლობა – არასწორი. ჩვენი აზრით, საჭირო იყო შეთანხმება არა ახალ შეთანხმებაზე ან ახალ შეხვედრაზე ბერლინს, პარიზს და მოსკოვს შორის. ამის ნაცვლად, ევროკავშირმა არაფორმალური სამმხრივი დიალოგის ორგანიზება უნდა მოახდინოს იმ ზესახელმწიფოებთან, რომლებიც განსაზღვრავენ კიდეც მის უსაფრთხოებას 21–ე საუკუნეში, ანუ რუსეთთან და თურქეთთან. თუკი ევროკავშირი მსგავსი ფორმატის წინადადებით გამოვა, მაშინ მას აღარ დასჭირდება თავდაცვით პოზაში ყოფნა, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა, როდესაც მედვედევმა მას უსაფრთხოებაზე ახალი ხელშეკრულება შესთავაზა. თურქეთს ამ მაგიდასთან წამყვანი ადგილი ეკუთვნის (ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის გარეშე), და მაშინ ევროკავშირის ლიდერები შეძლებენ თურქებისთვის ევროპული თვითშეგნების შენარჩუნებას და ამავდროულად თურქეთის ძალის (როგორც „რბილი“, ასევე „ხისტი“ ძალის) მოთოკვას. ამავდროულად, შეხვედრაზე ბერლინის და პარიზის ნაცვლად ქალბატონი ეშტონი რომ ყოფილიყო (ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი), ის ანომალიური სიტუაცია დასრულდებოდა, რომელშიც ევროკავშირია, როდესაც ბლოკი (ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ–ერთი მთავარი სტრუქტურა) არ არის წარმოდგენილი არცერთ იმ ინსტიტუტში, რომელიც კონტინენტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ევროკავშირს ახალი სტრატეგიული მიდგომა ესაჭიროება, რომელიც ევროპულ სახელმწიფოებს შორის ომების პრევენციაში კი არ მდგომარეობს, არამედ მათ იმის გაცნობიერებაში დაეხმარება, რომ ცენტრთან არც ისე ახლოს და პერიფერიისგან არცთუ ისე შორის არიან, ასევე იმაში, რომ მეზობელი, რომელიც დაღუპვის პირასაა, ზოგჯერ ისევე საშიშია, როგორც მძლავრი მეზობელი. მიზანი უნდა იყოს ის, რომ ევროპა არა სამპოლუსიანი, არამედ სამმხრივი გახდეს. არაფორმალური სამხრივი დიალოგი ხელს შეუწყობს ძველი ინსტიტუტების გაცოცხლებას და ლორდ ისმეის თუ დავესესხებით, ის ევროკავშირს ერთიანს, რუსეთს – პოსტიმპერიალისტურს და თურქეთს – ევროპულს გახდის. ორიგინალი ორიგინალი
-
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევრო-2011-ის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი გადალახა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 23 ოქტომბერს შვედეთის ნაკრები ”ეროვნულ” სტადიონზე 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გურამ სამუშიამ გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა 3 მატჩში 7 ქულა მოაგროვა და ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა. იხილეთ fanebi.com
-
ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ბოლონიასთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იხილეთ fanebi.com
-
დღეს პრემიერლიგაში მორიგი ტურის კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა. "მანჩესტერმა" ხავი ერნანდესის დუბლის წყალობით "სტოკს" სტუმრად 2:1 ძლია და მისთვის უჩვეულო ფრეების სერია დაასრულა. მოგება კარგია, მაგრამ გუნდის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამ მხრივ ფერგიუსონს ალბათ რუნის დაბრუნების ეიმედება. იხილეთ fanebi.com