planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png თომას მაიერი რუსეთის და ევროპის პოლიტიკის დაახლოებამ უსაფრთხოების სფეროში, შეიძლება შეასუსტოს დაძაბულობა მოსკოვს და თბილისს შორის სამხრეთ ოსეთის გამო, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ – ჯერჯერობით ეს ურთიერთობები გაყინულია. სამხრეთ კავკასიაში ომიდან ორი წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის არმიამ მისი მეზობელი საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიპყრო, ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ფაქტობრივად არანაირი წინსვლა არ იგრძნობა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იზოლირებული რჩება, საზღვრები დახურულია. რუსეთს სურს, რომ ქართველები „ახალ რეალობას შეეგუონ“, რასაც ქართველები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, თუმცა მზად არიან „მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების წამოყენების გარეშე, ნებისმიერ დროს და ადგილას“. ევროკავშირი და გაერო უშედეგოდ ცდილობენ 2008 წლის აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების გაცოცხლებას, რომელიც სხვა მოთხოვნებთან ერთად, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებასაც გულისხმობს. მოსკოვთან ურთიერთობა „ამაზე უარესი არ შეიძლება იყოს“, ამბობს გრიგოლ ვაშაძე. მიუხედავად ამისა, ბრიუსელში Standard–თან საუბარისას ის იმედოვნებს, რომ ამ მხრივ პოზიტიური ცვლილებები შესაძლებელია: „სიტუაცია ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. 500 000 ადამიანი საკუთარ ქვეყნაში დევნილად იქცა“, – გვიხსნის იგი. „თუმცა ის რუსეთისთვისაც უსიამოვნოა. მან საქართველოს გამო მთელ ევროპას პრობლემები შეუქმნა“. „რუსეთს სურს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, თუმცა თავად არღვევს ამ ორგანიზაციის წესებს; ამხანაგი მედვედევი [რუსეთის პრეზიდენტი] ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის შექმნისკენ მოუწოდებს, მაშინ როდესაც სამხრეთით, საქართველოსთან საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა დახურულია“, – ამბობს ვაშაძე. „ერთი რამ ცხადია. საქართველო შებრკოლების ლოდია, თუკი რუსეთს სურს კავკასია უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული და განვითარებული იყოს“. მოსკოვის ექსპერტი ეს უკანასკნელი თავად რუსეთის ინტერესებშია. „მას სურს დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის შუამავალი იყოს. მაგრამ როგორი შუამავალი უნდა იყოს ის, როდესაც თავად ასეთი პრობლემები აქვს მის ერთი ციდა მეზობელთან?“, – კითხულობს საგარეო საქმეთა მინისტრი და თავადვე დასძენს: „რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამს“. „დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“. ვაშაძე რუსულ დიპლომატიას („ხისტი, მაგრამ პრაგმატული“) კარგად იცნობს და შეფასების დროს, ამ ცოდნას ეყრდნობა. ის საბჭოთა პერიოდში საქართველოს დედაქალაქში თბილისში დაიბადა და მოსკოვის დიპლომატიური აკადემია დაამთავრა. 1980–იან წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების, ბირთვული შეიარაღებისა და კოსმოსური კვლევების დეპარტამენტებში მუშაობდა. ოთხი სხვა ენის გარდა, ის შესანიშნავად ფლობს რუსულ ენას და ორმაგი მოქალაქე იყო მანამ, ვიდრე 2009 წლის ბოლოს პროტესტის ნიშნად რუსულ პასპორტსა და მოქალაქეობაზე უარის თქმით პირდაპირ მედვედევს არ მიმართა. ცვლილებების ნიშნად, მას მაგალითად მოჰყავს გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის, კანცლერ ანგელა მერკელის და მედვედევის მოლაპარაკებები დოვილში, სადაც ცნობილი გახდა, რომ ნოემბრის ბოლოს რუსეთი ნატოს ლისაბონის სამიტს დაესწრება. ამავდროულად, საქართველოს საკითხს საკმაოდ ხანგრძლივი დრო დაეთმო, გვიხსნის იგი, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ სურს. ყველა შემთხვევაში, მისი ქვეყანა ნატოსთან თანამშრომლობას განაგრძობს, რადგან მას ალიანსში გაწევრიანება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. იგივეს თქმა შეიძლება ევროკავშირზეც: „ჩვენ ოთხივე იმ ფუნდამენტური უფლების მიღება გვსურს ორი წლის განმავლობაში, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმება ითვალისიწინებს“, – ამბობს ვაშაძე. თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჯერ საუბარი არ არის. რადგან საქართველო ამავდროულად კასპიის რეგიონიდან ევროპის ენერგომომარეგების მხრივ საკვანძო ქვეყანაა, საგარეო საქმეთა მინისტრს ლოგიკურად მიჩნია ის, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას: „ჩვენ ამას 150%–ით ვემხრობით. ეს ევროპას კიდევ უფრო დაგვაახლოვებს“. გრიგოლ ვაშაძე, მეორე წელია, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია. საბჭოთა დროიდან კვალიფიციური იურისტი და დიპლომატი ამბობს, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა „უპირობოდ, ნებისმიერ ადგილსა და დროს“. ორიგინალი ორიგინალი
