Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის გამო კმაყოფილებას გამოთქვა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" თეთრის სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს."პრეზიდენტი ობამა პარასკევს ლისაბონში საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთოების გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივაზე იმსჯელეს. ობამამ კვლავ დადასტურა საქართველოს სუვე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ, ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად, გიორგი ბოკერია დაინიშნა,-წერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტი. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად თანხმობის მისაღებად, საქართველოს პარლამენტს თემურ იაკობაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციის საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი დაინიშნა, რომელიც ასევე შეითავსებს ვიცე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. http://a.pix.ge/t/e9zgb.jpg ფერნანდო ტორესის აზრით, ახლა სისულელეა რაფაელ ბენიტესზე და მის დაბრუნებაზე ფიქრი, რადგან ესპანელი მწვრთნელი უკვე ისტორიის ნაწილია… “რაფა დიდხანს იყო ლივერპულში, ის კლუბის ისტორიის ნაწილია, მის მიერ მიღწეული წარმატებები კი ისტორიას დარჩა. ჩვენი საქმე ახლა მხოლოდ აწმყოზე ფიქრია.” “ჩვენ არ ვართ იმ ადგილას, სადაც უნდა ვიყოთ, უფრო მაღლა … გასავადნი ზონაც ძალიან ახლოსაა. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ახლო მომავალში, რომ შევძლოთ წარმატების მიღწვა.” “დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ და კარგი სტარტის შემდეგ სულ წარმატებას მივაღწევთ. ” – ფორვარდი არასოდეს იხევს უკან” tribalfootball.com View the full article
  4. http://www.independent.co.uk/multimedia/dynamic/00476/Aquilani_476606d.jpg ლივერპულის იტალიელმა ნახევარმცველმა, ალბერტო აქუილანიმ განაცხადა, რომ მას ძალიან სიამოვნებს “იუვეში” თამაში და იქ ბედნიერია. … “ბევრი მირჩევდა, რომ რომელიმე დაბალი დონის კლუბში გადავსულიყავი ამ 1 წლის მანძილზე და იქ აღმედგინა ფორმა, თუმცა არ მინდოდა კარიერის ნაწილი დიდი გრანდისთვის არ შემეწირა.” ” როცა იტალიელები დაუკავშირდნენ როი ჰოჯსონს, ისიც და მეც სიამოვნებით დავთანხმდით მათ შემოთავაზებას.” “მე მინდოდა ბევრი თამაში პრაქტიკისათვის, 1 წლიანი ტრამვის შემდეგ, და“ბიანკორენებთან” ჩემ სათამაშო ფორმას კარგად ვიღდგენ.” ალბერტო სწორედ იუვეში თამაშისას გამოიძახეს იტალიის ნაკრებში … tribalfootball.com აკვილანის მომავალი ნისლშია გახვეული. არავინ იცის თუ სად დაიწყებს ის ახალ სეზონს. გაიყიდება ლივერპულის მიერ და დარჩება “ბებერ ქალბატონში”, თუ დაბრუნდება ენფილდზე. გარკვეულწილად ეს ყველაფერი როი ჰოჯსონის (ან იმედია ახალი მწვრთნელის: ავტ) გადასაწყვეტი იქნება. View the full article
  5. რადიო თავისუფლება მიხეილ სააკაშილისა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრაზე დღეს მასალას აქვეყნებს. სტატიაში, სადაც პრეზიდენტების შეხვედრაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ არის წინააღმდეგი რუსეთის ნატოში ინტეგრაციის. რადიო თავისუფლება საინფორმაციო სააგენტო ფრანცპრესს ეყრდნობა, რომელსაც კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა მისცა. ,,იმედი მაქვს, ნატო ერთ დღეს გავლენას იქონიებს რუსეთზე და გახდის მას უფრო ცივილურს’’, - ამბობს სააკაშვილი საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტები ერთმანეთს ნატოს სამიტის ფარგლებში ლისაბონში შეხვდნენ. შეგვედრა გუშინ გვიან ღამით 23.30 საათზე დაიწყო და ნახევალ საათს გაგრძელდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/9/19/1253385908369/Fernando-Torres-celebrate-001.jpg გთავაზობთ რამოდენიმე ვიდეოს ლივერპულის და “ჩაქუჩები”-ს წინა დაპირისპირებებიდან და ასევე ვიდეო-პრევიუს… 2006 წლის FA თასის ფინალი. დაუვიწყარი მატჩი, რომელიც 3-3 დასრულდა და პენლებში ლივერპულმა შემდეგ 3-1 მოიგო. მაგრამ ეს სტატისტიკაა და სხვა არაფერი. თამაში კი უდაოდ საოცარ განწყობაზე დაგაყენებთ. 2008 წელი, ლივერპული 3-0 ვესთ ჰემი. გთავაზობთ ელ ნინიოს ჰეთრიკს… დანიელ აგერის ულამაზესი გოლი ვესთ ჰემის კარში: და ბოლოს, მატჩის წინასამატჩო ვიდეო-მიმოხილვა View the full article
