planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
აფხაზეთი უნდა გახდეს რუსეთის პარტნოორი სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის მომზადებაში.ასეთი წინადადებით გამოვიდა რუსეთის რეგიონთაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციის "ეროვნული სტრატეგიის საბჭოს" დირექტორი ვალერი ხამიაკოვი. მისი აზრით, "რუსეთისათვის აფხაზეთი ერთ ერთი ძირითადი დასაყრდენი პუნქტია კავკასიაში" და რუსეთის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს მხედველობაში, რომ ოლიმპიადა - ეს სერიოზული პოლიტიკური ღონისძიებაა, რომლის ფონზეც საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის შესაძლებელი იქნებოდა აფხაზეთის წარდგენა როგო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ბარაკ ობამამ ათდღიანი აზიური ტურნე იაპონიაში მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა აღიარა, რომ ამერიკა მისი ქვეყნის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად რჩება. ობამამ თავის მხრივ განაცხადა, რომ ამერიკას იაპონიის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად ხილვა სურს. იაპონიამდე გაეროში დაწინაურებაზე დახმარება ობამამ ინდოეთსაც აღუთქვა. იხილეთ tabula.geზე
-
http://fc04.deviantart.net/fs70/f/2010/310/1/b/liverpool_fc_banner_by_keekey_akiko-d329h0n.jpg პრემიერლიგის 14-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ვაით ჰართ ლეინზე ტოტენჰემი ლივერპულს უმასპინძლებს, რა შემადგენლობით დაუპირისპირდება მერსესაიდი ლონდონს?! გამოთქვით თქვენი აზრი ამ თემაზე. ლივერპულელთა განაცხადი კი ასეთია: მეკარეები : რეინა, ჯონსი. დაცვა: კარაგერი, შკრტელი, კირგიაკოსი, კონჩესკი, ჯონსონი, კელი, აურელიო, ვილსონი. ნახევარდაცვა: კოული, ლუკასი, შელვი, მეირლეში, პაულსენი, როდრიგესი. თავდასხმა: კიუიტი, ტორესი, ნგოგი, ბაბელი, პაჩეკო, ივანოვიჩი. View the full article
-
http://s56.radikal.ru/i151/1011/fa/7e55e1c1d1af.jpg ლივერპულის ესპანელმა მეკარემ ამერიკელ მფლობელებს იანვარში სერიოზული ტრანსფერებისკენ მოუწოდა… 28 წლის კიპერის აზრით თუ ლივერპული ოთხეულში ვერ შევა მიმდინარე სეზონის ბოლოს, მაშინ მას ვარსკვლავები, პირველ რიგში კი ფერნანდო ტორესი დატოვებს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად კი პეპე ტრანსფერებს ითხოვს… “სეზონი ბევრად უკეთეს პოზიციაზე უნდა დავასრულოთ ვიდრე ახლა ვართ და უნდა დავიწყოთ ძლიერი გუნდის აშენება მომავალი წლისთვის, რათა კვლავ ძლიერი კონკურენტი გავხდეთ ყველა გუნდისთვის.” – განაცხადა რეინამ – “წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს გაუჭირდება ვარსკვლავების შენარჩუნება…” “რეალურად ამ მომენტისთვის სიტი, არსენალი, ჩელსი, უნაიტედი და ტოტენჰემი ჩვენზე უკეთესი გუნდები არიან, რადგან ლივერპულს შემადგენლობის გაუმჯობესება სჭირდება. ჩემთვის წარმოუდგენელია თუ როგორ უნდა გაუწიოს ლივერპულმა კონკურენცია ლონდონის ჩელსის პრემიერლიგის 9 თვიან რბოლაში. დღეს გრანდები იდეალურ შემადგენლობას იქმნიან და ჩვენს სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ…” “ოთხეული? რატომაც არა, ჩვენ ეს შეგვიძლია, მაგრამ ბევრად უკეთესი თამაში გვმართებს, რის გარეშეც ლიგაზე გასვლა ძალიან, ძალიან, ძალიან რთული იქნება.” “წელს გასვლით მატჩებში გვიჭირს თამაში, მაგრამ თუ ოთხეულში შესვლა გვინდა აუცილებლად უნდა დავამარცხოთ მოწინააღმდეგეები როგორც ენფილდზე, ისე მის გარეთაც…” View the full article