-
29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდება და მათ სიმინდის პროგრამის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. მის: ოზურგეთი, გურიის გუბერნიის სააქტო დარბაზი. საკონტაქტო პირი ლელა თავართქილაძე 899 42 42 10 29 ოქტომბერს, 10.00 საათზე, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში” გრიგოლ რობაქიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. 29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ადმირალი ჯიამპაოლო დი პაოლა ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისს” ეწვევა 29 ოქტომბერს, 10.30 საათზე, მცხეთაში, წინამძღვრიანთკარში, “ქრისტიან–დემოკრატების” ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი და პედაგოგები პროფესიული სასწავლებლის გაუქმებას გააპროტესტებენ. 29 ოქტომბერს, 11.00 საათზე, ევროპის ქრისტიან პოლიტიკოსთა ახალგაზრდული კავშირის რეგიონული კონფერენცია გაიხსნება, რომელსაც “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერები დაესწრებიან. მის: მეტეხის აღმართი #3(სასტუმრო “ძველი მეტეხი”) 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს. მის: კოსტავას №25 საკონტაქტო პირი მარიკა გორდელაძე – 899 33 16 64 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გლდანის #8 საპყრობილესთან, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: “პატიმრებისა და ადვოკატების უფლებები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მასობრივად ირღვევა”. 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრ მილან როჩენს შეხვდება. 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი ზაზა ჭელიძე ბიზნეს ასოციაციის 10 წევრ კომპანიას სერტიფიკატებს გადასცემს. მის: კ. მარჯანიშვილის ქ. #5, IV სართ., ოთახი #406 29 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ადმირალი ჯიამპაოლო დი პაოლა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ესტუმრება. 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” საინიციატივო ჯგუფის წევრები დამწვრობის ცენტრში (კუკიის დასახლება) დევნილ ქალბატონს მოინახულებენ. 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ გრიგოლ ვაშაძისა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 29 ოქტომბერს 12:00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართული კონკურსების გამარჯვებულებს დააჯილდოებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 29 ოქტომბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პრესკონფერენციას გამართავს. მის: ცაგარელის #74 29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “შენიღბული რეიტინგების სინამდვილე”. 29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გაზეთი “პრაიმ-თაიმის” ჟურნალისტთა კითხვებს პირველი ქართული სამხედრო სერიალის K-17 –ის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები და რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი (კიკალა) უპასუხებენ. 29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან მცირე მეწარმეების აქცია გაიმართება. 29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, იყალთოში, მონასტერში შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი შეაფასებენ. 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “ეროვნული ფორუმის” ოფისში გაიმართება ახალგაზრდული ორგანიზაციების ინტერპარტიული შეხვედრა, სადაც პროექტის – “ქართველი ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში” – მეორე ეტაპზე იმსჯელებენ. მის: ლვოვის ქ. #82 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა გაიმართება. თემა: `საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივი ჩაბმის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა~. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 29 ოქტომბერს, 14.00 საათზე, “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” დუშეთის რაიონში ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მის: კანდელაკის ქ. #55 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში, პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი და მოძრაობის წევრი მანუჩარ თირქია პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “მოძრაობის წევრზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარის ყოფილ დეპუტატობის კანდიდატ მანუჩარ თირქიაზე სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებული შანტაჟის ფაქტები”. მის: ლვოვის ქ. #56 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაურთან ერთად, ქარელის ძიუდოს სპორტსკოლას დაათვალიერებს. 29 ოქტომბერს, 15.00 საათზე, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე რვა პოლიტიკური პარტია შეხვედრას გამართავს საინიციატივო ჯგუფთან, რომელმაც ქართულ მედიაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად კანონთა პაკეტი შეიმუშავა. მის: ჟ. კალანდაძის ქ. #3 29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაურთან ერთად, გორის სპორტსკოლის კრივის დარბაზს დაათვალიერებს. 