Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/economy/fuli_03.jpgროგორც ჩვენი მთავრობის მოქმედებიდან (მხედველობაში მაქვს უპირველეს ყოვლისა საპრივატიზაციო პოლიტიკა) ჩანს, ხელისუფლებამ ეკონომიკაში გეზი მთლიანად ბაზარზე აიღო(ეს უფრო აშკარა იყო კ.ბენდუქიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს). მას მიაჩნია, რომ ბაზარი ეკონომიკის მართვის იდეალური საშუალებაა. უფრო მეტიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით რამდენიმე წელიწადში ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ არ იქნება საჭირო და გაუქმდება. polity.ge
  2. ავტომფლობელების საპროტესტო აქცია,რომელიც გუშინ ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორიაზე დაიწყო, მსვლელობით და ავტომობილზე გაკრული წარწერებით "შეაჩერეთ დაბურული კანონი" გაგრძელდა. ასამდე მძღოლი,რომელიც აქციაზე შეიკრიბა,ქარხნულად დაბურულ მინებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამონაკლისის დაშვებას სთხოვდა. მათი თქმით,ავტომობილების ნაწილს,რომელიც საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით მოძრაობას, ქარხნულად დაბურული მინები აქვთ. მწარმოებლების ნაწილს კი ავტომობილისთვის დაუბურავი მინები საერთოდ არ აქვთ. არაორიგინალი მინების ავტომობილზე დაყანება კი მათი აზრით საფრთხეს უქმნის მგზავრთა უსაფრთოებას. გიორგი მგელაძემ რამდენიმე დღის პატრულს საკუთარი ავტომობილის მინების შუქგამტარიანობა შეამოწმებინა. ის ამბობს, რომ მისი მანქანა სტანდარტებში არ ჯდება და მას მინების გამოცვლა მოუწევს.მგელაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მას მინების გამოცვლა მინიმუმ 500 აშშ დოლარი დაუჯდება. ”საქმე ისაა, რომ სუბარუს დაუბურავი მინები საქართველოში არ იყიდება. ჩვენ ის უნდა შევუკვეთოთ ამერიკაში და ისიც არაორიგინალი, რადგან ჩემი მანქანის მოდელისთვის იაპონელებს დაუბურავი შუშები არ გამოუშვიათ. მათი ჩამოტანა აშშ-დან კი დამატებით ფინანსებთან და დროსთანაა დაკავშირებული”-ამბობს სუბარუ ფორესტერის მძღოლი. გიორგი მგელაძის მდგომარეობაში არიან ჰონდას, სუბარუს, ბე-ემ-ვე-ს ზოგიერთი მოდელის და კიდევ ათასობით ავტომობილის პატრონი, რომელთა მანქანის მინების დაბურვა დასაშვებ ნორმებში არ ჯდება. ისინი ითხოვენ, რომ შეზღუდვები არ გავრცელდეს ქარხნულად დაბურულ მინებზე. ამ მოთხოვნით ასამდე მძღოლმა დიღომში, ყოფილი ავტობაზრობის ტერიტრიაზე საპროტესტო აქცია მოაწყო. მათ ქარხნულად დაბურულ მინებზე გამონაკლისის დაშვება შსს-ს კიდევ ერთელ სთხოვეს. ორშაბათს ავტომობილთა მფლობელები შსს-ს მინისტრ ვანო მერაბიშვილს წერილსაც გადასცემენ, სადაც მათი თხოვნა იქნება ჩამოყალიბებული. საპროტესტო აქციის შემდეგ მძღოლბმა ავტომობილებით ქალაქის ცენტრისკენ მსვლელობა მოაწყვეს. მათ მინებზე გაკრული ჰქონდათ ქაღალდები წარწერით: ”შეაჩერეთ დაბურული კანონი”. შს მინისტრის 29 ოქტომბრის 917-ე ბრძანებით ავტომანქანის მინების დამუქებაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, 9 ნოემბერს მინისტრის ბრძანება შეიცვალა და შეზღუდვები შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: კერძოდ, ავტომანქანის წინა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 40 პროცენტით, ხოლო, უკანა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 75 პროცენტით. უკანა საქარე მინის დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის. </p>/get_img?NrArticle=3217&NrImage=1 Image 2577 სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg ჯეიმს კირჩიკი რუსეთი ავღანეთში დაბრუნდა, ამჯერად დასავლეთთან თანამშრომლობით. მაგრამ ემთხვევა კი სინამდვილეში მათი მიზნები ერთმანეთს? ნატოს ლისაბონის სამიტზე, რომელიც ამ თვეში გაიმართება, რუსეთი მოულოდნელი განცხადების გაკეთებას გეგმავს. ის დასავლური ქვეყნების სამხედრო ალიანსს ავღანეთში დაემხარება, ქვეყანაში, სადაც ოცი წლის წინ რუსეთი სამარცხვინოდ დამარცხდა იმ პარტიზანულ მოძრაობასთან ბრძოლაში, რომელიც აშშ–ს მხარდაჭერით მოქმედებდა და რამაც უკვე მორყეულ საბჭოთა კავშირს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა. რუსეთის თანამშრომლობას მის საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებთან (ISAF), ნატო, რუსეთ–დასავლეთის უფრო მასშტაბური დაახლოების შედეგად წარმოადგენს და ხაზს უსვამს იმას, რომ ვაშინგტონიც და მისი ევროპელი მოკავშირეებიც ამ პროცესის გაგრძელებისთვის მზად არიან. „ლისაბონის შეხვედრა რეალური შესაძლებლობაა ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ და წარსულის აჩრდილი დავმარხოთ“, – განაცხადა გასულ კვირაში, სამიტის წინ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. (რასმუსენი შარშანაც ანალოგიური წინადადებით გამოვიდა, თუმცა რუსებმა ის უარყვეს). ავღანეთში