-
liverpoolfc(ფანკლუბი) ამერიკას მოუგებელი მოვუგეთ
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://i050.radikal.ru/1011/e5/665ec181a063.jpg დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე “ბორჯღალოსნებმა” ამერიკის მორაგბეთა ეროვნულ გუნდთან ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩი ჩაატარეს და უკანასკნელ წამებზე დადებული ლელოსა და რეალიზაციის წყალობით გამარჯვება იზეიმეს 19 -17. “გილოცათ ყველას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას” http://i039.radikal.ru/1011/eb/52f330778d32.jpg View the full article -
ელისაბეტ II დედოფალი და მეთაური 16 დამოუკიდებელი ქვეყნისგან შემდგარი თანამეგობრობისა, რომელიც მოიცავს: გაერთიანებულ სამეფოს, გრენადას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, იამაიკას, ბარბადოსს, ბაჰამს, კანადას, პაპუა ახალ გვინეას, სოლომონის კუნძულებს, ტუვალუს, სანდა ლუჩიას, გრენადინესს, ბელიზს, ანტიგვასა და ბარბადოსსა და ნევისს.ამასთანავე, იგი, როგორ ბრიტანეთის მონარქი, არის წინამძღვარი ანგლიკანური ეკლესიისა.ელისაბედი დაიბადა 1926 წლის 21 ... View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/shalamberize22-300x3002-150x150.jpgდინამოს კორტების ტერიტორიაზე ,,კონსერვატორებმა” და ,,ხალხის პარტიამ” დინამოს კორტების გადარჩენის კომიტეტთან ერთად კორტების დალუქვა და გადატანა გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეებმა ,,ექსპრესნიუსს” განუცხადეს, დინამოს კორტების შენობის ნაწილი უკვე დალუქულია და ეს პროცედურა კანონ დარღვევით მოხდა. როგორც ,,ხალხის პარტისს” ერთერთი ლიდერი, ალექსანდრე შალამბერიძე აცხადებს ეს არის ისტორიული ძეგლი და მისი გადატანა და ნგრევა მიუღებელია. ,,სააკაშვილს ისტორიული ძეგლებით ტურისტების მოზიდვა უნდა. სწორედ ეს ადგილია ერთერთი ტურისტული ძეგლია, სადაც აღიზარდნენ ჩვენი ცნობილი ჩოგბურთელები და იმის ნაცვლად რომ კორტების რაოდენობა გაზარდონ ანგრევენ და მის ნაცვლად რაღაც შენობას აშენებ, რომელიც თითქოს რეესტრია მაგრამ სინამდვილეში აქ იქნება კორპუსები სააკაშვილის ბობოლა ჩინოვნიკების”,- განუცხადა ,,ექსპრესნიუსს” შალამბერიძემ. აქციის მონაწილეებმა კორტების ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდეს არ დატოვონ ეს ფაქტი ყურადღების მიღმა და ორშაბათს 15:00 საათზე აქციას შეურთდნენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/chxartishvili3-150x150.jpg29 ნოემბერს დინამოს კორტების გადატანას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. როგორც “ექსპრესნიუსს” ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, მათი მოთხოვნა უცვლელია, შენარჩუნებული იქნას დინამოს კორტები. ჩხარტიშვილის განცხადებით, კორტების ნაწილის დალუქვა უკვე განხორციელდა, მისი შეფასებით, ეს პროცედურა კი დარღვეული იყო. “ჩვენი მოთხოვნაა შენარჩუნებული იქნას დინამოს კორტები, ვინაიდან ეს არის უნიკალური პარკი. ხელისუფლება კი ცდილობს ეს ადგილები მიწასთან გაასწოროს. ეს პარკი მნიშვნელობვანია თითოეული მოქალაქისთვის და წარნმოადგენს რეკრეაციულ ზონას”,- განაცხადა ჩხარტიშვილმა. მისი თქმით, აქცია 29 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება. ჩხარტიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს შეიკრიბონ და ერთად გადაარჩინონ კორტები. დღეს, სანაპიროზე, ყოფილ ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე “დინამოს კორტების გადარჩენის კომიტეტისა” და “კონსერვატორ” ლაშა ჩხარტიშვილის მონაწილეობით აქცია გაიმართა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/IMG_0235-150x150.jpgსაშობაო მარხვა 28 ნოემბრიდან დაიწყება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა 40 დღე გაგრძელდება. იგი მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის მოამზადებს. ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე, მორწმუნეებს ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. შესაძლოა, გამონაკლისი პირველ იანვარს გაკეთდეს და კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის შემთხვევაში, მორწმუნეები თევზის მიღებას შეძლებენ. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54078.jpgეკონომიკის მინისტრმა, ვერა ქობალიამ, მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში ბიზნესმენთა გაერთიანება ”მედეფის” შეხვედრაზე. View the full article
-
http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/apr2009/5/5/pepe-reina-and-jamie-carragher460-137210640.jpg გულშემატკივართა ორი გმირისთვის მომავალი შეხვედრა განსაკუთრებულია… ჯეიმი კარაგერი კვირას, ტოტენჰემთან თავის 450-ე მატჩს ჩაატარებს პრემიერლიგაში წითელი მაისურით. აღსანიშნავია რომ მოედანზე კარა კაპიტნის სამკლაურით გავა… “ჯეიმი ყოველთვის მთავარი ფიგურა იყო ენფილდზე” – განაცხადა როი ჰოჯსონმა – “ეს სტატისტიკა არაჩვეულებრივი მიღწევაა მისთვის და თუ ვინმეს ეკუთვნის აღიარება გუნდში, ეს სწორედ ჯეიმი კარაგერია…” “ჯეიმი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა როგორიც წარმომედგინა ლივერპულში მოსვლამდე. მე ვუყურებდი მის თამაშს პრემიერლიგაში წლების განმავლობაში და ვაფასებდი მას როგორც ძლიერ მცველს, გუნდის ერთგულ და თავდადებულ წევრს, ენთუზიასმით სავსე პირველი კლასის პროფესიონალს და ადამიანს, რომელსაც ყველა ინატრებდა საკუთარ გუნდში…” “ეს სტატისტიკური მაჩვენებელი გვიჩვენებს კარაგერის დამსახურებას კლუბის მიმართ. იგი ყოველთვის ცდილობდა გაეღო მაქსიმუმი ყოველ თამაშში და ეს შემართება მის გარშემომყოფებზეც ახდენდა გავლენას…” ამავდროულად თუ პეპე რეინა კვირას კარს მშრალად შეინახავს, იგი ახალ რეკორდს დაამყარებს. პეპე მიაღწევს 100 მატჩს გაშვებული გოლის გარეშე 196 თამაშში, უფრო ადრე ვიდრე ლივერპულის ნებისმიერი წინა მეკარე. ენფილდელთა ლეგენდამ როი კლემენსმა 100 მატჩს 217 შეხვედრაში მიაღწია… “ეს რეკორდი რეინას და ლივერპულის დაცვის დამსახურებაა რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან კარგად თამაშობს…” – გაანცხადა ჰოჯსონმა – “დაცვა ბენიტესის დროს შეუდარებელი იყო და ნებისმიერ გუნდს უჭირდა გოლის გატანა, თუმცა პეპეს არაერთი საოცარი სეივი აქვს გაკეთებული და ლივერპულის კარის დაცვისთვის სწორედ იგი მიიღებს აღიარებას…” “დარწმუნებული ვარ მას ძალიან სურს ამ რეკორდის დამყარება და მთელი გუნდი მას მხარში დაუდგება რათა ტოტენჰემთან ბურთმა ჩვენი კარის ხაზი არ გადაკვეთოს…” View the full article
-