  7. საქართველოს და აშშ პრეზიდენტები ლისაბონში გუშინ ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.სააკაშვილი ობამას შეხვედრაზე პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი წერს. “ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ორ სახელმწიფოს შორის მტკიცე და ზრდად პარტნიორობაზე, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებსა და სტრატეგიულ ამოცანებზე”. პრეზიდენტებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები . “ ორივე ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ურთიერთობის გაღრმავებას საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეგიდით, რომელიც ოთხ ფართო სფეროს მოიცავს: დემოკრატიულ რეფორმას, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას, თანამშრომლობას ეკონომიკის დარგში და ხალხთა შორის კავშირს”. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამასა და მის ადმინისტრაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე იმისთვის, რომ აშშ ადასტურებს საქართველოს გზას ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებისკენ. “პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველი ხალხის სახელით მადლიერება გამოხატა ობამას ადმინისტრაციის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ იმისათვის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების პაკეტი გამოუყვეს, რაც ჩვენს ქვეყანას ორი წლის განმავლობაში დიდად წაადგა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში”. პრეზიდენტმა ობამამ დადებითად შეაფასა საქართველოს წვლილი ნატო-ს აისეფის მისიაში ავღანეთში, სადაც თითქმის ათასი ქართველი სამხედრო მსახურობს და გულწრფელი მადლიერება გამოხატა იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და ნატო-ში. “მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდა კვლავაც განაგრძოს მათი განხორციელების პროცესი”. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. საქართველოსა და აშშ–ს პრეზიდენტები გუშინ ლისაბონში ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. სააკაშვილი– ობამას შეხვედრაზე პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი წერს. “ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ორ სახელმწიფოს შორის მტკიცე და მზარდ პარტნიორობაზე, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებსა და სტრატეგიულ ამოცანებზე”. პრეზიდენტებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. “ ორივე ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ურთიერთობის გაღრმავებას საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეგიდით, რომელიც ოთხ ფართო სფეროს მოიცავს: დემოკრატიულ რეფორმას, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას, თანამშრომლობას ეკონომიკის დარგში და ხალხთა შორის კავშირს”. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამასა და მის ადმინისტრაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე იმისთვის, რომ აშშ ადასტურებს საქართველოს გზას ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებისკენ. “პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველი ხალხის სახელით მადლიერება გამოხატა ობამას ადმინისტრაციის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ იმისათვის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების პაკეტი გამოუყვეს, რაც ჩვენს ქვეყანას ორი წლის განმავლობაში დიდად წაადგა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში”. პრეზიდენტმა ობამამ დადებითად შეაფასა საქართველოს წვლილი ნატო-ს აისეფის მისიაში ავღანეთში, სადაც თითქმის ათასი ქართველი სამხედრო მსახურობს და გულწრფელი მადლიერება გამოხატა იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და ნატო-ში. “მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდა, კვლავაც განაგრძოს მათი განხორციელების პროცესი”. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. საინტერესო ისტორიული ფაქტების V ნაწილი1. იაპონიაში, თავის დროზე, დაბალ ფენას მზისგან დასაცავად უფლება ჰქონდა, ფართოფარფლებიანი ქუდები გამოეყენებინა, მაღალი წრის წარმომადგენლები კი მზისგან თავს ქოლგით იცავდნენ.2. თურმე ფრინველებში ყველაზე “კეკლუცი” მტრედი ყოფილა. გამუდმებით ისწორებს ბუმბულს, ფრეთებს, ამიტომაც შეარქვეს ფრანგებმა პიჟონი (ფრანგულად მტრედს ნიშნავს) ადამიანთა ერთ კატეგორიას.3. ქალაქის შიგნით გამაგრებულ ადგილებს ციტადელს ... View ucnauri.com
