planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
gtn.ge- 2010 წელს მსოფლიოში 44 ჟურნალისტი მოკლეს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/pr-media.jpgჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2010 წელში მსოფლიოში 44 ჟურნალისტი მოკლეს. ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყანა პაკისტანი აღმოჩნდა, სადაც მიმდინარე წელს, პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს, სულ მცირე 8 ჟურნალისტი დაიღუპა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ წელს, ისევე, როგორც წინა წლებში, ჟურნალისტების დაღუპვის მთავარი მიზეზი მკვლელობა გახდა, რომლის 90% გაუხსნელია. კომიტეტი კიდევ 28 ჟურნალისტის სიკვდილის მიზეზს იკვლევს, რის შედეგადაც, შესაძლოა, მოკლულ ჟურნალისტთა სია გაიზარდოს. თუმცა, 2009 წელთან შედარებით, მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია. კომიტეტის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, 2009 წელს მსოფლიოში 72 ჟურნალისტი მოკლეს. ინტერპრესნიუსი Share View the full article -
ფართო საზოგადოებისთვის, სანდრა ელისაბედ რულოვსი გამართული ქართულით მოსაუბრე, ყველაზე ცნობილი ჰოლანდიელია, რომელიც მეგრულადაც ისე მღერის, თითქოს მამა ბავშვობიდან ასწავლიდა. ის უკვე 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და ჩამოსვლის დღიდან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. იხილეთ tabula.geზე
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/gazi.jpgუბედური შემთხვევა თბილისში. დედა და ორი შვილი, სავარაუდოდ, მხუთავი აირით გაიგუდნენ. შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის 29-ე კორპუსში მოხდა. 47 წლის ხათუნა დანელია მეზობლებმა ბოლოს გუშინ საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე ნახეს. მას შემდეგ, რაც ოჯახის ახლობლებმა მათთან დაკავშირება ვერ შეძლეს, სახლში, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ფანჯრიდან შევიდნენ, თუმცა ხათუნა დანელია, მისი 11 წლის ვაჟი და 14 წლის გოგონა უკვე გარდაცვლილები დახვდათ. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი გაზის გამაცხელებელია. შემთხვევის ადგილას ამ დრომდე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული. Share View the full article
-
ერორი- დედა და ორი შვილი მხუთავი აირით გაიგუდნენ
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54417.jpgტრაგედია მოხდა თბილისში. დედა და ორი შვილი, სავარაუდოდ, მხუთავი აირით გაიგუდნენ. უბედური შემთხვევა ნუცუბიძის მე-4 მიკროკრაინში 29-ე კორპუსში მოხდა. View the full article -
ოჰაიოელი ტერი სმიტი ექიმებმა გააფრთხილეს, რომ თუ დიეტას არ დაიცავს, მოკვდება. როცა ტერის წონამ 318 კილოგრამს მიაღწია, გინესის რეკორდების წიგნმა ის მსოფლიოში ყველაზე მსუქან ქალად დაასახელა.49 წლის აფროამერიკელი ქალი დაახლოებით სამი წელიწადია საწოლს არის მიჯაჭვული. ფეხზე ვერ დგება და საწოლშიც კი დამოუკიდებლად გადაბრუნება უჭირს.ბოლო ხანს ტერის საშინელი თავის ტკივილები ... View ucnauri.com
-
შეეცადეთ არ გასკდეთ დანარჩენები გაგრძელებაში…Rati Ratiani | შექმენი შენი ემბლემა View ucnauri.com
-
http://www.soccerbyives.net/.a/6a00e54ef2975b883301156ff199c7970c-500wi ედინ ჯეკოსთვის ბრძოლაში ლივერპულიც ჩაერთო. ვოლფსბურგის ლიდერის, ედინ ჯეკოსთვის ბრძოლაში ლივერპულიც ჩაერთო. როგორც იცით, 24 წლის ბოსნიელი თავდამსხმელის შეძენით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული და ეჭვი ალბათ არავის ეპარება, რომ სეზონის ბოლოს იგი “მგლებს” დატოვებს. აქამდე, ჯეკოს შეძენით დაინტერესებულნი იყვნენ მილანი, იუვენტუსი, მანჩესტერ სიტი და მადრიდის რეალი. ცოტა ხნის წინათ, თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გერმანიიდან აბარგება და იტალიაში გადასვლა სურს, მაგრამ ლივერპული მისმა ამ ნათქვამმაც ვერ შეაშინა. The Telegraph-ის ცნობით, მერსისაიდელები ჯეკოს სანაცვლოდ ვოლფსბურგს რაიან ბაბელსა და დანიელ აგერს სთავაზობენ. როგორც ცნობილია, გერმანული კლუბი ბოსნიელ თავდამსხმელს მინიმუმ 40 მილიონ ევროდ შეელევა და ძნელი წარმოსადგენია “მგლები” ინგლისელთა შეთავაზებას დასთანხმდნენ. ინფორმაციის წყარო: “მსოფლიო სპორტი” (www.worldsport.ge) View the full article
-
http://ifotka.ru/images/3x5bu4dq7lm1gmrg769.jpg ბლექპულთან გასამართი შეხვედრა გადაიდო. საფეხბურთო კლუბმა ბლექპულმა დაადასტურა, რომ ლივერპულთან გასამართი შეხვედრა მოყინული მინდვრის გამო გადაიდო. აღნიშნული მატჩი შედგება 2011 წლის 12 იანვარს თბილისის დროით 00:00 საათზე.ინფორმაციის წყარო:www.liverpoolfc.tv View the full article
-
დასახელება : Olivia Wilde Wallpapers ხარისხი : [HD] ფორმატი : Jpeg რეზოლუცია : 1600x1200 სურათების რაოდენობა : 40 ზომა : 25 MB View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54415.jpgამ დრომდე მძიმეა მაშხალების აფეთქების შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. წუხელ მას იაშვილის სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. View the full article
-
http://www.bet365.com/News/GlobalImages/News/bet365/Article-Large-496x286/Football/101202-generic-snow-496x286.jpg პრემიერლიგის 19-ე ტურში წითლები “ბლუმფილდ როუდ”-ზე ბლექპულს ხვდებიან… მიმდინარე სეზონის პირველი წრე ასე თუ ისე ფორმალურად დასრულდა, და მერსესაიდელები უკვე მეორე მატჩს ატარებენ ბლექპულთან. პირველი სამარცხვინოდ დასრულდა ენფილდზე, ანგარიშით 1-2 ლივერპული დამარცხდა და პრემიერლიგის ცხრილში ფსკერზე დაეშვა. სწორედ ბლექპულთან მატჩის შემდეგ გახდა აშკარა წითლების კრიზისი და 57 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგი სეზონის დასაწყისში. აღსანიშნავია ისიც, რომ ზუსტად 56 წელია ლივერპულს არ წაუგია ბლექპულთან გასვლაზე. საინტერესოა, შეძლებს ჰოჯსონის გუნდი ამ კარგი ტრადიციის დარღვევასაც?!… რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პრემიერლიგაში მერსესაიდულ გრანდს და აუთსაიდერს თანაბარი სტატისტიკა აქვთ ურთიერთ შეხვედრებში. მათი დაპირისპირება 4-ჯერ ფრედ დასრულდა. 8 მატჩი წითლებმა მოიგეს, რვა კი “მანდარინებმა” (სწორედ ასე ეძახიან ყვითელმაისურიან ბლექპულს) თუ ლივერპული ბლექპულთან გასვლაზეც დამარცხდება, მაშინ ყვითლები “პრემიერლიგურ დუბლს” შეასრულებენ, რადგან ერთ სეზონში ორჯერ მოუგებენ მერსესაიდელებს. ეს ერთადერთხელ, შორეულ 1946-47 წლების სეზონში მოხდა, თუმცა იმ წელს ლივერპულმა ჩემპიონობა იზეიმა, ასე რომ დღევანდელი მატჩის წაგება შეიძლება იღბალის მომტანიც კი იყოს… თუმცა რასაკვირველია ლივერპულს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ცხრილში წითლები მოწინააღმდეგესთან 22-22 ქულით იყოფენ ადგილს და მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობით არიან წინ. ამავდროულად ბლექპულს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა მათ “გამოტოვებული” თამაში მანჩესტერთან აქვთ და ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი აუთსაიდერს არაფერს დაუთმობს. მომავალი მატჩი მნიშვნელოვანია პეპე რეინასთვის, რომელიც ლივერპულის მაისურით 200-ე მატჩს ჩაატარებს პრემიერლგიაში… ტრამვირებული ფეხბურთელები: ბლექპულს დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი ჩარლი ადამი დააკლდებათ, ტრამვების გამო კი ალმონდი, ბაფტისტა, კლარკი, გილკსი, მარტინი, ბაშამი, ჰერვუდი, სილვესტრი და რაჩუბკა არ ეყოლებათ… ლივერპულს კი პირიქით, დაუბრუნდა