დახმარება კი ნატოს ნამდვილად არ აწყენს (თუმცა, უკეთესი იქნებოდა, რომ მისი წევრები იქ უფრო აქტიურად მოქმედებდნენ, რადგან ზოგიერთ მათგანს არ სურს დამატებითი ძალების გაგზავნა, ხოლო ის დანაყოფები, რომლებიც უკვე იმყოფებინ ავღანეთში, ძალიან მკაცრი შეზღუდვებით მოქმედებენ). მაგრამ ალიანსს მკაფიოდ უნდა ესმოდეს რუსეთის მოტივაცია. რუსეთთან ერთობლივი მოქმედების თავდაპირველი ხიბლი (რუსეთი იცნობს ავღანეთს ამ ქვეყანაში ათი წლის განმავლობაში ბრძოლის წყალობით) მალევე ქრება. ავღანელებს ყოფილ დამპყრობლებთან თბილი მოგონებები არ აკავშირებთ, თუ რატომ, ადვილი გასაგებია. ომის დროს, საბჭოეთმა დაახლოებით 1 მილიონი ავღანელი გაანადგურა, თანაც ეს ომი მიმდინარეობდა რუსებისთვის ტიპური გულგრილობითა და ადგილობრივი მოსახლეობის გონებისა და გულის მოგების აუცილებლობის სრული იგნორირებით. რუსეთი სისხლიან დაბომბვებს აწყობდა უზარმაზარ ტერიტორიებზე, ნაღმავდა მათ, რაც დღემდე კლავს და ასახიჩრებს მშვიდობიან ავღანელ მოსახლეობას, ასევე ანადგურებდა მთლიან სოფლებს იმის ეჭვით, რომ ისინი მოჯაჰედებს იფარავდნენ. რუსებისგან განსხვავებით, უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უპილოტო თვითმფრინავების შეტევების დროს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის გამო ხშირად აკრიტიკებენ, ის მაინც ესმით, რომ ადამინების დაღუპვა მათ მისიებზე ნეგატიურად აისახება, ამიტომ მილიარდობით დოლარს დებენ რეკონსტრუქციის პროექტებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, ამ ომში, რომელიც იმდენივე ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც საბჭოთა გაგრძელდა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რიცხვი დაახლოებით 12 ათასიდან 30 ათასამდეა. გარდა ამისა, რუსეთის რეალური წვლილი დიდი არ იქნება. ჯარებს ის არ გაგზავნის, მიუხედავად იმისა, რომ პარტიზნების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც წარმატება მიყრუებული რაიონების უზარმაზარ ტერიტორიებზე პირადი შემადგენლობის განაწილებაზეა დამოკიდებული, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. წინასწარი ინფორმაციით, რუსების დახმარება რამდენიმე ვერტმფრენის გადაცემით და სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით შემოიფარგლება. მოსკოვის მხრიდან ნატოს მისიის დახმარება ავღანეთში (რისი მიზეზიც თითქოს ის არის, რომ მოსკოვს სურს არ დაუშვას მებრძოლი ისლამისტების პოზიციების განმტკიცება მეზობელ სახელმწიფოებში და იმის თაობაზე წუხს, რომ ქვეყანაში ავღანური ოპიუმის შემოტანით ნარკომანთა რიცხვი იზრდება) ვერ შეედრება იმ ძალისხმევას, რომელიც მან ამ ომისთვის ზიანის მიყენების მიზნით გაიღო. როდესაც 11 სექტემბრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ტაჯიკეთს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა ის ავღანეთში ომის დასაწყებად პლაცდარმისთვის ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიის მისთვის დათმობას (ტაჯიკეთს ავღანეთთან 700 მილის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს), ტაჯიკებმა რუსების ზეწოლით გამო, უარი განაცხადეს. როდესაც შეერთებულმა შტატებმა ცენტრალური აზიის მეორე, ღარიბი რესპუბლიკა ყირგიზეთი, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, დაარწმუნა მისთვის ყირგიზეთის ტერიტორიაზე სატრანზიტო ცენტრის შექმნის შესაძლებლობა მიეცა, რომელსაც ვაშინგტონი ავღანეთში ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადაყვანისთის გამოიყენებდა, რუსეთმა უმალ დაიჩივლა და ამ ქვეყნის მთავრობაზე ზეწოლის განხორციელება დაიწყო, რათა მას ამერიკელები გაეყარა. შარშან, რუსეთმა დაარწმუნა ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი $2 მილიარდიანი კრედიტის სანაცვლოდ აშშ ქვეყნიდან გაეგდო. ბაკიევმა რუსეთის წინადადებაზე უარი მხოლოდ მას შემდეგ თქვა, როდესაც შეერთებული შტატები ყირგიზეთის მთავრობას ბაზისთვის იჯარის ფასის გასამმაგებას შეპირდა. წელს ბაკიევი აჯანყებით დაამხეს. ამ ბუნტის პროვოცირებაც მოსკოვმა ფარულად მოახდინა, და დღესაც ჩუმად ცდილობს ახალი ყირგიზული მთავრობა ამერიკელების გაძევებაზე დაითანხმოს. აღსანიშნავია, რომ შარშან მოსკოვი რუსეთის საჰაერო სივრცის და ტერიტორიის გავლით ავღანეთში სატრანზიტო ტვირთის გაზრდაზე დათანხმდა. მაგრამ რუსეთის ეს ვალდებულება, რომელიც მან ორ თვეში აიღო მას შემდეგ, რაც აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ავღანეთიდან 2011 წლის ივლისში ჯარების გამოყვანას იწყებს, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ამერიკელების სწრაფი წასვლისთვის ემზადება. უდაოა, რუსეთს სურს, რომ თალიბები, რომელთა წინაპრებსაც ის უშედეგოდ ებრძოდა 1980–იან წლებში, დამარცხდნენ, ხოლო ავღანეთში გარკვეული სტაბილურობა აღდგეს. ამ მხრივ მას