Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩრდილო-კავკასიის ფედერალურ ოლქში თერგის კაზაკთა ჯარებში გაწევრიანდა. „ვემსახურები რუსეთს და ღმერთს“- განაცხადა ალექსანდრე ხლოპონინმა ჯარების ატამანის ვასილი ბონდარევის წინადადებაზე თერგელებთან მიწერის თაობაზე. გარდა ამისა, ახლადგამომცხვარი კაზაკი-ჩინოვნიკი დააჯილდოვეს ვერცხლის ჯვრით „თერგის კაზაკთა ჯარების აღორძინებისათვის“, მისი აღორძინების 20-ე წლისთავთან დაკავშირებით.თერგის კაზაკები - კაზაკების ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩრდილო-კავკასიის ფედრალურ ოლქში თერგის კაზაკთა ჯარებში გაწევრიანდა. ,,ვემსახურები რუსეთს და ღმერთს”- განაცხადა ალექსანდრე ხლოპონინმა ჯარების ატამანის ვასილი ბონდარევის წინადადებაზე თერგელებთან მიწერის თაობაზე. გარდა ამისა, ახლადგამომცხვარი კზაკი-ჩინოვნიკი დააჯილდოვეს ვერცხლის ჯვრით ,,თერგის კაზაკთა ჯარების აღორძინებისათვის”, მისი აღორძინების 20-ე წლისთავთან დაკავშირებით.თარგის კაზაკები - კაზაკების ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ კ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53704.jpgამ დრომდე არ ვრცელდება ახალი ინფორმაცია მალაიზიაში დაკავებული ქართველების შესახებ. პოლიცია გამოძიების დასრულებამდე დეტალებს არ ახმაურებს. View the full article
  4. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53703.jpgვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპი შეიცვალა. პატიმრობის ახალი კოდექისის თანახმად, შეიქმნა ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პირდაპირ განიხილავენ მსჯავრდებულთა საკითხებს. View the full article
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif უილიამ დანბარი გასულ ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ რუსეთის აგენტობაში ეჭვმიტანილი ოცი ადამიანი დააკავა უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ის ცნობით, დაკავებულები რომელთაგან ყველა საქართველოს მოქალაქეა, ეჭვმიტანილები არიან იმ აგენტურული ქსელის წევრობაში, რომელიც მოსკოვს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა. დაპატიმრებების შესახებ ინფორმაციის ნამდვილობას, ანონიმურობის პირობით მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც ადასტურებს. ინციდენტი, როგორც სჩანს ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას, რომლებიც ორი წლის წინ ხანმოკლე ომში ებრძოდნენ ერთმანეთს. საქართველოს მაღალჩინოსნები მუდმივად საუბრობდნენ რუსეთის სპეც-სამსახურების მხრიდან არსებული საფრთხის შესახებ, იმ დროს როდესაც რუსეთი საქართველოს ადანაშაულებს ჩრდილო-კავკასიურ რეგიონში ისლამისტ მებრძოლთა მხარდაჭერაში. ამ წლის მარტში, ჩრდილოეთ-კავკასიის სამხედრო ტრიბუნალმა ორი რუსი სამხედრო საქართველოსთვის აგენტობის ბრალდებით გაასამართლა. მსგავსი შემთხვევების ვრცელ სერიაში, ეს ბოლო ასეთი შემთხვევა იყო. საგანგებოდ მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარი მომავალ კვირამდე არ გაკეთდება. ორიგინალი ორიგინალი
  6. საქართველოს შსს-მ რუსეთის 20 ჯაშუში დააკავა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება. სააგენტოს აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. წყაროს ცნობით, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა , რომლებიც ჯაშუშური ქსელის შექმნაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი რუსეთს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ–ჯერობით კომენტარს არ აკეთებს მომხდარზე.როგორც შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკით... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. საქართველოს შსს-მ რუსეთის 20 ჯაშუში დააკავა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება. სააგენტოს აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. წყაროს ცნობით, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა , რომლებიც ჯაშუშური ქსელის შექმნაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი რუსეთს საუდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ–ჯერობით კომენტარს არ აკეთებს მომხდარზე.