planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
რუსეთის მასმედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში მოხდა მორიგი საგანგებო შემთხვევა.საბრძოლო მასალების უტილიზაციის დროს, ხანძარი მოხდა ამურის მხარეში, შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ერთერთ სამხედრო ნაწილის საწყობში. როგორც იტყობინებიან, არიან დაზარალებულები, რომლებიც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით მოთავსებულნი არიან საავადმყოფოებში.ინციდენტის ადგილზე ამ წუთებამდე ისმის აფეთქებების ხმები, მაგრამ მიუხედავად ამისა, შემთხვევის ადგილზე უკვე დაიწყო მუშაობა თავდაცვის ს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ოფიციალური ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა თბილისში უკვე ჩამოვიდა. პირველი ოფიციალური შეხვედრა ჯამპაოლო დი პაოლამ ევროატლანტიკური ინტრეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ელენე ხოშტარიასთან უკვე გამართა. ასევე, შეხვედრები აქვს დაგეგმილი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან დევი ჭანკოტაძესთან. ამის შემდეგ, 15.00 საათზე, ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას შეხვდება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ უპასუხებს ის ჟურნალისტების კითხვებს. ოფიციალურ შეხვედრებს ადმირალი პაოლა დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ვიზიტით დაასრულებს. ხვალ დილით კი ჯამპაოლო დი პაოლა ეროვნულ სასწავლო ცენტ ,,კრწანისს’’ ესტუმრება. თბილისში ვიზიტის ბოლოს კი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს მოინახულებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
28 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე, მოდულის შენობაში სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანს, ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით წაუყენეს ბრალი. სუბელიანის ადვოკატი ირმა ჭკადუა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დღის ბოლომდე თბილისის საქალაქო სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. საქალაქო სასამართლოში პრეს–სამსახურის წარმომადგენლის თამუნა ანდრიაძის თქმით, სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროცესი ჯერ არ არის ჩანიშნული. კუდ–მა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) სუბელიანთან ერთად რამდენიმე ინდმეწარმე და სხვადასხვა შპს–ს თანამშომლები 26 ოქტომბერს, ღამით, დააკავა. სოზარ სუბარს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება ძმის დაკავებასთან დაკავშირებით. ირმა ჭკადუა გუშინ შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს და ასევე აღნიშნული საქმის გამომძიებელს. ვახტანგ სუბელიანი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ირმა ჭკადუა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება ვახტანგ სუბელიანს. ამ წუთებში ის მოდულის შენობასთან იმყოფება და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას ელოდება. ჭკადუა ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროცესის ჩანიშვნამდე, ის ჟურნალისტებისთვის ბრიფინგის გამართვას გეგმავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მზე-ამოდის 06.27,ჩადის 17.03; მთვარე-ამოდის 20.00, ჩადის 10.45 წლის 301-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 64… ლინკი მედიანიუსზე
-
3D თამაში.საკმაოდ რეალისტური აცეკვებ ქალს შეგიძლია შეურჩიო მუსიკა ,ჩააცვა ან გახადო ტანსაცმრლი. 16 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
ერთ-ერთი პირველი პერესტროიკის დროინდელი ფილმია რომელმაც ფაქტიურად გადატრიალება მოახდინა სსსრ-ის კინო სივრცეში. ფილმი მოგვითხრობს ე.წ. ინტერგოგონას(პუტანკას) ცხოვრებაზე View the full article
-
სიუ რომელიც თავის მამად თვლის ბილს ქუჩაში ცხოვრობენ და თავს ირჩენენ პატარ პატარა აფიორებით ერთ-ერთი ასეთი აფიორის დროს გაიცნობენ მარტოხელა ,მაგრამ მდიდარ ქალს .... View the full article
-
28 წლის რეძისორმა გადაიღო დოკუმენტალური ფილმი რომელშიც მადონა თითქოს და ამტკიცებს , რომ დასამალი არაერი არ აქვს. ფილმში ღიად არის ახწერილი მომღერლის სექსუალური ცხოვრების საიდუმლოებები მისი ახალგაზრდობა და ცხოვრების უამრავი მომენტი რაც კამერისგან ჩვეულებრივ იმალება ... View the full article
-
წიგნში აღწერილია თითქმის ყველა ის მეორადი ავტომობილი რომელიც შემოდის საქართველოში ამ ავტომობილების ახწერა , დადებითი და უაროფითი მხარეები View the full article
-
bmw-2010 წლის ავტომობილების სურათები View the full article
-