და ნატოსთან საერთო ფუძემდებლური მიზანი აქვთ. მაგრამ მნიშვნელოვანი მეორე რამაა: ის ამ რეგიონზე დასავლეთის ხანგრძლივი გავლენის წინააღმდეგია და ამით აიხსნება მისი გაურკვეველი ქმედებები, რომელიც შიზოფრენიულს მოგაგონებს. სინამდვილეში კრემლის მიზნები ურთიერთგამომრიცხავია – სტაბილური ავღანეთი, ამა თუ იმ ფორმით წესიერი და წარმომადგენლობითი მთავრობით (ISAF–ის მიერ გამოცხადებული მისია ხომ ამაში მდგომარეობს) ცენტრალური აზიის რეგიონში ვერ იარსებებს, თუკი იქ დასავლეთის სამხედრო წარმომადგენლობა ხანგრძლივი დროით არ დარჩება. მაგრამ ყველა ამ ფაქტორზე მნიშვნელოვანი ის ცინიზმია, რომლითაც მოსკოვი ამ უმნიშვნელო დახმარებას დასავლეთზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს სხვა ისეთ საკითხებზე მოლაპარაკებებში, როგორებიცაა ნატოს გაფართოვება, ადამიანის უფლებები და ანტისარაკეტო თავდაცვა. საქართველოში ინტერვენციის დღიდან ორ წელიწადზე მეტი გავიდა, რუსეთი კი მისი მეზობლის ოკუპაციას განაგრძობს და აზრს უკარგავს ევროკავშირის ძალისხმევით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ომის ბოლოს გაფორმდა. რუსეთმა თვითგამოცხადებული ტერიტორიები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა და მათ მცხოვრებლებს რუსული პასპორტები დაურიგა, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. აგვისტოში რუსეთმა აფხაზეთში სერიოზული ანტისარაკეტო კომპლექსები განათავსა, ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას ორივე ტერიტორიაზე მუდმივი სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ. ცხადია, რომ მოსკოვი მის უმნიშვნელო დახმარებას ავღანეთში საქართველოში საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის გამოიყენებს – ქვეყანაში, რომელმაც თავის პრიორიტეტულ მიზნად ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია დაისახა. გარდა ამისა, რუსეთმა უკვე მოითხოვა იმ „მშვიდობისმყოფელთა“ შემადგენლობის რიცხოვნებაზე შეზღუდვის მოხსნა, რომლებიც თვითგამოცხადებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან. იმით, რომ დასავლეთისგან სუვერენული სახელმწიფოს ოკუპაციის ლეგიტიმაციას ითხოვს, მოსკოვი თავად ალიანსის წევრ ქვეყნებში ნატოს ძალთა განლაგებაზე დაობს. ნატო–რუსეთის შეთანხმების პროექტში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასული წლის დეკემბერში რასმუსენს გადასცა, რუსები მოითხოვენ, რომ ალიანსმა საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში (რუსეთის ეგრედწოდებულ „პრივილეგირებული ინტერესების სფეროში“) განთავსებული არმიების რიცხოვნება სამი ათასით შეზღუდოს, და რომ ამ ქვეყნებში ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობა 24–ს არ აჭარბებდეს, ხოლო მათი იქ ყოფნის ვადა წელიწადში 42 დღით განისაზღვროს. ასეთი წინადადებები ნატოს წევრ ქვეყნებში არათავდასხმითი ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების პროცესის წარმოუდგენელი ხელყოფის მცდელობაა. იმის გასარკვევად, თუ როგორ ხედავს მოსკოვი საკუთარ ურთიერთობებს ვაშინგტონთან, ამისთვის საუკეთესო საშუალება რუსი ლიდერების გულახდილობის ჟამს მოსმენაა. „მოდით, ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს“, – განაცხადა შარშან ერთ–ერთი რუსული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში კრემლის საქმეებში გარკვეულმა გლებ პავლოვსკიმ, „ობამა ჩვენი მოკავშირე არ არის. გაიხსენეთ, რომ ობამას მხარდაჭერა არ აქვს და ის უფსკრულის პირას დგას… ჩვენ მას უფრო ვჭირდებით, ვიდრე იგი ჩვენ“. როგორც ეს გარიგებების დროს ხდება, ავღანეთშო ნატოსთვის დახმარების შეთავაზება შემხვედრ დათმობებს ითვალისწინებს. ამერიკელები და მისი მოკავშირეები კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას მოსთხოვენ მათ ამ უმნიშვნელო დახმარების სანაცვლოდ. ორიგინალი ორიგინალი
  4. http://www.myliverpool.ru/_nw/54/27031575.jpg დღეს გაიმართა 13 ტურის შეხვედრა, სადაც ”სტოკმა” საკუთარ ”ბრიტანია სტეიდიუმზე” დაამარცხა ”ლივერპული” ანგარიშით 2-0 http://www.myliverpool.ru/_nw/54/27427455.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/54/25644599.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/54/52034128.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/54/44509073.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/54/12414919.jpg View the full article