როგორც შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შოთა უტიაშვილმა განაცახდა, აღნიშნულ საკითხ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. ჯონდი ბაღათურია, დევნილთა პრობლემების განხილვის მიზნით, სამთავრობო საათის მოწვევას ითხოვს. ჯონდი ბაღათურიამ მთავრობის მიერ დევნილების მიმართ გატარებული პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში თბილისში ჩასახლებულმა დევნილებმა შეძლებისდაგვარად მოაწყვეს საკუთარი მეურნეობა, ბიზნესი, ზოგიერთი კი გარევაჭრობით არჩენდა ოჯახს. ბაღათურიას აზრით, ასეთი დევნილებისთვის თავშესაფრები თბილისში უნდა მოეწყოს. ბაღათურია სამთავრობო საათზე ფინანსთა მინისტრის მოწვევასაც ითხოვს. დეპუტატის აზრით, საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მხრიდან შევიწროებას განიცდის წვრილი, მცირე და საშუალო ბიზნესი. ჯონდი ბაღათურიამ რამდენიმე დღის წინ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონტრაბანდის გადმოტანის ბრალდებით დაკავების ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაკავებულ ქალბატონებს იმდენად მცირე რაოდენობის განუბაჟებელი საქონელი ჩამოერთვა, რომ მათი დაკავება სახელმწიფოს ღირსების შემლახავია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. თბილისის საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე დამტკიცებული სამარშუტო ტაქსების მუშაობის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი, ოპოზიციონერი საკრებულოს წევრების აზრით, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა. დედაქალაქის შესახებ კანონის მიხედვით, ტრანსპორტით სარგებლობის წესებს, მერის წარდგინებით, თბილისის საკრებულო ადგენს. დედაქალაქის შესახებ კანონის 12-ე მუხლის ტ ქვეპუნქტი საკრებულოს სხდომაზე მოწვეულმა თბილისის მერიის იურისტმა განმარტა. მისი თქმით, საკრებულოს მიერ წესების დადგენა საკრებულოს ორი სახის გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას აძლევს. საკრებულოს შეუძლია, თბილისის მერიას დაავალოს კონკურსის შემუშავების პირობების დადგენა და შემდეგ მან გადაწყვიტოს ამ წესების დამტკიცება-არდამტკიცება, ასევე საკრებულოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ორივე საქმე თბილისის მთავრობას გადააბაროს. მერიის იურისტის თქმით, ორივე ინტერპრეტაცია კანონიერია და საკრებულოს გადასაწყვეტია, რომელს დაუჭერს მხარს. იურისტის განმარტების შემდეგ, სხდომაზე მწვავე დებატები გაიმართა. უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სატრანსპორტო საქმიანობაში მათი დაბალი კომპეტენციის გამო, უკეთესი იქნება, თუ წესების შემუშავებასა და დამტკიცებას საკრებულო მერიას გადასცემს. საკრებულოს ოპოზიციური ნაწილმა კი ეს საკრებულოს კანონით მინიჭებული უფლებების დელეგირებად შეაფასა. ფრაქცია დედაქალაქის თავმჯდომარე კობა დავითაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო სხდომაზე, რომელმაც უმრავლესობის მოსაზრებას მხარი არ დაუჭირა და თქვა, რომ ამით საკრებულო თავის კომპეტენციაზე იტყვის უარს, რადგან ტრანსპორტით სარგებლობის წესების დადგენა მისი კანონით დადგენილი მოვალეობაა. დავითაშვილი და სხვა ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები მხარს მეორე მოსაზრებას უჭერდნენ, რომლის მიხედვითაც, ნებართვის გაცემის წესების შემუშავებას საკრებულო მერიას დაავალებდა, ხოლო ამ წესების დამტკიცების უფლებას დაიტოვებდა. საკრებულომ ორივე მოსაზრებას უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად, 32 ხმით 5-ის წინააღმდეგ, ნებართვის წესის შემუშავება და დამტკიცება თბილისის მერიას დაევალა. საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ დავითაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას, როგორც კანონთან შეუსაბამოს, სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტაში საკრებულოს ფუნქცია მნიშვნელოვანია და მას ეს უფლება კანონით აქვს მინიჭებული. ,,ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ნებართვის გაცემის წესი, რამდენ ლოტად გაიცემა, თუ ერთ ლოტად მოხდა, ამის წინააღმდეგი ვიქნები, რადგან ეს ნიშნავს, რომ თბილისის მთავრობა სამარშუტო ტაქსების მართვის უფლებას ერთ კომპანიას მისცემს. ეს კი ამ ბაზრის მონოპოლიზაციას გამოიწვევს’’, - ამბობს დავითაშვილი. საკრებულოს ერთ-ერთი ოპოზიციონერი წევრი თინა ხიდაშელი ამ საკითხის განხილვის გადადებას მეორე სხდომისთვის ითხოვდა. მისი აზრით, თბილისი მერიამ ქალაქის ტრანსპორტის განვითარების მთლიანი ხედვა უნდა წარმოადგინოს. ,,თბილისელებმა არაფერი არ ვიცით საქალაქო ტრანსპორტის შესახებ, გამოგვიკრეს ავტობუსებში, რომ ეს ხაზი უქმდება, მერის ახალი ინიციატივით, ტრამვაის ამუშავებას აპირებენ ისევ. ეს ყველაფერი ერთმანეთს როგორ უკავშირდება, არ ვიცით. ტრანსპორტის სამსახურმა უნდა წარმოადგინოს ხედვა, თუ რას აპირებენ, თავისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში როგორ წარმოუდგენიათ სატრანსპორტო სფეროს განვითარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მესმის, როგორ უნდა მივცე ხმა ამ წამოწყებას’’, - განაცხადა ხიდაშელმა. ქ.თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საკითხი საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ირაკლი ჯოხაძემ წარადგინა. მისივე თქმით, დღეს თბილისში 198 სამარშუტო ტაქსი მოქმედებს, კონკურსის შემდეგ კი მათი რიცხვი 220-მდე გაიზრდება. ჯოხაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ის მძღოლები, რომლებიც ამჟამად დასაქმებული არიან ამ სფეროში, სამსახურს არ დაკარგავენ. ,,რა ფორმითაც არ უნდა ჩატარდეს კონკურსი, ნებისმიერ შემთხვევაში, კონკურსის პირობა პირველ რიგში იმ მძღოლების დასაქმება იქნება, რომლებიც დღეს არიან დაკავებული ამ საქმით’’, - ამბობს ჯოხაძე. ჯოხაძის თქმით, თბილისში ავტობუსების რიცხვიც მცირდება. 125 ავტობუსიდან თბილისში სამუშაო ხაზზე 92 დარჩება. ჯოხაძის განცხადებით, ხაზების შემცირება 1 ნოემბრიდან მოხდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. საქართველოს პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა, რომლებიც რუსეთისთვის ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაცია ამის თაობაზე, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო როიტერმა გაავრცელა. იგივე სააგენტოს ცნობით, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ჯაშუშური ქსელის შექმნაში, რომელსაც რუსეთისთვის უნდა ემსახურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერ არანაირ კომენტარს ან დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამ დროისთვის ოფიციალური მოსკოვიც დუმს. ყველაზე მასშტაბური ჯაშუშური ქსელი დღემდე, რომელიც ქართველი სამართალდამცავების მტკიცებით, საქართელოში რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა, 2006 წელს იქნა გამოვლენილი: მაშინ, 2006 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებით 4 რუსი სამხედრო მოსამსახურე და საქართველოს 11 მოქალაქე დააკავა. აღნიშნულ ფაქტს ოფიციალური მოსკოვის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა – კრემლმა საქართველოდან მაშინვე გაიყვანა საელჩოს თანამშრომლები, რის შემდეგაც, 2 ოქტომბერს, ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 4 რუსი სამხედრო მოსამსახურე გადასცა. იმავე დღეს ცნობილი გახდა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის თანახმად, რუსეთმა შეწყვიტა საქართველოსთან სატრანსპორტო და საფოსტო კავშირი. ამასთანავე, ოფიციალურმა მოსკოვმა დაიწყო მკაცრი ზომების გატარება: ათობით რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იქნა ქვეყნიდან გამოსახლებული და დეპორტირებული. 2006 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 11 მოქალაქე ქართული მართლმსაჯულების წინაშე 2007 წლის იანვარში წარსდგა: საინფორმაცია სააგენტო „ახალი ამბები–საქართველოს“ ცნობით, ატაშეს ბალოიანი, ვიქტორ ორეხოვი, ალექსანდრე ზალიანინი, ვიქტორ ზაბროდინი, იური ზაბროდინი, გოდერძი ძულაშვილი, გია კაკაურიძე, აზიზ ასლანიანი, კარენ აბოიანი, ფეოდორ აშრატიანი და ბესო გაბაიძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. ჯაშუშების სკანდალიდან ხუთი თვის შემდეგ, 2007 წლის აპრილში, საქართველოსა და რუსეთს შორის სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა – აღდგა სატრანსპორტო და საფოსტო კავშირი, თუმცა ერთი წლის და სამი თვის შემდეგ, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომით დასრულდა. საქართველოსა და რუსეთში ამ ხნის მანძილზე დაფიქსირებულია ცალკეული შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ადამიანი იქნა გასამართლებული ჯაშუშობის ბრალდებით, თუმცა მასშტაბური დაკავებები მხოლოდ ორჯერ და ორივეჯერ საქართველოში განხორციელდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/filmi-150x130.jpgკინოს სახლში გიორგი ჯანელიძის დოკუმენტური ფილმის “დაკარგულების ‘’ ჩვენება გაიმართა. ფილმი ასახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული საომარი მოქმედების დროს უგზო–უკვლოდ დაკარგულთა მოძიებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ,,ფილმზე მუშაობის პროცესში ჩვენ გავითავისეთ თითოეული ადამიანის გასაჭირი, ძალიან მძიმე და მტკივნეული იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის, ისინი დღემდე ელიან თავიანთ დაკარგულს ‘’ – განაცხადა გიორგი ჯანელიძემ. ფილმს ფინანსური დახმარება ევროკავშირმა გაუწია როგორც ფილმის სიუჟეტშია ნაჩვენები,Aარ არსებობს არცერთი ორგანიზაცია რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ საქმესთან დაკავშირებით და მოიძიებს ინფორმაციას დაკარგული ადამიანების შესახებ. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/kobuladze8-150x150.jpgკულტურისა და ძეგლთა დაცვის ორგანიზებით 30 ოქტომბერს ასპინძაში სახალხო დღEსასწაული “შოთაობა” გაიხსნება. ცერემონიალში მონაწილეობას საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, პარლამენტის თავმჯდომარე დავიტ ბაქრაძე, ეპარქია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის მერია, საქართველოს მწერალთა კავშირის წარმომაადგენლები, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიდან, სომხეთის, აზერბაიჯანისა და აჭარის მწერალთა კავშირის წარმომადგელები და რეგიონალური უწყებების წარმოამდგელები მიიღებენ. ღონისძიებაში ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები “ვარძია”, “მესხეთი” და ზეპირსიტყვიერების ოსტატები მიიღებენ. საზეიმო ცერემონიის შემდეგ ანსამბლი “ერისიონი” კონცერტს გამართავს. კონცერტის დასრულების შემდეგ მოეწყობა სახალხო სეირნობა, სპორტული ღონისძიებები – ჭიდაობა, მკლავჭიდი, მშვილდოსნობა, ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა. სახალხო სეირნობა დასრულდება ფაცხებში, სადაც სტუმრებისათვის ასპინძის სოფლებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ადათ-წესების ჩვენება გიამართება. სახალხო დღესასწაული შოთაობა 1996-1998 წლებში ყოველწლიურად სოფელ რუსთავში “ვეფხისტყაოსნის” 800 წლისთავთან დაკავშირებით ტარდებოდა. ბოლო სამი წელია სანდრა რულოვსის პატრონაჟით დღესასწაული ტრადიციული გახდა. 2009 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით “შოთაობის” დღესასწაულში მონაწილეობას ანსამბლი “ჩვენებურები” და “ზუმბა” იღებდნენ. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/earthquake1-150x150.jpgინდონეზიაში ცუნამის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას უკვე 400-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველები აცხადებენ, რომ დაკარგულთა ცოცხლად პოვნის შანსი უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობს. ინდონეზიაში კუნძულებს სტიქიამ ზღვაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გადაუარა. შედეგად, 13 სოფელი დაზარალდა სტიქიის ზონასთან კავშირის დამყარება დღემდე ვერ ხერხდება. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/reuters_logo-150x150.jpgსაერთაშორისო სააგენტო “როიტერის” ცნობით, საქართველოს შსს-მ რუსეთის 20 ჯაშუში დააკავა. როგორც სააგენტო “როიტერი” იუწყება, სააგენტოს აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. წყაროს ცნობით, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა , რომლებიც ჯაშუშური ქსელის შექმნაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი რუსეთს საუდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ. “ექსპრესნიუსი” კომენტარისთვის შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა, უტიაშვილი ზარს არ პასუხობს ხოლო შსს-ს პრესამსახურის ხელმძღვანელმა შოტა ხიზანიშვილმა აღნიშნულ საკითზე კომენტარი არ გააკეთა. იხილეთ epn.ge
  15. 2011 წელს აბრეშუმის გზის ფორუმს საქართველო უმასპინძლებს. ამის შესახებ ირანში, თეირანში გამართულ მე-3 საერთაშორისო ფორუმზე გახდა ცნობილი. ფორუმი გაიმართა თემაზე – საბაჟო ადმინისტრაციების როლი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ვაჭრობის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის საკითხებში. ფორუმში მონაწილეობა 32 ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა და საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციამ მიიღო. ფორუმს ესწრებოდა მსოფლიო საბაჟო გაერთიანების ხელმძღვანელი კუნიო მიკურია. ქართულ მხარეს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან გოთუა და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო შარაშენიძე. ფორუმზე წარმოდგენილი იყო თითოეული ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო სისტემის პრეზენტაცია, მათი სტრატეგიები და სამომავლო გეგმები. იხილეთ epn.ge