28 ოქტომბერს, 09.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (I, II, III კორპუსები და ადმინისტრაციული შენობა) სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. საკონტაქტო პირი მიხეილ დიაკონიძე – 877 55 15 05 28 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს CERN -ის ექსპერტები ეწვევიან. თსუ-ის II კორპუსი, III სართული, აუდიტორია #344 28 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკონფერენციო დარბაზში სემინარი გაიმართება. თემა: “რა უნდა იცოდნენ ქართველმა ექსპორტიორებმა ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად”. მის: მარშალ გელოვანის გამზ. #6 28 ოქტომბერს, 10:30 საათზე, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და ანსამბლ “ერისიონის” წევრები, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. 28 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 28 ოქტომბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №157-ე საჯარო სკოლას საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორიას გადასცემს. მის: ვარკეთილის IV მ/რ, III კვარტალი, ვაზისუბანი 28 ოქტომბერს, 11.00 საათზე, `საქპატენტში~ საპატენტო სიგელების, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისა და საავტორო უფლებების დამცავი დოკუმენტაციის გადაცემის ცერემონია გაიმართება მის: ნინო რამიშვილის ქ. #6 28 ოქტომბერს, 11.00 საათზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე უკრაინის რადას მეწარმეთა სახელმწიფო კომიტეტის დელეგაციას ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში გატარებულ რეფორმებს გააცნობს. მის: წმ. ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის #2 (ვორონცოვის მოედანი) 28 ოქტომბერს, 11:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 28 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა ჩატარდება. პარლამენტის სხდომათა დარბაზი 28 ოქტომბერს, 12.00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კონდაკოვი ბრიფინგს გამართავენ. მის: გ. ლეონიძის ქ. #3/5(საქართველოს ეროვნული ბანკი) 28 ოქტომბერს, 12.30 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს სისტემაში გატარებულ რეფორმებს გააცნობს. მის: წერეთლის გამზ. #67ა 28 ოქტომბერს, 12.30 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “პატიმრები მასობრივი შიმშილობით იმუქრებიან”. მის: აკაკი ხორავას ქ. #9 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ~პრაიმ-თაიმის~ პრესკლუბში ჟურნალისტების შეკითხვებს მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი უპასუხებს. 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “პრეზიდენტის საშემოდგომო ავანტიურა”. 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საპარლამენტო უმცირესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. თემა: “საარჩევნო კოდექსი”. საკონფერენციო დარბაზი 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, 40 მანდატური გლდანის ზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრება. მის: ქერჩის ქ. №22 28 ოქტომბერს, 13.30 საათზე, გრიგოლ რობაქიძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან ჩატარდება აქცია – `აანთე სანთელი~. 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე, დაბა ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალთან, ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის ოჯახის წევრებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლეს ორდენს გადასცემენ. 28 ოქტომბერს, 15.00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ქუთაისის მოსახლეობას შეხვდება. მის: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. #14 (სულიკოს ცენტრი) 28 ოქტომბერს, 15:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლას შეხვდება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 28 ოქტომბერს, 16.00 საათზე, სამების ახალგაზრდულ ცენტრში პროექტის “დემოკრატიის საჯარო გაკვეთილები – ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება” ფარგლებში პირველი შეხევდრა გაიმართება. თემა: “გლობალიზაციის გამოწვევები საქართველოსთვის”. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/02-150x150.jpgდუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იურისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. საკონკურსო კომისიაში, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ წყარუაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი და გამგეობის მოადგილეები შედიან. კონკურსში მონაწილეობის სურვილი 26 – მა აპლიკანტმა გამოთქვა. კონკურსის შედეგები კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/2615734102_44776fc0fb_o-150x150.jpgსოზარ სუბარის ძმას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის წაყენება ამ წუთებში, ე.წ. მოდულის შენობაში დასრულდა. გამოძიება ტარიელ სუბელიანს ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების ედავება. ბრალის წაყენებას მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა ესწრებოდა. სუბელიანი შპს ~ამოს~ თანამშრომელია. ~ამოს~ თანამშრომლების გარდა, 26 ოქტომბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს შპს “გრანდის”, შპს “ვ.ვ. ოილის”, შპს “ნეროს” თანამშრომლები, ასევე, დაკავებულია ექვსი ინდივიდუალური მეწარმე. გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენეს. დანაშაული 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლეს “ამოს” დირექტორი და ბუღალტერი. იხილეთ epn.ge