planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://a.pix.ge/k/05m76.jpg ინგლისის “ლივერპული, ერთ-ერთი მათგანია, ვინც სათამაშო ფორმაზე სარეკლამო ადგილის გაყიდვით დიდ თანხებს იღებს. “ლივერპული” Standard Charter-საგან 23 მილიონს გამოიმუშავებს. პირველ ადგილზე “მანჩესტერ იუნაიტედია”, რომლებიც ფირმა AON-საგან 23.6 მილიონ ევროს იღებენ. მას მოჰყვება “რეალ მადრიდი” ( Bwin 23მლნ), მიუნხენის “ბაიერნი ( Deutsche Telekom 22მლნ) და ლონდონის “ჩელსი” ( Samsung 16.3 მლნ). ინფორმაციის წყარო: As.Com View the full article
-
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი გიორგი გაჩეჩილაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ გადაცემა წითელი ზონა არხის ეთერში აუცილებლად გაგრძელდება. გადაცემა წითელი ზონა, რომლის წამყვანი კინომცოდნე გოგი გვახარიაა, რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია. ის კვირაში ერთხელ,პარასკევს, ღამის ეთერში გადის. გადაცემის შესაძლო დახურვის საკითხი არაერთხელ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი. თუმცა ამ დრომდე გადაცემა გრძელდება და როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი ამბობს, ხელშეკრულება, თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, უახლოეს პერიოდში განახლდება. „შესაძლოა, ჩვენ ერთი გადაცემა გავიმეოროთ, მომდევნო კვირას. შემდეგ კი განახლდება გადაცემის ჩაწერა და ის ჩვეულებრივ გავა არხის ეთერში“, – ამბობს გაჩეჩილაძე. წითელი ზონის სეზონის ბოლო გადაცემა დღეს გავა ეთერში. მომდევნო კვირიდან კი საჭირო გახდება არქივიდან ძველი გადაცემის ამოღება და მისი განმეორებით ჩვენება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ახალი გადაცემები წითელი ზონის შემოქმედებით ჯგუფს ჯერ არ ჩაუწერია. რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე ამბობს, რომ წითელი ზონის სეზონი დაიხურა, რამდენიმე გადაცემა სავარაუდოდ განმეორებით გავა, ხოლო შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვლავს განახლდება წითელი ზონა. მართალია, სეზონის დახურვისთვის ოქტომბრის ბოლო რიცხვები უჩვეულო პერიოდია, თუმცა მას თავისი ახსნა აქვს: 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე თითქმის ყველა საავტორო გადაცემა ჩაანაცვალა, მცირე გამონაკლისის გარდა, როგორიც იყო საინფორმაციო გამოშვება მოამბე და მაუწყებლის დილის პროგრამა. წითელი ზონაც, სხვა გადაცემებთან ერთად, 2010 წლის ივნისში, ჩვეულ დროს, პარასკევ დღეს ეთერში არ გასულა. თეო ხატიაშვილი, გადაცემა წითელი ზონის თანამშრომელი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ შემოდგომის სეზონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ის გადაცემები გავიდა, რომლებიც ადრე იყო ჩაწერილი და ფეხბურთის ჩემპიონატის მიმდინარეობისას უნდა გასულიყო ეთერში. ხატიაშვილი ამბობს, რომ ხელახალი კონტრაქტი მაუწყებელსა და თავისუფლებას შორის ჯერ არ გაფორმებულა. შესაბამისად, უკვე ნოემბრიდან ეთერში გადაცემა არქივიდან გავა. „ტელევიზიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გადაცემა ეთერში განმეორებით უნდა გავიდეს და გვირჩიეთ, რომელი გადაცემა გავუშვათო“, – ამბობს ხატიაშვილი. მარინა ვაშაყმაძის თქმით, გადაცემის დახურვაზე საუბარი არ არის: „ყოველთვის ასე ხდებოდა, გაიმეორებენ გადაცემებს, სანამ ჩვენ ხელახლა არ დავიწყებთ გადაცემების ჩაწერას“. ის ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაცემის გაგრძელებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაც მალე გაფორმდება. ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბრობს გიორგი გაჩეჩილაძეც. ის ამბობს,რომ აღნიშნული თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესაძლოა რაიმე შეიცვალოს. თუმცა ცვლილება იქნება უფრო ტექნიკური ხასიათის და ის არანაირად არ აისახება იმაზე, რასაც მაყურებელი ყოველ პარასკევს ელის. „და იმედი მაქვს დაელოდება კიდეც“, – ამ სიტყვებით ასრულებს ჩვენთან საუბარს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://b.pix.ge/z/jbb7o.jpg ეშლი მილერი – ფეხბურთელი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ფეხბურთელი, რომელიც იმყოფებოდა გრანდების ყურადღების ქვეშ. “არსენალი”, “ჩელსი”, “მანჩესტერი” “ევერტონი”, “ტოტენჰემი” და “ასტონ ვილა” – ეს იმ გუნდების მცირე ჩამაონათვალია, ვისაც ეშლი სურდა, მაგრამ “ლივერპული” უკვე ამთავრებს მოლაპარაკებებს. მილერი 2003 წლიდან თამაშობს და ამ კვირას დებიუტი ჰქონდა “ნორთჰემპტონის” პირველ გუნდში. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოახერხა პოკერის გაკეთება (4 გოლი) Fa Cup-ის ახალგაზრდულ ტურნირზე. ინფორმაციის წყარო: dailymail.co.uk View the full article