  10. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png თომას დე ვალი გასულ კვირას, ცოტა ხანი, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც აქ არ ვყოფილვარ, თბილისში გავატარე და ქართული ცხოვრების ახალმა რეალობამ განსაკუთრებული ძალით შემძრა: მიხეილ სააკაშვილი ისევ მეთაურობს. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომში დამარცხდა. მაშინ მისი თანამდებობიდან წასვლამდე ყველა დღეებსღა ითვლიდა. ახლა კი ის ძველებურად საქართველოს უდავო ლიდერია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ვერავინ გაუტოლდება სააკაშვილის პოპულარობას, ხოლო ოპოზიციის ლიდერები მან უკან, მტვერში მოიტოვა. ამ შემობრუნებას რამდენიმე მიზეზი აქვს. საქართველოს ოპოზიცია დანაწევრებული და დაუხვეწელი აღმოჩნდა – მას ლოზუნგების წამოყვირება უფრო უკეთ ეხერხება, ვიდრე ისეთ საკითხებზე ფოკუსირება, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, ამიტომ მან ინიციატივა პრეზიდენტს და მმართველ პარტიას დაუბრუნა. მას მემკვიდრეობით მიღებული ისეთი პრობლემები უნდა დაემარცხებინა, რომელთა პირისპირაც აღმოჩნდება ნებისმიერი, ვინც პოსტ-საბჭოთა სივრცეში სტატუს ქვოს დაუპირისპირდება, ესენია: ორგანიზაციული სტრუქტურებისა და რეგიონული ოფისების დეფიციტი, ნაკლებად ხელმისაწვდომი ნაციონალური ტელევიზიები და ფონდების მოძიების მწვავე პრობლემა, რადგან პოტენციურ დონორებს საგადასახადო პოლიცია აფრთხობს. საქართველოს ყველაზე იმედისმომცემი პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ ეძებს დასაყრდენს. მან ჯერ კიდევ უნდა შეძლოს გონივრული პოლიტიკური რეცეპტების სახალხო იმპულსად გარდაქმნა. მაგრამ სააკაშვილის უპირატესობის მთავარი, უდავო მიზეზი საქართველოს პოლიტიკური სივრცის ხელახლა დაპყრობის პროცესში მიღწეული მისი პირადი წარმატებაა. ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად სააკაშვილს ვუწოდებდი ჯადოქარს, ისეთს, რომელსაც შეუძლია ყველასთვის იყოს ყველაფერი. ის ხან ათათურქია (სახელმწიფოს აღმშენებელი), ხან ჯორჯ ბუში (ნეოკონი), ხან ზვიად გამსახურდია (ნაციონალისტი) და ხან ვლადიმერ პუტინი (ცენტრალიზებული ხელისუფლების გულმხურვალე მომხრე). ის მე ბილ კლინტონსაც მაგონებს, ბუნებრივ კომუნიკატორს და ბორის ელცინსაც, რომელიც ისე აწესრიგებდა პოლიტიკურ წრეებს, როგორც ამას სხვა ვერასდროს ახერხებდა. აბა იფიქრეთ, როგორ ახერხებს მიშა (სააკაშვილს ყველა ასე ეძახის) იყოს სენატორ ჯონ მაკკეინის და ბელორუსი ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს მეგობარი. ის დღემდე აღაფრთოვანებს რესპუბლიკურ აუდიტორიას ვაშინგტონში და ირანთან უვიზო რეჟიმს აწესებს. ეს ის კაცია, ვინც ამაყობს მსოფლიო ბანკის რეიტინგში („ ბიზნესის იოლად წარმართვა“) მისი ვარსკვლაური შედეგის გამო, მაგრამ ამავე დროს ხელმძღვანელობს ეკონომიკას, რომელშიც მონოპოლიებს მტკიცედ აქვთ გადგმული ფესვები. ის ის კაცია, რომელიც ლაპარაკობს „სინგაპურის ელემენტების მქონე შვეიცარიის“ აშენებაზე (დაბალი გადასახადები, მთავრობის მინიმალური ჩარევა), მაგრამ ამავდროულად ცდილობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწიოს (რაც უზარმაზარი რაოდენობის ახალ რეგულაციებს და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას მოითხოვს). ერთი და იგივე ლიდერი ნაციონალურ ღირებულებებზე და ქართული კულტურის დაცვაზე ლაპარაკობს და ამავე დროს არის ავტორი ახალი ბრჭყვიალა, შუშის ხიდისა, რომელიც უფრო ჯორჯიის ატლანტას მოუხდებოდა და რომელმაც დაასახიჩრა თბილისის ძველი უბანი. ყველა პოლიტიკურ დებატში, იქნება ეს ეკონომიკა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ სოციალური საკითხები, ის დისკუსიის ორივე მხარეზე ყოფნას ახერხებს. ამას წინათ ციტირებდენ მის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ადგილზე ის მთავრობას ბევრ პრობლემას შეუქმნიდა. აი მართლაც პოსტმოდერნისტი პრეზიდენტი. ზოგიერთი იმასც კი იტყოდა, რომ ასეთი ბუნებრივი პოლიტიკოსით ქვეყნის სათავეში, საქართველოს სტაბილურობა მიეცა. გარკვეული თვალსაზრისით მან საქართველოს ყველა ოლქს რაღაც მისცა. მაგრამ საბოლოოდ ეს tour de force უნდა დასრულდეს და საქართველომ დღემდე არ იცის, როგორ მოახერხოს ეს. ძველი ისტორიაა: ლიდერი ქმნის სისტემას, რომელშიც ის შეუცვლელი ცენტრია და უბრალოდ ამ ვითარების გაგრძელების ცდუნება უჩნდება. ნაწილობრივ მას რთულად წარმოუდგენია სიცოცხლე ძალაუფლების გარეშე და ნაწილობრივ ის მმართველი ელიტის სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის არბიტრია, რადგან ამ დაჯგუფებებს სჭირდებათ მასტაბილიზებელი ძალა მათ შორის ატეხილი სამოქალაქო ომის შესაჩერებლად. საქართველოს ახალმა კონსტიტუციამ, რომელიც ოქტომბერში მიიღეს, დაშალა მძიმე საპრეზიდენტო სისტემა, რომელიც სააკაშვილმა 2004 წელს პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ დააწესა და მისი ძალაუფლების უდიდეს ნაწილს პრემიერ-მინისტრის ოფისს გადასცემს – ზუსტად იმ დროისთვის, როცა ის თავის მეორე საპრეზიდენტო ვადას დაასრულებს და პრემიერ-მინისტრობა შეეძლება. დღემდე, როდესაც ეკითხებიან, უნდა თუ არა „პუტინივით იმოქმედოს“ და პრემიერ-მინისტრი გახდეს, სააკაშვილი პასუხს თავს არიდებს. ქართველებს უყვართ იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს პირველი ორი პრეზიდენტიდან არც ერთს თანამდებობა არჩევნების მეშვეობით არ დაუტოვებია. ზვიად გამსახურდია ძალის გამოყენებით დაამხეს, ედუარდ შევარდნაძე – მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციით“. სააკაშვილის ყველაზე საუკეთესო მემკვიდრეობა ის იქნებოდა, თანამდებობა მშვიდობიანად დაეთმო და კონსტიტუციურად გადაეცა ვინმესთვის, ვინც თვითონ ის არ არის. პოსტმოდერნული სტილი, როგორც ასეთი, შეიძლება არ გამოდგეს მდგრადი. მომავალი, 2011 წელი საქართველოს ეკონომიკაში ხისტ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. დახმარების დიდი დასავლური პაკეტი, რომელიც 2008 წელს გამოიყო, დასასრულს უახლოვდება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იკლებს და დიდი ვალების გადახდის ვადა 2012 წელს, ახლოვდება. მომავალი არჩევნების წინაც კი უკვე უკვე საჭირო გახდება განსხვავებული ხელმძღვანელობა, შედარებით ნაკლები უზარმაზარი დაპირებებით და იმგვარი უფრო შეულამაზებელი რეალიზმით, რაშიც ჯადოქარი მიშა ძლიერი ვერ არის. ორიგინალი ორიგინალი
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg ვაშინგტონი – შაბათს, ნატოს ლისაბონის სამიტის პარალელურად აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მის ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილთან პირველ პირისპირ შეხვედრას გამართავს, განაცხადა თეთრმა სახლმა. ობამა სააკაშვილის მიმართ ერთგვარ უდიერ მოპყრობაში დაადანაშაულეს, ვაშინგტონში, აპრილში გამართული ბირთვული სამიტის დროს – საქართველოს ლიდერი რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის ძალისხმევისთვის პოტენციურ ხინჯად აღიქმება. აშშ-ს მოკავშირე საქართველო და რუსეთი 2008 წლის აგვისტოში ერთმანეთს ხანმოკლე ომში დაუპირისპირდნენ. მაშინ რუსეთის არმია ქვეყანაში შეიჭრა, რათა ეპასუხა საქართველოს ჯარის მცდელობაზე დაებრუნებინა კონტროლი მოსკოვის მხარდაჭერილ რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე. სააკაშვილს ძალიან ახლო კავშირები ჰქონდა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ უმცროს ჯორჯ ბუშთან, რომელმაც როგორც ცნობილია 2005 წელს ქვეყანას ”თავისუფლების შუქურა” უწოდა თბილისის ცენტრალურ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ათასობით გახარებული ქართველის წინ. საქართველომ, რომელმაც საბჭოთა კავშირის კოლაფსიდან მალევე, 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თბილისის აეროპორტიდან მომავალ ცენტრალურ გამზირს ბუშის სახელიც კი უწოდა. ობამას დროს ურთიერთობები გაცივდა, თუმცა, სააკაშვილის საერთაშორისო რეპუტაცია შეილახა 2007 წელს ოპოზიციონერი დემონსტრანტების დარბევის და მომდევნო წელს რუსეთთან ომის წარმოების გამო. შაბათის ორმხრივი შეხვედრა, რაც თეთრი სახლის სპიკერმა რობერტ გიბსმა დაადასტურა, სერიოზული სტიმულია სააკაშვილისთვის, რომელიც ნელ-ნელა აღადგენს დასავლეთთან ურთიერთობებს, რაც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაზიანდა. დასავლელი დიპლომატების ცნობილი ვიზიტები, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის საქართველოში სტუმრობა, დაეხმარა მას ქვეყნის შიგნით ოპოზიციის პროტესტთან და მუდმივ რუსული ანტაგონიზმთან გამკლავებაში. აშშ-ს ჩინოვნიკებმა არაერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთის არმია ქვეყანაში შეიჭრა მოსკოვის მხარდაჭერილ სამხრეთ ოსეთზე ქართული არმიის თავდასხმის მოგერიებისთვის. ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და მეორე გამოყოფილი რეგიონი აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამ ნაბიჯს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიბაძა. სააკაშვილს ანრისხებს ის, რომ მას შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონებში მუდმივი სამხედრო ბაზები შექმნა და იქ ათასობით სამხედრო და მესაზღვრე განათავსა. ივლისში კლინტონმა საქართველოს მტკიცე მხრდაჭერა აღუთქვა და რუსეთს ორი ქართული რეგიონის ”ოკუპაციის” შეწყვეტისკენ მოუწოდა. მაგრამ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საკითხზე უთანხმოება ხელს არ შეუშლიდა მათი ურთიერთობების გადატვირთვას, რომელიც ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა წამოიწყეს. ამ შაბათ-კვირას მედვედევი რუსეთის პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ნატოს სამიტს დაესწრება, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ. საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა, რომელიც ნატოში გაწევრიანებას იმედოვნებს. ამან განსაზღვრა მისი პრიორიტეტი, რომ აშშ-ს და ნატოს მიერ მართულ ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში საკუთარი სამხედროები გაეგზავნა. ერაყში 2000 სამხედრო ჰყავდა, რაც 2008 წლამდე, ვიდრე მან ჯარს უკან არ უხმო, აშშ-ს მხარდამჭერი ძალების თვალსაზრისით სიდიდით მესამე ქვეყანა გახლდათ. შარშან ნოემბერში საქართველომ 175 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა ავღანეთში ნატოს ძალისხმევის მხარდასაჭერად თალიბების წინააღმდეგ. ხუთშაბათს ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში ოთხი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. სააკაშვილი, რომლიც წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში სწავლობდა და მუშაობდა, პრეზიდენტი 2004 წელს გახდა, მას შემდეგ რაც ხელმძღვანელობდა უსისხლო ”ვარდების რევოლუციას” მისი წინამორბედის ედუარდ შევარდნაძის წინაღმდეგ. 2008 წელს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ნატოს სამიტზე ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველო და უკრაინა საბოლოო ჯამში გახდებიან ალიანსის წევრები, მაგრამ ევროპელი ლიდერების მხრიდან რუსეთის გაუცხოების შიშის ქვეშ, ამ ორ ქვეყანას წევრობამდელი სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. ორიგინალი ორიგინალი
  12. 3 ნოემბერს, ჟურნალმა Forbes-მა 2010 წლის მსოფლიოს 68 გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა. მასში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირები მოხვდნენ. სია სახელმწიფოს მეთაურებს, რელიგიურ ფიგურებს, ბიზნესმენებს, მედიისა და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენელს მოიცავს.ნომინანტები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შეირჩნენ. პირველ რიგში, გაითვალისწინეს რამდენ ადამიანზე ვრცელდება ამა თუ იმ პიროვნების გავლენა. თუ ქვეყნების ლიდერებისთვის მოსახლეობის ... View ucnauri.com