  16. საქართველოს პროკურატურის ხელშეწყობით, საჩხერეში გოგონებს შორის მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირი, რომელშიც საჩხერის და ჭიათურის რაიონების 8 საჯარო სკოლის უფროსკლასელ გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ, საჩხერის რაიონულმა პროკურორმა ზვიად ჩხიკვაძემ გახნა. ასპარეზობის პირველ დღეს 4 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომლებიც შემდეგ ეტაპზე ჩამპიონების ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ტუირნირი ორ კვირას გასტანს. ჩემპიონატის გამარჯვებული კი ფინალურ მატჩში, 5 ნოემბერს გამოვლინდება. პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების წევრები მედლებსა და სიგელებს მიიღებენ. სპეციალური პრიზები გადაეცემათ სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილ საუკეთესო მოთამაშეებს, შეჯიბრების ჩემპიონები კი გარდამავალი თასით დაჯილდოვდებიან. სპორტული ღონისძიება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს პროკურატურამ თებერვალში გამოაცხადა დევიზით _ `ახალგაზრდობა უდანაკარგოდ.~ კამპანიის მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და არასრულწლოვნების დანაშაულებრივი გზისგან არიდებაა. ღონისძიება პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში ეწყობა, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან ხორცილედება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობას ბავშვებთან და მოზარდებთან, უზრუნველყოს პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება. იხილეთ epn.ge
  17. რუსეთმა ვერც კი მოასწრო გენერალური პროკურორის მოადგილის ივანე სიდორუკის მოსკოვში ამა წლის 25 ოქტომბერს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებული სენსაციური განცხადების მთელი სიგრძე- სიგანით გათავისება- ,,... არავითარი ახლო საზღვარგარეთი და საზღვარგარეთი. ჩრდილოეთ კავკასიაში მეამბოხეების მიერ გამოყენებული იარაღის ძირითადი ნაწილი გაედინება ჩვენივე საწყობებიდან, რუსეთის სამხედრო ნაწილებიდან და ამ მოვლენის ძირითადი მიზეზი არის ქვეყანაში არსებული კორუფციის უმაღლესი დონე”,-რაც მხოლოდ ოთხიოდე ( 2... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/Basis_Bank-logogif-150x150.gifპოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) # 5-ში, საბურთალოს ტერიტორიაზე ბაზისბანკის რიგით მესამე სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სერვისცენტრი მომხმარებელს “ბაზისბანკში” არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. მისი მეშვეობით, გაფართოვდება ბანკის საქმიანობის არეალი და გაიზრდება კლიენტთა რაოდენობა. ბაზისბანკი კვლავინდებურად ზრუნავს მომხმარებლებზე და სასარგებლო პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზების პარალელურად, ქმედით ნაბიჯებს დგამს მათთვის ხელსაყრელი და მოსახერხებელი გარემოს შექმნის მიზნით. “ბაზისბანკი 1993 წელს დაარსდა. 2008 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მისი აქციონერი გახდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. საქართველოს საბანკო სექტორში “ბაზისბანკი” ერთადერთი ბანკია, რომლის კაპიტალში EBღD სტრატეგიული პარტნიორების გარეშე მონაწილეობს. EBღD-ის მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა “ბაზისბანკის” სტაბილურობა, მრავალწლიანი გამოცდილება, გონივრული მენეჯმენტი და ფინანსური გამჭვირვალობა. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/ambassador_head_of_delegation_per_eklund-150x150.jpgსაქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა დადებითად შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და აღნიშნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პროცესის დაჩქარების აუცილებლობა. ამის შესახებ განცხადება პერ ეკლუნდმა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, დღეს გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან პერ ეკლუნდთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, რომელიც საქართველოს დატოვებს 1 ნოემბერს. შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის ისეთი მიმართულებების მიმდინარეობა, როგორიცაა მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე; გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ძალაში დროულად შესვლის მნიშვნელობა; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისმოსამზადებელი პროცესი და ოფიციალური მოლაპარაკებების დროულად დაწყების მნიშვნელობა; „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები და სხვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებაში პერ ეკლუნდის მიერ განხორციელებულ წვლილს, რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/sagareosaqmeta-150x150.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძესა და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლას შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი. ჯამპაოლო დი პაოლამ დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების მაღალი პროფესიონალიზმი. სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გამოხატა მწუხარება ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის თაობაზე. ამას გარდა, მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების არსებულ დინამიკასა და ლისაბონის სამიტისთვის მზადების პროცესზე. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/logo-150x150.jpgმედიის მფლობელთა გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი თემა. ამის შესახებ ,,ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ 8 ოპოზიციურ პარტიების შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით ეს ინიციატივა კანონპროექტის თვალსაზრისით კვალიფიციურად არის მომზადებული. ეს საკითხები ეხმიანება იმას, რაც პარლამენტის თავჯდომარემ სატელევიზიო არხების მფლობელებთან დაკავშირებით გაახმოვანა. ,,აქ ზუსტად არის დაწერილი როგორ უნდა მოიწესრიგდეს და დარეგულირდეს კანონი”, – განაცხადა გამყრელიძემ. იხილეთ epn.ge
  22. საკრებულოს წევრი,კობა დავითაშვილი უკანონოს უწოდებს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,რომელზეც მსჯელობა დღეს მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა თბილისის საკრებულოში. საქმე ეხება პროექტს, სამარშუტო ტაქსების სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასის განსაზღვრას, წესების შემუშავებას და მის დამტკიცებას. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, საკრებულომ 32 ხმით,5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა წესი,რომლის მიხედვითაც მერია სამარშუტო ტაქსების სამგზავრო გადაყვანის ნებართვის წესებს თავად შეიმუშავებს და თავადვე დაამტკიცებს. კობა დავითაშვილის ინიციატივა იყო,რომ საკრებულოს დაემტკიცებინა მერიის მიერ შემუშავებული წესი,თუმცა კენჭისყრის შედეგად, აღნიშნული ინიციატივა არ მიიღეს. დავითაშვილი და ხიდაშელი არ ეთანხმებიან საკრებულოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. დავითაშვილი ამბობს,რომ საკრებულომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და მისთვის კანონით მინიჭებული უფლება შეიზღუდა. ის ამბობს,რომ ქალაქის შესახებ კანონში, განსაზღვრულია,რომ საკრებულოს პრეროგატივაა წესების და დამტკიცება და არა თბილისის მერიის. დავითაშვილი საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. დღეს, თბილისში, სასტუმრო ამბასადორში, დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობისთვის შექმნილი სიანფორმაციო პორტალ idpclub.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის დაწყებამდე „ამბასადორის“ ფოიეში გამოფინეს პანკისში ჩასახლებული ჩეჩენი ლტოლვილებისა და ასევე, შიდა ქართლში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ხელნაკეთი ნივთები. აღნიშნული საინფორმაციო პორტალი შეიქმნა პროექტის – „საზოგადოებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა“ – ფარგლებში, რომელიც ფინანსდება გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა (გლუკი) და World Vision Austria-ს მიერ. პროექტი განახორციელა World Vision– საქართველომ. პროექტის მენეჯერმა, ირინა