29 ოქტომბერს, 15.00 საათზე, თბილისის საკრებულოში საკრებულოს სხდომა გაიმართება. 29 ოქტომბერს, 15.30 საათზე, “ქართული პარტიის” ლიდერები საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. მის: პეტრიაშვილის ქ. #20(კაფე “პეტოცი”) 29 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება. 29 ოქტომბერს, 17.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე კორკელიას პუბლიკაციების პრეზენტაცია გაიმართება. თსუ-ის II კორპ; ოთახი #135; მცირე საკონფერენციო დარბაზი 29 ოქტომბერს, 17.00 საათზე, მცხეთის კულტურის სახლში საბავშო თეატრალური ფესტივალი “მაჩაბელა” გაიხსნება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/saqalaqsasamartlo1-150x130.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილებით, სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანის და სხვა 12 პირის სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ მოსამართლემ რამდენიმწ წუთის წინ, სუბელიანის აღმკვეთი ღონისძიება შესახებ მსჯელობისას განაცხადა. საქალაქო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიება შესახებ მსჯელობა ამ დრომდე გრძელდება. როგორც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, პროცესის გახანგრძლივება დაცვის მხარის არაერთმა შუამდგომლობამ გამოიწვია. დაცვის მხარემ მოითხოვა 12 დაპატიმრებულ პირს სასამართლომ პატიმრობის ნაცვლად 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე გირაო შეუფარდოს. თავის მხრივ ბრალდებამ მოითხოვა 12 პირის პატიმრობის შეფარდება. სხდომას მოსამართლე ნატო ხუჯაძე უძღვება. პროცესს ყველა დაკავებული მათ შორის ვახტანგ სუბელიანიც ესწრება. როგორც ცნობილია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 26 ოქტომბერს დააკავეს შპს “ამოს”, შპს “გრანდის”, შპს “ვ.ვ. ოილის”, შპს “ნეროს” თანამშრომლები, მათ შორის სოზარ სუბარის ძმა ვახტანგ სუბელიანი. ასევე, დაკავებულია ექვსი ინდივიდუალური მეწარმე. გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენეს. დანაშაული 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. “ქართულ პარტიაში” ვახტანგ სუბელიანის დაკავებს, სოზარ სუბარის პოლიტიკურ დევნად აფასებენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/par-150x150.jpgპარლამენტმა ფრაქცია “ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე გია თორთლაძის მიერ ინიცირებული “ლუსტრაციის შესახებ კანონი” პირველი მოსმენით დაამტკიცა . გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 75 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღეს. შეგახსენეთ, რომ ,,თავისუფლების ქარტია~ ,,ლუსტრაციის შესახებ~ კანონსა და ე.წ. ~პატრიოტის აქტს~ აერთიანებს. თორთლაძის საკანონმდებლო ინიციატივა საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს, ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობით აღრიცხვის და რეესტრის წარმოების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნას, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და რიგ სხვა ინიციატივებს გულისხმობს. ამასთან, რამდენი ხნის წინ პროექტს ავტორმა კიდევ ერთი ინიციატივა დაურთო, რომლის თანახმად, საქართველოში საბწოთა-ბოლშევიკური სიმბოლიკა კანონით აიკრძალება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/keti-kochorashiiivili-150x141.jpgსაკრებულოს წევრები კენჭს უყრიან საკრებულოს წევრად ქეთი ქოჩორაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” სიით შედის თვითმმართველობით ორგანოში და საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ტარიელ ხიზანეიშვილის ადგილმონაცვლე იქნება. ტარიელ ხიზანეიშვილი თბილისის მერის მოადგილე გახდა. ხვალვე გათვალისწინებულია საკრებულოში ახლად შექმნილი ფრაქცია “დედაქალაქის” ოფიციალურად დამტიცება, რომელიც სამმა ოპოზიციურმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა, კახა კუკავამ და ნათელა მაჭავარიანმა შექმნეს. საკრებულო სულ 14 საკითხს განიხილავს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/saqalaqo_sasamartlo-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლში სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანის აღმკვეთი ღონისძიება შესახებ მსჯელობა ამ დრომდე გრძელდება. როგორც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, პროცესის გახანგრძლივება დაცვის მხარის არაერთმა შუამდგომლობამ გამოიწვია. დაცვის მხარემ მოითხოვა 12 დაპატიმრებულ პირს სასამართლომ პატიმრობის ნაცვლად 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე გირაო შეუფარდოს. თავის მხრივ ბრალდებამ მოითხოვა 12 პირის პატიმრობის შეფარდება. სხდომას მოსამართლე ნატო ხუჯაძე უძღვება. პროცესს ყველა დაკავებული მათ შორის ვახტანგ სუბელიანიც ესწრება. როგორც ცნობილია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 26 ოქტომბერს დააკავეს შპს “ამოს”, შპს “გრანდის”, შპს “ვ.