  13. კარლ მარქსი: “საზოგადოებრივი პროგრესი შეიძლება განისაზღვროს სექსის დროს ქალის საზოგადო პოზით”.სექსი ყველაზე დიდი სიამოვნებაა მათ შორის, რაც კი შესაძლებელია, სიცილის გარეშე.სიყვარული სულებს შორისაა, სექსი _ სხეულებს შორის.სექსი სამოთხის წვდომის წამიერი განცდაა.სიყვარული მოითხოვს სექსს, მაგრამ სექსმა შეიძლება, სიყვარული დაგავიწყოს.სიყვარული და სიძულვილი განუყრელებია, მათ შორის კი ყოველთვის სექსი დგას.სექსი ფულს ჰგავს, არასოდესაა ... View ucnauri.com
  14. როგორც მოგეხსენებათ გორში, გამგეობის წინ მდებარე სტალინის ძეგლი ზაფხულში აიღეს. კულტურის სამინისტრომ მაშინვე გამოაცხადა კონკურსი, რათა შეერჩიათ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი. სულ კონკურსზე წარმოდგენილი იქნა 41 ესკიზი, მათგან რამდენიმეს აქ ნახავთ!!! კომენტარებში დაწერეთ რომელი უფრო მოგეწონათ და რომელს ისურვებდით რომ დადგან გორში, ანდა საერთოდ უნდა აეღოთ თუ არა ... View ucnauri.com
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/globalpost_gp2.jpg ტერი შულცი რა სურთ ნატოს სამიტისგან დანიელს, ავღანელს, რუსს, ფრანგს და ქართველს? ბრიუსელი, ბელგია – ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს და შაბათს ლისაბონში (პორტუგალია), მსოფლიოს წამყვანი სამხედრო ალიანსის მომავლის განხილვის ჟამს, შთამბეჭდავ, ინტროსპექტულ შეკრებას იმედოვნებდა. მისი ძალისხმევის მიუხედავად ლისაბონის შეკრება აწმყოზე იქნება ფოკუსირებული. ახალი „სტრატეგიული კონცეფცია“, რომელიც ალიანსის გადაწყვეტილებათა მიღების, ხარჯების და საშტატო განრიგის გზამკვლევია და ჩვეულებრივ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ახლდება, ავღანეთის ჩრდილში მოექცევა. შესაძლოა, ეს გასაკვირიც არ არის, რადგან მთავრობები ატლანტიკის ორივე მხარეს იბრძვიან იმისთვის, რათა დაამტკიცონ რომ მათ ცხრა წლიან ომს ავღანეთში რაღაც შედეგი აქვს. ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ იმ მოთამაშეთა ცნობარს, რომელთა ყოფნაც ლისაბონის სამიტზე საგრძნობი იქნება: ანდერს ფოგ რასმუსენი ამ დანიელმა გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობის პირველი წელი დიდწილად, სხვა ექსპერტებთან ერთად, ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებაში გაატარა. დოკუმენტი უდაოდ იქონიებს გავლენას იმაზე, თუ როგორ განახორციელებს ნატო მის ავღანურ ვალდებულებას – და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, იქნება თუ არა კიდევ ოდესმე მეორე ავღანეთი. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ნატოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი“, – განუცხადა რასმუსენმა პრესას შეხვედრის წინ. „სამიტი სათავეს დაუდებს ალიანსს, რომელიც უფრო ეფექტური, უფრო დაინტერესებული და უფრო ქმედითი იქნება“. სტრატეგიულ კონცეფციაში აღწერილი იქნება ის, თუ სად მოხდება იმის შემცირება, რასაც რასმუსენი „ცხიმს“ უწოდებს (მაგალითად 5 000-იანი პერსონალი) და იმის დამატება რასაც „კუნთი“ ჰქვია, რომლის ხილვაც რასმუსენს სურს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ანტისარაკეტო თავდაცვა, კიბერნეტიკული უსაფრთხოება და საავიაციო გადაზიდვებისთვის ტაქტიკური შესაძლებლობები. ჰამიდ კარზაი სამიტამდე, სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, ავღანეთის პრეზიდენტმა გააოგნა ნატოს მოკავშირეები თავისი მოთხოვნებით, რომლებიც მან Washington Post-თან ინტერვიუში ჩამოთვალა, კერძოდ, ის, რომ ნატომ უნდა დაასრულოს მისი სამხედრო ოპერაცია ქვეყანაში და (ყველაზე საინტერესო) შეწყვიტოს თალიბების წინააღმდეგ ღამის სპეცოპერაციები. ნატოს უსაფრთხოების საერთაშორისო ძალთა (ISAF) სარდალი, ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრიუსი ოთხშაბათს კარზაის შეხვდა და გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტისგან ხანგრძილვ სამხედრო ოპერაციებზე საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. პეტრიუსიც და კარზაიც ლისაბონში იქნებიან და როგორც მოსალოდნელია, გენერალი მოხსენებით გამოვა, სადაც ამბოხებულთა წინააღმდეგ მტკიცე პროგრესის შესახებ ისაუბრებს. ნიკოლა სარკოზი ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს 2014 წელს ავღანეთი ავღანელებს გადასცეს, მაგრამ ფრანგმა ამ გეგმებში შეიძლება დისონანსი შეიტანოს. პრეზიდენტმა სარკოზიმ ახლახანს მისი კაბინეტის რეორგანიზება მოახდინა, თავდაცვის ახალმა მინისტრმა ალან ჟუპემ კი ავღანეთს უწოდა „ხაფანგი, რომელშიც იქ მონაწილე ყველა მხარეა გაბმული“. 