  5. http://a.pix.ge/h/vn81b.jpg ექსკლუზივი: როი ჰოჯსონი გერმანიის ნაკრების N1 მეკარის, მანუელ ნოიერის შეძენას გეგმავს – იტყობინება ეგრეთ წოდებული “ჭორიკანა” საიტი – Goal.Com-ი. გერმანელ მეკარეს ბუნდეს ლიგაში აღარ უნდა კარიერის გაგრძელება – მას პრემიერ ლიგა იზიდავს – ამ ინფორმაციას კი Telegraph-ი გვაწვდის. გავრცელებული ხმების თანახმად პეპე რეინასა და როი ჰოჯსონს შორის ურთიერთობა დაძაბულია, ამიტომ მწვრთნელი მის გუნდიდან გაშვებას გეგმავს – გამოსავალი იდეალურია, 24 წლის გერმანელი შესანიშნავი კიპერია – გერმანიაში ეგრეთ წოდებული ახალი “ოლივერ კანი”. “ჩვენ ძალიან გვიჭირს ნოიერის შენახვა, ფაქტია ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომაც ვერ ვაკავებთ “შალკეში” – ნორმალურია მას პრემიერ ლიგაში უნდოდეს კარიერის გაგრძელება” – განუცხადა მაგათმა Bild-ს. კასტროლის რეიტინგებში მანუელ ნოიერს ფეხბურთელებში (და არა მეკარეებში) 421-ე ადგილი უჭირავს. View the full article
  6. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/europianvoice2.jpg ავღანეთში ევროპამ ვერ შესძლო ნატო-ს არსებობის გამართლება სცენაზე ღიმილი და კულისებში ოხვრა – ასეთი იქნება 20 ნოემბრის ნატო-ს ლისაბონის სამიტი. როგორი გაცხარებითაც არ უნდა უარყოფდნენ საჯაროდ ამას ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, ნატო-ს ეპოქა სრულდება. ავღანეთის ომი ალიანსისთვის გამოცდა იყო. თუკი მას შორეულ ქვეყნებში ბრძოლა არ შეუძლია, მაშინ მასზე იმ ფულის დახარჯვაც არ ღირს, რაც იხარჯება. ავღანეთის მარცხი ერაყისაზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო. მეორე შემთხვევაში ყველაფრის დაბრალება უპასუხისმგებლო ჯორჯ ბუშზე და დონალდ რამსფელდის პერიოდის პენტაგონის არაკომპეტენტურობაზე შეიძლება. არადა სწორედ ევროპელი მემარცხენეები მოითხოვდნენ ყველაზე ხმამაღლა იმ პურიტანელი თალიბების საერთაშორისო ჩარევით შეჩერებას, რომლებსაც სძულთ ქალები და ჰომოსექსუალებს ქვებს ესვრიან. თუმცა თავად ევროპას საკუთარი გამოცდა არ გაუვლია. ევროპელები, ზოგიერთ ღირსეულ გამონაკლისს თუ არ ჩავთლით, ძალიან მოკრძალებულები და სუსტები აღმოჩდნენ ბრძოლისთვის და ამავდროულად ძალიან ცუდად იცნობდნენ ავღანეთს იმისთვის, რომ ადგილობრივი ძალების მომზადებაში დახმარება გაეწიათ. ამერიკელი სამხედროების თვალსაზრისით საბოლოო ჯამში მათი დახმარება უსარგებლო აღმოჩნდა. უახლოეს წლებში ამერიკის არმია ავღანეთს დატოვებს, მაგრამ ისინი არ დაბრუნდებიან ძველ ბაზებზე ძვირადღირებულ და არასტუმართმოყვარე ევროპაში, არამედ სახლებში გაემგზავრებიან, ან სხვა ქვეყნებში ახალი მისიებით. ევროპელები ეგოისტები არიან. მათ სხვა, მოკავშირეებისადმი უფრო ყურადღებიანი აშშ სჭირდებათ და ამავდროულად სხვა ომები – სასურველია ისეთები, რომელთა მოგებაც მარტივად შეიძლება. ასეთი ფანტაზიების წყალობით, 2010 წლისთვის ნატო იმ საქორწინო კავშირს დაემსგავსა, სადაც ცოლ-ქმარი დასვენების დღეებს ცალ-ცალკე ატარებს, თანაც თითოეული მათგანი იმაზე ოცნებობს, რომ მეორე უფრო ყურადღებიანი გახდეს. ამას ცალ-ცალკე საძინებლები და საბანკო ანგარიშები მოჰყვება და საბოლოოდ უბედური წყვილი ერთმანეთს მხოლოდ საუზმეზე შეხვდება ყოფით ხარჯებზე საკინკლაოდ. ნატო არამხოლოდ ექსპედიციური ალიანსის როლში დამარცხდა, ის არც იმისთვისაა საჭირო, რომ დაიცვას ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურაში სუსტი ადგილები, მისი ბიუროკრატიული – სამოქალაქო და სამხედრო – აპარატები. ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის თანამშრომლები შესაძლოა ამას ჯერ ვერ ხვდებიან, მაგრამ ზეიმი დასრულდა. მათი კომფორტული ცხოვრების წესი, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ აქვთ, ისტორიას ბარდება, ის თვალსა და ხელს შუა ილევა და ქრება ისევე როგორც გაილია და გაქრა 1990-იანი წლების დასაწყისის საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს გრანდიოზული და მდიდარი „სამხედრო ადმინისტრაციები“ დასავლეთ ბერლინში. როდესაც აშშ-ს დახმარება დასჭირდება ის იმ ევროპელ ქვეყნებს მიმართავს, რომლებსაც ნამდვილი ჯარისკაცები ჰყავთ, რომლებიც მზად არიან სიკვდილისთვის და სხვების მოსაკლავად სხვათა ომებში. ამისთვის მათ ნატო არ სჭირდებათ. რა თქმა უნდა, აშშ-სთვის ევროპული უსაფრთხოება მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება – ნაწილობრივ სენტიმენტების, ნაწილობრივ სიფრთხილისა და ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას ძველებურად აწუხებს რუსეთის დამოკიდებულება მისი ყოფილი იმპერიისადმი, თუმცა პრობლემათა სპექტრი, რაც ამერიკას და ევროპას აკავშირებს მცირდება. ახლა გერმანია და არა აშშ ამყარებს წესრიგს დასავლეთ-ბალკანეთში, რუსებს ბოსნიელ სერბებზე ზეწოლას აიძულებს, შუამავლის როლს თამაშობს საბერძნეთს და მის უსახელო ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობაში და ცდილობს გაერკვეს დნესტრისპირულ გაუგებრობაში. აშშ მომავალშიც ითანამშრომლებს თავის ევროპელ მოკავშირეებთან უკიდურეს ჩრდილოეთსა და არქტიკაში. ნავთობისა და ისრაელის გამო, შეერთებული შტატები არ დატოვებს აღმოსავლეთ-ხმელთაშუაზღვისპირეთს და შავი ზღვაც ყურადღების ქვეშ ეყოლება (თუმცა უკრინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიღწევას შეწყვეტს – რუსეთთან ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია). ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი – ის ერთადერთი ევროპული ქვეყნებია, რომლებიც ამერიკამ (თეორიულად) რუსეთისგან უნდა დაიცვას. შესაბამისად, აშშ სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრხოების სფეროში თანამშრომლობას ჩრდილოეთსა და ბალტიის აუზში (რასაც გასულ კვირას ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრა მიეძღვნა). რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ამერიკისთვის შვედეთი და ფინეთი, ანუ ის ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, რომლებიც ნატო-ს წევრები არ არიან, ვიდრე იმ ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც ნომინალურად ალიანსის წევრებად ითვლებიან. ევროპა კი იმ ადგილად დარჩება, სადაც ამერიკული ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემა განთავსდება. ის ასევე უზრუნველყოფს ლოჯისტიკურ მხარდაჭერას ამერიკის უცხოური მისიებისთვის და (ყოველ შემთხვევაში მე ვიმედოვნებ) შეინარჩუნებს მტკიცე ტრანს-ატლანტიკურ დიპლომატიურ კავშირს აშშ-სთან დღეს ისეთი არაპოპულარული იდეების მხარდაჭერისთვის, როგორებიცაა პოლიტიკური თავისუფლება და კანონის უზენაესობა. ავტორი – The Economist-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპის კორესპონდენტი. ორიგინალი ორიგინალი
  7. http://i008.radikal.ru/1011/be/0593a6a6d452.jpg გთავაზობთ პრემიერლიგის 13-ე ტურის მატჩში ლივერპულის ოფიციალურ შემადგენლობას რეინა კარაგერი – კირგიაკოსი – შკრტელი – კონჩესკი ლუკასი – ჯერარდი მეირლეში - კიუიტი- მაქსი ტორესი სათადარიგოები: ჯონსი, კელი, პაულსენი, შელვი, ივანოვიჩი, ბაბელი, ნგოგი http://s51.radikal.ru/i133/1011/ef/b41bacafd2ad.jpg View the full article
  8. http://a.pix.ge/c/rybkp.jpg “ჩელსი” და “ლივერპული” “პალერმოს” ნახევარმცველ – არმინ ბასიმოვიჩისთვის იბრძოლებენ – იუწყება ინგლისური გამომცემლობა Talksport-ი. 21 წლის ბასიმოვიჩმა უკვე გააოცა ევროპული გრანდები – ის ბრწყინვალედ ასპარეზობს სერია A-ში. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სლოვენიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “წითლები” 12 მილიონს გადაიხდიან, მაგრამ მათ კონკურენციას ლონდონის “ჩელსის” წარმომადგენლები გაუწევენ. “მილანი” ასევე აკვირდება არმინს, მაგრამ იტალიაში ვარაუდობენ, რომ ბასიმოვიჩი ინგლისში წავა კარიერის გასაგრძელებლად. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53907.jpg`რისხვის დღე` მოსკოვში წუხელ აქტივისტების დაკავებით დასრულდა. ტვერის მოედანზე მიტინგი ნაცემი ჟურნალისტის ოლეგ კაშინის მხარდასაჭერად მოეწყო. View the full article
  10. http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/columnists/2010/2/22/1266838025997/Glen-Johnson-in-training--002.jpg გლენ ჯონსონის მერსისაიდულ კარიერას საფრთხე ემუქრება… ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი უკმაყოფილოა თავისი გუნდის მარჯვენა მცველის, გლენ ჯონსონის თამაშით და იგი ამას საჯაროდ აცხადებს. მიმდინარე სეზონში, 26 წლის მარჯვენაფლანგელი იმედებს ნამდვილად ვერ ამართლებს, რაც ჰოჯსონს საფიქრალს უმატებს. “მიმდინარე სეზონში გლენს არცერთხელ არ დაუმტკიცებია, რომ იგი საუკეთესო ინგლისელი მარჯვენა მცველია. მინდა შევეკითხო მას, როგორ აფასებს საკუთარ თამაშს. თუ იგი კმაყოფილია, ეს მე არ მაწყობს და თუ უკმაყოფილოა, მაშინ რატომ თამაშობს ასე?” – ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს Guardian. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯონსონს არა მხოლოდ სათამაშო ფორმის, არამედ ჯანმრთელობის მხრივაც აქვს პრობლემები. მან “ლივერპულის” ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთში მიიღო მონაწილეობა. უკვე ვრცელდება ხმები, რომ “ლივერპული” ჯონსონის იანვარში გაყიდვას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელები 26 წლის მცველს არცთუ იაფად დააფასებენ, მისი შეძენის მსურველები მაინც საკმარისად არიან. თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ჯონსონის გადაბირება ინგლისურ “ტოტენჰემს”, ასევე იტალიურ “ინტერსა” და “იუვენტუსს” სურთ. View the full article
  11. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53909.jpgრუსეთის მოსახლეობის 47 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს. სოციოლოგიური კვლევის შედეგები ”ლევადა-ცენტრმა” გამოაქვეყნა. View the full article
  12. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif ჰემიშ მაკრეი ძალა აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს და თუკი ვინმეს იმ მომენტის დაფიქსირება სურს, როდის გახდება ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო, შეუძლია ამ დღეებში სეულში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდეს საქმე ისიც კი არ არის, რომ ეს კორეაა და არც ის, რომ „დიდი ოცეული“, რომლის შემადგენლობაშიც ყველაზე მსხვილი „ახალი განვითარებული“ ქვეყნები შედიან, ძველ „მდიდართა კლუბს“ – „დიდ შვიდეულს“ ჩრდილავს. საქმე იმაშია, რომ როგორც ამ კვირაში გაირკვა, „ახალი განვითარებულები“ რეცესიას გაცილებით უკეთ გაუმკლავდნენ ვიდრე ძველები. ევროპა და ჩრდილოეთ-ამერიკა „ოცეულის“ ფორუმზე, მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ძლიერი რეცესიის გამო, ვალებით დამძიმებულები გამოცხადდნენ. აზია და აფრიკის დიდი ნაწილი ისე გამოიყურება, თითქოს არც არანაირი რეცესია არ ყოფილა. ეს მარტივად იგრძნობა, თუკი ბოლო რამდენიმე დღის ახალ ამბებს გაეცნობით. ისმოდა პროგნოზები, რომ თუკი ვალუტის გაცვილით კურსს შემსყიდველობის რეალურ უნართან შესაბამისობაში მოვიყვანთ, ჩინეთის ეკონომიკა აშშ-სას მოცულობით ორი წლით გაუსწრებს. ისიც ითქვა, რომ ჩინეთის ლიდერები პორტუგალიას სტუმრობდნენ და მას ვალის სახით, ვალებთან გამკლავებისთვის ფულს შეპირდნენ. იყო ინდოეთში მოხეტიალე ობამაც და დევიდ კემერონიც, რომელიც ჩინეთთან ექსპორტზე კონტრაქტების მოპოვებას ცდილობდა. ასევე არსებობს სერიოზული სხვაობა თვითდაჯერებულობის ხარისხის მხრივ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რეცესიას გადაურჩნენ და პირიქით, რომლებიც ზრდის განახლების მიღწევას ცდილობენ. წარსულში, ომის შემდგომი რეცესიების დროს ყველა პრობლემას ტრადიციულად დასავლური სახელმწიფოები წყვეტდნენ. წელიწადნახევრის წინაც კი, ლონდონში „დიდი ოცეულის“ სამიტზე არასაჯაროდ გადაწყდა, რომ გორდონ ბრაუნის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივათა პაკეტს განახორციელებდნენ. დღეს, ყოველ შემთხვევაში აზიაში, ვალებით დამძიმებული დასავლეთი არა პრობლემების გადაწყვეტის საშუალებად, არამედ თავად პრობლემად მიიჩნევა. რეცესია „მსოფლიო“ კი არ იყო, არამედ „ჩრდილო-ატლანტიკური“. ძალიან სასტიკი ნათქვამი იქნებოდა რომ ჩვენ მათ ვევედრებით, ისინი კი ძალაუფლების სხივებში ბანაობენ, მაგრამ ამაში რაღაც რეალურიც არის. სინამდვილეში ამ ორივე სამყაროს ერთმანეთი სჭირდება და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ ყველას გვჭირდება ღია სავაჭრო სისტემა და კაპიტალის თავისუფლად გადაადგილება გონივრული დოზით. სულ ახლახანს მსოფლიოში ადგილი ჰქონდა ისტორიაში კეთილდღეობის უპრეცედენტო ტალღას, რომელიც საკმაოდ ბევრზე გავრცელდა, თუმცა შესაძლოა ყველაზე არა. უგუნურება იქნებოდა ასეთ კარგ გეგმაზე უარის თქმა, მაგრამ მაშინ ყველამ ამ გეგმით უნდა იმოქმედოს, ანუ ყველამ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკა უნდა აწარმოოს. კონტექსტში თუ ვიტყვით, მსოფლიო დღეს ძალის ცენტრის ისეთი მასშტაბური გადაადგილების ადრეულ ეტაპზეა, რომლის შესახებაც ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ არაფერი სმენიათ. უახლოესი ორი ათლწლეულის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკურ ბატონობა ჩინეთის და ინდოეთის ხელში აღმოჩნდება, როგორც ეს 200 წლის წინ იყო. „ოცეულის“ შეხვედრაზე საუბარი იქნება მათ იდეებსა და ზოგიერთი „ახალი განვითარებულის“ იდეებზეც და ეს იდეები არსებულ მსოფლიო სისტემაში დაინერგება და მის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, მაგრამ მას ადაპტაცია სჭირდება და ეს შეხვედრა გახდება იმ ოცწლიანი დავის დასაწყისი, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ორიგინალი ორიგინალი
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_temps.jpg პეტრე სმოლიარი რუსეთის სამხედრო ნაწილები, საქართველოს ბოლო ქართული სოფლიდან, პერევიდან, 18 ოქტომბერს გავიდნენ. სოფელი მათ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ხანმოკლე ომის შემდეგ დაიკავეს სოფელ პერევს ნოემბრისთვის უჩვეულო მზე აცხუნებს. ხრეშიანი, ციცაბო ბილიკების გასწვრივ ღორები სეირნობენ, ცხენები კი ხის მოჭრილი მორების სიმძიმით წელში მოხრილან. ეს ქართული სოფლის ცხოვრების ფოლკლორია, მთელი თავისი ბანალურობით, თუ არ ჩავთვლით იმას რომ თავად ადგილი ბანალური სულაც არ გახლავთ. პერევი სადაც 1 100 ადამიანი ცხოვრობს, ბოლო დრომდე საქართველოს ტერიტორიაზე ის ერთადერთი ქართული სოფელი იყო, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები 2008 წლის აგვისტოს მედვედევი-სარკოზის სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევით აკონტროლებდნენ. საბოლოოდ, 18 ოქტომბერს მოსკოვმა სოფლიდან ის ჯარისკაცები, რომლებიც სოფლის შესასვლელში საკონტროლო-გამშვებ პუნქტს აკონტროლებდნენ, რამდენიმე ასეულ მეტრში სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ყოფილ სეპარატისტულ რეგიონში გაიყვანა. ამ რეგიონმა ომის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. უცნაური დამოუკიდებლობა, სხვისი მფარველობის ქვეშ: იქ შესასვლელად ხიდს თუ გადაკვეთთ, საკონტროლო პუნქტის თავზე ორ, სამხრეთ-ოსეთისა და რუსეთის დროშებს დაინახავთ. „რუსებისთვის პერევი საინტერესო იმ თვალსაზრისით იყო, რომ სოფელი მათ ორ სამხედრო ბანაკს აკავშირებდა“ – გვიხსნის გეორგიუს პაპაიანუ, რომელიც სოფლის გზაზე მიგვაცილებს. ბერძენი საზღვაო ოფიცერი საჩხერის რაიონში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელია, საჩხერე დედაქალაქ თბილისიდან სამი საათის სავალ გზაზე მდებარეობს. 