-
მიუხედავად ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დარწმუნებისა, რომ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის ივანე სიდორუკის მონაცემები ჩეჩნნეთში ტერორისტული აქტების ოდენობაზე "ძალზედ მომეტებულია და იწვევენ გაოცებას", დღეს დილით მათ მაინც მოუწიათ რეალობასთან შერიგება და კიდევ ერთხელ გასვლა ასაფეთქებელი მოწყობილობის განსანაღმავად.როგორც რუსეთის მედია-საშუალებები იტყობინებიან, 29 ოქტომბერს დილით ქ.გროზნოს სტაროპრომისლოვსკის რაიონის სოფელ კატაიამაში მილიციისა და ფსბ-ს თანამშრომლებმა მოასწრეს თვი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა პირველად ისტორიაში, ავღანეთში ნარკოდილერების წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს.როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, ამერიკისა და რუსეთის სპეცსამსახურებმა ავღანეთში ნარკოლაბორატორიის გასანადგურებლად ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგად ნარკოდილერებს 1 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენეს.სპეცოპერაცია პაკისტანის საზღვრიდან რამდენიმე მეტრში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ჰეროინისა და მორფის მწარმოებელი სამი ლაბორატორია განადგურდა.ოპერაციაში ჩართული ი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://a.pix.ge/d/aea03.jpg “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი უკვე ამზადებს თანხებს, რათა შეიძინოს “რომასა” და “მაიცის” ლიდერები და თავდამსხმელები, მარკო ვუჩინიჩი და ადამ სზალაი. ჰოჯსონის გუნდს შეტევაში ძალიან უჭირს. “ლივერპულის” განაცხადში მხოლოდ და მხოლოდ ორი გამოკვეთილი ცენტრ-ფორვარდია. საუბარი მაქვს ფერნანდო ტორესზე და დავიდ ნგოგზე. როი ამბობს, რომ იანვრის მერე “წითლების” შემადგენლობაში, მინიმუმ ოთხი თავდამსხემლი უნდა იმყოფებოდეს. 27 წლის მარკო ვუჩინიჩი შესაძლოა “მერსისაიდელ” გიგანტებს ეძვიროთ, მაგრამ კარგი ფეხბურთელი რომ უფრო მეტი ღირს, ვიდრე სუსტი, ამას ზედმეტი ლაპარაკი რათ უნდა. მარკოს ფასი 20 მილიონამდე მერყეობს, მაგრამ ნისლიანი ალბიონიდან ვუჩინიჩის სანაცვლოდ “მგლებს” 12 მილიონს გაუგზავნიან და ვნახოთ იქიდან რა პასუხს მიიღებენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელმა შარშან გაახანგრძლივა კონტრაქტი რომაელებთან 2013 წლამდე. ჰოჯსონმა აღიარა, რომ ადამ სზალაის ყიდვა უფრო გაუიოლდება, მიზეზი კი არ დაუსახელებია. 22 წლის ფორვარდი შესანიშნავ სეზონს ატარებს ბუნდეს ლიგაში. ამ ფეხბურთელის სავარაუდი ფასი კი 2.5 მილიონია. ინფორმაციის წყარო: Metro View the full article
-
დის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა რატი რატიანმა დანაშაული აღიარა. შსს ინფორმაციით, 28 ოქტომბერს ღამის საათებში ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის მე-10 კორპუსის ეზოში ნანახი იქნა ახალგაზრდა ქალბატონის ელენე რატიანის გვამი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველომ დაიწყო წინასწარი გამოძიება განზრახ მკველობისათვის. საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს გარდაცვლილის ძმა რატი რატიანი. დაკითხვისას დაკავებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან მისცა აღიარებითი ჩვენება და განმარტა, რომ დასთან ურთიერთშელაპარაკებისას ბლაგვი საგნით თავის არეში მიაყენა მძიმე დაზიანება და ფიზიკური დაპირისპირების დროს გადააგდო საცხოვრებელი ბინის მეხუთე სართულიდან. რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/sagareo1-150x150.jpgმალაიზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ბრალს არ აღიარებენ. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბატაძემ გააკეთა. საგარეო უწყებაში დღეს, დაკავებულებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. ტაბატაძის განცხადებით, დაკავებულების სასამართლო პროცესი 3 ნოემბერს გაიმართება. “ ცნობილია რეისი რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მალაიზიაში გაემგზავრნენ. დაკავებულები ტურისტული ვიზით სტამბული-კამერონი- მალაიზია წავიდნენ. ისინი ბრალს არ აღიარებენ, მათი განცხადებით, უცნობმა პიროვნებებმა სთხოვეს ჩანთების წაღება და არ იცოდნენ რა გადაჰქონდათ”,- განაცხადა ტაბატაძემ. მალაიზიაში დაკავებულ ქართველებს სასამართლო პროცესზე არ ეყოლებათ ქართველი დამცველი, იმის გამო, რომ საქართველოს მალაიზიასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მალაიზიაში ორ ქართველ ქალბატონს სიკვდილით დასჯა ემუქრება. საქართველოს მოქალაქეები მალაიზიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკის გადატანისთვის დააკავეს. მალაიზიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანს მეტაფიტამინი სურათის ჩარჩოებში ჰქონდა გადამალული. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დანაშაული უკვე აღიარა და ის პირიც დაასახელა, ვისგანაც მეტაფიტამინი შეისყიდა. მალაიზიის კანონმდებლობა ამ დანაშაულისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს. ადგილობრივ მედიაში საერთაშორისო სინდიკატზე საუბრობენ, რომლის წევრებიც, შესაძლოა, საქართველოს დაკავებული მოქალაქეებიც იყვნენ. საქართველოს საგარეო უწყება დაკავებულთა ვინაობის დადგენას ცდილობს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ მათი ასაკი – ერთი 26 წლისაა, ხოლო მეორე 37–ის იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/tortladze2-150x150.jpgანტიკრიზისული საბჭო ამ წუთებში სპორტის შესახებ ახალ კონცეფციას განიხილავს, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალების მიერ არის შედგენილი და ახლებურად განსაზღვრავს სპორტული მოძრაობის განვითარებას საქართველოში. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბჭოს ხელმძღვანელმა გია თორთლაძემ განუცხადა. თორთლაძის თქმით, ის მიდგომები, რაც არსებობდა საქართველოში ათწლეულების განმავლობაში სპორტული აღზრდის მხრივ, დღეს ვეღარ ფუნქციონირებს და ეს მიმართულება ძალზედ ცუდ მდგომარეობაშია. დეპუტატის განმარტებით, ახალი კონცეფცია მოწონებულია განათლებისა და სპორტის სამინისტროების მიერ. ძირითადი არსი მდგომარეობს კლუბულ სისტემაზე გადასვლაში. კერძოდ, სკოლებში შეიქმნება სპორტული კლუბი, რომელსაც უხელმღვანელებს სკოლის დირექტორი და იქნებიან გაერთიანებული სკოლის მოსწავლეეები. კლუბებს ექნება თავისი პრიორიტეტები. ჩატარდება შეჯიბრებები სკოლებს შორის. ასეთ კლუბებს ექნებათ თავიანთი დროშა და გერბი. ,,ასეთი სისტემა მოქმედებს ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. მოსწავლეებს კი ექნებათ მეტი სტიმული თავისი სკოლის კლუბის ინტერესების დასაცავად”, – აღნიშნა თორთლაძემ. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე მიწვეული არიან საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტული ეროვნული ფედერაცია, სპორტის ექსპერტი თამაზ თევზაძე, სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი გალდავა, პარლამენტის კომიტეტთან არსებული ექსპერტთა საბჭო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/gugava-150x150.jpgამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული შეთითხნილი ,,რეიტინგები” შეერტებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ყველაზე რეაქციული ჯგუფის მიზანს ემსახურება. ამის შესახებ ლეიბირისტული პარტიის მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების ტრადიციული გაყალბებით ცდილობენ მოსახლეობა მარიონეტი მიხეილ სააკასვილის უვადო მმართველობას შეაგუონ, მონურ კოლონიად ქცეულ საქართველოში, რათა საქართველო სენატორ მაკკეინისა და მის თანამზრახველთა მიერ ავანტურისტული ქმედებების განსახორციელებლად იქნეს გამოყენებული. ,,ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ აშშ-ს კონგრესს – შეიქმნას სპეციაური საგამოძიებლო ჯგუფი, რომელიც იმ ჩინოვნიკთა საქმიანობას სეისწავლის, რომლებიც საქართველოს მიმართულებით მუშაობენ და რომელთა საქმიანობაც ამერიკის დისკრიდიტაცისაკენ არის მიმართული, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე რეგიონში”, – განაცხადა გუგავამ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/lasha-150x150.jpgდევნილთა ის 3000 განცხადება, რომელიც საკრებულოში იყო შეტანილი აღარ განიხილება. ამის შესახებ “კონსერვატორების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. ,,თქვეს, რომ არ აპირებენ ამ ხელმოწერათა განხილვას, იმ მოტივით, რომ ხელმომწერ პირთა შორის ბევრი არ არის თბილისელი, როგორც ჩანს აქ თვლით უნდა მოვიდეთ“, – აღნიშნა ჩხარტიშვილმა ჩხარტიშვილი აქციის მთავარი მოთხოვნების, დევნილთა დევნის შეწყვეტას, გარე ვაჭრობის დაკანონებას და მოწესრიგებას, რაც ითვალისწინებს, ცივილიზებული ფორმით გარე ვაჭრობის განხორციელებას, და მცირე მეწარმეების თავისუფალი ვაჭრობის უფლების დართვის დაკმაყოფილებას მოითხოვს. დევნილების საკითხს დღეს საკრებულოს სხდომაზე “კონსერვატორების” გენერალური მდივანი კახა კუკავა და “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილიც დააყენებენ. იხილეთ epn.ge
-
რუსეთში გამოცემული ატლასი, რომელზეც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს საზღვრებში იყო დატანილი, გაყიდვიდან ამოიღეს. ამის შესახებ სააგენტო "ოსინფორმი" იუწყება.სააგენტოს ინფორმაციით, ატლასის გამომცემელი "ოლმა მედია გრუპი" ნოემბერში ახალ ატლასს გამოუშვებს, რომელზეც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ინფორმაცია "კორექტულად" იქნება ასახული."ოსინფორმის" მტკიცებით, "მსოფლიოს ატლასის" გამოსაშვები ფორმების მომზადებისას, გამომცემლობის თანამშრომლებმა უხეში ტექნოლოგიური შეცდომა დაუშვ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
XX საუკუნეში აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლების კვლევა გაფართოვდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს ძიება, ძირითადად, მაინც აღწერილობითი ხასიათისა იყო. ამ ტიპის ნაშრომებს მიეკუთვნება აფხაზი მხარეთმცოდნეების ა. ავიძბას, მ. ბერულავასა და ვ. ფაჩულიას წიგნები: საბჭოთა პერიოდში ძველ საეკლესიო ხუროთმოძღვრებას იკვლევდა აფხაზი მეცნიერი ა. კაცია. მას ეკუთვნის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სალოცავის _ ილორის წმ. გიორგის ტაძრის პირველი მეცნიერული გამოკვლევა წიგნშ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/alasania-irakli1-150x150.jpg“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ხელისუფლებას თხოვნით მიმათრავს წყალტუბოს რაიონის სოფლების გეგუთის, მაღლაკისა და ქვიშეთის მცხოვრების პრობლემებით დაინტერესდნენ ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალასანიას თქმით, ამ სოფლებში ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველის არარსებობაა, რის გამოც ისინი გაზრდილ გადასახადს, კილოვატზე 21 თეთრს იხდიან. “ამ სოფლებში წლების მანძილზე არ აქვთ სარწყავი წყალი, სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხები კი არამიზნობრივად დაიხარჯა”, – განაცხადა ალასანიამ. მისივე განცხადებით, მძიმე მდგომარეობაში უწევთ წყალტუბოს სანატორიუმში ჩასახლებულ დევნილებს ცხოვრება და არ აქვთ მინიმალური სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. იხილეთ epn.ge
-
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განაცხადება მალაიზიაში დაკავებულ ორი ქართველთან დაკავშირებით. ბრიფინგზე ითქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინსიტრომ მიიღო ინფორმაცია დაკავებული ქალების ვინაობის შესახებ, თუმცა მათი ვინაობის გახმოვანებას, ჯერჯერობით, არ აპირებს. ცნობილი გახდა, რომ არც ერთი დაკავებული ქალი არ აღიარებს დანაშაულს. საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინიტროსგან ამ მიამრთულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდება, თუმცა თავადაც ცდილობს, დაკავებულ ქართველ ქალებს საკუთარი კონტაქტებით დაეხმაროს. კერძოდ, ის დაუკავშირდა აზიის ქვეყნების ასოციაციას, რომელთაც თხოვა დახმარება, დაკავებული ქართველი ქალების საქმესთან დაკავშირებით. მალაიზია იმ მცირე ქვეყნების რიცხვშია, სადაც ადამიანებს სიკვდილით სჯიან. ასევე ეს ქვეყანა არ არის მიერთებული ძალიან ბევრ ადამიანების უფლებების