2012 წლის არჩევნებამდე საფრანგეთი ავღანეთიდან საკუთარი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს. გაურკვეველია, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ლისაბონში ISAF-ის მანდატზე შეთანხმებისთვის. დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც რასმუსენს კვირეების განმავლობაში ალოდინა, ვიდრე გადაწყვეტდა ღირდა თუ არა ლისაბონზე მიწვევის მიღება, შაბათს ნატო-რუსეთის სპეციალურ სამიტზე გამოჩნდება. ეს პირველი ასეთი სესია იქნება, რომელსაც ორივე, მედვედევიც და აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც დაესწრება. მედვედევმა ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის პროგრამასთან მიმართებაში რუსეთის პოზიიცს შერბილების დემონსტრირება მოახდინა და როგორც მოსალოდნელია ნატოს ლიდერები მას თავდაცვის სფეროში მეტ ტანამშრომლობას და შესაძლოა, რუსეთის ანტისარაკეტო სისტემის ნატოს სისტემასთან დაკავშირების შესაძლებლობასაც კი შესთავაზებენ. ნატოში აშშ-ს ელჩმა ივო დალდერმა განაცხადა, რომ ეს არის შანსი ნატოს ურთიერთობებისთვის რუსეთთან, რათა ალიანსი დაეწიოს იმ პროცესს, რასაც მოსკოვს და ალიანსის ბევრ წევრ ქვეყანას შორის ორმხრივ რეჟიმში უკვე გაუმჯობესებული კავშირები ჰქვია. „ჩვენ ამას ურთიერთობათა ახალ საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობად განვიხილავთ“, – თქვა მან. „კერძოდ იმ შესაძლებლობად, როდესაც ჩვენს სხვაობებზე ყურადღების კონცენტრაციიდან გადავალთ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე მთელი რიგი საკითხების ირგვლივ“. მიხეილ სააკაშვილი სამიტის პერიფერიებზე ის ქვეყნები იხმაურებენ, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას იმედოვნებენ, მათ შორის საქართველოც, რომლის დაახლოებით 600 ჯარისკაცი მსახურობს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში და რომლის დასავლეთზე-ორიენტირებული პრეზიდენტი სააკაშვილიც ღონისძიებას დაესწრება. ორი წლის წინ, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა უმცროსმა ჯორჯ ბუშმა სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი დახარჯა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ალიანსის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე იმის ხაზგასასმელად (რუსეთისთვის), რომ ორივე ეს ქვეყანა აბსოლუტურად დამოუკიდებელია და დასავლეთი მათ მიესალმება. წლევანდელ სამიტზე, როგორც ჩანს, ამ ორი პრეტენდენტის თემას გაკვრით თუ ახსენებენ (თუკი საერთოდ ახსენეს). რადიო „თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს ხელმძღვანელი დავიდ კაკაბაძე შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩეს, მაგრამ მას სამხედრო ალიანსის პრიორიტეტების არ უკვირს. მისი თქმით, რუსეთთან გარიგების დროს ყოველთვის „დახმარება დახმარების წილ“ დამოკიდებულებაა და რომ „საქართველო ძალიან პატარა თევზია ამ დიდ თამაშში“. „თუკი [მოსკოვი] მართლაც თანახმაა ავღანეთში ნატოს დახმარებაზე ან ანტკისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე“, – ამბობს კაკაბაძე, „რა თქმა უნდა, ის აუცილებლად მოითხოვს რამეს სანაცვლოდ“, – მაგალითად, ნატოში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესის შენელებას. ბუშისგან განსხვავებით, კი ობამა იმის არანაირ ნიშანს არ იძლევა, რომ ამ პრობლემის დაყენებას აპირებს. ორიგინალი ორიგინალი
  16. http://b.pix.ge/m/cq9ys.jpg ხვალ, 22 ნოემბერს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ქართველი მორაგბეები კანადელებს დაუპირისპირდებიან. ბორჯღალოსნებს კი თქვენი თანადგომა სჭირდებათ! … დიდი ხანია საქართველოში ასეთი ღირსეული მეტოქე არ ჩამოსულა. გელოდებით ეროვნულ სტადიონზე, ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ლომებს!! . ბილეთის ფასი 3-5 ლარია Facebook-ის გვერდი – Link View the full article