კაპიტანი და დანიელ აგერი. ტრამვირებულთა სიაში მხოლოდ კარაგერი და სპირინგი არიან… მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე უნდა დაიწყოს. თუმცა კლუბის ოფიციალური განცხადებით ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი ჩატარდება თუ გადაიდება შეხვედრა. დღეს შუადღით სპეციალური კომისია პრემიერლიგის ყველა მატჩის ჩასატარებელ მოედანს და მის მდგომარეობას შეამოწმებს, რის შემდეგაც გადაწყდება მატჩის ბედი. ყველა ოფიციალურ განცხადებას მატჩთან დაავშირებით გამოქვეყნებისთანავე გაცნობებთ. View the full article
-
http://bettingnews.boylesports.com/images/football/premier_league/clubs/Liverpool_25_Aug_LI.jpg მიმდინარე სეზონის პირველი შეხვედრა ბლექპულთან ენფილდზე მერსესაიდელთა დამარცხებით დასრულდა, პრემიერლიგის აუთსაიდერებთან სამარცხივნო წაგებამ წითლები ცხრილის ფსკერზე ჩაუშვა. ენფილდზე დამარცხებამ ლივერპულის უერთგულესი ფანის, დიადი ფიურერის ყურამდეც მიაღწია და განარისხა… http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/columnists/2009/11/13/1258125701626/Roy-Hodgson-001.jpg ძალიან მალე ახალი, 2011 წელი დაიწყება, იანვრის ახალი სატრანსფერო ფანჯრით და ლივერპულის გარშემოც მსოფლიო პრესაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება… დავიწყოთ საკმაოდ დატვირთული ინფორმაციით Clubcall.com-იდან,რომლის თანახმადაც ლივერპულს ახალგაზრდა ტალანტური ნახევარმცველის ალექს ოქსლეიდ-ჩამბერლინის გადმობირება სურს, მაგრამ საუთჰემპტონელები იუწყებიან, რომ მასში არსენალის მიერ თეო უოლკოტში გადახდილი თანხის გაწირვა მოუწევთ(10მილიონი ფუნტი), რომელიც 4 წლის უკან გადაბარგდა თავის ახლანდელ გუნდში. თუ დაუჯერებთ Caughtoffside.com ლივერპული მომავალ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ტოტენჰემიდან პიტერ კრაუჩის, მანჩესტერ სიტიდან შონ რაიტ ფილიფსის და ენდრიუ ჯონსონის, ხოლო ინტერიდან დავიდ სანტონის გადმობირებას აპირებს. ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებში ჰოჯსონი მზადაა 25 მილიონი გაიღოს, ხოლო სანტონში 8 მილიონი. აი ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ი კი იუწყება, რომ წითლებს ჩელსის ახალგაზრდა ფორვარდის დენიელ სტარიჯის არენდით აყვანა სურს, გამოსყიდვის შესაძლებლობით, სტარიჯის წასვლის მიზეზი კი სათამაშო პრაქტიკის უქონლობაა. მას შემდეგ რაც ასტონ ვილამ ცეცხლის ფასი დაადო ეშლი იანგს ჰოჯსონის ყურადღებამ უიგანის ფეხბურთელის ნზოგბიასკენ გადაინაცვლა, რომელიც ლივერპულს 2-ჯერ იაფი დაუჯდება ვიდრე ეშლი იანგი. ასევე ლივერპული მზადაა შეიძინოს რობერტ ჰუტი იუწყება Metro. გამოცემა Talksport -მა უკვე მონათლა მერსესაიდელებად ნური შაჰინი დორტმონდის ბორუსიიდან და რიკი ვან ვოსვონკელი უტრეხტიდან, რომელიც ლივერპულს სავარაუდოდ 10 მილიონი დაუჯდება, კიდევ ერთ “მამალს” დევიდ ბენტლის გამოცემა Sportsvibe.co.uk. ასახელებს ლივერპულის მომავალ მოთამაშედ. მოგეხსენებათ ყოფილი ბლექბერნელი ჯეელი ერთ ერთი იმათგანია ტოტენჰემიდან ვისაც ყველაზე დიდი გასამრჯელო აქვს მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე პრაქტიკულად არ ჩანს. ჰოტსბურელთათვის ამ საფიქრალის გადამჭრელი ლივერპულია. Daily Mirror-ი ვულვერჰემპტონის ვინგერს მეტ ჯარვის აკავშირებს ლივერპულთან. Givemefootball.com-ი გვახსენებს, რომ ლივერპულის ახალი გენერალური დირექტორი დემიელ კომოლი სპეციალისტია თავის საქმის ფრანგულ ლიგაში, ამიტომ მას ახალგაზრდა ვიეირას გავა გოდა ფოფანას გადმობირება სურს. და ბოლოს იტალიელმა ალბერტო აკვილანიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა ტურინში დარჩენის სურვილი არენდის გასვლის შემდეგ. წყარო:The Official Liverpool FC Website View the full article