ვ. ოილის”, შპს “ნეროს” თანამშრომლები, მათ შორის სოზარ სუბარის ძმა ვახტანგ სუბელიანი. ასევე, დაკავებულია ექვსი ინდივიდუალური მეწარმე. გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენეს. დანაშაული 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. “ქართულ პარტიაში” ვახტანგ სუბელიანის დაკავებს, სოზარ სუბარის პოლიტიკურ დევნად აფასებენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/7791_4c1b523b3f873-150x150.jpgხვალ, 15:00საათზე თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები 14 საკითხს განიხილავენ. როგორც ,,ექსპრესნიუსს” საკრებულოდან აცნობეს, სხდომაზე ტარიელ ხიზანეიშვილისთვის თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, ასევე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის დებულების დამტკიცების შესახებ, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შექმნის, კომისიის თავმჯდომარის და მისი მოადგილის დანიშვნისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ. ამასთან, დეპუტატები თბილისში რამდენიმე ქუჩის გადარქმევის საკითხსაც განიხილავენ. ასევე, საკრებულოს სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის, საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეების და თბილისის საკრებულოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობასაც დაამტკიცებენ. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53666.jpgსაერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა. View the full article
-
http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?Image=8f430dc5-8d64-44de-9f22-fa002b06d0d6.jpg&size=350როდის გარდაიცვალა პაული, საკითხავი, აი, ეს არის. ლეგენადრული რვაფეხა პაული 26 ოქტომბერს გარდაიცვალაო, მაგრამ აბა, ცზიან სიაოს ჰკითხეთ. ეს ჩინელი ქალი დოკუმენტურ ფილმს იღებს პაულზე, რომელმაც 2010 წლის მუნდიალზე მოიხვეჭა სახელი კოლბებზე მიხტომით. “ვინ მოკლა პაული?” – ასე ერქმევა ფილმს. დიახ, ცზიან სიაომ განაცხადა, რომ პაული არა 26 ოქტომბერს, არამედ 9 ივლისს გარდაიცვალა. უფრო სწორად, მოკლეს. შვიდ ივლისს, მუნდიალის ნახევარფინალში ესპანეთმა გერმანიას მოუგო, რაც რვაფეხამ იწინასწარმეტყველა კიდეც. ამან გერმანელ გულშემატკივართა ნაწილი გააბრაზა და მოკვლით ემუქრებოდნენ. მაგრამ პაულმა ხომ ათ ივლისს, ფინალის წინა დღესაც გააკეთა პროგნოზი, ესპანეთი მოუგებს ჰოლანდიასო. “ათ ივლისს პაულის ორეული გამოიყენეს. დარწმუნებული ვარ, რვაფეხა 9 ივლისს მოკლეს, ხოლო გერმანელები დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ ყველას, თითქოს ცოცხალი ყოფილიყო. შევამჩნიე, როგორ ნერვიულობდნენ აკვარიუმის მუშები იმ მომენტში”, – ხაზგასმით ასკვნის ცზიან სიაო. View the full article
-
medianews.ge- ბერნარ კუშნერი ბინ ლადენს პასუხობს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ბინ ლადენის მუქარას ეხმაურება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური საფრანგეთი… ლინკი მედიანიუსზე -
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53680.jpgბიზნესმენის გატაცების გეგმა ჩაშლილია. ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მომზადების ფაქტზე სამართალდამცველებმა ოთხკაციანი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/urushadze-andria_big-150x150.jpgჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ანდრია ურუშაძის მტკიცებით, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მოსახლეობის მიმართ, ყველა სოციალური ვალდებულება შენარჩუნებულია. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ურუშაძემ განუცხადა, ჯანდაცვის ბიუჯეტი მზარდია, რადგან სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ აღებული აქვს ახალი ვალდებულებებიც. მინისტრის მტკიცებით, მომდევნო წელს გაგრძელდება ყველა პროგრამა საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. ,,ჩვენი მიზანი სამედიცინო დაზღვევის მფლობელთა უფლებების დაცვა და ინფორმირებაა. არსებული ბიუჯეტი ითვალისწინებს დაფინასნსებას, სამინისტროს ამოცანა კი ამ რესურსების მართვაა, რათა თითოეული ლარი მივიდეს მოქალაქეებამდე’’, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, სამინისტროს პრიორიტეტი იმ ადამიანების მხარდაჭერაა, ვისაც საკუთარი ჯიბიდან არ შეუძლია დაფაროს მკურნალობის თანხები. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება დეტალურად არ იყო გაწერილი, რასაც ახალი მინისტრის დანიშვნას უკავშირებდნენ. საპარლამენტო ოპოზიცია კი პროექტს ძირითადად ჯანდაცვის ბიუჯეტის გამო აკრიტიკებდა. იხილეთ epn.ge
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,7746 ლარის ნიშნულზე გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე