planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აზერბაიჯანში რიგით პირველ ვიზიტს გამართავს. ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა ელჩინ ამირჩეკოვმა განაცხადა.… ლინკი მედიანიუსზე
-
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გუშინ სასამართლო ექიმთა მესამე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სასაქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაცია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. კონფერენცია წელს უკვე მესამედ ჩატარდა და მას საქართველოში მოქმედი 50-ზე მეტი სასამართლო ექიმი და სამედიცინო ექსპერტი დაესწრო. კონფერენციაზე განიხილეს სასამართლო მედიცინის, სასამართლო ფსიქიატრიის, სასამართლო ჰისტოლოგიის, ნარკოლოგიისა და პათოლოგიური ანატომიის საკითხები. ჰისტოლოგიის სამმართველოს წარმომადგენელმა ნანა კიკალიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ამ ლაბორატორიაში ბოლო დროს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგები, რის შედეგადაც ჰისტოლოგიური ანალიზების უფრო სრაფად და ხარისხიანად გაკეთება გახდა შესაძლებელი. კონფერენციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია, რომ მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად გაიმართოს, რადგან სასამართლო ექსპერტიზის სფეროში წლიდან წლამდე ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი გროვდება, რომლებსაც ერთობლივი განხილვა სჭირდება. პრობლემურ საკითხებს შორის დასახელდა სხეულის დაზიანების ხარისხის და სიმძიმის განსაზღვრა. სასამართლო ექიმების თქმით, საჭიროა პროფესიონალებმა ერთობლივი მუშაობით დაადგინონ ერთიანი სტანდარტები, რათა მომავალში მათი სამედიცინო დასკვნები ერთმანეთისგან რადიკალურად არ განსხვავდებოდეს. სასამართლო ექიმმა ზურაბ კაციტაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დღესდღეობით ძალიან ბუნდოვანია სად, როგორ, რა პირობებში ტარდება და ვინ ატარებს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. მისი აზრით, როცა მხოლოდ ერთი სამედიცინო კომისია განსაზღვრავს კონკრეტული ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხს, იქ შეცდომის დაშვების და პრობლემის გაჩენის ალბათობა დიდია. ზურაბ კაციტაძე ფიქრობს, რომ მსგავს კომისიაში თუნდაც ერთი სასამართლო ექსპერტიც უნდა ჩაერთოს , რადგან საეჭვო შემთხვევებში საეჭვო დასკვნას ის ხელს არ მოაწერს და სამედიცინო ფსიქიატრიული დასკვნების გაყალბების ალბათობაც შემცირდება. სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა დავით ჭავჭანიძემ აღნიშნა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს წლების მანძილზე მუშაობა არანორმალურ პირობებში უწევდა და აუცილებელია მისი მოდერნიზება, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, რადგან მან მომავალში სრულყოფილი ფუნქციონირება შესძლოს. კონფერენციაზე, ასევე, ითქვა, რომ მომავალში აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით იგეგემება სასამართლო ექსპერტიზის ახალი ბაზის შექმნა, ტექნიკის განახლება და სტუდენტებს პრაქტიკის უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ. შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ კონფერენციას არ ესწრებოდნენ სასამართლო ექსპერტები საქართველოს რეგიონებიდან. პროფესორ თეიმურაზ გორდელაძის თქმით, რეგიონში მოქმედ სასამართლო ექსპერტებს უფრო სჭირდებათ ახალი გამოცდილების მიღება, ვიდრე თბილისში მოქმედთ. მისი აზრით, ძირითად შემთხვევებში სასამართლო ექსპერტები რეგიონებში ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებული სტანდარტებით მოქმედებენ. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელები, თუმცა ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში არ გამოჩენილან. ორგანიზატორების თქმით, მათი არმოსვლის მიზეზი „საპატიოა“. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
„აფციკა“, რომელსაც პრეზიდენტის პაროდიით ვიცნობთ, განათლებით იურისტია. ახლახან კი, ჯიპაში, მედიამენეჯმენტი დაამთავრა. მშობლებს უნდოდათ იურისტი შვილი ჰყოლოდათ, მაგრამ დღეს მხოლოდ კარგად შენახული იურისტის დიპლომით ინუგეშებენ თავს. „მოწოდებით იურისტი კი არა, იუმორისტი ვარ. ამ სფეროში უფრო კარგად ვგრძნობ თავს. გაზიარება [02:43 31-10-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMyfYUQ6uDI/AAAAAAAAEKI/4VlvbvUkz5g/s200/mishaimitator.gifმოწოდებით იურისტები მშობლები არიან. მათი სურვილით დავამთავრე იურიდიული. ახლა დიპლომი აქვთ შენახული და სტუმრები რომ მოდიან, აჩვენებენ ხოლმე“. მიშასთან ერთად მოვიდა გიორგისაც იმდენი სტაჟი აქვს იუმორისტულ სფეროში, რამდენიც სააკაშვილს - პრეზიდენტობის. ფაქტობრივად „აფციკაც“ მიშას მოჰყვა. 16 წლის იყო ბოლო ზარზე პრეზიდენტის პაროდია რომ გააკეთა, რევოლუცია ახალი მომხდარი იყო. „მაშინ მარტო პრეზიდენტის პაროდიას არ ვაკეთებდი, სხვადასხვა პოლიტიკოსების პაროდიებიც მქონდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, რევოლუცია და მიშა აქტუალური იყო. მასზე ხუმრობა იქნებოდა მომგებიანი და გადავწყვიტე, რომ პაროდია გამეკეთებინა. შემოვდიოდი და დირექტორს, მის რაღაც მინუსებზე ვეჩხუბებოდი. ნაწილობრივ რეალური იყო, ნაწილობრივ - გამოგონილი. დირექტორს არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ ისე მესიამოვნა პუბლიკის ტაში, რომ, ალბათ, მაშინ მოვიწამლე პაროდიითაც და მაყურებლის წინ გამოსვლითაც.“ „რა მუდო ყოფილა“ მერე იყო „N შოუ“, „ლიმონი“, „ტელევიზორი“. ორი წლის წინ კი „ქლაბ შოუ“ და „კომედი შოუ“. ახლა რომ თავის ძველ ხუმრობებს უყურებს, საშინლად არ მოსწონს. „გამეცინა იმ იუმორზე, რასაც მაშინ ვაკეთებდი. აბა, ის რომ მომწონებოდა, ახლაც იგივე დონეზე ვიქნებოდი. - კრიტიკა არ უყვართ ხოლმე. შენს შემთხვევაში როგორაა?- მე პირიქით, მიყვარს. ეს ხომ არ არის ჩემს ცხოვრებაში ბოლო ეტაპი. ამიტომ უნდა მაკრიტიკონ. თუ რაიმეს მიღწევა გინდა ცხოვრებაში, თუ ამბიციური ხარ, ეს საჭიროა.- რა დოზით ამბიციური ხარ?- ამბიციები მას შემდეგ გამიჩნდა, რაც, თან ღამეებს ვათენებდი და თან ვმუშაობდი. ორი წლის განმავლობაში ახალგაზრდულ ცხოვრებას მოვწყდი. ჯიპადან რომ მოვდიოდი, ვიჯექი და ხუმრობებს ვწერდი. მერე ვმეცადინეობდი. სხვა ყველაფერზე უარი ვთქვი და შესაბამისად, იმის ამბიციაც გამიჩნდა, რომ რაღაცას უნდა მივაღწიო ამ სფეროში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაცილებით მეტი შრომა სჭირდება, ორი წელი არ ეყოფა. მანამდეც ვაკეთებდი რაღაცებს, შვიდი წლის განმავლობაში, თუმცა, რაც „კომედი შოუში“ ვარ, ასეთი დატვირთვით არასდროს მიცხოვრია. ამბიცია ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, ოღონდ ზომიერად. მე ამ ეტაპისთვის რაც უნდა მქონდეს, ის მაქვს.- სტიმულს რომელი გაძლევს, ქება თუ კრიტიკა?- შექება კარგია, სასიამოვნოა, მაგრამ კრიტიკა უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, მეტ მოტივაციას მიჩენს. მოტივაციას, როდესაც კარგავს ადამიანი, იმ საქმეში მის ყოფნას აზრი აღარ აქვს.- იუმორისტი ადამიანები ცხოვრებაში უჟმურები არიან... შენც ასეთი ხარ?- არა მგონია, რომ იუმორისტი უჟმური იყოს, მაშინ რატომ არიან ამ სფეროში? ადამიანი, რომელიც იუმორს ქმნის და სხვას ამხიარულებს, დღის ბოლოს ვერ იქნება მხიარული. ვიღაცამ სამსახურის მერე რომ მითხრას, მოდი, იხუმრეო, ამის შანსი არ არის. ისეთი დაღლილი ვარ ხოლმე... ერთხელ ჩემი მეგობარი ჩაჯდა ტაქსში და მძღოლს უთქვამს: იმ დღეს აფციაური ჩამიჯდა და ეს რა მუდო ვინმე ყოფილაო. მგზავრობის დროს რა უნდა გამეკეთებინა, რომ მუდო არ ვგონებოდი მძღოლს? - მეგობრებთანაც არ ხუმრობ ხოლმე?- მეგობრებთან განტვირთვისთვის მივდივარ. ხუმრობის თხოვნა უფრო სუფრაზე იციან ხოლმე - მიდი, ერთი სადღეგრძელო გვითხარი სააკაშვილის პაროდიით.- ღიზიანდები?- გამაღიზიანებელი არ არის. რადგან ასე გეუბნებიან, ესე იგი, როგორც პაროდისტი მოსწონხარ.- „გაგიჭედია“ და არ გაგიკეთებია სუფრასთან პაროდია?- როგორ არა, არ გამიკეთებია და ამიხსნია, რატომ შეიძლება არ გავაკეთო, თან ისე, რომ არ წყენოდა. არ ვაწყენინებ ადამიანს, რომელსაც ჩემი პაროდია მოსწონს. ამიტომ მითქვამს, რომ ხვალ ან ზეგ არის გადაცემის ჩაწერა და გპატიჟებთ-მეთქი. „მანერები არ შეუცვლია, უფრო დაამატა“ - მანერული თვალსაზრისით შეიცვალა პრეზიდენტი?- მანერები არ შეუცვლია, უფრო დაამატა.- რა დაამატა?- ახლა განსაკუთრებულად ხშირად იცინის ხოლმე. თუ კიდე დაამატებს რამეს, მეც დავამატებ. ახლა საინფორმაციოში თუ მოვკარი თვალი ვუყურებ ხოლმე. ადრე სპეციალურად ვჯდებოდი და ვუყურებდი, რომ დამეჭირა რაღაც ახალი. ბოლო დროს მირეკავენ და მიყვებიან, გუშინ ეს გააკეთა, დღეს ის გააკეთაო...- პირადად იცნობ?- არა, პირადად არ ვიცნობ.- არც მისი აზრი იცი ამ პაროდიის შესახებ?- არა, მსგავსი არაფერი ვიცი. ისე, ცუდი აზრი რატომ უნდა ჰქონდეს? სანდრო ცნობილაძის პაროდია გავაკეთე და მაინტერესებდა მისი აზრი. რომ ვნახე, მითხრა: ძალიან კარგი იყოო. მე მგონი პრეზიდენტიც სანდრო ცნობილაძის მსგავსად უნდა ფიქრობდეს. მეგობრებს ხშირად ვეკითხები აზრს. მათი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.- ახლა მაინც რომელია პრეზიდენტის ყველაზე პოპულარული ჟესტი და მიმიკა?- საუბრისას თითების მოძრაობა. ამაზე ტესტი რომ იყოს, ალბათ, უმაღლეს ქულებს ავიღებდი. პრეზიდენტის მიმიკებში შეიძლება მე უფრო მეტი ქულა ავიღო, ვიდრე პრეზიდენტმა თავისაში.- ბოლო სკეტჩი - რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუ მისი ნამდვილი ინტერვიუს მიხედვით გააკეთე?- თქვენს გაზეთს სამსახურში გადავავლე თვალი. საინფორმაციოშიც ვრცლად იყო გაშუქებული... და უცბათ გადაწყდა ამ სკეტჩის გაკეთება. გვპასუხობს პრეზიდენტი - გიორგი, მოდი ახლა მიშა სააკაშვილი იყავი და მისი პასუხები გაგვეცი. ბატონო პრეზიდენტო, ყვითელ პრესას რამდენად ეცნობით?- ყველაფერს ვეცნობი, რაც კი ხდება, თქვენ არ იცით თორემ. დემოკრატიულ ქვეყანაში ყველაფერია საჭირო, თუნდაც ყვითელი პრესა. რომ არ იყოს თავისუფალი პრესა, თავისუფალი მედია, მასმედია, მაშინ რაღა ამინდზე გვაქვს საუბარი და პრეტენზია?- სუში ისევ გიყვართ?- როდესაც ბევრს მუშაობ, უნდა ისადილო კიდეც. აქედან გამომდინარე მაშინ, როდესაც სადილი გადავწყვიტე, იყო სუში და ატეხეს მთელი ამბები.- რუსი ჟურნალისტები მოგეწონათ?- მე მგონი პროფესიონალები არიან. თვითონ ფაქტი არის კარგი, რომ ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოსვლა. თან რუსი ჟურნალისტები, თან მოგეხსენებათ რა დაძაბული ურთიერთობაა ჩვენსა და რუსეთს შორის. რუსი ჟურნალისტები თვითონ რომ მიხვდნენ, რომ ჩამოსულიყვნენ და თვითონ ენახათ საქართველოში რა ხდება და რა ეკონომიკური ბუმია, მე მგონი, ძალიან დასაფასებელია.- სობჩაკის მაისურმა არ გაგაღიზიანათ?- არა. არაფერი არ დამინახავს, მაისური არ ეცვა, შიგნით ეცვა რამე? „გოგოები მოდიან და მიდიან“ - შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?- არაფერი, პირადი ცხოვრება არ მაქვს.- თუ პრესისთვისაც არ გაქვს?- პირადი არ მაქვს, შესაბამისად, პრესისთვისაც არ მაქვს.- რომ გქონოდა, არ დამალავდი?- არა, რატომ უნდა დამემალა?- გოგოები არ მოდიან გადაღებაზე და არ გეპრანჭებიან?- გოგოები მოდიან გადაღებაზე და ისევ მიდიან. სერიოზულად რომ ვფიქრობდე, ასეთი გოგო ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს.- სიყვარულს დრო სჭირდება?- დრო არ სჭირდება. ალბათ, ხშირი კონტაქტი უნდა იმ ადამიანთან. ხშირი კონტაქტი კიდევ მე ვერ მექნება. ამიტომ არ შემყვარებია ჯერ არავინ.- ამ მოუცლელობის გამო ხომ არ დაგიკარგავს ვინმე?- კი, ბევრი. ასეთ რეჟიმში ჩემთან რომ ჰქონდეს ადამიანს ურთიერთობა, ძალიან ძნელია. თუ ასეთ რეჟიმში ვინმეს შევუყვარდები, ე.ი. ნამდვილად ვუყვარვარ. „პრეზიდენტის აღნაგობა რომ მქონდეს...“ - თმა შეიჭერი, მოგბეზრდა?- კი, გრძელი თმა მომბეზრდა.- და წონაში მოიმატე?- წონაში მოვიმატე და ამის შეცვლას ვაპირებ, ალბათ, ვარჯიშით, რადგან დიეტა არ გამომდის.- წონით უფრო დაემსგავსე პრეზიდენტს.- არა, ჩვენი პრეზიდენტი არ არის ძალიან მსუქანი. ადრე მახსოვს წონაში მოიმატა და ახლა გახდა. პრეზიდენტის აღნაგობა რომ მქონდეს, მაგისთვის არ ვჭამ ბევრს.- მანქანას პრეზიდენტივით სწრაფად ატარებ? თხილამურებზე დგახარ?- მანქანას მასავით სწრაფად ვერ ვატარებ, თხილამურებზეც ვერ ვსრიალებ.- შენს კონკურენტ მამუკა ლომაშვილს იცნობ?- მამუკას კარგად ვიცნობ, ჩემი მეგობარია. ძალიან კარგი ადამიანია. კონკურენტი არ არის. „იუმორინას“ პაროდიაში მამუკას პაროდია გავაკეთე და მითხრა, ძალიან მომეწონაო.- რაიმე დევიზის მსგავსი ხომ არ გაქვს ცხოვრებაში?- ჩემთვის მთავარია მიზანი.- ტელევიზიის დირექტორობა გინდა?- არა. დირექტორობა არ მინდა. მაგ თემაზე ჯერ არ მიფიქრია, რადგან ჯერ დამწყები ვარ, ვსწავლობ და ჩემგან ამაზე ფიქრი ძალიან ამბიციური იქნება. ჯერჯერობით სწავლაზე ვარ გადართული. ვნახოთ მომავალში რა მოხდება. ptpress.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/jamestown1.jpg პაველ ფელგენგაუერი ბევრი ბრიტანული გაზეთი ბრიუსელიდან, ნატო-ს წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ „რუსეთი დასავლური ქვეყნების მოთხოვნით ავღანეთის ომში დაბრუნებას დაეთანხმა“. რუსეთთან „გარდამტეხი შეთანხმების“ შესახებ შეიძლება მომავალ თვეს, ლისაბონში ნატო-ს იმ სამიტზე გამოცხადდეს, რომელზე დასწრების პირობაც პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დადო მოსკოვი მზადაა უზრუნველყოს ავღანეთისთვის ვერტმფრენები და შეიძლება გაწვრთნას ავღანელი მფრინავები. მან შეიძლება, ითანამშრომლოს ავღანეთის უშიშროების ნაციონალური ძალების გაწვრთნის პროცესში, ამავე დროს განამტკიცოს კოოპერაცია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასა და საზღვრების დაცვის საქმეში, რათა ნატო-ს ჯარებისთვის გაუმჯობესდეს სატრანზიტო და მომარაგების მარშრუტები. ნატო-ს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის თქმით, „სამიტი შეიძლება ნატო-რუსეთის თანამშრომლობის ახალი ეტაპის აღმნიშვნელი გახდეს“. საპასუხოდ მოსკოვი ნატო-სგან ევროპაში და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში რუსული ჯარის განთავსებასთან დაკავშირებით დათმობას მოითხოვს. რასმუსენი ნატო-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვას“ უწევს რეკლამირებას. მომავალ კვირას 5 ნოემბერს, მიუხედავად იმისა რომ ეს სადღესასწაულო დღეა, რასმუსენი ავღანეთისა და ევროპული ბალისტიკური რაკეტების თავდაცვით სისტემებში რუსეთის მონაწილეობაზე შეთანხმებების მხარდასაჭერად და მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩადის. რასმუსენმა მედვედევი ლისაბონის სამიტზე მიიწვია, მაგრამ კრემლმა მოწვევა მხოლოდ საფრანგეთში, გასულ კვირას დოვილში ჩატარებული იმ სამიტის შემდეგ მიიღო, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და მედვედევი მონაწილეობდნენ. რასმუსენი „ნატო-რუსეთის გადატვირთვას“ ისე უწევს რეკლამირებას, როგორც პირად პოლიტიკურ ამოცანას, რითაც შეიძლება აიხსნას მისი ბრიუსელის ოფისიდან წამოსული გადაჭარბებული ცნობები ავღანეთთან დაკავშირებით შესაძლო „გარდამტეხ შეთანხმებაზე“. მაგრამ როგორც სჩანს, მოსკოვის ავღანურ პოლიტიკაში, მიუხედავად ნატო-ს შტაბ-ბინის გადაჭარბებული ხმაურისა, არსებითი ცვლილებები არ მოხდება. საბჭოთა ჯარებმა ავღანეთი ოფიციალურად 1989 წლის თებერვალში, ცხრაწლიანი წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ დატოვეს, თუმცა რაღაც თვალსაზრისით, რუსეთი აქედან ბოლომდე არასდროს წასულა. მოსკოვი (თეირანთან ერთად) ჩრდილოეთის ანტი-თალიბურ ძალებს 2001 წლის შემოდგომამდე, აშშ-სა და ნატო-ს აქ გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე ამარაგებს იარღით, მათ შორის არტილერიით, ტანკებით და ვერტმფრენებით. ავღანეთის სამთავრობო ჯარებს დღეს მიახლოებით 25 სატრანსპორტო Mi-17 აქვს – ყველა რუსეთმა მიაწოდა, რუსეთმა გაწვრთნა პილოტებიც. კოალიციურ ჯარებში რუსი სამხედროები არ იბრძვიან და თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვისა და უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებების თანახმად, რუსეთს არც აქვს განზრახული ახლო მომავალში მათი გაგზავნა, თუმცა აქ არიან რუსი და უკრაინელი მფრინავი კონტრაქტორები, რომლებიც ავღანეთის რამდენიმე საომარ ზონაში ლოჯისტიკურ ფრენებს აწარმოვებენ და ხანდახან მტრის დარტყმებსაც იღებენ. გასულ წელს მოლდავეთში რეგისტრირებული სატრანსპორო ვერტმფრენი Mi-26, რომელსაც უკრაინული გუნდი მართავდა, ჰემლანდის პროვინციაში მისიის შესრულების დროს ჩამოაგდეს. ორი დღის შემდეგ რუსული ვერტმფრენი Mi-8, რომელზეც 17 დასავლელი მგზავრი იყო, ყანდაჰარის ახლოს ჩამოაგდეს. ვერტმფრენი და ჯგუფი კერძო რუსული კომპანიიდან, ვერტიკალ – ტ-დან იყვნენ, ხოლო ეს კომპანია ”გაზპრომს” უკავშირდება და ნატო-ს ჯარებს მოსკოვის ოფიციალური თანხმობით გადაეცა. 1980-იან წლებში ავღანეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისთვის ავღანეთის მთებში რუსეთის თავდაცვითმა ინდუსტრიამ Mi-8-ის სპეციალური მოდიფიკაცია შექმნა (Mi-17-ის სახელით ცნობილი), რომლის ძრავასაც მტვრისადმი მეტი მდგრადობა ჰქონდა. რუსეთი, პენტაგონის დაფინანსებით Mi-17-ებს აწვდიდა ავღანეთსა და ერაყის სამთავრობო ძალებს. თუ მართლა რამე „გარდამტეხია“ ახალ შეთანხმებაში, რომლის თანახმადაც ავღანეთში ნატო-ს ჯარებს 20-ზე მეტი Mi-17 მიეწოდება, ისაა რომ ფასი სამჯერ გაიზარდა. 2006-ში Mi-17 $6 მილიონი ღირდა, ახლა კი როგორც იტყობინებიან მოსკოვი, $18 მილიონს ითხოვს. რუსეთი იმედოვნებს, რომ ვერტმფრენების ამ გარიგებით სულ $300 მილიონზე მეტ შემოსავალს მიიღებს. მოსკოვი ვერტმფრენების გაყიდვას აქტიურად ლობირებს. ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი ნატო-ს მოუწოდებს ფეხს ნუ ითრევს და გადაიხადოს. საბოლოოდ სწორედ აშშ-ს კონგრესმა არ მოისურვა სახელმწიფო სახსრების გაღება ზედმეტად ძვირადღირებულ რუსულ ვერტმფრენებში, Mi-17-ში, თორემ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია გარიგებას ლობირებდა. მიმდინარე თვეს რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება საფრანგეთთან, რომელიც საფრანგეთს რუსული საჰაერო სივრცის გავლით შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის ტრანზიტის ნებას დართავს. რუსეთს ანალოგიური შეთანხმებები აქვს შეერთებულ შტატებთან, გერმანიასთან, ესპანეთთან და ნატო-სთან როგორც ალიანსთან. თალიბები რუსეთის მეგობრები არასდროს ყოფილან. თალიბების მიერ კონტროლირებადმა ავღანეთმა შეიძლება ისლამისტური აგრესია გაავრცელოს, რამაც შეიძლება ყოფილი საბჭოთა ცენტრალური აზიის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, არადა აქ რუსეთს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სამხედრო ინტერესები აქვს. იმით რომ ავღანეთში მოქმედ ჯარებს ვერტმფრენებს მიჰყიდის, სატრანზიტო შესაძლებლობებით უზრუნველყოფს, ავღანურ პერსონალს წვრთნის და ნარკო-ტრეფიკინგს ებრძვის, რუსეთი დასავლეთს კი არ უკეთებს შეღავათს, არამედ საკუთარ სტრატეგიულ და კომერციულ ინტერესებს ემსახურება, თუმცა ავღანეთში აშშ-ს თაოსნობით მოპოვებული გამარჯვება მოსკოვს არ სურს, რადგან ამან შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიეროს რეგიონში დასავლეთის გავლენა, რომელსაც რუსეთი დღემდე თავის სტრატეგიულ სამეზობლოდ მიიჩნევს. რუსეთი არასდროს გაიღებს საბრძოლო ძალას, რათა ხელი შეუწყოს ასეთ დასასრულს. მაგრამ თუ ნატო მზადაა საჯაროდ გაუკეთოს რეკლამა შეზღუდული თანამშრომლობის გაგრძელებას და ის „გარდამტეხად“ წარმოაჩინოს, მაშინ მოსკოვიც აჰყვება მას ამაში იმის სანაცვლოდ, რომ თავისი ევროპული უსაფრთხოების გეგმებზე თანხმობა მიიღოს. გასულ დეკემბერს, რუსეთმა ნატო-ს „ნატო-რუსეთის თანამშრომლობის საფუძვლების“ პროექტი გადასცა. ახლა უკვე ცნობილია ამ პროექტის არსი. მოსკოვი მოითხოვდა რომ დასავლეთმა, ცივი ომის შემდეგ გაწევრიანებული ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთად ოფიციალურად აარიდოს თავი ნებისმიერი ისეთი სამხედრო ძალის განთავსებას, რომელიც სიდიდით ბრიგადას აღემატება (3000 სამხედრო, 41 ტანკი, 188 ჯავშანმანქანა, 90 ავტომატი) ან 24 თვითმფრინავის განთავსებას დიდი ხნით, 42 დღეზე მეტ ხანს წელიწადში. საგანგებო ვითარებაში ცენტრალურ-ევროპაში, ბალკანეთზე და ბალტიისპირეთში დამატებითი ძალები შეიძლება მხოლოდ რუსეთთან შეთანხმებით განთავსდეს: ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში დასავლური ძალების ნებისმიერ განთავსებაზე რუსეთისთვის ასევე იყო შეთავაზებული ლეგალური ვეტო-ს შემოღება. საპასუხოდ რუსეთი არ აიღებს არავითარ იურიდიულ ვალდებულებებს, რადგან „ექსპანსიას აწარმოებს და რუსეთს ემუქრება ნატო და არა პირიქით“ – ამბობენ რუსი დიმპლომატები. დოვილში სამიტის მიმდინარეობისას, როგორც სჩანს სარკოზიმ და მერკელმა მედვედევი დაარწმუნეს, რომ რუსეთის განსაკუთრებულ პოზიციას თავაზიანად დაეთანხმებიან ევროპის უსაფრთხოების საკითხში. =37088&tx_ttnews[backPid]=27&cHash=8ba6d64ad4"]ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53713.jpg"ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა გუნცაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, ოფისის ორი თანამშრომელი ვასილ ჯავახიშვილი და იმედა სისაური გამთენიისას გაუჩინარდნენ. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53709.jpgზუგდიდში სტიქიას ებრძვიან. ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ქალაქში წყალდიდობაა. დატბორილია ასობით ოჯახი. ჭარბი ნალექის გამო ქუჩებში გადადგილება ვერ ხერხდება. View the full article
-
წიგნსი ნაჩვენებია ავტომობილების ტუნინგის ანბანი თუ როგორ და რა მატერიალისგან დავამზადოთ ავტომობილის დეტალები მის ვიზუალური მხარის გასაუმჯობესებლად View the full article
-
Counter-Strike S.T.A.L.K.E.R -- ძველი თამაშის ახალი ვერსია View the full article
-
ხუთი მეგობარი გადაწყვეტს ლაბირინთის ბაღში ღამით მოჩვენებობანა ითამაშონ. მაგრამ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მათზე მკვლელი მანიაკი ნადირობს. ლაბირინთში დიდი ხნის ბოდიალის შემდეგ ხვდებიან, რომ სასიკვდილო ხიფათში არიან მოხვედრილი. შეძლებენ თუ არა ცოცხლად გამოღწევას? ამას ფილმის ყურებისას შეიტყობთ View the full article
-
ჯუნი ჩვეულებრივი მარტოხელა ქალია , რომელიც ეძებს ცხოვრებაში იპოვოს ბედნიერება , მაგრამ ერთი დღე მთლიანად შეცვლის მის ცხოვრების წესს . ქალის ცხოვრებაში გამოჩნდება ახალგაზრდა კაცი, რომელიც აღმოჩნდება ნამდვილი შპიონი და დაიწყება სროლები დევნები და კიდევ .... View the full article
-
სანამ სან-კაზადორელი დაკარგული ბიჭები და გოგონები სისხლიანი მთვარის დღესასწაულისათვის ემზადებიან, უხუცესი ვამპირი გადაწყვეტს ამ აღვირახსნილი უსაქმურებისგან უკვდავთა არმია შექმნას. მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს კაცობრიობის საბოლოო დამონებას - ვამპირებთან ბრძოლაში სახელგანთქმული ძმები ფროგები. წმიდა წყლის მფრქვევლი ორლულიანი ნაღმმტყორცნებითა და ძლიერი არბალეტებით შეიარაღებული ედგარ და ალან ფროგი მზად არიან დედა უტირონ საზიზღარ სისხლისმწოველებს... View the full article
-
ფილმი მოგვითხრობს მამაც მაგნუსზე, რომელმაც თავისი დანიშნულება ბავშვობიდან იცოდა. მისი ერი ბოროტი მეფის ლეპაჩის ტყვეობაში იყო. მეფის სასახლეს სინათლე არასდროს უნახავს. ამბობდნენ, რომ მეფემ სული ეშმაკს მიჰყიდა. მისი დამარცხება ვერავინ შესძლო. მაგნუსი დაესწრო ერთ-ერთი ბუნტის თავის სიკვდილით დასჯას, რომელმაც უთხრა ახალგაზრდას, რომ მან უნდა იხსნას ხალხი ტყვეობიდან და აჩვენოს მათ დალოცვილი მიწა პრომეთეა. ამ წინასწარმეტყველების შესახებ მეფისთვისაც იყო ცნობილი. იგი ხშირად აგზავნიდა თავის შპიონს ხალხში, რომ მოეძებნა ბავშვი... View the full article