18 ოქტომბრის შემდეგ პაპაიანუ პერევში ვითარების შესაფასებლად ყოველ კვირას ჩამოდის. სოფლის მცხოვრებლები მის ცისფერ ბერეტს უკვე შორიდან სცნობენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) რეგიონში 2008 წლის ოქტომბერში განთავსდა. ის 300 ადამიანისგან შედგება და ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესრულების კონტროლზეა პასუხისმგებელი. მისია სადემარკაციო ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ პატრულირებს და საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას ეკონტაქტება. რუსები და ოსები მათ სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე არ უშვებენ, ისევე როგორც მეორე სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში. თითოეულ ამ ტერიტორიაზე რუსეთმა 3 600 სამხედრო განათავსა. 46 წლის ლოლა მაქასარაშვილი, საკუთარი ეზოს ზღურბლთან იმაში გვარწმუნებს, რომ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. „რუსებს არასდროს არ შევუწუხებივართ. ერთადერთი, გადაადგილების პრობლემა იყო. ისინი ჩვენს საბუთებს მუდმივად ამოწმებდნენ“. მისი თქმით, რუსების გასვლის შემდეგ, მცხოვრებლები ძალიან ფრთხილობენ. „თხილისა და კენკრის შესაგროვებლად ტყეში გასვლას ვეღარ ვბედავთ“. სოფლის მეორე მცხოვრები ვლადიმერ ბერაძე, რომელსაც ხელში გამოხდილი არყის ბოთლი უჭირავს, ასკვნის: „რუსების აქ ყოფნას ერთი სარგებელი ჰქონდა, ისინი ოსებს ამ ადგილებს არ აკარებდნენ“. თბილისის ხელისუფლებამ რუსების გასვლა საკუთარ თავს მიულოცა, თუმცა თავშეკავებულად: „პერევიდან უკანდახევა, მხოლოდ ერთი პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ ის ოკუპირებული ტერიტორიების მხოლოდ 1%-ია“ – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია – „ჩვენ ილუზიების ტყვეობაში არ ვართ. პრობლემა ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება“. მოსკოვი დასავლეთთან მოლაპარაკებებში პერევის კარტს დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა. პირველად რუსი ჯარისკაცები პერევიდან 2008 წლის დეკემბერში გავიდნენ, თუმცა 24 საათში უკან დაბრუნდნენ. დღეს მათი პერევიდან გასვლა გადაადგილების პრობლემებს ვერ აგვარებს. ოსი ბავშვები სოფლის სკოლაში სწავლობენ, თავად სოფლის მცხოვრებლებიდან კი ბევრს სამხრეთ-ოსეთში თავისუფლად გადაადგილება სურს, ახლობლების მონახულებისა და ხილის და ბოსტნეულის გასაყიდად. რუსები ყველას ამოწმებენ და ზედმეტი ტვირთის გატანაზე უარს ეუბნებიან. „ომის შემდეგ მხოლოდ 30 კგ ტვირთის გადატანაა შესაძლებელი“ – გვიხსნის რეგიონის პოლიციის უფროსი ვასილ ბახტურიძე. 2009 წლის გაზაფხულიდან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ვითარება სტაბილურია. 2010 წელს სულ 140-მდე გასროლა დაფიქსირდა, მაგრამ მათი უმრავლესობა სიხარულის აღნიშვნის ან ვარჯიშების დროს გაისმა. „დღეს კონფლიქტი ლიკვიდირებულია“ – ამბობს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გერმანელი დიპლომატი ჰანს იორგ ჰაბერი. „ჩვენ ვითარების სტაბილიზაციას მივაღწიეთ, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში მისიის ძალისხმევა არასაკმარისია. საჭიროა პოლიტიკური სტრატეგია“. როგორც სჩანს, ევროკავშირის მისიას აქ დარჩენა დიდი ხნით მოუწევს. დაინტერესებულ მხარეებს შორის ჟენევის მოლაპარაკებებში წინსვლა არ შეიმჩნევა. რუსეთს ერჩია ევროკავშირის მსგავსად რეგიონში მედიატორის ფუნქციით ყოფილიყო აღჭურვილი, მაგრამ ის კონფლიქტის მხარეა. უმთავრესად პრობლემად რჩება დევნილთა საკითხი, განსაკუთრებით ახალგორის რაიონში, რომელსაც ომის შემდეგ სამხრეთ- ოსეთის მილიცია აკონტროლებს. „სამხრეთ-ოსეთიდან სულ 30 000 ქართველი გაიქცა. უკან არც ერთი არ დაბრუნებულა“ – აღნიშნავს ჰაბერი – „ზოგიერთები დრო და დრო საკუთარი სახლების სანახავად ჩამოდიან, მაგრამ უმალ უკან ბრუნდებიან. საკმარისი უსაფრთხოება არ არის“. ეს რაიონი დიდწილად ქართველებით იყო დასახლებული, მაგრამ მას შემდეგ რაც თბილისმა მასზე კონტროლი დაკარგა, მუქარებისა და გაძარცვის შიშით, მოსახლეობამ მისი მიტოვება დაიწყო. 7 000 მოსახლიდან, დაახლოებით 5 000-მა თავი დანარჩენ საქართველოს შეაფარა. ორიგინალი ორიგინალი