სიგუამ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „პროექტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა განათლებასა და საცხოვრებელ პირობებზე, კომპიუტერის შესწავლით, დისტანციური სწავლების, გადასამზადებელი ტრენინგების, შემოსავლების მომტანი შესაძლებლობებისა და სამეწარმეო უნარების ხელშეწყობით“. ირინა სიგუას თქმით, World Vision–საქართველო შიდა ქართლში ჩასახლებულ დევნილებთან 2008 წლის შემოდგომიდან თანამშრომლობს. ამ რეგიონში განთავსებულ დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში შეიქმნა 9 საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც 3500 დევნილს ემსახურება. დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა პანკისის ხეობაში. აღნიშნულ ცენტრებში მოსახლეობა სხვადასხვა ხელობასა და სპეციალობას ეუფლება. მაგალითად, დევნილ მოსახლეობას აქ შეასწავლეს IT ინჟინერია, კომპიუტერული საოფისე პროგრამები, ინგლისური ენა, პროექტების წერა, თიხის, მატყლისა და თექისგანს ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ა.შ. ირინა სიგუას ინფორმაციით, წლის ბოლომდე ბენეფიციართა რაოდენობა 1300-ს მიაღწევს. World Vision-ის საზოგადოებრივ ცენტრებში უახლოეს მომავალში განთავსდება დამატებითი კომპიუტერები, რათა მოსახლეობამ უფრო აქტიურად შეძლოს ინტერნეტრესურსების გამოყენება და ხელი მიუწვდებოდეთ idpclub.ge-ზე გამოქვეყნებულ მათთვის განკუთვნილ ინფორმაციაზე. საინფორმაციო პორტალზე, ძირითადად, განთავსდება ინფორმაცია დასაქმებაზე (ვაკანსიები), CV-ის და სამოტივაციო წერილის ნიმუშები, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების, გრანტების და ფინანსების სხვადასხვა წყაროების, ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ, რჩევები და რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის კუთხით, ბიზნეს-გეგმის ნიმუში და დევნილებისთვის სასარგებლო სხვადასხვა ვებ-გვერდების ბმულები. პორტალზე რეგულარულად გამოქვეყნდება ყველა ის კანონი და ოფიციალური დოკუმენტი, რაც დევნილებსა და ლტოლვილებს შეეხება. ვებგვერდზე არსებული ფორუმი უმასპინძლებს დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს და სააგენტოებს, სადაც ისინი შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, გამოცდილება და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. idpclub.ge-ზე ასევე განთავსდება მონაცემთა ბაზები იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც დევნილთა საკითებით არიან დაკავებული და ამ სფეროში მოღვაწეობენ. ეს საქმეს გაუმარტივებს ჟურნალისტებს. ინფორმაცია მათთვისაც გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება. ირინა სიგუას თქმით, დღემდე ამ ორგანიზაციებს შორის ნორმალური კონტაქტი არ არსებობდა და ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხშირად ერთსა და იმავე საქმეს აკეთებდნენ. ახლა კი კოორდინირებული საქმიანობით და ერთობლივი პროექტების დახმარებით, მას იმედი აქვს, რომ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებენ. /get_img?NrArticle=2968&NrImage=1 Image 2516 სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. http://a.pix.ge/s/ovs0q.jpg “ლივერპულს” უკვე კაი ხანია მადრიდის “რეალის” 9 ნომერი, კარიმ ბენზემა უნდა – როგორც ჩანს ეს ტრანსფერი მალე დასასრულს მიუახლოვდება. “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ აღიარა, რომ მას კარიმ ბენზემა არაფერში არ სჭირდება. ჟოზემ ასევე დაამატა, რომ პირველივე თვეებიდან უკმაყოფილოა ფრანგის ვარჯიშით. ის კარიმს მაშინ შეელევა, როდესაც რომელიმე კლუბი გამოიჩენს მისდამი ინტერესებს, ასეთი კი ინგლისის “ლივერპულია”. ინფორმაციის წყარო: As.Com View the full article
  25. აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაციებმა „აბააშ“ და „არუაა“ მიმართეს მარიონეტული რეჟიმის პარლამენტს და მოითხოვეს აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების რუსეთის კუთვნილებაში გადაცემის შეჩერება, რაც გათვალისწინებულია მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებული ხელშეკრულებით „რუსეთის ფედერაციისთვის საკუთრებაში აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების გადაცემის შესახებ და მათი გამოყენების წესებზე“.„ჩვენ, აფხაზი ხალხის 1992–1993 წწ სამამულო ომის მონაწილეები ვინმესთვის ქ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...