კონვენციასთან. აზიის ქვეყნების ასოციაციასთან დაკავშირების გარდა, როგორც ტუღუში ამბობს, იგი გეგმავს, რამდენიმე უფლებადაცვით ორგანიზაციას სპეციალური წერილით მიმართოს, მათ შორის, Human rights watch-ს და ამნესტი ინტერნეიშენალს. სწორედ ამ უკანასკნელის 2010 წლის კვლევაშია მოყვანილი ის სტატისტიკა, რომელიც მალაიზიაში სიკვდილით დასჯას უკავშირდება. სხვადასხვა დანაშაულისთვის, მალაიზიაში 2008 წელს– 22, ხოლო 2009 წელს 50 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. მათ შორის, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებულები. ორშაბათს დაკავებული ქართველი ქალები სწორედ ნარკოტიკებით ვაჭრობაში არიან ბრალდებული და მალაიზიაში მოქმედი კანონის მიხედვით, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. მოხდება თუ არა მათი ექსტრადირება საქართველოში, ცნობილი არ არის, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ აღკვეთილია მორიგი ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტი.„პიატიგორსკში ჩრდილოკავკასიის ფედერალურ ოლქში აღკვეთილია მსხვილი ტერორისტული აქტი და განადგურებულია მისი განხორციელების მსურველი მეამბოხეთა ჯგუფი“, 28 ოქტომბრამდე ოდნავ ადრე, რუსეთის ფსბ-ს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა პრეზიდენტ მედვედევს მოახსენა.რუსეთის მედია-საშუალებების ცნობით, პიატიგორსკში დაკავებული არიან ტერორისტები, რითაც აღკვეთილია ახალი აფეთქებები. როგორც ცნობი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/archvadze-150x150.jpgსაქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია მილანში დაიკარგა. მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მეგობრები ამ დრომდე ეძებენ. “ექსპრესნიუსი” არჩვაძე გამსახურდიას მეგობრებს დაუკავშირდა, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ იციან სად იმყოფება მანანა არჩვაძე. “მგზავრობისას არჩვაზე-გამსახურდიამ ჩემოდანი დაკარგა, რის გამოც ფესტივალს დაგვიანებით შეურთდა, თავის დას გუშინ, 22:00 საათზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემოდანი იპოვა და ქუჩაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ სატელეფონო კავშირი მანანა არჩვაძესთან ვეღარ ხერხდება”, – განაცხადეს მეგობრებმა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე მილანში, სპორტული კინოსა და ტელევიზიების ფესტივალზე გუშინ გაემგზავრა. იხილეთ epn.ge
-
გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტომ, გურჯაანის მოხუცებულთა სახლს ზამთრის სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით შეშა გადასცა. 5 კუბური მეტრი შეშა ხანდაზმულებს პირადად საგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა ხაჩიძემ მიუტანა. დღესვე სათნოების სახლის ეზოში, სიმბოლურად რამდენიმე, წიწვოვანი ნერგი დაირგო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/prison051707-150x150.jpgპატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს ე.წ. უდოს კომისიის ნაცვლად, უკვე სამი ახლად შექმნილი – აღმოსავლეთის, დასავლეთის და არასრულწლოვანთა ხუთკაციანი საბჭო განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილებასაც, სასამართლოს ნაცვლად, თავად საბჭო მიიღებს. პირველი სხდომა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. განიხილება 200-ზე მეტი მსჯავრდებულის საკითხი, მათ შორის მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული პირების საქმეები. მსჯავრდებულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/narko-150x150.jpgშეტაკებები ნარკომაფიის მამებს შორის მექსიკაში 6 ადამიანის სიკვდილით დასრულდა. თავდასხმა გვიან ღამით განხორციელდა. სამართალდამცველები ჯერ-ჯერობით მოტივს ვერ ასახელებენ. შეტაკებების დროს ცეცხლი სამგზავრო ავტობუსს გაუხსნეს, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია ათამდე მოქალაქე. მძიმე კრიმინალური სიტუაციისა და გახშირებული მკვლელობის გამო ხალხი ხელისუფლებას დაუპირისპირდა და პრეზიდენტ კალდერონს ღიად აკრიტიკებს. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53689.jpg2010 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი მილან როჩენი. View the full article