  14. წმინდა 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეტეხის ხიდზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,… ლინკი მედიანიუსზე
  15. ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას, დაღესტანის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ქალაქ დერბენტში, კონიაკის ქარხნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა იარაღის დიდი პარტია – ორი შაშხანა, "კალაშნიკოვის" ავტომატი, ოთხი სანადირო თოფი, ორი პისტოლეტი და ასევე ტყვია–წამლის სოლიდური რაოდენობა.რესპუბლიკის შსს-ს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, მთელი ამ არსენალის მფლობელებად აღმოჩნდა საწარმოს ორი თანამშრომელი, რომლებმაც ვერ ახსნეს თუ რისთვის სჭირდებოდა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  16. საქართველოს საფრთხეების შეფასების ახალი დოკუმენტი ქვეყნისთვის ნომერ პირველ საფრთხედ რუსეთს განიხილავს. კრემლის მთავარ მიზნად საქართველოს ევროატლანტიკური არჩევნის რეალიზაციისთვის ხელის შეშლა და რუსულ ორბიტაზე ძალადობრივი გზით დაბრუნება სახელდება. იხილეთ tabula.geზე
  17. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53910.jpgაჭარაში ახალი სასტუმროების მშენებლობა დაიწყო. ქობულეთში, ტურისტულ ზონაში, ე.წ. ფიჭვნარის ტერიტორიაზე მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი. View the full article
  18. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53906.jpgსაქართველოს კათალიკოს-პატიარქმა მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა. დღეს წმინდა 100 ათასი მოწამის ხსენების დღეა. View the full article
  19. აჭარაში ახალი სასტუმროების მშენებლობა დაიწყო. ქობულეთში, ტურისტულ ზონაში ე.წ. ფიჭვნარის ტერიოტირაზე მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი. გაფორმდა პირველი… ლინკი მედიანიუსზე
  20. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში სანაგირის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ჩამოინგრა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სამონასტრო კომპლექსი უკიდურესად დაზიანებულია.… ლინკი მედიანიუსზე
  21. ბიუჯეტის თემაზე იმსჯელეს დღეს “თბილისი მარიოტში” გამართულ სემინარზე. გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებული სემინარი პარლამენტის და ფინანსთა… ლინკი მედიანიუსზე
  22. მოხუცთა თავშესაფარს დღეს ქრისტიან–დემოკრატიულმა პარტიამ ასი ათასი მოწამის ხატი გადასცა. საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები თავშესაფარში ანსამბლ ‘’ნაბადთან’’… ლინკი მედიანიუსზე
  23. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ოპტიკურმა კომპანია ”რონიკომ” სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ექსკლუზიური პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში,… ლინკი მედიანიუსზე
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/dzagania-kaxa-150x130.jpgბავშვების დაშინებას და შანტაჟის მცდელობაზე ქვეყნის შინგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა აუცილებლად ოფიციალური განმარტებები უნდა გააკეთოს. ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბავშვების შანტაჟს პოლიციის ძალით ახორციელებს და მათ თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევს. ,,გუშინ საღამოს პეკინის ქუჩაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გააჩერეს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის ვაჟი, მე-12 კლასის მოსწავლე ბექა ნათელაშვილი და მისი მეგობარი. ორივე გაჩხრიკეს, გადაუღეს ფოტოები, დაუსვეს შეკითხვა, მონაწილეობდნენ თუ არა სკოლის მოსწავლეების მიერ რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში, საბოლოოდ კი უთხრეს, რომ ისინი აღრიცხვაზე არიან აყვანილი და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლებს”,- განაცხადა ძაგანიამ. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები აქამდეც მომხდარა, თუმცა ბექა ნათელაშვილი ამას ამ დრომდე არ ამხელდა. იხილეთ epn.ge
  25. რუსეთის მასმედიის ინფორმაციით, ინგუშეთის სუნჟენსკის რაიონში მილიციის თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი იქნა იარაღისა და ტყვია–წამლის სამალავი.სამალავი, საიდანაც ამოღებული იქნა ერთი "კალაშნიკოვის" ავტომატი, ორი "მაკაროვის" პისტოლეტი, ნაღმმტყორცნის ცხრა ჭურვი, Ф-1 ტიპის ხელყუმბარა და 1,4 ათასზე მეტი სხვადასხვა ყალიბის ვაზნები, აღმოჩენილი იქნა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას, რომელსაც აწარმოებდნენ რესპუბლიკის ძალოვანი ორგანოები.რესპუბლიკის შსს პრეს–ცენტრზე დაყრ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...