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 24 ნოემბერს ვაკე-საბურთალოს პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტზე დააკავა არმაზ ხარძიანი .… ლინკი მედიანიუსზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/shashiashvili21-150x150.jpgდღეს 21:00 საათზე კრების მიერ არჩეული სახალხო სხდომა გაიმართება. ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა ,,თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს გადაარჩენს ეროვნული კრება, რადგან იგი ხალხის აზრია, ხოლო ეროვნული გაერთიანების გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. ,,ეროვნული კრება არაა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, ეს არის ორგანო, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანის ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ დამოკლეს მახვილივით უნდა იდგეს. კრება არის რეალური მექანიზმი, რომელიც მიმართულია ხელისუფლების გათავხედების წინააღმდეგ და არა ქუჩა, როგორც სხვებს გონიათ”, – განცხადა შაშიაშვილმა. მისივე თქმით, სახალხო წარმომადგენლობითი კრება იწყებს სახალხო სასამართლო პროცესს, სადაც გატანილი იქნება 7 ნოემბერის, 8 აგვისტოს თემა და ის თუ რა უქნეს უნივერსიტეტს. ,,ეს სასამართლოი იქნება ღია და ხელისუფლებას საშუალება ექნება წარმომადგენლის საშუალებით თავის დაცვა”, – აცხადებს შაშიაშვილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/korea-150x150.jpgსამხრეთ კორეაში კუნძულ იოფჰიონდოს არტილერიული დამობომბვის შედეგად დაღუპული ორი საზღვაო ქვეითის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა. დაკრძალავი ცერემონია სეულის სამხედრო ჰოსპიტალში შედგა და ეროვნული ტელევიზიით პირდაპირ ეთერში დაგაიცემოდა. ცერემონიას ქვეყნის პრემიერ მინისტრი, მთვრობის წევრები და სამხედრო მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. სამხრეთ კორეის საზღვაო ქვეითების საზღვრის გენერალ იუ ნაკ ჯუნის განცხადებით, სამხრეთ კორეა ჩრდილოელ მეზობელს საკუთარი ჯარისკაცების სიკვდილისითვის პასუხს ასმაგად აგებინებას. შეგახსენებთ რომ, სამხრეთ კორეული კუნძულის იოფჰიონდოს დაბომბვის შედეგად ორი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. იხილეთ epn.ge
-
დღეს საუბრის მთავარ თემად ავირჩიე სიცრუის საწინააღმდეგო მეთოდ-ღონისძიებების დახასიათება და განხილვა.კაცობრიობის ისტორია ყოველ ეტაპზე მოიცავდა სიმართლისა და ტყუილის დაპირისპირებას,და ყოველივე ერი ცდილობდა სიმართლის გამარჯვების საქმეში რაიმე წვლილი შეეტანა.ტყუილს ორ ნაწილად დავყოფდი:მოკლედ რო ვთქვა თეთრად და შავად,თუმცა ეს დაყოფა ზედაპირულია… ტყუილს მხოლოდ შავი ფერი შეესაბამება.მაშ ასე დავიწყეთ…პირველყოფილი წყობილებიდან დავიწყოთ დანაშაულის გამოვლენისა ... View ucnauri.com
-
აფხაზურმა შსს–მა გადაწყვიტა ქართული პოლიციის „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლის მეოდები დანერგოს. მარიონეტული შსს–ს თავკაცმა ლეონიდ ძიაპშბამ იძლევა პირობას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ქურდები“ აღარ იქნებიან.ძიაპშბას თქმით, ადმინისტრაციული სასჯელის მოხდის შემდეგ ეგრეთ წოდებული „კანონიერი კურდები“ ან უარს იტყვიან ქურდულ ტრადიციებზე, ან უნდა დატოვონ აფხაზეთის ტერიტორია, რადგან „მათ, ისევე როგორც სხვა დამშავეებს, მშვიდი ცხოვრების საშულება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
როცა უცნაური გარეგნობის ფანატი გოგონა უერთდება სკანდალურად ცნობილ ჯგუფ «შავ რაინდებს», საიდუმლოებით მოცული მკვლელობების წყება სცენაზე მათ დაბრუნებასთან დაკავშირებულ ტურნეს ამძიმებს… View the full article
-
თამაშში დაფრინავთ სამხედრო ვერტმფრენით და ანადგურებთ მტერს . შესასრულებელია სხვა და სახვა მისიები ..... View the full article
-