  17. ყველასათვის კარგად არის ცნობილი, როიმ ქალის ტვინი რადიკალურად განსხვავებულად აზროვნებს, კაცის ტვინთან შედარებით. მით უმეტეს თუ საქმე რაიმე ურთიერთობას ან სიყვარულს ეხება. ალბათ ასევე ხშირად მოგისმენიათ ფრაზა: “ყველა კაცი ერთნაირია”. ამ სიტყვების წარმოთქმის მიზეზი კი ქალის სიბრაზე ან იმედგაცრუებაა. საუკეთესო გამოსავალია მამაკაცებმა გაიაზრონ ის ძირითადი, რაც მდედრობით სქესს ყველაზე მეტად ... View ucnauri.com
  18. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53982.jpgთბილისის დროით 23:20 სთ-ზე მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა დაიწყება. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, ავღანეთის მისია... View the full article
  19. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53982.jpgთბილისის დროით 23:20-ზე მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა დაიწყება. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, ავღანეთის მისია... View the full article
  20. ბოლო წლებში, პოლიტიკაში ქალთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ხოდა, მეც გადავწყვიტე გამეცნო თქვენთვის ის ქალბატონები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პირველ პირები არიან.1. ანგელა მერკელი – გერმანიის კანცლერიანგელა დოროთეა მერკელი დაიბადა 1954 წლის 17 ივლისს ლუთერანი პასტორისა და ინგლისური ენის მასწავლებლიშ ოჯახში. განათლება მიიღო ლეიპზინგის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, მოგვიანებით სწავლა ბერლინში, გერმანიის ... View ucnauri.com
  21. ფოტო კამერების ცნობილმა მწარმოებელმა Olympus – მა ჩაატარა კონკურსი Olympus BioScapes Digital Imaging Competition 2010, სადაც გამოვლინდა ამ წლის 10 საუკეთესო მაკრო სურათი Olympus – ის ვერსიით, წარმოგიდგენთ გამარჯვებულ სურათებს.10 ადგილი.ცხვირგრძელას თავი9 ადგილი.გარეული მცენარეების თესლები8 ადგილი.ხოჭოს ფეხი7 ადგილი.ჭრიჭინას თვალი6 ადგილი.წყალმცენარე სპიროგირები5 ადგილი.ყვავილი Tribulus – ის ჩანასახი4 ადგილი.licmophora juegensii წითელ წყალმცენარეზე3 ... View ucnauri.com
  22. ჯონ მერჩელო აკეთებს სამაჯურებს ჩანგლებისაგან.. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხელთნაკეთობაა..თითოეული ნაკეთობა მხოლოდ ერთი ეგზემპლიარია..ამიტომაც მის მყიდველებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ საკუთარი ეგზემპლიარი მხოლოდ ერთი და განუმეორებელია…ყველაფერი კი იქიდან დაიწყო , რომ ჯონის მამამ რესტორანში იპოვა მოღუნული ჩანგალი, რის შედეგადაც მოუვიდა აზრად, რომ მისგან ეკეთებინა უჩვეულო რამეები , ხოლო მამის ... View ucnauri.com
  23. დახვეწილი, თანამედროვე, კრეატიული კალმები მთელი მსოფლიოდან…1. სახაზავი-კალამი.ამ საწერ კალამში გაერთიანებულია სახაზავი და კალამი. დიზაინი ეკუთვნის შიკაი ტსენგს. საწერი კალმის თავსახური დანომრილია სანტიმეტრებით.2. “ციფრული-კალამი”.საწერ კალამს აქვს USB “ფლეშკა”. მე ყველაზე ძალიან ეს კალამი მომეწონა იმიტომ რომ როცა თქვენ რამეს დაწერთ, მას შეინახავს USB.3. კალამი-სიგარეტი.ნამდვილ სიგარეტს გავს. მოწევა კლავს !4.USB კალამი.ამ კალამს ... View ucnauri.com
  24. არ გიყვარს სპაგეტი? და არც გინდა შეგიყვარდეს? მაშინ ნუ გააგრძელებ… ალბათ ყველამ იცით, რომ სპაგეტის სამშობლო იტალიაა, მაგრამ ცოტას თუ გეცოდინებათ, რომ უფრო კონკრეტულად მისი სამშობლოა იტალიის პატარა პროვინციული ქალაქი Genova. ამ პატარა ქალაქში სპაგეტის მუზეუმიც კი აქვთ, სადაც წარმოდგენილია 176 მაკარონის ნაწარმი და რეცეპტი, თუ როგორ მოვამზადოთ ... View ucnauri.com
  25. რას წარმოადგენს ექსპანსიური ტყვია?ექსპანსიური ტყვია, არის სპეციალური კონსტრუქციის ტყვია, რომლეიც საშუალებას აძლევს მას ქსოვილებში მოხვედრისას გაიშალოს, გაზარდოს ტავისი დიამეტრი და მაქსიმალურად გაზარდოს დაზიანებული ქსოვილების რაოდენობა. კონსტრუქცის მიხედვით არსებობს უამრავი კონსტრუქციის ექსპანისური ტყვია, მაგრამ ყველაზე გავრცელებული დიზაინი არის ჩახვრეტილ თავიანი ტყვია. ექსპანსიურმა ტყვიებმა დიდი გზა გაიარეს მარტივი ტყვიისგან დამზადებული ცახვრეტილი ... View ucnauri.com
×
×
  • შექმენი...