planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებსაც შეეხო და თქვა, რომ მთავრობამ ყველაზე რთული სამინისტროები ქალბატონებს ჩააბარა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი ამერიკაში საქართველოს ელჩი გახდება, თუ მთავრობის კანდიდატურა პარლამენტმა დაამტკიცა. ,,თემურის ადგილს დაიკავებს ქალბატონი ეკა ტყეშელაშვილი და უკვე სამი ქალბატონი გვეყოლება მინისტრათა კაბინეტში. ისე გამოდის, რომ ყველაზე რთული სამინისტროები ქალბატონებს ჩავაბარეთ – რეინტეგრაცია, ეკონომიკა, სასჯელაღსრულება’’, - ამბობს გილაური. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თემურ იაკობაშვილს მინისტრისა და შემდგომში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მუშაობისათვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ,,მისი სახელმწიფო მინისტრად მუშაობის პერიოდში, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა შედგენილი. ეს არის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი რეინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტს ბევრ ქვეყანაში დიდი მოწონება აქვს მოპოვებული. ეს სწორედ ის სტრატეგია იქნება, რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ თემურის წასვლის შემდეგ’’, - ამბობს პრემიერ-მინისტრი. თემურ იაკობაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ამ თანამდებობის შეთავაზება. ,,ამაყი ვარ, რომ ამ ხალხთან მომიწია მუშაობა. იმიტომ რომ ერთი ადამიანის წარმატება შეუძლებელია, თუ მას მთელი გუნდი არ უჭერს მხარს. კიდევ ერთხელ მინდა ყველა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თუ ჩვენი მიმართულებით რაიმე წინსვლა იყო, ეს ყველას დამსახურებაა და იმედი მაქვს, რომ ასეთივე რანგის თანამშრომლობა გაგრძელდება ჩემს ახალ თანამდებობაზე’’, - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა. იაკობაშვილმა მთავრობის სხდომა უკვე დატოვა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღეს გმირთა მოედანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თბილისის მერიის პრეს სამსახურის ცნობით, დღეს მუნიციპალური ავტობუსი ნომერი ცხრა ხეს შეეჯახა. დაშავებულებიდან სამი ე.წ. მიხაილოვის კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფოს მიმღებში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სამივე ავადმყოფი სახლში გაუშვეს. მათ დაჟეჟილობები ჰქონდათ, ერთ მათგანს კი –ჭრილობა სახის არეში. დაზარალებულ მოქალაქეებს შორის ერთი ბავშვია, იგი ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვნეს. კლინიკაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ბავშვს ყბა–სახის ქირურგის კონსულტაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის სახლში გაუშვეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გილაურმა გასული კვირა შეაფასა და თქვა, რომ ეს კვირა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული საქართველოს საქართაშორისო დიპლომატიის ისტორიაში. ,, გასულ კვირას ვარშავაში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასაბლეა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსადმი მხარდაჭერას, ტერიტორიული ინტეგრაციის მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ტერმინოლოგიას, რომელიც დამკვიდრდა საერთაშორისო პოლიტიკაში. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების აღმნიშვნელი ტერმინოლოგია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნატოს საპარლამენტო დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები, რუსული ჯარ კი– როგორც ოკუპანტი’’, - ამბობს გილაური. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა და ლისაბონის სამიტი. ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ორგანიზაცია და წევრი ქვეყნები გამოთქვმენ მზადყოფნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54010.jpg`ქართული დიპლომატიის ოქროს კვირა`- ასე აფასებენ თბილისში ლისაბონის სამიტის შედეგებს და საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში დაგეგმილ გამოსვლას. View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/sport/rugby/ragbistebi-kanadis-nakrebi.jpgსაქართველოსა და კანადის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებებმა 20 ნოემბერს გამართული საერთაშორისო ამხანაგური მატჩის შემდეგ, ტრადიციული "მესამე ტაიმი" რესტორან "მონოპოლში" აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებას 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. polity.ge
-
22 ნოემბერს ღამით, უცნობმა პირებმა ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს ეკლესიას, რომელიც სტანიცა ორჯონიკიძევსკაიაში პიონერის ქუჩაზე მდებარეობს.თავდასხმას მსხვერპლი არ მოყოლია, დაზიანდა ეკლესიის სახურავი. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილებისთვის დღეს ბუნებრივი აირი ჩაირთო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა და ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ბაღის შენობაში გაზი სიმბოლურად აანთეს. ამ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 80 ადამიანი ცხოვრობს. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს შენობის გადახურვა, შეიცვალა კანალიზაციის მილები, მოხდა ობიექტის გაზიფიცირება, წლის ბოლომდე კი ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც დასრულდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/medvedev_karzai.jpgრუსეთი დათანხმდა საკუთარი ტერიტორიის გავლით მოხდეს ავღანეთში მებრძოლი ნატოს ჯარების მომარაგება. polity.ge
-
დღეს ქუთაისში საქართველოში მომუშავე ბიზნესმენთა და ინვესტორთა ბიზნესფორუმი გაიმართება. ღონისძიება ქალაქის მერიის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკისა… ლინკი მედიანიუსზე
-
მობილური ტელეფონების წარმოშობის ისტორია
planetanews posted a topic in ქართველი ბლოგერების ჩანაწერები
შორ მანძილზე კონტაქტის იდეა ძალიან დიდი ხნის წინაც აწუხებდათ ადამიანებს – ჯერ კიდევ ძველ დროს, საუკუნეების წინ ცეცხლის კვამლი და სიმაღლეებზე დანთებული კოცონი აძლევდათ მათ საშუალებას სწრაფად გადაეცათ მოახლობეული საფრთხის შესახებ ინფორმაცია.მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს საფრანგეთში შეიქმნა ტელეგრაფი, რომელიც თავიდან გამიყენებოდა როგორც სემაფორი და შემგომი გახდა ელექტრონული.აი ტელეფონის შექმნა კი მხოლოდ ... View ucnauri.com -
Velkommen til Norge მდებარეობა: ევროპა, სკანდინავიის ნახ.კუნძულიდედაქალაქი: ოსლოქვეყნის კოდი: +47სახელმწიფო სისტემა: კონსტიტუციური მონარქია / პარლამენტური დემოკრატიასახელმწიფოს მეთაური: მეფე, ამჟამად ჰარალდ Vმთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი ჯენს სტონტელბერგისაკანონმდებლო ორგანო: სტორთინგი (პარლამენტი)დროშა: წითელი ფერზე გამოსახული ლურჯი სკანდინავიური ჯვარი, გვერდებზე თეთრი ზოლით. გერბი: ლომი გამოხატავს ძლიერებას, ნაჯახი კი წმინდა მეფე ... View ucnauri.com
-
სურათზე წარმოდგენილია ბანგკოკის მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი ერთ-ერთი დაკავებული ვიქტორ ბუტი, რომელმაც 30 კილო დაიკლო. ამ დღეებში ვიქტორი იქნა გადაცემული აშშ-ს, მას ბრალად ედება მრავალი რამ როგორიცაა: იარაღის გადაცემა ტერორისტებისთვის, საუბრები აშშ-ს მოქალაქეების განადგურებაზე და სხვა. ნახეთ სურათები. View ucnauri.com
-
დანარჩენი სრულიადში>>> View ucnauri.com