აფხაზეთში ფართოდ განიხილება გუშინ მედიასაშუალებებში გახმოვანებული პედაგოგთა პროფკავშირული ორგანიზაციების განცხადეებები. აფხაზი პედაგოგები სეპარატისტულ ხელისუფლებას ემუქრებიან, რომ თუ უახლოეს მომავალში მათ ხელფასებს არ მოუმატებენ, მოაწყობენ ფართომასშტაბიან გაფიცვას. ,,... მოსწავლეთა მშობლების ხარჯზე სკოლების დაფინანსების პრაქტიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს”,- ასე მიაჩნიათ პედაგოგთა პროფკავშირების ორგანიზაციების წარმომადგენლებს.მიმომხილველთა აზრით, ამჟამინდელი აფხაზეთის ათასკაციანი, მრავალეროვანი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
1) რატომ ხდება რომ კეთილი იმარჯვებს? პასუხი ამ კითხვაზე და კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იხილეთ გაგრძელებაშივესტერნებში, დუელის დროს ყოველთვის ბოროტები კვდებიან – მაშინ როდესაც იარაღს პირველი ისინი იშიშვლებენ ხოლმე. ხომ უცნაურია? ეს ფაქტი ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის მფლობელ ნილს ბორსაც კი აფიქრებდა! ბირმინგემელ (ინგლისი) მკვლევერებს ასეთი პასუხი აქვთ: ... View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/shashiashvili12-150x150.jpgმოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელისუფლებას ინტერნეტის კონტროლში ადანაშაულებს. როგორც შაშიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, 25 ნოემბერს, სპეციალურად გაითიშაA ინტერნეტი, რატა არ მომხდარიყო სახალხო კრების პირდაპირ გაშუქება. ,,თუ ეს ხელისუფლება ინტერნეტსაც ჩაიდებს ჯიბეში, ამას უკვე სერიოზული მსოფლიო გამოხმაურება მოჰყვება. საქართველოს ჰყავს ქუჩის პრეზიდენტი, რომლის მიზანია ყველაფრის კონტროლი. საქართველოში ყველაფერი მის მეგობრებს ეკუთვნის და არ გაჭირვებია ინტერნეტ პროვაიდერებსაც მიწვდომოდა”,- განაცხადა შაშიაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში ყველაფერი უნდა იყოს თავისუფალი, ხელისუფლება უნდა იყოს ხალხის მიერ არჩეული და მათ მიერვე ხდებოდეს ყველა იმ პროცესის კონტროლი, რაც ქვეყანაში ხდება. ეს ეროვნული კრება კი სწორედ მაგისათვისაა და იქნება ვიდრე ეს პროცესები არ მოგვარდება. იხილეთ epn.ge
-
მისი წიგნები გამოსვლიდან რამოდენიმე თვეში ხდებიან ბესტსელები , მათ არ აჩერებენ მაღაზიის დახლებზე , მათ ყიდულობენ და ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს , არარსებობს ადამიანი რომელსაც არ წაეკითხოს მისი თუნდაც რომელიმე ნაწარმოები , მისი პროზა უთანაბრდება მუსიკას და ფოტოკოლაჟს იაპონური ბუნების , ამ ნაწარმოების კითხვით აჟიტირებული მკითხველიც კი ვერ გადმოგცემთ თუ რას ... View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/shashiashvili11-150x150.jpgპოლიტიკური მოძრაობა ,,თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ დუელში იწვევს. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ალასანიას შეფასება, რომ სახალხო კრება არის ქუჩის აქცია და მისი ლიდერები ქუჩის პოლიტიკოსები არაეთიკურია. ,,დადგა დრო ჩემი და ალასანიას პოლიტიკური დუელის, ამიტომ მე მას ვიწვევ, შეიძლება ორივე დავმარცხდეთ ან ორივემ გავიმარჯვოთ, მაგრამ ეს დუელი აუცილებლად უნდა შედგეს”, – განაცხადა შაშიაშვილმა. მისივე თქმით, ალასანიას გამოსვლა და მისი შეფასება დღევანდელი პოლიტიკური ვითარების ზუსტად ემთხვევა კრების წარმომადგენლების აზრს, უბრალოდ ალასანია არასწორ აქცენტებს აკეთებს და სწორედ ამიტომ სცდება საერთო აზრს. იხილეთ epn.ge